განაჩენი

სისხლის სამართლის 29.05.2019
საქმის ნომერი
060100119002927103
დავის ტიპი
126
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/38-19 (№061130319002)

სამტრედიის რაიონული სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

29 მაისი, 2019 წელი ქ.სამტრედია

 

სამტრედიის რაიონული სასამართლოს

მოსამართლე - დავით სვანაძე

სხდომის მდივანი - ინგა თოხაძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - და------------------ია

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული - პა---------------------------–-------–-–-------------------------------------------------–-----------------------–--–---–-----------

 

ადვოკატები- ნი---–-------------------------–---------------–--–-----–ია.

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

ბრალდების არსი:

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, პა-------------ამ ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ამავე დადგენილების მიხედვით, პა-------------ამ აგრეთვე ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 11--ე და 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, ჩადენილი არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ;

 

ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, აღნიშნული გამოიხატა შემდეგში:

 

2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 16 საათზე, პა-------------ამ ქ. სამტრედია, ნ-----–--–---–--------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო იძალადა ფიზიკურად მეუღლეზე, ნა--------–----ეზე, რომ ამ უკანასკნელმა უარი უთხრა თავისი პენსიის მიცემაზე და ასევე სთხოვა, ვანის რაიონის სოფელ ჭ---–ში, დედასთან გაშვება. კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის - 1-.0--2--- წელს დაბადებული ნი-----------ას თანდასწრებით ნა--------–----ეს ძლიერად მოქაჩა თმებში, რის შედეგადაც მან განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2019 წლის 12 მარტს, დაახლოებით 16:30 საათზე, პა-------------ამ ქ. სამტრედია, ნ-----–--–---–--------------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში, იმის გამო იძალადა ფიზიკურად მეუღლეზე, ნა--------–----ეზე, რომ არ მოეწონა ამ უკანასკნელის მოდუღებული ყავა, კერძოდ, არასრულწლოვანი შვილის - 1-.0--2--- წელს დაბადებული ნი-----------ას თანდასწრებით მეუღლეს ზურგის არეში დაარტყა მარჯვენა ფეხი, რის შედეგადაც ნა--------–----ემ განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა პა-------------ას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდის ჩადენაში.

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა და სამართლებრივი შეფასება:

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულმა პა-------------ამწარდგენილ ბრალდებაში თავი არ სცნო დამაშავედ და გამოიყენა დუმილის უფლება.

 

საქმის სასამართლო განხილვის დროს ბრალდებულ პა-------------ას ახლო ნათესავებმა, კერძოდ, მეუღლემ -დაზარალებულმა ნა--------–----ემ, შვილმა-დაზარალებულმა (მცირეწლოვანმა) ნი-----------ამ, ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კანონით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ პა-------------ას წინააღმდეგ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე მა--–-------–----ემ განაცხადა, რომ იგი არის პა-------------ას მეუღლის ნა--------–----ის დედა, მის შვილს და სიძეს წლების მანძილზე ჰქონდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. მას 2019 წლის 13 მარტს დაურეკა შვილმა ნა--------–----ემ და უთხრა რომ მეუღლესთან, პა-------------ასთან ჰქონდა უთანხმოება, იმ დროს პა-------------ა ყოფილა ნასვამ მდგომარეობაში, ვინაიდან მისი შვილი ეპილეფსიით არის დაავადებული შეეშინდა და დარეკა პოლიციაში.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ზვ-------------ემ განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო ნა--------–----ის განცხადების საფუძველზე, მის მიერ მოხდა დაზარალებულის და მოწმეთა გამოკითხვა, მან, როგორც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კუთხით სერტიფიცირებულმა გამომძიებელმა, მოცემულ საქმეზე განახორციელა მცირეწლოვანი ნი-----------ას გამოკითხვაც, მის მივერვე, პა-------------ას ძმის, და-------------ას, მონაწილეობით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც რაიმე კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან საგანი ამოღებული არ ყოფილა. დაზარალებულ ნა--------–----ის გამოკითხვის შემდგომ საჭირო გახდა პა-------------ას დაკავება, რის გამოც იგი უბნის ინსპექტორ-გამომძიებლებთან ალ------------------–----ან და კა----------------ან ერთად, მივიდა პა-------------ას სამუშაო ადგილზე, სადაც მოხდა ბრალდებულ პა-------------ას დაკავება.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმე ალ------------------–-კმა განმარტა, რომ იგი მუშაობს შსს სამტრედიის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტრორ-გამომძიებლის თანამდებობაზე, მან მოცემულ საქმეზე, გამომძიებელ ზვ-------------ესთან ერთად, მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, რომელიც ჩატარდა ქ. სამტრედია, ნ-----–--–---–--------------ში, რა დროსაც ნა--------–----ემ მიუთითა ის ადგილები, სადაც მისმა მეუღლემ, პა-------------ამ, განახორციელა მის მიმართ ძალადობა, ასევე დეტექტივ-გამომძიებელ ზვ-------------ისა და ინსპექტორ- გამომძიებელ კა----------------ან ერთად მონაწილეობა აქვს მიღებული პა-------------ას დაკავებაში.

 

2019 წლის 28 მარტის სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის # 002111819 დასკვნის მიხედვით, ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ნა--------–----ეს სხეულზე გარეგნულად, რაიმე სახის მექანიკური დაზიანებისათვის დამახასიათებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა.

 

ზემოაღნიშნული დასკვნის ირგვლივ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა გიორგი გრიგოლაშვილმა დაადასტურა მის მიერ მიცემული დასკვნის სისწორე.

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა მოწმეთა ჩვენებები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, მიიჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე დადასტურება ვერ ჰპოვა გამოძიებით დადგენილად მიჩნეულმა გარემოებამ იმის შესახებ, რომ ბრალდებულმა პა-------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდი.

 

სასამართლო იზიარებს ბრალდებულ პა-------------ას პოზიციას მისი უდანაშაულობის თაობაზე.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე ნაწილის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად, სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭება და მისი მოვალეობები ეკისრება დაზარალებულს. 49-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის შესაბამისად კი, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს;

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულის მეუღლემ - დაზარალებულმა ნა--------–----ემ და შვილმა-დაზარალებულმა ნი-----------ამ ისარგებლეს მათთვის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება მათი ახლო ნათესავის, ბრალდებულ პა-------------ას მიმართ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება - არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის მე-40 მუხლის მე-2 პუნქტი ადგენს დუმილის და საკუთარი თავის თვითინკრიმინაციაზე უარის უფლებას (nemo tenetur). საქართველოს კონსტიტუცია განავრცობს ამ უფლებას ახლობელთა მიმართ და 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით აცხადებს- ”არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა . ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს”. მითითებული უფლება სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით, ბრალდებულის ნების საწინააღმდეგოდ მოპოვებული მტკიცებულება დაუშვებელია და წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. შესაბამისად, ასევე დაუშვებელია მათი პოზიციის - დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის - ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება. შესაბამისად, სასამართლო მოწმის (დაზარალებულის) მიერ გამოძიებისას მიწოდებულ ინფორმაციას მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ამასთან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის შესაბამისად, განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის N1/1/548 გადაწყვეტილებით, ირიბი ჩვენება არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი. კერძოდ, საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით.

 

სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი მინიმუმ ორი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს (დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანზე ცალ-ცალკე), რომელიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებს ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მოცემულ შემთხვევაში, პა-------------ას ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებად წარმოდგენილია დაზარალებულ ნა--------–----ის და ნი-----------ას ჩვენებები, ამ უკანასკნელებმა კი, სასამართლო სხდომაზე არ მისცეს ჩვენება ბრალდებულ პა-------------ას წინააღმდეგ. აღნიშნული მტკიცებულების გარდა, საქმეში არ მოიპოვება სასამართლოსთვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული სხვა პირდაპირი მტკიცებულება, მით უფრო, როდესაც თავად პა-------------ა უარყოფს ბრალად წარდგენილი ქმედების ჩადენას.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს მხარეთა მიერ წარდგენილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი ისეთი მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც სასამართლოს მისცემდა საშუალებას, რათა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაედგინა, რომ სწორედ პა-------------ამ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ორი ეპიზოდი. უფრო მეტიც, მხარეთა მიერ შეჯიბრობითობის პრინციპიდან გამომდინარე, სასამართლოსათვის წარდგენილი და სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული მტკიცებულებებით, პა-------------ას მიმართ წარდგენილი ზემოხსენებული ბრალდება მხოლოდ ეჭვს ემყარება და ეს ეჭვი არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით წარდგენილი მტკიცებულებებით. შესაბამისად, ბრალდებული პა-------------ა უნდა გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-ე, 271-272-ე, 275-ე- 276-ე, 277-278-ე , 292-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

პა-------------ა ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, აგრეთვე, 1261 -ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით (2019 წლის 12 მარტის ორი ეპიზოდი) წარდგენილ ბრალდებაში.

 

პა-------------ას მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიება, პატიმრობა, გაუქმდეს და იგი დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან სასამართლო სხდომის დარბაზში.

 

გამართლებულ პა-------------ას უფლება აქვს აუნაზღაურდეს მიყენებული ზიანი.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენის გასაჩივრების უფლება, ვადა და წესი:

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე დავით სვანაძე