განაჩენი

სისხლის სამართლის 08.05.2019
საქმის ნომერი
330100119002949750
თარიღი
08.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 1--------

(0-----------)

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

08 მაისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე ლიანა ორკოდაშვილმა,შოთა ზალკალიანის მდივნობით,ბრალმდებლების მ---------------–---–ის,ბრალდებულ გ--------–--–------ის

მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე გ-----------–------–--–------ის (პ/№0----------) - დაბადებულის 1----–-–----------------ს, რეგისტრირებულის და ფაქტობრივად მცხოვრების ქ თ---–-------–----------------------------------------ში - მიმართ, საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტებით წარდგენილი ბრალდების გამო,აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი :

 

გ--------–--–------ეს ბრალად ედება ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, რაც გამოიხატება შემდეგში:

2019 წლის 03 თებერვალს, დაახლოებით 20:19 საათზე, გ--------–--–------ე, თბილისში, დ-----------–-----–--------------------–----------- მდებარე სავაჭრო ცენტრ „თ---–--------––-“ არსებულ შპს „მ---------–-----------------------------------------“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა ჰიპერმარკეტის პროდუქციას - „ფილიფსის“ ფირმის წვერსაპარსს, ღირებულს 899 ლარად.

გ--------–--–------ის ქმედებით შპს „მა--------–-------------------------------------მ“ განიცადა 889 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

გ--------–--–------ეს ბრალად ედება ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი გამოეწვია, რაც გამოიხატება შემდეგში:

2019 წლის 14 თებერვალს, დაახლოებით 20:13 საათზე, გ--------–--–------ე, თბილისში, დ-----------–-----–--------------------–----------- მდებარე სავაჭრო ცენტრ „თ---–--------––-“ არსებულ შპს „მ---------–-----------------------------------------“, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ცდილობდა ფარულად დაეუფლებოდა ჰიპერმარკეტის პროდუქციას - „ფილიფსის“ ფირმის წვერსაპარსს, ღირებულს 899 ლარად.

გ--------–--–------ის ქმედებით შპს „მა--------–-------------------------------------ს“ შესაძლოა განეცადა 889 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

ამდენად, არსებობდა დასაბუთებული ვარაუდი, რომ გ--------–--–------ემ ჩაიდინა საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაული.

სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეების: გ--------–--–------ის, გ-------------ის, გ-------------------–---–ის, ა-–----------------–--ის გამოკითხვის ოქმები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პირადი ჩხრეკის ოქმი, ვიდეოკამერის დათვალიერების ოქმები, ვიდეოკამერის დისკი და საქმეში არსებული სხვა ფაქტებისა და ინფორმაციების ერთობლიობა) ერთობლიობა გ--------–--–------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.

სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადაოდ და მათ, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს, რომ ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას, უდავო გახადა ბრალდების მხარის მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო სწრაფი და ეფექტური მართმლსაჯულების განხორციელებას, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებები ბრალდებულს არ გააჩნია.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

გ--------–--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

გ--------–--–------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19-177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

საქართველოს სსკ 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად დანაშაულთა ერთობლიობის დროს თანაბარი სასჯელებიდან ერთმა შთანთქოს მეორე და საბოლოოდ გ--------–--–------ეს სასჯელის სახით განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 03 (სამი) წლისა ვადით, რაც ჩაეთვალოს პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 03 (სამი) წელი.

გაუქმდეს გ--------–--–------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება გირაო.

პირობითი მსჯავრის მოხდის პერიოდში კონტროლი გ--------–--–------ის ყოფა-ქცევაზე, დაევალოს არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სამსახურის ტერიტორიულ ორგანოს მსჯავრდებულების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

ნივთიერი მტკიცებულები:

მუყაოს ყუთი წარწერით „PILIPS“, შავი ფერის ჩასადები წარწერით „PILIPS“ და შავი ვერცხლისფერსი გაწყობილი „PILIPS“-ის ფირმის წვერსაპარსი, რომელიც ინახება თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–----------------–--------–-–-------------------–----- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მირების შემდეგ დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.

2 ცალი კომპიუტერული დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, სენახული იქნას საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე:

ლ. ორკოდაშვილი