განაჩენი

სისხლის სამართლის 17.05.2019
საქმის ნომერი
330100119002868600
თარიღი
17.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1-------

გამოძიების #0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

17 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ხათუნა ხარჩილავა

 

სხდომის მდივანი - თეიმურაზ სულაძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ნ----- ქ--------–-–---–-

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნ-----–---- ნ--------- ძე ქ--–----ი, - საქართველოს მოქალაქე, პირადი #1----------, დაბადებული 1--- წლის 1------ს, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–---- ლ----------–-- ქ.#1-- ბინა #--–-

 

ადვოკატი - ლ--–- ჩ------–---–-

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილი (ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატიური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა, რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.)

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1.წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. ნ-----–---- ქ--–----ი სისტემატიურად აყენებს სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებს მეუღლეს ხ------- ე------–---–ს, რაც იწვევს დაზარალებულის ფსიქოლოგიურ ტანჯვას, ხოლო 2019 წლის 28 იანვარს, დაახლოებით 20:30 საათზე, თ---–--–-- ქ-----–-ს ქ.#1--–- ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა ნ-----–---- ქ--–----მა მეუღლეს ხ------- ე------–---–ს დაარტყა მუშტი ძლიერად თავის არეში, რის შედეგადაც ხ------- ე------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2.ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

2.1. საქმის არსებითი განხილვის ეტაპზე, მას შემდეგ რაც დაზარალებულმა ხ------- ე------–---–მა გამოიყენა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლება და სასამართლოში არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის - ბრალდებულის ნ-----–---- ქ--–----ის წინააღმდეგ, მხარეები შეთანხმდნენ საქმეში წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების შინაარსზე და ამ მტკიცებულებებით დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებზე და უარი განაცხადეს მტკიცებულებების გამოკვლევაზე.

 

2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის თანახმად, როგორც პრეიუდიცია, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. სასამართლომ მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე ზეპირი გამოკვლევის გარეშე შეაფასა საქმეში წარმოდგენილი ყველა პრეიუდიციული ფაქტი და მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით.

 

უდავო მტკიცებულებები:

 

2.3. 2019 წლის 30 იანვარს თბილისის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში ხ------- ე------–---–ის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ოჯახური ძალადობის ფაქტზე. საგამოძიებო ორგანომ დაუყოვნებლივ დაიწყო მტკიცებულებების შეგროვება, გამოიკითხა შეტყობინების ავტორი ხ------- ე------–---–ი, ჩატარდა მასთან საგამოძიებო ექსპერიმენტი. ორივე საგამოძიებო მოქმედების პროცესში ხ------- ე------–---–მა გამოძიებას დაუდასტურა მეუღლის ნ-----–---- ქ--–----ის მხრიდან ოჯახში ძალადობის ჩადენა. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე როგორც ზემოთ აღინიშნა დაზარალებულმა უარი განაცხადა ნ-----–---- ქ--–----ის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე.

 

2.4. დაზარალებულ ხ------- ე------–---–ის ნათესავის, მოწმე ნ---- ფ----ას გამოკითხვის ოქმის მიხედვით, დაახლოებით 30 წელია რაც ხ------- ე------–---–ი დაოჯახებულია ნ-----–---- ქ--–----ზე და ამ დროის განმავლობაში არ სმენია მეუღლეთა შორის ოჯახური კონფლიქტის თაობაზე. 2019 წლის 29 იანვარს, ხ------- ე------–---–ი სტუმრად იმყოფებოდ მასთან სახლში, იგი იყო ჩვეულებრივ განწყობაზე და მოწმისთვის არ უთქვამს, რომ მეუღლესთან ჰქონდა კონფლიქტი.

 

2.5.დაზარალებულის ძმის ხ---- ე------–---–ის გამოკითხვის ოქმის მიხედვით, ხ------- ე------–---–სა და ნ-----–---- ქ--–----ს შორის ოჯახური კონფლიქტის თაობაზე არასდროს სმენია. 2019 წლის 30 იანვარს, მოწმე ნ-----–---- ქ--–----თან ერთად იმყოფებოდა სამუშაო ადგილას, დაახლოებით 13:00 საათზე მათთან მივიდა ხ------- ე------–---–ი, რომელიც იყო განერვიულებული, თუმცა არ უთქვამს ნერვიულობის მიზეზი.

 

2.6.სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, ხ------- ე------–---–ს პირადი შემოწმებისას /ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში/ მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

2.7.ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად ხ------- ე------–---–ს ჩაუტარდა ექსპერიმენტულ-ფსიქოლოგიური კვლევა. ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ ხ------- ე------–---–ს მეუღლის - ნ-----–---- ქ--–----ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით არ განუცდია ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2.8. ბრალდებულმა ნ-----–---- ქ--–----მა წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ სცნო.

