განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1-------------------
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
15 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნ---- ნაჭყებიამ
თ----- შუბითიძის მდივნობით
პროკურორ - ა-- მ---------–ის,ადვოკატ – ნ------- ი--–---–ის მონაწილეობით,განსასჯელ – თ------ ს------იას დაუსწრებლად,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე თ------ ა-–---------ეს ძე ს------იას (დაბადებული 1----–-–-------------ს, რეგისტრირებული: ლ------------------------------ში, ამჟამად ძებნილი) მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (31.05.2006 წლის რედაქცია).
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
საბრალდებო დასკვნის მიხედვით, თ------ ს------იას ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ქონებრივი უფლების მიღება მოტყუებით, არაერთგზის, დიდი ოდენობით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
თ------ ს------იას დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
თ------ ს------იამ 2----–--–ში დააფუძნა შ.პ.ს. „ე--------ი“, რომელიც ტერიტორიულად განათავსა ქ.თბილისი, დ------–-----–-------------------ში და საშუამავლო საქმიანობის წარმოებით, გადაწყვიტა მოქალაქეთა მოტყუება და აღნიშნული გზით არაერთგზის დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მიღება.
· განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, ბინის დაგირავების მსურველების მოზიდვის მიზნით, 2001 წლის 12 აგვისტოს, თ------ ს------ია თბილისში არსებულ ე.წ. მ–----–-------ე შეხვდა ი---- კ--–----ეს, რომელმაც გამოთქვა რა ბინის დაგირავების სურვილი, მან უთხრა, რომ ჰქონდა დასაგირავებლად კარგი საყოფაცხოვრებო პირობების მქონე ბინა და შესთავაზა თბილისში, ა-–--------ის ქ---------ში მდებარე ბინის დათვალიერება. აღნიშნული ბინის დათვალიერების შემდეგ ი----–----ემ გამოთქვა მისი დაგირავების სურვილი, რა დროსაც თ---------იამ შეიყვანა იგი შეცდომაში და ნაცვლად გირავნობის ხელშეკრულებისა, მოტყუებით ნოტარიულად გაუფორმა სესხის ხელშეკრულება, რის შემდეგადაც ასევე მოტყუებით დაეუფლა ი----–----ის კუთვნილ 4000 აშშ დოლარს.
· 2001 წლის იანვრის თვეში, თ------ ს------ია ე.წ. „მ–----–-------ე“ შეხვდა გ---- ჭ------ეს, რომელმაც მასთან საუბარში გამოთქვა ბინის დაგირავების სურვილი. თ--------იამ გ--------ეს დასაგირავებლად შესთავაზა თბილისში ზ--------------ას გამზირზე, მ-----------------–--------------------–ი განთავსებული ბინა, რომლის დათვალიერების შემდეგ, გ--------ემ გამოთქვა ხსენებული ბინის დაგირავების სურვილი, რითაც ისარგებლა თ--------იამ და ნაცვლად გირავნობის ხელშეკრულებისა, მოტყუებით გაუფორმა სესხის ხელშეკრულება და დაეუფლა ამ უკანასკნელის კუთვნილ 4000 აშშ დოლარს, რითაც მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი მიაყენა გ---- ჭ------ეს.
· 2002 წლის 10 ივნისს, მ------ ჩ--------ე ბინის დაგირავების მიზნით მივიდა ქ.თბილისში, დ------–-----–-------------------ში განთავსებულ საშუამავლო ფი---ა შპს „ე--------ში“, რადგან შეიტყო, რომ შპს ახორციელებდა ბინის დაგირავების ოპერაციებს. ხსენებულ მისამართზე მისულმა მ----------ემ გაიცნო ამ უკანასკნელის განმარტებით, შპს „ე--------ის“ დირექტორი თ------ ს------ია. მასთან ბინის დაგირავების სურვილის გამოთქმის შემდეგ, თ--------იამ შეთავაზა მ----------ეს ქ.თბილისში, მ-–--------------ში მდებარე ბინის დაგირავება და წაიყვანა მის დასათვალიერებლად. ხსენებულ მისამართზე ბინის დათვალიერებისას მისი საყოფაცხოვრებო პირობების მოწონების შემდეგ, მ----------ემ გამოთქვა ბინის დაგირავების სურვილი, რითაც ისარგებლა თ--------იამ, შეიყვანა იგი შეცდომაში და ნაცვლად გირავნობის ხელშეკრულებისა მოტყუებით, ნოტარიულად გაუფორმა სესხის ხელშეკრულება, აღნიშნულით კი დაეუფლა დაზარალებულ მ------ ჩ--------ის კუთვნილ 7056 ლარს და მიაყენა მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი
· 2002 წლის თებერვლის თვეში, ნ-----–ა ფ-----ემ გაზეთ „ს--------------მე“-დან შეიტყო, რომ ქ.თბილისი, დ------–-----–ის გ--------------ში განთავსებული იყო შპს „ე--------ი“, რომელიც დაკავებული იყო ბინის დაგირავებით. გაზეთში ამოკითხული განცხადებით დაინტერესებული ნ--------ე დასაგირავებლად ეძებდა რა ბინას ქ.თბილისში, მივიდა ხსენებულ მისამართზე განთავსებულ შპს-ში, სადაც გაიცნო თ--------ია. მასთან საუბარში ნ--------ემ გამოთქვა ბინის დაგირავების სურვილი, რა დროსაც თ--------იამ შესთავაზა ამ უკანასკნელს წ-------–ის გამზირზე მდებარე ბინის დაგირავება. ბინის დათვალიერების შემდეგ, ნ--------ემ გამოთქვა მისი დაგირავების სურვილი, რა დროსაც თ--------იამ შეიყვანა იგი შეცდომაში და ნაცვლად გირავნობის ხელშეკრულებისა, მოტყუებით ნოტარიულად გაუფორმა სესხის ხელშეკრულება, რითაც დაეუფლა ნ-----–ა ფ-----ის კუთვნილ 2000 აშშ დოლარს და ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2002 წლის 14 მაისს, ნ---–- ბ----------ია მივიდა ქ.თბილისში არსებულ ე.წ „მ–----–-------ე“, რათა იქ მყოფი მაკლერების დახმარებით დაეგირავებინა ბინა ქ.თბილისში. აღნიშნულ დროს ხსენებულ ხიდზე მას გაესაუბრა ე-–------ პ-----–---–ი, რომელმაც უთხრა რომ მუშაობდა საშუამავლო ფი---ა შპს „ე--------ში“, რომელიც დაკავებული იყო ბინის დაგირავებით და შესთავაზა ბინის დაგირავებაში დახმარება. ე-------–---–თან საუბრის შემდეგ შეთავაზებული შუამავლობით დაინტერესებული ნ------------ია მივიდა ხსენებული მოქალაქის მიერ მითითებულ მისამართზე, სადაც შეხვდა მანამდე მისთვის უცნობ თ------ ს------იას, რა დროსაც ეს უკანასკნელი გაეცნო მას შპს „ე--------ის“ დირექტორად. მასთან მცირე ხნის საუბრის შემდეგ, ნ------------იამ გამოთქვა რა ქ.თბილისში ბინის დაგირავების სურვილი, თ--------იამ წაიყვანა იგი ქ---------ის ქუჩაზე მდებარე ბინის დათვალიერებლად, რის შემდეგაც ნ------------იამ გამოთქვა მისი დაგირავების სურვილი. ისარგებლა რა შემთხვევით, თ--------იამ შეიყვანა იგი შეცდომაში მოტყუებით, ნაცვლად გირავნობის ხელშეკრულებისა, ნოტარიულად გაუფორმა სესხის ხელშეკრულება და დაეუფლა ნ---–- ბ----------იას კუთვნილ 5600 ლარს, რითაც ამ უკანასკნელს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2002 წლის 19 მარტს, თ------ ს------იამ ი--- კ-----ე და მისი მეუღლე ნ-------- მ--–--ა, რომელთათვისაც ცნობილი გახდა ქ.თბილისში, დ------–-----–ის გამზირზე N----ში განთავსებული საშუამავლო ფი---ა - შპს „ე--------ის“ არსებობის შესახებ და რომელთანაც მასთან საუბარში გამოთქვა ბინის დაგირავების სურვილი, წაიყვანა ისინი ქ.თბილისი, ვაჟა ფშაველას მე-6 კვარტალი, კორპუსი N6-ში განთავსებულ ბინაში დასათვალიერებლად. ხსენებული ბინის საყოფაცხოვრებო პირობების მოწონების შემდეგ ი-------ემ და მისმა მეუღლემ გამოთქვეს მისი დაგირავების სურვილი. აღნიშნულით ისარგებლა თ--------იამ და ი-------ეს ნოტარიულად, მოტყუებით გაუფორმა სესხის ხელშეკრულება, რის შემდეგაც დაეუფლა ი--- კ-----ის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს და მიაყენა მას მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
· 2002 წლის ოქტომბერის თვეში, თ------ ს------იამ შეცდომაში შეიყვანა გ------ი ბ-------–---–ი, რომელიც მივიდა ქ.თბილისში, დ------–-----–ის გამზირი N----ში მდებარე შპს „ე--------ში“ ბინის დაგირავების სურვილით. დაგირავებული ბინის დათვალიერებისა და მისი საყოფაცხოვრებო პირობების მოწონების შემდეგ, თ--------იამ გ---------–---–ს მოტყუებით ნაცვლად, გირავნობის ხელშეკრულებისა ერთი წლის ვადით ნოტარიულად გაუფორმა სესხის ხელშეკრულება და დაეუფლა მის კუთვნილ 1500 აშშ დოლარს რითაც დაზარალებულ გ------ი ბ-------–---–ს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ყოველივე ზემოაღნიშნული თაღლითური ქმედებით, თ------ ს------ია დაეუფლა დიდი ოდენობით ფულად თანხას და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, საბრალდებო დასკვნის თანახმად, თ------ ს------იამ ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის რედაქცია).
2002 წლის 19 მარტის სესხის ხელშეკრულების თანახმად, 2002 წლის 19 მარტს, მოქ. ი---ა კ-----ემ (დაბ.29.04.1971წ) მოქ. თ------ ს------იას (დაბ.2---------წ) 1 წლის ვადით, სარგებლის (პროცენტის) გარეშე ასესხა 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი 3353 ლარი (ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიუს ე--------–---ის მიერ). ხელშეკრულებაზე ფიქსირდება მინაწერი: „2003 წლის მარტს ორთავე მხარეების შეთანხმებით ბინაში ცხოვრება გაგრძელდა ერთი წლის ვადით 2004 წლის მარტამდე, იგივე თანხით.“
დაზარალებულ ი---ა კ-----ის ჩვენებით, 2002 წლის მარტში მეუღლესთან ერთად გადაწყვიტა ბინის დაგირავება. აღნიშნული მიზნით, 2002 წლის 19 მარტს, დეიდაშვილთან ნ-------- მ--–----თან ერთად მივიდა ა----–-----–ის გამზN----ში მდებარე შპს „ე--------ში“, რომლის ხელმძღვანელი იყო თ------ ს------ია. ოფისში განსასჯელთან ერთად დახვდათ ორი ქალბატონი - ნ--- ჩ-------ა და მდივანი ე-- ფ---–---ია. თ--------იამ ი-------ეს შესთავაზა 1500 აშშ დოლარად ვ-–----–----–----------------------------–-----------------ში მდებარე ერთოთახიანი ბინის დაგირავება. ი--------ე და ნ----–უა თ--------იას ა/მანქანით გაემართნენ ხსენებული ბინის სანახავად. დაზარალებულს მოეწონა ბინა და გადაწყვიტეს ხელშეკრულების გასაფორმებლად ნოტარიუსთან წასვლა, გზად კი შეიარეს ი-------ის დრ. საცხოვრებელ ბინაში გ---------ის ქუჩაზე, სადაც დეიდაშვილის თანდასწრებით, თ--------იას გადასცა 1500 აშშ დოლარი. აღნიშნულის შემდეგ, მივიდნენ ა----–-----–ის გამზირზე, ნოტარიუს ე--------–---თან, მდივანმა ქალბატონმა შეადგინა ტექსტი კომპიუტერზე და შინაარსის გაცნობის გარეშე ხელი მოაწერა დაზარალებულმა. ხელშეკრულების თანახმად, ბინაში ცხოვრება შეეძლო ერთი წლის ვადით. ი-------ე და მისი მეუღლე 2002 წლის 20 მარტს საცხოვრებლად გადავიდნენ ზ/აღნიშნულ ბინაში. 1 წლის გასვლის შემდეგ, ი-------ე კვლავ მივიდა შპს „ე--------ში“, სადაც დახვდნენ თ--------ია, ე.ფ---–---ია და ნ---------ა და ითხოვა ხელშეკრულების ვადის გაგრძელება. თ--------იამ თანხმობა განაცხადა და 2002 წლის 19 მარტის სესხის ხელშეკრულებაზე გააკეთა შესაბამისი მინაწერი, რომ ვადა გაგრძელებული იყო 2004 წლის მარტამდე, რაც დამოწმდა მხარეთა ხელმოწერებითა და შპს „ე--------ის“ ბეჭდით. დაზარალებულის განმარტებით, 2003 წლის მაისის თვეში შეიტყო ბინის მეპატრონისაგან, რომ თ--------ია გაქცეული იყო თანამზრახველებთან ერთად და მას შემდეგ, განსასჯელის ადგილსამყოფელი უცნობია. ი-------ის ჩვენებით, მან თ--------იას ქმედებით განიცადა 1500 დოლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ გ---- ჭ------ის 01.09.2003წ დაკითხვის ოქმის თანახმად, 2000 წლის დეკემბრის თვეში ქ.ზ--------ში გაყიდა სახლი და ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ქ.თბილისში. ყიდვისათვის არასაკმარისი თანხის გამო, გადაწყვიტეს კეთილმოწყობილი ბინის დაგირავება. 2001 წლის იანვრის თვეში, გ--------ის მეუღლე ე.წ. მ–----–-------ე შეხვდა დაზარალებულის კლასელს ნ--- ჩ-------ას და უთხრა, რომ სურდა ე.წ. „მაკლერების“ დახმარებით ბინის მოსაძებნა. ნ---------ამ გ--------ის მეუღლეს გააცნო თ------ ს------ია, რომელმაც მცირე დროის შემდეგ ჭ------ეებს შესთავაზა ბინა გ-----------იას გამზირზე. დაზარალებული, მისი მეუღლე, ნ---------ა და თ--------ია ერთად მივიდნენ გ-----------იას გამზირი, მ-------------–------------------------ის დასათვალიერებლად. ბინა გასაღებით გააღო თ--------იამ და დაათვალიერეს, ჭ------ეებს მოეწონათ და შეთანხმდნენ დაგირავებაზე, თუმცა თ--------იას ინიციატივით, გ--------ე და მისი ქალიშვილი მ-------ა წაყვნენ განსასჯელს დ------–-----–ის გამზირზე, გამგეობის შენობაში ნოტარიუს ე-----ი ბ------–---თან სესხის ხელშეკრულების გასაფორმებლად. გ--------ე და თ--------ია შეთანხმდნენ ბინის დასაგირავებელ თანხაზე - 4000 აშშ დოლარზე და გააფორმეს სესხის ხელშეკრულება, რომელსაც ხელი მოაწერა მ-------ამ. ხელშეკრულება გაფორმდა 1 წლის ვადით, თუმცა სურვილის შემთხვევაში, დაზარალებულს შეეძლო გაეგრძელებინა აღნიშნული ვადა. სესხის ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, გ--------ე და თ--------ია მისივე ა/მანქანით ავიდნენ ზ/აღნიშნულ ბინაში, სადაც დაზარალებულმა მეუღლის თანდასწრებით გადასცა განსასჯელს 4000 აშშ დოლარი, რის სანაცვლოდაც ამ უკანასკნელმა დაუტოვა ბინის გასაღები და მას შემდეგ აღარ უნახავს. გ--------ეს თ--------იასათვს არ უკითხავს, თუ რა სარგებელი ექნებოდა მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებიდან. გ--------ე ოჯახთან ერთად დღემდე ცხოვრობს დაგირავებულ ბინაში და ბინის მფლობელთან რაიმე უთანხმოება არ წარმოშობილა. გ--------ის ჩვენებით, მან თ--------იას ქმედებით განიცადა 8480 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ მ------ ჩ--------ის 02.09.2003წ დაკითხვის ოქმის თანახმად, 2002 წელს გადაწყვიტა ქ.თბილისში საცხოვრებელი ბინის დაგირავება. ნათესავის ნ--- კ-----–--ისაგან შეიტყო, რომ მას ბინა დაგირავებული ჰქონდა ფირმა „ე--------ის“ მეშვეობით, რომლის ხელმძღვანელი თ------ ს------ია იყო სანდო პიროვნება. 2002 წლის 10 ივნისს, მ----------ე, მისი მეუღლე და ნ-------–--ე მივიდნენ ქ.თბილისში, დ------–-----–ის გ--------------ში მდებარე ფირმა „ე--------ში“, სადაც გაიცნეს თ------ ს------ია. განსასჯელმა მათ შესთავაზა ოროთახიანი ბინის დაგირავება მ-–-----ის N---ში და წავიდნენ აღნიშნული ბინის დასათვალიერებლად. ბინა მოეწონათ და შეთანხმდნენ პირობებზე, კერძოდ, თ--------იას ინიციატივით, უნდა გაფორმებულიყო სესხის ხელშეკრულება, რითაც იგი იღებდა ვალდებულებას, რომ მ----------ის მიერ ბინის დაგირავებაში გადახდილი თანხით გადაიხდიდა ბინის საფასურს. სესხის ხელშეკრულება გაფორმდა ნოტარიუს ე--------–---თან, 1 წლის ვადით. ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ, მ----------ემ მეუღლისა და ნ-------–--ის თანდასწრებით, თ--------იას გადასცა 3500 აშშ დოლარი, ამ უკანასკნელმა კი მისცა ბინის გასაღები და დაზარალებული ოჯახთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა ხსენებულ ბინაში. 1 წლის შემდეგ, მ----------ესთან მივიდა ბინის მფლობელი ნ--- ბ-----–---–ი და უთხრა, რომ თ--------იას მისთვის 3 თვის ქირა არ გადაუხდია და სთხოვა ვითარების გარკვევა. მ----------ე მივიდა შპს „ე--------ში“, სადაც შეიტყო, რომ თ--------იას ხელშეკრულებები გაუფორმებია ძალიან ბევრ ადამიანთან, აუღია მათგან თანხები და მიმალულა. დაზარალებულის ჩვენებით, მას სესხის ხელშეკრულების გაფორმების დღიდან თ--------ია აღარ უნახავს და არ იცის მისი ადგილსამყოფელი. მ----------ის ჩვენებით, მან თ--------იას ქმედებით განიცადა 7056 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ ნ-----–ა ფ-----ის 15.09.2003წ დაკითხვის ოქმის თანახმად, 2002 წლის თებერვლის თვეში, შვილთან გ------ი ყ----–-–---–თან ერთად ქუთაისიდან ჩამოვიდა თბილისში და გადაწყვიტა ბინის დაგირავება. გაზეთ „ს--------------მე“-დან შეიტყო, რომ ა----–-----–ის გამზN----ში მდებარე ფირმა „ე--------ი“ აწარმოებდა ბინების დაგირავებას. ოფისში მისულ ნ--------ეს, ფირმის დირექტორმა თ--------იამ შესთავაზა ა--–-------–ის გამზირზე მდებარე ბინის 1 წლის ვადით დაგირავება 2000 აშშ დოლარად, რასაც დათანხმდა. ბინის დათვალიერების გარეშე, ოფისშივე დაზარალებულმა განსასჯელს გადასცა 2000 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ნ--------ესა და თ--------იას შორის დ------–-----–ის გამზირზე, ნოტარიუს ე--------–---თან გაფორმდა ხელშეკრულება, რომლის ტექსტს ნ--------ემ გაცნობის გარეშე მოაწერა ხელი. დაზარალებულის ჩვენებით, მოგვიანებით ხელშეკრულების წაკითხვისას აღმოაჩინა, რომ მოტყუებული იყო, ვინაიდან მასში მითითებული იყო, რომ ნ--------ემ თ--------იას 1 წლით ასესხა 2000 აშშ დოლარი, რაც სიმართლეს არ შეესაბამებოდა. ოჯახის წევრებთან გასაუბრების შემდეგ, დაზარალებულმა გადაწყვიტა ხელშეკრულების გაუქმება და ფულის დაბრუნება, რის გამოც ძმასთან ბ-----ი ფ-----ესთან ერთად მივიდა თ--------იასთან, რომელიც დაპირდა ხელშეკრულების გაუქმებას და თანხის უკან დაბრუნებას. ნ--------ის ჩვენებით, მას შემდეგ თ--------ია აღარ უნახავს, არც თანხა დაბრუნებია და არც ზ/აღნიშნულ ბინაში უცხოვრია. ნ--------ის ჩვენებით, მან თ--------იას ქმედებით განიცადა 4400 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2002 წლის 15 მაისის სესხის ხელშეკრულების თანახმად, 2002 წლის 15 მაისს, მოქ. ნ---–- ბ----------იამ (დაბ.15.04.1957წ) მოქ. თ------ ს------იას (დაბ.2---------წ) 1 წლის ვადით, სარგებლის (პროცენტის) გარეშე ასესხა 2500 აშშ დოლარის ექვივალენტი 5600 ლარი (ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიუს ე--------–---ის მიერ). ხელშეკრულებაზე ფიქსირდება თ--------იას შენიშვნა: „მე, თ------ ს------ია და ჩემი მეუღლე ნ--- ჩ-------ა, თანახმა ვართ თუ გამსესხებელი დროზე ვერ მიიღებს თავის კუთვნილ თანხას, ვალდებულებას ვიღებთ და ვუთმობთ ჩვენს კუთვნილ ბინას.“
სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა დაზარალებულმა ნ---–- ბ----------იამ დაადასტურა საჯაროდ წაკითხული, 26.10.2003წ დაკითხვის ოქმის სისწორე და განმარტა შემდეგი: 2002 წლის 14 მაისს ე.წ. მ–----–-------ე ბინის დაგირავების მიზნით მისულმა ნ---–- ბ----------იამ გაიცნო ე-–------ პ-----–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ მუშაობდა შპს „ე--------ში“, რომელიც დაკავებული იყო ბინების დაგირავებით. ნ------------ია დაინტერესდა და მივიდა ა----–-----–ის გამზN----ში მდებარე ფირმა „ე--------ში“, სადაც გაიცნო ნ--- ჩ-------ა, ე-- ა-–-----–---–ი და ფირმის დირექტორი თ------ ს------ია. თ--------იამ დაზარალებულს შესთავაზა ქ---------ის ქუჩაზე მდებარე სამოთახნიანი ბინა, რის შემდეგაც ნ------------იამ, თ--------იასა და მისი მეუღლე ნ---------ას თანდასწრებით, დაათვალიერა შეთავაზებული ბინა და გადაწყვიტა მისი დაგირავება. მეორე დღეს, ნ------------ია შპს „ე--------ში“ შეხვდა თ--------იას და წავიდნენ ა----–-----–ის გამზირზე, ნოტარიუს ე--------–---თან. ნოტარიუსმა შეადგინა სესხის ხელშეკრულების ტექსტი, რომელიც ნ------------იას არ გააცნეს და შეიყვანეს შეცდომაში. აღნიშნულის შემდეგ, დაზარალებულმა საკუთარ საცხოვრებელ სახლში ნ---------ას გადასცა შეთანხმებული 2500 აშშ დოლარი, თ--------ია კი მეუღლეს ელოდებოდა სადარბაზოსთან, თანხის გადაცემის შემდეგ, განსასჯელმა ნ------------იას გადასცა ბინის გასაღები. აღნიშნული ფაქტიდან 1 თვეში გადავიდა ხსენებულ ბინაში საცხოვრებლად. დაზარალებულის განმარტებით, თანხის გადაცემის შემდეგ, წაიკითხა ხელშეკრულების ტექსტი და მიხვდა, რომ დაუშვა შეცდომა, რის გამოც მივიდა ფირმის ოფისში ხელშეკრულების გასაუქმებლად და თანხის დასაბრუნებლად, თუმცა ნ---------ამ დაარწმუნა, რომ სესხის დაუბრუნებლობის შემთხვევაში გარანტად დებდნენ მათსავე საცხოვრებელ ბინას გ---------ის ქუჩაზე, რის თაობაზეც თ--------იამ სესხის ხელშეკრულების უკანა მხარეს გააკეთა წარწერა, მხარეებმა მოაწერეს ხელი და თ--------იამ დაამოწმა შპს „ე--------ის“ ბეჭდით. 1 წლის გასვლის შემდეგ, ნ------------იას აღარ სურდა ხელშეკრულების ამოწურული ვადის გაგრძელება და თანხის დასაბრუნებლად მივიდა შპს „ე--------ში“, სადაც დახვდა უამრავი ადამიანი და შეიტყო, რომ თ--------ია დაეუფლა დიდი რაოდენობით ფულად თანხას და მიიმალა. დაზარალებულისათვის უცნობია თ--------იასა და ნ---------ას ადგილსამყოფელი. ნ------------იას ჩვენებით, მან თ--------იას ქმედებით განიცადა 5600 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2002 წლის 23 აპრილის სესხის ხელშეკრულების თანახმად, 2002 წლის 23 აპრილს, მოქ. გ------ი ბ-------–---–მა (დაბ.----------წ) მოქ. თ------ ს------იას (დაბ.2---------წ) 1 წლის ვადით, სარგებლის (პროცენტის) გარეშე ასესხა 1500 აშშ დოლარის ექვივალენტი 3382 ლარი (ხელშეკრულება დამოწმებულია ნოტარიუს ე--------–---ის მიერ).
სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული, დაზარალებულ გ------ი ბ-------–---–ის 3.10.2003წ დაკითხვის ოქმის თანახმად, 2002 წელს გადაწყვიტა ბინის დაგირავება. მისმა ქალიშვილმა შეიტყო, რომ ა----–-----–ის გამზN----ში არსებობდა შპს „ე--------ი“, რომლის საქმიანობაც იყო ბინების ყიდვა-გაყიდვა, გაქირავება-დაგირავება. გ---------–---–ი ქალიშვილთან ერთად მივიდა ზ/აღნიშნული ფი---ის ოფისში, სადაც მისმა ხელმძღვანელმა თ------ ს------იამ 1500 აშშ დოლარად შესთავაზა საბურთალოზე ან ვარკეთილში მდებარე ბინების დაგირავება. 1 კვირის შემდეგ, თ--------იამ კუთვნილი ა/მანქანით, გ---------–---–ი და მისი ქალიშვილი წაიყვანა ვ-–----–----–ას გამზირი, მ-------------–------------------------ ბინის სანახავად. დაზარალებული დათვალიერების შემდეგ დათანხმდა ხსენებული ბინის დაგირავებას და ყველანი ერთად გაემართნენ ა----–-----–ის გამზირზე, ნოტარიუს ე--------–---თან ხელშეკრულების გასაფორმებლად. ხელშეკრულების ხელმოწერის შემდეგ (დაზარალებული ტექსტს არ გაცნობია, ვინაიდან ეგონა, რომ გირავნობის ხელშეკრულება იყო და თ--------იას პიროვნებაში ეჭვი არ შეპარვია), დაბრუნდნენ „ე--------ის“ ოფისში, სადაც გ---------–---–მა თ--------იას გადასცა 1500 აშშ დოლარი, რასაც ესწრებოდნენ განსასჯელის თანამშრომლები. მეორე დღეს, გ---------–---–ი ქალიშვილთან ერთად გადავიდა საცხოვრებლად დაგირავებულ ბინაში. დაახლოებით 8-9 თვეში, გ---------–---–თან მივიდა უცნობი ქალი, რომელმაც განუცხადა, რომ ბინა ეკუთვნოდა მის ქალიშვილს და დაეცალათ. დაზარალებულმა უარი უთხრა, ვინაიდან ბინა ნაგირავები ჰქონდა 1 წლის ვადით, ქალბატონმა აუხსნა, რომ თ--------იას მისგან ჰქონდა ბინა ნაქირავები 80 აშშ დოლარად და შემდეგ ბ-------–---–ებზე დაგირავებული. აღელვებული დაზარალებული სიტუაციის გასარკვევად წავიდა „ე--------ის“ ოფისში, სადაც დახვდა მასსავით მოტყუებული არაერთი ადამიანი. დაზარალებულის ჩვენებით, იმედი ჰქონდა ნოტარიუსთან გაფორმებული ხელშეკრულების, თუმცა სახლში მისულმა, ხელშეკრულების წაკითხვის შემდეგ აღმოაჩინა, რომ ხელშეკრულება გირავნობის ნაცვლად იყო სესხის. დაზარალებული იძულებული გახდა დაეცალა ნაგირავები ბინა და საცხოვრებლად გადასულიყო უმცროს ქალიშვილთან. გ---------–---–ის ჩვენებით, მან თ--------იას ქმედებით განიცადა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი (დაკითხვის ოქმში ოდენობა მითითებული არაა).
სასამართლო სხდომაზე დაიკითხნენ დაზარალებულები: ნ---- მ-------ი, ე-–---- ბ--------ია, თ----- ფ-----ე, მ------ მ----–--ე, ნ-----–ა ს---------ე, ე-–------- ც-------ე, მ-----– ბ---–----ე, ნ---- ჯ---–---–ი და გ------ი მ---–-–---–ი, მოწმეები: ნ-----–---- ი---–---–ი და ზ---- ა--------–--ე, აგრეთვე საჯაროდ იქნა წაკითხული დაზარალებულების: ი--- ა---------იას, კ--- თ----------–--ის, ნ---- ფ-----ს, მ------ კ----------ის დაკითხვის ოქმები, რომელთა თანახმად, ყველა ზ/აღნიშნული პირი შეცდომაში შეიყვანა შპს „ე--------ის“ ხელმძღვანელმა თ------ ს------იამ და ბინის გირავნობის ხელშეკრულების ნაცვლად, მოტყუებით გაუფორმა სესხის ხელშეკრულებები, რაც დამოწმდა ნოტარიუს ე--------–---ის მიერ და რამაც თითოეულ მოქალაქეს მიაყენა მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქართველოს სსსკ-ის 450-ე მუხლის თანახმად (20/02/1998წ), საქმის სასამართლო განხილვა ტარდება განსასჯელის მიმართ მხოლოდ იმ ბრალდების ფარგლებში, რომლითაც განსასჯელი სამართალში მისცეს, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა პროკურორმა ბრალდება შეცვალა განსასჯელის სასარგებლოდ.
მოცემულ შემთხვევაში, 19.01.2004 წ დადგენილებით ბრალდებულის სახით სს პასუხისგებაში მიცემის შესახებ და 25.04.2015წ საბრალდებო დასკვნით დგინდება, რომ თ--------იას ბრალი დაედო საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებითა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში 7 დაზარალებულის: ი---- კ--–----ის, გ---- ჭ------ის, მ------ ჩ--------ის, ნ-----–ა ფ-----ის, ნ---–- ბ----------იას, ი--- კ-----ისა და გ------ი ბ-------–---–ის მიმართ (ამასთან, პროკურორს ბრალდება არ შეუცვლია), შესაბამისად, სასამართლო განიხილავს თ--------იას ბრალდების სს საქმეს მხოლოდ საბრალდებო დასკვნით განსაზღვრული ბრალდების ფარგლებში (შვიდი დაზარალებულის მიმართ) და მოკლებულია შესაძლებლობას იმსჯელოს დაზარალებულად ცნობილი სხვა პირებისა თუ მოწმეების (მაგ: ნ-----–---- ი---–---–ი და ზ---- ა--------–--ე სხვა დაზარალებულების მსგავსად, თ--------იას ამხელენ მოტყუებით მათთვის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანის მიყენებაში, თუმცა არ არიან ცნობილნი დაზარალებულად) მიმართ თ--------იას მიერ რაიმე დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებასა თუ ქონებრივი ზიანის მიყენების თაობაზე. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მათი ჩვენებების შეფასება ყოველგვარ აზრს მოკლებულია მით უფრო, რომ აღნიშნული ინფორმაციით თ--------იას მიმართ წარდგენილ ბრალდებასთან დაკავშირებით რაიმე მნიშვნელოვანი ფაქტობრივი გარემოება არ დგინდება და შემხებლობაში არაა დაზარალებულების: ი---- კ--–---ის, გ---- ჭ------ის, მ------ ჩ--------ის, ნ-----–ა ფ-----ის, ნ---–- ბ----------იას, ი--- კ-----ისა და გ------ი ბ-------–---–ის ეპიზოდებთან.
რაც შეეხება თ--------იას მიმართ წარდგენილი ბრალდების ფარგლებში გამოკვლეულ მტკიცებულებებს - სესხის 3 ხელშეკრულებას, 5 დაზარალებულის საჯაროდ წაკითხულ ჩვენებასა და 1 დაზარალებულის სასამართლო სხდომაზე მიცემულ ჩვენებას, აღნიშნული ვერ დაედება საფუძვლად თ--------იას მიმართ წარდგენილ ბრალდებაში გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას შემდეგ გარემოებათა გამო:
· დაზარალებულ ი----–----ის ეპიზოდში არ არის წარმოდგენილი არცერთი არათუ პირდაპირი, არამედ ირიბი მტკიცებულებაც კი, რაც დაადასტურებდა თ--------იას მიერ ი----–----ის კუთვნილი 4000 აშშ დოლარის მოტყუებით დაუფლებას (სს საქმეში არ მოიპოვება სესხის ხელშეკრულება, სასამართლო სხდომაზე არ დაკითხულა თავად დაზარალებული და არც მისი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება წაკითხულა საჯაროდ);
· დაზარალებულების: გ--------ის, მ----------ისა და ნ--------ის ეპიზოდში სახეზეა მხოლოდ მათი გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები, თუმცა სს საქმეში არ მოიპოვება მათთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებებიც კი;
· დაზარალებულების: ნ------------იასა და გ---------–---–ის ეპიზოდში სახეზეა მათ მიერ თ--------იასთან გაფორმებული სესხის ხელშეკრულებები და გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენებები;
· დაზარალებულ ი-------ის ეპიზოდში სახეზეა მისი სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენება და სესხის ხელშეკრულება;
· სს საქმეზე არ მოიპოვება დაზარალებულების მიერ თ--------იასათვის თანხის გადახდის ან გადახდილი თანხის ოდენობის დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტი ან თუნდაც ერთი მოწმის ჩვენება;
· სს საქმეში არსებული სესხის ხელშეკრულებები ხელმოწერილია მხარეთა მიერ და დამოწმებულია სანოტარო წესით, შესაბამისად, დაზარალებულთა არგუმენტი, რომ ხელი მოაწერეს შინაარსის გაცნობის გარეშე, ყოველგვარ სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან თითოეული მათგანის ჩვენებით ირკვევა, რომ მათ მიმართ ვინმეს მხრიდან რაიმე იძულებას, მუქარას ან კანონსაწინააღმდეგო ქმედებას ხელშეკრულების გაფორმების მიზნით ადგილი არ ჰქონია, შესაბამისად, ხელშეკრულებები დადებულია დაზარალებულთა ნების შესაბამისად, რაც დადასტურებულია მათივე ხელმოწერებით.
· ევროსასამართლოს არაერთ გადაწყვეტილებაშია დაფიქსირებული პოზიცია, რომ ძალზე ფრთხილად და სათანადო წინდახედულობით უნდა შეფასდეს მოწმეთა ჩვენებები, რომლებიც მიღებულია ისეთ პირობებში, როდესაც დაცვის უფლება არაა უზრუნველყოფილი. ზოგიერთ გარემოებაში შეიძლება საეჭვო გახდეს გამოძიების სტადიაზე მიცემულ ჩვენებებზე მითითება მაშინ, როდესაც ბრალდება მთლიანად ან მეტწილად დაფუძნებულია პირის ჩვენებებზე, რომლის უშუალოდ დაკითხვის საშუალებაც ბრალდებულს არ ჰქონდა არც გამოძიების და არც სასამართლო განხილვის სტადიაზე, რაც მისცემდა სასამართლოს საშუალებას, რომ ერთმანეთისათვის შეედარებინა მოწმისა და ბრალდებულის ჩვენებები და ეჭვი შეეტანა მათ სანდოობაში.
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს არ ჰქონდა შესაძლებლობა უშუალოდ მოესმინა მოწმე გ---–----ა ო--------ის ჩვენება (მისი სასამართლოში წარმოდგენა ვერ მოხერხდა ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო და საჯაროდ იქნა წაკითხული გამოძიებაში მიცემული ჩვენებები) და უშუალოდ შეეფასებინა მისი ქცევა, აგრეთვე მოვლენათა მის მიერ აღწერილი ვერსიის საიმედოობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტი ითვალისწინებს, რომ „ყოველი ადამიანი,... მისთვის წარდგენილი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამოკვლევისას, აღჭურვილია ... მისი საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით...“ამავე მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ყოველ ბრალდებულს აქვს, სულ მცირე, შემდეგი უფლებები:
... დ) დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები...“
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო ადგენს, რომ ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში მოცემული გარანტია მე-6 მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული სამართლიან განხილვაზე უფლების კონკრეტული ასპექტია, რომელიც სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 118). შესაბამისად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო იმ შემთხვევებს, როდესაც ბრალდებულს არ შეეძლო დაეკითხა ბრალდების მოწმე, რადგან ეს უკანასკნელი გარდაიცვალა და სასამართლომ მისი ინფორმაცია მტკიცებულებად დაუშვა, განიხილავს აღნიშნულ ორ ნორმასთან მიმართებაში (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, § 40). აღნიშნულ კონტექსტში, სამართალწარმოების სამართლიანობის მთლიანობაში შეფასებისას, ევროპული სასამართლო მხედველობაში იღებს აგრეთვე საზოგადოების და დაზარალებულის ინტერსებს, რომ დანაშაული სისხლის სამართლის წესით იქნეს დასჯილი (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 130).
ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო არაერთხელ მიუთითებს თავის გადაწყვეტილებებში, რომ მტკიცებულებათა დასაშვებობას, უპირატესად, შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა უნდა აწესრიგებდეს და როგორც წესი, ეროვნული სასამართლოების პრეროგატივაა მათ ხელთ არსებული მტკიცებულების შეფასება. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს ამოცანაა, რომ მთლიანობაში შეაფასოს სამართალწარმოების სამართლიანობა, იმის ჩათვლით, თუ რამდენად სამართლიანად იყო მტკიცებულება მოპოვებული (inter alia, გეფგენი გერმანიის წინააღმდეგ (Gäfgen v. Germany), განაცხადი no. 22978/05 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2010 წლის 1 ივნისის გადაწყვეტილება, § 162.
ჩვეულებრივ, ყველა მტკიცებულება სასამართლოს უნდა წარედგინოს ბრალდებულის თანდასწრებით, რათა მოხდეს მათი განხილვა შეჯიბრებითობის პრინციპის შესაბამისად. კერძოდ, როგორც წესი, მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტში გათვალისწინებული უფლებები მოითხოვს, რომ განმცხადებელს ჰქონდეს ადეკვატური და ჯეროვანი შესაძლებლობა, რომ ბრალდების მოწმეს კითხვა დაუსვას და მისი პასუხი ეჭვქვეშ დააყენოს, როდესაც მოწმე ჩვენებას იძლევა ან სამართალწარმოების შემდგომ ეტაპზე. თუმცა, ეს არ ნიშნავს, რომ მოწმემ ინფორმაცია ყოველთვის სასამართლოში, საჯაროდ უნდა მისცეს, რათა იგი მტკიცებულებად იქნეს დაშვებული. ზოგიერთ შემთხვევაში ეს შეუძლებელია. გამოძიების ეტაპზე პირის მიერ გაკეთებული განცხადებების სასამართლოს მიერ გამოყენება თავისთავად არ არღვევს მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მესამე პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს იმ პირობით, თუ დაცვის უფლება გარანტირებულია (აში ავსტრიის წინააღმდეგ (Asch v. Austria), განაცხადი no. 12398/86, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1991 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება, § 27).
1) კერძოდ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, მოწმის სასამართლოზე დაკითხვის შეუძლებლობას ჰქონდა თუ არა საპატიო მიზეზი. მოწმის გარდაცვალების შემთხვევაში, ევროპული სასამართლოს სტანდარტული ფრაზაა, რომ იმის გამო, რომ მოწმე ვერ იკითხება სასამართლოზე, პასუხისმგებლობა არ შეიძლება დაეკისროს მოპასუხე სახელმწიფოს.
2) ამის შემდეგ, ევროპული სასამართლო ამოწმებს, ხომ არ იყო გარდაცვლილი მოწმის ჩვენება ერთადერთი ან გადამწყვეტი მტკიცებულება პირის მსჯავრდებისთვის. აღნიშნულ კონტექსტში „გადამწყვეტი“ ნიშნავს უფრო მეტს, ვიდრე სიტყვა „მტკიცებითი ძალა“. ანუ ამ მტკიცებულების გარეშე მსჯავრდების შესაძლებლობა იკლებს და იზრდება გამართლების შესაძლებლობა. ეს ტერმინი შეზღუდვითად უნდა განიმარტოს და გამოყენებული იქნეს იმ მნიშნველოვან მტკიცებულებასთან მიმართებით, რომელზედაც საქმის შედეგია დამოკიდებული. როდესაც დაუსწრებელი მოწმის ჩვენება სხვა, დამადასტურებელი მტკიცებულებებითაა გამყარებული, იმის შეფასება, თუ რამდენადაა მტკიცებულება გადამწყვეტი, დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებით ძალაზეა დამოკიდებული. რაც უფრო დიდია დამადასტურებელი მტკიცებულებების მტკიცებითი ძალა, დაუსწრებელი მოწმის ჩვენება „გადამწყვეტად“ ვერ ჩაითვლება (Ibid. § 131).
3) თუ დაუსწრებელი მოწმის ჩვენება ერთადერთი მტკიცებულებაა ან გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს პირის მსჯავრდებისთვის, ეს შეიძლება ნიშნავდეს იმას, რომ დაცვის უფლების შეზღუდვის ხარისხი შეუთავსებელია მე-6 მუხლით გათვალისწინებულ გარანტიებთან. ამიტომ, ასეთ შემთხვევაში (როცა დაუსწრებელი მოწმის ჩვენება მსჯავრდების ერთადერთი ან გადამწყვეტი საფუძველია) უნდა არსებობდეს საკმარისი საპირწონე ფაქტორები, მძლავრი საპროცესო გარანტიების ჩათვლით, რომლებიც უზრუნველყოფს მტკიცებულების უტყუარობის სამართლიან და ჯეროვან შეფასებას (ალ-ხავაჯა და ტაჰერი გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom ), განაცხადები nos. 26766/05 , 22228/06 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს დიდი პალატის 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება, § 119).
საქმეზე ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ, პირი, რომელმაც გამომძიებელს განმცხადებლების წინააღმდეგ ჩვენება მისცა, გარდაიცვალა და მისი დაკითხვა სასამართლოზე ვერ მოხერხდა. ამის გამო მოპასუხე სახელმწიფოს პასუხი არ უნდა ეგო, როგორც ეს ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა. ამას გარდა, სტრასბურგის სასამართლომ ხაზგასმით აღნიშნა, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა საგულდაგულოდ გაანალიზეს ბრალდების მოწმის ჩვენებები და დაასკვნეს, რომ ისინი გამყარებული იყო რიგი სხვა მტკიცებულებებით. აღნიშნულის საფუძველზე, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ განმცხადებლების საქმე განიხილა სამართლიანმა სასამართლომ და მათ მიმართ არ ჰქონდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტისა და მე-6 მუხლის მე-3 პუქნტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ფერანტელი და სანტანჯელო იტალიის წინააღმდეგ (Ferrantelli and Santangelo v. Italy), განაცხადი no. 19874/92, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1996 წლის 7 აგვისტოს გადაწყვეტილება, § 52-53).
საქმეზე ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ, ეროვნულმა სასამართლოებმა დაადგინეს, რომ განმცხადებელმა განსაკუთრებული სისასტიკით სცემა თავის ნაცნობს, რასაც შედეგად მოყვა სიკვდილი. განმცხადებელს ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთა მიესაჯა. ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში განმცხადებელი დავობდა, რომ მის წინააღმდეგ სისხლის სამართლის საქმის განხილვა უსამართლო იყო, ვინაიდან მას არ შეეძლო ჯვარედინად დაეკითხა მოწმეები, რომელთა ჩვენებებიც მსჯავრდების ძირითად საფუძველს შეადგენდა. კერძოდ, ეროვნულმა სასამართლოებმა განმცხადებლის მსჯავრდება დააფუძნეს სამი მოწმის ჩვენებას და ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას. სამი მოწმიდან ორი მოწმე იყო თვითმხილველი და არცერთი მათგანის ჯვარედინი დაკითხვა სასამართლოში არ მოხერხდა, ვინაიდან ერთი მათგანი გარდაიცვალა, ხოლო მეორეს მუდმივი საცხოვრებელი მისამართი არ ჰქონდა და ვერ იქნა უზრუნველყოფილი მისი სასამართლო პროცესზე გამოცხადება. მესამე მოწმე ირიბ ჩვენებას იძლეოდა. ბულგარეთის კანონმდებლობის თანახმად, არ შეიძლება პირის მსჯავრდება მხოლოდ ბრალდებულის აღიარებით ჩვენებას ემყარებოდეს. შესაბამისად, ორი თვითმხილველი მოწმის ჩვენებას გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდა მსჯავრდებისთვის.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გაითვალისწინა შემდეგი ფაქტორები: მოპასუხე სახელმწიფო ვერ იქნებოდა პასუხისმგებელი იმაზე, რომ მოწმე გარდაიცვალა და მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა სასამართლო განხილვისას, მაგრამ მიიჩნია, რომ მეორე თვითმხილველი მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადების უზრუნველსაყოფად სახელმწიფომ არ მიიღო სათანადო ზომები, რის შედეგადაც ბრალდებულს არ ჰქონდა შესაძლებლობა სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე დაეკითხა ბრალდების მხარის მოწმეები, რომელთა ჩვენებასაც ძირითადად დაეყრდნო სასამართლო მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის მსჯავრდებაში და ათ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთის სასჯელის დანიშვნაში. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა განმცხადებლის მიმართ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტის დარღვევას (ბონევი ბულგარეთის წინააღმდეგ (Bonev v. Bulgaria), განაცხადი no. 60018/00, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2006 წლის 8 ივნისის გადაწყვეტილება, §§ 44-45).
საქმეზე მიკა შვედეთის წინააღმდეგ, განმცხადებელს ბრალი ედებოდა გაუპატიურებაში. დაზარალებულმა განაცხადი შეიტანა პოლიციაში და დაიკითხა. მან გაიარა სამედიცინო შემოწმება და ისარგებლა ქალთა კლინიკის კონსულტანტის მომსახურებით. თავდასხმიდან რამდენიმე დღის შემდეგ, დაზარალებულმა თავი მოიკლა. განმცხადებელი თავდასხმიდან ერთი წლის შემდეგ დააკავეს და წარუდგინეს ბრალი გაუპატიურებაში. ამ დროისთვის ბრალდება ემყარებოდა შემდეგ მტკიცებულებებს: დაზარალებულის სამედიცინო შემოწმების დასკვნა, კონსულტანტის შენიშნვები, დაზარალებულის წერილობითი ჩვენება. დაკავების შემდეგ, ჩატარდა განმცხადებლის სისხლის ნიმუშის დნმ-ის ანალიზი და დადგინდა იდენტობა დაზარალებულის სხეულზე აღმოჩენილ სპერმას შორის.
მოცემულ საქმეზე, ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებული გაუპატიურებიდან რამდენიმე დღეში გარდაიცვალა და შვედეთის ხელისუფლებას არ შეიძლებოდა პასუხი ეგო იმაზე, რომ ვერ უზრუნველყო მოწმის სასამართლო პროცესზე გამოცხადება. ამასთან, დაზარალებული გარდაიცვალა განმცხადებლისთვის ბრალის წარდგენამდე და ამიტომ ამ უკანასკნელს მისი დაკითხვის შესაძლებლობა არ ჰქონია არც გამოძიების ეტაპზე, რაზეც სახელმწიფო ასევე არ აგებს პასუხს. ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილება, მტკიცებულებად დაეშვა დაზარალებულის ჩვენება, მოცემული პოლიციის პატაკში, თავისთავად არ არღვევდა კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid. § 37).
ევროპული სასამართლოს გადასაწყვეტი იყო, ხომ არ ემყარებოდა მთლიანად ან ძირითადად, განმცხადებლის მსჯავრდება დაზარალებულის ჩვენებას ისე, რომ მისი უფლება სამართლიან სასამართლო განხილვაზე დარღვეულად ჩათვლილიყო. ევროპულმა სასამართლომ აღნიშნა, რომ დაზარალებულის ჩვენება არ იყო ერთადერთი მტკიცებულება, ვინაიდან ეროვნულ სასამართლოს წინაშე სხვა მოწმეებიც წარსდგნენ და წერილობითი მტკიცებულებაც იქნა განხილული (Ibid. § 38).
რაც შეეხება მეორე კითხვას, ხომ არ იყო დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი, ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ ამ მტკიცებულებას არ ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა პირის მსჯავრდებისთვის და საქმეში არსებობდა რიგი სხვა მტკიცებულებები, დოკუმენტებისა თუ ჩვენებების სახით, რომლებიც დეტალურად იქნა გამოკვლეული ეროვნული სასამართლოების მიერ; ამასთან, დაზარალებულის ჩვენება გამყარებული იყო ნივთმტკიცებულებებით და ამიტომ დაზარალებულის ჩვენებას განმცხადებლის მსჯავრდებაში ძირითადი მნიშვნელობა არ ჰქონდა. შესაბამისად, სასამართლომ დაასკვნა, რომ განმცხადებელმა ისარგებლა სამართლიანი სასამართლოთი და მას კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტითა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებები არ დარღვევია (Ibid . §§ 39-42).
საქმეზე ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განმცხადებლების წინააღმდეგ საქმეში არსებობდა დაზარალებულის გამოძიების დროს დეპონირებული ჩვენება. დაზარალებულის გარდაცვალების გამო, ბრალდებულებს არ შეეძლოთ მისი სასამართლო განხილვის დროს დაკითხვა. ამასთან, დაზარალებული იყო რეგისტრირებული ალკოჰოლიკი, განმცხადებლების მიერ მასზე სავარაუდო თავდასხმის დროს ის ნასვამი იყო და თავად მისივე ჩვენების თანახმად, „ბუნდოვნად“ ახსოვდა თავდასხმის დეტალები (ჰორნკასლი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (Horncastle and others v. the United Kingdom), განაცხადი no. 4184/10, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 დეკემბრის გადაწყვეტილება).
ევროპულმა სასამართლომ იმის შეფასებისას, იყო თუ არა დაზარალებულის ჩვენება გადამწყვეტი განმცხადებლების ბრალდებისთვის, ყურადღება მიაქცია ეროვნული სასამართლოების გადაწყვეტილებებში განვითარებულ მსჯელობას. პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილების თანახმად, ბრალდება ემყარებოდა დაზარალებულის ჩვენებას. სააპელაციო სასამართლომ, დაზარალებულის ჩვენების გარდა, რიგ სხვა არსებით მტკიცებულებებზე მიუთითა (Ibid §141). თუმცა, საბოლოო ჯამში, ევროპულმა სასამართლომ მთავარი აქცენტი გადაიტანა საპროცესო გარანტიებზე და მათ გამოყენებაზე, ვინაიდან, თუნდაც მტკიცებულება გადამწყვეტი ყოფილიყო მსჯავრდებისთვის, ეს თავისთავად მე-6 მუხლს არ დაარღვევდა. ევროპულმა სასამართლომ ყურადღება მიაქცია იმ ფაქტს, რომ პირველი ინსტანციის მოსამართლემ განიხილა შუამდგომლობა დაზარალებულის ჩვენების მტკიცებულებად დაუშვებლობის შესახებ მის გამოქვეყნებამდე; დეტალური დასაბუთებით გაამყარა თავისი უარი შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე; მოსამართლემ განუმარტა ნაფიც მსაჯულებს დაზარალებულის ჩვენების მნიშვნელობა და მისცა მითითება, ყურადღებით მოკიდებოდნენ ინფორმაციას; აუხსნა, თუ როგორ შეიზღუდა დაცვის უფლება იმის გამო, რომ დაზარალებულის გარდაცვალების გამო მისი დაკითხვა ვერ მოხერხდა. ბრალდებულებს შეეძლოთ, რომ ეჭვქვეშ დაეყენებინათ დაზარალებულის ჩვენების უტყუარობა, მათ ეცნობათ დაზარალებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის სრული დეტალები და შეეძლოთ ჩვენების უტყუარობაზე დავა დაზარალებულის ალკოჰოლიზმსა და „ბუნდოვან“ მეხსიერებაზე მითითებით. საბოლოო ჯამში, ევროპული სასამართლო დარწმუნდა, რომ ბრალდების სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, ეროვნული კანონმდებლობით გათვალისწინებული საპროცესო გარანტიების გამოყენებით, ნაფიც მსაჯულებს შეეძლოთ სამართლიანად და ჯეროვნად შეეფასებინათ დაზარალებულის ჩვენება. შესაბამისად, ადგილი არ ჰქონია კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პუნქტსა და მე-6 მუხლის მე-3 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტს (Ibid . §§ 142-143).
მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულთა სასამართლო სხდომაზე დაკითხვა ვერ იქნა უზრუნველყოფილი ობიექტური მიზეზით (მათი გარდაცვალებისა თუ ადგილსამყოფელის დაუდგენლობის გამო), მათი გამოძიებაში მიცემული ჩვენებები საჯაროდ იქნა გამოქვეყნებული სასამართლო სხდომაზე, თუმცა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა სხვა მტკიცებულების გამოკვლევისა და გაანალიზების შედეგად დადგინდა, რომ ზ/აღნიშნული დაზარალებულების ჩვენება თითოეული მათგანის ეპიზოდში არ იყო გამყარებული სხვა არცერთი მტკიცებულებით და სწორედ ამ ერთადერთ მტკიცებულებას ჰქონდა გადამწყვეტი მნიშვნელობა თ------ ს------იას საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) გათვალისწინებული მძიმე დანაშაულის ჩადენისათვის მსჯავრდებაში, ამასთან დაზარალებულთა ჩვენებების უტყუარობასა და სანდოობასთან დაკავშირებით არსებობს ეჭვები მათივე მონაწილეობით გაფორმებული და ნოტარიულად დამოწმებული სესხის ხელშეკრულებებისათვის დამაჯერებლობაას მოკლებული, განსხვავებული ინტერპრეტაციის მიცემის გამო.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დასკვნა იმის თაობაზე, რომ დაზარალებულთა მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენებები არ შეიძლება საფუძვლად დაედოს წარდგენილ ბრალდებაში თ------ ს------იას მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანას, შესაბამისობაშია როგორც საქართველოს საპროცესო კანონმდებლობასთან, ისე ევროპული სასამართლოს პრაქტიკასთან.
საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების, ანუ თაღლითობის, როგორც სხვისი ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლების ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობები, ხოლო საგანს წარმოადგენს სხვისი უძრავი ან მოძრავი ქონება, ასევე სხვის ქონებაზე უფლება, როგორც იურიდიული კატეგორია. ობიექტური მხრივ, თაღლითობის თავისებურება მისი ჩადენის ხერხში მდგომარეობს, ქონების დაუფლება ან ქონებაზე უფლების მიღების საშუალებაა მოტყუება, რაც თავისთავად არ გულისხმობს სხვისი ქონების დაუფლებას, მაგრამ მისი დახმარებით ხდება ძირითადი მოქმედების შესრულების უზრუნველყოფა. ამიტომაცაა, რომ მოტყუება, როგორც დანაშაულის ჩადენის ხერხი, შედის თაღლითობის დანაშაულის შემადგენლობაში და სწორედ ეს ზემოაღნიშნული ურთიერთდაკავშირებული აქტები შეადგენს თაღლითობის ობიექტური მხარის ნიშნებს. თაღლითობის დროს გარეგნულად ქონების გადაცემა დამნაშავისათვის ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, თაღლითობა ჩადენილად ითვლება იმ შემთხვევაში, თუ პირის მხრიდან ადგილი აქვს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლებას. ამ დროს აუცილებელია დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლება, ასევე აუცილებელია დადგინდეს ბრალდებულის მხრიდან მართლწინააღმდეგობა და ბრალეულობა აღნიშნული ქმედების განხორციელებაში. თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანი –მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას ან გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას ქონების მესაკუთრის შეცდომაში შეყვანის მიზნით, კონტრაჰენტის დეზინფორმაციას, წინასწარი შეცნობით მის შეცდომაში შეყვანას, ხოლო შეცდომაში შეყვანა შეიძლება განხორციელდეს წინასწარი შეცნობით ცრუ მონაცემების შეტყობინების საფუძველზე, ან იურიდიული მნიშვნელობის ფაქტების დაფარვაში, რომლის შეტყობინება სავალდებულო იყო დაზარალებულისათვის.
თაღლითობის, როგორც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულის, ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშანს წარმოადგენს სხვისი ქონების დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთების მიზნით. მართლწინააღმდეგობა გულისხმობს, რომ პირი არ არის მესაკუთრე ან მისი კანონიერი მფლობელი და მის მიერ ქონების დაუფლება ხდება უკანონოდ. ნივთის დაუფლება ტიპურია ისეთი დანაშაულისათვის, როგორიცაა თაღლითობა, როდესაც მისი დამთავრება დაკავშირებულია ხელყოფის საგნის ფაქტობრივ დაუფლებასთან და დანაშაულებრივი შედეგი გულისხმობს მესაკუთრისათვის რეალური მატერიალური ზიანის მიყენებას. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლება მისაკუთრების მიზნით დამთავრებულია მისი დაუფლების მომენტიდან, რაც ნიშნავს იმას, რომ დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა ფლობდეს და განკარგოს სხვისი ქონება, როგორც საკუთარი. თაღლითობის სუბიექტური შემადგენლობა კი პირდაპირ განზრახვაში გამოიხატება, რა დროსაც დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი თაღლითობით მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და სურს ამ შედეგის დადგომა. ამასთან, ქმედების განხორციელებისას დამნაშავეს უნდა ამოძრავებდეს ანგარების მოტივი და მიზანი.
მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა არათუ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი და უტყუარი მტკიცებულება თაღლითობის ობიექტური შემადგენლობის სავალდებულო ნიშნის – მოტყუების დასადასტურებლად. იმის გათვალისწინებით, რომ თ------ ს------იას მხრიდან ადგილი არ ჰქონია ი---- კ--–----ის, გ---- ჭ------ის, მ------ ჩ--------ის, ნ-----–ა ფ-----ის, ნ---–- ბ----------იას, ი--- კ-----ისა და გ------ი ბ-------–---–ის მოტყუებას - ჭეშმარიტების განზრახ დახინჯებით, გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვით, კონტრაჰენტის დეზინფორმაციით ან რაიმე სხვა ფორმით მათ წინასაწარი შეცნობით შეცდომაში შეყვანას, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა არა საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, არამედ სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობა.
ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის თანახმად, ყოველი ადამიანი აღჭურვილია საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-10 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი და ყველა სხვა საპროცესო გადაწყვეტილება უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ეჭვმიტანილისა და ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-20 მუხლის თანახმად, სასამართლო გადაწყვეტილებას საფუძვლად უდევს მხოლოდ ის მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეული იყო სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით.
საქართველოს სსსკ-ის 132-ე მუხლის თანახმად, თითოეული მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი დამოკიდებულების, დასაშვებობის, უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება მათი ერთობლიობით _ დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით. ეჭვი დამნაშავედ პირის ცნობისათვის მტკიცებულების უტყუარობისა და მისი საკმარისობის თაობაზე უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ, თუ ეჭვი არ შეიძლება გაბათილდეს დამატებით მტკიცებულებათა შეკრებით. გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 503-ე მუხლით, რომლის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი. იგი დგინდება მხოლოდ იმ პირობით, თუ სასამართლო განხილვის დროს დამტკიცდა განსასჯელის მიერ დანაშაულის ჩადენა უტყუარ მტკიცებულებათა საფუძველზე.
საქართველოს კანონმდებლობის ზემოაღნიშნული დანაწესებიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ სამართლიანი სასამართლოს ფუნდამენტური უფლება, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს პირის მსჯავრდებას მხოლოდ უტყუარი, ერთმანეთთან შეჯერებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის საფუძველზე, რომელიც გამამტყუნებელი განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას წარმოადგენს და იმავდროულად, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდეს პირის ბრალეულობას.
გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს ბრალდებულის მიმართ არ იწვევდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს, ამასთან, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა არსებობდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე და არა - ზოგადად, დანაშაულის შესახებ. გარდა აღნიშნულისა, უტყუარი მტკიცებულებები, საკმარისობის თვალსაზრისით, გონივრულ ეჭვს მიღმა უნდა ადასტურებდნენ პირის ბრალეულობას.
მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
ყოველივე ზ/აღნიშნულის გათვალისწინებით, მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ------ ს------იას დამნაშავედ ცნობისათვის, რის გამოც თ------ ს------ია საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (2006 წლის 31 მაისის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან მას არ ჩაუდენია სისხლის სამართლის კანონით გათვალისწინებული ქმედება.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 495-496-ე, 498-ე, 504-ე, 510-ე, 511-ე, 512-ე, 513-ე, 523-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
თ------ ს------ია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“, „გ“ და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტებით (31.05.2006 წლის რედაქცია) წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს, საქართველოს სსსკ-ის 504-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა~ ქვეპუნქტის საფუძველზე.
თ------ ს------იას მიმართ დიდუბე-ჩუღურეთის რაიონული სასამართლოს 2004 წლის 21 იანვრის ბრძანებით შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
თ------ ს------იას განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 219-228-ე მუხლებით გათვალისწინებული რეაბილიტაციისა და სისხლის სამართლის პროცესის ორგანოების უკანონო და დაუსაბუთებელი მოქმედების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლების შესახებ.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი მიღებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ნინო ნაჭყებია