განაჩენი

სისხლის სამართლის 19.06.2019
საქმის ნომერი
120100119002948126
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
19.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2948126-1/095-19წ.

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი

ა---––--ის რაიონული სასამართლო

13.06.2019 წელი ქ.ა---––--ე

 

მოსამართლე - გია ბერაია

სხდომის მდივანი - თამარ ტეფნაძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი - კ---------–---–---–-;

დაცვის მხარე - ბრალდებული - მა--------–-------- საქართველოს მოქალაქე, დაბადებული 12.02.1----–--–--------------------–-------––---------------–-----------------

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის,,ბ", 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“,,ბ" ,,გ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

ქ-----––---–------------–--------------–- მცხოვრებმა მ---------–------ ბოლო ერთი წლის განმავლობაში სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ამცირებდა მეუღლეს ე--------------- 2018 წლის 31 დეკემბერს ურთიერთშელაპარაკებისას არასრულწლოვანი შვილების 2----–-–------------------------–-----------–-----------------–-–---------------------------–------------–------- თანდასწრებით მეუღლეს ე-------------- მიაყენა ჯერ სიტყვიერი, ხოლო შემდეგაც თავში რამოდენიმეჯერ ხელის დარტყმით მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, რა დროსაც ე------------ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მ---------–------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ.

 

სასამართლომ დაადგინა:

2019 წლის 01 თებერვალს ქ------––---–------------–--------------–- მცხოვრები არაფხიზელ მდგომარეობაში მყოფი მ---------–------ მის 2----–-–---------------------------–-–---–------------–----------- თამაშის დროს გაღიზიანდა, რის გამოც არასრულწლოვან შვილს ოჯახის წევრებისა და ასევე მეორე 2----–-–------------------------–-----------––-–-------–---–-------------–------- თანდასწრებით თავის არეში დაუწყო ხელების დარტყმა, რის შედეგადაც ა------ა ბ-–-----ემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და დაიწყო ტირილი, აღნიშნული ფაქტის შემსწრე მ------ ბ-–-----ის მეუღლის დედამ რ--------- ლ------ემ და მეუღლემ ე------------ემ მ---------–------ს მოუწოდეს დამშვიებისა და არასრულწლოვანი შვილის ცემისაგან თავის შე--ვებისაკენ რაზედაც გაღიზიანებულმა მ---------–------მ რ--------- ლ------ეს ხელებისა და ფეხების დარტყმით სახისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე მეუღლეს ე-------------- ხელების დარტყმით სახისა და ტანის არეში მიაყენა ფიზიკური შეურაცხოფა და მის მიერ ოჯახში ჩადენილი ძალადობრივი ქმედების სამართალდამცავი ორგანოებისათვის შეტყობინების შემთხვევაში ე-------------- დაემუქრა ჯანმრთელობის დაზიანებითა და სიცოცხლის მოსპობით.

მ------ ბ-–-----ის ძალადობრივი ქმედებების შედეგად არასრულწლოვანმა ა------ა ბ-–-----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, ხოლო რ--------- ლ------ემ და ე------------ემ ძლიერ ფიზიკურ ტკივილთან ერთად განიცადეს ფსიქოლოგიური ტანჯვა, ხოლო ე-------------- ფიზიკურ ტკივილთან და ფსიქოლოგიურ ტანჯვასთან ერთად გაუჩნდა სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ფაუძვლიანი შიში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

მ---------–------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა და დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ, არასრულწლოვნის თანდასწრებით, ორი ან მეტი პირის მიმართ, ასევე ჩაიდინა ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხოციელების საფუძვლიანი შიში.

 

სამართლებრივი შეფასება:

ბრალდებულმა მ---------–------მ აღიარა მის მიმართ ბრალად წარდგენილი ინკრიმინირებული ქმედება- სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, რომელიც დასტურდება ასევე საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით, რომელიც მხარეებს სადაოდ არ გაუხდიათ და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს, შეტყობინება დანაშაულის ჩადენის შესახებ, რ--------- ლ------ის 01.02.2019წ, 02.02.2019წ, ე------------ის 01.02.2019წ, 02.02.2019წ, მ------ ბ-–-----ის 01.02.2019წ, 02.02.2019წ, ა------ა ბ-–-----ის 01.02.2019წ, 02.02.2019წ, ბ----------–----ის მოწმისა და დაზარალებულის სახით გამოძახების და გამოკითხვის ოქმებ, ბრალდებულ მ------ ბ-–-----ის დაკავების ოქმი, არასრულწლოვან მ------ ბ-–-----ის და ა------ა ბ-–-----ეების საპროცესო წარმომადგენლის უფლებების განმარტების ოქმები, ე------------ის ხელწერილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩატარების თანხმობის შესახებ, დადგენილება გადაუდებელი აუცილებლობის გამო შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ფოტოილუსტრირება, მ------ ბ-–-----ის და ა------ა ბ-–-----ის დაბადების მოწმობების ასლები, მიმართვის წერილები სამედიცინო ექსპერტს და დადგენილებები ა------ა ბ-–-----ის, რ--------- ლ------ის და ე------------ისათვის სამედიცინო ექსპერტიზის დანიშვნის შესახებ, მ------ ბ-–-----ის ნასამართლეობის და ადმ. შემოწმების ცნობები, მ------ ბ-–-----ის 02.02.2019წ. ბრალდებულის სახით გამოკითხვის ოქმი, მიმართვა იურიდიული დახმარების ბიუროს ადვოკატის გამოყოფის შესახებ, დადგენილებები რ--------- ლ------ის, ე------------ის, მ------ ბ-–-----ის და ა------ა ბ-–-----ის დაზარალებულად ცნობის შესახებ და უფლებების განმარტების ოქმები და სასამართლოში წარმოდგენილი ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები წინასასამართლო სხდომაზე დამტკიცდა სასამართლოს მიერ, როგორც უდაო სახის მტკიცებულებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან. გამომდინარე აქედან, ვინაიდან მხარეებმა არც ერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი სასამართლოს მიერ გამოკვლევის გარეშე მიღებული იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება სავსებით დასაბუთებულია, წარმოდგენილი ფაქტები და გარემოებები მხარეთა შეთანხმების თანახმად, უნდა იქნეს მიღებული მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე - როგორც პრეიუდიცია.

 

მოწმე რ--------- ლ------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. ა---––--ეში ზ--------–ის ქუჩა №6---ში სიძესთან მ---------–------სთან, შვილთან ე--------------თან და 2 არასრულწლოვან შვილიშვილთან 8 წლის მ------თან და 5 წლის ა------ა ბ-–-----ეებთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს დაახლოებით 1 თვეა, ბინა რეგისტრირებულია მის სახელზე, რომელიც არის მისი სიძის და შვილის მიერ შესყიდული. მისი გოგო ე------------ე მ---------–------ს ცოლად გაყვა 2009 წელს და მასთან თანაცხოვრების პერიოდში ყავს შეძენილი ორივე ბავშვი. 7-8 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ქ. რ-------–ი ერთად, ხოლო 2018 წლის 21 დეკემბრიდან ცხოვრობენ ქ. ა---––--ეში. დღეს 2019 წლის 01 თებერვალს ის, მისი შვილი ე------------ე, სიძე მ---------–------ და ბავშვები მ------ი და ა------ა იმყოფებოდნენ სახლში, გუშინ იყო ა------ას დაბადების დღე, რა დროსაც მისმა სიძემ დაბადების დღის აღსანიშნავად მიიღო საკმაო ოდენობით ალკოჰოლური სასმელი და ამ დილითაც ეტყობოდა, რომ იყო მთვრალი ალბათ დილითაც დალია, თავის შვილს 5 წლის ა------ას დაუწყო თამაში და ასწავლიდა ჭიდაობას და ბოქსს, რა დროსაც ბავშვმა სახეში დაარტყა მუშტი, რის გამოც მ------ გაბრაზდა და 5 წლის ა------ს რომელიც იწვა ტახტზე დაუწყო თავში ხელების გამეტებით დარტყმა, -–-–-დაარტყა დაახლოებით 5-6 ჯერ ან უფრო მეტჯერ ზუსტად არ იცის, ამ დროს მივიდა მისი გოგო და ბავშვი მოაცილა მამამისს , ბავშვი შეიყვანა საძინებელში და მოხურა კარი და აღარ მისცა მამამისს საშუალება რომ ბავშვი კიდევ არ ეცემა, მ------ კი კარებს ურტყავდა მუშტებს და იძახდა როგორ თუ მას მაგან დაარტყაო და ცდილობდა ოთახში ძალით შესვლას, მოწმემ ეს ვეღარ მოითმინა და მ------ს უთხრა ბავშვია ცოდოა და თავი დაენებებია , რაზედაც მ------მ აგრესია გადმოიტანა მოწმეზე და დაუწყო ყვირილი, რომ მისი ოჯახის საქმეში მოწმე ნუ ერევა, ისინი მისი მ------ს ცოლშვილი არიან და რასაც მოინდომებს იმას უზავს ,მოწმემ უთხარი, რომ ე-- მისი შვილია და უფლება აქვს თავის შვილებთან ერთად დაიცვას, რაზედაც მ------მ სკამზე მჯდომ მოწმეს მხარზე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც მოწმემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, თავი ვერ შეიკავა და ძირს წაიქცა, რა დროსაც ასევე განიცადა ფიზიკური ტკივილი, ამაზე გამოვიდა ოთახიდან მისი შვილი ე-- და გამოექომაგა, მ------ს უთხრა დედამისს რატომ ცემს , რაზედაც მ------მ გაიწია ე--ს საცემად და დაარტყა რამოდენიმეჯერ სახის და ტანის არეში, მოწმემ მ------ს უთხრა, რომ დარე--ვდა პოლიციაში და შეატყობინებდა მომხდარის შესახებ, რაზედაც უპასუხა პოლიცია ვერაფერს უზამს და იცის რასაც უზამს მათ, როდესაც მოწმე ე.წ. ზალაში შევიდა, მ------ წვდა თმებში მოქაჩა თმებიდან და წააქცია ზალაში არსებულ საწოლზე და ათრევდა თმებიდან, თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, თმებიდან მოქაჩვის შედეგად განიცდიდი ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, შემდგომ დაანება თავი და დადგა ერთ მხარეს ზალაში, მოწმე როდესაც ზალიდან გამოსვლას აპირებდი მივარდა უკნიდან და ორივე ფეხში ძლიერად ჩაარტყა ფეხები, როგორ მოახერხა მოწმე ვერ მიხვდა რის შედეგადაც ასევე განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი , ამის გამო მოწმემ შეუბრუნა ხელი თავდაცვის მიზნით მაგრამ მოხვდა თუ არა სადმე არ დაუნახავს, ასევე მოწმემაც შეეპასუხა და მიაყენა შეურაცხყოფა, მ------ გადიოდა გამოდიოდა სახლში და აგინებდა ამ ყველაფერს ესწრებოდა, როგორც მოწმის შვილი ასევე არასრულწლოვანი შვილიშვილები, მან დარე-- პოლიციაში და ითხოვა პოლიციის დახმარება, სანამ პოლიცია მოვიდოდა, როდესაც ზალაში გაიარა მისმა სიძემ მ------მ უკნიდან კვლავ გამოდო ფეხებში ფეხი რის შედეგადაც მოწმემ თავი ვერ შეიკავა და წაიქცა და ძლიერად ეტკინა მარცხენა ფეხის კოჭის სახსრის ადგილი, წაქცეული ფეხზე წამოაყენა მისმა შვილიშვილმა მ------მა. შემდგომ მოვიდნენ პოლიციის თანამშრომლები გაესაუბრნენ მომხდარის შესახებ და გამოკითხვის მიზნით დაიბარეს პოლიციაში. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ ეს ყველაფერი მის მიერ აღწერილი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სახლში ერთ დღეს გრძელდებოდა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში სანამ პოლიციაში დარე--ვდა. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ ე--ს დღეს რამოდენიმეჯერ დაარტყა მ------მ სახლში ყოფნისას ხელი როდესაც მის დაცვას და დახმარებას ცდილობდა. ასევე საძინებელ ოთახში ყოფნისას ყელში უჭერდა ხელს ეუბნებოდა, რომ დაახჩობს და ემუქრებოდა თუ პოლიციაში დარე--ვდა ყელს გამოუჭრის, რის გამოც მის შვილს ე--ს ეშინოდა და პოლიციაში ვერ რე--ვდა ასევე მოწმესაც ეუბნებოდა, რომ არ დაერე-- პოლიციისათვის, ვინაიდან გაბრაზებულს შემდგომ მართლა არ მოეკლა ისინი. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ მის სიძეს მ------ს თავისი შვილისთვის მ------ისთვის არ დაურტყავს მხოლოდ ა------ას ურტყა თავში ხელები. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ მის სიძეს ადრე მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა ხშირად მოუყენებია მაგრამ სხვა დროს არ უცემია და ფიზიკური ტკივილი არ განუცდია, დღეს კი ცემა არაერთხელ და ყველა დარტყმისას განიცდიდა ფიზიკურ ტკივილს, ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც, ასევე მისი ქმედებით მოწმე არის აღელვებული, გაღიზიანებული, აქვს შიშები, რომ ამ იმფორმაციის მოწოდებისათვის და პოლიციაში დარეკვისათვის შესაძლოა მისმა სიძემ მასზე და მის შვილზე იძიოს შური, ამ ყველაფრით განიცდის ახევე ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ითხოვს დახმარებას , ითხოვს შესაბამისი ზომების მიღებას და ასეთი ფაქტი სახლში მეორედ აღარ განმეორდეს.სანამ მისი სიძე სახლშია მას სახლში მისვლის ეშინია შესაძლოა კიდევ ცემოს ან უარესი რამ დამართოს. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ ეს ყველაფერი დღეს ხდებოდა სახლში, მეზობლები არავინ არ შემოსულან, როდესაც სადარბაზოში იდგა და პოლიციაში რე--ვდა ამ დროს სადარბაზოში შემოვიდა მისი მეზობელი, რომლის სახელი და გვარი არ იცის, ცხოვრობს მეორე სართულზე და მას მეზობლისთვის არაფერი არ უთქვამს, მეზობლებმა ხმაური გაიგეს თუ არა არ იცის, სახლში არავინ არ შემოსულა. საქმეზე მოწმე თავს თვლის დაზარალებულად, განიცადა, როგორც ფიზიკური ტკივილი ასევე განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა და მოითხოვს მისი სიძის მიმართ კანონით გათვალისწინებული ზომების მიღებას, კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ სახლში სიძესთან ერთად ცხოვრობს მას შემდგომ რაც მისი შვილი ცოლად შეირთო, აქვთ საერთო მეურნეობა და მის შემოსავალს ახმარდა, როგორც შვილიშვილებს ასევე სიძეს და შვილს. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ მის სიძეს მის საცემრად და მისი შვილის და შვილიშვილის საცემრად რაიმე ნივთი ან საგანი არ დაურტყავს. სცემდა მხოლოდ ხელით. მოწმე თანახმაა, რომ ჩაუტარდეს სამედიცინო და ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ როდესაც წამოვიდნენ პოლიციაში მისი სიძე დატოვეს სახლში. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ როდესაც მან პოლიციაში დარე-- მისმა შვილმა დაურე-- თავის ბიძას ბ----------–----ეს და როდესაც მოწმე გარეთ იყო ბ------ შევიდა სახლში და იქ რას შეესწრო მოწმე ვერ მოახსენებს. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ მისი სიძის მხრიდან მის მიმართ გენდერული ნიშნით დისკრიმინაციას ადგილი არ აქვს.( ტ.1. ს.ფ. 5-7)

