განაჩენი

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
330100119002942495
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/1----19

(№0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

13 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე - ლელა ნოზაძე,სხდომის მდივანი - ნათია რობაქიძე,ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ---- გ-------–--ე,დაცვის მხარე:

ადვოკატი - ი----------ა,ბრალდებული - ი---- ე-----ს ძე ზ-----–---–ი, დაბადებული 1----–-–------------ს, პ/ნ 0----------, საქართველოს მოქალაქე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ-------–-----------–------------------------ში,კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი,სხდომის სახე - ღია,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ 2019 წლის 07 იანვარს, დაახლოებით 01:00 საათზე, ქ------–--–--------–--------------–---–---------------------------3-ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ი--- ზ-----–---–მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - შ------- მ-------–--ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - 5 წლის დ--------, 8 წლის კ------- და 10 წლის თ---–- ზ-----–---–ის თანდასწრებით რამდენჯერმე დაარტყა ხელები თავსა და მხრებზე, ასევე ფეხი მარჯვენა ფეხის წვივზე, რითაც შ------- მ-------–--მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. 2019 წლის 06 მარტს, დაახლოებით 19:00 საათზე ქ------–--–--------–--------------–---–---------------------------3-ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ი--- ზ-----–---–მა, შელაპარაკებისას, მეუღლეს - შ------- მ-------–--ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - 5 წლის დ-------- და 8 წლის კ------- თანდასწრებით, მარცხენა მკლავში ძლიერად მოუჭირა ხელი, დააგდო იატაკზე და ძირს დაგდებულს მუხლი ძლიერად დააჭირა სხეულზე და ფეხი ჩაარტყა წელის არეში, რითაც შ------- მ-------–--მა ყველა შემთხვევაში განიცადა ფიზიკური ტკივილი. ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების პარალელურად ი---- ზ-----–---–ი შ------- მ-------–--ს დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რაც შ------- მ-------–--მა აღიქვა რეალურად და გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში, 2019 წლის 9 მარტის ჩათვლით პერიოდში, ქ-------–--–--------–----------------–---–-----------------------------ში მდებარე თავისი ოჯახის საცხოვრებელ სახლში ი--- ზ-----–---–ი, მეუღლეს - შ------- მ-------–--ს, მათი არასრულწლოვანი შვილების - 5 წლის დ--------, 8 წლის კ------- და 10 წლის თ---–- ზ-----–---–ის თანდასწრებით, სისტემატურად აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას, ამცირებდა პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობით, თითქმის ყოველდღიურად ლანძღავდა და აგინებდა სხვადასხვა შეურაცხმყოფელი სიტყვებით, მის მიმართ სისტემატურად ეჭვიანობდა, რამდენჯერმე მიაყენა ფიზიკური შურაცხყოფა, ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით და სხეულის დაზიანებით, რითაც შ------- მ-------–--ი განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას.

 

საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მხარეებმა საქმეზე წარდგენილი მტკიცებულებები გახადეს უდავოდ, რაც სასამართლოს მიერ მიღებული იქნა გამოკვლევის გარეშე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

სტრასბურგის სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.

მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.

 

ი---- ზ-----–---–მა სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.

 

სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია დაზარალებულ შ------- მ-------–--ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეთა, ს--- ზ-----–---–ის, დ--- ზ-----–---–ის, გ--- მ------–---–ის, თ---–- ზ-----–---–ის, თ---------- შ---–----, კ------- ზ-----–---–ის და ა----------–---–ის გამოკითხვის ოქმებით, ელ-სმენით შეტყობინების ოქმით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და ბრალდებულის დაკავების ოქმით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ი---- ზ-----–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი); მანვე, ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი და დამცირება, რამაც ტანჯვა გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით მისივე ოჯახის წევრის მიმართ, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, დანაშაული გათვალისწინებული საქართთველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით.

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

ი---- ზ-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარა და მოინანია ჩადენილი დანაშაული, დაზარალებულს მის მიმართ პრეტენზია არ გააჩნია და ითხოვა კანონით გათვალისწინებული ყველა შესაძლო შეღავათის გამოყენება, ასევე სასმართლო მხედველობაში იღებს მის ჯანმრთელობის მდგომარეობას. ბრალდებულს პასუხისმგებლობას უმძიმებს მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერი.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე, 81-ე 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ი---- ზ-----–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენისათვის, სასჯელის სახედ დაენიშნოს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 1(ერთი) წლის ვადით;

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ი---- ზ-----–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 2 (ორი) წელი;

 

მასვე, საქართველოს სსკ-ის 521-ე მუხლის თანახმად 2(ორი) წლის ვადით შეეზღუდოს იარაღთან დაკავშირებული უფლებები;

 

ი---- ზ-----–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 09 მარტიდან - 2019 წლის 15 მარტის ჩათვლით პერიოდი;

 

გაუქმდეს ი---- ზ-----–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო და მის შემტანს სრულად დაუბრუნდეს გირაოს სახით გადახდილი თანხა;

 

მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე კონტროლი განახორციელოს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ - არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით – კანონმდებლობით დადგენილი წესით. მსჯავრდებულს დაევალოს პრობაციის ეროვნული სააგენტოს გარეშე არ შეიცვალოს საცხოვრებელი ადგილი;

 

ნივთიერი მტკიცებულება: 1 (ერთი) ცალი დისკი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით;

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე. მისი გასაჩივრება შეიძლება 1(ერთი) თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე :

/ლელა ნოზაძე/