განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე გიორგი ებანოიძემ,თეონა აბულაძის მდივნობით,პროკურორ - თ--------------–-----
ბრალდებულ - ვ--–---------------–---–-- მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე ვ--–------------------------–---–-------------------- - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, საშუალო განათლების მქონე, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ------–-----–--------------------------------------------------; - მიმართ, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ პუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილი ბრალდების გამო.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 ქ.თბილისი, ქ-----------–-- ქუჩა №3-ის მიმდებარედ განთავსებულ მაღაზია „------------- 2018 წლის 08 დეკემბერს ვ--–---------------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა „ჯეკ დენიელსის“ ფირმის ორ ცალ ვისკს, რითაც დაზარალებულ კომპანიას მიადგა 167 (ას სამოცდაშვიდი) ლარის და 60 (სამოცი) თეთრის მატერიალური ზიანი.
1.2 2018 წლის 16 დეკემბერს ქ.თბილისი, კ------- გზატკეცილზე მდებარე ს--------------------–--- კუთვნილი მაღაზიიდან, ვ--–---------------–---–- ფარულად დაეუფლა 700 მლ მოცულობის „შატო მუხრანის“ წარმოების, „მუსკატის“ დასახელების ალკოჰოლურ სასმელ-სადესერტო ღვინოს, რითაც დაზარალებულ კომპანიას 52 (ორმოცდათორმეტი) ლარის და 35 (ოცდათხუთმეტი) თეთრის ზიანი მიაყენა.
1.3 ქ.თბილისი, მ--------- გამზირი, მ----------------–-, კორპუსი №1-ში განთავსებულ მაღაზია „------------- 2018 წლის 20 დეკემბერს ვ--–---------------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისკაუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა „ჰენესის“ ფირმის ვისკს, რითაც დაზარალებულ კომპანიას 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის მატერიალური ზიანი მიაყენა.
1.4 2018 წლის 27 დეკემბერს, დაახლოებით 17:20 საათიდან 17:30 საათამდე დროის პერიოდში, ქ.თბილისში, ვ------------------- ქუჩა №21-ში მდებარე ს------------------ კუთვნილ მარკეტიდან „------- ვ--–---------------–---–- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა, 207 (ორას შვიდი) ლარად ღირებულ, ერთ ცალ 0,7 ლიტრის ტევადობის „სარაჯიშვილი XO” ფირმის კონიაკს, რითაც დაზარალებულ ს----------------- მიადგა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
1.5 2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 18:05 საათზე, ქ.თბილისი, ბ------------–---------, კორპუსი №6-ის მიმდებარედ არსებულ ს----------------------- სავაჭრო ობიექტში, ვ--–---------------–---–- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ცალ ერთი ლიტრი ტევადობის „ჯეკ დენიელსის“ ფილმის ალკოჰოლურ სასმელს, რითაც ს---------------------- მიაყენა 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის და 95 (ოთხმოცდათხუთმეტი) თეთრის მატერიალური ზიანი.
1.6 2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით 18:0 საათზე, ქ.თბილისი, ბ-------------–----–-----------–- მდებარე შ----------------- სავაჭრო ობიექტში, ვ--–---------------–---–- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ცალ ერთი ლიტრი ტევადობის „ჯeკ დენიელსის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, რითაც შ--------------- მიაყენა 81 (ოთხმოცდაერთი) ლარის და 50 (ორმოცდაათი) თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.
1.7 2019 წლის 12 იანვარს, დაახლოებით18:15 საათზე, ქ.თბილისი, ბ-------------–----–----- გამზირი №42-შიმდებარე, შ--------------–-------–--------- სავაჭრო ობიექტიდან, ვ--–---------------–---–- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ ცალ 700 მლ ტევადობის „სარაჯიშვილი XO”-ს ბრენდის კონიაკს, რითაც შ--------------–-------–-------- მიაყენა 178 (ას სამოცდათვრამეტი) ლარის და 89 (ოთხმოცდაცხრამეტი) თეთრის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1 სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გაანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ვ--–---------------–---–-- დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ვ--–---------------–---–-- დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (ოთხი ეპიზოდი) და ამავე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებებში.
3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
3.1. ვ--–---------------–---–-- მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მოწმეების გამოკითხვის ოქმებს, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმების, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი თანდართული ფოტოსურათებით, ამოცნობის ოქმების, ფოტოსურათების დათვალიერების ოქმებს, თანდართულ ფოტოსურათებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს
3.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის წინასასამართლო სხდომაზე ბრალდებულ ვ--–---------------–---–-- სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
3.3. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.5. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
3.6. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.7. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.8. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1 პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.
4.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.
4.3. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლო მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
4.4 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზებულია ქურდობა - სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. ქურდობის ობიექტური შემადგენლობის განხორციელება გულისხმობს სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლებას ქონების მესაკუთრისა და სხვა პირთაგან ფარულად, სუბიექტური შემადგენლობა კი ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანში გამოიხატება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებებად მიიჩნევს ქურდობის ჩადენას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტი).
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. ვ--–---------------–---–-- პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა დანაშაულებრივ ქმედებები, არ არის წარსულში ნასამართლევი, ასევე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
6.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით – მისი მისწრაფება, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.
6.3. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
6.4. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები. რაც შეეხება სასჯელის კონკრეტული სახის გამოყენებას, სასამართლო განმარტავს, რომ კონკრეტული ქმედების წინაპირობების, ჩადენის ხერხის და მომავალში მსგავსი ქმედების თავიდან არიდებისათვის არ არის საკმარისი საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის, ჯარიმის, შინაპატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოს გამოყენება, ამდენად, დანაშაულის კერძო პრევენციის მიზანი მოითხოვს, მსჯავრდებულს ჩადენილი ქმედებისათვის, დაენიშნოს მკაცრი სახის სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს ვ-----------–---–-- მიმართ 2019 წლის 1---------- და ამავე სასამართლოს 3---------- გამოტანალ განაჩენებს და განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გარემოება ქმნის სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4-ე ნაწილების გამოყენების საფუძველს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
ვ--–---------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (ოთხი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს:
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2018 წლის 16 დეკემბრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - ჯარიმა 1 000 (ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (2018 წლის 08 დეკემბრის ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (2018 წლის 20 დეკემბრის ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (2018 წლის 27 დეკემბრის ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე დანაშაულთა ერთობლიობით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით (2019 წლის 12 იანვრის ეპიზოდი) გათვალისწინებულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა, შთანთქოს ნაკლებად მკაცრი და საბოლოოდ ვ--–---------------–---–- განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-4 და მე-2 ნაწილების თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 14 მაისის განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთამ - შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 3---------- განაჩენით დანიშნული სასჯელი და საბოლოოდ, ვ--–---------------–---–- სასჯელად განესაზღვროს 04 (ოთხი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალოს პირობით, 04 (ოთხი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სსკ 62-ე მუხლის მე-2 ნაწილისა და 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად, ვ-----------–---–- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 1-------------.
გაუქმდეს ვ--–---------------–---–-- მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო.
საქართველოს სსკ-ის 65-66-ე მუხლის შესაბამისად, კონტროლი მსჯავრდებულ ვ--–---------------–---–-- ყოფაქცევაზე დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს) - მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.
მსჯავრდებულ ვ--–---------------–---–-- დაევალოს საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში აცნობოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიულ ორგანოს (პრობაციის ბიუროს).
ნივთიერი მტკიცებულება: 1. ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე