გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N 110224019002856204
N 2/ 75-2019
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21.06.2019 წ. ქ. ზესტაფონი
შესავალი ნაწილი
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ელენე ოსაძე
სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე
განმცხადებელი: დ-------- ა--–--ე;
განმცხადებლის წარმომადგენელი: ე----- ტ--–----ე;
მხარდაჭერის მიმღები პირი - მ------ა კ-------–--ე;
მხარდაჭერის მიმღები პირის ადვოკატი - ნ--- ლ------ე, ე----- ტ--–----ე;
მესამე პირი: სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება
წარმომადგენელი: ი---- გ----------–---–ი
მოთხოვნის არსი: მ------ა კ-------–--ის მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, მხარდამჭერის დანიშვნა.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 მ------ა კ-------–--ე ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: შრომითი საქმიანობა; წვრილმანი გარიგების დადება; სამეწარმეო საქმიანობა, (მათ შორის მესამე პირებთან საიჯარო, ნასყიდობის, ჩუქების ხელშეკრულებების დადების, ხელშეკრულების ცვლილების და ა.შ.); უძრავი ქონების მართვა/განკარგვა; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა; მედიკამენტების მიღება; სოციალური დახმარების მიღება (მათ შორის პენსიის, დახმარების, დაგროვილი თანხის მიღება), ამავე მიზნებისათვის ადმინისტრაციულ ორგანოებთან და საბანკო დაწესებულებებთან ურთიერთობა; ქონების (სარგებლის), მემკვიდრეობის მიღების მიზნით ნოტარიუსთან, იუსტიციის სახლში და საჯარო რეესტრში, ყველა ინსტანციის სასამართლოში მისი ქონებრივი ინტერესებიდან გამომდინარე დავის წარმოება და ადვოკატის შერჩევა, ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით და უფლებების და მოვალეობების განხორციელება სხვა სფეროში, რომელსაც დამატებით განსაზღვრავს სასამართლო.
1.2 დ-------- ა--–--ე დაინიშნოს მ------ა კ-------–--ის მხარდამჭერად აღნიშნულ სფეროებში.
2. მხარეთა პოზიციები
2.1. სასამართლო სხდომაზე განმცხადებელმა დ-------- ა--–--ემ და წარმომადგენელმა ე----- ტ--–----ემ მხარი დაუჭირეს განცხადებას, მოითხოვეს მ------ა კ-------–--ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა განცხადებაში მითითებულ სფეროებში და დ-------- ა--–--ის მხარდამჭერ პირად დანიშვნა.
2.2. სასამართლო სხდომაზე განმცხადებლის მოთხოვნას მხარი არ დაუჭირა მ------ა კ-------–--ის ადვოკატმა ნ--- ლ------ემ და განმარტა, რომ განმცხადებელი დ-------- ა--–--ე ცხოვრობს და საქმიანობს საბერძნეთში, იგი ვერ შეძლებს თავისი დედის მ------ა კ-------–--ის მხარდაჭერის განხორციელებას. დღეის მდგომარეობითაც მის მოვლა პატრონობას ანხორციელებს დანიშნული მომვლელის მეშვეობით. იშუამდგომლა მ------ა კ-------–--ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობა და მის მხარდამჭერად სოციალური სამსახურის წარმომადგენლის დანიშვნა.
2.3. სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი ი---- გ----------–---–ი მხარს უჭერს დ-------- ა--–--ის მოთხოვნას მ------ა კ-------–--ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობისა და მხარდამჭერად დ-------- ა--–--ის დანიშვნის შესახებ. მიაჩნია, რომ კანონის თანახმად მხარდამჭერის მიერ მასზე დაკისრებული უფლება მოვალეობის განხორციელებაზე კონტროლს და მონიტორინგს ანხორციელებს სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილება და მის მიერ მოვალეობის შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში დადგება საკითხი მისი შეცვლის შესახებ.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მ------ა კ-------–--ე დაიბადა 1--- წლის 1--------------ს; ცხოვრობს ზესტაფონში, თამარ მეფის ქუჩა N33. აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია - კოდი F03; დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებას:
- ექსპერტიზის დასკვნა;
მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.2. მ------ა კ-------–--ეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, მკვეთრადაა გამოხატული. მ------ა კ-------–--ის მოქმედებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. მ------ა კ-------–--ის სოციალური ადაპტაციის ხარისხი მკვეთრადაა დაქვეითებული და ესაჭიროება მხარდამჭერი შრომითი საქმიანობის,წვრილმანი გარიგების დადების, სამეწარმეო საქმიანობის, უძრავი ქონების მართვა/განკარგვის, საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის, მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვის, სოციალური დახმარების (პენსია,დახმარება) მიღების და უფლებისა და მოვალეობებისგანხორციელების სხვა სფეროში, რომელსაც განსაზღვრავს სასამართლო. მ------ა კ-------–--ის მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, მას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში მხარდაჭერის გადასინჯვის ვადა რეკომენდირებულია განისაზღვროს ხუთი წლით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა;
- ექსპერტების - დ----- ა---–--ის, თ-------- ფ---–---–---ს, თ-- გ-------ის და სოციალური მუშაკის ქ------- ც----------ის განმარტებები.
3.1.3 მხარდამჭერად დასანიშნი პირი - დ-------- ა--–--ე არის მ------ა კ-------–--ის შვილი.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. ამბულატორიული სასამართლო-ფსიქოსოციალური ექსპერტიზის დასკვნიდან, კერძოდ, სოციალური მუშაკის შეფასებიდან დგინდება, რომ მ------ა კ-------–--ე ცხოვრობს მის მომვლელთან თამარ სალუქვაძესთან ერთად. დღეის მდგომარეობით დაქვეითებული აქვს მეხსიერება. სწორად ახსოვს მხოლოდ საკუთარი სახელი და გვარი. ის ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, არის მწოლიარე მდგომარეობაში. მას არა აქვს უნარი თვითონ განსაზღვროს შესასრულებელი მარტივი ყოფითი აქტივობები, დახმარება ესაჭიროება პირადი ჰიგიენის დაცვაში, ჩაცმაში, ჭამისა წყლის დალევის დროს. არ შეუძლია ტელეფონით სარგებლობა და ვერ დაუკავშირდება დახმარებისათვის სათანადო ორგანოებს. სოციალური მუშაკის შეფასებით, ესაჭიროება მხარდამჭერი სამოქალაქო ცხოვრების ყველა სფეროში მისი უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის დაცვის მიზნით.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ექსპერტიზის დასკვნა;
- სოციალური მუშაკის ქ------- ც----------ის განმარტება.
3.1.5. მ------ა კ-------–--ის მხარდაჭერის მიმღებ პირად ცნობისა და მხარდამჭერად დანიშვნის თაობაზე განცხადებით მომართა 2019 წლის 19 თებერვალს მხარდასაჭერი პირის მ------ა კ-------–--ის შვილიშვილმა თ----ა კ-------–--ემ , მაგრამ 2019 წლის 13 ივნისს მან სასამართლოს მომართა შუამდგომლობით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 831-ე მუხლის საფუძველზე განცხადება გაიხმო.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- თ----ა კ-------–--ის განცხადება და შუამდგომლობა;
3.1.6. თ----ა კ-------–--ის შუამდგომლობა განცხადების გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინებით და განცხადება დატოვებული იქნა განუხილველად.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 21 ივნისის განჩინება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. განმცხადებელი დ-------- ა--–--ე დღეის მდგომარეობით ცხოვრობს სხვა ქვეყანაში, კერძოდ საბერძნეთში. იგი ვერ შეძლებს მხარდამჭერის უფლება-მოვალეობების განხორციელებას მ------ა კ-------–--ის მიმართ. მხარდაჭერის მიმღები პირი საჭიროების შემთხვევაში დარჩება მხარდაჭერის გარეშე და საფრთხე შეექმნება მის სიცოცხლესა და ჯანმრთელობას.
სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარდასაჭერი პირის ადვოკატის ნ--- ლ------ის განმარტება;
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. მ------ა კ-------–--ე ცნობილ უნდა იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად და დ-------- ა--–--ე უნდა დაინიშნოს მის მხარდამჭერ პირად, სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროებში.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-11, მე-12, 12771-ე,, 1280-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ,,შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენცია“ რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის მიერ 2013 წლის 26 დეკემბერს. აღნიშნული კონვენციის 1-ლი მუხლის შესაბამისად, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს მიეკუთვნებიან პირები, ფიზიკური, ფსიქიკური, ინტელექტუალური ან სენსორული მყარი დარღვევებით, რომელთა ურთიერთქმედებამ სხვადასხვა დაბრკოლებებთან შესაძლოა ხელი შეუშალოს ამ პირის სრულ და ეფექტურ მონაწილეობას საზოგადოებრივ ცხოვრებაში, სხვებთან თანაბარ პირობებში.
კონვენციის მე-8 მუხლის თანახმად კონვენციის მიზანია საზოგადოების ცნობიერების ამაღლება, მათ შორის ოჯახის დონეზე, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში; ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებებისა და ღირსების პატივისცემას; ებრძოლონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებთან მიმართებაში, ცხოვრების სხვადასხვა სფეროში, მათ შორის სქესსა და ასაკზე დაფუძნებულ სტერეოტიპებს, ცრურწმენებსა და ზიანის მომტან ჩვევებს. პოპულარიზაცია გაუწიონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა პოტენციალსა და წვლილს.
კონვენციის მე-19 მუხლით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ყველა პირის თანაბარი უფლება, სხვებთან თანასწორი არჩევანით იცხოვრონ საზოგადოებაში. ამ მხრივ სახელმწიფო იღებს ვალდებულებას ხელი შეუწყონ შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა ამ უფლების სრულ რეალიზებასა და მათ სრულყოფილ ჩართვას ადგილობრივ საზოგადოებაში.
6.2 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებები დაცულია ასევე ეროვნული კანონმდებლობით. სამოქალაქო კოდექსის მე-11 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ფიზიკური პირის უფლებაუნარიანობა _ უნარი, ჰქონდეს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა დაბადების მომენტიდან.
სამოქალაქო უფლებაუნარიანობა გულისხმობს პირის უფლებას, ჰქონდეს (ფლობდეს) სამოქალაქო უფლებები და ვალდებულებები, რომელიც წარმოიშობა დაბადების მომენტიდან და წყდება გარდაცვალებისთანავე. კანონმდებლობა დაუშვებლად მიიჩნევს პირისათვის უფლებაუნარიანობის წართმევას, რამდენადაც იგი განუყოფელია ადამიანის პიროვნებისგან, უფლებაუნარიანობა ადამიანის ღირსების განუყოფელი ნაწილია.
ამავე კოდექსის მე-12 მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ქმედუნარიანობა, ანუ ფიზიკური პირის უნარი, თავისი ნებითა და მოქმედებით სრული მოცულობით შეიძინოს და განახორციელოს სამოქალაქო უფლებები და მოვალეობები, წარმოიშობა სრულწლოვანების მიღწევისთანავე.
ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად ქმედუნარიანად ითვლება ფსიქოსოციალური საჭიროების მქონე პირი (შემდგომ – მხარდაჭერის მიმღები), ანუ პირი, რომელსაც აქვს მყარი ფსიქიკური, გონებრივი/ინტელექტუალური დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში, თუ ეს პირი აკმაყოფილებს ამ მუხლის მე-2 ან მე-3 ნაწილის პირობებს, ამასთანავე, აღნიშნული დაბრკოლებები სათანადო რჩევისა და დახმარების გარეშე მნიშვნელოვნად ართულებს პირის მიერ საკუთარი ნების თავისუფლად გამოხატვას და ინფორმირებული და გააზრებული არჩევანის გაკეთებას სასამართლოს მიერ განსაზღვრულ სფეროში.
6.3. სამოქალაქო კოდექსი დამოუკიდებლად ითვალისწინებს მხარდაჭერის ინსტიტუტს. მოქმედი კანონმდებლობის თანახმად, მხარდაჭერის მიმღები პირი ქმედუნარიან პირად მიიჩნევა, როდესაც მას, საკუთარი ნების შესაბამისად, შეუძლია განახორციელოს სამართლებრივი შედეგების წარმომშობი უფლებები და ვალდებულებები. მხარდაჭერის მიმღებ პირთა უფლება, სხვებთან თანაბარ პირობებში, მხარდაჭერითი მექანიზმის საშუალებით განახორციელონ უფლებები, გულისხმობს მხარდაჭერის მიმღებისათვის მხარდამჭერის დანიშვნას, რომელიც გაცნობიერებული გადაწყვეტილების მისაღებად ახდენს მხარდაჭერის მიმღების ინფორმირებას, შესაბამისი საკომუნიკაციო საშუალებებით, მისთვის გასაგები ფორმით.
შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებების კონვენციის მე-12 მუხლით აღიარებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების უფლებაუნარიანობა სხვებთან თანასწორად, ცხოვრების ყველა სფეროში.
კონვენციის მე-12 მუხლის შინაარსი ემყარება დოკუმენტის ძირითადი პრინციპების - პირის ღირსების, არჩევანის თავისუფლების, პიროვნული ავტონომიის, საზოგადოებრივ ცხოვრებაში სრულყოფილი და ეფექტური მონაწილეობის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების განსხვავებულობისა და განსაკუთრებულობის პატივისცემასა და დაცვას. როგორც თანასწორობის იდეის მატარებელი ნორმა-პრინციპი, იგი წარმოადგენს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების სხვა უფლებათა დაცვის ფუნდამენტს და მათით სხვებთან თანასწორად სარგებლობის ერთგვარ გარანტიას.
კონვენციის მე-12 მუხლი განსაზღვრავს სამართალსუბიექტობის უნივერსალურ და თანდაყოლილ ხასიათს, რაც გულისხმობს მის თანაბრად ფლობას ყველას, მათ შორის, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ. სამართალსუბიექტობა აუცილებელია სამოქალაქო, პოლიტიკური, ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებებით სარგებლობისთვის. სამართალსუბიექტობა მოიცავს როგორც უფლებებისა და ვალდებულებების ქონის უნარს, ასევე შესაძლებლობას დაუბრკოლებლად განახორციელო კანონით მინიჭებული უფლებები.
ამდენად, პირის მხარდაჭერის საკითხის გადაწყვეტის დროს უპირველეს ყოვლისა, გათვალისწინებული უნდა იქნას მხარდასაჭერი პირის ნება, ინტერესი და საჭიროება.
6.4. განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მ------ა კ-------–--ეს აღენიშნება დაუზუსტებელი დემენცია - კოდი F03, დაავადებათა საერთაშორისო კლასიფიკაციის მე-10 გადასინჯვის მიხედვით. აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები. ნაკლებად აქვს განვითარებული თვითმოვლის უნარ-ჩვევები, ვერ გადაადგილდება დამოუკიდებლად, არის მწოლიარე მდგომარეობაში და საჭიროებს დახმარებას პირადი ჰიგიენის დაცვაში; ჩაცმაში, კვებაში. დამოუკიდებლად ვერ იღებს წამალს, დაქვეითებული აქვს მეხსიერება სწორად ახსოვს მხოლოდ საკუთარი სახელი და გვარი. მას არა აქვს უნარი თვითონ განსაზღვროს შესასრულებელი მარტივი ყოფითი აქტივობები. არ შეუძლია ტელეფონით სარგებლობა, ვერ დაუკავშირდება დახმარებისათვის სათანადო ორგანოებს.
მართალია, მულტიდისციპლინური ჯგუფის მიერ გაცემული დასკვნით მ------ა კ-------–--ეს ესაჭიროება მხარდაჭერა სამოქალაქო უფლებათა და მოვალეობათა ყველა სფეროში, თუმცა სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ ეტაპზე მას არა აქვს მხარდაჭერის საჭიროება უძრავი ქონების განკარგვის, ნასყიდობის ჩუქების სფეროში. მაგრამ განმცხადებლის მიერ მოთხოვილ სხვა სფეროებში მას უნდა დაენიშნოს მხარდამჭერი, რათა დაუბრკოლებლად მიიღოს სოციალური პაკეტი, აუცილებელი სამედიცინო მომსახურება, ასევე მოიწესრიგოს პირადი დოკუმენტაცია.
კონკრეტულ შემთხვევაში, მ------ა კ-------–--ის მდგომარეობის გათვალისწინებით მხარდამჭერ პირს უნდა მიენიჭოთ სრული ჩანაცვლების უფლება ვინაიდან მ------ა კ-------–--ეს აქვს მყარი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევები, რომელთა სხვადასხვა დაბრკოლებასთან ურთიერთქმედებამ შესაძლოა ხელი შეუშალოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში მის სრულ და ეფექტიან მონაწილეობას სხვებთან თანაბარ პირობებში. მისი ფსიქიკური (გონებრივი/ინტელექტუალური) დარღვევების ხარისხი, მკვეთრადაა გამოხატული. მ------ა კ-------–--ის მოქმედებები საზოგადოებრივ ცხოვრებაში მონაწილეობა და გარემოსთან ურთიერთქმედება შეზღუდულია მკვეთრად. მისი მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობა პრაქტიკულად არ არის მოსალოდნელი, მას არ შეუძლია გააცნობიეროს სასამართლო განხილვის დანიშნულება და მონაწილეობა მიიღოს სასამართლო განხილვაში.
შესაბამისად განმცხადებლის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს და მ------ა კ-------–--ე ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: შრომითი საქმიანობა; წვრილმანი გარიგების დადება; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; ზიანის მიყენების თავიდან აცილება; სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის - სოციალური დახმარების/სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-განახლებისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი რაიონული განყოფილებისათვის მიმართვა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება; საბანკო დაწესებულებებიდან სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის - სოციალური დახმარების/სახელმწიფო პენსიის ან სხვა ნებისმიერი თანხის მიღება/განკარგვა, მათ შორის ყველა საბანკო ოპერაციის შესრულება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, მედიკამენტების შეძენა და მიღება, სამედიცინო მომსახურების მიღება); მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად უფლება-მოვალეობების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობაში; მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა, ადვოკატის შერჩევა, სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება; სანოტარო ბიუროსათვის მემკვიდრეობის მისაღებად განცხადების წარდგენა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება, სამკვიდრო მოწმობის მიღება; უძრავი ქონების მართვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარდაჭერის მიმღები პირის ქონების მესაკუთრედ რეგისტრაცია; სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის მესამე პირებთან საიჯარო ხელშეკრულებების დადება და მასში ცვლილებების შეტანა;
6.5 სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის 1-ლი ნაწილი თანახმად, სასამართლო, რომელმაც გამოიტანა გადაწყვეტილება პირის მხარდაჭერის მიმღებად ცნობის შესახებ, ვალდებულია იმავე გადაწყვეტილებით დანიშნოს მხარდამჭერი (მხარდამჭერები), განსაზღვროს მხარდაჭერის ფარგლები და მხარდამჭერის (მხარდამჭერების) უფლება-მოვალეობები.
ამავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილების შესაბამისად, მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს პირის ოჯახის წევრი, ნათესავი, ახლობელი ან სპეციალისტი, რომელიც აკმაყოფილებს ამ კოდექსით დადგენილ მოთხოვნებს.
მხარდამჭერის არჩევისას სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, მხარდამჭერისა და მხარდაჭერის მიმღების ურთიერთდამოკიდებულებას, მხარდაჭერის მიმღების ინტერესებს და ნებას.
ამავე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ მხარდამჭერის ამ მუხლის მე-2 ნაწილში აღნიშნული პირებისაგან არჩევა ვერ მოხერხდა, სასამართლო მხარდამჭერად ნიშნავს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირს, ხოლო თუ მხარდაჭერის მიმღები სპეციალიზებულ დაწესებულებაშია მოთავსებული – ამ დაწესებულების წარმომადგენელს.
სამოქალაქო კოდექსის 1280-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნაა, რომ პირი მხარდამჭერად შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მისი თანხმობით.
6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1278-ე მუხლის თანახმად მეურვეობისა და მზრუნველობის ადგილობრივი ორგანოები ვალდებული არიან დაიცვან და გააძლიერონ მხარდაჭერის მიმღები პირები და დაეხმარონ მხარდამჭერებს თავიანთი მოვალეობების შესრულებაში.
მხარდამჭერის საქმიანობაზე ზედამხედველობას ახორციელებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მხარდაჭერის მიმღების საცხოვრებელი ადგილის მიხედვით. ზედამხედველობის მიზანია მხარდამჭერის მიერ სასამართლოს გადაწყვეტილებითა და საქართველოს კანონმდებლობით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების კონტროლი, მხარდაჭერის მიმღების უნარების განვითარების შეფასება და შესაბამისი რეაგირება.
მოცემულ შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო შუამდგომლობს და მხარს უჭერს განმცხადებლის დ-------- ა--–--ის დანიშვნას მ------ა კ-------–--ის მხარდამჭერად. განმცხადებელი დ-------- ა--–--ე არის რა მ------ა კ-------–--ის შვილი, დღემდე ანხორციელებს მის მოვლა პატრონობას, აკმაყოფილებს ზემოაღნიშნულ მოთხოვნებს, მხარდასაჭერი პირი მ------ა კ-------–--ე გამოხატავს დადებით ემოციას და კეთილგანწყობას მის მიმართ, ამასთან, სოციალური მომსახურების სააგენტოს ზესტაფონის რაიონული განყოფილების წარმომადგენელი და სოციალური მუშაკი დადებითად აფასებენ დ-------- მ----–----–--ის მიერ გაწეულ საქმიანობას დედის მ------ა კ-------–--ის მოვლა-პატრონობაში და შუამდგომლობენ იგი დაინიშნოს მ------ა კ-------–--ის მხარდამჭერად.
სასამართლო ითვალისწინებს მის პიროვნულ თვისებებს, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულების უნარს, რომ იგი დღემდე უვლის და პატრონობს მხარდასაჭერ პირს. სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მხარდამჭერად მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს უფლებამოსილ პირის დანიშვნის საფუძველი და მ------ა კ-------–--ის მხარდამჭერად უნდა დაინიშნოს დ-------- ა--–--ე.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია შეამოწმოს მხარდამჭერის მიერ განხორციელებული მოქმედებების სასამართლოს გადაწყვეტილებით დადგენილ ფარგლებთან შესაბამისობა გეგმური შემოწმებით, რომელიც ტარდება ა) 6 თვეში ერთხელ; ბ) სასამართლოს მიერ განსაზღვრული პერიოდულობით; გ) თავისი ინიციატივით, შემხვედრი აუცილებლობიდან გამომდინარე, თუ არსებობს ინფორმაცია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს ჩარევის საჭიროების შესახებ, მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობების შეუსრულებლობასთან დაკავშირებით მიღებული ნებისმიერი ინფორმაციის შემოწმებით და ფაქტობრივი ზედამხედველობით.
მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ვალდებულია, მას შემდეგ რაც მხარდამჭერი მიაწვდის სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაციას, საჭიროების შემთხვევაში, თავისი ინიციატივით განახორციელოს მხარდამჭერის საქმიანობაზე ფაქტობრივი ზედამხედველობა. მხარდამჭერის მიერ მისთვის დაკისრებული მოვალეობის არაჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიმართავს სასამართლოს მხარდამჭერის თავისი მოვალეობებისაგან განთავისუფლების მოთხოვნით. ასეთ შემთხვევაში, სასამართლო, გადაწყვეტილების გამოტანამდე მხარდამჭერს უჩერებს უფლებამოსილებას და მისი მოვალეობების შესრულებას აკისრებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს სპეციალურად უფლებამოსილ პირს (რომელზედაც ვრცელდება მხარდამჭერისთვის კანონით დადგენილი უფლებები და მოვალეობები);
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 36318-ე მუხლის მეოთხე ნაწილის შესაბამისად განმცხადებელი განთავსუფლებულია პირის მხარდამჭერის მიმღებად ცნობის შესახებ საქმის განხილვასთან დაკავშირებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 257-ე, 36313-36324-ე, 364, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. დ-------- ა--–--ის (პ/ნ 1----------) განცხადება დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
1.1. მ------ა კ-------–--ე (პ/ნ 1----------, დაბადებული 1--- წლის 1--------------ს) ცნობილ იქნას მხარდაჭერის მიმღებ პირად შემდეგ სფეროებში: შრომითი საქმიანობა; წვრილმანი გარიგების დადება; საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა; სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის - სოციალური დახმარების/სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-განახლებისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი რაიონული განყოფილებისათვის მიმართვა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება; საბანკო დაწესებულებებიდან სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის - სოციალური დახმარების/სახელმწიფო პენსიის ან სხვა ნებისმიერი თანხის მიღება/განკარგვა, მათ შორის ყველა საბანკო ოპერაციის შესრულება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება; მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა ზიანის მიყენების თავიდან აცილების მიზნით; (მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, მედიკამენტების შეძენა და მიღება, სამედიცინო მომსახურების მიღება); მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად უფლება-მოვალეობების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობაში; მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა, ადვოკატის შერჩევა, სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება; სანოტარო ბიუროსათვის მემკვიდრეობის მისაღებად განცხადების წარდგენა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება, სამკვიდრო მოწმობის მიღება; უძრავი ქონების მართვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარდაჭერის მიმღები პირის ქონების მესაკუთრედ რეგისტრაცია; სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის მესამე პირებთან საიჯარო ხელშეკრულებების დადება და მასში ცვლილებების შეტანა;
1.2. დ-------- ა--–--ე (პ/ნ 1----------) დაინიშნოს დედის მ------ა კ-------–--ის (პ/ნ 1----------) მხარდამჭერ პირად შემდეგ უფლება/მოვალეობათა განხორციელების ფარგლებში:
ა) შრომითი საქმიანობა;
ბ) წვრილმანი გარიგების დადება;
გ) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;
გ) ზიანის მიყენების თავიდან აცილება;
დ) სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის - სოციალური დახმარების/სახელმწიფო პენსიის დანიშვნა-განახლებისათვის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს შესაბამისი რაიონული განყოფილებისათვის მიმართვა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება;
ე) საბანკო დაწესებულებებიდან სახელმწიფო გასაცემლის - სოციალური პაკეტის - სოციალური დახმარების/სახელმწიფო პენსიის ან სხვა ნებისმიერი თანხის მიღება/განკარგვა, მათ შორის ყველა საბანკო ოპერაციის შესრულება და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება;
ვ) მკურნალობაზე თანხმობის გამოხატვა (მათ შორის, სამედიცინო დაწესებულებაში მოთავსება, მედიკამენტების შეძენა და მიღება, სამედიცინო მომსახურების მიღება);
ზ) მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად უფლება-მოვალეობების განხორციელება ნებისმიერ სახელმწიფო, ადგილობრივ ორგანიზაციებსა და დაწესებულებებში, კერძო პირებთან ურთიერთობაში;
თ) მხარდაჭერის მიმღების უფლებების დასაცავად ყველა ინსტანციის სასამართლოში წარმომადგენლობა, ადვოკატის შერჩევა, სასამართლო სხდომებში მონაწილეობის უფლება;
ი) სანოტარო ბიუროსათვის მემკვიდრეობის მისაღებად განცხადების წარდგენა და მასთან დაკავშირებული ნებისმიერი მოქმედების შესრულება, სამკვიდრო მოწმობის მიღება;
კ) უძრავი ქონების მართვა, სსიპ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში მხარდაჭერის მიმღები პირის ქონების მესაკუთრედ რეგისტრაცია;
ლ) სამეწარმეო საქმიანობის განხორციელება, მათ შორის მესამე პირებთან საიჯარო ხელშეკრულებების დადება და მასში ცვლილებების შეტანა;
2. მხარდამჭერი ვალდებულია მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მის მიერ დადგენილ ვადაში, რომელიც 6 თვეს არ უნდა აღემატებოდეს, მიაწოდოს სასამართლოს გადაწყვეტილებით მისთვის განსაზღვრული მოვალეობების შესრულების შესახებ ინფორმაცია. ამ ინფორმაციაში მხარდამჭერი მიუთითებს მის მიერ მხარდაჭერის გაწევასთან დაკავშირებულ თავისებურებებს;
3. მხარდამჭერი ვალდებულია სასამართლოს დაუყოვნებლივ მიმართოს შუამდგომლობით მხარდაჭერის ფარგლების შეცვლის/მხარდაჭერის გაუქმების შესახებ, თუ აღარ არსებობს ან შეიცვალა ის საფუძველი, რომლის გამოც მხარდაჭერის მიმღებს მხარდაჭერა დაუწესდა, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მხარდაჭერის მიმღებმა ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანომ უკვე მიმართა სასამართლოს;
4. მხარდამჭერს უფლება აქვს მხარდაჭერის მიმღების სახელით, მისი ინტერესებიდან გამომდინარე, განახორციელოს აღნიშნული უფლება-მოვალეობები;
5. მ------ა კ-------–--ის (პ/ნ 1----------) მხარდაჭერის ვადა და მისი გადასინჯვის პერიოდულობა განისაზღვროს 5 წლით.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზესტაფონის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ელენე ოსაძე