გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/2-----18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
4 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ანნა ხვედელ--ნი
მოსარჩელე - ხრ------ა მუ--–--ე.
წარმომადგენლები - და---- ჭა----–---–ი, ინ-----------ე.
მოპასუხე - ედუ----- მუ--–--ე
წარმომადგენელი - ამ----- მე–---–-–---–ი.
მოპასუხე - ნ---- მუ--–--ე
წარმომადგენელი - მა--------------ე.
მოპასუხე - შპს ,,ჰე-----ი“
წარმომადგენელი - და---- ლი----ი.
დავის საგანი - უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. დაევალოთ მოპასუხე ედუ----- მუ--–--ეს და შპს ,,ჰე-----ს“ ვ-–- მუ--–--ის საფლავიდან ილ-- მუ--–--ის ნეშტის გადასვენება, საფლავის გამოთავისუფლება და საფლავის პირვანდელ მდგომარეობაში გადაცემა ხრ------ა მუ--–--ისათვის.
1.2. დაევალოთ მოპასუხე ნ---- მუ--–--ეს და შპს ,,ჰე-----ს“ ვ-–- მუ--–--ის საფლავიდან ნუ------ მუ--–--ის ნეშტის გადასვენება, საფლავის გამოთავისუფლება და საფლავის პირვანდელ მდგომარეობაში გადაცემა ხრ------ა მუ--–--ისათვის.
მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით ხრ------ა მუ--–--ე (ქორწინებამდელი გავრი კიზ------ი) და მისი აწ გარდაცვლილი მეუღლე გი------ მუ--–--ე ქორწინებაში იმყოფებოდნენ 19---–-–-----------------იდან. 19---–-–----------–--------ს შეეძინათ ვაჟი - ვ-–- მუ--–--ე, რომელიც გარდაიცვალა 19---–-–---------------ერს. გარდაცვალების მომენტისათვის იგი დაქორწინებული იყო და ყავდა ორი შვილი. ვ-–- მუ--–--ის დასაკრძალად, მშობლებმა შეიძინეს მიწის ნაკვეთი ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე იმჟამინდელი ადმინისტრაციისაგან და მოაწყვეს შვილის საფლავი. 90-იანი წლების უსისტემო და ქაოსური პერიოდის გამო, საფლავის გადაცემა მოხდა უფლების დამადასტურებელი რაიმე დოკუმენტის გარეშე, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ვ-–- მუ--–--ეს ჰყავდა საკუთარი ოჯახი, იგულისხმებოდა, რომ ოჯახის სხვა წევრებიც სამომავლოდ იქ დაიკრძალებოდნენ. 19---–-–----------------ს გარდაიცვალა გი------ მუ--–--ე, რომელიც დაიკრძალა ღრმაღელის სასაფლაოზე, გარდაცვლილი შვილის ვ-–- მუ--–--ის გვერდით.
ვ-–- მუ--–--ის საფლავი მთლინად მოპირკეთებულ-- მოსარჩელის ხარჯებით, რომელიც შვილის გარდაცვალების შემდეგ, მალევე გაემგზავრა საბერძნეთში, იმ მიზნით, რომ შეეგროვებინა ფული, ერჩინა ოჯახი და მოეწყო შვილის საფლავი. იგი აგზავნიდა ფულს პერიოდულად და ასე ხდებოდა ვ-–- მუ--–--ის საფლავის მოწყობა. მან თავად მოიწვია ხელოსნები - ბერძენი მამა-შვილი, რომლებიც ერთი თვე ცხოვრობდნენ მასთან და რომლებმაც საფლავი ხელით დამუშავებული ქვებით მოაპირკეთეს. მოსარჩელე წლებია უვლის შვილის საფლავს და მიუხედავად იმისა, რომ უკვე დიდი ხანია იმყოფება საბერძნეთში, შრომით მიგრაციაში რძალთან და შვილიშვილებთან ერთად, მაინც ახერხებს საქართველოში ჩამოსვლას და საფლავის მონახულებას. მას წლების განმავლობაში დაქირავებული ჰყავს პირები, რომლებიც შესაბამისი ანაზღაურების სანაცვლოდ უვლ--ნ მისი შვილის საფლავს, რაც შეეხებათ მოპასუხეებს მათ 2014 წლამდე არანაირი სურვილი არ გამოუხატავთ მოევლოთ საფლავისათვის სადაც დაკრძალული იყვნენ ვ-–- და გი------ მუ--–--ეები.
20---–-–------------ს გარდაიცვალა გი------ მუ--–--ის ძმა, ილ-- მუ--–--ე, რომელიც მისმა ჭირისუფალმა, თვითნებურად, ხრ------ა მუ--–--ისთვის შეტყობინების და ნებართვის აღების გარეშე, დაკრძალა ღრმაღელის სასაფლაოზე, მოსარჩელის მფლობელობაში არსებულ საფლავში, ვ-–- მუ--–--ის გვერდით. ამასთან გი------ მუ--–--ის ოჯახმა უარი განაცხადა შპს ,,ჰე-----ის’’ მიერ უსასყიდლოდ შეთავაზებულ სასაფლაოზე, რომელიც მათ ეკუთვნოდათ, როგორც სოციალურად დაუცველთა ერთიან ბაზაში რეგისტრირებულ პირებს. აღნიშნული ფაქტის შესახებ ხრ------ა მუ--–--ემ შეიტყო ნათესავისგან, მხოლოდ ილ-- მუ--–--ის დაკრძალვის შემდეგ. იგი ჩამოვიდა საქართველოში და ილ-- მუ--–--ის ოჯახს მოსთხოვა მიცვალებულის გადასვენება. ილ-- მუ--–--ის ვაჟმა ედუ----- მუ--–--ემ, ნოტარიულად დამოწმებული ხელწერილით იკისრა მამის გადასვენების ვალდებულება, ასევე გასცა მინდობილობა საერთო ახლობლის ზა--–-------–--ის სახელზე, რომელსაც უნდა მოეხდინა ილ-- მუ--–--ის გადასვენების ორგანიზება. მიუხედავად შეთანხმებისა ედუ----- მუ--–--ემ ნაკისრი ვალდებულება არ შეასრულა და ზა--–-------–--ეს აუკრძალა ილ-- მუ--–--ის ნეშტის გადასვენება.
20---–-–------------–ს გარდაიცვალა გი------ მუ--–--ის მეორე ძმა, ნუ------ მუ--–--ე. ხრ------ა მუ--–--ემ შეიტყო რა ამ ფაქტის შესახებ, ეცადა მიეღო სათანადო ზომები არ მომხდარიყო ნუ------ მუ--–--ის დაკრძალვა ილ-- მუ--–--ის მსგავსად, მოსარჩელის ოჯახის კუთვნილ საფლავში, კერძოდ, შპს "ჰე-----ს" წერილობით მიმართა ხრ------ა მუ--–--ის წარმომადგენელმა და შეატყობინა, რომ ხრ------ა მუ--–--ე წინააღმდეგი იყო მისი შვილის საფლავში ნუ------ მუ--–--ის დაკრძალვის. ნუ------ მუ--–--ის დაკრძალვის დროს, საფლავის ჭრის პროცესში გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიცია, რომელმაც დააფიქსირა ფაქტი ხრ------ა მუ--–--ის მხრიდან წინააღმდეგობის შესახებ სადაო საფლავში არ დაკრძალულიყო ნუ------ მუ--–--ე, მაგრამ ვინაიდან საკითხი სცილდებოდა საპატრულო პოლიციის უფლებამოსილებას, მათ ვერაფერი მოიმოქმედეს. შპს "ჰე-----მა" თავი აარიდა პასუხისმგებლობას და თავისი პასიურობით, ხელი შეუწყო მოსარჩელის უფლებების განმეორებით შელახვას, რის შედეგადაც, ნუ------ მუ--–--ეც დაიკრძალა სადავო საფლავში.
მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით ის გარემოება, რომ სადაო საფლავი შეძენილ-- და ეკუთვნის ხრ------ა მუ--–--ის ოჯახს ადასტურებს თავად საფლავის მოწყობის ფორმაც, კერძოდ, ვ-–- მუ--–--ის საფლავი სპეციალურად იყო მოპირკეთებული ხელით დამუშავებული ქვებით, მიწაზე დაგებული იყო მარმარილოს ფილები, ირგვლივ შემოვლებული ჰქონდა პატარა ქვის ღობე, საფლავის გასალამაზებლად გაშენებული იყო ყვავილები. ილ-- და ნუ------ მუ--–--ეების დაკრძალვის მიზნით, მათმა ჭირისუფალმა მოშალა ქვის ღობე, აყარა ძირს დაგებული მარმარილოს ქვები და გაანადგურა დეკორატიული ყვავილები. სადაო საფლავი, რომ არ არის ძმების და მათი ცოლების საგვარეულო სამარხი, ამას საფლავის არქიტექურაც მოწმობს - ამაღლებული ადგილი გათვლილ-- 4 ადამიანზე და თუ თავიდანვე ჩაფიქრებული იყო ძმების საგვარეულო სამარხად, ასეთ შემთხვევაში ეს ამაღლებული ადგილი უნდა ყოფილიყო ერთიანი და მინიმუმ 8 მიცვალებულზე გათვლილი.
ვ-–- მუ--–--ის გარდაცვალების დროისათვის ძმებს - ილ-- და გი------ მუ--–--ეებს შორის იყო ცუდი ურთიერთობა, რაც დაკავშირებული იყო სამკვიდრო ქონებასთან და მათ შორის ქვის დამამუშავებელ საამქროსთან. მთელი მემკვიდრეობა ნუ------ მუ--–--ემ მიითვისა და გაფლანგა, აღნიშნულის გამო კი კონფლიქტი არსებობდა ილ--ს და ნუ------ს შორისაც და ზოგადად ძმებს შორის (ილ-- და გი------) ხშირად ხდებოდა დაპირისპირება. აღნიშნულს ასევე ადასტურებს ის გარემოებაც, რომ ვ-–- მუ--–--ის ქორწილში ილ-- მუ--–--ემ დანით ჭრილობა მიაყენა ძმას გი------ მუ--–--ეს, რის შემდეგაც ძმებს არ ჰქონდათ კარგი დამოკიდებულება ერთმანეთთან და გი------ მუ--–--ე ისე გარდაიცვალა, რომ ილ-- მუ--–--ეს არ ელაპარაკებოდა. ცუდი ურთიერთობა ჰქონდა თავად ვ-–- მუ--–--ეს ბიძასთან, რასაც ის ფაქტიც მოწმობს, რომ სამხედრო სავალდებულო სამსახურიდან დაბრუნებულმა ვ-–- მუ--–--ემ, ქვის საამქროში დაიწყო მუშაობა, მაგრამ ბიძამ ისეთი ცუდი პირობები შეუქმნა, რომ იგი იძულებული გახდა სამსახური მიეტოვებინა.
შესაბამისად უსაფუძვლოა მოსაზრება იმის შესახებ, რომ ძმები შეიძენდნენ ერთობლივ ანუ საგვარეულო სასაფლაოს. მხარეთა შორის დაძაბული ურთიერთობა გრძელდება დღემდე, ხრ------ა მუ--–--ეს აქვს კონფლიქტური ურთიერთობა ილ-- და ნუ------ მუ--–--ეების ოჯახის წევრებთან, რის გამოც იგი ფაქტობრივად ვერ ახერხებს მეუღლის და შვილის საფლავის მონახულებას, აღდგომას და მიცვალებულთა მოსახსენიებელ სხვა დღეებში, რაც გაუმართლებელ მორალურ ზიანს აყენებს მას.
მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, ვ-–- მუ--–--ის საფლავში ილ-- და ნუ------ მუ--–--ეების დაკრძალვის უფლება არ ქონდათ მოპასუხეებს, რადგან კანონი იძლევა „საგვარეულო სამარხის“ ცნებას და გარდაცვლილი პირები არ იყვნენ ვ-–- მუ--–--ის ოჯახის წევრები (ბიძა არ ხვდება ენციკლოპედიური ლექსიკონის განმარტებაში). ძმისშვილი და ბიძები ერთ ოჯახად ვერ ჩაითვლებიან, მითუმეტეს, რომ ვ-–- მუ--–--ეს უკვე საკუთარი ოჯახიც ცალკე ჰყავდა, ცხოვრობდა სხვა ადგილას და ეწეოდნენ დამოუკიდებელ მეურნეობას. ამასთან არ არსებობდა ხრ------ა მუ--–--ის თანხმობაც და ვერც იმას ადასტურებენ მოპასუხეები, რომ არსებობდა ურთიერთშეთანხმება.
მოსარჩელის წარმომადგენელთა განმარტებით, არსებობს საფრთხე, რომ თუ გაგრძელდება მოსარჩელის ნათესავების თვითნებობა და სადაო საფლავზე საკუთარი ინიციატივით მიცვალებულების დაკრძალვა, ეს საფლავი შეივსება. საყურადღებოა, რომ თეთრიწყაროს რაიონის სოფელში არსებობს საგვარეულო სასაფლაო, სადაც დაკრძალული არიან ხრ------ა მუ--–--ის დედამთილი და მამამთილი, ანუ ილ-- და ნუ------ მუ--–--ეები მშობლები. შესაბამისად არც იმის აუცილებლობა არსებობს, რომ კონკრეტულად ღრმაღელის სასაფლაოზე იყვნენ დაკრძალული ილ-- და ნუ------ მუ--–--ეები. ხრ------ა მუ--–--ის მამამთილი გარდაიცვალა ვ-–- მუ--–--ეზე ადრე და დაკრძალულ-- სოფელში. მოგვიანებით, შვილიშვილის გარდაცვალების შემდეგ, გარდაიცვალა ხრ------ა მუ--–--ის დედამთილი, ანუ ვ-–- მუ--–--ის ბებია, რომელიც ასევე სოფელში დაკრძალეს. აღნიშნული ფაქტი მიუთითებს და ადასტურებს იმ გარემოებას, რომ ვ-–- მუ--–--ისათვის სპეციალურად გაიხსნა დამოუკიდებელი საფლავი, სადაც სხვა ნათესავები არ უნდა დაკრძალულიყვნენ. გათვალისწინებით იმისა, რომ ვ-–- მუ--–--ეს გარდაცვალების დროისათვის ჰყავდა მეუღლე და შვილები, ცხოვრობდა მშობლებთან, ცხადი ხდება, რომ სადაო საფლავი წარმოადგენს ვ-–- მუ--–--ის საგვარეულო სამარხს, რომელიც განკუთვნილ-- მისი საკუთარი ოჯახის წევრებისათვის და არა გარეშე პირებისათვის. სისხლით ნათესაობა არ არის საკმარისი საფუძველი პირის ოჯახის წევრად აღიარებისათვის, ამიტომ ვ-–- მუ--–--ის ბიძებს და მათ შთამომავლებს არ შეიძლება რაიმე უფლება ჰქონდეთ სადაო საფლავზე.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე შპს ,,ჰე-----ი’’-ს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. კომპანიის წარმომადგენლის განმარტებით შპს ,,ჰე-----ი’’ არ წარმოადგენს სათანადო მოპასუხეს, რადგან კომპანიის უფლებამოსილება არის საფლავების მოვლა-პატრონობა და დაკრძალვის პროცესში მომსახურების გაწევა. იმ შემთხვევაში, როდესაც დგინდება ნათესაური კავშირი უკვე დაკრძალულ და დასაკრძალ პირს შორის კომპანია იღებს გადაწყვეტილებას, რომ დაკრძალვა განხორციელდეს, მაგრამ თუ მხარეთა შორის არის დავა, ასეთ შემთხვევაში კომპანია იღებს გადაწყვეტილებას მომსახურების არ გაწევის თაობაზე, რაც არ გულისხმობს რომელიმე მხარის სასარგებლო გადაწყვეტილებას. განსახილველ შემთხვევაშიც მსგავს ფაქტს ჰქონდა ადგილი და საპატრულო პოლიციის გამოძახებაც მხოლოდ იმიტომ მოხდა, რომ დაფიქსირებულიყო შპს ,,ჰე-----ის’’ პოზიცია. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით კომპანია არ არის სარჩელზე პასუხისმგებელი პირი.
დაკრძალვა როგორც ილ-- მუ--–--ის, ასევე ნუ------ მუ--–--ის შემთხვევაში მოხდა კანონმდებლობის სრული დაცვით, რომლის თანახმად ძმები შესაძლებელ-- დაკრძალული იყვნენ ერთ სასაფლაოზე, რაც თავის მხრივ წარმოშობს საფლავის თანამფლობელობის უფლებას. ილ-- მუ--–--ის დაკრძალვის დროისათვის მოქმედებდა ქ. თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილება, რომლის მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის მიხედვით განმარტებულ-- თუ რა არის საგვარეულო სამარხი, ხოლო ამავე გადაწყვეტილების მე-6 მუხლის 81 პუნქტის შესაბამისად საფლავში დაკრძალული პირის შესახებ არასრული მონაცემების შემთხვევაში, ჭირისუფლის შესაბამისი ნოტარიალური განცხადების საფუძველზე, შესაძლებელ-- განხორციელდეს დაკრძალვა. განსახილველ შემთხევაში კომპანიაში არ იყო დაცული ინფორმაცია ვ-–- და გი------ მუ--–--ეების საფლავის თაობაზე, შესაბამისად როდესაც ედუ----- მუ--–--ემ კომპანიას მიმართა ნოტარიალური განცხადებით, ილ-- მუ--–--ის დაკრძალვის შესახებ, გათვალისწინებით იმისა, რომ ხდებოდა ძმების ერთმანეთის გვერდით დაკრძალვა, მიღებული იქნა გადაწყვეტილება ჭირისუფლის მფლობელობაში აღიარებული ყოფილიყო 63 კვ. მეტრი ფართი. თუ გაზიარებული იქნება მოსარჩელის განმარტება, რომ ვ-–- და გი------ მუ--–--ეების საფლავი არის მხოლოდ 4 ადგილ--ნი, ასეთ შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იქნას კანონმდებლობით განსაზღვრული საფლავის პარამეტრები და მოსარჩელე მხარეს ერთმევა უფლება იდავოს უფრო მეტ ფართზე, ვიდრე იგი არის განკუთვნილი 4 ადგილ--ნი საფლავისათვის. რაც შეეხება ნუ------ მუ--–--ის დაკრძალვას, აღნიშნული პერიოდისათვის მოქმედებდა ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილება, რომლის მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად საგვარეულო სამარხში შესაძლებელ-- დაიმარხოს პირი ჭირისუფლების ურთიერთთანხმობის საფუძველზე. ვინაიდან ნუ------ მუ--–--ის დაკრძალვის დროისათვის კომპანიისათვის ცნობილი იყო, რომ არსებობდა დავა ჭირისუფლებს შორის, მიღებული იქნა გადაწყვეტილება უარი ეთქვათ ჭირისუფლისათვის დაკრძალვის რეგისტრაციის შესახებ. შესაბამისად ნუ------ მუ--–--ის სამარის ამოთხრა განახორციელა თავად ჭირისუფალმა, რასაც შპს ,,ჰე-----ი’’ მათ ვერ აუკრძალავდა და ეს დავა, ანუ ჰქონდათ თუ არა ნუ------ მუ--–--ის დაკრძალვის უფლება მის ჭირისუფალს სადაო სასაფლაოზე, №20-103 დადგენილების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტიდან გამომდინარე უნდა გადაწყდეს სასამართლოს გზით თავად ჭირისუფლებს შორის. მას შემდეგ რაც მიცვალებულის დაკრძალვისათვის კომპანიის მიერ მოხდება მიწის ნაკვეთის გამოყოფა, ჭირისუფლები წარმოადგენენ გამოყოფილი მიწის ნაკვეთის თანამფლობელებს და შესაბამისად ფლობასთან დაკავშირებული დავაც უნდა გადაწყდეს მათ შორის. ამასთან კანონი იძლევა შესაძლებლობას, რომ ძმები ერთ სასაფლაოზე იყვნენ დაკრძალული, შესაბამისად მოსარჩელე და მოპასუხეები წარმოადგენენ სადაო სასაფლაოს თანამფლობელებს და აღნიშნულის გათვალისწინებით კი უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა ილ-- მუ--–--ის ნეშტის გადასვენებისა და საფლავის გამოთავისუფლების შესახებ.
2.2. მოპასუხის ედუ----- მუ--–--ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით სადაო საფლავი შეძენილ-- ნუ------ მუ--–--ის მიერ და შეთანხმების საფუძველზე ის უნდა ყოფილიყო საგვარეულო სამარხი. აღნიშნული საფლავის მოპირკეთებაში მონაწილეობა მიიღეს გი------ მუ--–--ის ძმებმა - ნუ------ და ილ-- მუ--–--ეებმა. ნუ------ მუ--–--ე და ილ-- მუ--–--ე ამ პერიოდში ფლობდნენ მარმარილოს მოპირკეთების საამქროს, რომლიც მათ თავად დაარსეს (ფინანსურად უზრუნველყოფილები იყვნენ) და სწორედ აღნიშნულ საამქროში დამზადებული მასალისგან არის მოპირკეთებული სასაფლაო. რაც შეეხება ხელწერილს, მამის გადასვენების თაობაზე, აღნიშნული ედუ----- მუ--–--ემ დაწერა იძულებით, ოჯახის წევრებთან შეთანხმების გარეშე და შესაბამისად არ ჰქონდა არანაირი ვალდებულება სადაო საფლავიდან გადაესვენებინა ნეშტი. ნუ------ და ილ-- მუ--–--ის დაკრძალვის დროს არ მომხდარა ვ-–- მუ--–--ის საფლავის ხელყოფა, ვინაიდან ორივე საფლავი არის ვ-–- მუ--–--ის საფლავის გარე მოსაზღვრე ტერიტორიაზე და ამასთან ძმები წინასწარ იყვნენ შეთანხმებულები, რომ აღნიშნულ ტერიტორიაზე უნდა მომხდარიყო მათი დაკრძალვა.
მოპასუხის (წარმომადგენელის) განმარტებით არანაირი კონფლიქტური სიტუაცია მოპასუხისა და მოსარჩელის ოჯახებს შორის არ არსებობს და არ ყოფილა შემთხვევა, რომ ხრ------ა მუ--–--ეს რაიმე ფორმით ხელი შეეშალა შვილისა და მეუღლის საფლავის მონახულებაში ან მოვლაში.
2.3. მოპასუხე ნ---- მუ--–--ემ (წარმომადგენელმა) სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
მოპასუხის (წარმომადგენლის) განმარტებით ვ-–- მუ--–--ის გარდაცვალების დროს, ძმებმა - გი------, ნუ------ და ილ-- მუ--–--ეებმა, შეთანხმებულად გადაწყვიტეს ვ-–- მუ--–--ე დაკრძალულიყო ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე და იქვე შეთანხმდნენ, რომ აღნიშნული ადგილი განისაზღვრებოდა, როგორც მუ--–--ეების საგვარეულო სამარხი. საფლავის ტერიტორია შეძენილი იქნა ნუ------ მუ--–--ის მიერ და მოპირკეთდა ნუ------ და ილ-- მუ--–--ეების საამქროში დამზადებული ქვის მასალით. ვ-–- მუ--–--ის გარდაცვალების დროს საფლავის მოწყობა მოახდინა პირადად ნუ------ მუ--–--ემ და ხრ------ა მუ--–--ეს ამ პროცესში არანაირი მონაწილეობა არ მიუღია. მართალ-- ვ-–- მუ--–--ის ქორწილში ნამდვილად მოხდა ინცინდენტი ძმებს შორის, მაგრამ კონფლიქტი მალევე ამოიწურა და ძმებს შორის იყო კარგი ურთიერთობა. შესაბამისად სადაო სასაფლაო არ იყო მხოლოდ ხრ------ა მუ--–--ის მართლზომიერ მფლობელობაში, არამედ იგი განსაზღვრული იყო ნუ------, ილ-- და გი------ მუ--–--ეების მიერ, როგორც საგვარეულო სამარხი, რაც გამორიცხავდა ვალდებულებას, რომ ილ-- მუ--–--ის დაკრძალვის დროს საჭირო იყო ნებართვის მოპოვება, მათ შორის ხრ------ა მუ--–--ისაგან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ედუ----- მუ--–--ის ხელწერილი, რომლითაც ამ უკანასკნელმა აიღო ვალდებულება სადაო საფლავიდან გადაესვენებინა მამის ნეშტი, ვერ იქნება სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი, რადგან ედუ----- მუ--–--ემ მალევე მიმართა ნოტარიუსს ხელწერილის გაუქმების თაობაზე და ამასთან საყურადღებოა, ის გარემოებაც, რომ მხოლოდ ედუ----- მუ--–--ე არ იყო უფლებამოსილი პირი მიეღო გადაწყვეტილება ნეშტის გადასვენებასთან დაკავშირებით. აღნიშნულს ესაჭიროებოდა ოჯახის სხვა წევრთა თანხმობა, რაც არ არსებობს. უსაფუძვლოა მოსარჩელის მითითება თეთრიწყაროს რაიონის სოფელში მდებარე სამარხთან დაკავშირებით, რადგან იგი არის ორ ადგილ--ნი და ამასთან თეთრიწყაროს რაიონში მათ ოჯახებს თითქმის არ უწევთ ჩასვლა, რაც თავის მხრივ იმაზე მიუთითებს, რომ ვერ დაკრძალავდნენ თეთრიწყაროს რაიონში ილ-- და ნუ------ მუ--–--ეებს. შპს ,,ჰე-----ი’’-ს შეთავაზება ალტერნატიული საფლავის შესახებ იყო მიუღებელი, რადგან უკვე არსებობდა საგვარეულო საფლავი, სადაც უნდა მომხდარიყო დაკრძალვა.
მოპასუხის განმარტებით არ შეესაბამება რეალობას, რომ ნუ------ და ილ-- მუ--–--ეები დაკრძალულ-- არიან ვ-–- და გი------ მუ--–--ეების სასაფლაოზე, რადგან სამარხები დაშორებულ-- ერთმანეთს. ამასთან მხარეთა შორის არ არის რაიმე დაძაბული ურთიერთობა და ხრ------ა მუ--–--ისათვის მოპასუხეებს არასოდეს შეუშლ--თ ხელი მოენახულებინა და ეპატრონა შვილისა და მეუღლის საფლავისათვის.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები.
3.1.1. დადგენილ--, რომ 19---–-–---------------ერს გარდაიცვალა ვ-–- მუ--–--ე, რომელიც იყო რეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირების - ვ-–- მუ--–--ისა და ხრ------ა მუ--–--ის შვილი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გი------ და ხრ------ა მუ--–--ეების ქორწინების მოწმობა (ს.ფ. 29);
- ვ-–- მუ--–--ის დაბადების მოწმობა (ს.ფ. 30);
- ვ-–- მუ--–--ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 32);
3.1.2. დადგენილ--, რომ ვ-–- მუ--–--ის მამა გი------ მუ--–--ე გარდაიცვალა 19---–-–----------------ს და მისი სამკვიდრო ქონება მიიღო პირველი რიგის მემკვიდრემ მეუღლემ - ხრ------ა მუ--–--ემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- გი------ მუ--–--ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 40);
- 20---–-–------------ს გაცემული სამკვიდრო მოწმობა (ს.ფ. 41-43);
3.1.3. დადგენილ--, რომ გი------ მუ--–--ის ძმები - ილ-- მუ--–--ე გარდაიცვალა 20---–-–------------ს, ხოლო ნუ------ მუ--–--ე გარდაიცვალა 20---–-–------------–ს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ილ-- მუ--–--ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 44);
- ნუ------ მუ--–--ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ. 47);
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4. დადგენილ--, რომ 20---–-–------------–ს გარდაცვლილი ნუ------ მუ--–--ის სამკვიდრო ქონება მიიღო მისმა პირველი რიგის მემკვიდრემ მეუღლემ - ნ---- მუ--–--ემ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სამკვიდრო მოწმობა №--------- (ს.ფ. 52-54);
3.1.5. დადგენილ--, რომ 19---–-–---------------ერს გარდაცვლილი ვ-–- მუ--–--ე დაიკრძალა ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე. ვ-–- მუ--–--ის დაკრძალვისათვის გამოყოფილი საფლავის ფართობი მისი დაკრძალვის შემდეგ არ შეცვლილა და წარმოადგენს 63 კვ. მეტრს. საფლავი შემოსაზღვრულ-- ქვის ფილებით და მის შიგნით არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილ-- შემაღლებული ადგილი, რომელიც დამოუკიდებლად არის შემოსაზღვრული, სადაც დაკრძალული არიან ვ-–- მუ--–--ე და მისი მამა - 19---–-–----------------ს გარდაცვლილი გი------ მუ--–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- მოპასუხე ნ---- მუ--–--ის განმარტება (იხ. სხდომის ოქმი 20.03.2019, 16:24:37-16:24:50)
- DVD დისკი (ს.ფ. 64);
- ფოტომასალა (ს.ფ. 33-45);
3.1.6. დადგენილ--, რომ 20---–-–-------------ს ედუ----- მუ--–--ემ განცხადებით მიმართა შპს ,,ჰე-----ი’’-ს ადმინისტრაციას და ითხოვა მიეცეს უფლება ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალოს გარდაცვლილი მამა ილ-- მუ--–--ე, 63 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფართობზე, სადაც დაკრძალული არიან მისი ბიძა გი------ ვლ--------ის ძე მუ--–--ე და ბიძაშვილი - ვ-–- გი------ს ძე მუ--–--ე. განმცხადებელმა შპს ,,ჰე-----ი’’-ს ადმინისტრაციას განუმარტა, რომ აღნიშული საფლავი წარმოადგენს საგვარეულო სამარხს, რომელსაც ფლობს და უვლის მათი ოჯახი.
ედუ----- მუ--–--ის განცხადების საფუძველზე, 20---–-–-----------რს შპს ,,ჰე-----მა’’ გასცა ცნობა, რომლის თანახმად ედუ----- მუ--–--ეს მამის ილ-- მუ--–--ის დასაკრძალად გამოყოფილი აქვს 63 კვ. მეტრი საფლავი, სადაც დაკრძალული არიან გარდაცვლილის ძმა და ძმისშვილი გი------ ვლ--------ის ძე მუ--–--ე და ვ-–- გი------ს ძე მუ--–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ედუ----- მუ--–--ის 20---–-–------------ის განცხადება (ს.ფ. 171-173);
- შპს ,,ჰე-----ის’’ ცნობა (ს.ფ. 170);
3.1.7. დადგენილ--, რომ 20---–-–------------ს ედუ----- მუ--–--ემ ნოტარიალურად დამოწმებული ხელწერილით, ხრ------ა მუ--–--ის მიმართ ივალდებულა, რომ საკუთარი ხარჯებით გადაასვენებდა 20---–-–------------ს გარდაცვლილ ილ-- მუ--–--ეს. ამავე მიზნით 20---–-–------------ს ედუ----- მუ--–--ემ ზა--–-------–--ეს მიანიჭა უფლებამოსილება ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოდან (საგვარეულო სამარხიდან) გადაასვენოს ილ-- მუ--–--ე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ე. მუ--–--ის ხელწერილი (ს.ფ. 46);
- რწმუნებულება (ს.ფ. 45);
3.1.8. დადგენილ--, რომ 20---–-–------------–ს ხრ------ა მუ--–--ის წარმომადგენელმა განცხადებით მიმართა შპს ,,ჰე-----ი’’-ს ადმინისტრაციას და აცნობა, რომ ხრ------ა მუ--–--ე წინააღმდეგია 20---–-–------------–ს გარდაცვლილი ნუ------ მუ--–--ის დაკრძალვა მოხდეს იმავე სასაფლაოზე სადაც დაკრძალული არიან გი------ ვლ--------ის ძე მუ--–--ე და ვ-–- გი------ს ძე მუ--–--ე.
201--–-–---------ს შპს ,,ჰე-----ი’’-ს წარმომადგენლის მიერ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე გამოძახებული იქნა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, იმ ფაქტის დაფიქსირების მიზნით, რომ ე.წ. მუ--–--ეების საფლავზე ხორციელდებოდა გარდაცვლილი ნუ------ მუ--–--ის დაკრძალვის მიზნით საფლავის გაჭრა, რაშიც მონაწილეობას არ იღებდა შპს ,,ჰე-----ი’’-ს წარმომადგენელი. საპატრულო პოლიციის თანამშრომლების მიერ მოდავე მხარეებს განემარტათ, რომ სადაო საკითხის გადაჭრის მიზნით შეუძლ--თ მიმართონ სასამართლოს.
შპს ,,ჰე-----ი’’-ს დირექტორის 20---–-–---------------- წერილით, ხრ------ა მუ--–--ის წარმომადგენელს ეცნობა, რომ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე მუ--–--ეების საგვარეულო სამარხში დაკრძალვასთან დაკავშირებული დავა სცილდება შპს ,,ჰე-----ი’’-ს კომპეტენციის ფარგლებს და აღნიშნული წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხრ------ა მუ--–--ის წარმომადგენლის 20---–-–------------–ის განცხადება (ს.ფ. 48-49);
- საპატრულო პოლიციის რეაგირების ოქმი (ს.ფ. 50);
- შპს ,,ჰე-----ი’’-ს დირექტორის 20---–-–---------------- წერილი (ს.ფ. 51);
- მხარეთა-ახსნა განმარტება;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე არსებული 63 კვ. მეტრი ფართის მქონე საფლავი, სადაც ამჟამად დაკრძალული არიან - ვ-–- მუ--–--ე, გი------ მუ--–--ე, ილ-- მუ--–--ე და ნუ------ მუ--–--ე, შეძენილ-- მის მიერ და ასევე მის მიერ არის გაღებული ხარჯი აღნიშული საფლავის მოწყობის მიზნით, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული მტკიცების ვალდებულების თანახმად, საქმეში მონაწილე პირებს აკისრიათ მათ მიერ მითითებულ გარემოებათა დამტკიცების მოვალეობა. აღნიშნულის შესაბამისად, მოსარჩელეს აკისრია ტვირთი დაადასტუროს ის ფაქტები, რომელთა გათვალისწინებითაც შესაძლებელ-- დადგინდეს საქმის დადებითად გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანი ფაქტები, ხოლო ამ ფაქტების დადასტურების შემდგომ კი მოპასუხეს წარმოეშვება ვალდებულება გააქარწყლოს მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძვლები. სამოქალაქო საპროცესო კოდექსით დადგენილი მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილება მიზნად ისახავს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დადგენას, ვინაიდან მხოლოდ ფაქტების დადგენითაა შესაძლებელი კონკრეტული სამართლებრივი ურთიერთობის დარეგულირება, რომელიც კონკრეტულ იურიდიულ შედეგთანაა დაკავშირებული.
განსახილველ შემთხვევაში საქმის მასალებით დადგენილ-- და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ 19---–-–---------------ერს გარდაცვლილი ვ-–- მუ--–--ის დაკრძალვისათვის ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე გამოყოფილი საფლავის ფართობი მისი დაკრძალვის შემდეგ არ შეცვლილა და წარმოადგენს 63 კვ. მეტრს. საფლავის გარე პერიმეტრი მოწყობილ-- ქვის ფილებით და ამასთან ადგილი სადაც დაკრძალული არიან ვ-–- და გი------ მუ--–--ეები წარმოადგენს საფლავის შიგნით არსებულ ტერიტორიაზე შემაღლებული ადგილს, რომელიც ასევე მოწყობილ-- ქვის ფილებით.
მოსარჩელე მხოლოდ ზოგადი მითითებით შემოიფარგლა, რომ საფლავის მოწყობის ხარჯები მან გაიღო და აღნიშნულის დამადასტურებელი რაიმე სახის მტკიცებულება არ წარმოუდგენია. მოსარჩელის მიერ საფლავის შეძენისა და მოწყობის დამადასტურებელ მტკიცებულებად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოწმე ნ---- მუ--–--ის (გარდაცვლილი ვ-–- მუ--–--ის მეუღლე) ჩვენებას (იხ. სხდომის ოქმი 7.12.18), რომელმაც განმარტა, რომ საფლავის მოწყობის ხარჯები გაიღო ხრ------ა მუ--–--ემ, რადგან მოწმის ჩვენება არ არის გამყარებული საქმის სხვა მასალებით და ამავდროულად საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა სხვა პირებმა განმარტეს, რომ ვ-–- მუ--–--ის გარდაცვალების შემდეგ საფლავისათვის საჭირო მასალა შეიძინა ნუ------ მუ--–--ემ და მანვე თავად იმუშავა საფლავის მოპირკეთებაზე, კერძოდ:
მოწმის სახით დაკითხულმა ტა-----–----–------–---–მა განმარტა, რომ ის ახლო ურთიერთობაში იმყოფებოდა ნუ------ მუ--–--ესთან. ეს უკანასკნელი და მის ძმა ილ-- მუ--–--ე იყვნენ ქვის სპეციალისტები და ვ-–- მუ--–--ის დაკრძალვის შემდეგ საფლავი მათ მოაპირკეთეს. მოწმის განმარტებით აღნიშნული საფლავისათვის მან თავისი მანქანით წალკის რაიონიდან ჩამოიტანა ბაზალტის ქვა და ასევე, როდესაც ნუ------ მუ--–--ეს დასჭირდა გარკვეული თანხა საფლავის მოწყობის მიზნით, სწორედ მან გადასცა სესხის სახით 5000 მანეთი, რომელიც მალევე თავად ნუ------ მუ--–--ემ დაუბრუნა (იხ. სხდომის ოქმი 24.01.19 14:08:00 – 14:10:40; 14:49:45).
მოწმის სახით დაკითხულმა მალ------------ემ (გი------, ნუ------ი და ილო მუ--–--ეების - მამიდაშვილმა) დაადასტურა ნუ------ მუ--–--ის მიერ საფლავის სრულად მოპირკეთების ფაქტი ვ-–- მუ--–--ის გარდაცვალებისთანავე. მისივე ჩვენებით იგი ნუ------ მუ--–--ის თხოვნით თავადაც ზედამხედველობდა ხელოსნებს, რომლებსაც ფულს უხდიდათ ნუ------ მუ--–--ე (იხ. სხდომის ოქმი 24.01.19).
ვ-–- მუ--–--ის გარდაცვალების შემდეგ საფლავის შეძენისა და მოწყობის ორგანიზებაში, რომ ძირითადი წვლილი მიუძღვის ნუ------ მუ--–--ეს ასევე დაადასტურა საქმეზე მოწმის სახით დაკითხულმა მაი--–----–-–---–მა (იხ. სხდომის ოქმი 24.01.19).
მოწმის სახით დაკითხულმა ლე--------–-------–---–მა განმარტა, რომ ვ-–- მუ--–--ის საფლავისათვის განკუთვნილი ქვები (უკრაინული გრანიტის ქვა) იყიდა და თავისივე ხელით დაამუშავა ნუ------ მუ--–--ემ (იხ. სხდომის ოქმი 19.02.19).
ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებას ამყარებს ის გარემოება, რომ ნუ------ მუ--–--ეს ვ-–- და გი------ მუ--–--ის გარდაცვალების დროისათვის ნამდვილად ჰქონდა ქვის საამქრო, რაც მხარეთა ახსნა განმარტების გარდა დასტურდება საქმეში წარმოდგენილი ფოტომასალით და კოოპერატივი ,,ქვ--------–ის’’ შესახებ სამართლებრივი დოკუმენტებით (იხ. ს.ფ. 91, 120, 121, 128-139).
ზემოდასახელებული მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას, რომ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე არსებული 63 კვ. მეტრი ფართის მქონე საფლავი, სადაც ამჟამად დაკრძალული არიან - ვ-–- მუ--–--ე, გი------ მუ--–--ე, ილ-- მუ--–--ე და ნუ------ მუ--–--ე, შეძენილ-- ხრ------ა მუ--–--ის მიერ და ასევე მის მიერ არის გაღებული ხარჯი აღნიშული საფლავის მოწყობის მიზნით.
3.2.2. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე გამოყოფილი 63 კვ. მეტრი ფართის საფლავი, სადაც ამჟამად დაკრძალულ-- არიან ვ-–- მუ--–--ე, გი------ მუ--–--ე, ილ-- მუ--–--ე და ნუ------ მუ--–--ე, არ არის გამოყოფილი მხოლოდ ვ-–- მუ--–--ის ოჯახის წევრების დაკრძალვისათვის, კერძოდ:
1990 წლის მდგომარეობით, ანუ ვ-–- მუ--–--ის გარდაცვალების დროისათვის მოქმედებდა 1997 წლის 10 თებერვლის №1600-77 აქტით დამტკიცებული სანიტარული წესები, რომლის 2.2. პუნქტის შესაბამისად თითოეული საფლავისათვის შესაძლებელ-- გამოყოფილი იქნას 5 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი და საფლავებს შორის დაშორება უნდა იყოს გრძელ მახრეს არანაკლებ 1 მეტრი და მოკლე მხარეს არანაკლებ 0,5 მეტრი.
საქმის მასალებით დადგენილ-- და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ვ-–- მუ--–--ის დაკრძალვისათვის გამოყოფილი საფლავის ფართობი მისი დაკრძალვის შემდეგ არ შეცვლილა და წარმოადგენს 63 კვ. მეტრს. საფლავი შემოსაზღვრულ-- ქვის ფილებით და მის შიგნით არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილ-- შემაღლებული ადგილი, რომელიც დამოუკიდებლად არის შემოსაზღვრული, სადაც დაკრძალული არიან ვ-–- მუ--–--ე და მისი მამა - 19---–-–----------------ს გარდაცვლილი გი------ მუ--–--ე. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ასევე ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი ღრმაღელის სასაფლაოს სამოქალაქო მომსახურების საწარმოო კომბინატის მიერ გაცემული ცნობა (ს.ფ. 250) გი------ მუ--–--ის დაკრძალვის თაობაზე, გაცემულ-- ნუ------ მუ--–--ის სახელზე და მასში მითითებულ--, რომ საფლავი სადაც დაკრძალულ-- ერთი პირი, არის 4 ადგილ--ნი. დასახელებული მტკიცებულება, ზემოაღნიშნული სანიტარული წესების გათვალისწინებით, ადასტურებს იმ გარემოებას, რომ კანონის მიხედვით ვ-–- მუ--–--ის დაკრძალვისათვის გამოყოფილი ვერ იქნებოდა 63 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი. ამასთან, როგორც ზემოთ აღინიშნა, საქმის მასალებით არც ის დადასტურდა, რომ ვ-–- მუ--–--ის დაკრძალვისათვის გამოყოფილი საფლავი შეიძინა და მოაწყო ხრ------ა მუ--–--ემ. თავის მხრივ დასახელებული ცნობა კიდევ ერთ მტკიცებულებას წარმოადგენს იმ გარემოების დამადასტურებლად, რომ ნუ------ი მუ--–--ე აქტიურ მონაწილეობას იღებდა საფლავის მოწყობის ორგანიზებაში (გაცემულ-- მის სახელზე). ამ მხრივ საყურადღებოა ვ-–- და გი------ მუ--–--ეების დაკრძალვის შემდეგ საფლავის ფლობის ფაქტიც, კერძოდ, მოსარჩელემ მხარემ ვერ დაადასტურა ის გარემოება, რომ საფლავს მხოლოდ მისი ოჯახი უვლიდა და აღნიშული არ ხორციელდებოდა ნუ------ და ილ-- მუ--–--ეების ოჯახის მიერ. მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ ვ-–- მუ--–--ის გარდაცვალების შემდეგ ხრ------ა მუ--–--ემ მალევე გაემგზავრა ქვეყნის ფარგლებს გარეთ და ფაქტობრივად პირადად მის მიერ საფლავის მოვლა არ ხდებოდა. რაც შეეხება სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულ ნ---- კუპ----ის ჩვენებას მართალ-- მოწმემ განმარტა, რომ იგი ხრ------ა მუ--–--ის თხოვნით ალაგებდა საფლავს, თუმცა მოწმემ არც ის გარემოება უარყო, რომ შესაძლოა საფლავი სხვასაც დაელაგებინა და აღნიშნულის თაობაზე მას არ სცოდნოდა (მოწმის ჩვენებით საფლავზე ხვდებოდა სანთლები, ყვავილები). ამასთან როგორც მოწმემ განმარტა, იგი 2008 წლიდან იცნობს მოსარჩელის ოჯახს და ამ პერიოდამდე ინფორმაცია საფლავის მოვლა პატრონობასთან დაკავშირებით არ აქვს. საფლავის ფლობასთან დაკავშირებით საყურადღებოა კიდევ ერთი მოწმის მალ------------ის (გი------, ნუ------ი და ილო მუ--–--ეების მამიდაშვილი) ჩვენება, რომელმაც განმარტა, რომ ვ-–- მუ--–--ის დაკრძალვის ადგილი იმთა----ვე იყო გამოყოფილი იმ მიზნით, რომ 63 კვ. მეტრი ფართობი არის საგვარეულო სასაფლაო, სადაც უნდა დაკრძალულიყვნენ სხვა დედმამიშვილებიც. თავიდანვე იყო შეთანხმება საგვარეულო სასაფლაოს შესახებ და ვინაიდან დამოუკიდებელი ოჯახები ქონდათ ძმებს, ამიტომ გამოაცალკევეს ვ-–- მუ--–--ის დაკრძალვის ადგილი (იხ. სხდომის ოქმი 24.01.19, 14:43:20 – 14:46:00).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ შეისწავლა საქმეში არსებული მასალები, მოისმინა მხარეთა ახსნა განმარტებები და მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155-ე, 159-ე, 161-162-ე, 170-ე, 172-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლი;
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის შესაბამისად თუ საქმის განხილვისას სასამართლო დაადგენს, რომ სარჩელი აღძრულ-- არა იმ პირის წინააღმდეგ, რომელმაც პასუხი უნდა აგოს სარჩელზე, მას შეუძლ-- მოსარჩელის თანხმობით შეცვალოს თავდაპირველი მოპასუხე სათანადო მოპასუხით. თუ მოსარჩელე არ არის თანახმა თავდაპირველი მოპასუხის სათანადო მოპასუხით შეცვლაზე, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით უარს ეტყვის მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმა ავალებს სასამართლოს გამოარკვიოს სამართლებრივი თვალსაზრისით სწორად აირჩია თუ არა მოსარჩელემ ის პირი, რომელსაც თავისი დარღვეული უფლების აღდგენა უნდა მოსთხოვოს. აღნიშნული ნორმის მიზანია დავაში ჩაბმული არ აღმოჩნდეს და მოპასუხის საპროცესო მოვალეობანი არ დაეკისროს ისეთ პირს, რომელსაც მოსარჩელის კანონიერ უფლებებთან კავშირი არ გააჩნია.
ქ. თბილისის მუნიციპალიტეტში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის წესის დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილების პირველი მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის მიზნით მთავრობის მიერ განსაზღვრული უფლებამოსილი სამსახური ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული იურიდიული ან ფიზიკური პირი უფლებამოსილ-- ორგანიზება გაუკეთოს თბილისის ტერიტორიაზე არსებული სასაფლაოების მოწყობას, მოვლა-პატრონობას, სარიტუალო საქმიანობას.
ამავე დადგენილების მე-2 მუხლის ,,ლ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად სარიტუალო საქმიანობა არის ყველა სახის მომსახურება დაკავშირებული ადამიანის ნეშტის დაკრძალვასთან; დაკრძალვამდე ცხედრის გაპატიოსნება და გარდაცვლილის ხსოვნის უკვდავსაყოფად სარიტუალო, საწარმოო, სანიტარული მომსახურება და საჭირო ინფრასტრუქტურის შექმნა.
ამავე მუხლის ,,ნ’’ ქვეპუნქტის თანახმად ოპერატორი არის საქალაქო სასაფლაოს მმართველი, მთავრობის მიერ უფლებამოსილი სამსახური ან საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებული, იურიდიული პირი, რომელიც თვითმმართველი ერთეულის საკუთრებაში არსებულ ტერიტორიაზე გამოყოფილ მიწის ნაკვეთზე ახორციელებს სასაფლაოს მოწყობას, მოვლა-პატრონობას და სარიტუალო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურეობას.
დასახელებული საკანონმდებლო ნორმების საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ შპს ,,ჰე-----ის’’ ფუნქციებს წარმოადგენს სასაფლაოს მოწყობა, მოვლა-პატრონობა და სარიტუალო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურეობა, რომელსაც შპს ,,ჰე-----ი’’ ახორცილებს ჭირისუფლის მიერ გაღებული მომსახურების ხარჯების სანაცვლოდ (დადგენილების მე-2 მუხლის ,,მ’’ ქვეპუქნტი და ამავე დაგენილების მე-4 და მე-5 მუხლები).
№20-103 დადგენილების მე-6 მუხლის მე-10 და მე-13 პუნქტებით მოწესრიგებულ-- დაკრძალვის, მათ შორის საგვარეულო სამარხში დაკრძალვის პროცედურები, როდესაც ოპერატორს არ გააჩნია ან/და არასრულ-- სათანადო საარქივო მონაცემები ან/და საფლავზე არ არსებობს ან არასრულ-- საიდენტიფიკაციო ნიშნები. დასახელებული ნორმების შესაბამისად პროცედურა ხორციელდება ჭირისუფლის მიერ სათანადო დოკუმენტების წარდგენის გზით, ოჯახის წევრების მითითებით ან ურთიერთთანხმობის საფუძველზე. ამავე ნორმების თანახმად მხარეებს შორის დავა წარმოადგენს სამოქალაქო სამართლებრივ ურთიერთობას და განიხილავს სასამართლო, კანონმდებლობით გათვალიწინებული წესით.
განსახილველ შემთხვევაში დავის საგანს წარმოადგენს საფლა---- სარგებლობის უფლება, კერძოდ, მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ 1990 წელს მისი ოჯახის მიერ, ვ-–- მუ--–--ის დაკძალვის მიზნით ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე შეძენილ-- და მოწყობილ-- 63 კვ. მეტრი საფლავი, რომელიც არ არის საგვარეულო საფლავი შესაბამისად იგი წარმოადგენს აღნიშნული მიწის ნაკვეთის (საფალვის) მფლობელ პირს და მოპასუხეებს არ ჰქონდათ უფლება თავინთი მიცვალებული დაეკძალათ ამავე სასაფლაოზე.
ზემოთ სასამართლომ აღნიშნა, რომ №20-103 დადგენილებით განსაზღვრულ-- შპს ,,ჰე-----ი’’-ს ფუნქციებს და ვალდებულებებს, კერძოდ: ა) საფალვის მოწყობა; ბ) მოვლა პატრონობა (მოიცავს ა) ბალახის, ბუჩქების და ხეების გაკრეჭვას და მოვლას; ბ) წყალარინების სისტემის, წყლის ქსელების, გზების, შენობების და სასაფლაოს სხვა სტრუქტურების წესრიგში მოყვანას; გ) სასაფლაოების მოვლა-პატრონობისათვის საჭირო მანქანა-დანადგარების და მოწყობილობების შეძენასა და მომსახურებას; დ) მოსამსახურეთა შრომის ანაზღაურებას და სხვა თანხების გადახდას; ე) სასაფლაოს ტერიტორიის (გასასვლელები, ბილიკები, საზოგადოებრივი სარგებლობის სხვა ადგილები) და არსებული ქონების მოვლას. მათ შორის, მორწყვას, რეგულარულ დაგვა-დასუფთავებას, მწვანე ნარგავების კარგ მდგომარეობაში შენარჩუნებას); გ) სარიტუალო საქმიანობასთან დაკავშირებულ მომსახურეობა (ხორციელდება სათანადო ანაზღაურების სანაცვლოდ და მოიცავს - ა) საგვარეულო სამარხის არქონის შემთხვევაში მე-5 ზონაში, დადგენილი წესის შესაბამისად, მოახდინოს უფასოდ ერთ ან ორადგილ--ნი საფლავის გაცემა; ბ) მიცვალებულის ნეშტის დასაფლავებისა და გადაადგილებისათვის საჭირო მომსახურება; გ) სასაფლაოზე არსებული ყველა სამარის გათხრა და ამოვსება; დ) გარდაცვლილის სამარეში ჩასვენება; ე) დადგენილი წესის შესაბამისად, სამარეზე სარეგისტრაციო ფირფიტის დაყენება;)
გათვალისწინებით იმისა, რომ მოსარჩელე სადაო არ ხდის ზემოდასახელებულ შპს ,,ჰე-----ი’’-ს ფუნქციებს და ვალდებულებებს, არამედ მისი პრეტენზია მიმართულ-- საფლავის ფლობის უფლებასთან დაკავშირებით, აღნიშნული საკითხზე №20-103 დადგენილების მე-6 მუხლის მე-10 და მე-13 პუნქტებიდან გამომდინარე შპს ,,ჰე-----ი’’ არ წარმოადგენს სარჩელზე პასუხისმგებელ პირს და ასეთი დავა განიხილება საფლავის ფლობის უფლების შესახებ მოდავე პირთა შორის, რომლებსაც წარმოადგენენ გარდაცვლილთა ოჯახები.
№20-103 დადგენილების მე-7 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად ცხედრის კონკრეტულ სასაფლაოზე დაკრძალვასა ან გადასვენებასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება (თუ სხვა რაიმე წერილობითი განკარგულება, ანდერძი არ არსებობს) შეუძლ-- მიიღონ: ა) გარდაცვლილის სიცოცხლეში სათანადო ხელშეკრულებით დანიშნულმა მისი დაკრძალვის ცერემონიის განმხორციელებელმა პირმა; ბ) გარდაცვლილის მეუღლემ; გ) გარდაცვლილის სრულწლოვანმა შვილმა (შვილებმა); დ) გარდაცვლილის მშობლებმა; ე) გარდაცვლილის ოჯახის სხვა სრუწლოვანმა წევრებმა; ვ) გარდაცვლილის ნათესავებმა.
დადგენილ--, რომ 20---–-–-------------ს ედუ----- მუ--–--ემ განცხადებით მიმართა შპს ,,ჰე-----ი’’-ს ადმინისტრაციას და ითხოვა მიეცეს უფლება ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე დაკრძალოს გარდაცვლილი მამა ილ-- მუ--–--ე, 63 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთის ფართობზე, სადაც დაკრძალული არიან მისი ბიძა გი------ ვლ--------ის ძე მუ--–--ე და ბიძაშვილი - ვ-–- გი------ს ძე მუ--–--ე.
ედუ----- მუ--–--ის განცხადების საფუძველზე, 20---–-–-----------რს შპს ,,ჰე-----მა’’ გასცა ცნობა, რომლის თანახმად ედუ----- მუ--–--ეს მამის ილ-- მუ--–--ის დასაკრძალად გამოყოფილი აქვს 63 კვ. მეტრი საფლავი, სადაც დაკრძალული არიან გარდაცვლილის ძმა და ძმისშვილი გი------ ვლ--------ის ძე მუ--–--ე და ვ-–- გი------ს ძე მუ--–--ე.
რაც შეეხება ნუ------ მუ--–--ის სადაო საფლავში დაკრძალვას აღნიშნული განხორციელდა რეგისტრაციის გარეშე, ვინაიდან შპს ,,ჰე-----სათვის’’ ცნობილი იყო, რომ არსებობდა დავა საფლავის სარგებლობის უფლებასთან დაკავშირებით.
№20-103 დადგენილების მე-7 მუხლის მე-5 პუნქტის შესაბამისად ამ მუხლის მე-4 პუნქტში ჩამოთვლილ პირებს შორის შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება კანონმდებლობით დადგენილი წესით.
დასახელებული დანაწესი ერთმნიშვნელოვან განსაზღვრავს იმ პირთა წრეს, რომელთა შორისაც უნდა გადაწყდეს დავა საფლავის მფლობელობის უფლებასთან დაკავშირებით. შესაბამისად შპს ,,ჰე-----ი’’ ვერ იქნება იმ დავის მონაწილე მხარე, რომელიც მიმდინარეობს გარდაცვლილთა ნათესავებს შორის.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ხრ------ა მუ--–--ის სარჩელი შპს ,,ჰე-----ი’’-ს მიმართ არ უნდა დაკმაყოფილდეს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 85-ე მუხლის გათვალისწინებით.
6.2. ქალაქ თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს 2014 წლის 30 დეკემბრის №20-103 დადგენილების მე-2 მუხლის ,,კ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად საგვარეულო სამარხი არის საფლავი, რომელიც გამოიყენება, ოჯახის წევრების ან ურთიერთთანხმობის საფუძველზე ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალად;
ანალოგიური ნორამატიული დანაწესი მოქმედებდა ილ-- მუ--–--ის გარდაცვალების დროისათვის მოქმედი ქ. თბილისში სასაფლაოების მოწყობისა და მოვლა-პატრონობის ზოგადი წესების დამტკიცების შესახებ ქალაქ თბილისის საკრებულოს 2000 წლის 28 ივლისის №11-4 გადაწყვეტილების მე-2 მუხლის ,,თ’’ ქვეპუნქტის მიხედვით, რომლის თანახმად საგვარეულო სამარხი არის საფლავი, რომელიც გამოიყენება ოჯახის წევრების ან მათი თანხმობით მათი ახლობელი ადამიანების ნეშტის დასაკრძალავად.
დადგენილ--, რომ 19---–-–---------------ერს გარდაცვლილი ვ-–- მუ--–--ე დაკრძალულ-- ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე და მისი დაკრძალვის დროისათვის საფლავის მოსაწყობად გაცემულ-- 63 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი, რომლის ფართობი არ შეცვლილა და ამავე საფლავში დაკრძალული არიან ვ-–- მუ--–--ის მამა გი------ მუ--–--ე და ბიძები ილ-- და ნუ------ მუ--–--ეები. ამასთან გი------ მუ--–--ე და ვ-–- მუ--–--ე დაკრძალული არიან საფლავის შიგნით სპეციალურად შემაღლებულ და ცალკე შემოსაზღვრულ 4 ადგილ--ნი საფლავისათვის განკუთვნილ მიწის ნაკვეთზე.
საქმის განხილვის შედეგად დადგინდა, რომ ზემოაღნიშნული საფლავი (63 კვ. მეტრი) არ არის შეძენილი ხრ------ა მუ--–--ის ოჯახის მიერ და შესაბამისად არ არის გამოყოფილი მხოლოდ ვ-–- მუ--–--ის ოჯახის წევრების დაკრძალვისათვის. აღნიშნულის გათვალისწინებით საფლავი, როგორც საგვარეულო სამარხი შესაძლებელ-- გამოყენებული იქნას, როგორც გარდაცვლილი ვ-–- და გი------ მუ--–--ეების ოჯახის წევრების მიერ, ასევე გარდაცვლილი ნუ------ და ილ-- მუ--–--ეების ოაჯხის წევრების მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 155.1. მუხლით მფლობელობა წარმოიშობა ნივთზე ფაქტობრივი ბატონობის ნებითი მოპოვებით. თუ ერთ ნივთს რამდენიმე პირი ერთობლივად ფლობს, ისინი ითვლებიან თანამფლობელებად (155.4 მუხლი).
ამავე კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად, კეთილსინდისიერია მფლობელი, რომელიც ნივთს მართლზომიერად ფლობს, ან რომელიც უფლებამოსილ პირად შეიძლება იქნეს მიჩნეული საქმიან ურთიერთობებში საჭირო გულმოდგინე შემოწმების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსის 159-ე მუხლის თანახმად მფლობელი კეთილსინდისიერია, თუ მას მფლობელობა მართლზომიერად აქვს შეძენილი. მართლზომიერ მფლობელად ითვლება პირი, რომელიც სამართლებრივ საფუძველზე ახორციელებს ნივთის მიმართ ფაქტობრივ ბატონობას. ამ შემთხვევაში მფლობელობის შეფასება სამართლის ობიექტური ნების საფუძველზე ხდება. მართლზომიერი მფლობელ-- ნივთის მესაკუთრე და ის პირები, რომელთა მფლობელობასაც სამართლებრივი საფუძველი გააჩნია, მფლობელობა არამართლზომიერია იმ შემთხვევაში, როცა მფლობელს არ გააჩნია და არც შეუძლ-- წარმოადგინოს მის მიერ სადავო ნივთის ფლობის უფლების დასადასტურებლად სამართლებრივი საფუძველი.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ ღრმაღელის საქალაქო სასაფლაოზე გამოყოფილი 63 კვ. მეტრი ფართის საფლავი, სადაც ამჟამად დაკრძალულ-- არიან ვ-–- მუ--–--ე, გი------ მუ--–--ე, ილ-- მუ--–--ე და ნუ------ მუ--–--ე, არ არის გამოყოფილი მხოლოდ ვ-–- მუ--–--ის ოჯახის წევრების დაკრძალვისათვის. შესაბამისად მოპასუხე ნ---- და ედუ----- მუ--–--ეები, რომელთა ოჯახის წევრები (მეუღლე და მამა) დაკრძალული არიან ზემოღნიშნულ საფლავში, მოსარჩელესთან ერთად წარმოადგენენ საფლავის თანამფლობელებს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 161-ე მუხლის პირველი წინადადების მიხედვით, თუ კეთილსინდისიერ მფლობელს არ ჩამოერთმევა ნივთი, მაგრამ სხვაგვარად შეეშლება ხელი მისი მფლობელობის განხორციელებაში, მაშინ მას, მსგავსად მესაკუთრისა, შეუძლ-- მოითხოვოს ხელის შეშლის აღკვეთა. ამავე კოდექსის 162-ე მუხლის თანახმად დაუშვებელ-- მართლზომიერ მფლობელს მოეთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება.
ამავე კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლ-- კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
ამავე კოდექსის 172-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მესაკუთრეს შეუძლ-- მფლობელს მოსთხოვოს ნივთის უკან დაბრუნება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა მფლობელს ჰქონდა ამ ნივთის ფლობის უფლება. აღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, არამფლობელი მესაკუთრის მიერ უკანონო მფლობელობიდან ნივთის გამოთხოვის მართლზომიერებისათვის უნდა არსებობდეს შემდეგი წინაპირობები: მოსარჩელე უნდა იყოს ნივთის მესაკუთრე, მოპასუხე უნდა იყოს ნივთის მფლობელი და მოპასუხეს არ უნდა ჰქონდეს ამ ნივთის ფლობის უფლება.
გათვალისიწნებით იმისა, რომ ხრ------ა მუ--–--ესთან ერთად მოპასუხეები ნ---- და ედუ----- მუ--–--ეები მართლზომიერად ფლობენ სადაო საფლავს, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულ-- ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში - განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის მიერ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მოპასუხე მხარეებს არ დაეკისრებათ.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ხრ------ა მუ--–--ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილ-- გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულ-- გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელ--.
მოსამართლე გენადი მაკარიძე