 

2.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლში კრიმინალიზებულია ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი, ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ფიზიკური ძალადობა ობიექტური მხრივ გამოიხატება ქმედებაში, შედეგში და მიზეზობრივ კავშირში ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ქმედების ოჯახში ძალადობად კვალიფიკაციისთვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ქმედების ძალადობრივ ხასიათს და გამოწვეულ შედეგს, ფიზიკურ ტკივილს. მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, რომელთა დეტალური ჩამონათვალი სასამართლომ ზემოთ გააკეთა, ვერ იქნა დადასტურებული ფიზიკური ძალადობის მატერიალური ფაქტი, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას პირდაპირი მტკიცებულების გარეშე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადგინოს ძალადობის მატერიალური ფაქტი და შეაფასოს ფიზიკური ტკივილის კომპონენტი. გამოკვლეული მტკიცებულებებით ასევე ვერ დადგინდა სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის და დამცირების მატერიალური ფაქტი, ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით გამოირიცხა ფსიქოლოგიური ტანჯვის შემადგენლობა.

 

2.10. „ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის პრევენციისა და აღკვეთის შესახებ“ ევროპის საბჭოს კონვენციის 55-ე მუხლის თანახმად, ფიზიკური ძალადობის დანაშაულის გამოძიება ან სისხლისსამართლებრივი დევნა არ უნდა იყოს მთლიანად დამოკიდებული მსხვერპლის მიერ შეტანილ განცხადებაზე ან საჩივარზე და რომ სასამართლო პროცესი გაგრძელდეს მაშინაც კი, თუ მსხვერპლი გამოიტანს განცხადებას ან საჩივარს. კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე, ხელშემკვრელი სახელმწიფოების (რომელთა შორის არის საქართველოც) მართლმსაჯულებისათვის ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულება არ უნდა იყოს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაცია, ასევე სასამართლო დამოკიდებული არ უნდა იყოს დაზარალებულის მხრიდან პოზიციის ცვლილებაზე, თუმცა აღნიშნულის საპირწონედ წარმოდგენილი უნდა იყოს სხვა წონადი მტკიცებულებები, რომლებიც ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს ბრალდებულის ბრალეულობაში. მოცემულ საქმეში დაზარალებულმა ისარგებლა პროცესუალური იმუნიტეტით და სასამართლოში უარი განაცხადა მეუღლის წინააღმდეგ ჩვენების მიცემაზე, სხვა პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ძალადობის ფაქტობრივ გარემოებებს წარმოდგენილი არ ყოფილა, ხაზგასასმელია ის გარემოებაც, რომ სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნებით არ დადგინდა ძალადობის და ფსიქოლოგიური ტანჯვის მატერიალური ფაქტი.

 

2.11. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების ურთიერთანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს პირის მსჯავრდებისთვის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით - საკმარის მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. სასამართლო განსაკუთრებულ ყურადღებას მიაქცევს უდანაშაულობის პრეზუმფციას, რომელიც მოცემულია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლში. აღნიშნული მუხლი მოიცავს სისხლის სამართლის პროცესის ზოგად პრინციპს, რომ არავინ არ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. მან უნდა წარმოადგინოს ბრალდებულის ბრალეულობის დამადასტურებელი მტკიცებულება, ბრალდებულს არ ევალება საკუთარი უდანაშაულობის დამტკიცება, დაცვის საშუალებების ან მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელიც აბათილებს მის წინააღმდეგ მიმართულ ბრალდებას. სასამართლო მიიჩნევს, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები ვერ აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს, რაც სასამართლოს დაარწმუნებდა ნ-----–---- ქ--–----ის ბრალეულობაში.

 

3.2. განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით. საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომელიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

3.3. მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ-----–---- ქ--–----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ნივთიერ მტკიცებულებაზე და ყადაღაზე მსჯელობა:

 

4.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის თანახმად, ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4.2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ-----–---- ქ--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ხ------- ე------–---–ის უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ---–---- რ-----–-–---–-- ქუჩა #-- ავტოფარეხი - შენობა #--- საკადასტრო კოდი 0----------------------) დადებული ყადაღა.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.ნ-----–---- ქ--–----ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 31 იანვრის განჩინებით ნ-----–---- ქ--–----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო. ასევე გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 5 თებერვლის განჩინებით გირაოს უზრუნველყოფის მიზნით ხ------- ე------–---–ის უძრავ ქონებაზე (მდებარე: თ---–---- რ-----–-–---–-- ქუჩა #-- ავტოფარეხი - შენობა #--- საკადასტრო კოდი 0----------------------) დადებული ყადაღა.

 

3.ნივთიერი მტკიცებულება:

 

ელექტრონული დისკი - შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

4. ნ-----–---- ქ--–----ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

6. განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ხ.ხარჩილავა