განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2019
საქმის ნომერი
330100118002633151
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4------

(გამოძიების #0----------9)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ვ--------–--–------–-–---–ი,დაცვის მხარე:

ბრალდებული - ბ------------------ი (დაბადებული - 1----–-–------------–--------------–----------–----------------–-------------------------------------------–-------------------–------------–-----------–---–-----------------–--------------–------ში),ადვოკატი - ზ---------------ე,თარჯიმანი - ე-–------------ი,კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი; 2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: 1. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა და შენახვა, ჩადენილი განსაკუთრებით დიდი ოდენობით; 2. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

ბ------------------მა გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1.6664 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, საიდანაც:

 

2018 წლის 9 ივლისს ქ. თბილისი, ს------–-----------–ა, რ---------–-------აზე ბ------------------მა გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში უკანონოდ შეძენილი და შენახული, ერთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0.333 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ფ------–---------–---ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ;

 

ბ------------------მა 1.3334 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ შეინახა ქ. თბილისი, ს------–-----------–ა, შ. რ---------–-------ა #12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სათავსოში, რაც 2018 წლის 14 აგვისტოს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საცხოვრებელი ბინის, ეზოს და სათავსოს ჩხრეკისას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 2018 წლის 9 ივლისს ქ. თბილისი, ს------–-----------–ა, რ---------–-------აზე ბ------------------მა ერთ ცალად დაფასოებული ნარკოტიკული საშუალება - 0.333 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება 200 ლარის საფასურად უკანონოდ გაასაღა ფ------–---------–---ზე, რაც იმავე დღეს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ;

 

2.2. ბ------------------მა 1.3334 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება უკანონოდ შეიძინა და შეინახა ქ. თბილისი, ს------–-----------–ა, შ. რ---------–-------ა #12-ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ეზოში განთავსებულ სათავსოში, რაც 2018 წლის 14 აგვისტოს ამოღებულ იქნა შსს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლების მიერ ჩატარებული საცხოვრებელი ბინის, ეზოს და სათავსოს ჩხრეკისას.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. ბ------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედებების ჩადენა გარდა თავად ბრალდებულის აღიარებისა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: ფ------–----------–---ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის პირადი ჩხრეკის, საცხოვრებელი სახლის, ეზოსა და სათავსოს ჩხრეკის ოქმებს, ამოღების ოქმს, ექსპერტიზის დასკვნებსა და ფარულ ვიდეო ჩანაწერს გაშიფრული ტექსტით.

 

3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ბ------------------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, გარდა ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად გადაღებული ვიდეო მასალისა მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

3.3. 2018 წლის 9 ივლისის ფარული ვიდეო ჩანაწერისა და მასზე თანდართული კრებსის თანახმად, ფ------–----------–---ი ბ------------------ს გადასცემს ფულად თანხას (50 ლარიან კუპიურებს), ხოლო ბ------------------ი სანაცვლოდ ფ------–----------–---ს აძლევს პატარა ზომის პოლიეთილენის პარკის შეკვრას.

 

ფარული აუდიო-ვიდეო ჩანაწერებითა და მათი გაშიფრული ტექსტებით აშკარად ირკვევა, რომ ბ------------------ი და ფ------–----------–---ი განიხილავენ ნარკოტიკული საშუალების შეძენის დეტალებს, საუბრობენ გასაყიდი ,,საქონლის“ ფორმაზე, შიგთავსზე, რაოდენობაზე და გადასახდელ თანხაზე. საუბრისას ბრალდებული აქტიურობს და აცხადებს, რომ მას არ სურს ჩეკებით გაყიდოს ,,საქონელი“ და უნდა მთლიანი ბაშის რეალიზაცია. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ფარული აუდიო და ვიდეო ჩანაწერები და სისხლის სამართლის საქმეზე უდავოდ გამხდარი მტკიცებულებები - ფ------–----------–---ის გამოკითხვის ოქმი, ჩხრეკის, ამოღების ოქმები და ექსპერტიზის დასკვნები ცალსახად ადასტურებენ ბრალდებულის მიერ ნარკოტიკული საშუალების გასაღების ფაქტს, რაც ასევე დაადასტურა ბრალდებულმა ბ------------------მაც.

 

3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

3.5. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, ბ------------------ის ჩვენებას და მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1.-2.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენა, შენახვა, განსაკუთრებული დიდი ოდენობით, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ გასაღება, დიდი ოდენობით. აღნიშნული დანაშაულის ობიექტია მოსახლეობის ჯანმრთელობა და ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრული წესი. ამ დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენაში, შენახვასა და გასაღებაში. ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა გულისხმობს განზრახ ქმედებას, რომელიც მიმართულია მისი უკანონოდ მოპოვებისაკენ, კერძოდ, ეს შეიძლება გამოიხატოს როგორც ყიდვაში, ისე რაიმე სხვა ფორმით მის მიღებაში, გაცვლაში, ნაპოვარის მითვისებაში და სხვა ნებისმიერი გზით მის მოპოვებაში. უკანონო შენახვაში იგულისხმება უკანონო მფლობელობაში არსებული ნარკოტიკული საშუალებისათვის ადგილსამყოფელის მიჩენა. ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღებაში იგულისხმება ნარკოტიკული საშუალების სხვა პირისათვის უკანონოდ გადაცემის ნებისმიერი ხერხი, როგორც საზღაურით, ისე საზღაურის გარეშე. აღსანიშნავია, რომ ქმედების ამ დანაშაულად დაკვალიფიცირების ერთ-ერთ აუცილებელ პირობას წარმოადგენს მითითებული ქმედებების (შეძენა/შენახვა/გასაღება) უკანონოდ განხორციელება. აღნიშნულ ქმედებათა (შეძენა/შენახვა/გასაღება) უკანონობა გამოიხატება იმაში, რომ ქმედების ჩადენა ხდება ნარკოტიკული ნივთიერებების ბრუნვის კანონით დადგენილი წესის დარღვევით.

 

სასამართლო თავდაპირველად ყურადღებას ამახვილებს პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში აღწერილ ბრალდების ფორმულირებაზე, სადაც ბრალდების მხარე ბ------------------ს ედავება გამოძიებით დაუდგენელ ვითარებაში 1.6664 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერების უკანონოდ შეძენასა და შენახვას. აღსანიშნავია, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულებით უტყუარად არ დასტურდება ბ------------------ის მიერ 0.333 გრამი და 1.3334 გრამი (სულ 1.6664 გრამი) ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ ერთად უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტი. დაუდგენელია ბ------------------მა კონკრეტულად რა დროს შეიძინა მის მიერ 2018 წლის 9 ივლისს გასაღებული 0.333 გრამი ნარკოტიკული საშუალება, შეიძინა თუ არა იგი 1.3334 გრამ ,,ჰეროინთან“ ერთად, რომელსაც შემდეგ 2018 წლის 14 აგვისტოს უკანონოდ ინახავდა. ბრალდების მხარის მიერ 2018 წლის 9 ივლისს გასაღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და 2018 წლის 14 აგვისტოს ჩხრეკის შედეგად ამოღებული ნარკოტიკული საშუალებების ერთიანად შეჯამება სამართლებრივად არამართებულია, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ აღნიშნული ნარკოტიკული საშუალებების ერთობლივად შეძენის/შენახვის ფაქტი.

 

4.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ განაჩენის 3.1.-3.3. პუნქტებში მითითებული მტკიცებულებებით (მათ შორის მხარეების მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით) უტყუარად დადგენილია, რომ ბ------------------მა, რომელსაც არ გააჩნდა ნარკოტიკული საშუალების შეძენის ნებართვა, უკანონოდ შეიძინა/შეინახა განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკულ საშუალება 1.3334 გრამი ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება. ასევე, უტყუარად დასტურდება, რომ ბ------------------მა 2018 წლის 9 ივლისს, 0,333 გრამი ,,ჰეროინის’’ შემცველი ნივთიერება, 200 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ფ------–----------–---ზე. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 9 ივლისის ეპიზოდში სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების, ხოლო 2018 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდთან მიმართებით, ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა/შენახვის შემადგენლობისათვის სავალდებულო ყველა ნიშანი.

 

4.5. ,,ნარკოტიკული საშუალებების, ფსიქოტროპული ნივთიერებების, პრეკურსორებისა და ნარკოლოგიური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის დანართი N2-ის თანახმად, რომლითაც განსაზღვრულია უკანონო მფლობელობიდან ან ბრუნვიდან ამოღებული ნარკოტიკული საშუალებებისა და ფსიქოტროპულ ნივთიერებების მცირე, დიდი და განსაკუთრებით დიდი ოდენობები, ამავე დანართის (ნუსხის) 189-ე გრაფაში მითითებული ნარკოტიკული საშუალება - ,,ჰეროინი“ 1 გრამამდე ითვლება დიდ ოდენობად, ხოლო ,,ჰეროინი’’ 1 გრამზე მეტი ითვლება განსაკუთრებით დიდ ოდენობად. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ------------------ის მიერ 2018 წლის 9 ივლისს გასაღებული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი’’ არ აღემატება 1 გრამს, შესაბამისად იგი წარმოადგენს დიდ ოდენობას, ხოლო 2018 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით დადგენილია, რომ ბ------------------ის მიერ უკანონოდ შენახული ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინი“ აღემატება ზემოაღნიშნული ნუსხით განსაზღვრულ მინიმალურ ზღვარს - 1 გრამს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ 2018 წლის 9 ივლისის ეპიზოდთან დაკავშირებით სახეზეა დანაშაულის - ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღების მაკვალიფიცირებელი გარემოება - დიდი ოდენობა, ხოლო 2018 წლის 14 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით სახეზეა დანაშაულის -ნარკოტიკული საშუალების უკანონოდ შეძენის, შენახვის მაკვალიფიცირებელი გარემოება განსაკუთრებით დიდი ოდენობა. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ 1.6664 გრამი „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერების უკანონოდ შეძენა და შენახვა ერთობლივად დაკვალიფიცირებული იქნა სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით. ვინაიდან მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება 1.3334 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ უკანონოდ შეძენის ფაქტი, ქმედება კვლავ წარმოადგენს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულს, თუმცა სასამართლოს მიერ დარჩენილი 0.333 გრამი ნარკოტიკული საშუალება ,,ჰეროინის“ შეძენა/შენახვის დამატებით დაკვალიფიცირება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით სამართლებრივად არამართებული იქნება, ვინაიდან გამოიწვევს ბ------------------ის მიმართ წარდგენილი ბრალდების დამძიმებას (ნაცვლად სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტისა სახეზე იქნება სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ბრალდებები). ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას ბ------------------ის ქმედება დამატებით დააკვალიფიციროს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, დაუმძიმოს მას ბრალდება და შეითავსოს ბრალდების ფუნქცია.

 

4.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ბ------------------მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულები - განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო გასაღება, რომელთათვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფა-ქცევა ქმედების შემდეგ.

 

5.3. განაჩენის 5.1. და 5.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, რომლითაც ბ------------------ს მსჯავრი უნდა დაედოს სასჯელად ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან ოც წლამდე ვადით ან უვადო თავისუფლების აღკვეთას, ხოლო სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი - შვიდიდან თოთხმეტ წლამდე თავისუფლების აღკვეთას. ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს ბ------------------ის პიროვნებისა და ჩადენილი ქმედებების გათვალისწინებით, სასჯელის რომელი სახე და ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

5.5. დემოკრატიულ სახელმწიფოში სასჯელის მიზანს ადამიანის ფიზიკური ტანჯვა და პირადი დასჯა არ წარმოადგენს. სასჯელი სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს ემსახურება. სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა საზოგადოებისთვის განსაკუთრებული საფრთხის შემცველი ქმედებებისთვის არის დადგენილი და ვინაიდან იგი წარმოადგენს ადამიანის თავისუფლების შეზღუდვის უმკაცრეს ფორმას, ამა თუ იმ ქმედებისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთა გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ეს აუცილებელია ქმედების სიმძიმის, მოსალოდნელი საფრთხეების, დანაშაულის ჩადენის კონკრეტული გარემოებების, დამნაშავის პიროვნებისა და სხვა ფაქტორების გათვალისწინებით. სასჯელის სახით გამოყენებული თავისუფლების აღკვეთის ხანგრძლივობა უნდა წარმოადგენდეს ქმედების შესაბამის, რეალურ და პროპორციულ საშუალებას სასჯელის მიზნების მისაღწევად.

 

5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბ------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს დანაშაულს, მტკიცებულებები გახადა უდავოდ, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად არ დგინდება.

 

5.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს ბ------------------ის მიერ ჩადენილი ქმედების საზოგადოებრივ საშიშროებას, ხასიათს (ჩადენილია განსაკუთრებით დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა, შენახვა და დიდი ოდენობით ნარკოტიკული საშუალების გასაღება, რაც უხეშად არღვევს ნარკოტიკული საშუალების ბრუნვის კანონით განსაზღვრულ წესს და არის მაღალი საშიშროების მატარებელი), დანაშაულის ჩადენის სახესა და ხერხს (ბ------------------მა უკანონოდ შეიძინა და შეინახა 1.3334 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინის“ შემცველი ნივთიერება, ხოლო 0.333 გრამი ნარკოტიკული საშუალება „ჰეროინი“ 200 ლარის სანაცვლოდ უკანონოდ გაასაღა ფ------–----------–---ზე), ბრალდებულის პირად და ეკონომიკურ პირობებს (ჰყავს ოჯახი), ბ------------------ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს, დანაშაულის ჩადენის მოტივს/მიზანს (ანგარება/დიდი ოდენობით შემოსავლის მიღება) და მიაჩნია, რომ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, ბ------------------ს სასჯელის ზომად უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩადენილი დანაშაულების სიმძიმის, მათი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ბ------------------ის პიროვნების გათვალისწინებით, ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის მიზნებს (სასჯელის მიზნებს).

 

5.8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

 

5.9. ბ------------------ს სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ უნდა შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა” ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ------------------ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

6.1. საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი, კერძოდ:

 

- ნარკოტიკული საშუალებები და მათი შესაფუთი მასალა, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს;

 

- დისკები შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ბ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის და სასჯელად განესაზღვროს:

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 8 წლითა და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა;

 

საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით - 9 წლით თავისუფლების აღკვეთა;

 

2. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-6 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტებით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა 9 წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის მე-5 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი და დანაშაულთა ერთობლიობით ბ------------------ს საბოლოო სასჯელად განესაზღვროს 9 წლით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. ბ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

4. ბ------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 14 აგვისტოდან.

 

5. ბ------------------ს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ” საქართველოს კანონის თანახმად, 5 წლით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; 15 წლით ჩამოერთვას საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში – საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 20 წლით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება, რის შესახებაც ეცნობოს შესაბამის ორგანოებს.

 

6. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები:

 

§ ნარკოტიკული საშუალებები და მათი შესაფუთი მასალა სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს;

 

§ დისკები შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი