განაჩენი

სისხლის სამართლის 16.05.2019
საქმის ნომერი
330100117002024694
თარიღი
16.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/3----1-

(#0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

16 მაისი, 20-9 წელი ქ.თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე

სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - გი-----------ძე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - ნი-- ლ--------- კა-–------ (დაბადებული - 1----–-–----- ო----------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი #5----------, უმაღლესი განათლების მქონე, ნასამართლობის არმქონე, განქორწინებული, რეგისტრირებული მისამართზე: ქ. თბილისში, ჩ-----–-------ა #--, ბინა #--–-, ფაქტობრივად მცხოვრები მისამართზე: ქ.თბილისში, მ-----------ს ქუჩა #---ში). ამჟამად აღკვეთის ღონისძიების გარეშე მყოფი.

 

ადვოკატი - გი------ ბარდაველიძე

 

კვალიფი--ცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლი (2--- წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია).

 

დისპოზიცია: ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალის არსი:

1.1. 20-- წლის 1---------ს, ღამის საათებში, ქ.თბილისში, ჭ---------ს (ყოფილი ს----------–---) ქუჩა #---- მიმდებარე ტერიტორიაზე, გი------ ქო------–--ლს და ნი----–---- ჯი---ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ ნი-- კა-–------სა და ლე--- კა-–------სთან. ურთიერთშელაპარაკებისას ნი-- კა-–------მ, რომელიც მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პ---–-–-ის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო ს----------–ო სამმართველოს ს----------–--- მიმართულების პა-------–-------------ის თანამდებობაზე, ხელების სახის არეში მრავალჯერადი დარტყმებით გი------ ქო------–--ლს მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. 20-- წლის 1---------ს, ღამის საათებში, ქ. თბილისში, ჭ---------ს (ყოფილი ს----------–---) ქუჩა #---- მიმდებარე ტერიტორიაზე, გი------ ქო------–--ლს და ნი----–---- ჯი---ს ფიზიკური დაპირისპირება მოუხდათ ნი-- კა-–------სა და ლე--- კა-–------სთან. ურთიერთშელაპარაკებისას ნი-- კა-–------მ, რომელიც მუშაობს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ს----------–ო პ---–-–-ის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს სახაზო ს----------–ო სამმართველოს ს----------–--- მიმართულების პა-------–-------------ის თანამდებობაზე, ხელების სახის არეში მრავალჯერადი დარტყმებით გი------ ქო------–--ლს მიაყენა სხეულის მსუბუქი დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ გი------ ქო------–--ლის და მოწმეების - ნი----–---- ჯი---ს, ენ--- ბე----ის, ლე--- ლი--------–---ის, ვა–- გა----------–---–ის და კო----------ე ცქ----–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ნი-- კა-–------ს დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ნი-- კა-–------ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

4.1. დაზარალებულმა გი------ ქო------–--ლმა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 20-- წლის 1---------ს, ღამის საათებში, მეგობართან - ნი----–---- ჯი---სთან ერთად, მიაკითხა მეუღლეს - ელ--- ნე---–------ეს, რომელიც იმყოფებოდა მეგობართან - ლი-–-------ან სტუმრად - ქ. თბილისში, პეკინის ქუჩაზე. მის მეუღლეს და მის მეგობარს უნდოდათ შაურმა, რის გამოც ის და ნი----–---- ჯი--- (არ ახსოვს ენ--- ბე----ეც მათთან ერთად იყო თუ არა) წავიდნენ შაურმის შესაძენად. საშაურმესთან მისასვლელად აპირებდნენ გზის გადაკვეთას, იდგნენ ტროტუარზე, თავად ოდნავ წინ, ხოლო მის უკან ნი----–---- ჯი---, რა დროსაც მის წინ ჩაიქროლა დიდი სისწრაფით მიმავალმა შავი ფერის „მ---------ის“ მარკის ავტომანქანამ და რომ არა ნი----–---- ჯი---ს სწრაფი რეაქცია და მისი უკან გაწევა, ავტომანქანა მას დაეჯახებოდა. აღნიშნულის გამო, ნი----–---- ჯი---მ გამოხატა რეაქცია - ხელი ასწია მაღლა „რას აკეთებო“ მიმართა ავტომანქანაში მყოფ პირს, თუმცა, მათი მხრიდან გინებას ან სხვა პროვოკაციულ ქმედებას ადგილი არ ჰქონია და განაგრძეს გზის გადაკვეთა. ავტომანქანის მძღოლის - ნი-- კა-–------ს მიერ დაახლოებით 80-100 მეტრის გავლის შემდეგ, მან ავტომანქანა მოატრიალა, აგრესიულად გადავიდა მათთან და გინებით ჰკითხა - „ვის შეაგინეთ, ბიჭოვო“. მას გადაჰყვა მამამისი - ლე--- კა-–------ც. ნი-- კა-–------ს გინებაზე მათაც საპასუხოდ შეაგინეს, რასაც მოჰყვა ნი-- კა-–------ს მხრიდან მისთვის სახის, კერძოდ, ცხვირის არეში ხელის დარტყმა და მისი დაცემა. დაცემის შემდეგ, უკვე ორივემ - ნი-- კა-–------მ და მამამისმა მიაყენეს ფიზიკური შეურაცხყოფა. შემდეგ, მოახერხა ფეხზე ადგომა და მათ შორის მოხდა ორმხრივი ჩხუბი. აღნიშნული ჩხუბის დროს მან კატეგორიულად გამორიცხა დანის ქონის ფაქტი და განმარტა, რომ ჩხუბის პროცესში ნი-- კა-–------მ ავტომანქანიდან აიღო რაღაც საგანი, რაც შესაძლებელია დანაც ყოფილიყო და ამ დანით მიეღო ნი-- კა-–------ს დაზიანებები. გი------ ქო------–--ლის განმარტებით, მათი გაშველების შემდეგ, ვინაიდან ცხვირიდან და თავიდან მოსდიოდა დიდი რაოდენობით სისხლი, ნი----–---- ჯი---მ, რომელიც იმ დროისათვის პეკინის ქუჩაზე ცხოვრობდა, წაიყვანა თავისთან სახლში და აღმოუჩინა დახმარება, რა დროსაც მათთან სახლში მივიდნენ პ---–-–-ის თანამშრომლები და მოხდა მათი დაკავება.

 

