განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/37-19 (№061250219002)
სამტრედიის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ.სამტრედია
სამტრედიის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დავით სვანაძე
სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ-------------------ია
დაცვის მხარე:
ბრალდებული უშ--------–-----------------–----ია- და---------–-------–-–----------------------------------–--------------------------------------------------–-
ადვოკატი- ნ----–-------ვა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალდების არსი:
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, უშ---------–------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:
2019 წლის 25 თებერვალს, დაახლოებით 20 საათზე, მთვრალმა უშ---------–------მ ქ. სამტრედია, ბ---------------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, უმოტივოდ, თავის არეში სკამის დარტყმით ფიზიკურად იძალადა მეუღლეზე, ხა--------------–-აზე, რის შედეგადაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა უშ---------–------ს ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა უშ---------–------მ წარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამნაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.
საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ უშ---------–------ს ახლო ნათესავმა, კერძოდ, მეუღლემ -დაზარალებულმა ხა--------------–-ამ ისარგებლა მისთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება მისი ახლო ნათესავის, ბრალდებულ უშ---------–------ს წინააღმდეგ.
სასამართლო სხდომაზე მოწმე მა-----------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე- გამომძიებლის თანამდებობაზე. მოცემულ საქმეზე მის მიერ იქნა გამოკითხული მოწმეები, დაზარალებული და ბრალდებული, ასევე, მის მიერ, დაზარალებულ ხა--------------–-ას მონაწილეობით მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, სადაც დაზარალებულმა მიუთითა ხის სკამზე, რომლითაც მოხდა ძალადობა, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი, აღნიშნული სკამი ამოღებული და დალუქული იქნა. ამავე საქმეზე მის მიერვე იქნა დაკავებული უშ---------–------.
სასამართლო სხდომაზე მოწმე გი-------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ -გამომძიებლის თანამდებობაზე, 2019 წლის 25 თებერვალს იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ გი--------–-----–--ლთან ერთად, დაახლოებით 20 საათზე პოლიციაში შემოვიდა შეტყობინება, იმის თაობაზე, რომ ხა--------------–-ას საცხოვრებელ სახლში ადგილი ჰქონდა ოჯახური ძალადობის ფაქტს. მათ შემთხვევის ადგილზე დახვდათ უშ---------–------, რომელიც იყო აგრესიული და სიტყვიერ შეურაცხყოფას აყენებდა მის მეუღლეს ხა--------------–-ას, ამასთან იწევდა მისკენ ფიზიკური შეურაცხყოფის მისაყენებლად. რომელსაც ვიზუალურად აღენიშნებოდა დაზიანება თავის არეში, ვინაიდან მდგომარეობა იყო დაძაბული, მის მიერ მოხდა უშ---------–------ს დაკავება. დაზარალებულის მოთხოვნით, ასევე მის მიერ, გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი, რომლითაც მოძალადეს აეკრძალა მსხვერპლთან მიახლოება.
პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე, მოწმე გი--------–-----–--ლის გამოკითხვის ოქმით დადგენილია, რომ 2019 წლის 25 თებერვალს მორიგეობისას, მის მეწყვილესთან, გი-------------ესთან ერთად, ქალაქში აწარმოებდა შემოვლას. დაახლოებით 20 საათზე, სამორიგეოდან დაუკავშირდნენ და მის მეწყვილეს აცნობეს, რომ ქ. სამტრედია, ბ---------------------ში მცხოვრებ ხა--------------–-ას საცხოვრებელ სახლში იყო ოჯახური ძალადობა, ისინი გავიდნენ მითითებულ მისამართზე, სადაც სახლში შესვლისას ნახა, რომ ხა--------------–-ას, მეუღლე, უშ---------–------, აყენებდა სიტყვიერ შეურაცხყოფას და ცდილობდა ფიზიკური ძალადობის განხორციელებას, რაც გამოიხატებოდა მასში, რომ უშ---------–------ იწევდა საცემრად მეუღლისაკენ, რის გამოც იგი მათ მიერ დაკავებულ და გადაყვანილ იქნა შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში.
2019 წლის 06 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის # 001527119 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ხა--------------–-ას სხეულზე გარეგნულად, ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოში, აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთისა და ნაჭდევის სახით, კერძოდ, შუბლის მიდამოში მარჯვნივ, აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო მოიისფრო ფერის, არამკვეთრი კიდეებისა და კონტურების მქონე სისხლნაჟღენთი, ზომით 3,5x2,5 სმ; ცხვირის ზურგზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, მოწითალო ფერის, მშრალი თხელი ფუფხით დაფარული, მიმდებარე კანის დონეზე დაბლა მდებარე ზედაპირით ნაჭდევი ზომით:1,0x0,2 სმ. სხეულზე გარეგნულად სხვა რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელო ობიექტური ნიშანი არ აღენიშნებოდა.
დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად და მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითებულ თარიღს.
ზემოაღნიშნულ დასკვნაში მოყვანილი საკითხების თაობაზე სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო-სამედიცინო ექსპერტმა მა------------–--ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნის სისწორე.
სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა უშ---------–------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სასამართლო იზიარებს ბრალდებულ უშ---------–------ს პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;
სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ - დაზარალებულმა ხა--------------–-ამ ისარგებლა მისთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცა ჩვენება ახლო ნათესავის, ბრალდებულ უშ---------–------ს წინააღმდეგ.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.
სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, უშ---------–------ს ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ხა--------------–-ას ჩვენებება, ამ უკანასკნელმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცა ჩვენება ბრალდებულ უშანგი ქვილითაის წინააღმდეგ, ხოლო რაც შეეხება სასამართლო სხომაზე გამოკვლეულ სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნას, როდესაც არ არსებობს დაზარალებუულის )ან/და) მოწმის ჩვენება, ამ დაზაინებათა წარმოშობის შესახებ, იგი ადასტურებს მხოლოდ დაზაინების არსებობას, პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად კი აუცილებელია დადგინდეს, მიაყენა თუ არა ეს დაზიანებები კონკრეტულმა პირმა და იყო თუ არა მისი ქმედება ბრალეული. აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად უშ---------–------ უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ უშ---------–------მ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, უშანგი მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული უშ---------–------ უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126- -ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
უშ---------–------ ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
უშ---------–------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს უზრუნველყოფის მიზნით მი----–--------–--ს (პ--------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას - მდებარე: ქ--------------–----------------------- (ზ------------------- 0------------–----- ნაკვეთი 1-- ს/კ №--.0--6-.1--) – 2 000 (ორი ათასი) ლარის ეკვივალენტურ ნაწილს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში მოეხსნას სამტრედიის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 12 მარტის განჩინებით დადებული ყადაღა;
გამართლებულ უშ---------–------ს უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.
ნივთიერი მტკიცებულება, ერთი ცალი ხის სკამი, რაც ინახება შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ, დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე დავით სვანაძე