გადაწყვეტილება

სამოქალაქო 17.06.2019
საქმის ნომერი
330210016001223228
კატეგორია
დავის ტიპი
სამოქალქო, სესხი
თარიღი
17.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/1037-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

11 აპრილი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია შიოშვილი

სხდომის მდივანი მონიკა ჯანელიძე

მოსარჩელე - სს „მი--------------ი“

წარმომადგენელი - ან-------–---–ი

მოპასუხეები - მა----------ე, ირ-----–---–----ე

დავის საგანი - თანხის სოლიდარულად დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მა----------ესა და ირ-----–---–----ეს სს „მი--------------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 201--–-–----------ის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე 4467,88 ლარის გადახდა, აქედან ძირითადი თანხა - 2024,65 ლარი, პროცენტი - 408,07 ლარი, პირგასამტეხლო - 2035,16 ლარი. ამასთან, თავდების ირ-----–---–----ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს 3200 ლარით.

 

მა----------ეს სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება უნდა შეესრულებინა მისი გაფორმებიდან 18 თვის ვადაში, რაც არ შესრულებულა. მოპასუხემ ხელშეკრულება დაარღვია 2014 წლის თებერვალში, რა დროიდანაც დაიწყო ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დარიცხვა.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

წერილობითი შესაგებელი წარადგინა თავდებმა ირ-----–---–----ემ, სადაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ და მიუთითა, რომ იგი გაფრთხილებული არ იყო სს „მი--------------ის“ მიერ მა----------ის მიერ ვალდებულების დარღვევის თაობაზე. მოპასუხეებმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. დადგენილია, რომ სს „მი--------------სა“ და მა----------ეს შორის 201--–-–---------ს დაიდო სესხის ხელშეკრულება და მსესხებელზე გაიცა სესხი 3200 ლარი, 18 თვის ვადით, წლიური 42% სარგებლის დარიცხვით, სესხის საკომისიო: გაცემის - 2%, წინსწრებით დაფარვის - 2%. მხარეები ასევე შეთანხმდნენ, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში ვადაგადაცილებულ თანხას დაერიცხებოდა პირგასამტეხლო - 0,5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 01.0-.2--- წლის სესხის ხელშეკრულება.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.2. დადგენილია, რომ სესხის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „მი--------------სა“ და ირ-----–---–----ეს შორის 201--–-–----------ს გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, სადაც თავდების პასუხისმგებლობით განსაზღვრული მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 3200 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 01.0-.2--- წლის თავდებობის ხელშეკრულება.

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა დაარღვიეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და მათი დავალიანება 01.0-.2--- წლის სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 4467,88 ლარს, აქედან ძირითადი თანხა - 2024,65 ლარი, პროცენტი - 408,07 ლარი, პირგასამტეხლო - 2035,16 ლარი. ამასთან, თავდების ირ-----–---–----ის პასუხისმგებლობაა 3200 ლარი.

 

სსსკ-ის მე-4 და 102-ე მუხლების თანახმად, გარემოებათა მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს. შესაბამისად, კონკრეტულ გარემოებებზე და მტკიცებულებებზე მითითება მათივე მოვალეობაა. სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს. მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.

 

საქმეში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების (სესხის ხელშეკრულება, ცნობა დავალიანების შესახებ, თანხის მოძრაობის ანგარიში) საწინააღმდეგო მტკიცებულება მოპასუხის მიერ წარმოდგენილი არ არის.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 10.0-.2--- წლის ცნობა დავალიანების შესახებ;

- გადახდების ისტორიები;

- მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „მი--------------ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 417-ე-420-ე, 463-ე, 464-ე, 623-ე, 625-ე, 891-ე -895-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მა----------ისა და ირ-----–---–----ისათვის სესხის ძირითადი თანხის - 2024,65 ლარისა და პროცენტის - 408,07 ლარის სოლიდარულად დაკისრება.

 

6.1.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

საქმის მასალებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის დავალიანების არსებობას. საქმის მოსამზადებელ ეტაპზე მოპასუხეებმა აღიარეს სესხის ძირისა და პროცენტის დავალიანება. რაც საკმარისი საფუძველია მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილებისთვის.

 

6.1.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

201--–-–----------ის სესხის ხელშეკრულებით მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. ამასთან, მხარეები - ერთის მხრივ, მოსარჩელე სს „მი--------------ი“, ხოლო, მეორეს მხრივ, მოპასუხეები მა----------ე და ირ-----–---–----ე შეთანხმებულნი არიან სესხის და თავდებობის ხელშეკრულებების ყველა არსებით პირობაზე.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. აღნიშნული ფაქტობრივი გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა ძირითადი თანხის ანაზღაურების ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. სარჩელი ასევე უნდა დაკმაყოფილდეს დარიცხული სესხის პროცენტის თაობაზე მოთხოვნის ნაწილშიც. ვინაიდან დადგენილია, რომ მოპასუხე მხარეს წარმოდგენილი ხელშეკრულებებით აკისრია სესხის პროცენტის გადახდის ვალდებულებაც, ხოლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ მათ მიერ სესხზე დარიცხული პროცენტი გადახდილია.

 

6.1.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 892-ე მუხლით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ 201--–-–----------ს გაფორმებული №5---- თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხე ირ-----–---–----ემ იკისრა სოლიდარული პასუხისმგებლობა მა----------ის მიერ კრედიტორის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე. ხელშეკრულების თანახმად, თავდები პასუხის აგებს ზღვრული თანხის 3200 ლარის ოდენობამდე. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა, თანხის მოპასუხეებისათვის სოლიდარულად დაკისრების მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. მოპასუხეების მა----------ისა და ირ-----–---–----ისათვის პირგასამტეხლოს - დაკისრება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: ა. შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

 

სესხის ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის პირობაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ფუნქციური დანიშნულება არის კრედიტორისათვის მინიმალური ზიანის ანაზღაურება და მოვალეზე პრევენციული ზემოქმედების განხორციელება. პირგასამტეხლოს დაკისრების დროს სასამართლო ითვალისწინებს როგორც კრედიტორის ინტერესს, ასევე ყურადღებას მიაქცევს დარღვევის შინაარსს, დაკისრებული პირგასამტეხლოს გონივრულ ფარგლებს და მოვალის მიერ გადახდილი პირგასამტეხლოს ოდენობას ძირითად ვალდებულებასთან მიმართებაში.

 

აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს „მი--------------ის“ მოთხოვნა ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხეებს 2035,16 ლარის ნაცვლად გადასახდელად უნდა დაეკისროთ 200 ლარი.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ ქონებრივ დავებს, თუ სარჩელის ფასი არ აღემატება 5000 ლარს. ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ?? ???????? 38-? ?????? „?“ , „?“, „?“ ?? „?“ ???????????? გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3 %-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ..... ამავე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.

 

მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 134,03 ლარი.

 

სასამართლო ითვალისწინებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებულ სახელმწიფო ბაჟის განაწილების წესს. საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სასამართლოს მოსამზადებელ სტადიაზე სარჩელი ცნეს ძირითადი თანხის - 2024,65 ლარის და პროცენტის - 408,07 ლარის ნაწილში. აღნიშნული თანხის პროპორციული ბაჟი შეადგენს - 72,9816 ლარს. ასევე, მოსარჩელეს ნაწილობრივ დაუკმაყოფილდა მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში, ნაცვლად 2035,16 ლარისა მოპასუხეებს დაეკისრათ - 200 ლარის გადახადა მოსარჩელის სასარგებლოდ, შესაბამისად მის პროპორციული ბაჟი შეადგენს - 6 ლარს.

 

ასევე, სასამართლო ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მოქმედ რეგულაციას, რომელიც გულისხმობს მე-14 მუხლში შეტანილ ცვლილებას. ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი ექცევა მაგისტრ მოსამართლის განსჯად საქმეთა რიცხვში, გადაწყვეტილების გამოტანის დროს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად, გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, საქმის მასალებით ცნობილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი - 134,03 ლარის ოდენობით. ვინაიდან წარმოდგენილი სარჩელი მაგისტრი მოსამართლის განსჯადია, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება, შესაბამისად მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან, უკან უნდა დაუბრუნდეს გადახდილი ბაჟის - 134,03 ლარის ნახევარი - 67,015 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი. ხოლო დარჩენილი 67,015 ლარი უნდა განაწილდეს მხარეთა შორის იმ თანხების პროპორციულად, რაზეც მოხდა მსჯელობა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ვინაიდან წარმოდგენილი საქმე არის მაგისტრი მოსამართლის განსჯადი და მოქმედი კანონმდებლობა აღნიშნული კატეგორიის საქმეებზე ითვალისწინებს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ინდივიდუალურ წესს, მხარეთა შორის განაწილებული პროპორციული ბაჟის ოდენობაც ასევე უნდა განახევრდეს და მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს 72,9816 ლარის ნახევარი, რაც შეადგენს - 36,4908 ლარს, ხოლო მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ 6 ლარის ნაცვლად, 3 ლარის გადახდა. ხოლო დარჩენილი 27,5242 ლარი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად, ვინაიდან მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნა დაუკმაყოფილდა ნაწილობრივ და უარი ეთქვა პირგასამტეხლოს მოთხოვნის სრული ოდენობის დაკმაყოფილებაზე.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ,,მი--------------ი’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხეებს მა----------ეს და ირ-----–---–----ეს, მოსარჩელე სს ,,მი--------------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 201--–-–----------ის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ჯამში - 2632,72 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2024,65 ლარი, პროცენტი - 408,07 ლარი და პირგასამტეხლო - 200 ლარი;

 

3. მოპასუხეებს მა----------ეს და ირ-----–---–----ეს, მოსარჩელე სს ,,მი--------------ი’’-ს სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ - 3 ლარის გადახდა;

4. მოსარჩელე სს ,,მი--------------ს“ უკან დაუბრუნდეს სს „მი----------------------------–-- მი--------------ის“ მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 103,50-8 ლარის ოდენობით, რაც სს ”პრ-----------------ს“ 201--–-–------------------ საგადახდო დავალებით ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში, ანგარიშზე 3--------;

 

5. სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 27,5242 ლარი დარჩეს ბიუჯეტში გადახდილად;

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია შიოშვილი