გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/26210-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი - ანა მეშველიანი
მოსარჩელე - სს „თ----ი ბ---ი”
წარმომადგენელი - თ----ა ფ-----ე
მოპასუხე - გ--ი ჯ------ა
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნები:
მოპასუხე გ--ი ჯ------ას სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ დაეკისროს:
1.1. 2--- წლის 02 ნოემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 140.4 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 79,76 ლარი და ჯარიმა - 60.64 ლარი;
1.2. 2--- წლის 06 სექტემბრიდან (გადახდების ისტორიის გაცემის თარიღიდან) 2--- წლის 02 ნოემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 79.76 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0.5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 0.39 ლარს მაგრამ არაუმეტეს - 100 ლარისა;
1.3. 2--- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 8535.25 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 5279.01 ლარი, პროცენტი - 912.38 ლარი და ჯარიმა - 2343.86 ლარი;
1.4. 2--- წლის 06 სექტემბრიდან (გადახდების ისტორიის გაცემის თარიღიდან) 2--- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5279.01 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური - 30% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 131.97 ლარს;
1.5. 2--- წლის 06 სექტემბრიდან (გადახდების ისტორიის გაცემის თარიღიდან) 2--- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5279.01 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შადგენს - 26.39 ლარს, მაგრამ არაუმეტესს - 1500 ლარისა.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
სარჩელში განმარტებულია, რომ 2--- წლის 02 ნ--------ს სს „ბ--- რ-------–--ასა“ და გ--ი ჯ------ას შორის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშკრულება №------, რომლის საფუძველზეც მსესხებლზე გაიცა კრედიტი - 1435 ლარის ოდენობით; კრედიტის ვადად განისაზღვრა 18 თვე (2--- წლის 02 მაისამდე). მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული სესხის გადახდის პერიოდულობასა და თანხებზე და შესაბამისად შედგა გადახდის გრაფიკი. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად - 79.72 ლარის გადახდით. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით (ფიქსირებული); ასევე დავალიანების ძირითადი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2--- წლის 31 აგვისტოს სს „თ----ი ბ---სა" და გ--ი ჯ------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 5183 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა: 30%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 30%-ით კრედიტის სს „თ----ი ბ---ის“ ბ---ომატით ათვსიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით (ფიქსირებული); ასევე დავალიანების ძირითადი თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
2--- წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით მოპასუხეს 2--- წლის 02 ნოემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 140.4 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა -79.76 ლარი და ჯარიმა - 60.64 ლარი.
2--- წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით, გ--ი ჯ------ას 2--- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 8535.25 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირი თანხაა - 5279.01 ლარი, პროცენტი - 912.38 ლარი და ჯარიმა - 2343.86 ლარი.
2--- წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----ი ბ---ი“ წარმოადგენს სს „ბ---ი რ-------–--ას“ უფლებამონაცვლეს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე გ--ი ჯ------ამ წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი. მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე ცნო სარჩელი კრედიტის ძირითადი თანხების (79.76 ლარისა და 5279.01 ლარის) ნაწილში (იხ. 2019 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:18:47).
2. ფაქტობრივი გარემოებები
2.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 02 ნ--------ს სს „ბ--- რ-------–--ასა“ და გ--ი ჯ------ას შორის სწრაფი განვადების ფარგლებში გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშკრულება №------, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი - 1435 ლარის ოდენობით; კრედიტის ვადად განისაზღვრა 18 თვე (2--- წლის 02 მაისამდე).
მხარეები შეთანხმდნენ აღნიშნული სესხის გადახდის პერიოდულობასა და თანხებზე და შესაბამისად შედგა გადახდის გრაფიკი. კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ყოველთვიურად - 79.72 ლარის გადახდით.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით (ფიქსირებული); ასევე დავალიანების ძირითადი თანხის 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
საკრედიტო ხელშეკრულება (ს.ფ. 21-22).
3.1.2. 2--- წლის 31 აგვისტოს სს „თ----ი ბ---სა" და გ--ი ჯ------ას შორის გაფორმდა საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე მოპასუხეზე გაიცა საკრედიტო ბარათი 5183 ლარიანი საკრედიტო ლიმიტით.
საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა: 30%-ით კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტებში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში; 30%-ით კრედიტის სს „თ----ი ბ---ის“ ბ---ომატით ათვსიების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო ყოველ პირველ ვადაგადაცილებაზე 10 ლარის ოდენობით (ფიქსირებული); ასევე დავალიანების ძირითადი თანხის 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
კრედიტის პერიოდული დაფარვა უნდა მომხდარიყო დაანგარიშების თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან დაანგარიშების დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის და პირგასამტეხლოს (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ოდენობით. დაანგარიშების თარიღად განისაზღვრა ყოველი თვის 15 რიცხვი.
ამასთან, 2--- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების 6.2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულება წარმოადგენდა ფიზიკური პირის საბ---ო ოპერაციების წარმოების შესახებ ძირითადი ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავდა იმას, რომ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდებოდა ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებული ყველა სხვა პირობა მოცემული იყო ძირითად ხელშეკრულებაში; ხოლო, ამავე ხელშეკრულების 6.5.2 პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება იმავდროულად წარმოადგენდა კლიენტის განცხადებას საკრედიტო პროდუქტის მიღების შესახებ, რომლის ხელმოწერითაც კლიენტი ადასტურებდა, რომ დეტალურად იცნობდა ბ---ის ინტერნეტ გვერდზე (--------------- განთავსებული საბ---ო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულების პირობებს (ამ ხელშეკრულებაში შეტანილ ყველა ცვლილებასა და დამატებას) და ეთანხმებოდა მათ, რითიც უერთდებოდა ზემოხსენებულ ხელშეკრულებას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება და ფიზიკური პირის საბ---ო ოპერაციების წარმოების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 30-50).
3.1.3. 2--- წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით გ--ი ჯ------ას 2--- წლის 02 ნოემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით 79.76 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:18:47).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 51-52).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 146).
3.1.4. 2--- წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით გ--ი ჯ------ას 2--- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება სესხის ძირითადი თანხის სახით - 5279.01 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:18:47).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 55-62).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 146).
3.1.5. 2--- წლის 8 მაისს განხორციელებული რეორგანიზაციის (შერწყმის) შედეგად სს „თ----ი ბ---ი“ წარმოადგენს სს „ბ---ი რ-------–--ას“ უფლებამონაცვლეს.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 46-48).
2.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
2.2.1. 2--- წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით გ--ი ჯ------ას 2--- წლის 02 ნოემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება პირგასამტეხლოს სახით - 60.64 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:18:47).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 51-52).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 146).
2.2.2. 2--- წლის 06 სექტემბრის მდგომარეობით, გ--ი ჯ------ას 2--- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება პროცენტის სახით 912.38 ლარი, პირგასამტეხლოს სახით - 2343.86 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
მოპასუხის ახსნა-განმარტება (იხ. 2019 წლის 17 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 17:18:47).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 55-62).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 146).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „თ----ი ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ მხარეებს სს „თ----ი ბ---სა” და გ--ი ჯ------ას შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულებების საფუძველზე, რომელთა შესაბამისად ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტები შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხები გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხები 2--- წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 1435 ლარი და 2--- წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5183 ლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა აითვისა.
