განაჩენი

სისხლის სამართლის 24.06.2019
საქმის ნომერი
150100118002755661
დავის ტიპი
19 - 180 3 ბ
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 150100118002755661

№1/101-2018

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

24 ივნისი 2019 წელი ქ.ა---–---–---

 

ა---–---–---ს რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე -ანაიტ ოგანესიან

სხდომის მდივანი - ეთერ მაღრაძე

ბრალდების მხარე

პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე

ბრალდებული -ს----------------------–------------ (სომხეთის მოქალაქის პასპორტი #A---------, საქართველოში ბინადრობის პ/ნ 0---------- - დაბადებული 1--- წლის 3------ს, სომხეთის მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი განათლების მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ა---–---–---ს მუნიციპალიტეტი, სოფელი მ--------);

 

ადვოკატი - კახაბერ ასპანიძე

თარჯიმნები - სუსანნა მელიქიძე, გალაქტიონ გავრელიშვილი

 

კვალიფიკაცია

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტი - თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა.

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

სასამართლომ დაადგინა:

სო--------------ი 03.05.1990 წლიდან 15.04.1992 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდა ს---------------თან. სო--------------თან განქორწინების შემდეგ, რომელსაც საფუძვლად დაედო ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს 21.01.1992 წლის გადაწყვეტილება, ს---------------ი 01.03.1994 წლიდან გარდაცვალებამდე, კერძოდ 29.05.2017 წლამდე ქორწინებაში იმყოფებოდა ა----------------თან. 29.05.2017 წელს გარდაიცვალა ს---------------ი. აღნიშნულის შემდეგ, სო--------------მა იცოდა რა იმის შესახებ, რომ ს---------------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებაზე, მიუხედავად 15.04.1992 წელს მასთან განქორწინების ფაქტისა, განიზრახა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის შეცდომაში შეყვანის გზით, ს---------------ის მეუღლის და კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრის - ა----------------ის მემკვიდრეთა წრიდან ამორიცხვა და ს---------------ის დანაშთ სამკვიდროში შემავალი ქონების მიღება. აღნიშნული განზრახვის სისრულეში მოსაყვანად, 17.07.2017 წელს სო--------------მა #0----------- განცხადებით მიმართა საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსგს ნ----–-----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურს მასსა და ს---------------ს შორის ქორწინების ფაქტის დამადასტურებელი განმეორებითი მოწმობის გაცემის შესახებ, საიდანაც მოთხოვნის შესაბამისად მიიღო ქორწინების განმეორებითი მოწმობა #4---------- არასწორი მონაცემებით, რაც 20.10.2017 წელს, ს---------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით, განცხადებასთან ერთად წარადგინა ნოტარიუსთან იმის დასადასტურებლად, რომ იგი წარმოადგენდა ს---------------ის მეუღლეს და კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს და რომ ს---------------თან მისი ქორწინება შეწყდა გარდაცვალებით და არა განქორწინებით. მიუხედვად აღნიშნულისა, სო--------------მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, მისი ს---------------თან ქორწინების შეწყვეტის ფაქტის ნოტარიუსის მიერ გადამოწმების გამო. სო--------------ის ზემოაღნიშნული ქმედებით, გარდაცვლილ ს---------------ის მეუღლეს და პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - ა----------------ს შესაძლოა მისდგომოდა დაახლოებით 95 531,25 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცდათერთმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის, დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ე---------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ არის საქართველოს ნოტარიუსთა პალატის წევრი და 1993 წლიდან მუშაობს ნოტარიუსად. 2017 წელს, თვე არ ახსოვს, სანოტარო ბიუროს მისამართზე ქ.ა---–---–---, თ---------–--ის ქუჩა N6--ში მიმართა ა----------------მა, ქორწინებამდელი გვარი მანუკიანი, რომელმაც წარადგინა მამკვიდრებლის 2017 წლის 29 მაისს გარდაცვლილ ს---------------ის გარდაცვალების მოწმობა და განუმარტა, რომ ის თავის მეუღლესთან ერთად ეწეოდა სამეწარმეო საქმიანობას, ჰქონდათ საკადასტრო კოდი, რომელიც საჭიროებს აუცილებლად და გადაუდებელ მოქმედებებს საქმის წარმოებასთან დაკავშირებით და მოითხოვა სამკვიდროს მმართველად დანიშვნა იმის გამო, რომ მამკვიდრებლის სიცოცხლეში დარჩენილი გადაუდებელი საქმეები დასრულებულიყო და მას წარედგინა მისი უფლებები შესაბამის სახელმწიფო კომპეტენტური ორგანოების წინაშე. ნოტარიუსის მიერ საქმის შესწავლის შემდეგ ნამდვილად მოხდა ა----------------ის სამკვიდროს მმართველად დანიშვნა. სამკვიდროს მმართველად დანიშვნის მომენტამდე, სამკვიდროს მიღებამდე განცხადება არცერთ მემკვიდრეს არ ქონდა შეტანილი ნოტარიუსში, ამიტომაც ნოტარიუსს კანონი ანიჭებდა უფლებამოსილებას შეესრულებინა შემდეგი მოქმედება. მოწმის განმარტებით, სამკვიდროს მმართველად დანიშვნა ხდება გარკვეული ვადით, რათა გასწორდეს ის გადაუდებელი მოქმედებები მხოლოდ ამის შემდეგ საშუალება ეძლევა სავარაუდო მემკვიდრეებს აწარმოონ სამემკვიდრეო წარმოება. სამკვიდროს მმართველად ვადის ამოწურვის შემდეგ, ა----------------ი გამოცხადდა ხელმეორედ ნოტარიუსში და წარადგინა მამკვიდრებელთან ქორწინებაში ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი, ქორწინების მოწმობა და განაცხადა პრეტენზია სამკვიდროს მიღების თაობაზე. ვინაიდან სამოქალაქო კოდექსით დადგენილი, სამკვიდროს მიღებისათვის ვადა ექვსი თვე მამკვიდრებლის გარდაცვალებიდან, ამოწურული არ იყო, მიმდინარეობდა პროცესი. რაღაც გარკვეული დროის გასვლის შემდეგ, ბიუროში გამოცხადდა სო--------------ი, რომელმაც განაცხადა, რომ იყო მამკვიდრებლის ს---------------ის მეუღლე და სურდა განცხადების შეტანა. ნოტარიუსის განმარტებით სო--------------ს აუხსნა, რომ უკვე ერთ ქალბატონს ჰქონდა პრეტენზია მემკვიდრეობაზე. მიუხედავად განმარტებებისა, ს------მ დაწერა განცხადება რომელშიც აღნიშნა, რომ იგი არის ერთადერთი მემკვიდრე - ს---------------ის მეუღლე და იძულების წესით შეიტანა სანოტარო ბიუროში. აღნიშნული დოკუმენტი გატარდა რეესტრში არა როგორც სამკვიდროს მიღების შესახებ განცხადება, არამედ, განმცხადებლის ხელმოწერის ნამდვილობით სამკვიდროს საქმეთა რეესტრში, ვინაიდან ნოტარიუსისთვის ცნობილი არ იყო სამკვიდროს მიღების სტატუსი მამკვიდრებელთან. (განცხადებას არ ერთვოდა ქორწინების მოწმობა, დაბადების მოწმობა და სხვა დოკუმენტები). მოწმის განმარტებით ს------მ განაცხადა, რომ იგი წარადგენდა ქორწინების მოწმობას. სო--------------მა გარკვეული დროის შემდეგ წარადგინა ნოტარიუსში ნ----–-----ის სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოდან ქორწინების მოწმობა. ნოტარიუსს რა თქმა უნდა სხვა უფლებამოსილება არ ქონდა, უნდა მიეღო აღნიშნული დოკუმენტი და უნდა გაერკვია რომელი ქორწინების მოწმობა იყო ნამდვილი. მოწმის განმარტებით ინსტრუქცია ავალდებულებს ნოტარიუსს უფლებამოსილების ფარგლებში მიმართოს შესაბამის ორგანოებს და დაიწყო გარკვევა, რომ ამ ორი პიროვნებიდან, რომელი იყო ნამდვილად აწ გარდაცვლილ ს---------------ის მეუღლე. შესაბამისი მიმართვები გააგზავნა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში დაზუსტების მოთხოვნებით, თუ კონკრეტულად რისი დადგენა სურდა. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოსგან მიღებული წერილის თანახმად სო--------------ის ქორწინება მამკვიდრებელთან აწ გარდაცვლილ ს---------------თან შეწყვეტილი იყო 1992 წელს სასამართლოს გადაწყვეტილების საფუძველზე და 1994 წელს აწ გარდაცვლილ ს---------------მა იქორწინა ა----------------ზე, რომელიც ქორწინებამდე იყო მანუკიანი. ნოტარიუსისათვის ეჭვქვეშ დადგა სო--------------ის, როგორც ქორწინების, ასევე მეუღლის სტატუსი. ბუნებრივია აღნიშნულის შესახებ ნოტარიუსმა გააცნო სხვა მემკვიდრეებსაც. სო--------------ი ნოტარიუსში გამოცხადდა თავის ქალიშვილთან ა------------------თან ერთად. რათქმა უნდა ა------------------მაც შეიტანა განცხადება სამკვიდრო წილის მიღების მოთხოვნით, მან წარადგინა თავისი დაბადების მოწმობა რომლითაც დასტურდება, რომ იგი არის კანონისმიერი მემკვიდრე მამკვიდრებელთან. ნოტარიუსის განმარტებით სო--------------ი ძალიან აგრესიულად და ხმაურიანად არწმუნებდა, რომ სხვა მემკვიდრეები არ არსებობენ, ერთადერთი მემკვიდრე იყო იგი. წარმოდგენილ დოკუმენტაციაზე დაყრდნობით ნოტარიუსი მივიდა იმ დასკვნამდე რომ შეუძლებელი იყო სრულად იმ მასის დადგენა რომელზეც ამდენი მემკვიდრე და ასე ურთიერთსაწინააღმდეგო საკითხებით აცხადებდნენ პრეტენზიას. აწ გარდაცვლილ ს---------------ის მეუღლემ ა----------------მა გადაწყვიტა, რომ უმჯობესი იქნებოდა მიემართა სასამართლოსთვის, რადგან მათ შორის არსებობდა სრული შეუთანხმებლობა, სამემკვიდრეო დავაც და გადაწყვიტა სასამართლოს მეშვეობით დაედგინა აქტივობის და პასივობის მოცულობა და მხოლოდ ამის შემდეგ განისაზღვრებოდა ვის რა კონკრეტული წილი ერგებოდა, ამის გამო ა----------------მა ითხოვა სამემკვიდრეო საქმის შეჩერება და რა თქმა უნდა ნოტარიუსმა მისი მოთხოვნა დააკმაყოფილა და გაიცა სამკვიდროს მოწმობის გაცემაზე უარის დადგენილება ამ ფაქტებზე დაყრდნობის გამო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბ--------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2007 წლიდან მუშაობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა---–---–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის მოადგილედ. 2010 წლის სექტემბრიდან ასრულებს უფროსის მოადგილის მოვალეობას. 2015 წლის თებერვალში, მას მიმართა მოქალაქე სო--------------მა და მოითხოვა 1992 წლის ქორწინების აქტის ჩანაწერში ცვლილებების შეტანა. ჩანაწერში ფიქსირდებოდა ტექნიკური შეცდომა. კერძოდ, განქორწინების შემდეგი გვარი ეწერა ხედოიანი, ხოლო ქორწინების რეგისტრაციით მას მიღებული ქონდა მეუღლის გვარი თათარიანი. შესაბამისად სამსახურის მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ მოქალაქის განცხადება დაკმაყოფილებულიყო და სო--------------ის მიმართ გაიცა განქორწინების მოწმობა. 2017 წლის ივნისის თვეში, მოქალაქე სო--------------მა მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა---–---–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს, რათა მიეღო თავისი ქორწინების და განქორწინების სააქტო ჩანაწერების ასლები, რაზეც მოქალაქეზე გაიცა დამაკმაყოფილებელი პასუხი და კანონის თანახმად, მას გადაეცა ქორწინების და განქორწინების ჩანაწერების დამოწმებული ასლები. მოწმის განმარტებით 2017 წელს სო--------------მა მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა---–---–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურს განქორწინების აქტის ჩანაწერის ბათილად მოთხოვნის განცხადებით, რაზედაც მიეცა განმარტება, რომ განქორწინების აქტის ბათილად ცნობა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ფუნქციაში არ შედიოდა და მას ამისათვის უნდა მიემართა სასამართლოსთვის. მოწმის განმარტებით სამსახურის არქივის და შესაბამისად მონაცემთა ბაზის მიხედვით 1992 წელს ს---------------ს და ა--------------ს შორის რეგისტრირებულია ქორწინების ფაქტი. ს---------------ი გარდაიცვალა 2017 წლის მაისის თვეში, მოქმედი ქორწინების შეწყვეტის საფუძველს წარმოადგენს ერთერთის გარდაცვალება, შესაბამისად ს---------------ის და ა--------------ის ქორწინება შეწყვეტილია 2017 წლიდან.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ს------------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2010 წლიდან მუშაობს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნ----–-----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურში უფროსის თანამდებობაზე. 2017 წლის 17 ივლისს მას მიმართა სო--------------მა და მოითხოვა თავისი ქორწინების მოწმობის განმეორებითი გაცემა დაჩქარებული წესით. ბაზაში არსებული ელექტრონული მონაცემებით სო--------------ს და ს---------------ს შორის 1992 წლის 15 აპრილიდან შეწყვეტილი ქონდათ ქორწინება. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ნ----–-----ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურმა გასცა მოწმობა, სადაც მითითებული იყო, რომ სო--------------სა და ს---------------ს შორის შეწყვეტილი იყო ქორწინება. უბრალოდ, პროგრამული ხარვეზის გამო, შეწყვეტის თარიღი ნაცვლად განქორწინების თარიღისა - 1992 წლის 15 აპრილი, პროგრამამ დააფიქსირა სო--------------ის ყოფილი მეუღლის ს---------------ის გარდაცვალების თარიღი - 2017 წლის 29 მაისი. ამის შემდეგ სო--------------მა მიმართა ტექნიკური უზრუნველყოფის სამსახურის სააგენტოს, თუ რატომ მოხდა აღნიშნული შეცდომა და მათგან მიიღო პასუხი, რომ ამ დროს პროგრამაში არსებობდა პროგრამული ტექნიკური ხარვეზი, რომელიც უკვე გამოსწორებული იყო.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ---------–---ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2007 წლის აგვისტოდან მუშაობს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა---–---–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსად. 2018 წელს სანოტარო ბიუროდან ( ნოტარიუსი ე---------------ე) მიიღო წერილი სო--------------ის ქორწინების მოწმობასთან დაკავშირებით. შესაბამისად მან წერილობით მოახსენა ნოტარიუს ე.ოთანაძეს, რომ სო--------------ს და ს---------------ს შორის 1992 წელს ქორწინება იყო შეწყვეტილი. ასევე განმარტა, რომ სო--------------ი 2018 წელს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ა---–---–---ს სამოქალაქო რეესტრის სამსახურიდან ითხოვდა განქორწინების და ქორწინების სააქტო ჩანაწერების ასლებს, რომელიც მათი სამსახურის მიერ გაიცა.

 

მოწმის სახით დაკითხულმა ბრალდებულმა სო--------------მა დაკითხვისას არ აღიარა დანაშაული და განმარტა, რომ 1990 წლიდან დღემდე ქორწინებაში იმყოფება აწ გარდაცვლილ ს---------------თან, მათი ქორწინება რეგისტრირებულია ა---–---–---ს რაიონის ა-----ის სასოფლო საბჭოს მიერ. ქორწინების პერიოდში მათ შეეძინათ ორი შვილი. 1992 წელს ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მასსა და ს---------------ს შორის ქორწინება შეწყდა მისი თანხმობის გარეშე და დღესაც ის არის ერთადერთი კანონიერი მეუღლე და მემკვიდრე. მან ასევე განმარტა, რომ არ მიუღია არანაირი გადაწყვეტილება მისი განქორწინების შესახებ. 2015 წელს მისთვის გახდა ცნობილი განქორწინების შესახებ, რასაც არ ეთანხმებოდა. განქორწინების აქტის ბათილად ცნობის თაობაზე მას სასამართლოსთვის არ მიუმართავს, რადგან ის დოკუმენტი (გადაწყვეტილება) გაყალბებული იყო, ერთადერთი მემკვიდრე არის თვითონ. სამკვიდრო რომლის მიღებისთვისაც მიმართა ნოტარიუს ე---------------ს, მისთვის უდიდესი ღირებულება აქვს, რადგან მისი მეუღლის და მისი შვილების მამის ქონებაა და სურდა რომ დარჩენილიყო სამახსოვროდ.

 

სო--------------ის ბრალდების საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების მხარის მტკიცებულებების ნაწილი არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი ბრალდებულს არ გაუხდია სადავოდ და მათში ასახულ ფაქტობრივ გარემოებებს, თანახმად საქართველოს სსსკ 73-ე მუხლის ,,დ” პუნქტისა, მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.

 

ბრალდებულის მიერ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებზე (მოწმეების: დ---------–-----ს, მ------------------ის, მ--------------------–---–--, ვ-------–-----------, შ--–-----------ს, ნ---–--–-----ს, თ--------------ის, გ-----------------ის, კ---------------ს, ქ--------------------, ჯ---–------–--------ის, დაზარალებულის ა----------------ის ჩვენები, ასევე მათ მიერ განხორციელებული საგამოძიებო მოქმედები (გამოკითხვის ოქმები, ექსპერტიზის დასკვნები, ამოღების ოქმები და ფოტოსურათები) დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს სო--------------ის მიერ თაღლითობის მცდელობის ჩადენის ფაქტს. სასამართლო თვლის, რომ საქმეზე დაკითხული მოწმეების ჩვენებები და პრეიუდიციულად დადგენილი ზემოაღნიშნული გარემოებები მართლაც ქმნიან საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა შემადგენლობას, რაც სო--------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველია.

 

მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში სო--------------ის უდანაშაულობასთან დაკავშირებით, უსაფუძვლოა, რადგან მისი ბრალეულობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დგინდება საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით, მათ შორის - თავად ბრალდებულ სო--------------ის ჩვენებითაც.

 

აღსანიშნავია, რომ დაცვის მხარე არ უარყოფს იმ ფაქტს, რომ ს---------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით მიმართა სო--------------მა ნოტარიუსს და განცხადებასთან ერთად წარადგინა ქორწინების მოწმობა, ვინაიდან მისი დაცვის ქვეშ მყოფი არის - პირველი რიგის მემკვიდრე.

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარეს ზემოაღნიშნული ქმედების შეფასებაში და თვლის, რომ ბრალდებულის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ მიუხედავად ტყუილისა, მოთხოვნილი ქონება ისედაც ეკუთვნოდა სო--------------ს არ არის გამყარებული მტკიცებულებათა გამოკვლევით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით. უპირველესყოვლისა, აღსანიშნავია, რომ სო--------------მა იცოდა, რომ 1992 წელს ა---–---–---ს რაიონული სასამართლოს გადაწყვეტილებით მასსა და ს---------------ს შორის ქორწინება შეწყდა, თუმცა აღნიშნულ გადაწყვეტილებას არ ეთანხმებოდა.

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სო--------------ისათვის ცნობილი იყო, რომ მისი ყოფილი მეუღლე ქორწინებაში იმყოფებოდა ა--------------თან. ამდენად, გამოკვლეულ მტკიცებულებათა საფუძველზე სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სო--------------ი მოტყუებით ცდილობდა აწ გარდაცვლილ ს---------------ის დანაშთი ქონების დაუფლებასა და მისაკუთრებას.

გამოკვლეული მტკიცებულებით დადგენილია, რომ მართალია სო--------------ის მიერ დაუფლებული იქნა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა. მაგრამ მისი განზრახვა მიმართული იყო ქონებრივი უფლების დაუფლებაზე.

საქართველოს სსკ 177-ე მუხლზე დართული შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, დანაშაულის 10 000 ლარზე მეტი ღირებულების საგანი (საგნები) წარმოადგენს დიდი ოდენობის ქონებას.

სო--------------მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო, მისი ს---------------თან ქორწინების შეწყვეტის ფაქტის, ნოტარიუსის მიერ გადამოწმების გამო. სო--------------ის ზემოაღნიშნული ქმედებით, გარდაცვლილ ს---------------ის მეუღლეს და პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - ა----------------ს შესაძლოა მისდგომოდა დაახლოებით 95 531,25 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცდათერთმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ სო--------------მა ჩაიდინა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა.

 

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

 

განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ძირითადი პრინციპებით და ნორმებით.

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად: ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს განსასჯელის სასარგებლოდ“. საქართველოს სსსკ მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას”.

საქართველოს კონსტიტუციით და სხვა საკანონმდებლო აქტებით დაცულია საკუთრების უფლება, რომლის მიხედვით საკუთრება ხელშეუვალია. კერძო საკუთრების, ან სხვა მფლობელობის ხელშეუხებლობა გარანტირებულია კანონით.

ქონებისა და საკუთრების უფლების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის პირის მიერ ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად საჭირო ქმედებები.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას იმდაგვარად, რომ მათ საფუძველზე დაზარალებული იღებს მისთვის საზიანო გადაწყვეტილებას. გარდა დანაშაულის ჩადენის ხერხისა, თაღლითობის თავისებურება იმაშიც გამოიხატება, რომ გარეგნულად დამნაშავისთვის ქონების გადაცემა ხდება ნებაყოფლობით, თვით მესაკუთრის/მფლობელის მიერ, რომელიც შეცდომაშია შეყვანილი.

ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს და მას უნდა სურდეს ამ შედეგის დადგომა.

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებით უტყუარად დადასტურდა, რომ სო--------------მა ისარგებლა რა იმ გარემოებით, რომ ს---------------ის გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო ამ უკანასკნელის დანაშთ ქონებაზე, მიუხედავად 15.04.1992 წელს მასთან განქორწინების ფაქტისა, განიზრახა სამკვიდრო მოწმობის გაცემაზე უფლებამოსილი პირის შეცდომაში შეყვანის გზით, ს---------------ის მეუღლის და კანონისმიერი პირველი რიგის მემკვიდრის - ა----------------ის მემკვიდრეთა წრიდან ამორიცხვა და ს---------------ის დანაშთ სამკვიდროში შემავალი ქონების მიღება.

სასამართლოსთვის ნიშანდობლივია ის გარემოებაც, რომ 20.10.2017 წელს, ს---------------ის დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე, სამკვიდრო მოწმობის გაცემის მოთხოვნით განცხადებასთან ერთად წარადგინა ნოტარიუსთან ქორწინების მოწმობაც, იმის დასადასტურებლად, რომ იგი წარმოადგენდა ს---------------ის მეუღლეს და კანონისმიერ პირველი რიგის მემკვიდრეს და, რომ ს---------------თან მისი ქორწინება შეწყდა გარდაცვალებით და არა განქორწინებით.

მიუხედავად აღნიშნულისა, სო--------------მა განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო მისი ს---------------თან ქორწინების შეწყვეტის ფაქტის ნოტარიუსის მიერ გადამოწმების გამო. სო--------------ის ზემოაღნიშნული ქმედებით, გარდაცვლილ ს---------------ის მეუღლეს და პირველი რიგის კანონისმიერ მემკვიდრეს - ა----------------ს შესაძლოა მისდგომოდა დაახლოებით 95 531,25 (ოთხმოცდათხუთმეტი ათას ხუთას ოცდათერთმეტი ლარი და ოცდახუთი თეთრი) ლარის დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ სო--------------ის ქმედებაში აშკარად იკვეთება საქართველოს სსკ 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები.

აქვე სასამართლო განმარტავს, რომ სო--------------ის მიერ ჩადენილი ქმედება წარმოადგენს საქართველოს სსკ 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის მცდელობას, ვინაიდან „თაღლითობა წარმოადგენს შედეგიან დელიქტს, რომელიც დამთავრებულად ითვლება მხოლოდ დამნაშავის მიერ გამიზნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის რეალურად დადგომის შემთხვევაში, რაც გამოიხატება დაზარალებულის კუთვნილი ნივთის დაუფლებაში და იწვევს ზიანს. იმ შემთხვევაში, როდესაც დაზარალებული მიმართავს სამართალდამცავ ორგანოებს, მთლიანად გამოირიცხება პირის მიერ ზიანის მიყენების ანუ მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობა, ვინაიდან დანაშაულის ობიექტის - დაზარალებულის საკუთრების უფლების - ხელყოფა შეიძლება მოხდეს მხოლოდ შესაბამისი დანაშაულის საგნის - დაზარალებულის კუთვნილი თანხის - დაუფლების გზით. შესაბამისად, როდესაც დაზარალებული ოპერატიული ღონისძიების ჩატარების დროს, პირს არა კუთვნილ თანხას, არამედ სამართალდამცავი ორგანოების საკუთრებას გადასცემს, სახეზეა არა დამთავრებული თაღლითობა, არამედ თაღლითობის მცდელობა.“ (იხ. უზენაესი სასამართლოს 2011 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება N1106აპ-10 საქმეზე)

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სო--------------ის მიერ ჩადენილია საქართველოს სსკ 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ პუნქტით გათვალისწინებული დანაშაული - თაღლითობის ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი დიდი ოდენობით ქონებრივი უფლების მოტყუებით მიღების მცდელობა. შესაბამისად, სო--------------ი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც უნდა განესაზღვროს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

სო--------------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

სასჯელის დასაბუთება:

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

მოცემულ შემთხვევაში, სო--------------ის მიმართ სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას და საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებული სხვა გარემოებებს და მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულის მიმართ ჯარიმის გამოყენების პირობებში, რომლის ოდენობაც უნდა დადგინდეს მისი ქონებრივი მდგომარეობის, ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის და ამ დანაშაულში მათი როლის გათვალისწინებით.

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. სო--------------ის და ს---------------ის განმეორებითი ქორწინების მოწმობა დალუქული პაკეტში F-------- - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2.სო--------------ის 17.07.2017 წლის განცხადება დალუქული პაკეტში F-------- - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 3. სო--------------ის და ს---------------ის განქორწინების აქტის ჩანაწერი #1-, სო--------------ის 11.02.2015 წლის განცხადება და სამახსოვრო ბარათი, დალუქული პაკეტში F-------- - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სსსკ 20-ე, 255-ე, 258-260-ე, 268-26--ე, 271-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა :

1. სო--------------ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 19,180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 3 500 (სამი ათას ხუთასი )ლარის ოდენობით;

2.სო--------------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს. ცნობად იქნეს მიღებული, რომ გირაო დღეის მდგომარეობით უზრუნველყოფილი არ არის.

3.ნივთიერი მტკიცებულებები: 1. სო--------------ის და ს---------------ის განმეორებითი ქორწინების მოწმობა დალუქული პაკეტში F-------- - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2.სო--------------ის 17.07.2017 წლის განცხადება დალუქული პაკეტში F-------- - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 3. სო--------------ის და ს---------------ის განქორწინების აქტის ჩანაწერი #1-, სო--------------ის 11.02.2015 წლის განცხადება და სამახსოვრო ბარათი, დალუქული პაკეტში F-------- - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით.

4.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.

5.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ა---–---–---ს რაიონულ სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: ანაიტ ოგანესიან