გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
820210018002665235
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29.05.2018 წ. ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი სოფიკო აბაშიძე
მოსარჩელე - რო-–---- ე------ე
წარმომადგენელი - რა--------ძე
მოპასუხე - შემოსავლების სამსახური
წარმომადგენელი - ნა---------ე
დავის საგანი: შემოსავლების სამსახურის უფროსის ბრძანების ბათილად ცნობა
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამახურის 2018 წლის 15 აგვისტოს Nპ-1095 ბრძანება რო-–---- ე------ეზე დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,შენიშვნა“-ს გამოყენების თაობაზე.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
მოსარჩელე რო-–---- ე------ე 2012 წლიდან მუშობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“ მებაჟი ოფიცერის თანამდებობაზე. 2018 წლის 02 ივნისს სგპ სარფის გავლით საქართველოს მოქალაქეებმა ლი--------–----ემ, მის არასრულწლოვან შვილთან არ---–-------ესთან ერთად, დო---- ხ---–--–---–მა და ნა------------ემ გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით. თურქეთის რესპუბლიკაში გარკვეული დროის გატარების შემდეგ უკან დაბრუნებისას სასაზღვრო კონტროლის გავლის მომენტში სგპ სარფის მებაჟე-ოფიცრების მითითებით განხორციელდა ხსენებული პირების საბაჟო კონტროლის ზონაში ე.წ. ,,ბოდი სკანერზე“ დათვალიერება. სკანერზე დათვალიერებისას აღმოჩენილ იქნა საეჭვო საგნები მებაჟე-ოფიცრების თანდასწრებით. დათვალიერებისას გაირკვა, რომ ხსნებულ პირებს სხეულზე ფარულად ჰქონდათ მიმაგრებული სხვადასხვა სახის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთებობი. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე ხსენებულ მოქალაქეებს გაუჩნდათ პრეტენზიები, რომ მათ მიმართ მებაჟე ოფიცრებისა და მათთვის უცნობი პირების მხრიდან ადგილი ჰქონდა უკანონო მოქმედებებს. რო-–---- ე------ე, მა------------ძე და და-–--------ე ახდენდნენ ხსენებულ მოქალაქეებთან ინტერვიურებას და ზეპირი დეკლარირების ჩანაწერებს სამხრე ვიდეო კამერების მეშვეობით. შემდგომში კამერების დათვალიერებისას არ დაფიქირდა ხსენებული ინტერვიურება და ზეპირი დეკლარირების ჩანაწერები, რაც მიჩნეული იქნა დისციპლინარულ დარღვევად და შემოსავლების სამახურის 2018 წლის 15 აგვისტოს Nპ-1095 ბრძანებით რო-–---- ე------ის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,შენიშვნა“. მოსარჩელის განმარტებით, სამხრე ვიდეო კამერებში მოქალაქეებთან ინტერვიურება სრულყოფილად იქნა დაფიქსირებული. არანაირი მტკიცებულებებით არ არის დადგენილი, რომ სამხრე ვიდეო კამერები დაუმუხტავი იყო. გასაჩივრებული აქტის ადრესატის მითითებით ის დაეყრდნო ახსნა განმარტებებს, რაც არასწორია, ვინაიდან არ მომხდარა სამხრე ვიდეო კამერების სპეციალიტების მიერ დათვალიერება დადგენა, რომ ნამდვილად დაუმუხტავი იყო ეს ვიდეო კამერები ან რაიმე ტექნიკური წუნი გააჩნდათ. წარმოუდგენელია სამივე სამხრე კამერა როგორ უნდა ყოფილიყო დაუმუხტავი, ვინ იყო მათ ტექნიკურ გამართულობაზე პასუხისმგებელი პირი არც ეს არ არის დადგენილი. სამხრე ვიდეო კამერების შენახვა გამოყენების წესებზე პასუხიმგებლობა ვის ეკისრება, რომელი სამართლებრივი რეგულაციით წესრიგდება არც ეს არის დადგენილი, ვინ უნდა დამუხტოს, როდის სად უნდა ინახებოდეს, ვინც უნდა ამოწმებდეს მის გამართულობას და ა.შ. ამდენად მიგვაჩნია, რომ მებაჟე-ოფიცრებითვის პასუხისმგებლობის დაკისრების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე შემოსავლების სამახურის წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელს არ ცნობს, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია. მოითხოვს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
2018 წლის 2 ივნისს სგპ ,,სარფი“-ს მებაჟე ოფიცრის რო-–---- ე------ის მიერ დარღვეული იქნა სამხრე ვიდეოკამერის საშუალების გამოყენების სავალდებულო წესი, ვერ უზრუნველყო სგპ ,,სარფი“-ში საზღვარზე შემოსულ სამართალდამრღვევ პირებთან ინტერვიურების სამხრე ვიდეო კამერების საშუალებით დაფიქსირება და შესაბამისად ვერ განახორციელა ჩანაწერების ცვლის უფროსისათვის მიწოდება. კერძოდ 2018 წლის 02 ივნისს სგპ ,,სარფი“-ს გავლით გადმოკვეთეს საქართველოს სახელმწიფო საზღვარი და შემოვიდნენ მოქალაქეები ლი--------–----ე, მის არასრულწლოვან შვილთან არ---–-------ეთან ერთად, დო---- ხ---–--–---–ი და ნა------------ე. სგფ ,,სარფი“-ს მებაჟის მითითებით განხორციელდა აღნიშნული პირების საბაჟო კონტროლის ზონაში ე.წ. ,,ბოდი სკანერზე“ დათვალიერება. სკანერზე დათვალიერებისას აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების მიზნით, პირებს ჩაუტარდათ ფიზიკური დათვალიერება სპეციალურად გამოყოფილ ოთახში მებაჟე-ოფიცრების თანდასწრებით. აღნიშნულ მოქალაქეებს სხეულზე ფარულად ჰქონდათ მიმაგრებული სხვა და სხვა სახის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, რომელიც მებაჟე-ოფიცრების მოთხოვნით მოუწიათ მოხსნა და დატოვება სგპ ,,სარფი“-ს ადმინისტრაციულ შენობაში.
სგფ ,,სარფი“-ს მებაჟე-ოფიცერმა რო-–---- ე------ემ ვერ უზრუნვლყო სგფ ,,სარფი“-ს საზღვარზე შემოსულ ზემოაღნიშნულ სამართალდამრღვევ პირებთან ინტერვიურების სამხრე ვიდეო კამერების საშუალებით დაფიქსირება და შესაბამისად ვერ განახორციელა ჩანაწერის ცვლის უფროსისათვის მიწოდება. მებაჟე ოფიცრის რო-–---- ე------ის მიერ დარღვეული იქნა სამხრე ვიდეოკამერის საშუალების გამოყენების სავალდებულო წესი. ადგილი აქვს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების პროცესში სამსახურეობრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას. შემოსავლების სამსახურის 2012 წლის N22536 ბრძანებით დამტკიცებული ,,საავტომობილო მიმოსვლისთვის გახსნილი საბაჟო გამშვები პუნქტის პროცედურული სახელმძღვანელოს დანართი N12-ის თანახმად მობილური კამერის გამოყენება სავალდებულოა: ა) ფიზიკურ პირებთან ინერვიურების დროს; ბ) ფიზიკური პირების ბარგის ან ხელბარგის დათვალიერების დროს; გ) სატრანსპორტო საშუალების დათვალიერების დროს. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურდიული პირის ,,შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტი ითვალისწინებს თანამშრომელთა პასუხიმგებლობის ზომას. საბაჟო დეპაერტამენტის გამშევები ,,სარფი“-ს მებაჟე-ოფიცრის რო-–---- ე------ის მიერ სამსახურეობრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების გამო მის მიმართ გამოყენებული იქნა ყველაზე მსუბუქი დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,შენიშვნა“.
მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს იმ გარემოებაზეც, რომ გასაჩივრებული ბრძანებით გამოცხადებული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა ,,შენიშვნა“. ამჟამად გაუქმებულია, მოსარჩელე არ არის დისციპლინარულ სახდელ დადებული, დავის მიმართ არ იკვეთება იურიდიული ინტერესი და საქმის წარმოება უნდა შეწყდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე რო-–---- ე------ე 2012 წლიდან მუშობს სსიპ შემოსავლების სამსახურის საბაჟო დეპარტამენტის საბაჟო გამშვებ პუნქტზე ,,სარფი“ მებაჟი ოფიცერის თანამდებობაზე. მუშაობის პერიოდში, 2018 წლის 15 აგვისტომდე მის მიმართ დისციპლინარული სახდელი გამოყენებული არ ყოფილა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა- ახსნა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. შემოსავლების სამახურის 2018 წლის 15 აგვისტოს Nპ-1095 ბრძანებით, სარფის საბაჟოგამშვები პუნქტის მებაჟე ოფიცერს რო-–---- ე------ეს სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვანი შესრულების გამო, შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურდიული პირის ,,შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე შეეფარდა დისციპლინალური პასუხისმგებლობის ზომა ,,შენიშვნა“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
შემოსავლების სამახურის 2018 წლის 15 აგვისტოს Nპ-1095 ბრძანება.
3.2.2. 1 მხარეთა შორის ძირითად სადავო გარემოებას წარმოადგენს 2018 წლის 02 ივნისს რო-–---- ე------ემ განახორციელა თუ არა საზღვარზე შემოსულ მოქალაქეებთან ინტერვიურების სამხრე ვიდეო კამერების საშუალებით დაფიქსირება და ჩანაწერის ცვლის უფროსისათვის მიწოდება.
მოსარჩელე რო-–---- ესერიზე და მისი წარმომადგენელი განმარტავენ , რომ 2018 წლის 02 ივნისს რო-–---- ე------ის მიერ სამხრე ვიდეო კამერებში დაფიქსირებული მოქალაქეებთან ინტერვიურება სრულყოფილად იქნა დაფიქსირებული, მის მიერ არავითარ დარღვევას არ ჰქონია ადგილი და უკანონოდ დაედო დისციპლინარული სახდელი.
მოპასუხე მხარის წარმომადგენელი საპირისპიროს ამკიცებს და განმარტავს, რომ 2018 წლის 2 ივნისს სგპ ,,სარფი“-ს მებაჟე ოფიცრის რო-–---- ე------ის მიერ დარღვეული იქნა სამხრე ვიდეოკამერის საშუალების გამოყენების სავალდებულო წესი, ვერ უზრუნველყო სგპ ,,სარფი“-ში საზღვარზე შემოსულ სამართალდამრღვევ პირებთან ინტერვიურების სამხრე ვიდეო კამერების საშუალებით დაფიქსირება და შესაბამისად ვერ განახორციელა ჩანაწერების ცვლის უფროსისათვის მიწოდება.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. თუ ერთი ამტკიცებს სამსახურეობრივი ვალდებულების შრომის შინაგანაწესის მიხედივით შესრულებას, მეორე მხარე უარყოფს მას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. მხარეები ვალდებულნი არიან თვითონ განსაზღვრონ თუ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. გარდა იმისა, რომ მხარეებმა თვითონ უნდა განსაზღვრონ, რომელი ფაქტობრივი გარემოება, რომელი მტკიცებულებით დაადასტურონ, ამასთანავე საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლმა მხარეები დაავალდებულება, რომ თითოეულმა მხარემ თვითონ დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტბრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ რო-–---- ე------ის მიერ დისციპლინარული გადაცდომის მტკიცების ტვირთი მოპასუხეს ეკისრება. მოპასუხემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულება და დაამტკიცოს, რომ მოსარჩელის მხრიდან ნამდვილად ჰქონდა ადგილი სამსახურებრივი მოვალეობის არაჯეროვნად შესრულებას. მოპასუხის წარმომადგენელმა თავისი არგუმენტის დასადასტურებლად წარმოადგინა მხოლოდ შემოსავლების სამსახურის პროფესიული ეთიკისა და მონიტორინგის დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 8 აგვისტოს N 86496-21-06 სამსახურებრივი შემოწმების შედეგად მიღებული დასკვნა, სადაც აღნიშნულია, რომ ,,დო---------–--–--–ის, ნა-------------ს, ლი--------–----ისა და არ---–-------ის მიმართ საბაჟო კონტროლის ზონაში ინტერვიურების ჩაწერა სამხრე ვიდეოკამერის საშუალებით განხორციელდა, მაგრამ ცვლის უფროსის დი-------–---ას მიერ მისი მოძიების დროს ჩანაწერები დაუდგენელი მიზეზის გამო ვერ იქნა მოძიებული. შესაბამისად, ყოველივე ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე , მებაჟე ოფიცრების, მა------------ძის, და-–--------ისა და რო-–---- ე------ის მხრიდან ადგილი აქვს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების პროცესში სამსახურებრივ მოვალეობათა არაჯეროვნად შესრულებას“. დასკვნით ნაწილში, მითითებულია, რომ , მებაჟე ოფიცრების, მა------------ძის, და-–--------ისა და რო-–---- ე------ის მხრიდან ადგილი აქვს დისციპლინარულ გადაცდომას, რაც ექვემდებარება დისციპლინარულ პასუხისმგებლობას. აქვე მითითებულია, რომ დასახელებული პირების მიმართ უნდა განისაზღვრიოს დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომა ,,შენიშვნა“. მოსარჩელის წარმომადგენელმა თავისი არგუმენტების გასამყარებლად მიუთითა მოწმეთა ჩვენებებზეც, სადც ისინი აცხადებდნენ, რომ ზუსტად არ ახსოვთ 2018 წლის 2 ივნისს, მოქალაქეთა ინტერვიურების პროცეში რას აკეთებდა რო-–---- ე------ე, რადგან ისინი მოშორებით იდგენენ და არ ეცალათ დაენახათ თუ როგორ ახორციელბდა რო-–---- ე------ე ინტერვიურებას სამართალდამრღვევ პირებთან.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარეთა განმარტებებს სასამართლო მხოლოდ მაშინ გაიზიარებს თუ იგი გაჯერებულია მტკიცებულებებით. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის განმარტებას ვერ განამტკიცებს მის მიერ დასახელებული მტკიბულებები. საქმეზე დაკითხული მოწმეების მებაჟე ოფიცრების მა------------ძისა და და-–--------ის, ცვლის უფროსის დი-------–---ას ჩვენებებით დადგენილი იქნა, რომ სამხრე ვიდეო კამერებს იყენებენ საჭიროების შემთხვევაში, ერთ სამხრე კამერას მუშაობის დროს სარგებლობს ის მებაჟე ოფიცერი, ვისაც შეექმნება ამისი საჭიროება, არ ხდება ცვლის დასრულების შემდგომ სამხრე კამერების ოფიციალური გადაცემა- ჩაბარება. მოწმეებმა დაადასტურეს რომ 2018 წლის 2 ივნისს მოქალაქეთა ინტერვიურების პროცეში რო-–---- ე------ეს ეკეთა სამხრე ვიდეო კამერა, როგორც თავიანთი, ასევე რო-–---- ე------ის კამერა იყო გამართული და მოქალაქეებთან ინტერვიურება სრულყოფილად იქნა დაფიქსირებული.
რო-–---- ე------ე კატეგორიულად მიუთითებს, რომ ინტერვიურების შემდგომ გადაამოწმა ჩანაწერი, დარწმუნდა მის სრულყოფილებაში და გამართულ მდგომარეობაში დატოვა სამხრე ვიდეო კამერა. ამასთანავე დადგენილია, რომ შემოსავლების სამსახურის მიერ ვიდეო კამერები გამოთხოვილი და შემოწმებული იქნა ერთი თვის შემდგომ და მასში არ აღმჩნდა რომ 2018 წლის 02 ივნისის რო-–---- ე------ის მოქალაქეებთან ინტერვიურება.
მხარეთა განმარტებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა, ხოლო მოპასუხე მხარის მიერ მითითებული არგუმენტები არ არის დასაბუთებული და მის მიერ ვერ იქნა დამტკიცებული, რომ რომ 2018 წლის 02 ივნისის რო-–---- ე------ის მიერ არ განხორციელდა საზღვარზე შემოსულ მოქალაქეებთან ინტერვიურების სამხრე ვიდეო კამერების საშუალებით დაფიქსირება. შესაბამისად დგინდება სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლიანობა, რაზეც იქნება მსჯელობა გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მხარეთა ახსნა განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები, სამსახურებრივი შემოწმების დასკვნა,სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს მთლიანად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს შრომის კოდექსი;
- შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული საჯარო სამართლის იურდიული პირის შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
6.2. საქართველოს კონსტიტუციით დადგენილია შრომის თავისუფლება, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რათქმაუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო.
შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.2. მუხლი).
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილ იქნა, რომ მხარეებს შორის არსებობდა შრომითი ურთიერთობა. ასევე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიმართ დამსაქმებლის მხრიდან დისციპლინარული პასუხისმგებლობის რომელიმე ზომის გამოყენებას ადრე ადგილი არ ჰქონია.
6.3. საქმის მასალებით დადგენილია, რომ 2018 წლის 02 ივნისს სგპ სარფის გავლით საქართველოს მოქალაქეებმა ლი--------–----ემ, მის არასრულწლოვან შვილთან არ---–-------ესთან ერთად, დო---- ხ---–--–---–მა და ნა------------ემ გადაკვეთეს საქართველოს საზღვარი თურქეთის რესპუბლიკის მიმართულებით. უკან დაბრუნებისას სასაზღვრო კონტროლის გავლის მომენტში სგპ სარფის მებაჟე-ოფიცრების მითითებით განხორციელდა ხსენებული პირების საბაჟო კონტროლის ზონაში ე.წ. ,,ბოდი სკანერზე“ დათვალიერება. სკანერზე დათვალიერებისას აღმოჩენილი საეჭვო გარემოებების მიზნით, პირებს ჩაუტარდათ ფიზიკური დათვალიერება სპეციალურად გამოყოფილ ოთახში მებაჟე-ოფიცრების თანდასწრებით. აღნიშნულ მოქალაქეებს სხეულზე ფარულად ჰქონდათ მიმაგრებული სხვა და სხვა სახის ოქროსა და ვერცხლის ნაკეთობები, რომელიც მებაჟე-ოფიცრების მოთხოვნით მოუწიათ მოხსნა და დატოვება სგპ ,,სარფი“-ს ადმინისტრაციულ შენობაში. შედგენილი იქნა სათანადო ოქმები. აღნიშნულის გამო, დასახელებული პირების საჩივრების საფუძველზე საკითხი შესწავლილი იქნა შემოსავლების სამსახურის შესაბამისი დეპარატანენტის წარმომადგენლის მიერ და მიჩნეული იქნა, რომ რო-–---- ე------ემ, სხვა მებაჟეე ოფიცრებთან ერთად მოქალაქეებთან ინტერვიურებისას გამოიყენა გაუმართავი სამხრე ვიდეკამერა და არ განხორციელდა ჩაწერა.
ზემოთ, სადავო ფაქტობრივ გარემოებათა განხილვისას აღინიშნა, რომ სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ იქნა დადასტურებული აღნიშნული დარღვევა და შესაბამისად, არ არსებობდა რო-–---- ე------ის მიმართ დისციპლინარული სახდელის გამოყენების საფუძველი.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენება საჭიროებს დამსაქმებლის მხრიდან დასაბუთებას და ასევე გამოყენებული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შინაგანაწესის შესაბამისად. შინაგანაწესისა და კანონმდებლობის დაცვა ევალება არა მხოლოდ დასაქმებულს, არამედ დამსაქმებელსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იქნება შრომის სამართლის უზოგადეს პრინციპებთან, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობას. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი, აკრძალულია ნებისმიერი სახის დისკრიმინაცია.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცულ უნდა იქნეს როგორც მითითებული, ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამ უფლებათა დარღვევის შეფასება შეუძლებელია დავის წარმოშობის საფუძვლის არცოდნის შემთხვევაში.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, გამოიწვია თუ არა ამ მოქმედებამ რაიმე ზიანი და რამდენად არსებითია იგი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია დისციპლინური პასუხისმგებლობის წარმოშობის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.
შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია სათანადო ორგანული კანონით - შრომის კოდექსით.
შრომის კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების დაცვის უფლება, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას – შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას.
ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას.
ამდენად, ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლის ნორმები გვაძლევენ უალტერნატივო დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე, აღნიშნული სტანდარტების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თანამდევად, მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოდ შეცვლაზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას.
6.6. შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურდიული პირის ,,შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის“ მე-17 მუხლის თანახმად,1. დისციპლინურ გადაცდომას წარმოადგენს:
ა) სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება;
ბ) სამსახურის შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევა;
გ) დაწესებულებისათვის ქონებრივი ზიანის მიყენება ან ასეთი ზიანის წარმოშობის საშიშროების შექმნა;
დ) ზნეობრივი ნორმების წინააღმდეგ ან თანამშრომლისა და სამსახურის დისკრედიტაციისაკენ მიმართული უღირსი საქციელი, განურჩევლად იმისა, სამსახურშია ჩადენილი იგი, თუ მის გარეთ.
ე) სამსახურის კუთვნილი ქონების, მათ შორის, თანამშრომლის სარგებლობაში არსებული ტექნიკისა და აღჭურვილობის განკარგვა ან მოთხოვნის უზრუნველსაყოფად გამოყენება ან სხვა სახით არამიზნობრივი სარგებლობა;
ვ) სამსახურში არასაპატიო მიზეზით დაგვიანებით გამოცხადება ან სამსახურიდან სამუშაო დროის დასრულებამდე წასვლა.
როგორც აღინიშნა, არ დგინდება რო-–---- ე------ის მიერ სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობა ან არაჯეროვნად შესრულება, სამსახურის შინაგანაწესის უხეში ან სისტემატური დარღვევა, ან სხვა რომელიმე გადაცდომა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო ბრძანების გამოცემის დროს შემოსავლების სამსახურის 2014 წლის 18 ივლისის ბრძანებით დამტკიცებული ,,საჯარო სამართლის იურდიული პირის ,,შემოსავლების სამსახურის შინაგანაწესის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის და მე-2 პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე რო-–---- ე------ესათვის დისციპლინალური პასუხისმგებლობის გამოყენება კანონსაწინააღმდეგოა, არსებობს გასაჩივრებული ბრძანების ბათილად ცნობის საფუძველი, შესაბამისად სარჩელი საფუძვლიანია და არსებობს მისი დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელე რო-–---- ე------ის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით.
სარჩელი დაკმაყოფილდა, შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. რო-–---- ე------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2 ბათილად იქნეს ცნობილი შემოსავლების სამსახურის უფროსის 2018 წლის 15 აგვისტოს N პ-1095 ბრძანება მოსარჩელე რო-–---- ე------ის ნაწილში, მისთვის დისციპლინარული პასუხისმგებლობის ზომად ,,შენიშვნის“ გამოცხადების შესახებ“.
3. მოპასუხე შემოსავლების სამსახურს (საიდენტიფიკაციო კოდი 248432717) მოსარჩელე რო-–---- ე------ის სასარგებლოდ დაეკისროს წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის გადახდა.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (ქუთაისი,ნიუ-პორტისქ. №32) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით (ეს წესი არ მოქმედებს შემოსავლების სამსახურის მიმართ, რომელსაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის თანახმად გადაეგზავნება გადაწყვეტილება) ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხელვაჩაურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ედღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე