განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1--------
(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
14 მაისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებელ ქ--------------–---–ის,ბრალდებულების ჯ-------------–-–---–ის, ო-------------–---–ისა და გ------------------ის,ადვოკატების მ--–--------–------–---–ის, ნ---------–---–---ის, კ----------------ის, კ---------------–---–ის და დ---------------–-–---–ის მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა საქმე
ჯ-------------------------–-–---–ის (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, არასრული უმაღლესი განათლების მქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–-------------------------------–------------------------------- ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე; ქ-------–-------------------------------–------------------------------ - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით და მესამე ნაწილის ,,გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო (შეიცვალა კვალიფიკაცია),გ-------------------------------ის (პ/ნ 0----------) - დაბადებულის 1----–-–----------, საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის არმქონის, საშუალო განათლების მქონის, დასაოჯახებლის, რეგისტრირებულის მისამართზე: ქ-------–-------–-–-------------------–---–------------- ფაქტობრივად მცხოვრების მისამართზე; ქ-------–-------------------------------–------------------------------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით და მესამე ნაწილის ,,გ“ პუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო (შეიცვალა კვალიფიკაცია),ო--------------------------–---–-ს (პ/ნ 3----------) - დაბადებულის 1----–-–----------------- საქართველოს მოქალაქის, ნასამართლობის მქონის, საშუალო განათლების მქონის, დაოჯახებულის, მცხოვრების მისამართზე; ქ-------–------------–-------------–-------–----------- - ამჟამად პატიმრის მიმართ, საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ პუნქტებით და მესამე ნაწილის ,,ა“ და ,,გ“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო (შეიცვალა კვალიფიკაცია).
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ჯ-------------–-–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ-–-–-------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჯ-------------–-–---–ი, ო-------------–---–ი და გ------------------ი სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ფ--------–-–--–--ესა და ვ-–------------------ეს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით გასტაცეს 9000 აშშ დოლარად ღირებული BMW-ს მარკის ავტომანქანა, ფულადი თანხა 355 ლარის ოდენობით, ,,აიფონ 6“-ისა და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ჯ-------------–-–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, გ------------------მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ-–-–-------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე გ------------------ი, ო-------------–---–ი და ჯ-------------–-–---–ი სხვა პირებთან ერთად, თავს დაესხნენ ფ--------–-–--–--ესა და ვ-–------------------ეს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით გასტაცეს 9000 აშშ დოლარად ღირებული BMW-ს მარკის ავტომანქანა, ფულადი თანხა 355 ლარის ოდენობით, ,,აიფონ 6“-ისა და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ------------------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტით.
წარდგენილი ბრალდების მიხედვით, ო-------------–---–მა ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, არაერთგზის, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით, რაც გამოიხატა შემდეგში:
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2009 წლის 18 დეკემბრის განაჩენით, სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ პუნქტით ნასამართლევი ო-------------–---–ი, ჯ-------------–-–---–თან და სხვა პირებთან ერთად, 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 15:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ-–-–-------–-------- კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, თავს დაესხა ფ--------–-–--–--ესა და ვ-–------------------ეს, რა დროსაც სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალ-----ბის გამოყენების მუქარით გასტაცეს 9000 აშშ დოლარად ღირებული BMW-ს მარკის ავტომანქანა, ფულადი თანხა 355 ლარის ოდენობით, ,,აიფონ 6“-ისა და ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი.
ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ ო-------------–---–მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებით და მე-3 ნაწილის ,,ა“ და „გ“ პუნქტებით.
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებების ნაწილი და მივიდა დასკვნამდე, რომ არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდებოდა ჯ-------------–-–---–ის, გ------------------ისა და ო-------------–---–ის მიერ ყაჩაღობის ჩადენა, თუმცა, აღნიშნული მტკიცებულებებით უტყუარად დასტურდება მათ მიერ თვითნებობის (საქართველოს სსკ 360-ე მუხლის პირველი ნაწილი) ჩადენის ფაქტი. კერძოდ:
დაზარალებულმა ფ--------–-–--–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მას 4 წელია ავტომანქანები ჩამოჰყავს საზღვარგარეთიდან საქართველოში. 2018 წლის ივლისის თვის ბოლოს მან ზ------------ისგან, დაახლოებით 8700 აშშ დოლარად შეიძინა ავტომანქანა ,,BMW X5”, რომლის საფასურის ნაწილი თვითონ გადაიხადა, ხოლო მეორე ნაწილი ბიძამისმა - ვ-–------------------ემ. შემდეგ რ--------------ე დაუკავშირდა, რომლისთვისაც მანამდე დაახლოებით 3 მანქანა ჰყავდა მიყიდული და ჰკითხა, რამე მანქანა ხომ არ ჰყავდა გასაყიდი. მან უპასუხა, რომ ჰყავდა ,,BMW X5”. იმავე დღეს, საღამოს საათებში კვლავ დაუკავშირდა ქ-------ე და უთხრა, რომ კლიენტს სურდა მისი მანქანის ყიდვა და სთხოვა თბილისში ჩამოეყვანა. მანქანა შეუფასა 10 000 აშშ დოლარად, მაგრამ შემდეგ 300-400 დოლარი დააკლო იმ პირობით, რომ მანქანის გადაფორმების ხარჯებს დაფარავდა. თანხა რ-----ს უნდა მიეცა. მეორე დილით ვ-–------------------ესთან ერთად ჩამოვიდა თბილისში, რომელსაც ასევე ჰქონდა მანქანის საფასურის ნაწილი გადახდილი. 09:00 საათზე თბილისში იყვნენ, მაგრამ 12:00 საათამდე ელოდებოდნენ კლიენტს. რ-----მ მას უთხრა, რომ კლიენტები თვითონ დაურეკავდნენ მას, კერძოდ გ------------------ი მივიდოდა, რომელიც მანამდე თავად გააცნო მას და კარგი ურთიერთობა ჰქონდა. ამის შემდეგ ქ-------ე რუსთავში წავიდა. ადგილზე მივიდნენ გ------------------ი და ჯ-------------–-–---–ი და წავიდნენ რუსთავში ავტომანქანის გადასაფორმებლად. საჭესთან თვითონ იჯდა, გვერდით ო--------ი ეჯდა, ხოლო უკან - ქ--------–-–---–ი და მ--------ე ისხდნენ. შეთანხმების მიხედვით, კლიენტებს ლომბარდის პირობებით უნდა ეყიდათ ავტომანქანა, კერძოდ, დაახლოებით 25000-27000 ლარად. ლომბარდის საშუალებით თანხის გადარიცხვით საქართველოში ბევრი სარგებლობს. რუსთავში კვლავ შეხვდნენ რ--------------ეს, რომელმაც გადაფორმების თანხა გადაიხადა, თუმცა ტექ. პასპორტის აღებას არ დასწრებია. იქვე იყო ჯ-------------–-–---–იც, რომლის სახელზეც გადაფორმდა ავტომანქანა და ტექ. პასპორტი მის სახელზე გაიცა. რ-----მ მას უთხრა, რომ თუ დალომბარდებაზე პრობლემა შეიქმნებოდა, მანქანას ისევ გადაუფორმებდნენ მას. ქ--------–-–---–მა აღმოაჩინა, რომ მანქანის მართვის მოწმობა თან არ ჰქონდა, რაც საჭირო იყო ლომბარდისთვის, ამის გამო ისინი წავიდნენ მისი სახლისკენ, ვ-–-–-------ში. ქ--------–-–---–ის კორპუსთან მისვლისას, იგი გადავიდა მანქანიდან და შევიდა სადარბაზოში. დაახლოებით 2 წუთში იმავე სადარბაზოდან გამოვარდა 4 შეიარაღებული ადამიანი, რომელთაგან ერთერთი იყო ჯ-------------–-–---–ი, ისინი მივარდნენ მას და ვ-–------------------ეს და იარაღის მუქარით გადმოიყვანეს მანქანიდან. ქ------–-–---–ს დანის მაგვარი ნივთი ეჭირა. თავდამსხმელთაგან პირველი მივიდა ო-------------–---–ი, რომელსაც მანამდე რ--------------ისგან იცნობდა, მას ხუმრობით ჰკითხა, - ,,მეხუმრებით? მშვიდობა გაქვთო?“ მათ პასუხად გადატენეს იარაღები. დ------–---–ს ცხვირსახოცი ჰქონდა სახეზე აფარებული, მაგრამ ცხვირი და თვალები უჩანდა და იცნო, მან და კიდევ ერთმა თავდამსხმელმა მას იარაღები მიადეს. ო--------ს და ქ--------–-–---–ს სახე არ ჰქონდათ დაფარული, ხოლო დანარჩენ ოთხს ცხვირსახოცი ჰქონდათ აფარებული. თავდამსხმელებმა ისინი იქვე არსებულ ღია ფარდულში ხელის კვრით ჩაიყვანეს, სადაც მიაბჯინეს იარაღები, სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდნენ და მანქანის წაყვანით ემუქრებოდნენ. მათ კონკრეტული მოთხოვნა არ ჰქონიათ. შემდეგ სამი ადამიანი წავიდა, ხოლო ერთი დარჩა და იარაღს აბჯენდა. მანამდე ზემოთ ვინ დარჩა მისთვის უცნობია. ზემოთ ჯ-------------–-–---–ი, გ------------------ი და ო-------------–---–ი დარჩნენ. თავდასხმა დაახლოებით 5 წუთს გაგრძელდა, შემდეგ კი ,,BMW”-ში ჩასხდნენ და წავიდნენ. ერთერთი თავდამსხმელი, რომელიც ფარდულში იარაღით იყო ჩასული და ნიღაბი ეკეთა, ,,ტოიოტა კოროლა“-ს მარკის ავტომანქანით წავიდა. მანქანაში იდო მისი ტელეფონი ,,აიფონ 6“, რომელშიც 6800 ლარი ჰქონდა გადახდილი და საფულე, მასში ჩადებული ავტომანქანის ტექ. პასპორტით. ასევე თავდამსხმელებმა წაიღეს მ--------ის კუთვნილი მობილური ტელეფონი. ჯამში მას 4000 დოლარამდე ზიანი მიადგა. თავდასხმის შემდეგ მან მაღაზიის გამყიდველის მობილური ტელეფონით ჯერ ქ-------ის მეგობართან - თ------------–--ესთან დარეკა და ჰკითხა ქ-------ის ნომერი, შემდეგ ქ-------ესთან დარეკვა სცადა, რომელსაც ტელეფონი გამორთული ჰქონდა, ხოლო შემდეგ დარეკა 112-ში, რის შედეგადაც დაახლოებით 3 წუთში პოლიცია მივიდა ადგილზე. მან გამოძიებისას სხვადასხვა საგამოძიებო მოქმედებაში მიიღო მონაწილეობა, რასაც ეთანხმება და ადასტურებს.
შემთხვევამდე 1 თვით ადრე, ივლისის თვეში იგი იმყოფებოდა ო-------------–---–თან სახლში. გ------------------ს შემთხვევამდე სამჯერ შეხვედრია, იგი პირველად წერეთლის გამზირზე გააცნო ქ-------ემ. მეორე დღესაც შეხვდა და მესამე დღეს შეხვდა დ------–---–ის სახლში. გ------------------ს ჰყავდა მეგობარი (რომლის სახელი არ იცის), რომელზეც ავტომანქანა უნდა გადაეფორმებინა ლომბარდით. თვითონაც მათთან იყო, ამიტომ, მან მანქანა გააჩერა ბინასთან და წავიდნენ რუსთავში, სადაც დაალომბარდეს თეთრი ფერის ,,ლექსუსის“ ფირმის ავტომანქანა. გ------ის მეგობარს არ იცნობს. იგი უბრალოდ გაჰყვა მათ რუსთავში, ლომბარდიდან გამოიტანეს თანხა, რაც გ------------------მა და მისმა მეგობარმა გაინაწილეს, ხოლო დალომბარდებული ავტომანქანა წაიყვანა ჯ----– გ-------ემ. თანხიდან რა ნაწილი შეხვდა ქ-------ეს, არ იცის. ქ-------ემ თქვა, რომ ისინი მისი მეგობრები იყვნენ. ამ ყველაფრის შემდეგ ავიდნენ დ------–---–თან სახლში. პირველად ავტომანქანა ,,ლექსუსი“ დაალომბარდა ჯ----– გ-------ემ. ლომბარდში პირველ მისვლაზე იყვნენ თვითონ, რ--------------ე და ჯ----– გ-------ე. მეორედ იყვნენ თვითონ, გ------------------ი, ო-------------–---–ი და კიდევ მათი მეგობარი, სულ იყვნენ ექვსი ადამიანი. დალომბარდების პროცესი გაგრძელდა 2-3 საათს. დალომბარდების შემდეგ ავტომანქანა ვისი საკუთრება გახდა არ იცის. სესხი აიღო გ------------------ის მეგობარმა, ხოლო მანქანას ჯ----– გ-------ე მართავდა და განკარგავდა.
თავდასხმის დღეს მას თანხა არ ჰქონია, გარდა 50 ლარისა, რომელიც მანქანაში, ე.წ. ბარში ედო. ნიღბიანმა თავდამსხმელმა, რომელიც ქვევით ფარდულში ჩაჰყვა, ფარდულშივე გამოართვა მობილური ტელეფონი. თავდამსხმელებმა მ--------ესაც გამოართვეს ფული და ტელეფონი. მათ მობილურები მოითხოვეს, ხოლო თანხაზე არაფერი უთქვამთ. ავტომანქანის ტექ. პასპორტი ჰქონდა ვ-–------------------ეს. თავდასხმისას ო--------ს ხელში ეჭირა დანა, ვერცხლისფერი პირით და მუყაოს მაგვარი ტარით, ასევე ქ--------–-–---–ს ეჭირა დანის მაგვარი ნივთი, მაგრამ რა ნივთი იყო არ იცის. სამი ცალი ცეცხლსასროლი იარაღი ,,მაკაროვის“ სისტემის პისტოლეტებს მიამსგავსა, ხოლო მეოთხე იარაღი განსხვავებული იყო. სულ იყო 6 თავდამსხმელი. ცეცხლსასროლი იარაღი ოთხ მათგანს ეჭირა, რომლებსაც ნიღბები ეკეთათ. ფარდულში სამი ნიღბიანი ჩაჰყვა მათ, რომელთაგან ერთერთი იყო დ------–---–ი. შემდეგ იგი გაბრუნდა და მას გაჰყვა ერთი ნიღბიანი. მ--------ეს რამდენი ამოაცალეს, არ იცის. როგორც მან უთხრა, 350 ლარი ამოაცალეს. მ--------ემ ასევე დაუდასტურა, რომ 6 თავდამსხმელი იყო, რაც ასევე დააფიქსირეს გამოიძიების ჩვენებაშიც. შემთხვევიდან მეორე-მესამე დღეს აღიდგინეს, რომ 6 თავდამსხმელი იყო.
დაზარალებულმა ვ-–------------------ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ფ--------–-–--–--ესთან ერთად აწარმოებდა ავტომანქანების შეძენა-გაყიდვას. ფ--------–-–--–--ემ ავტომანქანა ,,BMW X5” შეიძინა თურქი პიროვნებისგან, რომ შემდეგ გაეყიდათ. მანქანის შეძენისას გადახდილი თანხის მისი ნაწილი შეადგენდა დაახლოებით 5500 აშშ დოლარს, დანარჩენი ნაწილი 3500 დოლარი დაამატა ც-–--–--ემ. თავად ჩოხატაურში ცხოვრობს, სადაც გამოუარა ფ--------–-–--–--ემ და წამოვიდნენ თბილისში. როგორც ც-–--–--ემ უთხრა, თბილისში უნდა შეხვედროდნენ რ----- ქ-------ეს. დიღომში, პოლიციის შენობის წინ, დაახლოებით 9-10 საათზე მათ შეხვდათ რ----- ქ-------ე, რომელმაც უთხრა, რომ მანქანის მყიდველები მალე მივიდოდნენ და დალოდებოდნენ, თვითონ კი რუსთავში წავიდა საქმეზე. მან ისიც დასძინა, რომ მყიდველებიდან ერთერთს ც-–--–--ეც იცნობდა, მაგრამ ვინაობა არ დაუკონკრეტებია. ც-–--–--ე რაზე შეუთანხმდა რ--------------ეს არ იცის.
მართლაც, დაახლოებით 1-2 საათში ადგილზე ფეხით მივიდნენ ჯ-------------–-–---–ი და გ------------------ი და ერთად წავიდნენ რუსთავში ავტომანქანის გადასაფორმებლად, შემდეგ კი დასალომბარდებლად. ფ--------–-–--–--ე იცნობდა გ------------------ს. დალომბარდება უნდა მომხდარიყო ,,ჯ------------ში“. ზოგადი წესის მიხედვით, ჯერ უნდა გადაფორმდეს მანქანა შემძენზე და შემდეგ დალომბარდდეს, რისკია, მაგრამ ასე კეთდება და შემდეგ დანარჩენ თანხას რაც დააკლდება ფული ემატება. რუსთავისკენ მიმავალ გზაზე მშვიდი და მხიარული საუბარი მიდიოდა, რაიმე საეჭვო არაფერი ყოფილა. რუსთავში ავტომანქანის გადაფორმების ძირითად პროცესებს განაგებდა ფ--------–-–--–--ე, თვითონ კი უბრალოდ ახლდა მას, რადგან არ არის გარკვეული ავტომანქანის გადაფორმების საკითხებში. ავტომანქანა გადაფორმდა ჯ-------------–-–---–ის სახელზე.
მერე ჯ-------------–-–---–მა თქვა, რომ მართვის მოწმობა სახლში ჰქონდა დარჩენილი, რაც საჭირო იყო დასალომბარდებლად. ამის გამო წავიდნენ ქ--------–-–---–ის სახლთან, ვ-–-–-------ში, ბოლო კორპუსთან. კორპუსის წინ, დაახლოებით 3-5 მეტრის მოშორებით გააჩერეს მანქანა, რა დროსაც ჯ--ამ თქვა, გადავალ, ჩამოვიტან მოწმობას და მოვალო. ჯ--ა სანამ გადავიდოდა, მის გვერდით იჯდა, გ------------------ი მძღოლის გვერდით, ხოლო საჭესთან იჯდა ფ--------–-–--–--ე. ჯ--ას გადასვლის შემდეგ ო--------იც გადავიდა მანქანიდან და წყაროსთან ტრიალებდა. ჯ--ას გადასვლისას ფ--------–-–--–--ე შემოტრიალებული იყო და ელაპარაკებოდა მას. უცებ, დაახლოებით 1-2 წუთში იმ სადარბაზოდან, სადაც ქ--------–-–---–ი შევიდა, გამოვარდა ოთხი შეიარაღებული პიროვნება, ქ--------–-–---–ის ჩათვლით ხუთნი იყვნენ, რომლებმაც იარაღები მიაბჯინეს და უბრძანეს მანქანიდან გადმოსულიყვნენ. ო--------მაც უთხრა, დაემორჩილეთ რასაც გეუბნებიანო. აგრესიულად ჩამოიყვანეს მანქანიდან და მოკვლით დაემუქრნენ, მაგრამ არ ყვიროდნენ. შემდეგ ისინი იარაღ მიბჯენილები 15-17 მეტრის მოშორებით, ქვევით, ე.წ. ,,ნავესში“ ჩაიყვანეს, სადაც ხუთი პიროვნება ჩაყვა მათ, ხოლო ჯ-------------–-–---–ი არ ჩაჰყოლიათ. როგორც აღმოჩნდა, ფ--------–-–--–--ე ერთერთ მათგანს იცნობდა და უთხრა, ,,ო----, რას აკეთებო?!“ თავდამსხმელებს ნიღბები ეკეთათ, ხოლო ო----მა ჩამოიხსნა ნიღაბი დედა შეაგინა ფ-------ს და დაუყვირა, დაწექით ჩქარა და ხმა არ ამოიღოთო. თავდამსხმელებისგან სხვა რაიმე სახის მოთხოვნა არ ყოფილა, გარდა იმისა, რომ ხმა არ ამოეღოთ. ო----სა და ფ-------ს მანამდე რა ურთიერთობა ჰქონდათ ერთმანეთთან, მან არ იცის. გ------------------ს ხელში დანა ეჭირა თუ ე.წ. ,,შტირი“ ვერ გაარჩია. შემდეგ ერთერთი მას ეცა და ტელეფონი ამოუღო ჯიბიდან, რომ არ დაერეკა. ოთხნი ისევ ავარდნენ ზევით, ხოლო ერთი დარჩა, შემდეგ კი ისიც ავარდა. როდესაც ზემოთ ამოვიდნენ, მათი ,,BMW”-ს მარკის ავტომანქანა იქ აღარ იყო. თავდამსხმელები ხსენებული ავტომანქანით წავიდნენ. ერთერთი თავდამსხმელი ,,ტოიოტას“ ფირმის ავტომანქანით წავიდა. შემდეგ ფ--------–-–--–--ემ მაღაზიის გამყიდველის ტელეფონით პოლიცია გამოიძახა და ადგილზე მივიდნენ პოლიციელები.
თავდამსხმელებმა ასევე წაიღეს მისი 45 ლარის ღირებულების მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა 355 ლარის ოდენობის, რომლებიც ჰქონდა ჯიბეში. აღნიშნული ნივთები რომელმა წაიღო ზუსტად არ იცის, რადგან ნიღაბი ეკეთა. ჯამში მიადგა 5500 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი (რაც მანქანისთვის ჰქონდა გადახდილი), 355 ლარი და 45 ლარიანი ტელეფონი. გამოძიების ეტაპზე მიცემულ ჩვენებაში უწერია, რომ ო--------ისა და დ------–---–ის გარდა, კიდევ იყო სამი პიროვნება, მაგრამ მაშინ ნერვიულობის გამო მისცა ასეთი ჩვენება, რეალურად იყვნენ ექვსნი. დაზარალებულმა დაადასტურა მის მიერ საგამოძიებო მოქმედებებში მიღებული მონაწილეობა და დაეთანხმა ოქმების სისწორეს. თუ რაიმე ვალები ჰქონდა ფ--------–-–--–--ეს ვინმეს მიმართ და ეს ვალები ავტომანქანებთან იყო კავშირში, მისთვის არ იყო ცნობილი.
მოწმე მ------- ჯ---–----ემ სასამართლოს მოახსენა, რომ იგი ბრალდებულებს და დაზარალებულებს არ იცნობს. იგი ცხოვრობს ვ-–-–-------–-------- კორპუსთან. 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით შუადღეს, ავტოფარეხიდან გამოდიოდა, რა დროსაც დაინახა უცხო ,,BMW X5“ მარკის ავტომანქანა, რომელიც ჩქარი სვლით მიდიოდა. მასში ორი წვერიანი ახალგაზრდა იჯდა, ცოტა ხანში მას სწრაფი ნაბიჯებით გამოჰყვა ორი პიროვნება, რომელთაგან ერთერთი უფრო ახალგაზრდა იყო. ისინი არ ყვიროდნენ და არც შველას ითხოვდნენ. ,,BMW“-ს გარდა სხვა ავტომანქანას არ გამოუვლია უახლოეს პერიოდში. მოგვიანებით გაიგო, რომ ხსენებული მამაკაცები დაყაჩაღებულები იყვნენ, რადგან ადგილზე პოლიციელები მივიდნენ. იმ კორპუსთან არის სკვერი, სადაც ხალხი იკრიბება ხოლმე.
მოწმეებმა ზ---------------ემ, კ----–-----------ემ, გ------ი უ--–--ამ, კ--- კ------ემ, თ-------–-–----ემ, ა-----------------–---–მა და გ-------–------------ემ სასამართლოს ჩვენება მისცეს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მათ მიერ ჩატარებულ და მონაწილეობა მიღებულ საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებათა კანონიერებისა და ავთენტიკურობის თაობაზე.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა უშუალო მონაწილეობით გამოქვეყნდა მოწმე რ----- ქ-------ის 2018 წლის 19 აგვისტოს გამოკითხვის ოქმი, რომლის მიხედვითაც მოწმე განმარტავს: ,,დაახლოებით 26-27 წელია რაც ვცხოვრობ უ-------–----–-------------–-------–-----------------–-–- ოჯახთან ერთად. დაახლოებით 3 თვის წინ ჩამოვედი საქართველოში და ამ ეტაპზე ვცხოვრობ ოზურგეთის რაიონში მშობლებთან და ძმასთან ერთად. ჩამოსვლის შემდგომ მე დავუკავშირდი ჩემს მეგობარს ფ-------ი ც-–--–--ეს, რომელსაც ვიცნობ რამდენიმე წელია და მაქვს კარგი მეგობრული ურთიერთობა. ჩემთვის ცნობილი იყო, რომ ფ-------ი მუშაობდა ა/მანქანებზე, კერძოდ ყიდულობდა ა/მანქანებს და შემდგომ ყიდიდა. მე მას ვთხოვე, რომ მეც ჩავერთე საქმეში და მუშაობაში დამხმარებოდა ვინაიდან მქონდა ფინანსური პრობლემები, რაზედაც მას ჩემთვის უარი არ უთქვია. აღნიშნულის შემდგომ მეც ჩავერთე ა/მანქანების ყიდვა გაყიდვაში.
დაახლოებით 2 თვის წინ ზუსტად თარიღის გახსენება არ შემიძლია, ვიმყოფებოდი ქ.რუსთავში ავტობაზრობაზე, სადაც მსურდა ა/მანქანის შეძენა და ვათვალიერებდი ა/მანქანებს, რა დროსაც ჩემთან მოვიდა უცნობი ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც გამეცნო გ------ი ო---------ის სახელით და შემომთავაზა დახმარება ავტომობილების ყიდვასა და გაყიდვაში. გ------------------მა ჩამაწერინა მისი ტელეფონის ნომერი და მითხრა, რომ თუ მეყოლებოდა ავტომობილი გასაყიდი, დავკავშირებოდი. აღნიშნულის შემდგომ მე რამდენჯერმე დავუკავშირდი გ------ი ო---------ს და ის დამეხმარა 2 ავტომობილის გაყიდვაში, რა დროსაც რაიმე პრობლემა არ შემქმნია. აღნიშნული ორი ავტომობილიდან ერთი იყო ფ-------ი ც-–--–--ის საკუთრება, სწორედ მაშინ შევახვედრე პირველად მე ფ-------ი ც-–--–--ე და გ------ი ო--------ი ქ.თბილისში, ეს იყო დაახლოებით ერთი თვის წინ, ზუსტი თარიღის გახსენება არ შემიძლია, ამ დროს გ------ი უ--------ს ახლდა კიდევ ანალგაზრდა მამაკაცი, რომელიც გაგვეცნო ო-------------–---–ის სახელით. აღნიშნულის შემდგომ გ------------------ი და ფ-------ი ც-–--–--ე შეხვდნენ თუ არა კიდევ ერთმანეთს ჩემთვის უცნობია. ჩემთვის ცნობილია ის ფაქტი მხოლოდ, რომ როდესაც მე, გ------ი ო--------ი და ფ-------ი ც-–--–--ე გავაცანი ერთმანეთს, ა/მანქანის გაყიდვის შემდგომ იმყოფებოდნენ ო-------------–---–ის სახლში საჭმელად.
2018 წლის 14 აგვისტოს ვიმყოფებოდი თბილისში, საღამოს საათებში ტელეფონზე დამირეკა ფ-------ი ც-–--–--ემ, რომელმაც მითხრა, რომ ნაყიდი ჰყავდა ავტომანქანა BMW X5, რომელშიც გადაიხადა ძვირი და მთხოვა, რომ იქნებ დავხმარებოდი აღნიშნული ავტომობილის გაყიდვაში. მე მისთვის არ მითქვამს უარი ამიტომ მაშინვე გადავურეკე გ------------------ს და ვუთხარი, რომ გასაყიდი იყო ა/მანქანა BMW X5 და ჰყავდა თუ არა კლიენტი, ასევე ვუთხარი, რომ გასაყიდი მანქანის ფასი იყო დაახლოებით 10000-11000 დოლარი, მაგრამ თუ მყიდველი იქნებოდა ფასზე მესაკუთრესთან დაილაპარაკებდნენ, რაზეც გ------------------მა მითხრა, რომ დამირეკავდა და მეტყოდა პასუხს.
იმავე დღეს დამიკავშირდა გ------------------ი, რომელმაც მითხრა, რომ იყო პიროვნება, რომელიც შეიძენდა ავტომობილს, მაგრამ ავტომობილს შეიძენდნენ ლომბარდის საშუალებით, მანქანა უნდა გადაფორმებულიყო იმ პირზე, ვინც ყიდულობდა, რის შემდგომაც მოხდებოდა ავტომობილის დალომბარდება და ფულს მისცემდნენ მანქანის მესაკუთრეს, ასევე მთხოვა, რომ ფოტოები გადამეგზავნა მისთვის, რომ ლომბარდს შეეფასებინა ა/მანქანა. აღნიშნულის შემდგომ დავუკავშირდი მე ფ-------ი ც-–--–--ეს და ვუთხარი ო--------ის პასუხი, რაზეც ფ-------ი იყო თანახმა, ამიტომ მეორე დღეს ფ-------ი ც-–--–--ემ გადმომიგზავნა ავტომობილის ფოტოები, რომელიც მე გადავუგზავნე გ------------------ს. აღნიშნულის შემდგომ 15 აგვისტოს კვლავ დამიკავშირდა ტელეფონზე გ------------------ი და მითხრა, რომ მეორე დღეს დილით ჩამოსულიყო, ჩამოეყვანათ მანქანა და გააყიდინებდა, რაც გადავეცი ფ-------ი ც-–--–--ეს. მიმდინარე წლის 16 აგვისტოს დილით დაახლოებით იქნებოდა 09:00 საათი, როდესაც დამირეკა ტელეფონზე ფ-------ი ც-–--–--ემ და მითხრა, რომ იმყოფებოდა უკვე ქ.თ---–--–-----------------–-------------------------ე, პოლიციის მოპირდაპირე მხარეს, ასევე მითხრა, რომ დამერეკა გ------------------ისთვის და მეთქვა, რომ მანქანა უკვე ჩამოყვანილი ჰყავდათ. მე მაშინვე გადავრეკე გ------------------თან, მაგრამ მან ტელეფონს არ უპასუხა, აღნიშნულის შემდგომ დავურეკე ფ-------ი ც-–--–--ეს და ვუთხარი, რომ გ------ი ტელეფონს არ პასუხობდა, ალბათ ეძინა და როგორც კი მიპასუხებდა შევეხმიანებოდი. დაახლოებით იყო 10:00 საათი, როდესაც თვითონ დამირეკა გ------------------მა და მითხრა, რომ 12:00 საათზე მივიდოდა მანქანასთან, ვინაიდან ჯერ არ ეცალა და დიღმის მასივში პოლიციასთან დალოდებოდნენ, რის შემდგომაც მე ტელეფონის საშუალებით კვლავ ვესაუბრე ფ-------ს და ვუთხარი აღნიშნულის შესახებ. ამის შემდგომ მივედი მე დიღმის მასივში ფ-------ის სანანავად, რა დროსაც ვნახე, რომ მას თან ახლდა ვ-–------------------ეც, ფ-------ს ვუთხარი, რომ ავტომობილის გასაყიდად მივდიოდი ავტობაზრობაზე რუსთავში, დავემშვიდობე და წამოვედი. დაახლოებით ალბათ იქნებოდა 14:00 საათი ზუსტი დრო არ მახსოვს, ვიმყოფებიდი ქ.რუსთავში მომსახურების სააგენტოში, რა დროსაც ჩემთან მოვიდა ფ--------–-–--–--ე, რომელმაც მითხრა, რომ ა/მანქანის გადაფორმების ფული არ ეყო და მესესხებინა 50 ლარი, რაზედაც მე უარი არ მითქვამს და ფ-------ის ვასესხე 50 ლარი, რის შემდგომაც მე ისინი რუსთავში არ მინახავს. ასევე მე რუსთავში ავტობაზრობაზე ფ-------ი ც-–--–--ის გარდა სხვა არავინ არ მინახავს. ამის შემდგომ დაახლოებით იქნებოდა 16:00 საათი, როდესაც ტელეფონზე დავუკავშირდი ფ-------ი ც-–--–--ეს, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მოგვიანებით კიდევ დავრეკე ფ-------ისთან, მაგრამ მისი ტელეფონი კიდევ გამორთული იყო, ამიტომ დაახლოებით 17:00 საათზე ტელეფონზე დავურეკე გ------------------ს, რომელსაც ვუთხარი, რომ ფ-------ის ჰქონდა გამორთული და რა ხდებოდა, რაზედაც მითხრა, რომ მშვიდობა იყო, თვითონ გასული იყო საქმეზე მალე მივიდოდა ფ-------ი ც-–--–--ესთან და ტელეფონზე დამალაპარაკებდა, ასევე საუბრის დროს მესმოდა, რომ გ------------------ი გადაადგილდებოდა ავტომობილით. აღნიშნულის შემდგომ მე ხშირ-ხშირად ვრეკავდი ფ-------ი ც-–--–--ის ტელეფონის ნომერზე, მაგრამ მისი ტელეფონი იყო გამორთული. ამიტომ გ------------------ს კვლავ დავურეკე ჩვენი საუბრიდან დაახლოებით საათნახევრის შემდგომ, პირველ დარეკვაზე მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა, მაგრამ მეორე დარეკვის შემდგომ ზარი გავიდა, როდესაც მიპასუხა გ------იმ მითხრა, რომ ნუ ვნერვიულობდი ყველაფერი კარგად იყო, მიდიოდა ფ--------–-–--–--ესთან და მალე დამალაპარაკებდა ტელეფონზე. აღნიშნულის შემდგომ მე კიდევ მალევე დავრეკე გ------------------ის ტელეფონის ნომერზე, მაგრამ მას უკვე ტელეფონი გამორთული ჰქონდა. მეორე დღეს 17 აგვისტოს დილის საათებში დამირეკა ფ-------ი ც-–--–--ემ, რომელმაც ტელეფონში მომიყვა დაწვრილებით, რომ წინა დღისით დააყაჩაღა ხუთმა პიროვნებამ. მათ შორის იყო ო-------------–---–ი გ------------------ი, ვის სახელზეც მანქანა გაფორმდა - ჯ-------------–-–---–ი და კიდევ 2 უცნობი პიროვნება, რა დროსაც წაართვეს ა/მანქანა, ფული და ტელეფონები. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მე გ------ი ო--------ისთვის არ დამირეკავს, ვინაიდან აღნიშნული ფაქტის გამო ძალიან გავნერვიულდი. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ მე გ------------------ი გავიცანი დაახლოებით 4 თვის წინ და მასთან მქონდა მხოლოდ საქმიანი ურთიერთობა და არანაირი მეგობრული ურთიერთობა არ მაკავშირებდა. გ------------------ი ფ-------ი ც-–--–--ესაც გავაცანი მე და მათ შორის მხოლოდ იყო საქმიანი - ურთიერთობა. რაც შეეხება ო-------------–---–ს, მე იგი ნანახი მყავს მხოლოდ ერთხელ, როდესაც ახლდა გ------------------ს. კითხვაზე გიპასუხებთ, რომ იმ ფაქტის შესახებ, რომ გ------------------ი და მისი თანმხლები პირები აპირებდნენ ფ-------ი ც-–--–--ის და ვ-–------------------ის დაყაჩაღებას ჩემთვის ცნობილი არ იყო, მეტიც აღნიშნული, რომ მცოდნოდა ამის საშუალებას ნამდვილად არ მივცემდი, ვინაიდან ფ-------ი ც-–--–--ესთან მაკავშირებს კარგი მეგობრული ურთიერთობა. აღნიშნული ფაქტის შემდგომ მე გ------------------ს არ დავკავშირებივარ და თვითონაც აღარ დაურეკავს ჩემთვის. ასევე ჩემთვის უცნობია თუ სად წაიყვანეს ფ-------ი ც-–--–--ისგან გატაცებული ა/მანქანა. ამ ეტაპზე სხვას ვერაფერს დავამატებ (ტომი II, ს.ფ. 92-94).
2018 წლის 16 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ დათვალიერდა ქ. თბილისი, ვ-–-–-------ის დ-----–---------------------------------ის მიმდებარე ტერიტორია, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა სუნის კვლები და 6 ცალი პლასტმასის ხამუთი. სუნის კვლებზე გაშვებული იქნა სამძებრო ძაღლი, რომელმაც იტრიალა ეზოში და გაჩერდა (ტომი I, ს.ფ. 3-9).
ამოღების ოქმით დასტურდება, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს 20:20 საათიდან 20:40 საათების პერიოდში ფ--------–-–--–--ისგან ამოღებულ იქნა ავტომანქანის რეგისტრაციის მოწმობა, რომელშიც მითითებულია ავტომანქანის მარკა და მოდელი: ,,BMW X5“, საიდენტიფიკაციო ნომერი: ,,5----------------“, გამოშვების წელი: ,,2009“, სახელმწიფო ნომერი: P------, ავტომანქანის გაფორმების თარიღი: 16/08/2018 და მესაკუთრის მონაცემები: ჯ-------------–-–---–ი პ/ნ 0---------- (ტომი I, ს.ფ. 26-29).
2018 წლის 17 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ფ--------–-–--–--ემ ამოიცნო ჯ-------------–-–---–ი (ტომი I, ს.ფ. 47-52).
2018 წლის 17 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ვ-–------------------ემ ამოიცნო ჯ-------------–-–---–ი (ტომი I, ს.ფ. 53-58).
2018 წლის 18 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ვ-–------------------ემ ამოიცნო ო-------------–---–ი (ტომი I, ს.ფ. 114-119).
2018 წლის 30 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ვ-–------------------ემ ამოიცნო გ------------------ი (ტომი III, ს.ფ. 12-17).
2018 წლის 30 აგვისტოს ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ ფ--------–-–--–--ემ ამოიცნო გ------------------ი (ტომი III, ს.ფ. 18-23).
2018 წლის 17 აგვისტოს ავტომანქანის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ ქ. თბილისი, დიღმის მასივი, პირველი კვარტალი, კორპუსი #31-ს მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩხრეკილი იქნა ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლა“ სახ. # V--------, რის შედეგადაც ამოღებულ იქნა სუნის კვლები, ანაწმენდები, ერთი ცალი შავ ტარიანი საშუალო ზომის დასაკეცი დანა და ხელის კვლები (ტომი I, ს.ფ. 149-155).
2018 წლის 17 აგვისტოს ამოღების ოქმით დასტურდება, რომ თ-------- ა----–-–---–ისგან ამოღებულ იქნა ავტომანქანა ,,ტოიოტა კოროლა“ სახ. # V-------- (ტომი I, ს.ფ. 162-166).
2018 წლის 11 სექტემბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #2------ დასკვნის მიხედვით, კვალი #5 ამოღებული ა/მანქანის წინა მარცხენა კარის გარე ზედაპირიდან იდენტურია მონაცემთა ერთიან ბაზაში რიცხული თ-------- ი----ს ძე ა----–-–---–ის მარცხენა ხელის შუა თითის ანაბეჭდისა;
კვალი #12 ამოღებული ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის გარე ზედაპირიდან იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილი ო--------------------------–---–-ს მარჯვენა ხელის არათითის ანაბეჭდისა;
კვალი #13 ამოღებული ა/მანქანის წინა მარჯვენა კარის ზედაპირიდან იდენტურია გამოკვლევაზე წარმოდგენილი ო--------------------------–---–-ს მარჯვენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა (ტომი IV, ს.ფ. 64-75).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი მ------------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2018 წლის 2 ოქტომბრის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის #2846/დ დასკვნის მიხედვით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისი ხელის #1, #2 და #7 კვლები იდენტურია გ------------------ის თითების ანაბეჭდის ნიმუშებისა (ტომი III, ს.ფ. 173-178).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი რ--------------–------–---–ი, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
2018 წლის 11 ოქტომბრის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ქ-------–------------–-------------------–----------------–---------ს მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულ იქნა ,,BMW X5“-ის მარკის ავტომანქანა, სახ. ნომრით P-------- (ტომი IX, ს.ფ. 28-31).
2019 წლის 5 თებერვლის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნის მიხედვით, გენეტიკური კვლევისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდის 4 (ოთხი) ნიმუში 8 (რვა) ც ბიოლოგიურ ჩხირზე ა/მანქანა ტოიოტას სახ. ნომ V-------- გარე სახელურიდან..” მოთავსებულ ანაწმენდებზე (ობ. N1-4), პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი), შავტარიანი დასაკეცი დანა წარწერით „ვიქტორინოქსი“ .” მოთავსებულ დანაზე (ობ. N14) და პაკეტში, წარწერით: "...1 (ერთი) ც. გასაღები წარწერით „BMW” ..." მოთავსებულ გასაღებზე (ობ. N37) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდის 9 (ცხრა) ნიმუში აღებული 18 (თვრამეტ) ბიოლოგიურ ჩხირზე ა/მანქანა ტოიოტა სახ. ნომ V-------- სალონში სხვადასხვა ზედაპირებიდან...” მოთავსებულ ანაწმენდებზე - ობ. N5 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი 2(ორი) ც სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ა/მანქანის საჭის ზედა რკალიდან”), ობ. N7 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი 2(ორი) ც სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ა/მ საჭის ქვედა რკალიდან.”) და ობ. N10 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი სველ და მშრალ 2(ორი) ც ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული წინა მარცხენა კარის შიდა გამღები სახელურიდან”) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ო-------------–---–ს (ობ. N41; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში სტერილურ ჩხირზე აღებული მოქ. ო-------------–---–ი დ-----ის - ძისაგან...”). ამავე პაკეტში მოთავსებულ ანაწმენდებზე ობ. N6 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი 2(ორი) ც სველ და მშრალ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ა/მ საჭის შუა ნაწილიდან.”) და ობ. N12 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი 2(ორი) ც სველ და მშრალ ჩხირზე აღებული ა/მ გადაცემათა კოლოფის ბერკეტიდან”) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილები შერეულია. ობ. N6-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის თ-------- ა----–-–---–ს (ობ. N40; პაკეტი, წარწერით: „ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც. სტერილურ ბამბისთავიან ჩხირზე აღებული მოწმე თ-------- ი----ს ძე ა----–-–---–ის (დაბ: 04.06.1992წ) პირის ღრუდან”), ხოლო ობ. N12-ის გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი - ო-------------–---–ს (ობ. N41). ობ. N6,12-ის გენეტიკურ პროფილებში არ ვლინდება დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური თანამონაწილეობა. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ. N8,9,11,13) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...6 (ექვსი) ცალი პლასტმასის მოთეთრო ფერის ე.წ. „ხამუთი“ (სამი ცალი ხამუთი შეკრულ მდგო----ეობაში და სამი ცალი ხამუთი გახსნილ მდგო----ეობაში)...” მოთავსებულ ერთ-ერთ გახსნილ სალტეზე (ობ. N20) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ო-------------–---–ს (ობ. N41). ერთ-ერთ შეკრულ სალტეზე არსებული ბიოლოგიური მასალის (ობ. N16) გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის თ-------- ა----–-–---–ს (ობ. N40). ობ. N16-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილის ალელები. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ. N15,17-19) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა;
- პაკეტში, წარწერით: „...ანაწმენდები 32ც (ოცდათორმეტი) ბიოლოგიურ ჩხირზე 16 (თექვსმეტი) ნიმუშად აღებულია ა/მანქანა BMW X5 სახ. N P---------დან..” მოთავსებულ ანაწმენდზე - ობ. N27 (კონვერტი, წარწერით: „ანაწმენდი 2ც (ორი) ბიოლოგიური ჩხირით აღებულია ა/მ-ის საჭის შუა ნაწილიდან.”) არსებული ბიოლოგიური მასალის გენეტიკური პროფილი შერეულია, რომლის მაჟორული წილი ეკუთვნის ვ-–------------------ეს (ობ. N38; პაკეტი, წარწერით: „...ნერწყვის ნიმუში 1 (ერთი) ც. ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ვ-–-------- ბ-–--ის ძე მ--------ის (დაბ. 19.05.1956წ.) პირის ღრუდან...”). ობ. N27-ის გენეტიკურ პროფილში არ ვლინდება დანარჩენ შესადარებელ პირთა გენეტიკური პროფილის ალელები. ამავე პაკეტში მოთავსებულ დანარჩენ ანაწმენდებზე (ობ. N21-26,28-36) გენოტიპირებისათვის საკმარისი, ადამიანის ბირთვული დნმ-ის მინიმალური კონცენტრაცია, არ აღმოჩნდა.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა ექსპერტი ვ-------------ა, რომელმაც დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე და დაეთანხმა მას.
სასამართლო სხდომაზე ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებები (მოწმეების ი--------------–---–ის, ა-----–--------ას, დ----------–--ის, ვ---------–--–-–---–ის, ლ----------------–-–---–ის, ე-–---ა დ------–---–ის, დ----- დ------–---–ის, ზ---------–-----ის, ნ--–-----------ის, ზ---------–---------------------–---–-------------–----------------------–---–--------------–---------–-–---------------------------------–--–---–-------------------–-–---–----------–-------------------------------------------------------–--–----------------------------------------------------------–-–---------–---–----–--–--------------------------------–---–--------------------------------------------------------–-----------–-----–--------–-–---–-----–-–---------------–------------------------------------------------------------–---–----------------–-–---–-----------------–---–------------------–---–-------–--–------------- ჩვენებები) არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
სასამართლო სხდომაზე ასევე გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებები, კერძოდ:
მოწმე თ-----------–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ იგი მუშაობს ს------–---------–ი მდებარე მაღაზიაში და იცნობს ო-------------–---–ს. 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით საღამოს 5-6 საათზე, მასთან ვერცხლისფერი ,,BMW X5“-ის მარკის ავტომანქანით მივიდა ო-------------–---–ი, მას მანქანაში ბავშვები ესხდნენ და მიულოცა ახალი მანქანა. ო-------------–---–მა უპასუხა, რომ ეს მანქანა მისი არ იყო და მისი ძმაკაცის იყო.
მოწმე ლ--------–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის ივლისის თვეში მისი ახლობელი გ------------------ი მივიდა მასთან და უთხრა, რომ მის ახლობელს ტ-------- ქ-------ეს დახმარება სჭირდებოდა, კერძოდ, სურდა მანქანის დალომბარდება, მაგრამ ვერ ალომბარდებდა და სთხოვა მის სახელზე დაელომბარდებინა, რაზეც დათანხმდა. იგი შეხვდა ტ-------- ქ-------ეს, რომელთან ერთადაც თავდაპირველად მივიდა შპს ,,ე---------------ში“. მან დაარიგა, რომ ლომბარდში ეთქვა, თითქოს ყიდულობდა ამ მანქანას და ფული მანქანის მეპატრონისთვის უნდა მიეცა. ,,ე--------------მა“ 8000 ლარი შესთავაზა, რაზეც ქ-------ემ უარი განაცხადა, რადგან ეს თანხა არ აწყობდა. ამის შემდეგ წავიდნენ ,,ს------------–ში“, სადაც შესთავაზეს 8500 ლარი. ტ-------- ქ-------ემ ამ თანხაზეც უარი განაცხადა. იგი მას ლომბარდში შიგნით არ მიჰყვებოდა და ყოველთვის გარეთ ელოდებოდა. შემდეგ მივიდნენ ,,მ-----“-ში, სადაც შესთავაზეს 10 500 ლარი. ამ თანხაზე დათანხმდა ქ-------ე. ქ-------ის ინიციატივით მანქანის გადასაფორმებლად რუსთავში წავიდნენ, მიუხედავად იმისა, რომ ლომბარდის თანამშრომელი იქვე სთავაზობდათ გადაფორმებას. ქ-------ემ ჯერ თავისი ჯარიმები გადაიხადა, ხოლო შემდეგ მანქანა გადაუფორმა მოწმეს. მეორე დღეს ქ-------ემ მას უთხრა, რომ რუსთავში წასულიყვნენ ახალი ტექ. პასპორტის ასაღებად, სადაც მას უნდა განეცხადებინა, რომ ძველი ტექ. პასპორტი დაკარგული ჰქონდა და ახლის აღება უნდოდა. მოწმე დაეჭვდა, მაგრამ ქ-------ე მას არწმუნებდა, რომ არანაირი პრობლემა არ შეექმნებოდა. აიღეს მეორე ტექ. პასპორტი, წამოვიდნენ თბილისში და გააფორმეს ხელშეკრულება, რის შემდეგაც ლომბარდმა მოწმეს ჩაურიცხა 10 500 ლარი, რაც მან გადასცა ტ-------- ქ-------ეს. მეორე დღეს ქ-------ემ კვლავ დაურეკა მას და სთხოვა გაჰყოლოდა ნოტარიუსთან მანქანის მინდობილობის გასაკეთებლად. ქ-------ემ ნოტარიუსთან ძველი ტექ. პასპორტი წარადგინა. მოწმე ამის გამო კვლავ დაეჭვდა, თუმცა ქ-------ემ იგი დაამშვიდა, რომ არანაირი პრობლემა არ ექნებოდა. ნოტარიუსიდან გამოსვლის შემდეგ მან 500 ლარი აჩუქა. გ------------------მა მოწმეს აუხსნა, რომ ქ-------ეს ჰქონდა ფინანსური პრობლემები და ბანკში იყო გაშავებული, ხოლო მას ჰქონდა ხელფასი და ამიტომ მისცეს ლომბარდში თანხა. ქ-------ე მოწმეს შეპირდა, რომ თანხას თვითონ გადაიხდიდა წინსწრებით და მას ამის გამო პრობლემა არ ექნებოდა. მოწმეს მართვის მოწმობა რომ არ ჰქონდა, ო--------ი ჩაუდგა თავდებში. ავტომანქანა წაიყვანა ტ-------- ქ-------ემ და ძველი ტექ. პასპორტიც მან დაიტოვა.
მეორედ, ზუსტად იგივე შემთხვევა იყო 2018 წლის 21 ივლისს, კერძოდ გ------------------მა უთხრა, რომ თ------ გ-------ესა და ფ--------–-–--–--ეს სურდათ მანქანის დალომბარდება და სთხოვა დახმარება, რაზეც დათანხმდა. ამჯერად მას ლომბარდში შეყვნენ ც-–--–--ეც და გ-------ეც. ავტომანქანა ,,ლექსუსი“ გადაფორმდა მის სახელზე ლომბარდ ,,ტ-------“-ში. ც-–--–--ე მას არწმუნებდა, რომ არანაირი პრობლემა არ ექნებოდა. მან ლომბარდს უთხრა, რომ ტექ. პასპორტი დაკარგული ჰქონდა, თუმცა რეალურად ტექ. პასპორტი მანქანაში ჰქონდა. მანქანა დალომბარდდა და მისცეს 11 000 ლარი. ამ ურთიერთობაში გ-------ეც და ც-–--–--ეც ერთნაირად აქტიურობდა. მოწმემ თანხა ორივე მათგანს მისცა. მათ გარკვეული თანხა აჩუქეს, რის შემდეგაც მანქანა წაიყვანეს. ისინი იყვნენ გ------------------ის ახლობლები და მათ გ------ი ენდობოდა, რის გამოც მოწმეც ენდობოდა მათ. გ------------------ი მეორე შემთხვევაში თავდები იყო. მეორე შემთხვევაზე ასევე მივიდა და წავიდა ო-------------–---–იც, თუმცა მოლაპარაკებებში მონაწილეობა არ მიუღია.
მოწმეს პრობლემა 2018 წლის 11 აგვისტოს შეექმნა, როდესაც ლომბარდიდან მიუვიდა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომლითაც ატყობინებდნენ, რომ დარღვეული ჰქონდა გადახდის პირობები. მან სცადა ტ-------- ქ-------ესთან დაკავშირება, მაგრამ მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა. შემდეგ დაურეკა გ------------------ს და უთხრა ამის შესახებ. ო--------მა უთხრა, რომ დაუკავშირდებოდა ქ-------ეს. შემდეგ გამაფრთხილებელი წერილი მოუვიდა მეორე ხელშეკრულებასთან დაკავშირებით, რომ შეუწყვიტეს ხელშეკრულება. ამის გამო მან საჩივარი შეიტანა პროკურატურაში. დღემდე არც ფ--------–-–--–--ეს, არც თ------ გ-------ეს და არც ტ-------- ქ-------ეს თანხა არ გადაუხდია. გ------------------ი შეპირდა სიტუაციის გარკვევას, თუმცა შემდეგ 16 აგვისტოს საღამოს შეიტყო მისი და ო-------------–---–ის დაჭერის შესახებ, რადგან ფ--------–-–--–--ეს უჩივლია მათ წინააღმდეგ. მოწმეს აღსრულების ეროვნული ბიუროდან და სასამართლოდან მიუვიდა დოკუმენტები, რომ ,,მ-----“-მ უჩივლა, რის შედეგადაც მის ქონებას დაადეს ყადაღა, დააკისრეს ბაჟის გადახდა და აღსრულების გადასახადი.
მოწმე თ-------- ა----–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ ბრალდებულები მისი მეგობრები არიან და მათ კარგად იცნობს. 2018 წლის 16 აგვისტოს იმყოფებოდა ო-------------–---–თან, შემდეგ პირად საქმეებზე იყო წასული და იცოდა, რომ ო----ს მეგობრისთვის - გ------------------ისთვის უნდა გადაეფორმებინათ მანქანა და აინტერესებდა რა მანქანა იქნებოდა. მან უთხრა, რომ ვ-–-–-------ში მე-11 კორპუსთან ასულიყვნენ, რადგან იქ კარგი ჩრდილი იყო და ხშირად ჩერდებოდნენ ხოლმე. გ------------------ი და ჯ-------------–-–---–ი მივიდნენ ხსენებულ ადგილას ,,BMW X5”-ის მარკის ავტომანქანით, მათ ორი უცნობი პიროვნება ახლდათ, რომლებიც გ------------------ისგან ითხოვდნენ ავტომანქანის დალომბარდებას, რაზეც ო--------ი პასუხობდა, რომ ავტომანქანას არ დაალომბარდებდა, ან მიეყვანა ვინმე ვინც მანქანას გადაიფორმებდა, ან ფული დაებრუნებინათ და მერე წაეყვანათ მანქანა. თავად მოწმე მამამისის ,,ტოიოტას“ მარკის ავტომანქანით იყო მისული. როგორც მოგვიანებით მოწმისთვის გ------------------ისგან გახდა ცნობილი, ხსენებულმა უცნობმა პიროვნებებმა, გ------------------ის ძმაკაცს - ა--–--ეს დაულომბარდეს ავტომანქანა, სადაც თავდები იყო გ------------------ი, შემდეგ კი თანხას არ იხდიდნენ და მანქანასაც თავად განკარგავდნენ. ამჯერად კი მათ ჯ-------------–-–---–ის სახელზე გადააფორმეს მისი ავტომანქანა, რომ ო--------ის ვალი დაეფარათ. ავტომანქანის გადაფორმება რუსთავში მოხდა. ვ-–-–-------ში შეხვედრაზე მოწმე ო-------------–---–თან ერთად ავიდა, ხოლო იქიდან გ------------------თან ერთად წამოვიდა და მივიდა სახლში - დიღმის მასივში. ,,BMW”-ს საჭესთან ო-------------–---–ი დაჯდა და ხსენებულ მამაკაცებს უთხრა, - მე მიცნობთ, ჩემი სახლი იცით და როდესაც ვინმეს მოძებნით, ვინც მანქანას გადაიფორმებს, ჩემთან მოდით და მანქანაც წაიყვანეთო, ან ვალი დააბრუნეთო. საუბარი არ ყოფილა დაძაბული და კონფლიქტური. არც იარაღების დემონსტრირება მომხდარა და არც დაბლა ჩაუყვანიათ ვინმე, ტელეფონისა და ფულის წართმევაზე ლაპარაკი ზედმეტია. ჯ-------------–-–---–ი ამ საუბარში საერთოდ არ ჩარეულა. საუბრის შემდეგ ქ--------–-–---–ი მათთან ერთად არ წამოსულა. შეხვედრამდე ო-------------–---–მა თავისი მანქანიდან მოწმის მანქანაში გადადო დანა, რადგან ნასამართლევი იყო და არ სურდა დანის გამო რაიმე შარში გახვეულიყო.
მოწმის დეენემის პროფილი დაემთხვა შემთხვევის ადგილიდან ამოღებულ ხამუთებზე არსებულ კვალს, რასთან დაკავშირებითაც მან განმარტა, რომ წინა დღეებში იმ ადგილას იყო ასული მანქანით და იქვე არსებულ ხევში გადაყარა ხამუთები, ბოთლები და სხვა ნივთები, რადგან არ სჭირდებოდა.
ლ--------–--ის კუთვნილი სატელეფონო ნომრიდან - 5----------- დეტალური ამონაბეჭდით (პერიოდით - 2018 წლის 7 აგვისტოს 16:26:37 საათიდან, იმავე წლის 11 სექტემბრის 21:57:22 საათამდე), დასტურდება, რომ პირველი კავშირი - MTSMS კომპანია ,,მ-----“-დან ფიქსირდება ამონაწერის პირველ ფურცელზე. ბოლო კონტაქტი ფიქსირდება ამონაწერის 104-ე გვერდზე, კომპანია ,,მ-----“-სგან (ტომი V, ს.ფ. 31-141).
2018 წლის 11 ივლისის ფინანსური ლიზინგის F---------/0--- ხელშეკრულებით დასტურდება, რომ ლიზინგის გამცემია შპს ,,მ-----“, გლდანი. ლიზინგის მიმღებია ლ--------–--ე. ლიზინგის თანხაა 10150 ლარი. ლიზინგის ვადად მითითებულია 2021 წლის 11 ივლისი. ლიზინგის საერთო ღირებულებად განისაზღვრა 20 822.4 ლარი. შემდეგ განსაზღვრულია გადახდის გრაფიკი და ლიზინგის სტანდარტული პირობები (ტომი V, ს.ფ. 142-153).
2018 წლის 11 ივლისის ავტომობილის გადაცემის P---------/0--- ხელშეკრულებით დასტურდება, რომ შპს ,,მ-----“ გლდანი ლ--------–--ეს მათ შორის 2018 წლის 11 ივლისს დადებული ლიზინგის ხელშეკრულების საფუძველზე გადასცემს ავტომობილს: მარკა - VOLKSWAGEN,მოდელი - PASSAT, რეგისტრაციის ნომერი - Q--------. ავტომობილის ღირებულებად განსაზღვრულია 10 150 ლარი (ტომი V, ს.ფ. 153).
2018 წლის 11 ივლისის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების მიხედვით, ლ--------–--ეს და შპს ,,მ-----“-ს შორის დადებული ლიზინგის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ლ--------–--ის სოლიდარულ თავდებად მითითებულია გ------------------ი პ/#0---------- (ტომი V, ს.ფ. 154-156).
ნოტარიუს ლუიზა უმიკაშვილთან 2018 წლის 13 ივლისს დადებული მინდობილობის თანახმად, ლ--------–--ემ როგორც მიმნდობმა, ტ-------- ქ-------ეს მფლობელობასა და სარგებლობაში გადასცა ავტომანქანა VOLKSWAGEN PASSAT, გამოშვების წელი 2014, რეგისტრაციის ნომერი - Q-------- (ტომი V, ს.ფ. 157-158).
სს ,,საქართველოს ბანკის“ ამონაწერით დასტურდება, რომ 2018 წლის 11 ივლისს, შპს ,,მ-----“-ს ანგარიშიდან ლ--------–--ის საბანკო ანგარიშზე ჩაირიცხა 10 034 ლარი (ტომი V, ს.ფ. 159).
საქართველოს სალიზინგო კომპანია ,,ტ-------“-ს 2018 წლის 11 სექტემბრის #02/9808 წერილით დასტურდება, რომ კომპანიის საცალო ლიზინგის კოორდინატორი ლელა ბაზერაშვილი ლ--------–--ეს აფრთხილებს ლიზინგის ხელშეკრულების პირობების დარღვევის შესახებ (ტომი V, ს.ფ. 160).