 

მოწმე ე------------ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. ა---––--ეში ზ--------–ის ქუჩა №6---ში მეუღლესთან მ---------–------სთან დედასთან რ--------- ლ------ესთან და 2 არასრულწლოვან შვილთან 8 წლის მ------თან და 5 წლის ა------ა ბ-–-----ეებთან ერთად. მეუღლესთან რეგისტრირებულ ქორწინებაში არ იმყოფება, მხოლოდ ჯვარი აქვთ დაწერილი, აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 2018 წლის 21 დეკემბრიდან. ბინა რეგისტრირებულია დედამისის სახელზე, რომელიც არის მისი და მისი მეუღლის მიერ შესყიდული. ის მ---------–------ს ცოლად გაყვა 2009 წელს და მასთან თანაცხოვრების პერიოდში შეეძინა ორივე ბავშვი. ბოლო 8-9 წლის განმავლობაში ცხოვრობდნენ ქ. რ-------–ი ხოლო 2018 წლის 21 დეკემბრიდან ცხოვრობენ ქ. ა---––--ეში. დღეს 2019 წლის 01 თებერვალს ის, დედამისი რ--------- ლ------ე , მეუღლე მ---------–------ და ბავშვები მ------ი და ა------ა იმყოფებოდნენ სახლში, გუშინ იყო ა------ას დაბადების დღე რა დროსაც მეუღლემ დაბადების დღის აღსანიშნავად მიიღო საკმაო ოდენობით ალკოჰოლი და ამ დილითაც ეტყობოდა რომ იყო ისევ მთვრალი ალბათ დილითაც დალია, მათ შვილს ა------ას დაუწყო თამაში და ასწავლიდა ჭიდაობას და ბოქსს, რა დროსაც ბავშვმა სახეში დაარტყა მუშტი, რის გამოც მ------ გაბრაზდა და 5 წლის ა------ს, რომელიც იწვა ტახტზე დაუწყო თავში ხელების გამეტებით დარტყმა, დაარტყა დაახლოებით 5-6 ჯერ ან უფრო მეტ ჯერ ზუსტად არ იცის რის გამოც ა------ამ ტკივილისაგან დაიწყო ტირილი, ამ დროს მივიდა მოწმე და ბავშვი მოაცილა მამამის , შეიყვანა საძინებელში და დახურა კარი და აღარ მისცი მამამისს საშუალება რომ ბავშვი კიდევ ეცემა, მ------ კი კარებს ურტყავდა მუშტებს და იძახდა როგორ ბავშვმა მას როგორ დაარტყა და ცდილობდა ოთახში ძალით შესვლას, ეს მოწმის დედამ ვეღარ მოითმინა და მ------ს უთხრა ბავშვია ცოდოა და თავი დაანება, რაზედაც მ------მ აგრესია გადაიტანა დედამისზე რ--------- ლ------ეზე და დაუწყო ყვირილი,რომ მისი ოჯახის საქმეში ნუ ერევა ისინი მისი ცოლშვილი არიან და რასაც მოისურვებს იმას უზამს , მოწმის დედამ უთხრა, რომ ე-- მისი შვილია და უფლება აქვს თავის შვილებთან ერთად დაიცვას, რაზედაც მ------მ სკამზე მჯდომ დედამისს მხარზე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც დედამისმა ვერ შეიკავა თავი და ძირს წაიქცა, ამაზე მოწმე გამოვიდა ოთახიდან გამოექომაგა დედამისს და მ------ს უთხრა დედამისს, რატომ ცემს რაზედაც მ------მ გამოიწია მოწმეზე საცემრად და დაარტყა რამოდენიმეჯერ სახისა და ტანის არეში რა დროსაც მოწმემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, ამის დანახვაზე დედამისმა მ------ს უთხრა რომ დარე--ვდა პოლიციაში და შეატყობინებდა მომხდარის შესახებ, რაზეც მ------მ უპასუხა რომ პოლიცია ვერაფერს უზამს და იცის რასაც უზავს, ხოლო შემდეგ მოწმის დედა გავიდა ე.წ. ზალაში ხოლო მ------ დედამისს წვდა თმებში მოქაჩა და წააქცია ზალაში არსებულ საწოლზე და ითრევდა თმებიდან თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ასევე ორჯერ ამოარტყა ფეხი საჯდომზე, ხოლო შემდეგ დაანება თავი და დადგა ერთ მხარეს, ხოლო როდესაც ზალიდან დედამისი გამოსვლას აპირებდა მივარდა უკნიდან და ორივე ფეხში ძლიერად ჩაარტყა ფეხები ამ ყველაფერს ესწრებოდა როგორც მოწმე არასრულწლოვანი შვილი მ------ი (ა------ა იმალებოდა შეშინებული ოთახში) ისე დედამისიც , ხოლო დედამისმა დარე-- პოლიციაში და ითხოვა პოლიციის დახმარება, სანამ პოლიცია მოვიდოდა მისმა მეუღლემ კვლავ წამოდო დედამისს ფეხი და წააქცია რომელიც ფეხზე წამოაყენა მისმა შვილმა მ------მა. კითხვაზე მოწმე პასუხობს ,რომ ეს ყველაფერი მის მიერ აღწერილი სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა სახლში დღეს გრძელდებოდა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში სანამ პოლიციაში დარე--ვდა დედამისი.