განაჩენი

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
330100119002888481
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/1------

(#0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მაისი, 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე ნათია გუდაძემ

ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებელ _ თ---------------–--ის,ბრალდებულ _ თ-----------–-----ს,ადვოკატ _ დ-------------–----ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ თ------------–------------–-----ს (დაბადებული 1----–-–------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №6----------, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლობის არმქონე, საშუალო განათლების მქონე, დაოჯახებული, რეგისტრირებული: ქ--------–---------------------------------------ში, დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-------------–------------–-----------------------------------------------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით წარდგენილი ბრალდების გამო,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლო სხდომაზე, იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა თ-----------–-----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, კერძოდ:

მხარეთა მიერ სასამართლოში წარდგენილი მტკიცებულებები სადაო არ გამხდარა.

მოწმეების - ტ-----–------------ს, ი-–----–---–---–-ს, დაზარალებულ მ----------------ს, ბრალდებულ თ-----------–-----ს გამოკითხვის ოქმებით; ამოღების ოქმით; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით; სასაქონლო ექსპერტიზის დასკვნით; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით; ნივთების ამოცნობის ოქმებით და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ თ-----------–-----მ ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, რაც გამოიხატა შემდეგში:

2----–-–-------------ს, დაახლოებით 19:30 საათზე, თ---–--–-------------–------------–--------------------------------ე კორპუსის, პირველ სართულზე მდებარე N1---ე ბინაში უკანონოდ შეაღწია თ-----------–-----მ და ფარულად დაეუფლა დაზარალებულის ტექნიკას, საყოფაცხოვრებო და პირად ნივთებს. კერძოდ, ბინაში ფანჯრიდან უკანონოდ შეღწევის შემდეგ, თ-----------–----- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ერთ „SUNNY“-ს ფირმის პლაზმურ ტელევიზორს, ერთ „kenwood“-ის ფირმის ბლენდერს, ერთ „scarlett“-ის ფირმის ხორცის საკეპ მანქანას, ერთ ინგალაციის ელექტრო აპარატს, ერთ ფაიფურის კვერცხის ფორმის დასადგამ სუვენირს, „ვერსაჩეს“ ფირმის ჩანგლების და კოვზების ნაკრებს, ტ-----–------------ს სახელზე გაცემულ პასპორტსა და სახლის გასაღებებს. აღნიშნული ქმედების შედეგად, დაზარალებულ მ---------------ს მიადგა 455 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

სასამართლო თვლის, რომ საქმეში გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საკმარისია თ-----------–-----ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.

თ-----------–-----ს მიმართ ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს - თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით.

გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულთან მიმართებით. შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, დანაშაულის ჩადენის შემდეგ მის ქცევას, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელზე, აგრეთვე იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელი ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს თ-----------–-----ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების და იმის გათვალისწინებით, რომ იგი გულწრფელად აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს ნასამართლევი არ იყო, აქვს მძიმე მატერიალური მდგომარეობა, კმაყოფაზე ჰყავს მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია, სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სანქციის ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, ხოლო საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილებით დადგენილი წესით, ვინაიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, მითითებული მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილით განსაზღვრული წესით დაინიშნება სასჯელი, თუ განაჩენის გამოტანის შემდეგ დადგინდა, რომ მსჯავრდებულს ბრალი მიუძღვის სხვა დანაშაულშიც, რომელიც მან პირველ საქმეზე განაჩენის გამოტანამდე ჩაიდინა, ამ შემთხვევაში საბოლოო სასჯელში ჩაითვლება სასჯელი, რომელიც პირველი განაჩენით მოხდილია მთლიანად ან ნაწილობრივ, ხოლო იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ხოლო თანაბარი სასჯელების დანიშვნისას ერთი სასჯელი შთანთქავს მეორეს.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

თ-----------–-----ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული: „SUNNY“-ის ფირმის ტელევიზორი, „SCARLET“-ის ფირმის ხორცის საკეპი მანქანა, „KENWOOD“-ის ფირმის ბლენდერი და „A&D MEDICAL“-ის ფირმის ინგალაციის აპარატი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის კვლის ნიმუშები და ორი ხელის კვლის ნიმუში, ასევე თ-----------–-----სგან აღებული სუნის კვლის ნიმუში, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ერთი ლაზერული დისკი ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

თ-----------–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მოცემული განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 04 (ოთხი) წლის ვადით, შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 12 აპრილის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული თანაბარი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით;

საბოლოოდ, თ-----------–-----ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 04 (ოთხი) წლის ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 26 იანვრის განჩინებით, თ-----------–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

მსჯავრდებულ თ-----------–-----ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს 2017 წლის 08 ივლისიდან - იმავე წლის 30 ივლისის ჩათვლით პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 24 იანვრის 21:40 საათიდან.

საქმეზე დართული საგნები და ნივთები:

თ-----------–-----ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული: „SUNNY“-ის ფირმის ტელევიზორი, „SCARLET“-ის ფირმის ხორცის საკეპი მანქანა, „KENWOOD“-ის ფირმის ბლენდერი და „A&D MEDICAL“-ის ფირმის ინგალაციის აპარატი, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელს, ან მისი ნდობით აღჭურვილ სხვა პირს;

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული: სუნის კვლის ნიმუშები და ორი ხელის კვლის ნიმუში, ასევე თ-----------–-----სგან აღებული სუნის კვლის ნიმუში, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------–---------–-–---------------------------------------------------–-----------– განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, ხოლო ერთი ლაზერული დისკი ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: ნათია გუდაძე