სს ,,საქართველოს ბანკის“ ამონაწერით დასტურდება, რომ 2018 წლის 23 ივლისს T--------------- ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სალიზინგო კომპანიიდან ლ--------–--ის საბანკო ანგარიშზე ჩარიცხულია 11 000 ლარი (ტომი V, ს.ფ. 161).
ბრალდებულმა გ------------------მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის აპრილის ბოლოს თავისი მეგობრის თ-------- კ------ისგან, რომელიც ვ-–-–-------ში დაშლილი ავტომანქანის ნაწილებს ყიდის, გაიცნო რ----- ქ-------ე, რომელიც მისი თქმით წლების განმავლობაში ცხოვრობდა უკრაინაში და ამჟამად ჩამოსული იყო ავტომანქანების შესაძენად. მათ ჩამოუყალიბდათ საქმიანი და მეგობრული ურთიერთობა. 2018 წლის ივლისის დასაწყისში მას ქ-------ე შეხვდა და დახმარება სთხოვა, კერძოდ, მას და მის მეგობარს მანქანა ჰყავდათ ნაყიდი, რომლის დალომბარდება სურდათ, რადგან ფული სჭირდებოდათ, მაგრამ ვერ ალომბარდებდნენ და სთხოვა, ვინმე ისეთი მეგობარი მოეძებნა, რომელიც მუშაობდა, ხელფასი ჰქონდა და მანქანას დაალომბარდებინებდა, ხოლო დალომბარდების შემდეგ მანქანა გაიყიდებოდა, ლომბარდის ფულს გადავიხდით, თუ პროცენტი მოუწევს მასაც გადავიხდით და პრობლემა არავის შეექმნებაო. ვინაიდან საეჭვო არაფერი ჩანდა, ო--------მა თავის მეგობარს, ლ--------–--ეს სთხოვა დახმარება, რომელიც დათანხმდა. მეორე დღეს ქ-------ემ დაურეკა ო--------ს და უთხრა, ამერიკის საელჩოსთან მდებარე ლომბარდში მისულიყვნენ. ო--------ი და ა--–--ე მივიდნენ ხსენებულ ლომბარდთან, სადაც რ--------------ეს ორი უცხო მამაკაცი ახლდა. ერთერთი იყო მისი ძმა ტ--------ი. რ-----ს ეჩქარებოდა და მალევე წავიდა, ხოლო ტ--------მა ლ--------–--ეს რჩევები მისცა, თუ რა უნდა ეთქვა ლომბარდში. ლ--------–--ე ლომბარდში მარტო შევიდა, საიდანაც ცოტა ხანში გამოვიდა და ტ-------- ქ-------ეს უთხრა, რომ მათი ლურჯი ფერის ავტომანქანა ,,ფოლქსვაგენ პასატი“ 8500 ლარად შეაფასეს. ეს ოდენობა ტ--------ს არ მოეწონა და სხვა ლომბარდში წავიდნენ. თანხის ოდენობა მას არც მეორე ლომბარდში მოეწონა და შემდეგ ,,მ-----“-ში მივიდნენ, სადაც თანხის ოდენობა დაუსახელეს 10 000 ლარს ზემოთ, რაც ტ--------ისთვის მისაღები იყო და გადაწყვიტა დალომბარდება. ლ----მა მას უთხრა, რომ იქვე შეიძლებოდა მანქანის გადაფორმება, მარამ ტ--------მა უთხრა, რომ ერჩივნა რუსთავში წასულიყვნენ გადასაფორმებლად, ხოლო თვითონ შესულიყო და ხელშეკრულება გაეფორმებინა. ხელშეკრულების გასაფორმებლად საჭირო იყო მართვის მოწმობა, რაც ლ--------–--ეს არ ჰქონდა, ამიტომ გ------------------ი შევიდა ლომბარდში და თავდებად ჩაეწერა. ამის შემდეგ ტ--------ი და ლ----ი წავიდნენ რუსთავში, ხოლო ო--------ი დარჩა, რადგან რუსთავში მისი წამოსვლა არ იქნებოდა აუცილებელი. მეორე დღეს რ----- ქ-------ემ დაურეკა მას და მადლობა გადაუხადა, მადლობის ნიშნად კი 250 ლარის ვალი აპატია. რ----- ქ-------ემ ო--------ს კიდევ სთხოვა დახმარება, ამჯერად მანქანის დალომბარდება მის მეგობარს სჭირდებოდა, რომელიც მეორე დღეს ბათუმიდან ჩამოდიოდა. ლ--------–--ე არ იყო მისი დახმარების წინააღმდეგი. ამიტომ მეორე დღეს, დაახლოებით 13:00 საათზე ო--------ი და ა--–--ე შეხვდნენ რ----- ქ-------ეს, რომელმაც გააცნო მეგობარი ფ--------–-–--–--ე და კიდევ ერთი პიროვნება ჯ----–ი. ქ-------ე და ა--–--ე შევიდნენ ლომბარდში ავტომანქანის შესაფასებლად, შემდეგ გამოვიდნენ, ავტომანქანას გადაუღეს სურათები, რომელიც შემდეგ შეფასდა 11 000 ლარად. ამის შემდეგ ლ--------–--ე, ფ--------–-–--–--ე და ჯ----–ი წავიდნენ რუსთავში ავტომანქანის გადასაფორმებლად, ხოლო ო--------ი და ქ-------ე მათ არ გაყვნენ. საღამოს ლ--------–--ემ დაურეკა მას და უთხრა, რომ გადაფორმება ვერ მოასწრეს, რადგან რიგები იყო და მეორე დღისთვის გადადეს. მეორე დღეს გ------------------ი იმყოფებოდა მეგობარ ო-------------–---–თან ერთად, რა დროსაც დაურეკა ლ--------–--ემ და უთხრა, რომ ისევ მართვის მოწმობასთან დაკავშირებით იყო პრობლემა ლომბარდში. ამის გამო ო--------ი და დ------–---–ი მივიდნენ ლომბარდ ,,ტ-------“-ში და ო--------ი დადგა თავდებად, რის შემდეგაც ყველაფერი უპრობლემოდ მოხდა, თანხა ჩაერიცხა ა--–--ეს, რომელმაც ,,თიბისი ბანკი“-დან გამოიტანა და მისცა ფ--------–-–--–--ეს. ფ-------მა თანხა გადათვალა, რომლის რაღაც ნაწილი გადასცა ლ----ს. ც-–--–--ემ მათ სადმე გასვლა და დალევა შესთავაზა, თუმცა ლ--------–--ეს არ ეცალა და წავიდა, ხოლო დ------–---–მა შესთავაზა, რომ მის სახლში წასულიყვნენ დასალევად, რადგან იქვე ცხოვრობდა ს------–---------–ი. გზაში ფ--------–-–--–--ემ დ------–---–ს და ო--------ს თანხა მისცა პატივისცემისა და დახმარებისთვის. შემდეგ ო-------------–---–თან ავიდნენ, დალიეს და რამდენიმე საათით გაჩერდნენ და შემდეგ დაშორდნენ ერთმანეთს. ამის შემდეგ მას კავშირი აღარ ჰქონია არც ქ-------ესთან და არც ც-–--–--ესთან.
2018 წლის აგვისტოს შუა რიცხვებში ლ--------–--ემ დაურეკა მას და უთხრა, რომ სესხის პროცენტს 2 დღის წინ უწევდა გადახდა, თუმცა ლომბარდმა დაურეკა და უთხრა, რომ თანხა გადახდილი არ იყო და ყოველდღიურად ემატებოდა ჯარიმები. იგი ტ-------- ქ-------ეს ურეკავდა, მაგრამ არ პასუხობდა და სთხოვა საკითხის გარკვევა. ო--------მა დაურეკა რ----- ქ-------ეს, რომელმაც უთხრა, რომ თანხა ფ------- ქ-------ეს უნდა გადაეხადა, რომელიც იმ დროს ბათუმში იყო და შეპირდა საკითხის გარკვევას. მეორე დღეს ქ-------ემ დაურეკა ო--------ს და უთხრა, რომ ფ--------–-–--–--ეს მანქანებთან დაკავშირებით რაღაც პრობლემები ჰქონდა და პროცენტებს ვერ გადაიხდიდა, ამის გამო მან შესთავაზა, თბილისში მანქანის ჩამოყვანა და დალომბარდება, აღებული თანხით კი ორივე სესხის დაფარვა, კლიენტის გამოჩენის შემთხვევაში ო--------ისგან წაეყვანათ მანქანა თავის სესხის ვალდებულებიანად. ამ პირობაზე ო--------ი დათანხმდა. მანქანა ლომბარდში უნდა დარჩენილიყო დაბალი პროცენტის გადახდის მიზნით. ვინაიდან ვადაგადაცილებულ სესხებზე თავდები იყო ო--------ი, იგი ვეღარ დაალომბარდებდა ავტომანქანას და მეგობარ ჯ-------------–-–---–ს სთხოვა დახმარება, რაზეც იგი დათანხმდა. მეორე დღეს ქ-------ემ დაურეკა ო--------ს და უთხრა, რომ ფ--------–-–--–--ე უკვე ჩამოსული იყო თბილისში და დიღმის მასივში ელოდებოდა მათ. ო--------ი და ქ--------–-–---–ი მივიდნენ დიღმის მასივში და შეხვდნენ ც-–--–--ეს, რომელიც მანქანიდან იყო გადასული. ო--------მა ც-–--–--ეს აუხსნა ქ--------–-–---–ის მიყვანის მიზეზი, რაზეც პრეტენზია არ გამოუხატავს. ისინი ერთად წავიდნენ რუსთავში, საჭესთან ც-–--–--ე იჯდა, მის გვერდით ო--------ი, უკან კი ქ--------–-–---–ი და ც-–--–--ის ბიძა - ლ----- ისხდნენ. ფ--------–-–--–--ემ თქვა რომ გადაფორმების თანხა არ ჰყოფნიდა, ამის გამო მან დაურეკა ქ-------ეს, რომელიც მივიდა და 50 ლარი მისცა. მანქანა გადაფორმდა ჯ--აზე, რის შემდეგაც ტექ. პასპორტისთვის ც-–--–--ე და ქ--------–-–---–ი წავიდნენ სხვა შენობაში, ხოლო ო--------ი და ვ-–--------ი წავიდნენ მანქანისკენ. რომ დაბრუნდნენ, ც-–--–--ემ ქ--------–-–---–ს ჰკითხა, ტექ. პასპორტი შენ გაქვსო, ჯ--ას არ ჰქონდა. ალბათ სადღაც დავკარგეო და ჯ--ას უთხრა, ახალი ავიღოთ, მიდი და უთხარი, რომ დაკარგე და ახალს მოგცემენო. აიღეს მეორე ტექ. პასპორტი. თბილისისკენ რომ მოდიოდნენ, ო--------ს დაურეკა მეგობარმა თ-------- ა----–-–---–მა და უთხრა, რომ ო-------------–---–თან ერთად ვ-–-–-------ში იმყოფებოდა და აინტერესებდათ, გადაიფორმეს თუ არა მანქანა. ო--------მა უპასუხა, რომ მანქანა გადაიფორმეს და მათთან მივიდოდნენ ვ-–-–-------ში. გზაში ფ--------–-–--–--ემ ისურვა, რომ ჯ-------------–-–---–ს ავტომანქანა მინდობილობით მიეცა მისთვის, რაზეც ქ--------–-–---–მა უარი უთხრა, რადგან შეთანხმებისამებრ მანქანა ლომბარდში უნდა დარჩენილიყო. ამაზე ვ-–--------მა უკმაყოფილება გამოხატა და ც-–--–--ეს მიმართა, - ,,შენ ამაზე შეუთანხმდიო?!“, რაზეც ც-–--–--ემ დაუდასტურა, რომ ამაზე შეუთანხმდა, მაგრამ აუხსნა, შინაურები ვართ და რა პრობლემაა, შევთანხმდებითო. ამასობაში ისინი მივიდნენ ვ-–-–-------–-------- კორპუსთან, სადაც დახვდნენ თ-------- ა----–-–---–ი და ო-------------–---–ი. იქ ეს საუბარი გაგრძელდა და ჯ-------------–-–---–ი უარს აცხადებდა მანქანის გატანებაზე ც-–--–--ისთვის, რადგან ამხელა სესხს ვერ აიღებდა. ც-–--–--ემ შემდეგ დ------–---–ს უთხრა, რომ ჯ--ასთვის ეთხოვა, რომ მანქანა გაეტანებინა, მაგრამ ქ--------–-–---–ი უარს აცხადებდა. შემდეგ ქ--------–-–---–მა ც-–--–--ეს შესთავაზა, რომ მიეყვანა ვინმე ახლობელი და ისევ გადაუფორმებდა მანქანას, მაგრამ დალომბარდებულ მანქანას მას ვერ გაატანდა. ამის შემდეგ ჯ--ა წავიდა. ო-------------–---–მა უთხრა ც-–--–--ეს, რომ შეთანხმება იყო მანქანის ლომბარდში დატოვებაზე, თუ ეს პირობა არ აწყობდა, მოეყვანა ვინმე, ვინც გადაიფორმებდა, ან რამე მოეფიქრებინათ, მთავარია ვალი დაფარულიყო, მანამდე მანქანა მასთან იქნებოდა, ო----ის მისამართი ც-–--–--ისთვის ცნობილი იყო. ამით მათ შორის საუბარი დასრულდა. ო----მა შესთავაზა ც-–--–--ეს და ბიძამისს, საით მიდიხართ, გაგიყვანთო, მაგრამ უარი თქვეს, გაჩერებაზე ჩავალთ და თავად წავალთო. ამის შემდეგ ისინი დაშორდნენ ერთმანეთს. ო-------------–---–ი ,,BMW X5“-ით წავიდა, ხოლო ო--------ი თ-------- ა----–-–---–ის მანქანით წამოვიდა. დ------–---–მა მანქანაში არსებული შავტარიანი დანა ა----–-–---–ის მანქანაში გადადო და სთხოვა სახლში აეტანა, რადგან დანის გამო იყო ნასამართლევი და არ სურდა კიდევ რაიმე პრობლემა შექმნოდა დანისთვის. მოგვიანებით მეგობარმა გ---–-------–--ემ დაურეკა მას და უთხრა, რომ თ-------- ა----–-–---–ი ძაღლს ასეირნებდა, მაგრამ ეხლა ვიღაცამ მისი ძაღლი მოგვიყვანა, თვითონ კი ტელეფონს არ პასუხობსო. ო--------ი და დ------–---–ი მივიდნენ ა----–-–---–ის სახლთან, რა დროსაც გაჩერდა თეთრი ფერის ,,შკოდა“, საიდანაც გადმოვიდნენ შეიარაღებული პიროვნებები და მათი მიმართულებით გაემართნენ. მათ ო-------------–---–ს ხელბორკილი დაადეს და წაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. მეორე დილით ო--------მა შეიტყო ქ--------–-–---–ის დაკავების ამბავიც, რომელსაც წინა დღეს მანქანის დაყაჩაღებას აბრალებდნენ და მიხვდა, რომ ფ--------–-–--–--ემ დადგა სპეკტაკლი და შეაწმინდა ხელები. 15 სექტემბერს ო--------იც დააკავეს.