4.2. მოწმე ნი----–---- ჯი---მ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ 20-- წლის 1---------ს, დაახლოებით 22:30-23:00 საათზე, მეგობრებთან - გი------ ქო------–--ლთან და ენ--- ბე----ესთან ერთად ს----------–--- ქუჩაზე კვეთდა გზას, რა დროსაც პეკინის ქუჩიდან სააკაძის მოედნის მიმართულებით ჩაიქროლა დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანამ, რაზეც ხელის მოძრაობით ჰქონდა რეაქცია - „რას აკეთებო“, თუმცა, გინებას მათი მხრიდან ადგილი არ ჰქონია. აღნიშნული ავტომანქანის მძღოლი - ნი-- კა-–------ მალევე მოტრიალდა, აგრესიული ფორმით გადმოვიდა ავტომანქანიდან და მიმართა „ვის შეაგინეთო“. მათ აუხსნეს, რომ მისთვის არ შეუგინებიათ, თუმცა, ნი-- კა-–------მ მის მეგობარ გი------ ქო------–--ლს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა და მათ შორის - გი------ ქო------–--ლსა და ნი-- კა-–------ს შორის დაიწყო ორმხრივი ჩხუბი. შემდეგ ავტომანქანიდან გადმოვიდა ნი-- კა-–------ს მამა - ლე--- კა-–------, რომელიც ნი-- კა-–------სთან ერთად ურტყამდა გი------ ქო------–--ლს. აღნიშნულის გამო, თავადაც ჩაერთო ჩხუბში, კერძოდ, გი------ ქო------–--ლი და ნი-- კა-–------ ჩხუბობდნენ ცალკე, ხოლო თვითონ და ლე--- კა-–------ ცალკე. ჩხუბში მან დაჯაბნა ლე--- კა-–------, რის შემდეგაც შეწყვიტა მასთან ჩხუბი. იმავდროულად დაინახა, რომ ნი-- კა-–------ ჯაბნიდა გი------ ქო------–--ლს, რის გამოც ამ უკანასკნელის დახმარების მიზნით თავადაც ურტყამდა ხელს ნი-- კა-–------ს. მოწმის განმარტებით, არც გი------ ქო------–--ლის და არც ნი-- კა-–------ს ხელში მას დანა ან სხვა რაიმე ბასრი საგანი არ შეუნიშნავს, არ იცის რა ვითარებაში დაიჭრა ნი-- კა-–------. საბოლოოდ მან შეძლო ჩხუბის ადგილიდან გი------ ქო------–--ლის გამოიყვანა და ვინაიდან სახე სულ სისხლიანი ჰქონდა, წაიყვანა საკუთარ სახლში, სადაც აღმოუჩინა პირველადი დახმარება, მაგრამ იმის გამო, რომ სისხლი ვერ შეუჩერეს, გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომელთა მოსვლამდე მათთან მივიდნენ პ---–-–-ის თანამშრომლები და ორივე დააკავეს.

 

4.3. მოწმე ენ--- ბე----ემ საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განაცხადა, რომ 20-- წლის 11 იანვრის მდგომარეობით ცხოვრობდა ქ. თბილისში, პეკინის ქუჩა #7-ში ბიძაშვილთან ლილიანა ცინცაძესთან ერთად. 20-- წლის 1---------ს მათთან სტუმრად იმყოფებოდნენ ელ--- ნე---–------ე, მისი მეუღლე გი------ ქო------–--ლი და ამ უკანასკნელის მეგობარი ნი----–---- ჯი---. დაახლოებით 23:00 საათზე, გი------ ქო------–--ლთან და ნი----–---- ჯი---სთან ერთად წავიდა სიგარეტის და შაურმის შესაძენად. ისინი აპირებდნენ გზის გადაკვეთას, რა დროსაც მათ ჩაუქროლა დიდი სისწრაფით მოძრავმა შავი ფერის „მ---------ის“ მარკის ავტომანქანამ, რომელიც ლამის დაეჯახათ. მას ამ დროს მისი თანმხლები პირების მხრიდან ავტომანქანის მძღოლის მისამართით გინება არ გაუგია. მისი თქმით ქუჩაში ხმაური იყო, რის გამოც შესაძლებელია ყოფილიყო რაიმე შეძახილი და მას ვერ გაეგო. მათ გააგრძელეს გზის გადაკვეთა, თუმცა, მალევე, გზაზე ბოლომდე არ იყვნენ გადასულები, რომ აღნიშნული შავი ფერის „მ---------ის“ მარკის ავტომანქანა ჩაუყენეს წინ, საიდანაც გადმოვიდა ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი იყო ახალგაზრდა, ხოლო მეორე ასაკოვანი. მძღოლის მხრიდან გადმოსული ახალგაზრდა მამაკაცი აგრესიულად, გინებით მივიდა მის მეგობარ გი------ ქო------–--ლთან და სახეში დაარტყა ხელი, რის შედეგადაც გი------ ქო------–--ლი მიწაზე დაეცა, რის შემდეგაც გი------ ქო------–--ლი მალევე წამოდგა და მათ შორის დაიწყო ჩხუბი. გი------ ქო------–--ლსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის ჩხუბისას, ახალგაზრდა მამაკაცს დაეხმარა მასთან ერთად მყოფი ასაკოვანი მამაკაცი, რის გამოც ჩხუბში ჩაერთო ნი----–---- ჯი---ც. უშუალოდ თვითონ ჩხუბში არ ჩართულა, იგი ცდილობდა მათ გაშველებას, თუმცა მისი ფიზიკური მონაცემებიდან გამომდინარე, მათი გაშველება ვერ შეძლო. მოწმის განმარტებით, გი------ ქო------–--ლსა და ახალგაზრდა მამაკაცს შორის ჩხუბი რამდენიმე წამით შეწყდა, თუმცა, ამ უკანასკნელის მხრიდან გი------ ქო------–--ლის მიმართ განხორციელებული სიტყვიერი შეურაცხყოფის გამო კვლავ განახლდა მათ შორის ჩხუბი. შემდეგ მან და ნი----–---- ჯი---მ როგორღაც მოახერხეს გი------ ქო------–--ლის, რომელსაც სახე სულ სისხლიანი ჰქონდა, ჩხუბის ადგილიდან გამოყვანა, რის შემდეგაც თვითონ წავიდა სახლში, ხოლო გი------ ქო------–--ლი და ნი----–---- ჯი--- სად წავიდნენ არ იცის. მოწმის განმარტებით, არც გი------ ქო------–--ლის და არც ნი-- კა-–------ს ხელში მას დანა ან სხვა რაიმე ბასრი საგანი არ შეუნიშნავს, არ იცის რა ვითარებაში დაიჭრა ნი-- კა-–------.

 

4.4. მოწმე ლე--- ლი--------–---მა საქმის არსებით სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ცხოვრობს ქ. თბილისში, ცინცაძის ქ---------ში, მ--- სართულზე. 20-- წლის 1---------ს, დაახლოებით 2---------- საათზე, გააღვიძა ყვირილისა და გინების ხმამ. როდესაც აივნიდან გაიხედა, დაინახა ხუთი მამაკაცის ხელჩართული ჩხუბი, კერძოდ, ერთ მხარეს იყვნენ ასაკოვანი მამაკაცი და მასთან ერთად მყოფი ახალგაზრდა მამაკაცი, ხოლო მეორე მხარეს სამი ახალგაზრდა მამაკაცი. აღნიშნულის დანახვისთანავე, იგი შევიდა სახლში, აიღო მობილური ტელეფონი და დარეკა ს----------–ო პ---–-–-აში. როდესაც აივანზე უკან გამოვიდა, ჩხუბი უკვე დასრულებული იყო და დაინახა, რომ სამი ახალგაზრდა მამაკაცი სკვერისკენ მირბოდა, ხოლო ახალგაზრდა მამაკაცმა, რომელიც იმყოფებოდა ასაკოვან მამაკაცთან ერთად, მაისური გაიხადა და მუცელზე მიიდო ხელი, რის გამოც მან ივარაუდა, რომ აღნიშნული მამაკაცი დაჭრილი უნდა ყოფილიყო და აღნიშნულის თაობაზე ინფორმაცია მიაწოდა 112-ის ოპერატორს. აღნიშნულის შემდეგ, შემთხვევის ადგილზე მალევე მივიდნენ ს----------–ო პ---–-–-ა და სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადა. მოწმის განმარტებით, ჩხუბის ადგილზე არის კარგი გარე განათება, რაც საშუალებას აძლევდა დაენახა ჩხუბის მიმდინარეობა, თუმცა, ჩხუბში მონაწილეთა ვიზუალური იდენტიფიცირება არ შეუძლია. მან ასევე აღნიშნა, რომ უშუალოდ დაჭრის ფაქტი, ან ვინმეს ხელში დანა ან რაიმე სხვა საგანი, არ დაუნახავს.

