გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210119002839916
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/2149-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: მ--------------–--ე

წარმომადგენელი: გ--------------–-–---–ი

 

მოპასუხე: ნ------–-----ა

წარმომადგენელი: ზ-----------------ა

 

დავის საგანი: ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შეწყვეტილად იქნეს აღიარებული 2017 წლის 29 დეკემბერს მ--------------–--ესა და ნ------–-----ას შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 24 იანვარს ნოტარიუსის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2017 წლის 29 დეკემბერს მ--------------–--ესა და ნ------–-----ას შორის დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც გამსესხებელს მსესხებლისათვის უნდა გადაეცა 12 000 ლარი 6 თვის ვადით, თვეში 2.5% სარგებლის დარიცხვით. სესხის უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ--------------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ-----–--------------–---------–--------------------------------

 

ზემოთ აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების გაფორმების შემდგომ, ნ------–-----ამ განაცხადა, რომ აღარ სურდა სესხის ლარში გაცემა და უნდოდა გაეფორმებინა ახალი ხელშეკრულება 4000 აშშ დოლარზე თვეში 100 აშშ დოლარის ოდენობით საპროცენტო სარგებლის დარიცხვით. მ--------------–--ე დასთანხმდა აღნიშნულ შეთავაზებას და მხარეებმა შეადგინეს ახალი ხელშეკრულება, რომლის ნამდვილობაც დადასტურდა ნოტარიუსის მიერ. შესაბამისად, ნ------–-----ამ მ--------------–--ეს გადასცა არა სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული 12 000 ლარი, არამედ ახალი ხელშეკრულებით გათვალისწიებული 4 000 აშშ დოლარი, საიდანაც 200 აშშ დოლარი, როგორც ორი თვის საპროცენტო სარგებელი, წინასწარ დაიტოვა ნ------–-----ამ.

 

მოსარჩელის მეუღლემ გამსესხებელს ნასესხები თანხის საპროცენტო სარგებლის სახით, 2018 წლის მარტის თვეში გადაუხადა 300 აშშ დოლარი, ხოლო ამავე წლის ოქტომბერში, ასევე 300 აშშ დოლარი.

 

2019 წლის 24 იანვარს ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი თითქოსდა 2017 წლის 29 დეკემბერს გაფორმებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო. როგორც ზემოთ აღინიშნა, აღნიშნული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა შორის ვალდებულებები არ წარმოშობილა, რადგან გამსესხებელს არ გადაუცია მ--------------–--ისათვის 12 000 ლარი, თუმცა, მიუხედავად აღნიშნულისა, 2019 წლის 25 იანვარს დაიწყო სააღსრულებო წარმოება და მიმდინარეობს სააღსრულებო მოქმედებები იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის მიზნით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება არ შეიძლება შეწყვეტილად იქნეს აღიარებული, რადგან მითითებული ხელშეკრულებით მხარეებს წარმოეშვათ ვალდებულებები, თუმცა უფრო ნაკლები ოდენობის თანხაზე. კერძოდ, მოპასუხის განმარტებით, მან მსესხებელს სესხის სახით ნაცვლად 12 000 ლარისა გადასცა 4000 აშშ დოლარი, ხოლო მოსარჩელეს საპროცენტო სარგებლის სახით გადახდილი აქვს 600 აშშ დოლარი. სესხის ძირი თანხა, დღეის მდგომარეობით, დაბრუნებული არ არის.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 29 დეკემბერს ნ------–-----ასა და მ--------------–--ეს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ------–-----ას მ--------------–--ისათვის სესხის სახით უნდა გადაეცა 12 000 ლარი, ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დაგვიანების შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით. სესხი გაიცა 6 თვის ვადით - 2018 წლის 30 ივნისამდე. ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელმა გამსესხებელს წინასწარ გადაუხადა ერთი თვის სარგებელი. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ--------------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ-----–--------------–--------–-------------------------------.

 

სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მსესხებელს - მ--------------–--ეს არ მიუღია ზემოთ აღნიშნული ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხა - 12 000 ლარის ოდენობით.

 

3.1.2. 2017 წლის 29 დეკემბერს მ--------------–--ესა და ნ------–-----ას შორის სანოტარო წესით გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც ამავე მხარეებს შორის 29.12.2017წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის - 12 000 ლარის ნაცვლად, ნ------–-----ამ მ--------------–--ეს სესხის სახით გადასცა - 4 000 აშშ დოლარი. შეთანხმებით განისაზღვრა, რომ სესხის ძირითად თანხას - 4000 აშშ დოლარსა და მასზე დარიცხულ სარგებელს - 100 აშშ დოლარს მსესხებელი გადაიხდიდა აშშ დოლარში.

 

3.1.3. სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მსესხებელს - მ--------------–--ეს სრულად აქვს გადახდილი 6 თვის საპროცენტო სარგებელი 600 აშშ დოლარის ოდენობით. რაც შეეხება სესხის ძირითად თანხას, დღეის მდგომარეობით, მ--------------–--ეს ნ------–-----ასათვის არ დაუბრუნებია სესხის სახით მიღებული თანხა - 4000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

3.1.4. მ--------------–--ესა და ნ------–-----ას შორის 29.12.2017წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 24 იანვარს ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: 12 000 ლარი ძირითადი თანხა და პირგასამტეხლო 18 ლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2018 წლის 29 ივნისიდან აღსრულებამდე. ამასთან, დადგინდა იპოთეკის საგნის, მ--------------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დ-----–--------------–--------–-------------------------------, რეალიზაცია.

 

3.1.5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა იზაბელა კიკნაველიძემ განმარტა, რომ მან სესხის აღების დროს, საპროცენტო სარგებლის სახით წინასწარ გადაიხადა 200 აშშ დოლარი. აღნიშნული თანხა მან შუამავლის მითითებით გადასცა ვინმე სოფოს და იანას გამსესხებლის - ნ------–-----ასათვის გადასაცემად. ჯამში, პროცენტის სახით გადახდილი აქვთ 800 აშშ დოლარი.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

საქმისათვის მნიშვნელობის მქონე სხვა ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლომ განიხილა მ--------------–--ის სარჩელი, შეისწავლა საქმეში არსებული მასალები და მიაჩნია, რომ საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ნაწილობრივ შეესაბამება მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლებს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე, 623-ე მუხლებით;

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, კი ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

6.2. მხარეები მათ შორის 2017 წლის 29 დეკემბერს დადებულ შეთანხმებას სხვადასხვა მნიშვნელობას ანიჭებენ, შესაბამისად სასამართლო უპირველეს ყოვლისა მიზანშეწონილად მიიჩნევს გამოარკვიოს აღნიშნული შეთანხმების სამართლებრივი ბუნება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლის 29 დეკემბერს ნ------–-----ასა და მ--------------–--ეს შორის სანოტარო წესით დაიდო სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ნ------–-----ას მ--------------–--ისათვის სესხის სახით უნდა გადაეცა 12 000 ლარი, ყოველთვიურად 2.5% სარგებლის დარიცხვის პირობით. ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ხელშეკრულებით დადგენილ ვადაში სესხის და/ან მასზე დარიცხული სარგებლის გადაუხდელობის ან გადახდის ვადის დაგვიანების შემთხვევაში, გადაუხდელი თანხის 0.15%-ის ოდენობით. სესხი გაიცა 6 თვის ვადით - 2018 წლის 30 ივნისამდე. ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების უზრუნველყოფის მიზნით, იპოთეკით დაიტვირთა მ--------------–--ის კუთვნილი უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, ვ---------–----------–----------–-------------------------------.

 

ამდენად, მხარეთა შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრა ხელშეკრულების არსებითი პირობები, თუმცა სადავო გარემოებას არ წარმოადგენს, რომ მ--------------–--ეს არ მიუღია აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული თანხა 12 000 ლარის ოდენობით.

 

2017 წლის 29 დეკემბერს მხარეთა შორის, ასევე გაფორმდა შეთანხმება, რომლის თანახმადაც 29.12.2017წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის ძირითადი თანხის - 12 000 ლარის ნაცვლად, ნ------–-----ამ მ--------------–--ეს სესხის სახით გადასცა 4 000 აშშ დოლარი. შეთანხმებით განისაზღვრა, რომ სესხის ძირითად თანხას - 4000 აშშ დოლარსა და მასზე დარიცხულ სარგებელს - 100 აშშ დოლარს მსესხებელი გადაიხდიდა აშშ დოლარში. შეთანხმება დამოწმებულ იქნა ნოტარიუსის მიერ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალში გამტკიცებულია ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი (სსკ-319-ე მუხლი), რომელიც კერძო სამართლის სუბიექტებს ანიჭებს ულებამოსილებას კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი გულისხმობს მხარის შესაძლებლობას დადოს (ან არ დადოს) ხელშეკრულება, აირჩიოს ხელშეკრულების კონტრაგენტი (მხარე) და განსაზღვროს ხელშეკრულების შინაარსი. მხარეებს შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ შეუძლიათ ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლი კი, ადგენს ნების გამოვლენის განმარტების წესს. კერძოდ: ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტო გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან.

 

როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მხარეთა შორის გაფორმებულ შეთანხმებაში პირდაპირაა მითითებული, რომ ნ------–-----ამ მ--------------–--ეს 4000 აშშ დოლარი გადასცა 29.12.2017წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სესხის თანხის 12 000 ლარის ნაცვლად, ამასთან, მხარეები სადავოდ არ ხდიან იმ გარემოებას, რომ სესხზე საპროცენტო სარგებლის გადახდა განხორციელდა სწორედ 29.12.2017წ. ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადით. კერძოდ, მოსარჩელის მიერ სრულად იქნა გადახდილი 6 თვის საპროცენტო სარგებელი 600 აშშ დოლარის ოდენობით. ამდენად, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ასევე 29.12.2017წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებისა და შეთანხმების პირობების დეტალური ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 29.12.2017წ. დადებული შეთანხმება წარმოადგენს შეთანხმებას 29.12.2017წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის თაობაზე. კერძოდ, აღნიშნული შეთანხმებით ცვლილება შევიდა ძირითადი სესხის ხელშეკრულებით განსაზღვრული ძირი თანხის ნაწილში. ხელშეკრულების დარჩენილი ძირითადი პირობები - საპროცენტო სარგებლის ოდენობა, პირგასამტეხლო, სეხის დაბრუნების ვადა და სხვა დარჩა უცვლელი. შეთანხმება წარმოადგენს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომლითაც მხოლოდ ცვლილება შევიდა სესხის ძირი თანხის ოდენობაში.

 

ამასთან, უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ მ--------------–--ეს არ დაუბრუნებია ნ------–-----ასაგან სესხის სახით მიღებული თანხა - 4000 აშშ დოლარის ოდენობით. შესაბამისად, ვინაიდან სადავო სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულია სესხი, რომელიც მსესხებლის მიერ ექვემდებარება დაბრუნებას, სასამართლო მიიჩნევს, რომ მხარეთა შორის 29.12.2017წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებას გააჩნია იურიდიული ძალა და არ არსებობს მისი შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი.

 

ამრიგად, მოსარჩელის მოთხოვნა მხარეთა შორის 29.12.2017წ,. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების თაობაზე უსაფუძლოა და არ არსებობს მისი დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

6.3. რაც შეეხება მოსარჩელის მოთხოვნას სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე, სასამართლო განმარტავს შემდეგს:

 

„ნოტარიატის შესახებ“ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „პ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: გასცემს სააღსრულებო ფურცელს. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, კი ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

 

’’ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-40 მუხლის პირველი ნაწილის ’’გ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ნოტარიუსი სააღსრულებო ფურცელს გასცემს კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) წერილობითი განცხადების საფუძველზე. განცხადებას უნდა დაერთოს სანოტარო დოკუმენტი, რომლის საფუძველზედაც განმცხადებელი ითხოვს სააღსრულებო ფურცლის გაცემას. კრედიტორის (მისი უფლებამონაცვლის) განცხადება სააღსრულებო ფურცლის გაცემის შესახებ უნდა შეიცავდეს: მონაცემებს შეუსრულებელი ძირითადი და დამატებითი ვალდებულებების მოცულობის შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ--------------–--ესა და ნ------–-----ას შორის 29.12.2017წ. დადებული სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების საფუძველზე, 2019 წლის 24 იანვარს ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ გაიცა №--------- სააღსრულებო ფურცელი, რომლითაც აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა განისაზღვრა შემდეგნაირად: 12 000 ლარი ძირითადი თანხა და პირგასამტეხლო 18 ლარი ყოველი ვადაგადაცილებული დღისათვის 2018 წლის 29 ივნისიდან აღსრულებამდე. ამასთან, დადგინდა იპოთეკის საგნის, მ--------------–--ის კუთვნილი უძრავი ქონების, მდებარე: ქ. თბილისი, დ-----–--------------–--------–-------------------------------, რეალიზაცია.

 

დადგენილია ასევე და უდავო ფაქტობრივ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ--------------–--ეს არ მიუღია 29.12.2017წ. სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხის თანხა 12 000 ლარის ოდენობით, არამედ, აღნიშნულის ნაცვლად, მან მიიღო 4000 აშშ დოლარი, რაც მხარეთა მიერ დადასტურებულ იქნა 29.12.2017წ. შეთანხმებით. ამდენად, არ არსებობდა 12 000 ლარზე სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი საფუძველი. მსესხებელს გამსესხებლის მიმართ სესხის ძირი თანხის სახით დასაბრუნებელი აქვს 4000 აშშ დოლარი და არა 12 000 ლარი. შესაბამისად, სახეზეა სააღსრულებო ფურცლის გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მ--------------–--ის სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად, უნდა გაუქმდეს ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2019 წლის 24 იანვარს გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი.

 

7. საპროცესო ხარჯები:

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა - 360 ლარი, ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე 50 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, თუმცა ვინაიდან მოსარჩელის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა და შესაბამისად მოსარჩელე გათავისუფლდა აღნიშნული სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული თანხის გადახდისაგან, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ სრულად უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 360 ლარის გადახდა, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

8.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით, მ--------------–--ის შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა და შეჩერდა ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2019 წლის 24 იანვარს გაცემული №--------- სააღსრულებო ფირცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 191-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელეს შეუძლია მიმართოს სასამართლოს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებით, რომელშიც მითითებული უნდა იყოს გარემოებები, რომელთა გამოც სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოუყენებლობა გააძნელებს ან შეუძლებელს გახდის გადაწყვეტილების აღსრულებას, დარღვეული ან სადავო უფლების განხორციელებას, გამოიწვევს გამოუსწორებელ და პირდაპირ ზიანს ან ისეთ ზიანს, რომელიც კომპენსირებული ვერ იქნება მოპასუხისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრებით. ეს განცხადება ასევე უნდა შეიცავდეს დასაბუთებას, თუ სარჩელის უზრუნველყოფის რომელი ღონისძიების გამოყენება მიაჩნია მოსარჩელეს აუცილებლად. რომელიმე ზემოაღნიშნული გარემოების არსებობის შემთხვევაში სასამართლოს გამოაქვს სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განჩინება. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენება ემყარება სასამართლოს ვარაუდს, რომ სარჩელი შეიძლება დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მსჯელობა სარჩელის მატერიალურ და საპროცესო წინაპირობებზე გავლენას არ ახდენს სასამართლოს საბოლოო გადაწყვეტილებაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების მიზანია სარჩელზე მისაღები გადაწყვეტილების აღსრულებისათვის გარანტიების შექმნა.

 

მოცემულ შემთხვევაში, მ--------------–--ის სარჩელი სააღსრულებო ფურცლის გაუქმების თაობაზე დაკმაყოფილდა. ამდენად, სარჩელი, რომლის უზრუნველსაყოფადაც იყო გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დაკმაყოფილდა. კერძოდ გაუქმდა ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცელი. შესაბამისად, მოსარჩელე მხარის სასარგებლოდ მიღებული გადაწყვეტილების დასაცავად უზრუნველყოფის ღონისძიების არსებობა საჭირო არ არის.

 

ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--------------–--ის სარჩელი ნ------–-----ას მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 24 იანვარს ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი.

2. მ--------------–--ის სარჩელი ნ------–-----ას მიმართ 2017 წლის 29 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე ნ------–-----ას მოსარჩელე მ--------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 360 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2019 წლის 24 იანვარს გაცემული №--------- სააღსრულებო ფირცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

საქმე №2/2149-19

 

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

31 მაისი, 2019 წელი თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი

 

სხდომის მდივანი: მაგდა მამაცაშვილი

 

საქმის განხილვის ფორმა: ზეპირი მოსმენით

 

მოსარჩელე: მ--------------–--ე

წარმომადგენელი: გ--------------–-–---–ი

 

მოპასუხე: ნ------–-----ა

წარმომადგენელი: ზ-----------------ა

 

დავის საგანი: ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარება, სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მ--------------–--ის სარჩელი ნ------–-----ას მიმართ ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარებისა და სააღსრულებო ფურცლის ბათილად ცნობის თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი 2019 წლის 24 იანვარს ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ გაცემული №--------- სააღსრულებო ფურცელი.

2. მ--------------–--ის სარჩელი ნ------–-----ას მიმართ 2017 წლის 29 დეკემბრის სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულების შეწყვეტილად აღიარების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

3. მოპასუხე ნ------–-----ას მოსარჩელე მ--------------–--ის სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 360 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად - 50 ლარის გადახდა.

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 08 თებერვლის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ქ-----------------–---–ის მიერ 2019 წლის 24 იანვარს გაცემული №--------- სააღსრულებო ფირცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ზაზა მარტიაშვილი