ვ-–-–-------ში საუბარი დაძაბულ ვითარებაში არ მიმდინარეობდა, უბრალოდ ც-–--–--ის ბიძა გამოხატავდა უკმაყოფილებას იმის გამო, რომ მის გარეშე მოხდა შეთანხმება მანქანის ლომბარდში დატოვებაზე. მათ არც ერთს ჰქონია იარაღი. ვ-–-–-------შია დაბადებული და გაზრდილი და დღის 4 საათზე იქ, იარაღით სირბილი და მანქანის დაყაჩაღება სისულელედ მიაჩნია. მანქანა იმიტომ დაიტოვეს, რომ ც-–--–--ემ და ქ-------ემ დიდი ვალი აკიდეს, რასაც დაფარვა სჭირდებოდა, მანქანა ვალის უზრუნველსაყოფად წაიყვანეს.
ბრალდებულმა ო-------------–---–მა წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და სასამართლოს მოახსენა, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს, დაახლოებით 12:00 საათზე იმყოფებოდა ვ-–-–-------–-------- კორპუსთან, მეგობარ თ-------- ა----–-–---–თან ერთად, რა დროსაც თ-------- ა----–-–---–ს დაურეკა გ------------------მა და უთხრა, რომ მანქანა გადაიფორმეს და რუსთავიდან თბილისში ბრუნდებოდნენ. ცოტა ხანში მათთან BMW X5“-ის მარკის ავტომობილით მივიდნენ გ------------------ი, ჯ-------------–-–---–ი, ფ--------–-–--–--ე და ბიძამისი - ვ-–--------ი. ისინი გადმოვიდნენ მანქანიდან და ფ-------ი მას მიესალმა. დ------–---–მა ქ--------–-–---–ი პირველად ნახა ამ დღეს, მანამდე არ იცნობდა. ფ--------–-–--–--ე და გ------------------ი ერთმანეთთან საუბრობდნენ. შემდეგ ვ-–--------ი უკმაყოფილოდ მიუტრიალდა ც-–--–--ეს და უთხრა, რომ იგი არ იყო ამ შეთანხმების საქმის კურსში, მანქანაში მისი წილიც იყო. როდესაც ლ--------–--ე ფ--------–-–--–--ეს ,,ლექსუსი“-ს ფირმის ავტომანქანის დალომბარდებაში დაეხმარა, დ------–---–იც იქ იყო. ა--–--ემ ფ-------ს გადასცა თანხა, რის შემდეგაც დ------–---–ის სახლში ავიდნენ. შემდეგ გაირკვა, რომ ც-–--–--ე სესხის პროცენტს არ იხდიდა. ამჯერად მანქანა გადაფორმებული იყო ჯ-------------–-–---–ის სახელზე და ფ-------ი ჯ--ას ეუბნებოდა, რომ მინდობილობა გაეკეთებინა და მანქანა გაეტანებინა, რაზეც ქ--------–-–---–ი არ თანხმებოდა. შემდეგ ქ--------–-–---–ი წავიდა და ც-–--–--ეს დ------–---–მა უთხრა, რომ თუ იგივეს გაკეთებას აპირებდა, რაც ა--–--ის შემთხვევაში, ასე არ გამოვიდოდა, რადგან ორმაგი ვალი იქნებოდა. ამის შემდეგ ფ--------–-–--–--ე დათანხმდა და მანქანიდან საკუთარი ნივთები ამოალაგა. დ------–---–მა უთხრა, რომ ხსენებული მანქანა მასთან იქნებოდა და თუ რამეს მოიფიქრებდა, წაეყვანა მისგან. დ------–---–ი დაჯდა ,,BMW“-ზე და წავიდა, ხოლო ც-–--–--ე და ბიძამისი ისევ კამათობდნენ. დ------–---–ი პირველ კვარტალში ჩავიდა, მანქანაში დანა იდო, რაც თ-------- ა----–-–---–ს მიაწოდა და უთხრა სახლში აეტანა. მას ბავშვები სახლში უნდა აეყვანა, მას ო--------ი დაუკავშირდა და ერთად იყვნენ, შემდეგ ბენზინი დაუმთავრდათ, სიძეს დაურეკა, რომ ბენზინი მიეტანა მისთვის. ბენზინი მიუტანეს და ჩავიდნენ დიღმის მასივში. ამ დროს იგი დააკავა პოლიციამ და წაიყვანეს განყოფილებაში.
მან ფ--------–-–--–--ე გაიცნო 2018 წლის ივლისის შუა რიცხვებში, როდესაც გ------------------ს დაურეკა ვიღაცამ და გავიდნენ დიდუბეში. ამ დროს პირველად შეხვდა ფ--------–-–--–--ეს, იგი ვინმე ჯ----–თან ერთად იმყოფებოდა. ც-–--–--ეს მაშინ მანქანის დალომბარდება სურდა. დ------–---–მა ო--------ი მიიყვანა და წამოვიდა. მეორე დღეს ლ--------–--ემ დაალომბარდა მანქანა და ფული მისცა ც-–--–--ეს.
ბრალდებულმა ჯ-------------–-–---–მა სასამართლოს მოახსენა, რომ დაახლოებით 14-15 აგვისტოს, დიღმის მასივში შეხვდა მეგობარი გ------------------ი, რომელსაც იცნობს დაახლოებით 5 წელია, მან სთხოვა დახმარება, კერძოდ, მას სჭირდებოდა ისეთი ადამიანი, რომელსაც ბანკში არ ექნებოდა პრობლემები. მის მეგობარზე იყო მანქანა დალომბარდებული, სადაც თვითონ იყო თავდებში. აღნიშნული ვალდებულება არ სრულდებოდა, რის გამოც ახალი მანქანის დალომბარდება იყო საჭირო. ქ--------–-–---–ი გაშავებული არ იყო არსად, არც ყადაღა ედო მის ქონებას და შეიძლებოდა მანქანის მასზე გადმოფორმება. ო--------მა უთხრა, რომ ეს მანქანა გადმოფორმდებოდა მასზე და გადაუხდელობის შემთხვევაში, უკიდურეს შემთხვევაში ლომბარდი გაყიდიდა მას და მისი ვალი ჩვეულებრივად დაიფარებოდა, რაზეც ქ--------–-–---–ი დათანხმდა. 16 აგვისტოს დილით დაურეკა გ------------------მა და მივიდნენ დიღმის მასივში და შეხვდნენ აჭარიდან ჩამოსულ ფ--------–-–--–--ეს და ბიძამისს. რუსთავში მისვლისას ც-–--–--ემ მეგობართან დარეკა, გადასაფორმებელი თანხა მაკლია და გამოვართმებო. შემდეგ შევიდნენ და გადააფორმეს მანქანა ქ--------–-–---–ის სახელზე. ტექ. პასპორტიც აიღეს, თუმცა ც-–--–--ემ დაკარგა და მეორედ აიღეს ტექ. პასპორტი. თბილისისკენ წამოსვლისას ო--------ს დაურეკა მეგობარმა თ--------მ და უთხრა, რომ ვ-–-–-------ში იმყოფებოდნენ და სთხოვა მისულიყვნენ. გზაში ც-–--–--ემ თქვა, რომ დალომბარდებას იმ დღეს ვეღარ მოასწრებდნენ და ორშაბათს დაელომბარდებინათ, რაზეც ქ--------–-–---–ი დათანხმდა. ც-–--–--ემ ასევე გამოთქვა სურვილი, რომ მანქანაზე გაკეთებულიყო მინდობილობა და მას წაეყვანა, რაზეც ქ--------–-–---–მა უარი უთხრა, ვინაიდან ვალი რომ არ გადაეხადა, მანქანით უნდა მომხდარიყო უზრუნველყოფა, არ სურდა ლ--------–--ის მდგო----ეობაში ჩავარდნილიყო, ამიტომ ერჩივნა მანქანა ლომბარდში ყოფილიყო. ვ-–-–-------ში მათ ო-------------–---–ი და თ-------- ა----–-–---–ი დახვდნენ. ო----ს იგი მანამდე არ იცნობდა, ხოლო თ--------ს იცნობდა. ფ--------–-–--–--ემ კვლავ გამოთქვა მინდობილობის გაკეთების სურვილი, თუმცა ქ--------–-–---–ი ამის კატეგორიული წინააღმდეგი იყო. შემდეგ ქ--------–-–---–ი სახლში წავიდა, სახლიდან რომ გამოვიდა, იგი პოლიციელებმა დააკავეს.
წარმოდგენილ მტკიცებულებათა ანალიზით სასამართლო დაუდასტურებლად მიიჩნევს ჯ-------------–-–---–ის, გ------------------ისა და ო-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ვინაიდან დაზარალებულების ფ--------–-–--–--ისა და ვ-–------------------ის ჩვენებები ბრალდებულთა მხრიდან მათზე განხორციელებულ შეიარაღებულ თავდასხმასთან დაკავშირებით, ასევე გატაცებულ ფულთან და მობილურ ტელეფონებთან დაკავშირებით არის არაერთგვაროვანი, ურთიერთსაწინააღმდეგო და დამაჯერებლობას მოკლებული. მათი ჩვენებები განსხვავებულია გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებებისგან, სადაც ისინი აცხადებენ რომ 5 პირი დაესხათ თავს, სასამართლოში განაცხადეს, რომ 6 პირი დაესხა თავს ბრალდებულების ჩათვლით. ასევე ვ-–-------- მ--------ის ჩვენების მიხედვით, როდესაც თავდამსხმელებმა ის და ფ--------–-–--–--ე ე.წ. ,,ნავესში“ ჩაიყვანეს, ზემოთ მხოლოდ ჯ-------------–-–---–ი დარჩა, ხოლო ფ--------–-–--–--ის ჩვენების მიხედვით, ე.წ. ,,ნავესში“ ჩასვლისას ქ--------–-–---–ი, ო--------ი და დ------–---–ი ზემოთ დარჩნენ. ამასთანავე, ფ--------–-–--–--ემ სასამართლოს მოახსენა, რომ მანქანის ტექ. პასპორტი ვ-–------------------ეს ჰქონდა, ხოლო ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ხსენებული ტექ. პასპორტი მისგან ამოიღეს. გარდა ამისა, ფ--------–-–--–--ემ განაცხადა, რომ ავტომანქანა ,,BMW“ შეისყიდა ზ------------ისგან, ხოლო ვ-–------------------ემ განაცხადა, რომ ც-–--–--ემ ხსენებული მანქანა შეისყიდა თურქი პიროვნებისგან. მნიშვნელოვანია, რომ მოცემულ საქმეზე ნივთიერი მტკიცებულების სახით არ არის ამოღებული არც დანაშაულის ჩადენის საგნები და არც მობილური ტელეფონები და ფულადი თანხები და სხვა არც ერთი მტკიცებულებით არ დასტურდება ყაჩაღობის ფაქტი.
ასევე აღსანიშნავია, რომ დაზარალებულთა ჩვენებების საწინააღმდეგოდ, მოწმეების ნ--–-----------ის, ზ---------–---------------------–---–-------------–----------------------–---–-----------------–----ას ჩვენებების მიხედვით, რომლებიც მხარეთა შორის არასადავო მტკიცებულებებად იქნა მიჩნეული, - ისინი ცხოვრობენ ქ. თბილისი, ვ-–-–-------ი, მე-4 ზონა, მე-11 კორპუსში, 2018 წლის 16 აგვისტოს, დღის განმავლობაში იმყოფებოდენ სახლში, თუმცა კორპუსის მიმდებარედ მათ საეჭვო არაფერი შეუმჩნევიათ და არც ყვირილი გაუგიათ. ასევე ბრალდების მოწმემ მ------- ჯ---–----ემ განმარტა, რომ მას შემდეგ, რაც მან ,,BMW” დაინახა, მის უკან მომავალი ორი მამაკაცი არც ყვიროდა და არც შველას ითხოვდა. აგრეთვე საყურადღებოა, რომ შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, სუნის კვალზე გაშვებულმა ძაღლმა ეზოში იტრიალა, გაჩერდა და ქვევით, ე.წ. ,,ნავესისკენ“ არც წასულა, რაც დაზარალებულთა ჩვენებებს ,,ნავესში“ ჩაყვანასთან დაკავშირებით ეჭვის ქვეშ აყენებს.
გარდა ამისა, ბრალდებულთა ჩვენებებით და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ დაზარალებულ ფ--------–-–--–--ეს გარკვეული ფინანსური ვალდებულებები გააჩნდა ლ--------–--ისა და გ------------------ის წინაშე, რომელსაც ვერ ასრულებდა. შემთხვევამდე ფ--------–-–--–--ეს ჰქონდა სულ მცირე ნაცნობური ურთიერთობა ო--------თან და დ------–---–თან, რადგან იგი დ------–---–თან სახლშიც არის ნამყოფი ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. მხარეთა შორის არასადავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ 2018 წლის 16 აგვისტოს ავტომანქანა გადაფორმდა ჯ-------------–-–---–ის სახელზე, რის შემდეგაც ხსენებული ავტომანქანა ბრალდებულებმა არ გაატანეს ფ--------–-–--–--ეს. რაც შეეხება პროკურორის განმარტებას, რომ დოკუმენტურად ფ--------–-–--–--ე არ ფიქსირდება არც ერთ ხელშეკრულებაში და შესაბამისად, მას არ ჰქონია ფინანსური ვალდებულებები, სასამართლო განმარტავს, რომ ამ ლოგიკით სადავო ავტომანქანა ,,BMW” შემთხვევის დღეს ოფიციალური დოკუმენტებით, ბრალდებულ ჯ-------------–-–---–ის კუთვნილება იყო და შესაბამისად ფ--------–-–--–--ეს მასზე არანაირი უფლებები არ ჰქონდა, თუმცა გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება, რომ ფ--------–-–--–--ეს ჰქონდა გარკვეული ფინანსური ვალდებულებები ა--–--ისა და ო--------ის მიმართ, რასაც არ ასრულებდა, ხოლო ავტომანქანა ,,BMW“ ც-–--–--ის კანონიერ მფლობელობაში იმყოფებოდა.
ამდენად, სასამართლო ითვალისწინებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მოთხოვნებს უდანაშაულობის პრეზუმციის თაობაზე და თვლის, რომ ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოიშვა ეჭვი იმის თაობაზე, რამდენად სათანადოდ და საკმარისი მტკიცებულებებითაა დადასტურებული ჯ-------------–-–---–ის, გ------------------ისა და ო-------------–---–ის მიერ საქართველოს სსკ 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა - ეს ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
სასამართლო თვლის, რომ დაზარალებულების, მოწმეებისა, წარმოდგენილი წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებების და ბრალდებულთა ჩვენებებიდან დასტურდება ბრალდებულთა მხრიდან თვითნებობის ჩადენის ფაქტი, რის გამოც მათ მსჯავრი უნდა დაედოთ საქართველოს სსკ 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების ჩადენისათვის, შემდეგ გარემოებათა გამო: თვითნებობისას სისხლისსამართლებრივი დაცვის უშუალო ობიექტია მოქალაქეთა მიერ სადაო უფლებების განხორციელების დადგენილი წესი. მოქალაქეთა მიერ თავიანთი უფლებების განხორციელების ესა თუ ის წესი, რომელიც ირღვევა თვითნებობის დროს, შეიძლება დადგენილ იქნეს როგორც კანონით, ისე კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით. მოქალაქე, რომელიც მოქმედებს დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ, შეიძლება ახორციელებდეს თავის ნამდვილ, ან თავისად დაგულვებულ უფლებას. თავისად დაგულვებული უფლება ისეთი უფლებაა, როცა პირი შეცდომით ფიქრობს, რომ მას ესა თუ ის უფლება აქვს, თუმცა სინამდვილეში მას ასეთი რამ არა აქვს ანდა ეს უფლება მას შეიძლება მიენიჭოს, მაგრამ მხოლოდ დადგენილი წესით. თვითნებობა უფლების ისეთი განხორციელებაა, როცა უგულებელყოფილია მისი რეალიზაციის კანონით ან სხვა ნორმატიული აქტით დადგენილი წესი. დადგენილი წესის დარღვევად ჩაითვლება რაიმე მოქმედება ან უმოქმედობა, რომელიც არღვევს უფლების შეძენის ან რეალიზაციის ნორმატიული აქტით დადგენილ წესს, როცა პირი მოვალე იყო ემოქმედა სამართლებრივი აქტის ან ხელშეკრულების საფუძველზე. ქმედების ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანია მნიშვნელოვანი ზიანი, რომელსაც სასამართლო ადგენს საქმის კონკრეტული გარემოების მიხედვით. რაც შეეხება ქმედების სუბიექტურ შემადგენლობას, თვითნებობა განზრახი დანაშაულია, პირს გაცნობიერებული აქვს თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ე.ი. თავისი ან თავისად დაგულვებული უფლების დადგენილი წესის საწინააღმდეგო შედეგის დადგომა - მნიშვნელოვანი ზიანის მიყენება ფიზიკური ან იურიდიული პირისთვის და სურს ეს შედეგი, ან ითვალისწინებს ასეთი შედეგის დადგომის გარდუვალობას, ანდა შეგნებულად უშვებს, ან გულგრილად ეკიდება მის დადგომას.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულებმა მიიჩნიეს, რომ ფ--------–-–--–--ის მიერ შეუსრულებელი ფინანსური ვალდებულების სანაცვლოდ, უფლება ჰქონდათ მის ავტომანქანას დაუფლებოდნენ მის მიერ ვალდებულების შესრულებამდე, თუმცა მათ ამის უფლება არ ჰქონიათ, რითაც თავისად დაგულვებული უფლება დადგენილი წესის საწინააღმდეგოდ გადახორციელეს. ბრალდებულებმა თვითნებობა ჩაიდინეს მოქმედებით, რადგან მათ დაზარალებულების კუთვნილი ავტომანქანა დაიტოვეს, რითაც დაზარალებულებს მიადგათ მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი. დაზარალებულთა მატერიალური მდგო----ეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათთვის მიყენებული ზიანი - მნიშვნელოვანია და შესაბამისად, საქართველოს სსკ 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობა სახეზეა.
სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ჯ-------------–-–---–სა და გ------------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნიათ, ხოლო ო-------------–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა მისი ნასამართლობა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ჯ-------------–-–---–ის ქმედება საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ჯ-------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) თვის ვადით.
ჯ-------------–-–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 აგვისტოდან.
გაუქმდეს ჯ--ა ქართველშვილის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
გ------------------ის ქმედება საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
გ------------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 360-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) თვის ვადით.
გ------------------ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 15 სექტემბრიდან.
გაუქმდეს გ------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ო-------------–---–ის ქმედება საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ პუნქტებიდან და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ პუნქტებიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ 360-ე მუხლის პირველ ნაწილზე.
ო-------------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 360-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 19 ოქტომბრის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ახლად დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) თვით და 11 (თერთმეტი) დღით და საბოლოოდ, ო-------------–---–ს მოსახდელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის ვადით.
ო-------------–---–ს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 17 აგვისტოდან.
გაუქმდეს ო-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა.
ნივთიერი მტკიცებულები:
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, ავტომანქანა ,,TOYOTA COROLA“-ს ჩხრეკის შედეგად და ავტომანქანა ,,BMW X5“-დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, 6 მარყუჟი, ანაწმენდები და დანა - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
,,BMW“-ს მარკის ავტომანქანის სარეგისტრაციო მოწმობა, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–----------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
,,TOYOTA COROLA“-ს მარკის ავტომანქანა სახელმწიფო ნომრით V-------- და ავტომანქანის გასაღები, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–----------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ვ-–------------------ის, ფ--------–-–--–--ის, თ-------- ა----–-–---–ის, ო-------------–---–ის და ჯ-------------–-–---–ის ნერწყვის ნიმუშები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ფ--------–-–--–--ისგან ამოღებული ,,აიფონ 6“-ის ფირმის მობილური ტელეფონის ყუთი, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–----------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
გ------------------ის ნერწყვის ნიმუში, ხელის კვლები და სუნის კვლები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ავტომანქანა ,,BMW“-ს მარკის ავტომანქანის გასაღები - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
ავტომანქანა ,,BMW X5“, რომელიც ინახება ვ---------------–----------------–----------------–---–- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
შპს ,,კაი მარკეტი“-დან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები ერთ ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
,,BMW“-ს მარკის ავტომანქანის დათვალიერების ფოტომასალა 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
ადგილმდებარეობის დათვალიერების ამსახველი ფოტო მასალა 2 დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
,,BMW“-ს მარკის ავტომანქანის ამოღების ამსახველი ფოტო მასალა 1 დისკზე, ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტო მასალა 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტო მასალა 1 დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით;
,,TOYOTA COROLA“-ს მარკის ავტომანქანის ჩხრეკის ამსახველი ფოტო მასალა 1 ცალ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნას საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე:
ლ. ორკოდაშვილი