გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/4531-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
31 მაისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ლილი ტყემალაძე
სხდომის მდივანი ანა მეშველიანი
მოსარჩელე - ს- „თ----ი ბ---ი”
წარმომადგენელი - ს--–---ე ი-–----–---–ი
მოპასუხეები - მ--------- ბ--------ე, უ–---ი ლ----------ე
უ–---ი ლ----------ის წარმომადგენელი - თ-ა ჩ---------–--ე
დავის საგანი - საკრედიტო დავალიანების გადახდევინება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ს- „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ მოპასუხეებს მ--------- ბ--------ეს და უ–---ი ლ----------ეს (თავდებს მის მიერ ნაკისრი პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობის - 7 800 ლარის ფარგლებში) სოლიდარულად დაეკისროთ:
1.1.1. 2--- წლის 21 ივლისის საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 7 109.61 ლარის გადახდა, საიდანაც არის თანხაა - 5 814.04 ლარი, პროცენტი - 768.8 ლარი, ჯარიმა - 507.81 ლარი და დაზღვევა - 19.68 ლარი;
1.1.2. 2--- წლის 0- თ-ბერვლიდან (საქმეში არსებული დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2--- წლის 21 ივლისის საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5 811.04 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, წლიური 36% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს - 174.42 ლარს;
1.1.3. 2--- წლის 0- თ-ბერვლიდან (საქმეში არსებულ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) 2--- წლის 21 ივლისის საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5 814,04 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 1%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 58,14 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1950 ლარისა.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა მის მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურება.
მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნას ამყარებს 2--- წლის 21 ივლის-, ს- „თ----ი ბ---სა" და მ--------- ბ--------ეს შორის გაფორმებულ საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებასა და მის საფუძველზე 2--- წლის 21 ივლის- ბ---სა და მსესხებელს შორის გაფორმებულ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებაზე. მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 000 ლარის ოდენობით. საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით, კრედიტის ვადა - 36 თვე, 20-0 წლის 20 ივლისამდე.
საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად ს- „თ----ი ბ---სა" და უ–---ი ლ----------ეს შორის 2--- წლის 21 ივლის- გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე თავდებმა უ–---ი ლ----------ემ, ძირითად მსესხებელ - მ--------- ბ--------ესთან ერთად იკისრა ვალდებულება, სოლიდარულად შეესრულებინა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალურ თანხად განისაზღვრა - 7 800 ლარი
აღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებელს საერთო ჯამში გადახდილი აქვს 730.69 ლარი, საიდანაც დაიფარა სესხის ძირითადი თანხა - 185.96 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 365.12 ლარი და ჯარიმა - 37.49 ლარი.
2--- წლის 0- თ-ბერვლის მდგომარეობით მოპასუხეთა დავალიანება შეადგენს - 7 109,61 ლარს, საიდანაც ძირი თანხაა - 5 814,04 ლარი, პროცენტი - 768.08 ლარი, ჯარიმა - 507.81 ლარი და დაზღვევა - 19.68 ლარი.
მოსარჩელის წარმომადგენელმა სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა (1.1.3 მოთხოვნა) 3864 ლარით (იხ, 2019 წლის 14 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი, 16:42:29).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე უ–---ი ლ----------ემ არ ცნო სარჩელი.
მოპასუხე მ--------- ბ--------ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია და არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადებულა. მას სარჩელისა და სასამართლო სხდომის შესახებ ეცნობა ს-სკ-ის 70-ე - 78-ე მუხლების მოთხოვნათა დაცვით.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2--- წლის 21 ივლის- ს- „თ----ი ბ---სა” და მ--------- ბ--------ეს შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №----------------, რომლის საფუძველზე 2--- წლის 21 ივლის- ს- „თ----ი ბ---სა” და მ--------- ბ--------ეს შორის დაიდო საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება №---------------, რომლის საფუძველზე მსესხებელზე გაიცა კრედიტი 6 000 ლარის ოდენობით; საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 36%-ით კრედიტის ვადა - 36 თვით, 20-0 წლის 20 ივლისამდე.
კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულების თანდართული სესხის დაფარვის გრაფიკის შესაბამისად.
ხელშეკრულებით ასევე გათვალისწინებული იქნა ფიქსირებული პირგასამტეხლო გრაფიკი ყოველი დარღვევისას 10 ლარი, ამას დამატებული გადაცილებული ერთი დღის შემდეგ დავალიანების 1% ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის.
ხელშეკრულებით ასევე განისაზღვრა მსესხებლის სიცოცხლის დაზღვევა ბ---ის სასარგებლოდ.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 19-35).
საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 36-58).
3.1.2. ს- „თ----ი ბ---სა” და უ–---ი ლ----------ეს შორის 2--- წლის 21 ივლის- გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მიხედვითაც თავდებმა უ–---ი ლ----------ემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებელსა და ბ---ს შორის გაფორმებული №--------------- საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში.
თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 7800 ლარით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 60-63).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2--- წლის 0- თ-ბერვლის მდგომარეობით საბ---ო კრედიტის №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე მსესხებლის დავალიანება შეადგენს 7109,61 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 5 814,04 ლარი, პროცენტი - 768.08 ლარი, ჯარიმა - 507.81 ლარი და დაზღვევა - 19.68 ლარი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს.ფ. 2-3).
გადახდების ისტორია (ს.ფ. 61).
ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 63).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს- „თ----ი ბ---ის” სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე, 414-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია რომ მხარეებს ს- „თ----ი ბ---სა” და მ--------- ბ--------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, რომლის შესაბამისად, ბ---მა იკისრა ვალდებულება კლიენტზე გაეცა კრედიტი შეთანხმებული ოდენობით, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება დაებრუნებინა კრედიტის თანხა გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში. დადგენილია, რომ გამსესხებელმა ვალდებულება შეასრულა ჯეროვნად და გასცა საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა 6000 ლარის ოდენობით, რაც მსესხებელმა მ--------- ბ--------ემ აითვისა.
ს- ”თ----ი ბ---ი” უფლებამოსილია მოსთხოვოს მ--------- ბ--------ეს გადაცემული კრედიტის ძირი თანხის 5814,04 ლარის დაბრუნება.
6.2. სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მხარეებს შორის გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტით სარგებლობისათვის პროცენტის გადახდევინება, ამ ვალდებულების შესასრულებლად მოვალე მ--------- ბ--------ეს ს- „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული სარგებლის 768,08 ლარის გადახდა.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს, გარდა ამ კოდექსის 625-ე მუხლის მე-8 ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევებისა. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
აღნიშნული ნორმის მიხედვით პირგასამტეხლო მოვალეს ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში უპირობოდ ეკისრება. განსახილველ შემთხვევაში, არსებობს მხარეების მიერ დადებული წერილობითი გარიგება, რომელიც ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში ადგენს პირგასამტეხლოს. დადგენილია, რომ მ--------- ბ--------ემ ვალდებულება არ შეასრულა და არ გადაიხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა დადგენილი გრაფიკის შესაბამისად. ამდენად, არსებობს ყველა პირობა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს და მსესხებელს მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 507,81 ლარის გადახდა.
ამასთან, სასამართლო მიუთით-ბს, რომ სასარჩელო მოთხოვნით განსაზღვრული პირგასამტეხლო (507,81 ლარი) არ არის შეუსაბამოდ მაღალი და არ არსებობს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის გამოყენების წინაპირობები.
მოსარჩელემ ასევე მოითხოვა 2--- წლის 0- თ-ბერვლიდან (საქმეში არსებულ დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) №--------------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირ თანხაზე - 5 814,04 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, ყოველდღიური პირგასამტეხლოს 1%-ის გადახდა, რაც ყოველდღიურად შეადგენს - 58,14 ლარს, მაგრამ არაუმეტეს 1950 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.
პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუს-. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა ვალდებულების სრულად შესრულებამდე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე პირგასამტეხლოს 1%-ის გადახდა, არაუმეტეს 1950 ლარისა, არის შეუსაბამოდ მაღალი და მიზანშეწონილად მიაჩნია მისი შემცირება. ვალდებულების დარღვევის შედეგად მოსალოდნელ სავარაუდო ზიანთან მიმართ-ბაში და დამრღვევის მხრიდან ბრალის ხარისხის, დარღვევის სიმძიმისა და დარღვევის შედეგებიდან გამომდინარე, სასამართლოს გონივრულად მიაჩნია პირგასამტეხლოს მოთხოვნილი ოდენობის შემცირება და განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ით, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარამდე.
6.4. სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის მიხედვით, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო. ამავე კოდექსის 414-ე მუხლის მიხედვით, ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაშია მისაღები ის ინტერესი, რომელიც კრედიტორს ჰქონდა ვალდებულების ჯეროვანი შესრულების მიმართ. ზიანის ოდენობის დასადგენად გათვალისწინებულ უნდა იქნეს ხელშეკრულების შესრულების დრო და ადგილი.
კონკრეტულ შემთხვევაში, საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო კრედიტებით სარგებლობისათვის წლიური საპროცენტო სარგებლის გადახდევინება.
საკრედიტო ხელშეკრულების მოქმედების ვადებში ამ ურთიერთობის გაგრძელების პირობებში, კრედიტორი მიიღებდა შემოსავალს კრედიტის გადაუხდელი თანხების წლიური 36%-ის ოდენობით. ს- „თ----ი ბ---მა” კრედიტით გაცემული ძირითადი თანხებიდან ვერ მიიღო შემოსავალი, რასაც ის მიიღებდა ხელშეკრულების მოქმედების ვადაში, ხოლო ამ ვადის ამოწურვის შემდეგ, იმავე პირობებით მოვალის მიერ დაბრუნებული თანხების კვლავ კრედიტით გაცემით. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის დაკისრების თაობაზე ლეგიტიმურია და მოვალე მ--------- ბ--------ეს კრედიტორის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 2--- წლის 0- თ-ბერვლიდან (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემის თარიღი) გადაწყვეტილების აღსრულებამდე, კრედიტის გადაუხდელ ძირითად თანხაზე 5814,04 ლარზე წლიური 36%-ის გადახდა.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ან უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ ს- „თ----ი ბ---სა“ და უ–---ი ლ----------ეს შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების საფუძველზე, რომლის მიხედვით თავდებმა უ–---ი ლ----------ემ იკისრა სოლიდარული ვალდებულება მსესხებელსა და ბ---ს შორის გაფორმებული №--------------- საკრედიტო ხელშეკრულებით მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაში. თავდებობის პასუხისმგებლობის მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 7800 ლარით.
დადგენილია, რომ მსესხებელმა მ--------- ბ--------ემ არ შეასრულა საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულება და ერიცხება დავალიანება. შესაბამისად, ს- „თ----ი ბ---ი“ უფლებამოსილია მოითხოვოს მოპასუხეებისათვის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდის დაკისრება, ხოლო მოპასუხეებს სოლიდარულად ეკისრებათ აღნიშნული თანხის მოსარჩელისათვის გადახდა, მათ შორის, თავდებს პასუხისმგებლობის მაქსიმალური ზღვრულ ოდენობის, 7800 ლარის ფარგლებში.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლობისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.
მოსარჩელეს სასარჩელო მოთხოვნის შემცირების გამო (3864 ლარით) უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟი 115,92 ლარის ოდენობით, მოპასუხეებმა მოსარჩელეს უნდა აუნაზღაურონ 416,66 ლარი და ბ---ის მიერ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისათვის გაწეული 50 ლარი, ხოლო 43,5 ლარი ჩაითვლება ბიუჯეტში გადახდილად.
მოპასუხეებს ს- „თ----ი ბ---ის“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარისა და იურიდიული მომსახურების მიზნით გაღებული ხარჯის ანაზღაურება, ს-სკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების შესაბამისად, 388,08 ლარის ანაზღაურება.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება რჩება ძალაში.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ს- „თ----ი ბ---ი”-ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს მ--------- ბ--------ესა და უ–---ი ლ----------ეს სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 21 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 7109,61 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა - 5 814,04 ლარი, პროცენტი - 768.08 ლარი, ჯარიმა - 507.81 ლარი და დაზღვევა - 19.68 ლარი.
3. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 0- თ-ბერვლიდან ვალდებულების სრულად შესრულებამდე ძირ თანხაზე - 5 814,04 ლარზე, წლიური 36% სარგებლის გადახდა.
4. მოპასუხეებს სოლიდარულად დაეკისროთ 2--- წლის 0- თ-ბერვლიდან ძირ თანხაზე - 5 814,04 ლარზე, პირგასამტეხლოს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0,01%-ის გადახდა, ვალდებულების სრულად შესრულებამდე, მაგრამ არაუმეტეს 500 ლარისა.
5. თავდების უ–---ი ლ----------ის პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვროს 7800 ლარით.
6. მოპასუხეებს დაეკისროთ იურიდიული მომსახურების ხარჯის 388,08 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
7. დაეკისროთ მოპასუხეებს სახელმწიფო ბაჟის 416,66 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ბაჟის 50 ლარისა და მოსარჩელის მიერ გადახდილი აკრძალვის რეგისტრაციის საფასურის 20 ლარის მოსარჩელისათვის ანაზღაურება.
8. დაუბრუნდეს მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 639,19 ლარიდან 115,92 ლარი (საგადახდო დავალება 2, 1-/0-/2---).
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთ-ბული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
10. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ლილი ტყემალაძე