გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2019
საქმის ნომერი
120210019002920903
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2920903-2/189-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20 ივნისი 2019 წელი ქ------––--ე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი - მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - სს ,,კ-------------’’

წარმომადგენელი - ზ---– ქ--------ე

მოპასუხე - ა-–--- ლ---------ა

გ----- ნ-----------ი

ლ-------–- ს---------ი

დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. მოპასუხე ა-–--- ლ---------ას, გ----- ნ-----------ს და ლ-------–- ს---------ს სს ,,კ-------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 6697.73 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4591.91 აშშ დოლარი, პროცენტი - 2057.11 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 48.71 აშშ დოლარი.

თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 6600 აშშ დოლარით.

1.2. დავალიანების გადახდევინების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,კ-------------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ა-–--- ლ---------ას საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ--–--------––--ე, თ------–---–ის ქ. N--, ს/კ 6--0--5--2---

1.3. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ა-–--- ლ---------ას, გ----- ნ-----------ის და ლ-------–- ს---------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

მოსარჩელემ იშუამდგომლა მიღებული გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევა.

 

მოსარჩელემ სარჩელი დააფუძნა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2016 წლის 19 ივლისს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------’’-ს და მოპასუხე ა-–--- ლ---------ას შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №7---, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50000 ლარი, საფინანსო რესურსების ვადად განისაზღვრა 19.07.2026წ. ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ ამ ხელშეკრულების ფარგლებში თითეოული სესხის გაცემის შემთხვევაში, გამსესხებელსა და მსესხებელს შორის ფორმდება ცალკე ფინანსური რესურსების შესახებ ხელშეკრულება, რომლითაც განისაზღვრება სესხის მოცულობა, ვადა და სხვა მნიშვნელოვანი პირობები.

 

აღნიშნული ფინანსური რესურსების შესახებ ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაცემული სესხების უზრუნველსაყოფად, 2016 წლის 19 ივლისს ,,----------სა და მოპასუხე ა-–--- ლ---------ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება Nი-----, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება მდებარე ქ------––--ე, თ------–---–ის ქ. N--, ს/კ 6--0--5--2--- იპოთეკის ხელშეკრულების 6.2.3. მუხლით განისაზღვრა, რომ იმ შემთხვევაში თუ იპოთეკარის მიერ იპოთეკის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისათვის იპოთეკის საგნის ღირებულება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები, მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ტოლი ოდენობით.

 

2016 წლის 25 ივლისს საფინანსო რესურსების შესახებ ნ7--- ხელშეკრულების ქვეშ მოპასუხე ა-–--- ლ---------ასთან გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N7---/1----, რომლითაც გაიცა სესხის 6000 აშშ დოლარი, 60 თვით. კრედიტის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 30% ოდენობით. სესხის ხელშეკრულების 4.4 და 3.9 მუხლებით განისაზღვრა, რომ მსესხებელს დაერიცხება პირგასამტეხლო გრაფიკით გათვალისწინებულ ვადებში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დავალიანების ძირითადი თანხის 0.3%. ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით განისაზღვრა, რომ გარდა იპოთეკის ანდა გირავნობის საგნით უზრუნველყოფილი ქონებისა კომპანიას უფლება აქვს მოითხოვოს მოთხოვნის დაკმაყოფილება კლინეტის მთელი ქონებიდან ვალდებულების თანხის სრულად დაფარვამდე.

 

2018 წლის 26 იანვარს ცვლილება შევიდა ხელშეკრულებაში, შეიცვალა სესხის გრაფიკი და განახლებული სახით გადაეცა მსესხებელს.

 

სესხის უზრუნველსაყოფად 2016 წლის 25 ივლისს მოპასუხეებთან გ----- ნ-----------თან და ლ-------–- ს---------თან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც მოპასუხეებმა იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშნაც კი როცა ადგილი არ ექნება იძლებით აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი. თავდებობის ხელშეკრულებებით პასუხისმგებლობის ფარგლებად განისაზღვრა ვალდებულების შესრულების მომენტში არსებული დავალიანების პროპორციული თანხა (თითოეულისთვის) არაუმეტეს 6600 აშშ დოლარისა.

 

სს ,,კ------------სა’’ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------’’-ს შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, სს ,,კ-------------’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------’’-ს ნაცვლად გახდა კრედიტორი, შესაბამისად, აღნიშნულ მოთხოვნახე უფლებამოსილი პირია სს,,კ-------------’’ და ვალდებულებების შესრულება უნდა მომხდარიყო მოსარჩელის წინაშე.

 

2019 წლის იანვრიდან მოვალეებმა შეწყვიტეს გადახდები. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, მოპასუხეების მიერ არ შესრულდა ვალდებულება.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს ნაწილობრივ და განმარტეს, რომ მათ უნდა დაეკისროთ მხოლოდ სესხის ძირითადი თანხა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 19 ივლისს შპს მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------’’-ს და მოპასუხე ა-–--- ლ---------ას შორის გაფორმდა ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება №7---, რომლის საფუძველზეც მის სახელზე გაიხსნა სესხის ხაზი 50000 ლარი, საფინანსო რესურსების ვადად განისაზღვრა 19.07.2026.

 

3.1.2. 2016 წლის 9 ივლისს შპს ,,მ-----------------------------–-------------ს’’ და ა-–--- ლ---------ას შორის დაიდო Nი----- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც 2016 წლის 19 ივლისს ფინანსური მომსახურების შესახებ №7--- ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა-–--- ლ---------ას კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ------––--ე, თ------–---–ის ქ. N--, ს/კ 6--0--5--2---

 

3.1.3. 2016 წლის 25 ივლისს შპს მ-----------------------------–------------ს და ა-–--- ლ---------ას შორის დაიდო ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება N7---/1----, რომლითაც ბანკმა მსესხებელზე გასცა 6000 აშშ დოლარის ოდენობით სესხი, წლიური 30 სარგებლის დარიცხვით, 60 თვის ვადით.

 

3.1.4. 2018 წლის 26 იანვარს შპს მ-----------------------------–------------ს და ა-–--- ლ---------ას შორის დაიდო ხელშეკრულება, 2016 წლის 25 ივლისის ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ, რომლითაც შეიცვალა სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.5 2016 წლის 25 ივლისს გ----- ნ-----------თან და ლ-------–- ს---------ტან გაფრომდა თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც იკისრეს სოლიდარული პასუხისმგებლობა ა-–--- ლ---------ას ვალდებულებების ჯეროვნად შესრულებაზე. თავდებობის ზღვრული თანხის 6600 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

3.1.6. მოპასუხეებმა დაარღვიეს სესხის დაფარვის გრაფიკი.

 

3.1.9. მოპასუხე მხარე გაფრთხილებული იქნა დავალიანების დაფარვის თაობაზე.

 

3.1.10. სს ,,კ------------სა’’ და მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------’’-ს შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, სს ,,კ-------------’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------’’-ს ნაცვლად გახდა კრედიტორი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.07.2016წ ფინანსური რესურსების შესახებ ხელშეკრულება;

- 19.07.2016წ. იპოთეკის ხელშეკრულება;

- 25.07.2016წ. ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 26.01.2018წ. ხელშეკრულება ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

- 25.07.2016წ. განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 25.07.2016წ. თავდებობის ხელშეკრულებები;

- შეტყობინებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები.

 

3.2.1. მოპასუხეების დავალიანება 2016 წლის 25 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სს „კ-------------ს“ სასარგებლოდ შეადგენს – 6697.79 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა – 4591.91 აშშ დოლარი ლარი, პროცენტი – 2057.11 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო 48.71 აშშ დოლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 19.07.2016წ ფინანსური რესურსების შესახებ ხელშეკრულება;

- 19.07.2016წ. იპოთეკის ხელშეკრულება;

- 25.07.2016წ. ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულება;

- სესხის დაფარვის გრაფიკი;

- 26.01.2018წ. ხელშეკრულება ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ;

- 25.07.2016წ. განცხადებები სოლიდარული თავდებობის შესახებ;

- 25.07.2016წ. თავდებობის ხელშეკრულებები;

- შეტყობინებები;

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,კ-------------ს“ სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 316-ე, 317-ე, 327-ე, 867-ე, 361-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 895-ე, 301-ე, 417-ე, 418-ე მუხლებით;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. . საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

 

აღნიშნული მუხლით გარანტირებულია სასამართლო პროცესის დისპოზიციურობის პრინციპი, რომლის საფუძველზეც, უზრუნველყოფილია მხარეთა თავისუფალი ნების ავტონომია. ამდენად, ისინი თავად, საკუთარი ნების შესაბამისად, იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, თავად განსაზღვრავენ სასარჩელო მოთხოვნას, ასევე თავად ამზადებენ შესაგებელს, თუ შეგებებულ სარჩელს.

 

დისპოზიციურობის პრინციპის საფუძველზე, მხარეები თვითონ წყვეტენ, როგორ განკარგონ თავიანთი საპროცესო უფლებები, ისინი თავად წარმართავენ საკუთარ საქმეს სასამრთლოში.

 

აღნიშნული მუხლის მიხედვით, მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა გულისხმობს, მის მიერ მოსარჩელის მოთხოვნის აღიარებას. მას შეუძლია ნაწილობრივ, ან სრულად აღიაროს სასარჩელო მოთხოვნა. იმ შემთხვევაში, როცა მოპასუხე ეთანხმება მოსარჩელის მოთხოვნას, სასამართლო არ აფასებს საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს და მხარეთა ნების გათვალისწინებით, გამოაქვს სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ, გადაწყვეტილება.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო სხდომაზე მიცემულ ახსნა-განმარტებით მოპასუხე მხარემ ცნო სარჩელი ნაწილობრივ - სესხის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნა სესხის ძირითადი თანხის ნაწილში, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს ამ ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანამხად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

ამავე კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი.

 

სს ,,კ------------სა’’ და მიკროსაფინანსო ურგანიზაცია ,,ბ--------’’-ს (ბიზნეს საინვესტიციო ჯგუფი) შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, სს ,,კ-------------’’ მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------’’-ს ნაცვლად გახდა კრედიტორი.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მიკროსაფინანსო ორგანიზაცია ,,ბ--------’’-ს და ა-–--- ლ---------ას შორის ხელშეკრულების გაფორმებით წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის შესაბამისად, მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

სამოქლაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებელს - ა-–--- ლ---------ას მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სამოქალაქო კოდექსის 427-ე მუხლის თანახმად, ვალდებულებითი ურთიერთობა წყდება კრედიტორის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულებით, რასაც ამ კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ აქვს.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულება დარღვეული იქნა ა-–--- ლ---------ას მიერ, რადგან ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მას ბანკის წინაშე გადახდის გრაფიკით დადგენილი თანმიმდევრობით სესხის გადახდის ვალდებულება არ შეუსრულებია და ბანკის გაფრთხილების შემდეგაც არ განახორციელა გადახდა.

 

მოცემულ შემთხვევაში მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულების საფუძველზე დავალიანების ძირითად თანხას წარმოადგენს - 4591.91 აშშ დოლარი. ამდენად ძირითადი თანხის გადახდის სამართლებრივი ვალდებულება აწევს მოპასუხე მხარეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

განსახილველ შემთხვევაში, არსებული ხელშეკრულებების თანახმად, მხარეთა შორის მოხდა შეთანხმება წლიურ საპროცენტო სარგებელზე და არსებული მდგომარეობით საპროცენტო ვალი შეადგენს - 5057.11 აშშ დოლარს.

 

6.4. სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილია თავდებობის ხელშეკრულების ფორმა, კერძოდ, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, შპს მიკროსაფინანსო ბ--------ს და ა-–--- ლ---------ას შორის 2016 წლის 25 ივლისს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით მოხდა შპს მიკროსაფინანსო ბ--------ს და მეორეს მხრივ გ----- ნ-----------ს და ლ-------–- ს---------ს შორის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებების გაფორმება, რომლის საფუძველზე მოპასუხე - გ----- ნ-----------მა და ლ-------–- ს---------მა იკისრეს ვალდებულება მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში კრედიტის ძირითადი თანხის და პროცენტისა გადახდის თაობაზე. აღნიშნული ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა - 6600 აშშ დოლარით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის შესაბამისად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

აღნიშნულის შესაბამისად, ვინაიდან მსესხებლის მიერ არ იქნა შესრულებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება მხარეთა მიერ შეთანხმებული პირობების შესაბამისად, თავდებს ძირითად მსესხებელთან ერთად ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა 2016 წლის 25 ივლისის სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დავალიანების ოდენობით.

 

6.5 . 2016 წლის 9 ივლისს შპს ,,მ-----------------------------–-------------ს’’ და ა-–--- ლ---------ას შორის დაიდო Nი----- იპოთეკის ხელშეკრულება, რომლითაც 2016 წლის 19 ივლისს ფინანსური მომსახურების შესახებ №7--- ხელშეკრულების და მის ფარგლებში გაფორმებული ნებისმიერი ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დაიტვირთა ა-–--- ლ---------ას კუთვნილი უძრავი ქონება მდებარე ქ------––--ე, თ------–---–ის ქ. N--, ს/კ 6--0--5--2---

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.

 

ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.

 

მხარეთა შორის გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებების 6.2.1. მუხლის თანახმად, კრედიტორს უფლება მიეცა მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების მიზნით აღსრულება მიაქციოს იპოთეკის საგანზე, ხოლო ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 4.6. მუხლის თანახმად, მოსარჩელეს მიეცა უფლება აღსრულება იპოთეკის საგნის გარდა მიაქციოს მსესხებლის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა სრულად არ ფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.

 

აღნიშნულ ნორმათა დეფინიციიდან გამომდინარე სასამართლო განმარტავს, რომ ა-–--- ლ---------ა - რომლიც არის იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრე, მოსარჩელესთან გაფორმებული იპოთეკის ხელშეკრულებებით იკისრეს პასუხისმგებლობა, რომ თუკი არ მოხდებოდა მოვალის მიერ სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება - გადახდის გრაფიკის შესაბამისად სესხის დაფარვა, მაშინ იპოთეკით დატვირთულ უძრავი ქონებაზე მიქცეული იქნებოდა აღსრულება მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, აღნიშნულიდან გამომდინარე ვინაიდან დადგენილია, რომ მსესხებელმა დაარღვია ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობა სესხის გადახდასთან დაკავშირებით და მას გააჩნია დავალიანება ბანკის წინაშე, ამიტომ აღნიშნული დავალიანების დასაფარავად უნდა მოხდეს იპოთეკით დატვირთულ უძრავ ქონებათა რეალიზაცია იძულებითი აუქციონის გზით.

 

6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო წარმოადგენს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრულ ფულად თანხას, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. 418.1 მუხლით კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება სრულდებოდა არაჯეროვნად, შესრულების გრაფიკის დარღვევით.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლო 48.71 აშშ დოლარი მოთხოვნილია გონივრული თანხის ფარგლებში, აქედან გამომდინარე, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილშიც საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.7. რაც შეეხება მოსარჩელის შუამდგომლობას გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ, უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11-ლი ნაწილის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, 2016 წლის 19 ივლისის იპოთეკის ხელშეკრულების 8.10. პუნქტში, 25.07.2019წ. ფინანსური მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 8.9. პუნქტში და სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 5.9. პუნქტში მითითებულია: მხარეები თანხმდებიან, რომ დავასთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მიქცეულ იქნება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

 

გამომდინარე ზემოთ აღნიშნულიდან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის შესახებ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად: „იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელის აღძვრისას სს ,,კ-------------ს’’ მიერ გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი სარჩელზე - 541.89 ლარი.

 

სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო სესხის ძირი თანხის ნაწილში, რის გამოც მხარეები ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან. მოპასუხეებმა სარგებლის და პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელი არ ცნეს, შესაბამისად აღნიშნულის გათვალისწინებით მათ მოსარჩელე სს ,,კ-------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ გაწეული საპროცესო ხარჯის 170.38 ლარის გადახდა. სს ,,კ------------ს’’ უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 371.51ლარი.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 1991-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,კ-------------ს’’ სარჩელი დაკმაყოფილდეს.

 

1.1. მოპასუხე ა-–--- ლ---------ას, გ----- ნ-----------ს და ლ-------–- ს---------ს სს ,,კ-------------ს’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ დავალიანების - 6697.73 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირითადი თანხაა - 4591.91 აშშ დოლარი, პროცენტი - 2057.118 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 48.71 აშშ დოლარი.

თავდები პირების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვროს 6600 აშშ დოლარით.

1.2. დავალიანების გადახდევინების მიზნით იძულებით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,კ-------------ს’’ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული ა-–--- ლ---------ას (პ/ნ 4----------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ--–--------––--ე, თ------–---–ის ქ. N--, ს/კ 6--0--5--2---

1.3. იმ შემთხვევაში თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ფულადი ვალდებულების სრულად შესრულების მიზნით სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხე ა-–--- ლ---------ას, გ----- ნ-----------ის და ლ-------–- ს---------ის საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

2. გადაწყვეტილება მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად.

3. მოპასუხეებს ა-–--- ლ---------ას, გ----- ნ-----------ს და ლ-------–- ს---------ს სს კ-------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟისს - 170.38 ლარის გადახდა.

 

4. სს კ------------ს დაუბრუნდეს 2019 წლის 29 მარტს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 541.89 ლარიდან - 371.51 ლარი.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ახალციხის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30–ე დღისა, გამოცხადდეს ახალციხის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი