გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.06.2019
საქმის ნომერი
330210019002904417
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/5746-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - ხათუნა კაკაბაძე

სხდომის მდივანი - დალი მახაური

 

მოსარჩელე - სს ,,სა---------–--------ი"

წარმომადგენელი - გი---------------ე

 

მოპასუხეები - რუ-------------------–---–ი, ჭა-------------–---–ი, და-----------ე

წარმომადგენელი - დი---------------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება, იპოთეკის საგნის რეალიზაცია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. რუ-------------------–---–სა და ჭა-------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 16 618.26 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 15 664.82 აშშ დოლარი, პროცენტი - 613.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 315.37 აშშ დოლარი, საკომისიო - 24.78 აშშ დოლარი.

 

1.2. რუ-------------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 192.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 881.09 ლარი, პროცენტი - 204.15 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი, საკომისიო - 7.01 ლარი.

 

1.3. რუ-------------------–---–სა და და-----------ეს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 500 ლარის გადახდა.

 

1.4. 2016 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს რუ-------------------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: მც-----------------------------------------------------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს სს ,,სა---------–--------ის’’ მიმართ არსებულ დავალიანებას, სარეალიზაციოდ მიექცეს რუ-------------------–---–ისა და ჭა-------------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონება.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2016 წლის 15 სექტემბერს სს „სა---------–--------სა“ და რუ-------------------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი - 150 000 აშშ დოლარი; ვადა 300 თვე.

 

გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ფარგლებში 2016 წლის 15 სექტემბერს სს „სა---------–--------სა“ და რუ-------------------–---–ს შორის დაიდო საკრედოტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გაიცა სესხი 17 000 აშშ დოლარის ოდენობით, 180 თვის ვადით, წლიური 8.5% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო სესხის ვადაგადაცილებული ძირი თანხის ყოველდღიური 0.5%-ის ოდენობით. ასევე დაზღვევის მართვის საკომისიო 0.38 %.

 

გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიზნით სს „სა---------–--------სა“ და პა--–---------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა უძრავი ქონება, მდებარე - მც-----------------------------------------------------------.

 

2016 წლის 15 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიზნით სს „სა---------–--------სა“ და ჭა-------------–---–ს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავდებმა აიღო სოლიდარულ ვალდებულება და ზღვრული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 300 000 აშშ დოლარის ფარგლებში.

 

2017 წლის 11 ივლისს სს „სა---------–--------სა“ და რუ-------------------–---–ს შორის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გაიცა სესხი 2 500 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური 22.1 % სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველდღიური 0.5%-ის ოდენობით. კრედიტის ათვისების საკომისიო 2%, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.

 

2017 წლის 04 აგვისტოს რუ-------------------–---–ზე გაიცა ე.წ ,,სმს სესხი", 10 000 ლარის ოდენობით, 32 თვის ვადით. 2017 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულების მიზნით სს „სა---------–--------სა“ და და-----------ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავდების ზღვრული პასუხისმგებლობა განისაზღვრა 20 000 ლარის ფარგლებში.

 

მოპასუხეების მიერ ხელშკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები დაირღვა და 2016 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 01 ნოემბრის შემდეგ აღარ შესრულებულა. 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 22 ოქტომბრის შემდეგ აღარ შესრულებულა, ხოლო 2017 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 12 მარტის შემდეგ აღარ შესრულებულა.

 

რუ-------------------–---–ს და ჭა-------------–---–ს 2016 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 16 618.26 აშშ დოლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 15 664.82 აშშ დოლარი, პროცენტი - 613.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 315.37 აშშ დოლარი, საკომისიო - 24.78 აშშ დოლარი.

 

რუ-------------------–---–ს 2017 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხება დავალიანება - 1 737.48 ლარის ოდენობით, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 881.09 ლარი, პროცენტი - 204.15 ლარი, პირგასამტეხლო - 645.23 ლარი, საკომისიო - 7.01 ლარი.

 

რუ-------------------–---–სა და და-----------ეს 2017 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე ერიცხებათ დავალიანება - 8 500 (ძირითადი თანხა) ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელის წარმომადგენელმა შეამცირა სასარჩელო მოთხოვნა 2017 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს ნაწილში 100 ლარამდე.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეების წარმომადგენელმა სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი ცნო სრულად.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 15 სექტემბერს სს „სა---------–--------სა“ და რუ-------------------–---–ს შორის გაფორმდა გენერალური საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება, შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტი - 150 000 აშშ დოლარი, ან ექვივალენტი სხვა ვალუტაში ან (აირჩევა ერთ-ერთი) დანართი N2-ის შესაბამისად. ვადა 300 თვე ან (აირჩევა ერთი-ერთი) დანართი N2-ის შესაბამისად. საპროცენტო სარგებელი: წლიური 0 %-დან 48 %-მდე (აირჩევა ერთი-ერთი) დანართი N2-ის შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 15.09.2016წ. გენერალური ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 19-20);

 

3.1.2. 2016 წლის 15 სექტემბრის გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში ფარგლებში 2016 წლის 15 სექტემბერს სს „სა---------–--------სა“ და რუ-------------------–---–ს შორის დაიდო N4---------------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც გაიცა სესხი 17 000 აშშ დოლარის ოდენობით, 180 თვის ვადით, 02.09.2031 წლამდე, წლიური 8.5% სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ოდენობით. ასევე დაზღვევის მართვის საკომისიო 0.38 %. კრედიტის დაბრუნება და პროცენტების გადახდა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

ხელშეკრულების 2.1. პუნქტის თანახმად, საკრედიტო ხელშეკრულება დადებულია მხარეთა შორის გაფორმებული №4-------- გენერალური საკრედიტრო ხაზის ხელშეკრულების საფუძველზე და შესაბამისად. ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება აღნიშნული გენერალური ხელშეკრულებისა და მისი დანართების შესაბამისი დებულებები, მხარეთა უფლება-მოვალეობები და სხვა პირობები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები; 15.09.2016წ. საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 21-26);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (იხ. ს.ფ. 27-31);

 

3.1.3. 2016 წლის 15 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში იმავე დღეს დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით სს „სა---------–--------სა“ და პა--–---------–---–ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება, იპოთეკით დაიტვირთა პა--–---------–---–ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე - მც------------------------------------------------------------.

 

დღეის მდგომარეობით, იპოთეკის საგნის მესაკუთრეს წარმოადგენს რუ-------------------–---–ი, 21.09.2016წ. დადებული უძრავი ნივთის ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.09.2016წ. იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 31-42);

- ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 43-46);

 

3.1.4. 2016 წლის 15 სექტემბრის გენერალური საკრედიტო ხაზის და მის ფარგლებში დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, სს „სა---------–--------სა“ და ჭა-------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც თავდები კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრულ მოვალე(ებ)ს, ხელშეკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ბანკის უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად, ხელშეკრულების 2.3 პუნქტით განსაზღვრული მაქსიმალური ოდენობის თანხის ფარგლებში.

 

ამავე ხელშეკრულების 2.3 პუნქტის თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული ზღვრული თანხაა 300 000 აშშ დოლარი, ბანკში დადგენილი კომერციული კურსით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ; 2016 წლის 15 სექტემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 47, 48-55);

 

3.1.5. 2017 წლის 11 ივლისს სს „სა---------–--------სა“ და რუ-------------------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება N6------, რომლის თანახმადაც მასზედ გაიცა კრედიტი 2 500 ლარის ოდენობით, 12 თვის ვადით, წლიური 22.1 % სარგებლის დარიცხვით, ხელშეკრულებით განისაზღვრა პირგასამტეხლო ათვისებული კრედიტის თანხის ან/და მათზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დაბრუნების ვადის გადაცილებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ვადაგადაცილებული თანხის 0.5%-ის ოდენობით, დამატებით პირველი ვადაგადაცილებული დღისთვის ერთჯერადად 10 ლარის ოდენობით. კრედიტის ათვისების საკომისიო 2%, მაგრამ არანაკლებ 10 ლარისა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 11.07.2017წ. საკრედიტო ხელშეკრულება (იხ. ს.ფ. 56-59);

 

3.1.6. 2017 წლის 04 აგვისტოს სს „სა---------–--------მა“ რუ-------------------–---–ზე გასცა ე.წ ,,სმს სესხი", თანხა - 10 000 ლარის ოდენობით, 32 თვის ვადით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 8/4/2017წ. განაცხადი (იხ. ს.ფ. 59);

 

3.1.7. 2017 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს სს „სა---------–--------სა“ და და-----------ეს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება, რომლის მეორე პუნქტის თანახმადაც თავდები კისრულობს ვალდებულებას ხელშეკრულებით განსაზღვრული პირობებით ბანკის სასარგებლოდ თავდებად დაუდგეს ხელშეკრულების 3.3. პუნქტით განსაზღვრულ მოვალეებს ხელშკრულების მე-3 მუხლით გათვალისწინებული ბანკის უზრუნველყოფილი მოთხოვნების სრულად და ჯეროვნად უზრუნველსაყოფად. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულების 2.3 პუნქტით, პასუხისმგელობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხაა 20 000 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება სოლიდარული თავდებობის შესახებ; 2016 წლის 15 სექტემბრის სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ. 60, 61-65);

 

3.1.8. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა 2016 წლის 15 სექტემბრის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის 01 ნოემბრის შემდეგ აღარ შესრულებულა.

 

მსესხებლის მიერ 2017 წლის 11 ივლისის საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 22 ოქტომბრის შემდეგ აღარ შესრულებულა,მსესხებლის მიერ 2017 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება 2018 წლის 12 მარტის შემდეგ აღარ შესრულებულა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ (იხ. ს.ფ. 66; სარჩელი);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

მხარეებს საქმისათვის მნიშვნელოვანი სხვა ფაქტობრივი გარემოებები სადავოდ არ გაუხდიათ.

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხეების წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სრულად, რა დროსაც სასამართლო არ იკვლევს მტკიცებულებებს და მოთხოვნას ამ ნაწილში საფუძვლიანად მიიჩნევს, რაც ასევე იძლევა სარჩელის მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს ცნოს სარჩელი.

 

მოცემული ნორმა დისპოზიციურობის პრინციპს წარმოადგენს, რომელიც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ფუძემდებლური პრინციპია. მისი მნიშვნელობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი სრულ თავისუფლებას ანიჭებს მხარეებს, საკუთარი შეხედულებით განკარგონ მათი უფლებები. მოპასუხის მიერ სარჩელის ცნობა კი აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა, რომელიც პროცესის მონაწილის თავისუფალი ნების გამოვლინების შედეგია.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა, თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მოსამზადებელ სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით მოპასუხეების წარმომადგენელმა სარჩელი ცნო სრულად, რაც დასახელებული ნორმიდან გამომდინარე წარმოადგენს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 1644 ლარის ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს, ან მხარეები მორიგდებიან მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელემ ნაწილობრივ უარი თქვა მოთხოვნაზე, ხოლო მოპასუხეთა წარმომადგენელმა მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო სრულად. ამდენად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

განსახილველ საქმეში სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე-364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,სა---------–--------ის’’ სარჩელი რუ-------------------–---–ის, ჭა-------------–---–ისა და და-----------ის მიმართ დაკმაყოფილდეს.

 

1.1. რუ-------------------–---–სა და ჭა-------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2016 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 16 618.26 აშშ დოლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 15 664.82 აშშ დოლარი, პროცენტი - 613.29 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 315.37 აშშ დოლარი, საკომისიო - 24.78 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში გადახდის დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული კურსის შესაბამისად.

 

1.2. 2016 წლის 15 სექტემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს რუ-------------------–---–ის საკუთრებაში არსებული, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება, მდებარე: მც-----------------------------------------------------------. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების რეალიზაციის შედეგად მიღებული თანხა სრულად არ დაფარავს სს ,,სა---------–--------ის’’ მიმართ არსებულ დავალიანებას, სარეალიზაციოდ მიექცეს რუ-------------------–---–ისა და ჭა-------------–---–ის საკუთრებაში არსებული ქონება.

 

1.3. რუ-------------------–---–სა და და-----------ეს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2017 წლის 04 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 8 500 ლარის გადახდა.

 

1.4. რუ-------------------–---–ს სს ,,სა---------–--------ის’’ სასარგებლოდ დაეკისროს 2017 წლის 11 ივლისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1 192.25 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 881.09 ლარი, პროცენტი - 204.15 ლარი, პირგასამტეხლო - 100 ლარი, საკომისიო - 7.01 ლარი.

2. სს ,,სა---------–--------ს’’ დაუბრუნდეს 20-03-2019 წელს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 1644.00 ლარი, რაც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: სახელმწიფო ხაზინა, კოდი – TRESGE22, საბიუჯეტო შემოსავლის სახაზინო კოდი 300773150, საგადახდო დავალება N28537.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის საპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალიწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გდაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადა ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ხათუნა კაკაბაძე