4.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-- წლის 1-------- სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნის თანახმად, პირადი შემოწმებით: 20-- წლის 12 იანვარს, გი------ ქო------–--ლს თავის მიდამოში აღენიშნებოდა მექანიკური დაზიანებები: ნაჭდევის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობის და სისხლჩაქცევის სახით და სხეულის სხვა მიდამოებში ნაჭდევების სწორკიდეებიანი ჭრილობების და სისხლნაჟღენთების სახით. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს #-- ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულების მთავარი ექიმის ბეჭდით დამოწმებული სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი #-- და ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #------ ჩანაწერების თანახმად, გი------ ქო------–--ლი დიაგნოზით: ქალა-ტვინის დახურული ტრავმა თავის ტვინის შერყევა 20-- წლის 2-------------------–-–---------------–----- სამკურნალო დაწესებულებაში გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას. შპს აკად. ნ. ყიფშიძის სახელობის საუნივერსიტეტო კლინიკის ცნობა ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ #0------------- ჩანაწერების თანახმად, 20-- წლის 2------------–ს გი------ ქო------–--ლს დაესვა დიაგნოზი: ცხვირის ძგიდის გამრუდება ვაზომოტორული რინიტი. გამოძიების მიერ წარმოდგენილი გი------ ქო------–--ლის ცხვირის ძვლების რენტგენოკვლევის ფირი შესწავლილი იქნა სპეციალისტ რადიოლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: შესწავლილი იქნა ცხვირის ძვლების რენტგენოგრამა გადაღებული 2--0-.1- წ.-ს წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე აღინიშნება ცხვირის ძვლების მოტეხილობის შემდგომი მდგომარეობა. რენტგენოგრამაზე ასახული ცვლილება ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება მომართვაში მითითებულ დაზიანების მიღების თარიღს 11.0-.1- წ.-ს გი------ ქო------–--ლის სამედიცინო დოკუმენტაცია შესწავლილი იქნა სპეციალისტ ნევროლოგის მიერ, რომლის დასკვნითაც: სამედიცინო დოკუმენტაციის მიხედვით თავის ქალას ტრავმა მიღებული აქვს 11.0-.20-- წ.ს ნევროლოგის კონსულტაცია ჩატარებულია 20.0-.20--წ.-ს და 27.0-.20--წ.-ს; მანამდე პერიოდში არსადაა შეფასებული ნევროლოგიური სტატუსი, არაა მითითება გონების კარგვაზე, მეხსიერების გამოვარდნაზე. 20.0-.20--წ.-ს აღწერილი პათოლოგიური ნევროლოგიური სიმპტომატი-- მთელ შემდგომ მონიტორირების პერიოდში დინამიკას არ განიცდის. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით ქალა-ტვინის მწვავე ტრავმის დიაგნოზი ვერ დასტურდება; ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სხეულის დაზიანების ხარისხის განსაზღვრის დროს თავის ტვინის შერყევა არ იქნა გაზიარებული. თავის მიდამოში მდებარე დაზიანება ნაჭდევის, ცხვირის ძვლის მოტეხილობის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობის და სისხლჩაქცევის სახით იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით; ხოლო სხეულის სხვა მიდამოებში არსებული ნაჭდევები, სწორკიდეებიანი ჭრილობები და სისხლნაჟღენთები როგორც ერთობლიობაში ასევე იზოლირებულად ცალ-ცალკე აღებულნი მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. სწორკიდეებიანი ჭრილობები განვითარებულია რაიმე მჭრელი თვისების მქონე საგნის მოქმედებით, ხოლო ყველა სხვა დაზიანება განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

4.6. ზემოაღნიშნული დასკვნის მართებულობა და ავთენტიკურობა სასამართლო პროცესზე დაადასტურა ექსპერტმა კო----------ე ცქ----–---–მა, რომელიც მოწმის სახით იქნა დაკითხული მის მიერ გაცემული ექსპერტიზის დასკვნასთან დაკავშირებით. მოწმემ დამატებით განმარტა, რომ პირადი შემოწმებისას გი------ ქო------–--ლს მარჯვენა მტევნის პირველი თითის საფრჩხილე ფალანგის შიგნითა ზედაპირზე აღენიშნებოდა დასწვრივად მდებარე სწორკიდეებიანი, სისხლმჟონავი ჭრილობა; ასეთივე ხასიათის ჭრილობები აღინიშნებოდა ამავე თითის ძირითადი ფალანგის უკანა ზედაპირზე; ასეთივე ხასიათის განივად მდებარე ჭრილობა აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის მე-2 თითის საფრჩხილე ფალანგის წინა ზედაპირზე. მარცხნივ ქვედა ყბის მე-3-- კბილების დონეზე ქვედა ტუჩის ლორწოვანზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, უსწოროკიდეებიანი კიდეებში მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევების მქონე მცირედ სისხლმჟონავი ჭრილობა. აღნიშნული ჭრილობის ირგვლივ აღენიშნებოდა მუქი მოწითალო ფერის სისხლჩაქცევა. ცხვირის ზურგზე აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის კანის დონიდან ქვემოთ მდებარე ნაჭდევი. ასეთივე ხასიათის ნაჭდევები აღენიშნებოდა: მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე; მარცხენა მუხლის სახსრის გარეთა ზედაპირზე; მარჯვენა მუხლის სახსრის შიგნითა ზედაპირზე და მარჯვენა კოჭ-წვივის სახსრის შიგნითა ზედაპირზე. მარცხენა მტევნის წინა ზედაპირზე ცენტრალურად აღენიშნებოდა მუქი მოწითალო მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. ასეთივე ფერისა და ფორმის სისხლნაჟღენთი აღენიშნებოდა მარჯვენა მტევნის წინა ზედაპირზე ცენტრალურად. სხეულზე გარეგნულად მექანიკური დაზიანების სხვა რაიმე ნიშნები არ აღინიშნება.

 

4.7. ქ. თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილის უფროსმა გამომძიებელმა - ვა–- გა----------–---–მა საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 20-- წლის 12 იანვარს გამოძიება დაიწყო ნი-- კა-–------ს განზრახ მკვლელობის მცდელობის ფაქტზე. აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაკავებულ იქნენ გი------ ქო------–--ლი და ნი----–---- ჯი---, რომელთაც წარედგინათ ბრალი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე მუხლით, რაც შემდეგ ნი-- კა-–------ს მიმართ ჩატარებული სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე გადაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლზე. აღნიშნულ საქმეზე მის მიერ ჩატარებულ იქნა მთელი რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის დაკითხულ იქნენ მოწმეები და ორგანიზაცია „კ---------დან“ ამოღებულ იქნა გარე სათვალთვალო კამერის ჩანაწერი, რომელიც დათვალიერდა და დაინიშნა ვიდეო ექსპერტიზა, რომელთა საფუძველზეც ჯერ დათვალიერების ოქმით და შემდეგ უკვე ექსპერტიზის დასკვნით გამოიკვეთა, რომ ნი-- კა-–------ კუთვნილი ავტომანქანით ჩერდება გი------ ქო------–--ლთან, ნი----–---- ჯი---სთან და ენ--- ბე----ესთან, გადმოდის ავტომანქანიდან და ხელს კრავს გი------ ქო------–--ლს, რასაც შედეგად მოჰყვა ორმხრივი ჩხუბი. ვინაიდან გი------ ქო------–--ლსაც მიღებული ჰქონდა მსუბუქი ხარისხის დაზიანებები, ნი-- კა-–------ს მიმართ ცალკე წარმოებად გამოიყო სისხლის სამართლის საქმე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით და მიცემულ იქნა პასუხისგებაში. მოწმემ დაადასტურა მოცემულ საქმეში არსებული მისი ხელმოწერით შესრულებული ყველა საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების სისწორე და კანონთან შესაბამისობა.

 

4.8. ქ.თბილისში, ჭ---------ს ქუ------ში მდებარე მისო „კ--------ის“ ვიდეოჩანაწერის თანახმად: კონფლიქტი იწყება 2------- საათზე, როდესაც კუთვნილი ავტომანქანიდან გადმოდის ნი-- კა-–------ და აგრესიულად მკერდის არეში ხელს კრავს გი------ ქო------–--ლს, რომელიც ოდნავ იხევს უკან და საპასუხოდ თავადაც ხელს კრავს ნი-- კა-–------ს, რის შემდეგაც იწყება გაწევ-გამოწევა, რა დროსაც ნი----–---- ჯი---, ავტომანქანიდან გადმოსული ლე--- კა-–------ და ენ--- ბე----ე ცდილობენ მათ გაშველებას. 2------- საათზე გი------ ქო------–--ლს მარჯვენა ხელი მიაქვს შარვლის უკანა მარჯვენა ჯიბესთან და იმავე ხელით ქვემოდან ზემოთ მიმართულებით ურტყამს ნი-- კა-–------ს. აღნიშნულის შემდეგ, ადგილზე მყოფ ყველა პირს შორის იწყება გაწევ-გამოწევა, 2------- საათიდან კი ჩხუბი მიმდინარეობს ორ ადგილზე: ასფალტზე დაგდებულ ლე--- კა-–------ს რამდენიმე წამის განმავლობაში გამატებით ურტყამს ხელებსა და ფეხებს ნი----–---- ჯი---; მათგან მოშორებით კი ორმხრივი ფიზიკური დაპირისპირება მიმდინარეობს ნი-- კა-–------სა და გი------ ქო------–--ლს შორის, ორივე მათგანი ურტყამს ერთმანეთს, რა დროსაც გი------ ქო------–--ლი ეცემა ძირს. 2------- საათზე ენ--- ბე----ე უშედეგოდ ცდილობს გი------ ქო------–--ლისა და ნი-- კა-–------ს გაშველებას, ექაჩება ორივე მათგანს, რა დროსაც ორივე მათგანი ეცემა ძირს ერთმანეთისაგან მოშორებით. 2------- საათზე გი------ ქო------–--ლი უახლოვდება ნი-- კა-–------ს, რომლის სიახლოვესაც იმყოფება ენ--- ბე----ე, ხელის კვრით იშორებს ამ უკანასკნელს და 2------- საათიდან რამდენიმე წამის განმავლობაში ზევიდან ექცევა და ურტყამს ძირს დაცემულ ნი-- კა-–------ს. ნი-- კა-–------ რაღაც მომენტში ახერხებს წამოდგომას, თუმცა გი------ ქო------–--ლი ხელის მძლავრად მოქნევით კვლავ ბორდიურზე აგდებს, ამ დროს მათთან მიდის ნი----–---- ჯი---ც და ეხმარება გი------ ქო------–--ლს ნი-- კა-–------ს მიმართ ფიზიკურ ძალადობაში. ამის შემდეგ კონფლიქტი თითქოს განეიტრალდა, თუმცა 2------- საათზე გი------ ქო------–--ლი ასფალტის ზედაპირიდან იღებს რაღაც საგანს და კვლავ მიიწევს ნი-- კა-–------ს მიმართულებით, 2------- საათზე კვლავ იწყება გაწევ-გამოწევა და ჩხუბი, 2------- საათზე ნი-- კა-–------ კვლავ ეცემა ძირს დარტყმის შედეგად. 2------- საათზე დაპირისპირებული მხარეები განცალკევებულები არიან, რა დროსაც ნი----–---- ჯი--- ასფალტის ზედაპირიდან იღებს რაღაც საგანს და ისვრის ნი-- კა-–------ს მიმართულებით, 2------- საათზე გი------ ქო------–--ლი ისევ ბრუნდება ნი-- კა-–------სთან და ისევ ფიზიკურად უპირისპირდებიან ერთმანეთს. 23:08:33 საათზე კი კადრში ჩანს თუ როგორ მიყავთ ენ--- ბე----ესა და ნი----–---- ჯი---ს გი------ ქო------–--ლი შემთხვევის ადგილიდან.

 

4.9. ბრალდებულმა ნი-- კა-–------მ სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და განაცხადა, რომ 20-- წლის 1---------ს, კუთვნილი „მ---------ის“ მარკის ავტომობილით, მამამისთან - ლე--- კა-–------სთან ერთად, დაახლოებით 20-40 კმ/სთ სიჩქარით მოძრაობდა ყოფილი ს----------–--- ქუჩიდან სააკაძის ქუჩის მიმართულებით. ვიდრე გავიდოდა სააკაძის ქუჩაზე, ყოფილ ს----------–--- ქუჩაზე, შენიშნა, რომ სამი პიროვნება აპირებდა გზაზე გადასვლას, რომლებიც ჯერ კიდევ ტროტუარზე იმყოფებოდნენ, შესაბამისად, არც ისინი აფერხებდნენ მის მოძრაობას და არც მათ შექმნიათ რაიმე საფრთხე. მიუხედავად აღნიშნულისა, აღნიშნულმა სამმა პიროვნებამ მას მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა, რაც ნახევრად ღია ფანჯარაში გაიგო კიდეც და ასევე მიხვდა მათი ხელის მოძრაობებით. ვინაიდან თავი იგრძნო შეურაცხყოფილად, მან ცოტა მოშორებით მოატრიალა ავტომანქანა, რათა გაერკვია შეურაცხყოფის მიზეზი, თუმცა, აღნიშნული პირები კვლავ აგრესიულად დახვდნენ და კვლავ მიაყენეს სიტყვიერი შეურაცხყოფა. ამასთან, გი------ ქო------–--ლი მივიდა მასთან ძალიან ახლოს სახით, რის გამოც გაწევის მიზნით, მკერდის არეში მსუბუქად ჰკრა ხელი, რასაც მოჰყვა მათ შორის ხელჩართული ჩხუბის დაწყება, უფრო კონკრეტულად, გი------ ქო------–--ლის მხრიდან დარტყმები, ხოლო მისი მხრიდან დარტყმების მოგერიება. ჩხუბის დროს გი------ ქო------–--ლმა ბასრი საგნით - ვერცხლისფერი გასაშლელი დანით მას მიაყენა მრავლობითი ჭრილობები, ხოლო ნი----–---- ჯი---მ როგორც მას, ასევე მამამისს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. ჩხუბის დასრულების შემდეგ იგრძნო, რომ დაჭრილი იყო და იქ მყოფმა მოქალაქეებმა გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. ბრალდებულის განმარტებით, გი------ ქო------–--ლისა და ნი----–---- ჯი---ს დარტყმების მოსაგერიებლად იგი თავადაც იქნევდა ხელებს და ფეხებს და შესაძლებელია ამ დროს მიეღო გი------ ქო------–--ლს სამედიცინო დასკვნაში მითითებული დაზიანებები. რაც შეეხება მესამე პიროვნებას - ენ--- ბე----ეს, იგი ჩხუბში არ მონაწილეობდა, იგი ცდილობდა მათ გაშველებას.

4.10. ნი-- კა-–------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა გარდა დაზარალებულ გი------ ქო------–--ლის და მოწმეების - ნი----–---- ჯი---ს, ენ--- ბე----ის, ლე--- ლი--------–---ის, ვა–- გა----------–---–ის და კო----------ე ცქ----–---–ის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებების, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული ქ.თბილისში, ჭ---------ს ქუ------ში მდებარე მისო „კ--------ის“ ვიდეოჩანაწერის და სსიპ ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-- წლის 1-------- სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნისა, ასევე, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ უდავოდ ცნობილ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: 20-- წლის 12 იანვრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ბიოლოგიური (სეროლოგიური) ექსპერტიზის №0-------- დასკვნას, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების, ვიდეო ექსპერტიზის #0-------- დასკვნას, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 18 თებერვლის განაჩენს, დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის #0--0-/0- დასკვნას, მოწმეთა დაკითხვის ოქმებს და სხვა მტკიცებულებებს.

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში გარდა დაზარალებულ გი------ ქო------–--ლის და მოწმეების - ნი----–---- ჯი---ს, ენ--- ბე----ის, ლე--- ლი--------–---ის, ვა–- გა----------–---–ის და კო----------ე ცქ----–---–ის ჩვენებებისა, მისო „კ--------ის“ ვიდეოჩანაწერისა და სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-- წლის 1-------- სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნისა, სხვა მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

 

4.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

4.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

4.14. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

4.15. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

4.16. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 20-0 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/20-0, პუნქტი 32).

4.17. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, ასევე საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

5. სამართლებრივი შეფასება:

 

5.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა საქმეში არსებული ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია ნი-- კა-–------ს მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ ნი-- კა-–------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

5.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ნი-- კა-–------ს ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.

 

5.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ბრალდებულ ნი-- კა-–------ს მიმართ წარდგენილი ბრალდება) სამართლებრივი სიკეთის დაცვის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის ჯანმრთელობა, რა დროსაც ასევე გათვალისწინებული უნდა იქნეს სუბიექტური მხარე, კერძოდ, აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული დანაშაული შესაძლებელია განხორციელებული იქნეს განზრახი ფორმით (იგი შეიძლება ჩადენილი იქნეს, როგორც პირდაპირი, ისე არაპირდაპირი განზრახვით). ამასთანავე, მნიშვნელოვანია აღინიშნოს ის გარემოებაც, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით ქმედების კვალიფიკაციისათვის აუცილებელია კუმულაციურად არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: 1) პირის მოქმედება ანდა უმოქმედობა; 2) შედეგი - ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება (რომელსაც მიეკუთვნება: დაბეჟილობა, ჭრილობა, ცხვირის მოტეხილობა, ყბის გაბზარვა და ა.შ), კერძოდ, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან სართო შრომისუუნარობის უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა და 3) მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას/უმოქმედობას და დამდგარ შედეგს შორის. ასევე ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ფაქტორს წარმოადგენს ისიც, რომ პირის ქმედებამ/უმოქმედობამ გამოიწვია თუ არ მოცემული მუხლით გათვალისწინებული სისხლისსამართლებრივად დასჯადი შედეგი სპეციალურ ცოდნას მოითხოვს, რა დროსაც უმნიშვნელოვანეს (აუცილებელ) მტკიცებულებას წარმოადგენს სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომელიც კონკრეტულ ხასიათს უნდა ატარებდეს, აბსოლუტური სიზუსტით აღწერდეს დაზარალებულისათვის მიყენებული დაზიანებ(ებ)ის ხარისხს (ასევე შესაძლებლობის შემთხვევაში რა საშუალებითა და რა დროს იქნა მიყენებული დაზიანებები), რაც მოცემულ შემთხვევაში კანონით დადგენილი წესით მოპოვებული და წარმოდგენილი იქნა სასამართლოში ბრალდების მხარის მიერ.

 

5.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის ჯანმრთელობა, ისევე როგორც სიცოცხლის უფლება, ადამიანის ფუნდამენტური უფლებაა. იგი შეუფასებელი სიკეთეა და მასზე მნიშვნელოვანწილადაა დამოკიდებული ადამიანის სიცოცხლის ხანგრძლივობა, მისი გუნება-განწყობილება, შრომისუნარიანობა, აქტიურობა და ა.შ. საქართველოში ადამიანის ჯანმრთელობა დაცულია კონსტიტუციითა და სხვა საკანონმდებლო აქტებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის 25-ე მუხლით. აღნიშნული მუხლის მიხედვით, ,,ყველას უფლება აქვს მისი და მისი ოჯახის ჯანმრთელობისა და კეთილდღეობის ადეკვატური სტანდარტით ცხოვრებისა...”

 

5.5. სასამართლო ბრალდებულ ნი-- კა-–------ს მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული, ასევე მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, რომელთა შეფასებით ნათლად და უტყუარად დადგენილი იქნა ის გარემოება, რომ 20-- წლის 1---------ს, ღამის საათებში, ერთი მხრივ, ბრალდებულ ნი-- კა-–------სა და მამამისს - ლე--- კა-–------ს, ხოლო მეორე მხრივ, დაზარალებულ გი------ ქო------–--ლსა და ნი----–---- ჯი---ს შორის მოხდა ჩხუბი, (აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებას ადასტურებს ბრალდებულიც), რა დროსაც ნი-- კა-–------მ ხელების სახის არეში მრავალჯერადი დარტყმებით გი------ ქო------–--ლს მიაყენა სხეულის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით.

 

5.6. ამდენად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა ორი დაპირისპირებული მხარე, რომელთაგან ერთი, კერძოდ, ბრალდებული განმარტავს, რომ მას გი------ ქო------–--ლისთვის არ დაურტყამს, არამედ იგი გი------ ქო------–--ლთან და მის თანმხლებ პირებთან მივიდა იმის გასარკვევად, თუ რატომ შეაგინეს მას. თუმცა, მათი მხრიდან ნი-- კა-–------ს მიმართ კვლავ აგრესია და გინება განხორციელდა, რა დროსაც გი------ ქო------–--ლმა სახე ახლოს მიუტანა ბრალდებულს, რის გამოც, გაწევის მიზნით, ამ უკანასკნელმა ხელი მსუბუქად ჰკრა მკერდის არეში, რასაც მოჰყვა მათ შორის ჩხუბი. ამასთან, აღნიშნული ჩხუბის პროცესში იგი აღმოჩნდა აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, რის გამოც თავდაცვის მიზნით, იქნევდა ხელებს და ფეხებს, რაც შესაძლებელია მოხვედროდა გი------ ქო------–--ლს. სწორედ აღნიშნულს უკავშირებს ბრალდებული გი------ ქო------–--ლის მიმართ განხორციელებულ დაზიანებებს. აღნიშნულის საპირისპიროდ კი, დაზარალებული გი------ ქო------–--ლი და მისი თანმხლები პირები - ნი----–---- ჯი--- და ენ--- ბე----ე განმარტავენ, რომ კვეთდნენ ქუჩას, რა დროსაც მათ წინ ჩაიქროლა დიდი სიჩქარით მოძრავმა ავტომანქანამ, რომელიც ლამის დაეჯახა მათ. აღნიშნულის გამო ნი----–---- ჯი---მ ხელი ასწია მაღლა და მიაძახა „რას აკეთებო“, რასაც მოჰყვა ავტომობილის მძღოლის მხრიდან ავტომანქანის მოტრიალება და აგრესიულად და გინებით მიმართვა, თუ რატომ შეიგინეს. მართალია, ახალგაზრდებმა ნ. კა-–------ს აუხსნეს, რომ მისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა ნი-- კა-–------მ გი------ ქო------–--ლს ხელი დაარტყა სახის არეში, რის შედეგადაც ეს უკანასკნელი წაიქცა და მათ შორის დაიწყო ორმხრივი, ხელჩართული ჩხუბი.

 

5.7. მოცემულ შემთხვევაში აღნიშნულ დაპირისპირებულ მხარეთა ჩვენებების შესაფასებლად სასამართლოში წარმოდგენილ და გამოკვლეულ იქნა ასევე, ვიდეოჩანაწერიც, სადაც ნათლად ჩანს, რომ კონფლიქტის ინიციატორი და მისი წამოწყები არის ნი-- კა-–------. კერძოდ, ვიდეო- ჩანაწერის მიხედვით, ბრალდებული აჩერებს ავტომანქანას, გადადის ავტომანქანიდან და აგრესიული ფორმით კრავს ხელს გი------ ქო------–--ლს, რის შემდეგაც მათ შორის იწყება უკვე ორმხრივი დაპირისპირება. აღსანიშნავია, რომ კონფლიქტის დაწყების ინიციატორად ნი-- კა-–------ს ასევე, აცხადებს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2--- წლის 18 თებერვლის განაჩენიც (აღნიშნული განაჩენით ნ. კა-–------ს მიმართ მიყენებული დაზიანებების ჩამდენად სასამართლომ დამნაშავედ სცნო გ. ქო------–--ლი, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით), სადაც სასამართლო მიუთითებს, რომ ჩხუბის დაწყების საწყის ეტაპზე, ნი-- კა-–------ მანქანიდან გადმოსვლისთანავე დაზარალებულისადმი ხელის კვრით იწყებს აღნიშნული კონფლიქტს. ამდენად, ნ. კა-–------ს მტკიცება, იმის შესახებ, რომ მისი მხრიდან ადგილი ჰქონდა აუცილებელ მოგერიებას, თავიდანვე გამოირიცხა, რადგან თავდასხმას ასეთ შემთხვევაში იწყებს თავად ბრალდებული და არა დაზარალებული.

 

5.8. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო ასევე, პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს ბრალდებულ ნი-- კა-–------ს სოციალურ სტატუსზე/მდგომარეობაზე. უდაოა, რომ იგი ქმედების ჩადენის დროს იყო ს----------–ო პ---–-–-ის მოქმედი თანამშრომელი, რაც იმას ნიშნავს, რომ ნ. კა-–------ არა მხოლოდ მაშინ იყო ვალდებული დაეცვა საზოგადოებრივი წესრიგი, როდესაც სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა და სამსახურებრივ ფორმას ატარებდა, არამედ მაშინაც, როდესაც ასეთ ვალდებულებას არ ასრულებდა. შესაბამისად, მას საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისა და შესაბამისი სამართლებრივი ზომების მიღების შესაძლებლობა ჰქონდა იმ შემთხვევაშიც, თუ გი------ ქო------–--ლისა და მისი თანმხლები პირების მხრიდან რაიმე დარღვევას ექნებოდა ადგილი.

 

5.9. ამაზე მიუთითებს სწორედ 2013 წლის საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის 3.3. ნაწილი, რომლის თანახმადაც, „პოლიციელი, მისი თანამდებობის ან წოდების მიუხედავად ვალდებულია, საზოგადოების წევრებთან ურთიერთობაში იყოს ტაქტიანი, თავაზიანი და კეთილგანწყობილი. მოქალაქისადმი წაყენებული მოთხოვნები თუ შენიშვნები გამოთქვას მშვიდი, ზრდილობიანი და დამაჯერებელი ფორმით. .... პოლიციელისგან დაუშვებელია ქედმაღლური მიმართვა, მუქარა, ირონია, ჟარგონის გამოყენება და ფამილარული ტონით საუბარი. ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, აუცილებელია ქცევის ეთიკური ნორმების დაცვა“. ამავე თავის 3.4. ნაწილის თანახმად კი, პოლიციელი უნდა იყოს კორექტული და საზოგადოების წევრების მიმართ არ უნდა გამოიჩინოს უხეშობა, ძალადობა, თავი უნდა შეიკავოს შეურაცხმყოფელი ქცევებისაგან და პროვოკაციის მიუხედავად შეინარჩუნოს ობიექტური დამოკიდებულება. ზემოთ აღნიშნული სტანდარტები პოლიციელმა უნდა დაიცვას მიუხედავად მისი ქცევის ადრესატის სოციალური მდგომარეობისა და ფიზიკური კონდიციისა (ალკოჰოლური თუ ნარკოტიკული თრობა)“.

 

5.10. ამდენად, აღნიშნული ნორმების ანალიზით, ნი-- კა-–------, როგორც პ---–-–-ის თანამშრომელი, ვალდებული იყო პროვოკაციის - თუნდაც სიტყვიერი შეურაცხყოფის მიუხედავად, არ გამოეჩინა ნასვამ მდგომარეობაში მყოფი გი------ ქო------–--ლისა და მისი თანმხლები პირების მიმართ აგრესია და ძალადობა, თუმცა, აღნიშნულის საპირისპიროდ, იგი თავად ხდება ამ კონფლიქტის ინიციატორი.

 

5.11. რაც შეეხება დაცვის მხარის პოზიციას იმის შესახებ, რომ თუკი გი------ ქო------–--ლის მიმართ დაზიანებები მიყენებულია ნი-- კა-–------ს მხრიდან (თუმცა, აღნიშნულსაც სადავოდ ხდიან და აცხადებენ, რომ შესაძლებელია გი------ ქო------–--ლს სხვა ვითარებაში მიეღო დაზიანებები), იგი გამოწვეული უნდა ყოფილიყო სწორედ აუცილებელი მოგერიებისა და თავდაცვის მდგომარეობით, სასამართლო აღნიშნულს, როგორც ზემოთ ითქვა, არ იზიარებს, რამდენადაც აუცილებელი მოგერიების დროს ერთი მხარე უნდა მოქმედებდეს ცალსახად მართლსაწინააღმდეგოდ, ხოლო მეორე მხარე მართლზომიერად. კერძოდ, სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 28-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მართლსაწინააღმდეგოდ არ მოქმედებს ის, ვინც ამ კოდექსით გათვალისწინებულ ქმედებას ჩაიდენს აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში, ესე იგი ვინც მართლსაწინააღმდეგო ხელყოფისას დააზიანებს ხელმყოფს თავისი ან სხვისი სამართლებრივი სიკეთის დასაცავად“. ისეთ ვითარებაში კი, როდესაც თავად ნი-- კა-–------ იყო კონფლიქტის ინიციატორი და მისმა მართლსაწინააღმდეგო ქმედებამ გამოწვია ორმხრივი ჩხუბი, სასამართლო ვერ განიხილავს მას აუცილებელი მოგერიების მდგომარეობაში მყოფ პირად.

 

5.12. გარდა ამისა, სასამართლო მიუთითებს, რომ სისხლის სამართლის დოგმატი--ში სადაოა საკითხი იმის შესახებ, შეუძლია თუ არა საჯარო ხელისუფლების წარმომადგენელს, ამ შემთხვევაში პოლიციელს, თავისი სამსახურებრივი უფლებამოსილების განხორციელებისას, თუ მის გარეშე, გამოიყენოს აუცილებელი მოგერიების ზოგადი უფლება, თუ პირიქით, მისი მოქმედების მართლზომიერების შეფასება ყოველთვის უნდა მოხდეს პოლიციის შესახებ საჯარო-სამართლებრივ კანონმდებლობაში მოცემული მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი სპეციალური გარემოებებით, რომლებიც უშუალოდ ეფუძნება თანაზომეირების პრინციპს (იხ. K. Hoffmann-Holland, Strafrecht, AT, 2007, გვ. 74).

 

5.13. სწორედ ამიტომ სისხლის სამართლის დოგმატიკაში არსებობს ამ პრობლემის გადაჭრის ერთ-ერთი გზა - ე.წ. წმინდა საჯაროსამართლებრივი თეორია (rein öffentlich-rechtliche Theorie), რომლის მიხედვითაც, ყველა საჯაროსამართლებრივ იძულებით ღონისძიებას აქვს მკაცრად განსაზღვრული პრიორიტეტი (მით უფორ, თუკი იგი წესრიგდება შიდა ეროვნული კანონმდებლობით) სისხლისსამართლებრივ მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველ ზოგად გარემოებებთან შედარებით. კერძოდ, საჯარო სამსახურში მყოფ პირს სამსახურებრივი უფლებამოსილების დროს არ შეუძლია იმოქმედოს აუცილებელი მოგერიებით, ისე, როგორც კერძო ფიზიკურმა პირმა, თუმცა, ეს სრულებითაც არ ნიშნავს იმას, რომ მან ასეთი ხელყოფა ხანგრძლივად უნდა ითმინოს ან ეს უფლება საერთოდ არ გამოიყენოს, არამედ არსებობს ამგვარი მოგერიების უფლების სოციალურ-ეთიკური შეზღუდვები (ამის შესახებ დაწვრილებით იხ. მ. ტურავა, სისხლის სამართალი, ზოგადი ნაწილის მიმოხილვა, 2013, გვ. 187-190).

 

5.14. მოცემულ შემთხვევა, ბრალდებული ნი-- კა-–------, მართალია, ქმედების ჩადენის დროს არ ასრულებდა თავის სამსახურებრივ მოვალეობას, თუმცა, სწორედ 2013 წლის საქართველოს პოლიციის ეთიკის კოდექსის მე-3 თავის 3.3. ნაწილი ავალდებულებს ასეთ პირებს ყველა სიტუაციაში და ნებისმიერ ადამიანთან ურთიერთობისას, როგორც სამუშაო, ასევე არასამუშაო დროს, დაიცვას აუცილებელი ქცევის ეთიკური ნორმები და წესები.

 

5.15. პოლიციის ეთიკის კოდექსის ამ სულისკვეთებას იზიარებს ასევე, „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი ნაწილიც, რომლის თანახმადაც, პოლიციელი თავის საქმიანობაში განუხრელად იცავს ადამიანის ძირითადი უფლებებისა და თავისუფლებების დაცვისა და პატივისცემის, კანონიერების, დისკრიმინაციის დაუშვებლობის, თანაზომიერების, დისკრეციული უფლებამოსილების განხორციელების, პოლიტიკური ნეიტრალობისა და პოლიციის საქმიანობის გამჭვირვალობის პრინციპებს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, პოლიციელის მიერ საპოლიციო ღონისძიების პოლიციის საქმიანობის ძირითადი სახელმძღვანელო პრინციპების დარღვევით განხორციელება იწვევს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ პასუხისმგებლობას.

 

5.16. ამ კონტექსტში საინტერესოა ასევე, საერთაშორისო პრაქტიკაც, კერძოდ, საქმეში „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ გარდა იმისა, რომ დადგინდა კონვენციის მე-2 მუხლის პროცედურული დარღვევის არსებობა, ასევე მოსამართლეთა ნაწილის ერთიანი და ნაწილობრივ განსხვავებული აზრის მიხედვით, მოცემულ საქმეში მე-2 მუხლის არსებითი მხარეც დარღვეულად მიიჩნიეს, შემდეგ გარემოებათა გამო: საქმეში ჩაკიცი თურქეთის წინააღმდეგ (ÇAKICI v. TURKEY , განაცხადი № 23657/94, 1998 წლის 8 ივლისის გადაწყვეტილება, § 86) სასამართლომ აღნიშნა, რომ კონვენციის მე-2 მუხლი, რომელიც სიცოცხლის უფლებას იცავს, კონვენციის ერთ-ერთი ყველაზე ფუნდამენტური დებულებაა და მე-3 მუხლთან ერთად, ევროპის საბჭოს წევრი დემოკრატიული ქვეყნების ერთ-ერთ ძირითად ღირებულებას იცავს (მაკკანი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (McCANN AND OTHERS v. THE UNITED KINGDOM , განაცხადი N 18984/91, 1995 წლის 27 სექტემბრის განჩინება, §§ 146-47). დაკისრებული ვალდებულება მხოლოდ სახელმწიფო მოხელეების მიერ ძალის გამოყენებით განზრახ მკვლელობას არ მოიცავს. მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის პირველი წინადადება სახელმწიფოებს სიცოცხლის დაცვას კანონის მეშვეობითაც ავალდებულებს. ამ თვალსაზრისით, მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილი სახელმწიფოს არამხოლოდ სიცოცხლის განზრახ და არაკანონიერ მოსპობისგან თავის შეკავებას ავალდებულებს, არამედ ასევე საჭირო ნაბიჯებს გადადგმას მისი იურისდიქციის ქვეშ მყოფი ადამიანების სიცოცხლის დასაცავად. შესაბამისად, სასამართლოს მოვალეობას წარმოადგენს, საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, დაადგინოს, გააკეთა თუ არა სახელმწიფომ ყველაფერი, რაც მოეთხოვებოდა, რათა განმცხადებლის სიცოცხლისათვის რისკი აერიდებინა (L.C.B. გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ, განაცხადი № 23413/94, 1998 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება, § 36)

 

5.1-. უფრო მეტიც, საქმეში ერტაკი თურქეთის წინააღმდეგ (ERTAK v. TURKEY E, განაცხადი N 20764/92 , 2000 წლის 9 მაისის გადაწყვეტილება, §132), სასამართლომ განაცხადა, რომ „ხელისუფლებას ევალება, ანგარიშვალდებული იყოს მათი კონტროლის ქვეშ მყოფ ადამიანებთან დაკავშირებით.“

 

5.18. საქმეში „ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ“ სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში დამნაშავეები სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლები, შსს-ს მაღალი თანამდებობის პირები იყვნენ, რომლებსაც, თვით მათი თანამდებობის ხასიათიდან გამომდინარე, ნებისმიერ დროს, სამსახურეობრივი მოვალეობების შესრულებისას თუ ამგვარის გარეშე, ევალებოდათ მოქცეულიყვნენ ისე, როგორც ეს მათი, როგორც სამართალდამცავი ორგანოს თანამშრომლების მდგომარეობას, ეკადრებოდა, რადგან მათი მოვალეობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვა, საზოგადოებრივი უსაფრთხოების ხელშეწყობა, დანაშაულის აღკვეთა და გამოძიება იყო. მათ უნდა გაეკეთებინათ ყველაფერი, რისი გაკეთებაც შესაძლებელი იყო, რათა განმცხადებლის სიცოცხლეს საფრთხე არ დამუქრებოდა (ენუქიძე და გირგვლიანი საქართველოს წინააღმდეგ, განაცხადი N25091/07, 20-1 წლის 26 აპრილის გადაწყვეტილება).

 

5.19. აქედან გამომდინარე, ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში ნი-- კა-–------ წარმოადგენდა შსს-ს ს----------–ო დეპარტამენტის თანამშრომელს, მიუხედავად იმისა, რომ იგი აღნიშნული კონფლიქტისას არ ასრულდა თავის სამსახურებრივ ვალდებულებას, მეტი თავშეკავებულობა და თმენის ვალდებულება მმართებდა. მით უფრო, მაშინ, როცა იგი ჩხუბის ინიციატორად თავად მოგვევლინა ამ სიტუაციაში.

 

5.20. ამდენად, საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების შეფასების შედეგად დადგენილ იქნა, ის გარემოება, რომ კონფლიქტი დაიწყო პატრულის მოქმედი თანამშრომლის ნი-- კა-–------ს ინიციატივით და ორმხრივი ჩხუბის დროს ხელების სახის არეში მრავალჯერადი დარტყმებით გი------ ქო------–--ლს მიაყენა დაზიანებები. მოცემულ შემთხვევაში საგულისხმოა, სსიპ ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-- წლის 1-------- სამედიცინო ექსპერტიზის #0-------- დასკვნით დადგენილი გარემოებები, რომლითაც შესაბამისი/სპეციალური ცოდნის მქონე პირის მიერ გამოკვლევის ჩატარების შედეგად, დაზარალებულს სხეულის სხვადასხვა დაზიანებებთან ერთად დაუდგინდა თავის მიდამოში მდებარე დაზიანება ნაჭდევის, ცხვირის ძვლის მოტეხილობის, უსწოროკიდეებიანი ჭრილობის და სისხლჩაქცევის სახით, რაც იზოლირებულად აღებული მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. აღნიშნული დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული დასკვნით დადგენილი გარემოებები თანხვედრაშია უდავოდ ცნობილი და დამოუკიდებელი სასამართლო ექსპერტიზის #0--0-/0- დასკვნით დადგენილ გარემოებებთან, რომლის თანახმად, გი------ ქო------–--ლის სხეულის დაზიანება მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოშლით (ჯანმრთელობის მოშლა 6-დან - 21 დღემდე) და ხანდაზმულობით შეეფარდება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს (11.0-.20--წ).

 

5.21. რაც შეეხება დაცვის მხარის ერთ-ერთ ვერსიას, რომ შესაძლებელი იყო გი------ ქო------–--ლს სამედიცინო დასკვნაში არსებული დაზიანებები სხვა ვითარებაში მიეღო, სასამართლო არ იზიარებს, რამდენადაც როგორც ზემოაღნიშნულ დასკვნებშია მითითებული გი------ ქო------–--ლის მიმართ არსებულ დაზიანებანი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით და დაზიანებები ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს - 20-- წლის 1---------ს. ამ მხრივ საყურადღებოა აგრეთვე ბიოლოგიური (სეროლოგიური) ექსპერტიზის #0-------- დასკვნაც, რომლის თანახმად, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული სისხლის ნიმუშების ნაწილი ეკუთვნის გი------ ქო------–--ლს, რაც მიუთითებს მის მიერ დაზიანებების სწორედ ჩხუბის ადგილზე მიღებას.

5.2-- ამდენად, ფაქტობრივ გარემოებათა შეფასება ნათლად ადასტურებს იმას, რომ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე დაზარალებულმა მის მიმართ განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მიიღო სხვადასხვა დაზიანებები, რომელიც შესაბამისი ცოდნის და გამოცდილების მქონე პირის/ექსპერტის მიერ ჩატარებული გამოკვლევის თანახმად, მიეკუთვნებიან მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით, რა დროსაც ცალსახად დადგენილ იქნა მიზეზობრივი კავშირის არსებობა ქმედებას და დამდგარ შედეგს შორის, ხოლო აღნიშნული ქმედების განმახორციელებელი პირის/სუბიექტის დადგენის კუთხით ნათლად და უტყუარად გამოიკვეთა, რომ პიროვნება რომელმაც დაზარალებულს თავის მიდამოში მიაყენა დაზიანებები - არის ბრალდებული ნი-- კა-–------.

5.23. მაშასადამე, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხველი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნი-- კა-–------მ ჩაიდინა ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით (2--- წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით). ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

6. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

6.1. ნი-- კა-–------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

7. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

7.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

7.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

7.3. განაჩენის 7.1. და 7.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

7.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლი (2--- წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქცია), სასჯელის სახით ითვალისწინებდა ჯარიმას ან გამასწორებელ სამუშაოს ვადით ექვს თვემდე, თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე.

7.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არაადექვატურად გამოაჩენს.

7.6. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება - კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები, კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 20-3 წ. საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის თუ რამდენად არის განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული არის სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს და მისი სიმკაცრე (იხ. ასევე, Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, §151; §142; M. v. Germany, no. 19359/04 §120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.

7.7. ყოველივე ზემოაღნიშნული, ასევე ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, გასაკიცხაობის ხარისხი, ჩადენილი ქმედების სიმძიმე (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება (არ არის ნასამართლევი), პირადი და ეკონომიკური მდგომარეობა, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპი, რაც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას, რაც უზრუნველყოფს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.

7.8. ზემოაღნიშნულის შემდეგ, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს განსახილველ სისხლის სამართლის საქმეზე ბრალდებულ ნი-- კა-–------ს კანონის შესაბამის ქცევას სასამართლოში საქმის განხილვისას და ასევე იმას, რომ ჩადენილია განზრახ ნაკლებად მძიმე დანაშაული, წარსულში არ არის ნასამართლევი, მუშაობს ს----------–ო პ---–-–-აში. ამასთან, არ არსებობს რაიმე დამამძიმებელი გარემოება, რისი გათვალისწინებითაც, სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რითაც ერთი მხრივ, თავიდან იქნება აცილებული ძალადობის შემდგომი ფაქტები და უზრუნველყოფილი იქნება ბრალდებულის შემდგომი ნორმალური ქცევა, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

7.9. მოცემულ შემთხვევაში ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა შეფასება/გაანალიზებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არაადეკვატურ და არაპროპორციულ სასჯელის სახედ უნდა იქნეს მიჩნეული და აღნიშნულ სასჯელის სახეს ბრალდებულ ნი-- კა-–------ს მიმართ სასამართლო არ გამოიყენებს, ვინაიდან, სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე - ჯარიმა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს სამართლიანი სასჯელის პრინციპის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულ ნი-- კა-–------ს პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ნი-- კა-–------ს პიროვნების გათვალისწინებით, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.

8. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

8.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - 3 (სამი) ცალი DVD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

1. ნი-- კა-–------ ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 1 იანვრამდე მოქმედი რედაქციით) და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 1000 (ათასი) ლარის ოდენობით.

2. მსჯავრდებულ ნი-- კა-–------ს მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს თბილისის სააღსრულებო ბიუროს.

3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებები: - 3 (სამი) ცალი DVD დისკი, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე