გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.05.2019
საქმის ნომერი
040210019002891503
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
07.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმეN040210019002891503

N2/15-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 მაისი, 2019 წელი ქ.ცაგერი

შესავალი ნაწილი

ცაგერის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - ნანა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი- ხატია მეშველიანი

მოსარჩელე - შპს,,ო---- რ-------“

წარმომადგენელი - გ---–----- კ------

მოპასუხე - ს----------–--- რ---------–- გ-------------- და ი-------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------ომობილო გზ---------------------

წარმომადგენელი - ხ------- ხ--–---

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1.მოპასუხეს-ს----------–--- რ---------–- გ-------------- და ი-------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------ომობილო გ------ დ-------------- დაეკისროს - 22765.75 ლარის გადახდა. 201- წლის 30 აპრილს, შპს ,,ო---- რ--------“ და ს----------–--- რ---------–- გ-------------- და ი-------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------ომობილო გ------ დ-------------- შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება ე.ტ.N---1-, წ---–--------ც-------ლ--------ლ------–-- ს-------------–-- გზის კმ 91-კმ 92 მონაკვეთზე მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ(შემდგომში ხელშეკრულება), რომლის მოქმედების ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. 2018 წლის 26 ნოემბერს, მოსარჩელემ N--/1- წერილით მიმართა მოპასუხეს , რომლითაც უამინდობის გამო სამუშაოების შესრულების შეუძლებლობაზე მიუთითა და ითხოვა ხელშეკრულებით შეთანხმებული მოქმედების ვადის გაგრძელება. 2018 წლის 30 ნოემბერს, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულების დანართი N4, რომლის თანახმადაც, ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დასრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით. მოსარჩელემ შპს,,ო---- რ--------,“ აღნიშნულ ვადაში შეასრულა სამუშაოები. 2018 წლის 06 დეკემბრის N2/-0- 1---- წერილით, მოსარჩელეს ეცნობა, რომ მან ვერ დაასრულა სამუშაოების დამთავრება ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში( 2018 წლის 30 ნოემბერი) , გამომდინარე აქედან, იგი ვალდებული იყო გადაეხადა პირგასამტეხლო სახელშეკრულებო ფასის- 2276575,05 ლარის 1% , ანუ 22765.00 ლარი. მოპასუხემ სამუშაოთა ღირებულების თანხიდან, რომელმაც შეადგინა 1060-55.76 ლარი, მოსარჩელეს გამოუქვითა 22765.75 ლარი. მოსარჩელემ ხელშეკრულების შესაბამისად, სრულად და ჯეროვნად შეასრულა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოები, რომელიც მიიღო მოპასუხემ. მოპასუხის პოზიცია მოპასუხემ-ს-------------–-- გ------ დ--------------- სარჩელი არ ცნო. შესაგებელსა და სასამართლო სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა განმარტა, რომ შპს,,ო---- რ-------“ პირგასამტეხლო დაეკისრა ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაოების დათქმულ ვადაში დაუსრულებლობის მიზეზით. მოსარჩელის მიერ, სამუშაოების წარმოების ხელისშემშლელ მიზეზად დასახელებული კლიმატური პირობები, დეპარტამენტის მიერ არ იქნა გათვალისწინებული. მოსარჩელეს შეეძლო, რომ შესაბამისი ძალების სრული მობილიზაციის პირობებში სამუშაოები დაესრულებინა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში.

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2018 წლის 30 აპრილს, 2018 წლის 30 აპრილს, შპს ,,ო---- რ--------“ და ს----------–--- რ---------–- გ-------------- და ი-------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------ომობილო გ------ დ-------------- შორის გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებაე.ტ.N---1-, წ---–--------ც-------ლ--------ლ------–-- ს-------------–-- გზის კმ 91-კმ92 მონაკვეთზე მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელების შესახებ(შემდგომში ხელშეკრულება), რომლის მოქმედების ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების მეორე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 2 276 575.00ლარს.

 

ხელშეკრულების მესამე მუხლის საფუძველზე, მიმწოდებელს სამუშაოები უნდა დაესრულებინა 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

 

ხელშეკრულების მე-13 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის დამრღვევი მხარე ვალდებულია მეორე მხარის მოთხოვნისთანავე გადაუხადოს მას პირგასამტეხლოს სახით ხელშეკრულების ღირებულების 1%.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ე.ტ. N---1- ხელშეკრულება (DAP 1--------)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. 2018 წლის 15 მაისს, მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულების დანართიN1, რომლის მეორე პუნქტით განისაზღვრა სამუშაოების შესრულების გეგმა-გრაფიკი, რომელშიც სამუშაოთა დასრულების თარიღად მითითებული იქნა 2018 წლის 30 ნოემბერი და წარმოადგენს 2018 წლის 30 აპრილის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-დანართი N1 2018 წლის 30 აპრილს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ.N-- -1- ხელშეკრულებაზე (DAP 1--------)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.1.4. 2018 წლის 30 ნოემბერს , ცვლილება შევიდა სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N ე.ტ. N---1- ხელშეკრულებაში და მხარეებს შორის გაფორმდა ხელშეკრულების დანართი N4, რომლის პირველი პუნქტის თანახმად, მიმწოდებელს მიეცა დამატებითი ვადა 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. ამავე დანართის მეორე პუნქტის საფუძველზე, ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- დანართი N4 2018 წლის 30 აპრილს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ.N-- -1- ხელშეკრულებაზე (DAP 1--------)

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.4.შპს,,ო---- რ--------” ვალდებულებები შეასრულა დათქმულ ვადაში კეთილსინდისერად და კომპეტენტურად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2018 წლის 11-15 დეკემბრის პერიოდში შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების ბარათი

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.5. ს----------–--- რ---------–- გ-------------- და ი-------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------ომობილო გზ---------------------ს 2018 წლის 06 დეკემბრის N2-0-/1---- წერილით მოსარჩელეს ეცნობა, რომ ვერ უზრუნველყო ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში სამუშაოთა შესრულება, რის გამოც დაეკისრა პირგასამტეხლო 22765.75 ლარის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-მოპასუხის მიერ მოსარჩელისათვის გაგზავნილი 2019 წლის 22 იანვრის N2-0-/5-- წერილი

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შპს ,,ო---- რ-------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 629-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელემ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შეასრულა დადგენილ ვადაში,2018 წლის 15 დეკემბერს, რომელიც მას მიეცა 2018 წლის 30 ნოემბრის ხელშეკრულების N4 დანართის საფუძველზე.

 

სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ვალდებულება ვადის დარღვევით შესრულდა.

 

სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ 2018 წლის 30 ნოემბრის N4 ცვლილების ხელმოწერით, მოპასუხე დაეთანხმა ხელშეკრულების შესრულების ახალ ვადებს და მოსარჩელეს სამუშაოთა შესრულების ვადა გაუგრძელა 2018 წლის 15 დეკემბრამდე, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა გაგრძელდა 2019 წლის 15 იანვრის ჩათვლით. საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება, რაც დაადასტურებდა, რომ შეთანხმების შემდგომ, მოსარჩელემ შეაფერხა სამუშაოების დროულად დასრულება. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ მოპასუხე დაეთანხმა ვალდებულების შესრულების ახალ ვადებს, ხოლო თუ მიიჩნევდა, რომ ამ ვადაში შეუძლებელი იყო ხელშეკრულებით განსაზღვრული სამუშაოს შესრულება, მას შეეძლო ცალმხრივად შეეწყვიტა ხელშეკრულება , თუ მიმწოდებელი არღვევს არ ასრულებს ან არაჯეროვნად ასრულებს ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვალდებულებას (იხ.2018 წლის 30 აპრილის ე.ტ./N---1- ხელშეკრულების მე-14 მუხლის მეხუთე პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი).

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების, ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მიერ, მიღწეული იქნა შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მხარეებს შორის 2018 წლის 30 აპრილს, გაფორმდა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ.N–61 ხელშეკრულება. ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა წ---–--------ც-------ლ--------ლ------–-- ს-------------–-- გზის კმ 91-კმ92 მონაკვეთზე მიწის ვაკისის გამორეცხვის საწინააღმდეგო პრევენციული ღონისძიებების სამუშაოების ელექტრონული ტენდერის საშუალებით განხორციელება, რომლის მოქმედების ვადა თავდაპირველად განისაზღვრა 2018 წლის 30 დეკემბრის ჩათვლით, ხოლო სამუშაოების შესრულების ვადა განისაზღვრა 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით. (ხელშეკრულების გაფორმების საფუძველი ელექტრონული ტენდერი (DAP1--------).

ხელშეკრულების ჯამური ღირებულება შეადგენდა 2 276 575 ლარს. შესყიდვის ობიექტის მიწოდების ვადად განისაზღვრა, 2018 წლის 30 ნოემბრის ჩათვლით.

 

ასევე დადგენილია, რომ მხარეთა შორის, 2018 წლის 30 ნოემბერს, 2018 წლის 30 აპრილს გაფორმებულ სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ე.ტ. N---1- ხელშეკრულებაზე გაფორმდა დანართი N4, გაფორმებული N02–199/02 ურთიერთშეთანხმების საფუძველზე, რომლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ცვლილება შევიდა Nე.ტ. N---1- ხელშეკრულებაში და შესყიდვის ობიექტის სამუშაოების დასრულების მიზნით, მიმწოდებელს მიეცა დამატებითი ვადა 2018 წლის 15 დეკემბრის ჩათვლით. მოსარჩელემ შესყიდვის ობიექტის მიწოდებისათვის ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში (2018 წლის 15 დეკემბერი) შეძლო სამუშაოების დასრულება, რასაც ადასტურებს 2018 წლის 11-15 დეკემბრის პერიოდში შესრულებულ სამუშაოთა ანაზღაურების ბარათი N16.

 

სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ: (ა) შესრულებისთვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა; (ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ არ დარღვეულა შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, კერძოდ-შპს,, ო---- რ-------ს“ მიერ შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებები შესრულდა 2018 წლის 15 დეკემბრისთვის. მოპასუხემ, საბოლოო ეტაპის შესრულების ღირებულების თანხიდან, გამოქვითა 22765,75 ლარი ჯარიმის სახით.

მოსარჩელისათვის დაკისრებულმა პირგასამტეხლომ მთლიანობაში შეადგინა 22 765,75 ლარი.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო ეს არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. პირგასამტეხლო არის მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, რომლის გადახდევინებაც ხდება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მხარე მისთვის დაკისრებულ ვალდებულებას ვერ ასრულებს. პირგასამტეხლო წარმოადგენს ერთგვარ სანქციას, სასჯელს მხარისათვის ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.

 

პირგასამტეხლოს, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის საშუალების მხოლოდ ფულადი სახით არსებობა, საკანონმდებლო პირობაა. პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის (სსკ 417 I).

 

პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულების წარმოშობის წინაპირობაა ვალდებულების დარღვევა. ვალდებულების დარღვევის შედეგად ზიანის დადგომა პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლების წარმოშობაზე ზეგავლენას არ ახდენს. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება არსებობს მაშინაც, როდესაც ხელშეკრულების დარღვევამ ზიანის დადგომა არ გამოიწვია. ამდენად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის აუცილებელი წინაპირობაა მხოლოდ ვალდებულების დარღვევა. ვალდებულება შეიძლება მდგომარეობდეს აქტიურ მოქმედებასა ან უმოქმედობაში. ვალდებულების დარღვევა კი შეიძლება გამოიხატოს ვალდებულების შეუსრულებლობასა ან არაჯეროვან შესრულებაში.

 

პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება დამოუკიდებელია ზიანის მიყენების ფაქტის მტკიცებისაგან, ანუ პირგასამტეხლოს მოთხოვნისათვის კრედიტორს არ ეკისრება მიყენებული ზიანის დამტკიცების ვალდებულება. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება კრედიტორს ყოველთვის გააჩნია, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა მან ზიანი. მთავარია ვალდებულების დარღვევის ფაქტი. პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლება და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება, მიუხედავად იმისა, რომ კრედიტორის ერთი და იმავე ინტერესის დაკმაყოფილებისაკენაა მიმართული, დამოუკიდებელ მოთხოვნებად რჩება.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა შესრულებულიყო დარღვეული ვალდებულება ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას, ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას, მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას, გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა.

 

ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს, ანუ პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაა. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებული შეთანხმების საფუძველზე, შპოს,,ო---- რ--------“ დათქმულ ვადაში(2018 წლის 15 დეკემბერი) შეასრულა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, ხოლო მოპასუხემ დააკისრა პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება, ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების (სამუშაოს შესრულება) შესრულებისათვის დადგენილი ვადების დარღვევის გამო.

 

ხელშეკრულების დადებისას, მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ დადგენილ ვადაში შეასრულა სამუშაოთა წარმოება, არ დაურღვევია ხელშეკრულებაში მითითებული ვადა, მოპასუხე დაეთანხმა ვალდებულების შესრულების ახალ ვადებს.

 

სასამართლო თვლის, რომ ვინაიდან მოსარჩელე მხარემ არ დაარღვია შეთანხმებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულების ვადა, არ არსებობს მასზე ვალდებულების დადგენილ დროში შეუსრულებლობის გამო, პირგასამტეხლოს სახით, თანხის დაკისრების საფუძველი.

 

ხელშეკრულების დადებისას, მხარეებს უფლება აქვთ შეთანხმდნენ გარკვეული თანხის - პირგასამტეხლოს გადახდაზე, იმ შემთხვევაში, თუ მოვალე არ შეასრულებს ან არაჯეროვნად შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებას.

 

კონკრეტულ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარემ-შპს,,ო---- რ--------“ დადგენილ ვადაში შეასრულა სამუშაოთა წარმოება, არ დაურღვევია ხელშეკრულებაში მითითებული ვადა, მოპასუხე მხარე კი დაეთანხმა ვალდებულების შესრულების ახალ ვადებს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი დაკმაყოფილდა და შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ, დაეკისროს მოსარჩელის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება –683.00 ლარის ოდენობით.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. დაკმაყოფილდეს შპს,,ო---- რ-------ს“ სარჩელი.

 

2. ს----------–--- რ---------–- გ-------------- და ი-------------------------------------------–-–-------------–---------–-------–---------------–----------ომობილო გ------ დ-------------- შპს,,ო---- რ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 22765.75 ლარის გადახდა.

2. მოპასუხე -ს----------–--- ს-------------–-- გ------ დ-------------- შპს,,ო---- რ-------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება –683.00 ლარის ოდენობით.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუ-პორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეზე ჩაბარებიდან – 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

4.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას, ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან, არა უადრეს – 20 და არა უგვიანეს –30 დღისა, გამოცხადდეს ცაგერის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან –30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნანა ჯანხოთელი