გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
080210018002767949
კატეგორია
დავის ტიპი
მეუღლეთა განქორწინების თაობაზე
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

080210018002767949

#2/4024-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31.05.2019 წელი ქ. ქუთაისი

შესავალი ნაწილი

ქუთაისის საქალაქო სასამართლო სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - დარინა აბულაძე

სხდომის მდივანი - სოფიო ბრეგვაძე

მოსარჩელე - მ------–------–---–ი;

წარმომადგენელი - ლ--–--------–--ე;

მოპასუხე - ზ-------–------–---–ი;

წარმომადგენელი – მ-------------–---ი;

დავის საგანი - განქორწინება;

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

შეწყდეს მ------–------–---–სა და ზ-------–------–---–ს შორის 2002 წლის 02 ნოემბერს რეგისტრირებული ქორწინება.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: მხარეები 2002 წლის 02 ნოემბრიდან იმყოფებან რეგისტრირებულ ქორწინებაში, ქორწინების განმავლობაში შეეძინათ ერთი შვილი ნ------–------–---–ი. თანაცხოვრების განმავლობაში ადგილი ქონდა ხშირ კონფლიქტებს, ბოლო 2 წლის განმავლობაში მეუღლეებს შორის ფაქტიურად აღარ არსებობს ის ოჯახური კავშირი, რის გამოც ქორწინების შენარჩუნება შეუძლებელია. მხარეები ცხოვრობენ ცალ–ცალკე, ხოლო მათი შვილი ნ------–------–---–ი იზრდება დედის ოჯახში.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. ზ-------–------–---–მა წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ მართალია მეუღლეები ბოლო 2 წლის განმავლობაში ცხოვრობენ ცალ–ცალკე, თუმცა მათ შორის დღემდე არის ერთმანეთის მიმართ პატივისცემის გრძობა. ზ-------–------–---–ი არის კარგი მამა მხარეები თანაბრად იყოფენ ბავშზე მეურვეობას და ზრუნავენ მასზე. ზ-------–------–---–ი შვილს არ აკლებს სიყვარულს და მამობრივ მზრუნველობას. იგი შვილს ეხმარება მატერიალურად, ნ------–------–---–ი უზუნველყოფილია საკვებით, ტანსაცმლით, ნ--- დამატებით ემზადება პედადგოგებთან რის თანხასაც იხდის მოპასუხე ზ-------–------–---–ი. (იხ. შესაგებელი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. მ------–------–---–ი და ზ-------–------–---–ი 2017 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.2. თანაცხოვრების პერიოდში მ------–------–---–ს და ზ-------–------–---–ს შეეძინათ ერთი შვილი 2003 წლის 20 ნოემბერს დაბადებული ნ------–------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაბადების მოწმობა #6----------;

 

3.1.3. ნ------–------–---–ი ცხოვრობს დედასთან მ------–------–---–თან ერთად ქ. ქუთაისში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მხარეთა ახსნა-განმარტება ;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

3.2.1. მ------–------–---–ი და ზ-------–------–---–ი 2002 წლის 02 ნოემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ქორწინების მოწმობა # 6----------;

 

3.2.3 მ------–------–---–ის და ზ-------–------–---–ის ერთ ოჯახად ცხოვრება და მათ შორის ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია;

 

მხარეები ცხოვრობენ ცალ-ცალკე. მოსარჩელის განმარტებით, შემდგომში ერთ ოჯახად ცხოვრება და ერთიანი საოჯახო მეურნეობის წარმოება შეუძლებელია, რის გამოც, მოსარჩელე მიუთითებს, რომ შესარიგებელი ვადის განსაზღვრა შედეგს ვერ გამოიღებს. საქმის განხილვის მიმდინარეობისას ოჯახის შენარჩუნების მიზნით ურთიერთობის აღდგენის ვარაუდი და შესაძლებლობა არ გამოკვეთა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს. შეწყდეს მოსარჩელე მ------–------–---–სა და ზ-------–------–---–ს შორის არსებული რეგისტრირებული ქორწინება. რადგან მეუღლეთა თანაცხოვრების აღდგენა შეუძლებელია.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე, 1122-ე, 1127-ე, მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება;

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლის თანახმად, ქორწინება არის ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირი, რომელიც რეგისტრირებულია საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურში.

 

6.2. დადგენილია, რომ მხარეები 2002 წლის 02 ნოემბრიდან იმყოფებიან რეგისტრირებულ ქორწინებაში. 2017 წლიდან ერთად აღარ ცხოვრობენ და არ ეწევიან ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1122-ე მუხლით განსაზღვრულია ქორწინების შეწყვეტის საფუძვლები, კერძოდ, დასახელებული მუხლის ,,გ” პუნქტის თანახმად, ქორწინება წყდება განქორწინებით. იმავე კოდექსის 1127-ე მუხლის მიხედვით, განქორწინების საქმეებს სასამართლო განიხილავს სასარჩელო წარმოების წესით, რომელიც დადგენილია სამოქალაქო სამართლის საპროცესო კოდექსით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დადგენილია, რომ განქორწინება მოხდება, თუ სასამართლო დაადგენს, რომ მეუღლეთა შემდგომი ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, მიუხედავად შესარიგებლად მიღებული ზომებისა. ნორმების სამართლებრივი ანალიზი საფუძველს იძლევა დასკვნისათვის, რომ დაქორწინებისათვის, ასევე ოჯახის აღდგენისა და შენარჩუნებისათვის მხარეთა ორმხრივი ნების გამოვლენაა საჭირო. მოცემულ შემთხვევაში, მხარეთა ორმხრივ ნებას ოჯახის შენარჩუნებისათვის ადგილი არ ჰქონია. მოსარჩელე მოითხოვს განქორწინებას, რასაც მოპასუხე არ ეთანხმება;

 

სასამართლო განმარტავს, რომ შესარიგებელი ვადის დანიშვნა შესაძლებელი და მიზანშეწონილია მაშინ, როდესაც ორივე მხარე გამოხატავს ოჯახის შენარჩუნების სურვილს. ვინაიდან მოსარჩელე კატეგორიულად გამორიცხავს მოპასუხესთან შერიგებას და მოპასუხესთან ერთად ცხოვრების შეუძლებლობას, სასამართლომ მიიჩნია, რომ შესარიგებელი ვადის დანიშვნას შედეგი არ მოჰყვებოდა.

 

ამდენად, სასამართლო მხარეთა ახსნა-განმარტებიდან და საქმის მასალებიდან გამომდინარე დადგენილად მიიჩნევს, რომ მხარეთა ერთად ცხოვრება და ოჯახის შენარჩუნება შეუძლებელია, რაც მხარეთა შორის ქორწინების შეწყვეტის სამართლებრივ საფუძველს წრამოადგენს.

 

7. საპროცესო ხარჯები;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამ მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ გადაიხადა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი და წარმოადგინა სახელმწიფო ბაჟის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა, მოპასუხე ზ-------–------–---–მა სარჩელი არ ცნო. მოსარჩლის მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით. ამდენად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის გადახდა. ხოლო ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მ------–------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

2. შეწყდეს მ------–------–---–სა (დაბ: 23.12.1983 წ.; პ/ნ - 5----------) და ზ-------–------–---–ს (დაბ: 21.04.1976 წ. პ/ნ - 6----------) შორის, 2002 წლის 02 ნოემბერს სსგს ქუთაისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის მიერ რეგისტრირებული ქორწინება (აქტის ჩანაწერის №0------);

 

3. ზ-------–------–---–ს - მ------–------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 50 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად.

 

4. მ------–------–---–ს (პ/ნ 5----------) დაუბრუნდეს 2018 წლის 17 დეკემბერს მის მიერ სს „საქართველოს ბანკში“ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 50 ლარი (საგადახდო დავალება №12), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 3--------;

 

5. გადაწყვეტილების ასლი მისი კანონიერ ძალაში შესვლიდან 5 (ხუთი) სამუშაო დღის ვადაში გაეგზავნოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოს გადაწყვეტილების გამოტანის ადგილის მიხედვით.

 

6. განემარტოთ მხარეებს, რომ ქორწინება შეწყვეტილად ითვლება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოში განქორწინების რეგისტრაციის მომენტიდან;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ.№32), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (ქ.ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარინა აბულაძე