სს ”თ----ი ბ---ი” უფლებამოსილია მოსთხოვოს გ--ი ჯ------ას გადაცემული კრედიტის ძირი თანხებიდან, კერძოდ, 2--- წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 79.76 ლარისა და 2--- წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 5279.01 ლარის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სასამართლო განმარტავს, რომ დისპოზიციურობის პრინციპი სამართალწარმოებაში ესაა საპროცესო კანონმდებლობით გათვალისწინებული და გარანტირებული შესაძლებლობა, მხარეებმა თავისუფლად ისარგებლონ ან განკარგონ თავიანთი მატერიალური და საპროცესო უფლებები. დისპოზიციურობის პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლით გათვალისწინებული უფლება და ცნო სს „თ----ი ბ---ის“ სარჩელი საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტის ძირითადი თანხის ნაწილში.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული 2--- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე გ--ი ჯ------ას სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 912,38 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგებები, რომელებიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ გ--ი ჯ------ამ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა შეთანხმებული პირობების შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა გადახდების ისტროიის გაცემის თარიღამდე 60.64 ლარი და 2343.86 ლარი, ასევე, ორივე ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 0,5%-ის გადახდა (ერთ შემთხვევაში არაუმეტეს 100 ლარისა და მეორე შემთხვევაში 1500 ლარისა), არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართებაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობის შემცირება 2--- წლის 02 ნოემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე (გადახდების ისტროიის გაცემის თარიღამდე) 20 ლარამდე, ასევე 2--- წლის 06 სექტემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე პირგასამტეხლოს შემცირება 0.1%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 30 ლარისა; 2--- წლის 31 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 500 ლარამდე (გადახდების ისტროიის გაცემის თარიღამდე), ასევე 2--- წლის 06 სექტემბრიდან ვალდებულების შესრულებამდე პირგასამტეხლოს - 0.1%-მდე, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
კონკრეტულ შემთხვევაში, 2--- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტებით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება.
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხის წლიური 30%-ის ოდენობით. სს „თ----ი ბ---მა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხებიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ლეგიტიმურია და მოვალე გ--ი ჯ------ას კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2--- წლის 06 სექტემბრიდან ძირ თანხაზე - 5279.01 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური - 30% სარგებლის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ მოპასუხე სასამართლოს მთავარ სხდომამდე ცნობს სარჩელს მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 483,87 ლარიდან 193,84 ლარი. მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს სახელმწიფო ბაჟის 201,4 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50,00 ლარი, ასევე, სასამართლოს გარეშე ხარჯი (საჯარო რეესტრში აკრძალვის რეგისტრაციის საფასური) - 20 ლარი.
მოპასუხეებს სს „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გაწეული 50 ლარის და აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის ანაზღაურება.
მოპასუხემ მოსარჩელეს უნდა აუნაზღაუროს საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა 250,00 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. სს „თ----ი ბ---ი”-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხე გ--ი ჯ------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 02 ნოემბრის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 99.76 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა - 79.76 ლარი და ჯარიმა - 20 ლარი.
3. მოპასუხე გ--ი ჯ------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 06 სექტემბრიდან ძირ თანხაზე - 79.76 ლარზე, პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0.1%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტეს - 30 ლარისა.
4. მოპასუხე გ--ი ჯ------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 31 აგვისტოს საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა - 6691.39 ლარის ანაზღაურება, საიდანაც ძირი თანხაა - 5279.01 ლარი, პროცენტი - 912.38 ლარი და პირგასამტეხლო - 500 ლარი.
5. მოპასუხე გ--ი ჯ------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 06 სექტემბრიდან ძირ თანხაზე - 5279.01 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური - 30% სარგებლის გადახდა.
6. მოპასუხე გ--ი ჯ------ას მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 2--- წლის 06 სექტემბრიდან ძირ თანხაზე - 5279.01 ლარზე, პირგასამტეხლოს, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 0,01%-ის გადახდა, მაგრამ არაუმეტესს - 500 ლარისა.
7. დაუბრუნდეს მოსარჩელე სს „თ----ი ბ---ს“ მის მიერ სარჩელზე 2--- წლის 06 ს----------- №- საგადახდო დავალებით გადახდილი 483,87 ლარიდან 193,84 ლარი.
8. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისათვის სახელმწიფო ბაჟის 201,4 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფაზე გადახდილი 50,00 ლარის ანაზღაურება, ასევე, სასამართლოს გარეშე ხარჯის - 20 ლარის გადახდა.
9. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელისათვის საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხის ანაზღაურება 250,00 ლარის ოდენობით.
10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე