გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #611210019002914454
N2/122-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
30.05.2019 წ. ქ. მ--------–ი
შესავალი ნაწილი
მ--------–ის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე მანანა მესხიშვილი
სხდომის მდივანი თამთა ჩულუხიძე
მოსარჩელე - მ----------- ჯ---------ი
მოსარჩელის წარმომადგენელი - ო---- მ-----------–----
მოპასუხე - ტ------ მ-----------
არასრულწლოვნების წარმომადგენელი - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–ის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი - მ------ ს--------–---
დავის საგანი - მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
მ----------- ჯ---------ი ითხოვს ტ------ მ-----------სათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების ნაწილობრივ შეზღუდვას.
მოთხოვნის საფუძვლად მოსარჩელე მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
მ----------- ჯ---------ი და ტ------ მ----------- დაქორწინდნენ 2008 წელს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–----------- დაბადებული ა---- ჯ---------ა და 2----–-–---------–--- დაბადებული მ---- ჯ---------ი. მ. ჯ---------მა და ტ. მ-----------მ ერთ ოჯახად იცხოვრეს 2017 წლის 28 ივნისამდე, რის შემდეგაც ტ. მ-----------მ შვილები დატოვა მოსარჩელის ოჯახში და წავიდა თავის მშობლებთან. მ. ჯ---------მა სცადა მასთან შერიგება, მაგრამ უშედეგოდ და ისინი განქორწინდნენ. ბოლნისის რაინული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის #-------- განჩინებით დამტკიცდა მ. ჯ---------სა და ტ. მ-----------ს შორის მიღწეული მორიგება, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ტ. მ-----------ს მიეცა შვილებთან ურთიერთობისა და მათი ნახვის უფლება. ამჟამად ორივე ბავშვი ცხოვრობს მამასთან. მათ არ აქვთ საქართველოს მოქალაქის პასპორტები. მ----------- ჯ---------ს ნათესავები ჰყავს აზერბაიჯანში და სურვილი აქვს ბავშვები ზაფხულობით და ზამთარში არდადეგებზე გაიყვანოს საქართველოს საზღვრებს მიღმა დასასვენებლად რამოდენიმე ხნით, რასაც ვერ ახერხებს პასპორტის არარსებობის გამო. მან სთხოვა მოპასუხეს თანხმობა განეცხადებინა პასპორტის აღებასთან დაკავშირებით. ტ. მ----------- მას დასთანხმდა, მაგრამ პირობა არ შეასრულა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ მოითხოვა ტ------ მ-----------სათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილების შეზღუდვა იმგვარად, რომ მ----------- ჯ---------ის მიეცეს მისი თანხმობის გარეშე ბავშვებისათვის პასპორტის აღებისა და მათი საქართველოს ფარგლებს გარეთ გაყვანისა და შემოყვანის უფლება ზამთრის არდადეგებზე 15 დღით, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე - ერთი თვით.
სასამართლო სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა განმარტა, რომ მოსარჩელეს აზერბაიჯანში ჰყავს მამიდა და ბიძაშვილები. ამჟამად იგი იმყოფება რუსეთის ფედერაციაში, სადაც მუშაობს სეზონურად, პერიოდულად ჩამოდის საქართველოშიც. შესაძლებელია მან ბავშვები რუსეთის ფედერაციაშიც წაიყვანოს, თუმცა მხოლოდ მოთხოვნაში მითითებულ ფარგლებში.
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ტ------ მ-----------ს სასამართლოში შესაგებელი არ წარმოუდგენია. ის არც სასამართლო სხდომაზე გამოცხადდა.
2.2. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია
არასრულწლოვანების წარმომადგენელმა - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–ის რაიონული განყოფილების წარმომადგენელმა მ------ ს--------–---მ განმარტა, რომ სოციალურმა მუშკმა ვიზიტი განახორციელა როგორც მოსარჩელის, ისე მოპასუხის საცხოვრებელ სახლში. არასრულწლოვნების ზოგადი მდგო----ეობის ოჯახში, შეფასების შედეგად გამოიკვეთა, რომ არასრულწლოვნების მიმართ ოჯხის წევრების მხრიდან სათანადოდ ხორციელდება მოვლა-პატრონობა, მათთვის ოჯახში შექმნილია ყველა სათანადო პირობა იმისათვის, რომ ისინი აღიზარდონ მშვიდ და მათთვის უსაფრთხო გარემოში. არასრულწლოვნები ასაკის შესაბამისად ჩართულები არიან საგანმანათლებლო პროცესში, სადაც სასწავლო განრიგის შესაბამისად ესწრებიან საგანმანათლებლო საათებს. ამ ეტაპზე არასრულწლოვნების მიმართ არ იკვეთება რაიმე სახის პროლემა ოჯახის წევრების მხრიდან. ბავშვებსა და ოჯახის წევრებს შორის შეიმჩნევა დადებითი ურთიერთობა, არასრულწლოვნების მიმართ მამასთან ერთად ბებია-ბაბუა ახორციელებენ მუდმივად მოვლა-პატრონობას. მოპასუხე ტ------ მ-----------ს ოჯახის შეფასებისას და მისი აზრის დაფიქსირებისას დავის საგანთან მიმართებაში, სოციალური მუშაკის მიერ ვერ განხორციელდა მასთან შეხვედრა და, შესაბამისად, მისი საცხოვრებელი სახლის შეფასება, რადგან ოჯახში ვიზიტის დროს მითითებულ მისამართზე იმყოფებიდა მოქალაქე ტ------ მ-----------ს ბებია ტ------ მ-----------, რომელმაც საუბარში აღნიშნა, რომ მისი შვილიშვილი დედასთან ერთად რამოდენიმე თვეა იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში და არ აქვს მათთან დასაკავშირებელი არავითარი სახის საკონტაქტო ინფორმაცია, არც იმის შესახებ ჰქონდა ინფორმაცია, თუ როდის აპირებს მისი შვილიშვილი საქართველოში დაბრუნებას.
მისი განმარტებით, თუ ბავშვებს საქართველოდან გაიყვანენ მხოლოდ არდადეგების პერიოდში და სასწავლო პროცესს საფრთხე არ შეექმნება, სარჩელის დაკმაყოფილება პრობლემას არ უნდა წარმოადგენდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ----------- ჯ---------ი და ტ------ მ----------- დაქორწინდნენ 2008 წელს. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი - 2----–-–----------- დაბადებული ა---- ჯ---------ა და 2----–-–---------–--- დაბადებული მ---- ჯ---------ი.
მტკიცებულებები:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2019 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი);
- დაბადების მოწმობები (ს. ფ. 17-18).
3.1.2. 2017 წლის 28 ივნისს მხარეები დაშორდნენ. ტ------ მ----------- საცხოვრებლად გადავიდა თავის მშობლებთან. ბოლნისის რაინული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის #-------- განჩინებით დამტკიცდა მ. ჯ---------სა და ტ. მ-----------ს შორის მიღწეული მორიგება, რომლის თანახმად, არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელ ადგილად განისაზღვრა მამის საცხოვრებელი ადგილი, ხოლო ტ. მ-----------ს მიეცა შვილებთან ურთიერთობისა და მათი ნახვის უფლება. ამჟამად ორივე ბავშვი ცხოვრობს მამასთან.
მტკიცებულებები:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2019 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი);
- ბავშვის ოჯახის შეფასების ფორმა (ს. ფ. 53-58);
- ბოლნისის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 20 ნოემბრის განჩინება (ს. ფ. 19-22);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–ის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის განმარტება (2019 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.3. არასრულწლოვნების მიმართ ოჯხის წევრების მხრიდან სათანადოდ ხორციელდება მოვლა-პატრონობა, მათთვის ოჯახში შექმნილია ყველა სათანადო პირობა იმისათვის, რომ ისინი აღიზარდონ მშვიდ და მათთვის უსაფრთხო გარემოში. არასრულწლოვნები ასაკის შესაბამისად ჩართულები არიან საგანმანათლებლო პროცესში, სადაც სასწავლო განრიგის შესაბამისად ესწრებიან საგანმანათლებლო საათებს. ამ ეტაპზე არასრულწლოვნების მიმართ არ იკვეთება რაიმე სახის პროლემა ოჯახის წევრების მხრიდან. ბავშვებსა და ოჯახის წევრებს შორის შეიმჩნევა დადებითი ურთიერთობა, არასრულწლოვნების მიმართ მამასთან ერთად ბებია-ბაბუა ახორციელებენ მუდმივად მოვლა-პატრონობას.
მტკიცებულებები:
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 59-60);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–ის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის განმარტება (2019 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.4. ტ------ მ----------- არ აძლევს თანხმობას მ----------- ჯ---------ს, რათა მან ბავშვებს აუღოს პასპორტი და გაიყვანოს საქართველოს საზღრებს მიღმა.
მტკიცებულება:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2019 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.5. ტ------ მ----------- რამდენიმე თვეა იმყოფება თურქეთის რესპუბლიკაში დედასთან ერთად. მისი საკონტაქტი ინფორმაცია, ასევე მისი დაბრუნების დრო ცნობილი არ არის.
მტკიცებულებები:
- სოციალური მუშაკის დასკვნა (ს.ფ. 59-60);
- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მ--------–ის რაიონული განყოფილების წარმომადგენლის განმარტება (2019 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.1.6. მოსარჩელე მ----------- ჯ---------ს აზერბაიჯანის რეპუბლიკაში ჰყავს მამიდა და ბიძაშვილები, ხოლო თავად ამჟამად იმყოფება და მუშაობს რუსეთის ფედერაციაში.
მტკიცებულება:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება (ს. ფ. 4-5, 2019 წლის 30 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. ფაქტობრივი გარემოებები სადავო არ არის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----------- ჯ---------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლომ იხელმძღვანელა „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციით“, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-199-ე მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 და 202 მუხლებით, ,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ. ჯ---------ის მოთხოვნა მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვის შესახებ საფუძვლიანია.
საქართველოს კანონმდებლობაში, ისევე, როგორც საერთაშორისო აქტებში, განსაკუთრებული ყურადღება ექცევა ბავშვის ინტერესების დაცვას, როგორც არასრულწლოვანი პირისა, რომელსაც თავისი განვითარების, მათ შორის ფიზიკური განვითარების, მდგო----ეობიდან გამომდინარე არ შეუძლია თავისი უფლებების სრულყოფილად რეალიზაცია. ამასთან, ბავშვზე ზრუნვის უფლება და შესაბამისი ვალდებულება უპირველეს ყოვლისა ენიჭება მის მშობლებს.
სასამარლო კიდევ ერთხელ მიუთითებს „ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ პრეამბულით აღიარებულ ბავშვის სპეციალური დაცვისა და ზრუნვის საჭიროებაზე, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ.
კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
ხოლო მე-5 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს მიაგებენ მშობლებისა და შესაბამის შემთხვევებში ადგილობრივი ადათ-წესების შესატყვისად ფართოდ გაგებული ოჯახის წევრების ან თემის, მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, რომლებიც კანონის მიხედვით პასუხისმგებელნი არიან ბავშვზე, იმაზე, რომ სათანადოდ ხელმძღვანელობდნენ ბავშვს წინამდებარე კონვენციით აღიარებულ უფლებათა განხორციელებაში და აკეთებდნენ ამას ბავშვის უნართა განვითარების გათვალისწინებით.
ანალოგიური სულისკვეთებითაა განმსჭვალული საქართველოს სამოქალაქო კოდექსშის შესაბამისი დებულებები, კერძოდ, მისი 1198-ე მუხლი, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლი, როგორც უკვე აღინიშნა, პირდაპირ მიუთითებს შვილების მიმართ მშობლებს თანაბარ უფლება-მოვალეობებზე. აღიარებულია პრინციპი, რომ ორივე მშობელი ბავშვის მიმართ თანაბარი უფლებით სარგებლობს და არცერთ მათგანს არ შეიძლება რაიმე უპირატესობა მიენიჭოს. ეს უფლება მშობლებს უნარჩუნდებათ მაშინაც, თუ ისინი ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მათ ერთობლივად უნდა გადაწყვიტონ ნებისმიერი საკითხი, რაც დაკავშირებულია ბავშვის აღზრდასთან, სწავლასთან, განვითარებასთან, დასვენებასთან, მკურნალობასთან და ა. შ. თუმცა ეს უფლება შეუზღუდავი არ არის. შესაძლოა, მშობლებმა ვერ შეძლონ თანხმობის მიღწევა ამა თუ იმ საკითხთან დაკავშირებით სხვადასხვა ობიექტური თუ სუბიექტური მოსაზრებების გამო. ასეთი შემთხვევისთვის, რათა თავიდან იქნეს აცილებული გაურკვეველი და გამოუვალი მდგო----ეობა, საკითხის გადაწყვეტის კომპეტენცია ენიჭება სასამართლოს. კერძოდ, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ, ხოლო მე-2 ნაწილის თანახმად, მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.
საგულისხმოა, რომ საზოგადოდ აღიარებული მოსაზრების მიუხედავად, რომ მშობლებს ყოველთვის შვილის საუკეთესო ინტერესები ამოძრავებთ, არ არის გამორიცხული, რომ ერთ-ერთი ან ორივე მშობლის მიერ თავისი უფლების გამოყენება ზიანის მომტანი იყოს ბავშვისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.
„ბავშვთა უფლებათა შესახებ კონვენციის“ მე-19 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყველა აუცილებელ საკანონმდებლო, ადმინისტრაციულ, სოციალურ და საგანმანათლებლო ზომას ღებულობენ იმ მიზნით, რათა ბავშვი დაიცვან მშობლების, კანონიერი მეურვეების ან ბავშვზე მზრუნველი ნებისმიერი სხვა პირის მხრიდან ყველანაირი ფორმის ფიზიკური თუ ფსიქოლოგიური ძალადობისაგან, შეურაცხყოფისა თუ ბოროტად გამოყენებისაგან, მზრუნველობის მოკლებისა თუ დაუდევარი მოპყრობისაგან, უხეში მოქცევისა თუ ექსპლუატაციისაგან, სექსუალური ბოროტების ჩათვლით.
ამდენად, სახელმწიფოს მხრიდან ასეთი ჩარევა ლეგიტიმურია და ბავშვის საუკეთესო ინტერესებითაა ნაკარნახევი. ჩარევა გამოიხატება ერთ-ერთი ან ორივე მშობლისათვის მშობლის უფლების შეზღუდვაში, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში - მშობლის უფლების ჩამორთმევაში იმ შემთხვევისათვის, თუ ის ბოროტად იყენებს მშობლის უფლებას, ან არ ასრულებს მშობლის მოვალეობას, რითაც ზიანი ადგება ბავშვის ინტერესებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.
მოცემულ შემთხვევაში, მ. მამედოვი ითხოვს მოპასუხისათვის მშობლის უფლების შეზღუდვას იმ ფარგლებში, რომ მას მიეცეს უფლება აუღოს ბავშვებს პასპორტი და წაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ და შემოიყვანოს საქართველოში დედის თანხმობის გარეშე, ზამთრის არდადეგებზე 15 დღით, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე - ერთი თვით.
,,საქართველოს მოქალაქეთა და საქართველოში მცხოვრებ უცხოელთა რეგისტრაციის, პირადობის (ბინადრობის) მოწმობისა და საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემის წესის შესახებ” საქართველოს კანონის 201 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქის პასპორტი (შემდგომში – პასპორტი) არის საქართველოს მოქალაქის პირადობის და მოქალაქეობის დამადასტურებელი დოკუმენტი როგორც საქართველოს ტერიტორიაზე, ისე მის ფარგლებს გარეთ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, პასპორტი საქართველოს კუთვნილებაა და გაიცემა საქართველოს მოქალაქეებზე მათი საქართველოდან გასვლის, საზღვარგარეთ გადაადგილების და საქართველოში შემოსვლის მიზნით.
ამავე კანონის 202 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს მოქალაქეს უფლება აქვს მიიღოს პასპორტი. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვთ სრულწლოვან და ქმედუნარიან საქართველოს მოქალაქეს, აგრეთვე არასრულწლოვნის წარმომადგენელს. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტის გაცემის თაობაზე შუამდგომლობის აღძვრის უფლება აქვს ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს. მე-8 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვანზე ან მხარდაჭერის მიმღებზე პასპორტი გაიცემა მისი კანონიერი წარმომადგენლების ან მხარდამჭერის მიერ სააგენტოს უფლებამოსილი პირის ან საკონსულო თანამდებობის პირის თანდასწრებით გამოხატული თანხმობის საფუძველზე. თანხმობა შეიძლება გამოიხატოს წერილობით, რომელიც დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით. თანხმობა შეიძლება ასევე გამოიხატოს სააგენტოს უფლებამოსილი პირის წინაშე ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით. მიუსაფარ ბავშვზე ან/და ძალადობის მსხვერპლ ბავშვზე პასპორტი გაიცემა ასევე მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს თანხმობის საფუძველზე. ხოლო მე-81 პუნქტის თანახმად, პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის მიერ ამ მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული წესით გამოხატული თანხმობა საკმარისია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ: ა) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ბ) არასრულწლოვანს არ ჰყავს მეორე კანონიერი წარმომადგენელი; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ ცნობილია მხარდაჭერის მიმღებად; დ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი სასამართლოს მიერ აღიარებულია უგზო-უკვლოდ დაკარგულად ან გამოცხადებულია გარდაცვლილად; ე) არსებობს სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება მეორე კანონიერი წარმომადგენლისთვის მშობლის უფლების ჩამორთმევის, შეჩერების ან შეზღუდვის თაობაზე; ვ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ზ) მეორე კანონიერ წარმომადგენელს მძიმე ავადმყოფობის გამო არ შეუძლია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შესაბამისი ცნობით; თ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია და ამოწურულია მისი ადგილსამყოფლის დადგენის ყველა გონივრული შესაძლებლობა; ი) არასრულწლოვნის საქართველოდან დროებით გასვლა საჭიროა მისი მკურნალობის მიზნით ან აუცილებელია მისი უფლებებისა და თავისუფლებების რეალიზაციისათვის და მეორე კანონიერი წარმომადგენლის ადგილსამყოფელი უცნობია ან იგი არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების საწინააღმდეგოდ არ იძლევა პასპორტის გაცემაზე ნებართვას.
ამდენად, საქართველოს თითოეულ მოქალაქეს კანონით მინიჭებული აქვს უფლება ჰქონდეს პასპორტი და ეს უფლება რაიმე პირობაზე, მათ შორის, ასაკზე, დამოკიდებული არ არის. თუმცა, 16 წლამდე არასრუწლოვნის მიერ ამ უფლების რეალიზებისთვის აუცილებელია ორივე მშობლის მიერ გამოხატული თანხმობა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელის თანახმად, ბავშვებისათვის პასპორტის აღების თაობაზე თანხმობის არ გასცემს მათი დედა.
,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან დროებითი გასვლის და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ” საქართველოს კანონის მე-8 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. ამავე მუხლის მე-6 პუნქტის თანახმად, არასრულწლოვნის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე მისი კანონიერი წარმომადგენლების შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა სასამართლო წესით გადაწყდება.
ამდენად, ამ შემთხვევაშიც, თუ მშობლები ვერ შეთანხდნენ არასრულწლოვანი შვილისათვის პასპორტის აღებასა და მის საქართველოდან დროებით გასვლაზე, გადაწყვეტილება უნდა მიიღოს სასამართლომ.
მოცემულ შემთხვევაში, უდავოდ არის დადგენილი, რომ არასრულწლოვანი ბავშვები არის საქართველოს მოქალაქეები, ამასთან, ცხოვრობენ და სწავლობენ საქართველოში. ასევე უდავოდ არის დადგენილი, რომ მათ პასპორტი არ აქვთ. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მოსარჩელე ამჟამად იმყოფება და მუშაობს რუსეთის ფედერაციაში, ხოლო აზერბაიჯანის რესპუბლიკაში ცხოვრობენ მისი ახლო ნათესავები.
სასამართლო კიდევ ერთხელ ამახვილებს ყურადღებას, რომ ბავშვების ინტერესებს შეესაბამება არ მხოლოდ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება (რაც საქართველოს ყოველი მოქალაქის უფლებაა), არამედ ასევე დასვენება, განვითარება, სხვა ქვეყნების გაცნობა, მოგზაურობა, ნათესავებთან ურთიერთობა. ამ უფლების შეზღუდვა შესაძლებელი იქნებოდა მხოლოდ მათივე სხვა, უპირატესი ინტერესის გათვალისწინებით, როგორც შეიძლება იყოს მეორე მშობელთან ურთიერთობის შეწყვეტის საფრთხე.
სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება შესასრულებლად სავალდებულოა მხარეებისათვის, ხოლო წინააღმდეგ შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულია მისი იძულებით აღსრულება. ასევე გათვალისწინებულია სანქციები კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების შეუსრულებლობისათვის. გარდა ამისა, ბავშვთან დაკავშირებული უფლებების რეალიზებისათვის გათვალისწინებულია არაერთი საერთაშორისო ინსტრუმენტი. აქედან გამომდინარე, თითოეულ მხარეს აქვს სამართლებრივი მექანიზმები იმ შემთხვევისათვის, თუ გადაწყვეტილება არ სრულდება, რაც გავრცელდება იმ შემთხვევაზეც, თუ მოსარჩელის მიერ ბავშვების საზღვარგარეთ გაყვანის ვადა გადააჭარბებს სასამართლო გადაწყვეტილებით განსაზღვრულს.
ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მ----------- ჯ---------ის მოთხოვნა საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, კერძოდ, ტ------ მ-----------ს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–----------- დაბადებული ა---- ჯ---------ას და 2----–-–---------–--- დაბადებული მ---- ჯ---------ის მიმართ საქართველოს პასპორტის აღებისა და დედის თანხმობის გარეშე საზღვარგარეთ გაყვანასთან დაკავშირებით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
მოცემულ შემთხვევაში მ----------- ჯ---------ის სარჩელი მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე დაკმაყოფილდა სრულად. შესაბამისად, მოპასუხე ტ------ მ-----------ს მ----------- ჯ---------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 249-ე, 2591 , 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მ----------- ჯ---------ის სარჩელი ტ------ მ-----------ს მიმართ მშობლის უფლების ნაწილობრივ შეზღუდვის თაობაზე დაკმაყოფილდეს.
2. ტ------ მ-----------ს შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება არასრულწლოვანი შვილების - 2----–-–----------- დაბადებული ა---- ჯ---------ას (პ/ნ 2----------) და 2----–-–---------–--- დაბადებული მ---- ჯ---------ის (პ/ნ 2----------) მიმართ საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღებას და მათი საზღვრებს გარეთ გამგზავრებასთან დაკავშირებით.
3. არასრულწლოვანი ბავშვების - მ---- ჯ---------ის და ა---- ჯ---------ას საქართველოს მოქალაქის პასპორტი გაიცეს დედის - ტ------ მ-----------ს თანხმობის გარეშე და მ----------- ჯ---------ს მიეცეს უფლება შვილები - ა---- ჯ---------ა და მ---- ჯ---------ი გაიყვანოს საქართველოს საზღვრებს მიღმა და დააბრუნოს უკან საქართველოში ზამთრის არდადეგებზე 15 დღით, ხოლო ზაფხულის არდადეგებზე - 1 თვით.
4. მოპასუხე ტ------ მ-----------ს მ----------- ჯ---------ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის - 50 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სააპელაციო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, მ--------–ის მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით.
6. დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩასაბარებლად მხარეები უნდა გამოცხადდნენ სასამართლოში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა. გამოუცხადებლობის შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება 30-ე დღეს.
მოსამართლე მანანა მესხიშვილი