განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
(------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე
პროკურორები ----–----------------------------------–---–-------------------------------------–-------------------------------------–----
დაცვის მხარე
ბრალდებული ნ---------–---------------------, დაბადებული 1----–-–-------------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, მცხოვრები: თ---–-------–--------------------------------------------------–--
ადვოკატები - გ---------–---–---–--------------------------------------–---–--
კვალიფიკაცია:
საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად.
სხდომის სახე: ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 18 დეკემბერს, დაახლოებით 02:30 საათიდან 02:40 საათამდე დროის პერიოდში, ქ. თბილისში,-----------------–---–-- გამზირი, N23-ში მდებარე შ------------------------- კუთვნილ სუპერმარკეტ „--------–-------------–--- და გამოძიებით დაუდგენელი პირი ყაჩაღურად თავს დაესხნენ სუპერმარკეტის კონსულტანტებს - ე-–----------–----, ა----------–---–- და მოლარე მ--------------. მოცემულ მომენტში ნ---------–---- და მის თანმხლებ, გამოძიებით დაუდგენელ პირს, სუპერმარკეტ „---------- წინ, ქუჩაში ელოდებოდათ მესამე პირი, რომელიც აკონტროლებდა გარე პერიმეტრს. ნ---------–----, მისი 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი პისტოლეტის გამოყენებით, რომელიც ვიზუალურად ჰგავს ნამდვილ ცეცხლსასროლ იარაღს, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით სუპერმარკეტის თანამშრომლებს მოსთხოვა სალარო უჯრიდან ფულადი თანხის მისთვის გადაცემა, რა დროსაც მეტი დამაჯერებლობისათვის მისი ხმოვანი პისტოლეტიდან მოახდინა გასროლა. აღნიშნულის შემდეგ, ნ---------–---- ა----------–---–- ძალის გამოყენებით მიიყვანა სუპერმარკეტის სალარო უჯრასთან, სადაც მისმა თანმხლებმა, გამოძიებით დაუდგენელმა პირმა და---მაგვარი საგნის დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის მუქარით ა----------–---–- მოსთხოვა სალარო უჯრის გახსნა, რის შემდეგაც სალაროს უჯრიდან გაიტაცა ფულადი თანხა 888 (რვაას ოთხმოცდარვა) ლარის ოდენობით და ნ---------–-------- და გამოძიებით დაუდგენელ სხვა პირთან ერთად მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. ნ---------–---- და მასთან ერთად მყოფი პირების ქმედებით ა----------–---–-, ე-–----------–---- და მ-------------- მიადგათ მორალური სახის ზიანი, ხოლო შ----------------------- - ქონებრივი სახის ზიანი 888 (რვაას ოთხმოცდარვა) ლარის ოდენობით.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
შეტყობინების რეგისტრაციის N------- ბარათის თანახმად, 2017 წლის 18 დეკემბერს შსს ქ-------–---------–-–------------------------–-----------–------- სამმართველოს პოლიციის მ--- განყოფილების უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა, ი-----------–------- ქ. თბილისი,---------–---–-- გამზირი N23-ში მდებარე სუპერმარკეტ „---------- ოპერატორ ა----------–---–------ მიიღო შეტყობინება, იმის შესახებ, რომ აღნიშნულ სუპერმარკეტში ორმა უცნობმა პირმა, და---ა და იარაღის მუქარით, გასტაცა მაღაზიის კუთვნილი ფულადი თანხა.
დაზარალებულმა მ--------------, შ-------------- მოლარე ოპერატორმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 17 დეკემბრის დილის 09 საათიდან იმყოფებოდა სამსახურში, ე-–----------–-------- და ა----------–---–---- ერთად. ღამის დაახლოებით 02:30 საათზე, თავად იმყოფებოდა ძეხვების სექციაში, ე-–--- და ა----- იყვნენ სალაროს წინ, როცა მაღაზიაში ერთმანეთის მიყოლებით შემოვარდა ორი პირი. პირველის ხელში იარაღი შენიშნა. სანამ უცნობმა არ გაისროლა და არ იყვირა - ძარცვააო, ფიქრობდა, რომ შემოსულები ხუმრობდნენ. იარაღიანი პირი ე-–---- მივარდა და უყვირა - სალარო გამიღეთო. რადგან ე-–--- მოლარე არ იყო, უთხრა, რომ ვერ გაუღებდა. იარაღიანმა უხეშად ჰკრა ხელი და ე-–--- გვერდით სექციაში გაიქცა. შემდეგ იარაღიანი ა------- მივიდა და სალაროს გახსნა მოსთხოვა, მეორე თავდამსხმელმა, ა--- ყელზე მიადო დანა და სალაროს სივრცეში შეიყვანა, მეორე კი - იარაღს უმიზნებდა. შეშინებულმა ა--- გახსნა სალარო, საიდანაც თავდამსხმელებმა მთლიანი თანხა ამოიღეს, რის შემდეგაც მაღაზია სირბილით დატოვეს. დაზარალებულმა მ-------------- აღნიშნა, რომ თავდამსხმელები ახალგაზრდა, დაახლოებით 18-20 წლის, სუსტი აღნაგობის ბიჭები იყვნენ, მათ „კაპიშონები“ ჰქონდათ თავზე წამოფარებული, სახეზე კი კაშნები ჰქონდათ აფარებული და მხოლოდ თვალები უჩანდათ.
დაზარალებულმა ე-–-----------–----, შ-------------- კონსულტანტმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ შემთხვევის ღამეს მაღაზიაში ა----------–---–---- და მ------------------ ერთად მორიგეობდა. ღამის დაახლოებით 02:30 საათზე მაღაზიაში ორი ახალგაზრდა ბიჭი შემოვარდა. ერთი დანით იყო შეაირაღებული, მეორე კი - ცეცხლსასროლი იარაღით. მათ შემოსვლისთანავე დაიძახეს „ძარცვაა“-ო, ერთ-ერთმა იარაღი გაისროლა და უთხრა, რომ შემდეგი ტყვია მას მოხვდებოდა. თავდამსხმელები ცდილობდნენ სალაროსთან მიეყვანათ, რომ გაეხსნა. მაგრამ როცა უთხრა, რომ მოლარე არ იყო და სალარო უჯრას ვერ გახსნიდა, უხეშად ჰკრეს ხელი და ა------- გადაინაცვლეს. დანიანმა თავდამსხმელმა ა--- დანა დაადო და სალარო გააღებინა, შემდეგ სალაროდან თანხა ამოიღო და თანამზრახველთან ერთად მაღაზიიდან გაიქცა. დაზარალებულმა ე-–-----------–---- აღნიშნა, რომ თავდამსხმელები დაახლოებით 18-20 წლისანი იყვნენ, მათ სახეები დაფარული ჰქონდათ და მხოლოდ თვალები უჩანდათ.
დაზარალებულომა ა----------–---–--, შ-------------- კონსულტანტმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს, ღამის დაახლოებით 02:30 საათზე, მაღაზიაში შემოვიდა ორი „კაპიშონიანი“ ახალგაზრდა, რომელთაც პირზე კაშნები ჰქონდათ აფარებული და ერთს - პისტოლეტი, მეორეს კი - გასაშლელი დანა ეჭირა. პისტოლეტით შეაიარაღებულმა თავდამსხმელმა ჰაერში გაისროლა და ე-–----------–---- მოსთხოვა სალარო გაეხსნა. უარის მიღების შემდეგ თავდამსხმელმა მას (----------–---–-- მოჰკიდა ხელი და სალაროსკენ წაიყვანა. ამ პროცესში ჩაერთო მეორე თავდამსხმელი, რომელმაც მხარზე დაადო დანა, სალაროსთან მიიყვანა და უბრძანა დროულად გაეხსნა იგი. შეშინებული მათ მოთხოვნას დაემორჩილა, რის შემდეგაც დანიანმა თავდამსხმელმა სალაროში არსებული თანხა მთლიანად ამოიღო და თანამზრახველთან ერთად დატოვა მაღაზია.
დაზარალებულის წარმომადგენელმა ი-------------–---–--,---------–---–-- N23-ში მდებარე სუპერმარკეტ „---------- მენეჯერმა, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის 18 დეკემბერს მომხდარი თავდასხმის შედეგად მაღაზიის სალაროდან წაღებული თანხა, ნავაჭრი თანხის მაფიქსირებელი სპეციალური პროგრამის მონაცემებით, შეადგენდა 888 ლარს.
ს----------------------- 2017 წლის 19 დეკემბრის N-------- წერილით დასტურდება, რომ 2017 წლის 18 დეკემბრის დანაშაულებრივი შემთხვევის შედეგად კომპანიას მიადგა 888 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
ნივთიერი მტკიცებულების დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ გამომძიებელ თ------------- მიერ, მოწმე ა----------–---–-- მონაწილეობით, დათვალიერდა შ--------------დან გამოთხოვილი, გარე და შიდა კამერების ვიდეოჩანაწერები. 2017 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული, გარე კამერის ჩანაწერის თანახმად, 02:30:01 სთ-ზე ორი პირი სირბილით შევარდა „--------–--, მაღაზიის გარე პერიმეტრზე კი დარჩა მესამე, „კაპიშონიანი“ პირი. მაღაზიაში შესულმა ორმა პირმა, გარეთ მყოფ პირთან ერთად, 02:30:49 სთ-ზე, სირბილით დატოვეს შემთხვევის ადგილის მიმდებარე ტერიტორია.
2017 წლის 18 დეკემბრით დათარიღებული, შიდა კამერის ჩანაწერის თანახმად, 02:35:19 სთ-ზე, მაღაზიაში შერბის ორი პირი, ერთი მათგანი იარაღს უმიზნებს სალაროსთან მდგარ ორ თანამშრომელს (მოწმე ა----------–---–-- განმარტებით, - მას და კონსულტანტ ე-–----------–----) და 02:35:23 სთ-ზე იგი ზევით სწევს იარაღიან ხელს (მოწმე ა----------–---–-- განმარტებით, აღნიშნულმა პირმა ამ დრო მოახდინა გასროლა). 02:35:27 სთ-ზე იარაღიანი პირი ტრიალდება ა----------–---–-- მიმართულებით და მიყავს იგი სალაროსკენ (ა----------–---–-- განმარტებით, იარაღიანმა პირმა იგი მის თანმხლებ, დანიან პირთან მიიყვანა მუქარით და დანიანი პირი კი ემუქრება მოკვლით და აიძულებს გაუღოს სალაროს უჯრა). მას შემდეგ, რაც ა----------–---–- აღებს სალაროს და დანიანი პირი იღებს თანხას, 02:36:41 სთ-ზე, ორივე თავდამსხმელი გარბის მაღაზიიდან.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, 2017 წლის 18 დეკემბერს, 04:05 – 07:10 სთ. შსს გ-–-----------–------- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებელ ნ-----–-------–------ მიერ, ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერდა ქ. თბილისი,---------–---–-- გამზ. N23-ში მდებარე სუპერმარკეტი „---------, რა დროსაც სალაროს სივრცეში, შიდა მხარეს, ნანახი და ამოღებული იქნა ერთი ოქროსფერი მასრა, სალაროს დახლიდან ამოღებული იქნა მოძრავი შტრიხკოდის სკანერი, ხოლო სალაროდან - თანხის მოსათავსებელი ყუთი; გარდა ამისა, სალაროს სიახლოვეს, იატაკიდან აღებული იქნა სუნის ნიმუშები, სალაროს დახლიდან კი - ხელის გულის და ხელის თითის კვლები.
პირადი ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2017 წლის 19 დეკემბერს, 00:20 – 01:00 სთ. შსს გ-–-----------–------- სამმართველოს მ--- განყოფილების გამომძიებლებმა - თ------------------------------–------ პირადი ჩხრეკა ჩაუტარეს ნ---------–----, რომელიც ამ დროს ავლენდა აგრესიას და სწევდა წინააღმდეგობას. საგამოძიებო მოქმედების შედეგად ნ---------–-------- ამოღებული იქნა ერთი წყვილი შავი ფერის ნაქსოვი ხელთათმანი და შავი ფერის მეტალის პისტოლეტი, მასში არსებული სავაზე კოლოფითა და მოყვითალო ფერის მეტალის ტყვიებით. ოქმზე ნ---------–---- მიერ გაკეთებული შენიშვნის თანახმად, ამოღებული ნივთები ეკუთვნის მას.
ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის (ექსპერტი: მ---------------) თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი 1 ცალი მასრა არის ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის ხმოვანი ვაზნის შემადგენელი ნაწილი, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრის იარაღებისთვის. მასრა არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალას, ვარგისია იდენტიფიკაციისათვის და გასროლილია 9 მმ ნომინალური კალიბრის იარაღში, რომელიც განკუთვნილია ამავე კალიბრის ვაზნების გასასროლად.
ბალისტიკური ექსპერტიზის N------ დასკვნის (ექსპერტი: გ----------------) თანახმად, ექსპერტიზაზე წარმოდგენილი პისტოლეტი არის თურქული წარმოების, ქარხნული წესით დამზადებული, 9 მმ ნომინალური კალიბრის, „------------------ მოდელის, ხმოვანი E----------- პისტოლეტი. იგი არ მიეკუთვნება ცეცხლსასროლ იარაღთა კატეგორიას და ვარგისია სროლისთვის.
ცხრა ცალი ვაზნა არის ქარხნული წესით დამზადებული 9 მმ ნომინალური კალიბრის ფუჭი ხმოვანი ვაზნები, განკუთვნილი ამავე კალიბრის პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის. ვაზნები არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას და ვარგისია გამოსაყენებლად.
ზემოაღნიშნული პისტოლეტიდან ექსპერიმენტული გასროლის შედეგად მიღებული 9 მმ ნომინალური კალიბრის მასრები იდენტურია იმ მასრის, რომელზეც გაცემულია N------ დასკვნა.
ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნის (ექსპერტი: ქ-----------------–-–---–-) თანახმად, გენეტიკური კვლევითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა, რომ პაკეტში - წარწერით „--------–------------------- 19.12.17წ.“ - მოთავსებული იარაღის ტარსა და ლულის რელიეფურ ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ნ---------–----; იარაღის სასხლეტსა და დამცავ რკალზე, იარაღში მოთავსებულ მჭიდზე და მჭიდში მოთავსებულ ცხრა ვაზნაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. გენეტიკური პროფილების მაჟორული (ძირითადი) წილი ეკუთვნის ნ---------–----.
ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის (ექსპერტი: ბ-----------------) თანახმად, 2017 წლის 18 დეკემბერს ქ. თბილისში,---------–---–-- გამზირი N23-ში მდებარე სუპერმარკეტ „----------ში განხორციელებული ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, ოდოროლოგიურ ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია მოწმე ნ---------–------- აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
საქმის არსებითი განხილვისას, მტკიცებულებათა გამოკვლევის ეტაპზე, ბრალდებულმა ნ---------–---- წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ ცნო და სახელმწიფო ბრალმდებლის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული და სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდია.
ბრალდებულის აღიარებასა და მის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე (დაზარალებულთა და დაზარალებულის წარმომადგენლის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ვიდეოჩანაწერების დათვალიერების ოქმი, ნ-------–---- პირადი ჩხრეკის ოქმი, ბალისტიკური, ოდოროლოგიური და ბიოლოგიური ექსპერტიზების დასკვნები) დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ნ---------–---- მიერ, გამოძიებით დაუდგენელ ორ პირთან ერთად, ყაჩაღობის ჩადენის - სუპერმარკეტ „---------- თანამშრომლებზე თავდასხმის და სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, 888 ლარის ოდენობის ფულადი თანხის გატაცების - ფაქტებს.
ქმედების სამართლებრივი შეფასება:
კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ყაჩაღობისთვის, - სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობის დროს ძალადობის მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ან სხვაგვარი მოქმედებით, მაგალითად დანის ან ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ როგორ აღიქვა დაზარალებულმა მის მიმართ გამოთქმული მუქარის შინაარსი. ყაჩაღობის დროს დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან, ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ამ შესაძლებლობის რეალიზება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიიჩნევს ყაჩაღობის ჩადენას ჯგუფურად (მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი). სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.
საქმის სასამართლო განხილვის შედეგად პრეიუდიციულად დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ნ---------–---- ქმედებებში აშკარად იკვეთება მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულის ნიშნები, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად) ჩადენაში და ამ მუხლის სანქციით დადგენილ ფარგლებში უნდა განესაზღვროს კანონიერი და სამართლინი სასაჯელი.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.
ნ---------–---------- სასჯელის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ მას ბრალადშერაცხული დანაშაული ჩადენილი აქვს 2017 წლის 18 დეკემბერს, - წინა განაჩენის (თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 1------------ განაჩენი, რომელიც თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 0--------–-- განაჩენით დარჩა უცვლელი) დადგენამდე, რაც წარმოადგენს მისთვის საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული წესით სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.
ასევე, სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, სასამართლო მხედველობაში იღებს საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებს, ბრალდებულის პიროვნებას, მის ასაკს, ნ---------–---- მიერ მომეტებული საზოგადოებრივი საშიშროების მქონე ორი დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს და მიიჩნევს, რომ მის მიმართ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული უალტერნატივო სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ვადით გამოყენება იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაკეთილგონივრული ლმობიერება, რომელიც ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას. სასამართლოს თვლის, რომ სასჯელის მიზნების მიღწევას სავსებით უზრუნველყოფს ნ---------–---------- ზემოაღნიშნული სასჯელის 07 (შვიდი) წლის ვადით შეფარდება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ---------–--- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის “ბ” პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს - 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2019 წლის 0--------–-- განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ ნ---------–---- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ნ---------–---- სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2017 წლის 2---------------- - 2019 წლის 07 მაისამდე.
ნ---------–---- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან - 2019 წლის 07 მაისიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით; 2. ხელის კვლები, დაქტილოფირები, ტყავის ხელთათმანი, სუნის ნიმუშები, ე.წ ,,ბენდენა“, ნაქსოვი ხელთათმანი და ნერწყვის ნიმუში - განადგურდეს; 3. ერთი ცალი ხმოვანი ტიპის პისტოლეტი მჭიდით, 6 ცალი ვაზნითა, 1 ცალი მასრით და ერთი ცალი გასაშლელი დანა - შემდგომი რეაგირებისათვის გადაეცეს შინაგან საქმეთა სამინისტროს შეიარაღების სამსახურს; 4. ერთი ცალი სალაროს უჯრა და ერთი ცალი მოძრავი სკანერი - დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე