განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/57-19წ.
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
13 ივნისი, 2019 წელი ქ. სამტრედია.
სამტრედიის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ლევან მეშველიანი
სხდომის მდივანი - ქეთევან მეიშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - და------ ვა----------ა.
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ვე-----ა ჩა-----
მამის სახელი: ბი-------ი.
დაბადებული: 2-.0-.1--- წელი
დაბადების ადგილი: საქართველო
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო.
ოჯახური მდგომარეობა: დაუოჯახებელი
პირადი ნომერი: 3----------
მცხოვრები: სამტრედიის რაიონი სოფელი სა-----ხო.
ადვოკატი - ნი---–- ქო----.
სხდომის სახე - ღია
პასუხისგებაში მიცემის მუხლი: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ბრალის ფორმა (ვე-----ა ჩა---ა):
- ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, წინასწარი შეცნობით ორსული ქალის მიმართ.
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით მის მიერ ჩადენილი ქმედება გამოიხატა შემდეგში:
ვე-----ა ჩა---ა ერთიან საოჯახო მეურნეობას ეწევა რა თავისი ძმის ორსულ მეუღლესთან შო----- ფრ----–---–თან ერთად, 2019 წლის 22 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, სამტრედიის რაიონი სოფელ სა-----ხოში მდებარე თავისი საცხოვრებელ სახლში მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ინტერნეტით სარგებლობის გამო ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შო----- ფრ----–---–ს, უწოდა ინვალიდი, შემდეგ კი სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1. სასამართლომ დაადგინა:
ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ვე-----ა ჩა---ას ბრალეულობას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა შო----- ფრ----–---–მა განაცხადა, რომ ბრალდებული ვე-----ა ჩა---ა არის მისი მეუღლის ძმა, 3 წელია ერთად ცხოვრობენ და აქვთ კარგი ურთიერთობა. 2019 წლის 22 მარტს, ვე-----ა სახლში მივიდა ნასვამი და ტელეფონით სარგებლობის გამო შენიშვნა მისცა შ. ფრ----–---–ს და ცდილობდა წაერთმია მისთვის ტელეფონი და ეუბნებოდა რომ ბავშვისთვის მიეხედა. მან ორსულობის გამო ვერ გააცნობიერა ვე-----ას მოქმედება, დარეკა 112-ში და განაცხადა, რომ ვე-----ამ გალახა, თუმცა ასეთს ადგილი არ ჰქონია. მას უბრალოდ უნდოდა შეეშინებინა ვე-----ა, რომელსაც აღიზიანებდა მისი ტელეფონით სარგებლობა. ვ. ჩა---ა ყოველთვის პატივისცემით ეპყრობა მას და მის შვილს, ასევე მთელ ოჯახს. ამის შემდეგ, იმავე დღეს გამოკითხეს პოლიციაში, სადაც განაცხადა, რომ ვ------ს დაკავება არ სურდა, თუმცა ის მაინც დააკავეს.
სასამართლო სხდომაზე საქართველოს სსსკ-ის 243-ე მუხლის შესაბამისად, ბრალდების მხარემ საჯაროდ წაიკითხა შ. ფრ----–---–ის მიერ 2019 წლის 22 მარტის და 2019 წლის 2- მარტის გამოკითხვის ოქმები, რომლებშიც გადმოცემული ინფორმაციის მიცემა მოწმემ უარყო და განაცხადა, რომ ვე-----ას მისთვის ხელი არ დაურტყამს და არც მას არ უთქვამს გამომძიებლისთვის ვე-----ამ მცემაო. ის კარგად ვერ ხედავს, ოქმები არ წაუკითხავს და ისე მოაწერა ხელი.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ირ--- ჩა---ამ განაცხადა, რომ ვე-----ა ჩა---ა არის მისი შვილი, ხოლო შ. ფრ----–---–ი მათი რძალი. შემთხვევის დღეს ვე-----ა იყო ნასვამი. შო----- იჯდა სავარძელში და ტელეფონი ჰქონდა ხელში. ისინი წაკამათდნენ, ვ------ ეუბნებოდა სულ რატომ ეჭირა ტელეფონი და ხელი წაავლო შო-----ს ტელეფონს. ვ. ჩა---ას შ. ფრ----–---–ისათვის ხელი არ დაურტყამს. ვ------ს შო-----სთვის ხელი არ დაურტყამს და არც მას უთქვამს ასეთი გამომძიებლისათვის.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა შს სამტრედიის რაიონული სამმართველოს დეტექტივის თანაშემწე გამომძიებელმა კ. ნა-------მ განაცხადა, რომ 2019 წლის 22 მარტს, გამოძიება დაიწყო შეტყობინების საფუძველზე, რომლის მიხედვითაც შ. ფრ----–---–ი ითხოვდა დახმარებას სოფელ სა-----ხოში. მას სცემა მაზლმა. მან დაკითხა დაზარალებული და გადაიყვანა იგი სამედიცინო შემოწმებაზე. დაზარალებულის ჩვენების საფუძველზე კი დააკა ვ. ჩა----- ექსპერტ გი------ აბ–------ისა და შ. ფრ----–---–ის მონაწილეობით დაათვალიერა შემთხვევის ადგი, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა ის ადგილი სადაც ვ. ჩა---ამ იძალადა მასზე. მან ასევე გამოკითხა ბრალდებულის დედა ირ--- ჩა---ა, რომელმაც დაადასტურა, რომ ვ. ჩა---ამ იძალადა მის რძალზე.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტ-კრიმინალისტმა გ. აბ–------ემ განაცხადა, რომ 2019 წლის 2- მარტს, ღამის საათებში მასთან შევიდა შეტყობინება სამტრედიიდან ოჯახური ძალადობის ფაქტზე ესაჭიროებოდათ კრიმინალისტის დახმარება. მივიდა პოლიციის სამმართველოში და წავიდნენ სოფელ სა-----ხოში, სადაც მონაწილეობა მიიღო შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში და მოახდინა ფოტოგადაღება. დაზარალებულმა შ. ფრ----–---–მა მიუთითა ის ადგილი სადაც მისმა მაზლმა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. რაიმე სახის ნივთიერი მტკიცებულება შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული არ ყოფილა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ლ. სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს სასამართლო სამედიცინო ექსპერტმა შო--- თა-----ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და განმარტა, რომ შო----- ფრ----–---–ს სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზა ჩაუტარა გამომძიებელ კო----------ე ნა-------ს დადგენილების საფუძველზე, და გასცა შესაბამისი დასკვნა, რომლის მიხედვითაც სხეულზე გარეგნულად შ. ფრ----–---–ს რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა.
მისივე განმარტებით, პირადი გასინჯვისას შ. ფრ----–---–ი ჩივილებს ტკივილზე არ წარმოადგენდა.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სამტრედიის შს რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა ი-–-- თე-----ემ განაცხადა, რომ საგამოძიებო ნაწილიდან გადაუგზავნეს მასალაები ოჯახური ძალადობის ფაქტზე, სადაც საჭირო იყო ადმინისტრაციული ღონისძიებები. იგი გაესაუბრა ვ. ჩა---ას და შ. ფრ----–---–ს, რის შემდეგაც გამოსცა შემაკავებელი ორდრი ვ. ჩა---ას მიმართ, რომლითაც მას აეკრძალა შ. ფრ----–---–თან მიახლოება.
(სასამართლო სხდომის ოქმი).
2.7. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 2- მარტის N0-------- ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით 2-.03.19წ. 01:27-01:35სთ-ზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე შო----- ფრ----–---–ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში რაიმე სახის მექნიკური დაზიანებისათვის დამახასიატებელი ობიექტური ნიშნები არ აღენიშნება. (ს.ფ. 82–85).
2.8. 2019 წლის 2- მარტის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის მიხედვით შემთხვევის ადგილი მდებარეობს სამტრედიის რაიონის სოფელ სა-----ხოში და წარმოადგენს მოწმე შო----- ფრ----–---–ის საცხოვრებელ სახლს ეზოში შევდივართ ჭიშკრის გავლით. სახლი არის ორსართულიანი, სახლის პირველ სართულზე შევდივართ ხის კარების გავლით და შევდივართ მისაღებ ო---ხში, ხოლო მისაღები ო---ხიდან კი ყოველდღიურ ო---ხში. მოწმე შო----- ფრ----–---–მა ხელით მიუთითა მისაღებ ო---ხში ის ადგილი სადაც მისმა მაზლმა 2019 წლის 22 მარტს 22 საათზე და 55 წუთზე სახის არეში დაარტყა ხელი, რაც ექსპერტის მიერ ფოტოგრაფირებული იქნა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს რაიმე საგანი ან ნივთი ნაპოვნი ან ამოღებული არ ყოფილა.
(ს.ფ. 21–28).
2.9. საქმეში არსებული ნიმუშის აღების ოქმით დადგენი-–--, რომ 2019 წლის 18 აპრილს, სამტრედიის რაიონული სამმართველოს შენობაში ექსპერტ თ. კა-–-----–--ის მიერ შ. ფრ----–---–ისაგან ამ უკანასკნელის თანხმობით აღებული იქნა ხმის ნიმუში.
(ს.ფ. 101).
2.10. 2019 წლის 21 მაისის N154/ფ ფონოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნით რომელიც მხარეთა შეთანხმებით საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის შესაბამისად ცნობლ იქნა უდაო, პრეუდიციული მნიშვნელობის მტკიცებულებად და სასამართლო სხდომაზე მხარეთ მონაწილეობით გამოკვლეული 112-ის ცენტრიდან მიღებული დვდ-რ დისკის აუდიო ჩანაწერით დგინდება, რომ შ. ფრ----–---–იმა 112-ის ოპერატორს შეატყობინა ოჯახური ძალადობის ფაქტზე და განუმარტა, რომ მისმა მაზლმა დაარტყა ხელი.
3. ქმედების სამართლებრივი შეფასება
3.1 სასამართლომ განიხილა მოცემული სისხლის სამართლის საქმე, გამოიკვლია და შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით მიაჩნია, რომ საქმეში არ არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულ ვე-----ა ჩა---ას მიერ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების ჩადენას, რაც მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანის საფუძველი გახდებოდა.
3.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის შესაბამასიად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსი ადგენს სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველს, განსაზღვრავს, თუ რომელი ქმედებაა დანაშაულებრივი, და აწესებს შესაბამის სასჯელს ან სხვა სახის სისხლის-სამართლებრივ ღონისძიებას.
3.3. ამავე კოდექსის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის საფუძველია დანაშაული, ესე იგი ამ კოდექსით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული გულისხმობს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
3.5. ვე-----ა ჩა---ას ბრალი დაედო მასში, რომ „...მთვრალ მდგომარეობაში მყოფმა, ინტერნეტით სარგებლობის გამო ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა შო----- ფრ----–---–ს, უწოდა ინვალიდი, შემდეგ კი სახის არეში ერთხელ დაარტყა ხელი. აღნიშნულის შედეგად დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი“.
3.6. სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლით ქმედების დაკვალიფიცირებისათვის აუცილებელია სახეზე იყოს ძალადობრივი მოქმედება და ამ მოქმედებით გამოწვეული შედეგი - ტკივილი. ძალადობა შეიძლება განხორციელდეს დარტყმით, ან ისეთი ქმედებით რაც არ არის დაკავშირებული დარტყმასთან (თმებში მოქაჩვა, ხელების გადაგრეხა და ა.შ.), მაგრამ ყოველ შემთხვევაში უნდა დადგინდეს, რომ მსხვერპლმა განიცადა ტკივილი.
3.7. სასამართლო განმარტავს, რომ ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
3.8. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 2--ე ნაწილით, სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“. ცხადია, რომ ამ პროცესში ყალბი, არასანდო ან საეჭვო მტკიცებულების გამოყენების შესაძლებლობა, იმავდროულად, უდანაშაულო პირისთვის პასუხისმგებლობის დაკისრების შესაძლებლობის დაშვებას გულისხმობს, რაც არა მხოლოდ კონსტიტუციით დაცულ უფლებას, არამედ სისხლისსამართლებრივი დევნის მიზნებსაც უპირისპირდება.
3.9. სწორედ ამიტომ, საქართველოს კონსტიტუცია, კერძოდ კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი ერთმნიშვნელოვნად ადგენს, რომ მხოლოდ უტყუარი მტკიცებულება შეიძლება გახდეს პირის ბრალდების და შემდგომში მისი დამნაშავედ ცნობის საფუძველი და ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.10. ყოველი მტკიცებულება, რომელიც ბრალდებასა თუ განაჩენს საფუძვლად ედება, შესაძლოა იწვევდეს დავას. გამოძიების შედეგად მოპოვებული მტკიცებულებები, როგორც წესი, მხარეთა განსხვავებული შეფასებისა და კამათის საგანს წარმოადგენს. სისხლისსამართლებრივი დევნის სხვადასხვა ეტაპზე მხარეებს ეძლევათ შესაძლებლობა, შეამოწმონ მტკიცებულებათა ნამდვილობა, ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებები, რომლებიც ასაბუთებს ან უარყოფს ბრალდებული პირის კავშირს ჩადენილ დანაშაულთან.
3.11. სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას მოწმე ირ--- ჩა---ამ და დაზარალებულმა შო----- ფრ----–---–მა არ დაადასტურეს ამ უკანასკნელის მიმართ ბრალდებულის მხრიდან ფიზიკური ძალადობის განხორციელების ფაქტი.
3.12. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 47-ე მუხლის თანახმად სასამართლოში ჩვენების მიცემისას მოწმის სტატუსით სარგებლობს, მისი უფლებები ენიჭებათ და მისი მოვალეობები ეკისრებათ დაზარალებულს.
3.13. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის 24-ე პუნქტის შესაბამისად, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ.
3.14. შესაბამისად მოწმის (დაზარალებულის) მიერ მესამე პირებისათვის ან გამოძიებისას სხვა საპროცესო მოქმედებებში მონაწილეობის დროს მიწოდებულ ინფორმაციას, თუკი მათ დადასტურება ვერ ჰპოვეს საქმის სასამართლო განხილვისას სასამართლო მტკიცებულებად ვერ გამოიყენებს.
3.15. სასამართლო განმარტავს, გამოძიების პროცესი მიზანი, მისი მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შედეგად განვითარებული მოვლენების შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა, ამასთან საქმის გარემოებები, რომლებიც სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის თანახმად შეიძლება რომ დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
3.16. ამ კუთხით სასამართლო მოიშველიებს და მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2016 წლის 25 ივლისის განაჩენზე (საქმე №141აპ.-16) სადაც საკასაციო სასამართლომ განმარტა შემდეგი: „ ... სისხლის სამართლის მატერიალური კანონმდებლობა შეიცავს მუხლებს, რომლით დაკვალიფიცირებისას განმსაზღვრელია დაზარალებულის სუბიექტური აღქმა მის მიმართ განხორციელებული ქმედებისადმი. მაგალითად, მუქარის დანაშაულის (საქართველოს სსკ-ის 151-ე მუხლი) დასადგენად დაზარალებულმა მუქარის განხორციელება რეალურად უნდა აღიქვას, ცემის დანაშაულის შემთხვევაში (საქართველოს სსკ-ის 125-ე მუხლი), მან ტკივილი უნდა განიცადოს და ა.შ. ...“
3.17. სასამართლო განმარტავს, რომ ტკივილი სუბიექტური აღქმაა და დაზარალებული ერთადერთი სუბიექტია, ვისაც შეუძლია სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია მასზე ფიზიკური ზემოქმედებით განიცადა თუ არა ტკივილი. ყველა სხვა პირის განმარტება კი, არის მხოლოდ ვარაუდი.
3.18. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა გულისხმობს, მტკიცებულებებს შორის შინაარსობრივი კავშირის არსებობას და გამორიცხავს მათ შორის წინააღმდეგობას. ისინი უნდა მიუთითებდნენ და ადასტურებდნენ ერთსა და იმაივე გარემოებებსა და ფაქტებს და ადგენდნენ ბრალდებულის ბრალეულობას, დანაშულის ჩადენის ფაქტს და მტკიცების საგანში შემავალ სხვა გარემოებებს ისე, რომ არ ტოვებდნენ არსებით გარემოებებში დაეჭვების გონივრულ საფუძველს. ეჭვის გამომრიცხავ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა სახეზეა მაშინ, თუ საქმის არსებითი განხილვის დროს მხარეთა მიერ გამოკვლეული სულ მცირე, ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება სრულ თანხვედრაში იქნება ერთმანეთთან და მოგვცემს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშნის დადასტურების შესაძლებლობას, რაც მოცემულ შემთხვევაში სახეზე არ არის. კერძოდ, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ვერ ადასტურებენ ვ. ჩა---ას მიერ შ. ფრ----–---–ის მიმართ იმგვარი ძალადობის განხორციელების ფაქტს, რამაც დაზარალებულის ტკივილი გამოიწვია.
3.19. რაც შეეხება საქმეში არსებულ სხვა წერილობით მტკიცებულებებს, საპროცესო დოკუმენტაციას, ისინი არ შეიცავენ რაიმე ინფორმაციას რაც მნიშვნელოვანი იქნებოდა ბრალის დადასტურების ან უარყოფის თვალსაზრისით.
3.20. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
3.21. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
3.22. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი“, საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის მიხედვით კი: „მტკიცებულებების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ“, ხოლო სსსკ-ის 259-ე მუხლის III ნაწილის თანახმად: „სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს“.
3.2-. ამდენად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ვე-----ა ჩა---ას დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუვნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა, ვე-----ა ჩა---ას ბრალეულობაში.
3.24. ზემოაღნიშნული გარემოების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ვე-----ა ჩა---ა უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-ე, 280-ე, 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ვე-----ა ჩა---ა ცნობილი იქნეს უდანაშაულოდ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და გამართლდეს.
ვე-----ა ჩა---ას მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
ვე-----ა ჩა---ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს პატიმრობიდან, სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
განემარტოს გამართლებულ ვე-----ა ჩა---ას, რომ უფლება აქვს მოითხოვოს მიყენებული ზიანის ანაზღაურება საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით დადგენილი წესით.
ორი ცალი დისკი რაც ინახება სისხლის სამართლის საქმეში დარჩეს საქმეში საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენის გასაჩივრება შესაძლებელია მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), სამტრედიის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (ქ. სამტრედია, ძმები ნინუების ქუჩა №1).
მოსამართლე ლევან მეშველიანი