განაჩენი

სისხლის სამართლის 18.06.2019
საქმის ნომერი
120100119002979538
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
18.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

 

ახალციხის რაიონული სასამართლო

 

საქმე #1/111-19წ. 18 ივნისი, 2019 წელი ქ.ახალციხე

 

მოსამართლე - მარიკა ჩიტაშვილი

სხდომის მდივანი - ლაშა ზაზაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–ი;

დაცვის მხარე - ბრალდებული - თ----- შ------–-–---–ი - საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 1----–-–-------------ს ახალციხეში, პ/ნ 4---------- მცხ: ქ.ახალციხე, დ--------–---–ის ქ.N1---;

ადვოკატები - პ------------–-–---–-, შ--–----------–---;

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი პრიმა ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ პუნქტებით და 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ პუნქტითა და 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

თ----- შ------–-–---–ი 2016 წლის 02 ნოემბერს გასამართლებულია ახალციხის რაიონული სასამართლოს მიერ საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამასთან, 2019 წლის 01 იანვარს, ა------ის რაიონის სოფელ ა----–ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ----- შ------–-–---–მა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა არასრულწლოვან თ-------- ბ-------–---–ს, კერძოდ, ხელი დაარტყა გულმკერდის არეში, ასევე უკბინა ლოყაზე, რის შედეგადაც დაზარალებულს მიადგა ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება ჯანმრთელობის მოუშლელად და განიცადა ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

სხვაგვარი ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, ჩადენილი არაერთგზის.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა,, და ,,დ,, პუნქტებით.

 

ასევე, ქ.ახალციხეში დ--------–---–ის ქუჩა N1----ში მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფმა თ----- შ------–-–---–მა 2019 წლის 15 მარტს საღამოს საათებში ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვან 2----–-–----------------ს დაბადებული შვილის ი---- შ------–-–---–ის თანდასწრებით დედას ი----ა შ------–-–---–ს მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, რის შემდეგაც ძლიერად მოქაჩა თმებიდან და ფეხის დარტყმით ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ი----ა შ------–-–---–მა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ოჯახში ძალადობა, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ,, პუნქტით.

 

ასევე, 2019 წლის 15 მარტს საღამოს საათებში ქ.ახალციხეში დ--------–---–ის ქუჩა N1----ში მცხოვრებმა არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი თ----- შ------–-–---–ი მისსავე საცხოვრებელ სახლში ყოფნისას დედას ი----ა შ------–-–---–ს ურთიერთშელაპარაკებისას ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების შემდეგ ჩანგლის დარტყმით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით და ჯანმრთელობის დაზიანებით, რაც დაზარალებულმა ი----ა შ------–-–---–მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 111.151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა თ----- შ------–-–---–მა აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება.

სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომლებიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს: შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, არასრულწლოვანი თ-------- ბ-------–---–ის, ვ--------–-----ის, გ--–---–-----–---–ის გამოკითხვის ოქმები, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა თ-------- ბ-------–---–ის მიმართ. თ----- შ------–-–---–ის სიმთვრალე სიფხიზლის შემოწმების ოქმი. თ----- შ------–-–---–ის 22.03.2019 წ, ნ----- შ------–-–---–ის 16.03.2019 წ, არასრულწლოვან ი---- შ------–-–---–ის 16.03.2019 წ, ვ----------–------ის 16.03.2019 წ, მ-------------ის 16.032019 წ, თ-------- გ--------ის 17.03.2019 წ, რ-----ი შ------–-–---–ის 17.03.2019 წ, მოწმის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები. ი----ა შ------–-–---–ის 15.03.2019 წ, 28.03.2019 წ მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოძახებისა და გამოკითხვის ოქმები, ი----ა შ------–-–---–თან ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი თანდართული ფოტოცხრილით. თ----- შ------–-–---–ის მიმართ 16.03.2019 წ გამოცემული შემაკავებელი ორდერი N0----- და ორდერის ოქმი. ცნობები თ----- შ------–-–---–ის ნასამართლეობისა და ადმინისტრაციული შემოწმების შესახებ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2----–-–--------------ის განაჩენი თ----- შ------–-–---–ის მიმართ. საქონელმცოდნეობითი ექსპერტიზის 2019 წლის 18 მარტის N5--- დასკვნა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2019 წლის 18 მარტის N 2--------- დასკვნა, ი----ა შ------–-–---–ის სხეულის დაზიანების შესახებ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 01 თებერვლის განჩინება თ----- შ------–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების შესახებ. ახალციხის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 25 მარტის განჩინება თ----- შ------–-–---–ის დაკავების შესახებ. თ----- შ------–-–---–ის ბრალდებულის სახით დაკავების ოქმი. დადგენილება ი----ა შ------–-–---–ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმი და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებანი.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

თ----- შ------–-–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ქმედების გულწრფელი მონანიება.

დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა. სასამართლოს 2----–-–--------------ის N1------- განაჩენით თ----- შ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 01 (ერთი) წელი. რასაც დაემატა წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით; შესაბამისად, თ----- შ------–-–---–ი არის ნაკლებად მძიმე დანაშაულისათვის ორჯერ ნასამართლევი პირი.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს. ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ბრალად წარდგენილ ქმედებას.

ამავე კოდექსის 58-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, აგრეთვე ამ კოდექსის 55-ე მუხლით ან 63-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული საფუძვლების არსებობისას, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი.

ხოლო, 59-ე მუხლის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს სასჯელი ინიშნება თითოეული დანაშაულისათვის. დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, თ----- შ------–-–---–ს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს ბრალდებულის ასაკს (არის 24 წლის), მის გულწრფელ აღიარებას, არის მარტოხელა დედა, ჰყავს 8 წლის შვილი. დაზარალებულებთან შერიგებულია.

ამასთან, ვინაიდან ბრალდებულს ბრალი ედება არასრულწლოვნის წინააღმდეგ დანაშაულის ჩადენაშიც, ამასთან, არაერთგზის, (ნასამართლევია 125-ე მუხლით) სასამართლოს მიაჩნია, რომ ამ ნაწილში ბრალდებულს უნდა დაენიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი რაც საბოლოოდ შთანთქავს სხვა დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნულ სასჯელს.

ასევე გასათვალისწინებელია, რომ მხარეთა განმარტებით სხვა სასამართლოს მიერ ასევე გამოტანილ იქნა გამამტყუნებელი განაჩენი თ----- შ------–-–---–ის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეზე, სადაც სასამართლომ სასჯელი დანიშნა განაჩენთა ერთობლიობით და ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა 2----–-–-------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელი. ეს განაჩენი ამ ეტაპზე კანონიერ ძალაში შესული არ არის, რის გამოც სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვერ მიიღებს მხედველობაში.

ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი ჩანგალი და ტელეფონი რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს ი----ა შ------–-–---–ს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. თ----- შ------–-–---–ი (პ/№4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 11 ნაწილის ,,ა’’ და ,,დ’’ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადით.

- ასევე, თ----- შ------–-–---–ი (პ/№4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 300 სათის ვადით.

- ასევე, თ----- შ------–-–---–ი (პ/№4----------) ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 111 .151-მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 200 სათის ვადით.

- საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის გათვალისწინებით უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, თ----- შ------–-–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა ექვსი თვის ვადით.

2. თ----- შ------–-–---–ის (პ/№4----------) მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, მსჯავრდებულს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 27 მარტიდან.

3. ნივთიერი მტკიცებულება: ერთი ცალი ჩანგალი და ტელეფონი რომელიც ინახება შსს ახალციხის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს დაზარალებულს ი----ა შ------–-–---–ს.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ახალცხიე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე მარიკა ჩიტაშვილი