გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 2/1072-18
160210018002787568
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12 ი-ნისი, 2019 წელი ქ.ბოლნისი
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ნინო თარაშვილი
სხდომის მდი-ანი ცაცა ებრალიძე
მოსარჩელე - გი-ი მწ--------–---–ი (არ გამოცხადდა)
წარმომადგენელი - ეკ--------ე ფა--–---–---–ი (არ გამოცხადდა)
მოპასუხე - შპს ,,R-- GO--’’, სს ,,R-- co----’’
წარმომადგენელი - თეიმურაზ ოჩიგავა (არ გამოცხადდა)
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული)
1.1. შპს ,,R-- GO---ს’’ და სს ,,R-- co-----ს’’ მოსარჩელე გი-ი მწ--------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის სახით 131 550 ლარის გადახდა.
მოსარჩელე სარჩელში უთითებს, რომ ცხოვრობს ბოლნისის მუნიციპალიტეტის სოფელ ბა-–--ში და იგი წლების განმავლობაში ეწეოდა სოფლის მეურნეობას. 2015 წელს მას ჰყავდა 60 ოჯახი ფუტკარი, რომელიც მისი ოჯახის საზრდოს წარმოადგენდა, 2016 წლის 1 იანვარს დარჩა 38 ოჯახი, 2017 წლის 1 იანვარს 25 ოჯახი, 2018 წლის 1 იანვარს 14 ოჯახი, ხოლო სარჩელის წარმოდგენის დროს, მას ფუტკრის არცერთი ოჯახი არ ჰყავდა და მხოლოდ ცარიელი ყუთები დარჩა.
მოსარჩელის მტკიცებით ფუტკრის ოჯახთა განვითარების, შეჩერების და საბოლოოდ დაკნინება-დანელების პროცესი გამოწვეულ იქნა არა ფუტკრის რომელიმე გადამდები დაავადების, არამედ მოპასუხე კომპანიათა საქმიანობის შედეგად, რადგან შპს ,,R-- GO---ის’’ და სს ,,R-- co-----ის’’ მიერ გარემოს დაბინძურების ფაქტებს მტკიცება არ ჭირდება და ეს საყოველთაოდ აღიარებული ფაქტია. მასობრი-ი ინფორმაციის საშუალებებით არაერთჯერ გავრცელდა ინფორმაცია, რომ მოპასუხეთა მხრიდან გარემოზე ზემოქმედება კრიტიკის საგანი იყო და საზოგადოებრი-ი გაერთიანება სა-------ის კომიტეტის და სამოქალაქო სექტორის მხრიდანაც, გარემოსა და ბუნებრი-ი რესურსების სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის 2013 -2014 წლის ანგარიშის თანახმად, შპს ,,R-- GO---ის’’ მიერ ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის გარეშე მადნის გროვული გამოტუტვის საწარმოო უბნის მშენებლობისას მიწის დაბინძურებისა და დეგრადირების შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა შეადგინა 29 53 880 ლარი, ხოლო სს ,,R-- co-----ის’’ გამამდიდრებელი საწარმოს ტერიტორიაზე განთავსებული 5000 კუბური მოცულობის ე.წ. შემასქელებელი რეზერვუარიდან 500 კუბური მეტრი მოცულობის მჟავე კარიერული წყლის მდინარე კაზრეთულაში ჩაღვრის შედეგად გარემოსთვის მიყენებულმა ზიანმა 1 078 188 ლარი შეადგინა.
გი-ი მწ--------–---–ის მტკიცებით, თაფლოვან მცენარეთა მიერ გამოყოფილი არომატის გა---ობა, ასევე, მძიმეწონიანი მანქანების და მადნის სამსხვრევი მანქანებით გამოწვეული ხმაური, ქარის მეშვეობით ათობით კილომეტრ მანძილზე რადიუსით გადატანილი ციანიდური და კვ---–---ული მადნების მტვერი, მდინარე მაშავერას გასწვრი- რამდენიმე კილომეტრი მანძილის მთების გადათხრასთან ერთად ტყის და მინდვრის მცენარეების და ყვავილოვანი თაფლის მომცემი ბალახის განადგურების და საბოლოო ჯამში ფუტკრის განადგურების განმსაზღვრელი მიზეზი გახდა.
გი-ი მწ--------–---–მა 2018 წლის 1 ოქტომბერს წერილობით მიმართა ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერს, აღუწერა ფუტკრის ოჯახის დაკნინების მდგომარეობა, სურდა რომ შეესწავლათ არსებული ვითარება და გაეწიათ მატერიალური დახმარება, რაზედაც ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერიამ მასზე გასცა ერთჯერადი 300 ლარიანი დახმარება.
მოსარჩელემ აღნიშნა, რომ ფუტკრის ოჯახთა თანდათანობით შემცირების მიუხედავად, მას ფუტკრებისთვის ბაქტერიოლოგიური ან პარაზიტოლოგიური კვლევა არ ჩაუტარებია, რადგან ფუტკარს დაავადების არა----არი სიმპტომი არ გამოუვლენია.
მოსარჩელემ ასევე განმარტა, რომ სოფელ ბა-–--ის მოსახლეობას სრულად დაუნელდა ფუტკრის ოჯახები და არსებული ეკოლოგიური ვითარების გამო ამჟამად ამ საქმიანობას აღარავინ მისდევს.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ სარჩელი არ ცნო და სადავოდ გახადა, როგორც ზიანის ოდენობა, ასევე მოპასუხე კომპანიათა ქმედების მართლწინააღმდეგობა, ბრალის საკითხი და მიზეზობრი-ი კავშირის არსებობა ქმედებასა და დამდგარ შედეგს - ზიანს შორის.
მოპასუხე არ ეთანხმება ზიანის ოდენობას. მისი განმარტებით, ინდ. მეწარმე რაულ ბა-----–---–ის მიერ 21.02.2019 წელს გაცემული ცნობით უტყუარად ვერ დგინდება, თუ რა სახის ზიანი განიცადა გი-ი მწ--------–---–მა, რადგან ცნობის ავტორის განცხადებით მათ მაღაზიაში იყიდება თაფლის სანთელი კილოგრამი 25 ლარი, თაფლი საშუალო ფასით კილოგრამი 20 ლარი, დინდგელი კილოგრამი 100 ლარი, ფუტკრის ნაყარი 100 ლარი, ოთხჩარჩოიანი პაკეტი - 130 ლარი, აღნიშნული ცნობა კი არ იძლევა ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მითითებული ფასებით ხდებოდა მოსარჩელე გ. მწ--------–---–ის პროდუქციის შესყიდვა-რეალიზება. აღნიშნული ცნობა ასევე არ იძლევა ინფორმაციას, თუ რამდენს შეადგენდა იგი-ე პროდუქციის ფასი 2015-2018 წლებში, თუმცა, არა თბილისის სარეალიზაციო ქსელში, არამედ სოფელ ბა-–--ში, ადგილზე. ამასთან, ეკონომიკური საქმიანობის რეესტრის ამონაწერის თანახმად ხსენებული ინდ.მეწარმე, რომლის საქმიანობის მისამართად მითითებულია თბილისი, აკ. წერეთლის N142ა, ეწევა ისეთ ეკონომიკურ აქტი-ობას, რომელსაც მეფუტკრეობის პროდუქციასთან კავშირი საერთოდ არ აქვს და შეუძლებელია მის მიერ შედგენილი ცნობა მიჩნეულ იქნეს ობიექტურ ინფორმაციად.