კითხვაზე მოწმე პასუხობს რომ დღეს მისმა მეუღლემ მ---------–------მ მას დაარტყა რამოდენიმეჯერ როგორც საძინებელში ისე ზალაში, რა დროსაც მოწმემ განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი , როდესაც დედამისმა დარე-- პოლიციაში მოწმემ დაურე-- თავის ბიძას ბ----------–----ეს და სთხოვა დახმარება, როდესაც ბ------ მოვიდა მ------ მოწმეზე იწევდა საცემრად და როდესაც დაარტყა ეს დაინახა თუ არა ბ------მ მისთვის უცნობია. კითხვაზე მოწმე პასუხობს რომ მის მეუღლეს მ------ს თავისი შვილისთვის მ------ისთვის არ დაურტყავს მხოლოდ ა------ას ურტყა თავში ხელები, ასევე დაარტყა ტანისა და წელის არეშიც. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ 2018 წლის 31 დეკემბერს დილით მისმა მეუღლემ მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა რასაც შეესწრნენ მისი შვილები ა------ა და მ------ი, ამის გამო დედამისმა მოწმის მეუღლეს მისცა შენიშვნა ასეთი რამ მეორედ არ გაიმეოროს, რის გამოც დედამისსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა და გავიდა სახლიდან, წარსულში თარიღებს ვერ იხსენებს ხშირად აგინებდა და ლანძღავდა, ამცირებდა, უკრძალავდა ყველაფერს რის გამოც ირღვეოდა მისი როგორც ქალის გენდერული თანასწორობა, უკრძალავდა და უკრძალავს აზრის გამოთქმის უფლებას, როგორც მას უნდა ყველაფერი ისე უნდა გაკეთდეს, მის მიმართ მოწმე განიცდის შიშს, როგორც ის ასევე ბავშვები, შიშით ვერ ცხოვრობს მშვიდად და ვერ აკეთებდა იმას რაც სურდა. კითხვაზე მოწმე პასუხობს,რომ მის მეუღლეს რა უნდა მათგან ვერ მოახსენებს, თუმცა როდესაც ნასვამია სულ ლანძღავს, ამცირებს და აცხოვრებს შიშით, ხოლო დღეს ლანძღვა აღარ იკმარა და ფიზიკურად გაუსწორდა როგორც მოწმეს ასევე დედამისს და მის არასრულწლოვან შვილს. სისტემატურად ემუქრება რომ როგორც მას სურს თუ ყველაფერი მის ჭკუაზე არ გააკეთეს, ან შეეპასუხება, ემუქრება ყელის გამოჭრით და სიცოცხლის მოსპობით, რასაც დღესაც ქონდა ადგილი, ასევე დღესაც უთხრა რომ თუ მოწმე სადმე დარე--ვდა ყელს გამოუჭრიდა და არ აცოცხლებდა. მის მუქარას მოწმე აღიქვამს რეალურად და აქვს საფუძვლიანი შიში, მიწოდებული ინფორმაციის გამო უარესი არ დამართოს , სანამ ის სახლში იქნება მოწმეს სახლში მისვლის ეშინია და ითხოვს გაუწიოთ დახმარება. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ აღნიშნულის შემდეგ მისი შიში იმის თაობაზე რომ კვლავ სცემს უფრო გაღრმავდა, ვინაიდან არის ძალიან აგრესიული სიმთვრალეში და სანამ მისი მეუღლე სახლში იქნება მოწმე მშვიდად ვერ იცხოვრებს და სურს რომ მიღებული იქნეს კანონით გათვალისწინებული ზომები რათა მან და მისმა შვილებმა დედამისთან ერთად იცხოვრონ მშვიდად. კითხვაზე მოწმე პასუხობს რომ როდესაც მისმა მეუღლემ დაარტყა რამოდენიმეჯერ თავისა და სახის არეში განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი და თანახმაა ჩაუტარდეს სამედიცინო ექსპერტიზა. კითხვაზე მოწმე პასუხობს , რომ ისე ძლიერად ურტყავდა ბავშვს და დედამისსაც რომ მისი აზრით ორივე განიცდიდა ძლიერ ფიზიკურ ტკივილს, ვინაიდან მთელი ძალით და გამეტებით ურტყავდა ორივეს ისე როგორც მოწმეს.კითხვაზე მოწმე პასუხობს რომ მის მეუღლეს ადრე მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა ხშირად მოუყენებია ზუსტ თარიღებს ვერ იხსენებს, როგორც აღნიშნა ბოლოს მისი არასრულწლოვანი შვილების თანდასწრებით ცემა 2018 წლის 31 დეკემბერს. მაგრამ სხვა დროს არ უცემია დღეს კი ცემა არაერთხელ ასევე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფაც რის შედეგადაც მოწმემ განიცადა ფიზიკური ტკივილი, მისი ქმედებით მოწმე არის აღელვებული, გაღიზიანებული, აქვს შიშები, რომ ამ ჩვენების მოცემისათვის პოლიციაში მოსვლისთვის შესაძლოა მისმა მეუღლემ მასზე და მის შვილებზე იძიოს შური, ამ ყველაფრით მოწმე განიცდის ასევე ფსიქოლოგიურ ტანჯვას და ითხოვს დახმარებას. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ მეუღლეს მის საცემრად და მისი შვილის და დედამისის საცემრად რაიმე ნივთი ან საგანი არ დაურტყავს. სცემდა მხოლოდ ხელით. კითხვაზე მოწმე პასუხობს რომ მომხდარი ძალადობის დროს სახლში ნივთი ან საგანი არ დაზიანებულა.( ტ.1.ს.ფ. 10-12)

 

მოწმე მ------ ბ-–-----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, ცხოვრობს ქ. ა---––--ეში ზ--------–ის №6---ში მამასთან მ---------–------სთან, დედასთან ე--------------თან , ბებიასთან რ--------- ლ------ესთან და ძმასთან 5 წლის ა------ა ბ-–-----ეებთან ერთად. აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობენ 2018 წლის 21 დეკემბრიდან. მანამდე კი რაც ახსოვს ცხოვრობდნენ ქ. რ-------–ი სადაც დადიოდა №------------ სკოლაში, სწავლობს მე-3 კლასში, დროებით არის განთავისუფლებული. დღეს 2019 წლის 01 თებერვალს მოწმე, ბებია რ--------- ლ------ე, მამა მ---------–------ და მისი ძმა ა------ა იმყოფებოდნენ სახლში, გუშინ იყო ა------ას დაბადების დღე, რა დროსაც მამამ დალია ალკოჰოლი და ამ დილითაც ეტყობოდა რომ იყო ისევ მთვრალი, ალბათ დილითაც დალია, ა------ას დაუწყო თამაში და ასწავლიდა ჭიდაობას და ბოქსს, რა დროსაც ა------ამ სახეში დაარტყა მუშტი, რის გამოც მამა გაბრაზდა და ა------ს რომელიც იწვა ტახტზე დაუწყო თავში ხელების გამეტებით დარტყმა, დაარტყა ბევრჯერ 3 -ზე მეტჯერ ვერ დათვალა, რის გამოც ა------ამ ტკივილისაგან დაიწყო ტირილი, ამ დროს მივიდა დედა და ა------ა შეიყვანა ოთახში და მოაცილა მამამის , დახურა კარი და აღარ მიცა მამას საშუალება რომ ა------ა კიდევ ეცემა, მ------ კი კარებს ურტყავდა მუშტებს და იძახდა მაგან ხელი, როგორ დაარტყაო და ცდილობდა ოთახში ძალით შესვლას, ისე რომ კარები ირყეოდა და კინაღამ ჩამოვარდა, ბებიამ ეს ვეღარ მოითმინა და მ------ს უთხრა ბავშვია ცოდოა და თავი დაანება, რაზედაც მ------მ აგრესია გადაიტანა ბებიაზე რ--------- ლ------ეზე და დაუწყო ყვირილი, რომ მისი ოჯახის საქმეში ნუ ერევა ისინი მისი ცოლშვილი არიან და რაც უნდა იმას უზამს , ბებიამ უთხრა რომ ე-- მისი შვილია და უფლება აქვს თავის შვილებთან ერთად დაიცვას, რაზედაც მამამ სკამზე მჯდომ ბებიას მხარზე დაარტყა ხელი, რის შედეგადაც ბებომ თავი ვერ შეიკავა და ძირს წაიქცა იატაკზე. ამ დროს დედა გამოვიდა ოთახიდან და მამას უთხრა დედამისს რატომ ცემს, რის გამოც მამამ დედას დაარტყა, რამოდენიმეჯერ სახის არეში, მოწმეს შეეშინდა, შევიდა ოთახში და მის ძმასთან ერთად იმალებოდა, ეშინოდა მამას მასაც არ ეცემა, ამ ყველაფრის გამო მოწმე იყო შეშინებული და ზოგადად მამის ყოველთვის ეშინია, როდესაც სახლში მიდის ნასვამი, ვინაიდან, როდესაც მთვრალია დედას და ბებიას აგინებს და ეშინია კიდევ არ ცემოს ვინაიდან, ახალი წლის წინა დღეს 31 დეკემბერს ა---––--ეში ამავე სახლში როდესაც იყვნენ მთვრალმა დედას კისერში მოუჭიდა ხელი და ჩაარტყა ბებოს. დღეს ჩხუბის დროს ბებიამ მამას უთხრა დარე--ვდა პოლიციაში და შეატყობინებდა მომხდარის შესახებ, რაზეც მ------მ უპასუხა რომ პოლიცია ვერაფერს უზამს და იცის, რასაც მათ უზამს, მოწმემ იფიქრა რომ მამა აღარ იჩხუბებდა და გავიდა ზალაში, რა დროსაც მამამ კვლავ დაუწყო ბებოს ჩხუბი, წვდა თმებში მოქაჩა და წააქცია საწოლზე და ითრევდა თმებიდან თან აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას უზრდელური სიტყვებით, ასევე ორჯერ ამოარტყა ფეხი საჯდომზე (პანჩური), ცოტახნის შემდგომ კი როდესაც ზალიდან გამოსვლას აპირებდა მამამ ბებიას გამოდო ფეხი და წააქცია ძირს იატაკზე, წაქცეულ ბებიას ფეხზედ ადგომაში დაეხმარა მოწმემ. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ ეს ყველაფერი მის მიერ აღწერილი სიტყვიერი და ფიზიკური ძალადობა სახლში გრძელდებოდა დაახლოებით 1 საათის განმავლობაში, სანამ პოლიციაში დარე--ვდა ბებო, და მთელი ამ ხნის განმავლობაში მოწმე იყო შეშინებული. კითხვაზე მოწმე პასუხობს რომ დღეს მამას მისთვის არ დაურტყავს, დაარტყა მხოლოდ მის 5 წლის ძმას ა------ას, დედას ე-------------- და ბებიას რ--------- ლ------ეს. როგორც მოწმემ თქვა 2018 წლის 31 დეკემბერს დილით მამამ ცემა დედა და დედას და ბებიას მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. დასმულ კითხვაზე მოწმე პასუხობს რომ მამამისს მიერ დედის ცემა ნანახი აქვს ორჯერ რომლებიც უკვე თქვა, სხვა დროს როდესაც მთვრალია დედას და ბებიას ხშირად აგინებს და მოწმე ამ ყველაფრის გამო განიცდიდა ძლიერ შიშს და ეშინია მამა სახლში როდესაც მთვრალი მოდის. სთხოვს მამა გააფრთხილონ რომ სახლში მთვრალი აღარ მოვიდეს და აღარ იძალადოს.( ტ.1.ფ. 23-25)

 

მოწმე ა------ა ბ-–-----ის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ. ა---––--ეში ზ--------–ის ქუჩაზე ზუსტი მისამართი არ იცის, საბავშვო ბაღის მოსწავლეა და წერა კითხვა არ იცის. სახლში ცხოვრობენ მოწმე, მამა მ---------–------,ე------------ე ,ბებია რ--------- ლ------ე და მისი და 8 წლის მ------ ბ-–-----ე. აღნიშნულ სახლში ცხოვრობენ ცოტახანია ადრე ცხოვრობდნენ ქალაქ რ-------–ი. დღეს მამა იყო მთვრალი და ეთამაშებოდა,ასწავლიდა ბოქსს და ჭიდაობას, რა დროსაც თამაშისას სახეში მოწმემ დაარტყა მუშტი, რის გამოც მამა გაბრაზდა დაუწყო ყვირილი და თავში ხელების რტყმა, მოწმეს დარტყმების ეტკინა და დაიწყო ტირილი, დაარტყა ბევრჯერ, ტირილზე დედამ უთხრა ნუ ურტყაო და შეიყვანა მოწმე და დამალა საძინებელ ოთახში. მოწმე კი ოთახის კარებს იკავებდა მამა რომ არ შემოსულიყო და კიდევ რომ არ ეცემა, მამა კარებს ურტყავდა მუშტებს და უნდოდა კიდევ მოწმის ცემა, მოწმე კი შეშინებული იყო და ტიროდა. ამის შემდგომ მამამ ბებოს დაუწყო ჩხუბი და დედაც გარეთ გავიდა და დედასაც დაარტყა მამამ თავში ხელი, მოწმეს შეეშინდა და დაიმალა ოთახში და ტიროდა, შემდგომ ოთახში შემოვიდა მისი და, ისიც იმალებოდა და ტიროდა, ცოტახნის შემდგომ მისი და გამოვიდა ოთახიდან, მამა სხვა ოთახში იგინებოდა და ყვიროდა, მაგრამ მოწმეს ეშინოდა და გარეთ ვერ გამოდიოდა, იყო დამალული. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ როდესაც მამამ რამოდენიმეჯერ დაარტყა, მას ეტკინა და დაიწყო ტირილი. კითხვაზე მოწმე პასუხობს, რომ ახალწელს მამამ დედა და ბებია ცემა და ორივეს დაარტყა თავში.(ტ.1.ს.ფ.30-32)

 

2019 წლის 01 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ა---––--ეში, ზ--------–ის ქN6---ში მდებარე 2 სართულიანი კორპუსის პირველ სართულზე სადარბაზოს მარჯვენა მხარეს, სახლს აქვს ერთ ფრთიანი ხის კარი, რომლის გავლით შევდივართ მისაღებ ოთახში, სადაც დგას ღუმელი და ოთახის ავეჯი, სახლს აქვს ე.წ ზალა და საძინებელი ოთახი, ასევე სამზარეულოთი, ოთახებში განლაგებულია საძინებლის ავეჯი. ოთახებში ნივთებს არ აღენიშნებოდა დაზიანება.( ტ.1. ს.ფ.36-46)

 

ლ----------------–--------------–----------------------------–---------------------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ე-------------- სხულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.( ტ.1.ს.ფ.131-133).

 

ლ----------------–--------------–----------------------------–---------------------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ა------ა ბ-–-----ეს სხაულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.( ტ.1.ს.ფ.134-136).

 

ლ----------------–--------------–----------------------------–---------------------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, რ--------- ლ------ეს სხეულზე გარეგნული დათვალიერებით დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება.( ტ.1.ს.ფ.137-139).

 

2019 წლის 21 მარტის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ა------ა ბ-–-----ე მამის მ------ ბ-–-----ის ქმედებით არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ( ტ.1.ს.ფ.158-163).

 

2019 წლის 21 მარტის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად მ------ ბ-–-----ე მამის მ------ ბ-–-----ის ქმედებით არ განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ( ტ.1.ს.ფ.164-169).

 

2019 წლის 21 მარტის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ე------------ე მეუღლის მ------ ბ-–-----ის ქმედებით განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ( ტ.1.ს.ფ.170-172).

 

2019 წლის 21 მარტის ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად რ--------- ლ------ე სიძის მ------ ბ-–-----ის ქმედებით განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ( ტ.1.ს.ფ.176-181).

 

2019 წლის 02 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ე------------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქ/პ-ებით და საქართველოს სსკ-ის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით.( ტ.1. ს.ფ.54-55)

 

2019 წლის 02 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, რ--------- ლ------ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ" და ,,გ" ქ/პ-ებით.( ტ.1. ს.ფ.61-62)

 

2019 წლის 02 თებერვლის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების თანახმად, ა------ა ბ-–-----ე ცნობილ იქნა დაზარალებულად საქართველოს სსკ-ის 126 პრიმა მუხლის მეორე ნაწილის ,,ა" ,,ბ" და ,,გ" ქ/პ-ებით.( ტ.1. ს.ფ.71-72)

 

სამართლებრივი შეფასება

სასამართლო განმარტავს, რომ წარდგენილ ბრალდებაში პირის მსჯავრდებისათვის, უნდა არსებობდეს ბრალდების მხარის მიერ მოპოვებული შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება ფაქტის არსებობა. შემდეგ ეს მტკიცებულებები უნდა შეფასდეს უტყუარობის თვალსაზრისით რამდენად დადასტურებულია ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ ხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება, ანუ რამდენად სწორი სამართლებრივი შეფასება მიეცა დადგენილ ფაქტობრივ გარემოებას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის აუცილებლად მიიჩნევს, აშკარა, დამაჯერებელ, ურთიერთ შეთანხმებული და საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შესაბამისად, უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობის არსებობას.

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლოს დასკვნა მ------ ბ-–-----ის მიერ აღნიშნული დანაშაულების ჩადენის თაობაზე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც სადავოდ არ გაუხდია დაცვის მხარეს და იძლევა ბრალდებულის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ", 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“,,ბ" ,,გ" ქვეპუნქტით და 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამაძიმებელი გარემოებები:

მ------ ბ-–-----ის დამამძიმებელი გარემოებაა დანაშაულის ჩადენა არასრულწლოვნის მიმართ, ხოლო პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ბრალის აღიარება.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

სასამართლო სასჯელის გამოყენების დასაბუთებისას ხელმძღვანელობს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით. რომლის მე-3 ნაწილი ადგენს, რომ სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას, აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, ბრალდებულს დანაშაულთა ერთობლიობით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის ერთ-ერთი სახე - თავისუფლების აღკვეთა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროება, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ-ის 73-ე, 268-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1.მ---------–------( პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის მეორე ნაწილის,,ბ“ ქ/პ-ით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლით.

 

- მ---------–------ ( პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 126 მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ,,ბ“ ,,გ“ ქ/პებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლით.

 

- მ---------–------( პ/ნ 3----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 11 პრიმა 151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლით.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელებიდან თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე სასჯელი და საბოლოოდ, მ---------–------ს სასჯელის სახედ და ზომად დანაშაულთა ერთობლიობით დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით.

 

მ---------–------ს თავისუფლების აღკვეთის 1 წლის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან 2019 წლის 01 თებერვლიდან.

 

2. მ------ ბ-–-----ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ა---––--ის რაიონული სასამართლოს (მის: ქ.ა---––--ე, მებაღიშვილის ქ.N62) მეშვეობით.

 

მოსამართლე გია ბერაია