ქმედების მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიების საქმიანობის არეალი მკაცრად შემოსაზღვრულია მათზე გაცემული ლიცენზიების მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფარგლებით და ამ არეალში წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაბამისი ლიცენზიების საფუძველზე სახელმწიფოსაგან აქვთ მინიჭებული. მოპასუხე უთითებს, რომ წიაღით სარგებლობა მართლზომიერი საქმიანობაა და ლიცენზიით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდეგ ფართობი ექვემდებარება რეკულტი-აციას, რაც გულისხმობს აღებული ჰუმუსის ფენის ტერიტორიაზე შეტანას და მის გამწვანებას შესაბამის უწყებასთან შეთანხმებული გეგმის მიხედვით. წიაღით სარგებლობისას ლიცენზიანტი არც მოსარჩელისა და არც სხვის კერძო საკუთრებაში შეჭრილა. სალიცენზიო ტერიტორია არ მოიცავს სოფელ ბა-–--ს. სა-------ის საბადოს დამუშავების უფლება შპს „R-- GO---ს“ გააჩნია ორი მოქმედი ლიცენზიის საფუძველზე: პირველია სა-------ის საბადოს შესწავლა-მოპოვების ლიცენზია N10, რომელიც გაიცა 1994 წლის 7 აპრილს შპს „ტრანს-ჯორჯიენ რესურსეს“ სახელზე, 2014 წლის 7 აპრილამდე მოქმედების ვადით. აღნიშნული კომპანიის შპს „კვ---–---თან“ შერწყმის შედეგად 2009 წლის 11 თებერვალს N10 ლიცენზია გადაფორმდა შპს „კვ---–---ზე“. ამ უკანასკნელის სახელწოდების შეცვლასთან დაკავშირებით სსიპ ბუნებრი-ი რესურსების სააგენტოს 30.10.2012წ. N13/544 ბრძანების საფუძველზე N10 ლიცენზიის მფლობელი იწოდება შპს „R-- GO---ად“. საქართველოს მთავრობის 04.04.2014წ. N593 განკარგულების საფუძველზე N10 ლიცენზიის მოქმედების ვადა ჯერ გაგრძელდა 2015 წლის 1 იანვრამდე. ხოლო, მთავრობის 30.12.2014წ. N2597 განკარგულებისა და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 31.12.2014წ. N478/ს ბრძანების საფუძველზე ამ ლიცენზიის ვადა გაგრძელდა 2020 წლის 1 იანვრამდე, სა-------ის საბადოს ყაჩაღიანის უბნის ფარგლებში, რომელიც მოიცავდა ყაჩაღიანის არქეოლოგიურ ძეგლსაც. N10 ლიცენზიის მოქმედების არეალი 9 ჰექტარია სა-------ის საბადოს დანარჩენი ტერიტორიის დამუშავების უფლება შპს „R-- GO---ს“ გააჩნია მეორე ლიცენზიის - 24.11.2014წ. N1002122 ლიცენზიის საფუძველზე, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 1 იანვრიდან და მოქმედებს 2021 წლის 2 იანვრამდე. ამ ლიცენზიის მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფართობია 193,76 ჰა.
სა-------ის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გაუქმდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენ. დირექტორის 12.12.2014 წ. N03/266 და N2/271 ბრძანებების საფუძველზე. ამასთან, სააგენტოს 12.12.2014წ. N12/09/1885 ადმინისტრაციული აქტით კომპანიას მიეცა სა-------ი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აღების (დაშლის) ნებართვა, რის საფუძველზედაც კომპანიამ სა-------ის საბადოს ყაჩაღიანის უბნის დამუშავება დაიწყო 2014 წლის 13 დეკემბრიდან. საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის - 13.03.2014წ. N01/01/-1227 ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტი, რომელიც ზემოაღნიშნული აქტებისაგან განსხვავებით, სამუშაოების განახლების სამართლებრი-ი საფუძველი არც ყოფილა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 და 30 ოქტომბრის განჩინებებით სარჩელები განუხილველად იქნა დატოვებული, შესაბამისად სა-------ის საბადოს ყაჩაღიანის უბნის დამუშავება 2014 წლის 13 დეკემბერს შპს „R-- GO---მა“ სრულიად მართლზომიერად დაიწყო.
სა-------ის საბადო მოიცავდა ხუთ უბანს. N1 უბნის („ყაჩაღიანის“) დამუშავება, შპს „R-- GO---მა“, დაიწყო 2014 წლის 13 დეკემბრიდან. მაგრამ, სა-------ის საბადოს N5 („კვ----–-----–ის“) უბნის დამუშავება - ფუჭი ქანების გადახსნის სამუშაოები ბურღვა-აფეთქებისა და ექსკავაციის მეთოდით დაწყებული იქნა 2008 წელს. ვადის გასვლასთან დაკავშირებით იგი-ე ნებართვები გაიცა 2010 წლის მარტის თვეში. ამასთან სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 06.05.2015 წლის N21/4239 წერილით დასტურდება, რომ სა-------ის საბადოზე უშუალოდ მადნის მოპოვების სამუშაოები დაიწყო 2010 წლიდან.
სს „R-- co----ი“ რომლის პირვანდელი სახელწოდება სს „მად-----–ია“, ფლობს მად-----–ის საბადოს დამუშავების ლიცენზიას, რომელიც მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სხვა მხარეს, დაახლოებით 4 კილომეტრის დაშორებით მდებარეობს. სააქციო საზოგადოება „მად-----–ის“ სახელზე 1994 წლის 12 აპრილიდან 2014 წლის 12 აპრილამდე მოქმედებდა N11 ლიცენზია „მად-----–ის ოქრო-სპილენძ-ბარიტ-პოლიმეტალური ექსპლუატაციაში მყოფი საბადოს კომპლექსურ დამუშავებაზე“. ეს საბადო ექსპლუატაციაში შევიდა 1975 წელს, რომელსაც ოპერირებას უწევდა სამთო გამამდიდრებელი კომბინატი „მად-----–ი“. 2012 წელს სს „მად-----–ს“ შეეცვალა სახელი და გახდა სს „R-- co-----ი“, რომელიც 2014 წლიდან „მად-----–ის“ საბადოს ამუშავებს 25.11.2014წ. N1002121 ლიცენზიის საფუძველზე. მოსარჩელემ მკაფიოდ მიუთითა, რომ ფუტკრის გამრავლების ინტენსიური შეჩერება სოფელ ბა-–--ში გამოიწვია 2014 წლის 13 დეკემბერს ყაჩაღიანის ძეგლის აფეთქებით დაწყებულმა სამუშაოებმა. აღნიშნულ უბანზე კი სამუშაოებს სს „R-- co-----ი“ არ აწარმოებს. მოპასუხე კომპანიები თავიანთი სალიცენზიო ტერიტორიის ფარგლებში კანონიერად საქმიანობენ და მათ მიერ განხორციელებული სამთომოპოვებითი სამუშაოები შეუძლებელია მიჩნეულ იქნეს მართლსაწინააღმდეგო ქმედებად მოსარჩელის პრეტენზიებთან მიმართებაში.
მოპასუხეთა წარმომადგენლის მტკიცებით, გი-ი მწ--------–---–ის ფუტკრის ოჯახთა დანელება-დაკნინებაში შპს ,,R-- GO---ის’’ და სს ,,R-- co-----ის’’ ბრალი არ დგინდება. ფუტკრის ოჯახების დანელება-დაკნინების და დაღუპვის ერთ-ერთი მიზეზი შესაძლოა გამხდარიყო ვაროას ტკიპა - ვაროატოზი. მოყვარული მეფუტკრეები თვითნებურად, ერთმანეთის რჩევით ახდენენ ტკიპების საწინააღმდეგო პრეპარატების გამოყენებას, ისე რომ არ ხდებოდა შესაბამისი სამსახურების საქმის კურსში ჩაყენება. ამასთან, გაურკვეველია, როგორი დოზირებითა და რამდენად ვარგისი პრეპარატების გამოყენება ხდებოდა მათ მიერ. მოსარჩელის მითითება, რომ მისი ფუტკარი სკაში არ კვდებოდა და შესაბამისად, ლაბორატორიული კვლევის ნიმუშის წარდგენა ვერ მოხერხდა, მოპასუხემ უსაფუძვლო განცხადებად მიიჩნია, რადგან ლაბორატორიაში შესაძლებელია წარდგენილი ყოფილიყო როგორც დახოცილი, ისე ცოცხალი ფუტკარიც, რათა გამოკვლეული და გამორიცხულიყო რაიმე დაავადების არსებობა. სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. N07/264 წერილში პირდაპირ მითითებულია, სოფ. ბა-–--ში და ზოგადად ქვემო ქართლის გეოგრაფიულ არეალში ფუტკრის ოჯახების განადგურების მიზეზის დასადგენად უპირველეს ყოვლისა უნდა გამორიცხულიყო ფუტკრის დაავადებები და მეპატრონეს უნდა მიემართა აღნიშნული ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე ლაბორატორიისთვის. სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიაში კი 2015 წლიდან დღემდე ფუტკრის დაავადებებზე შესული ნიმუშები ხსენებული რეგიონიდან არ აღმოჩნდა. ლაბორატორიის პასუხში მითითებულია ისეთი დაავადებები როგორიცაა ვაროატოზი, ნოზემატოზი, აგრეთვე სხვადასხვა ბაქტერიოლოგიური ინფექციები და სხვ., რომლებსაც შესაძლოა გამოეწვია ფუტკრის ოჯახების დანელება-დაკნინება და დაღუპვაც კი. ამასთან მითითებულია, რომ ფუტკრის ოჯახების დაღუპვის შემთხვევისას მიზანშეწონილია დროულად მომხდარიყო ლაბორატორიისადმი მიმართვა და შესაბამისი კვლევების ჩატარება, რაც არც ერთ ეტაპზე მოსარჩელე გ. მწ--------–---–ს არ გაუკეთებია. სოფელ ბა-–--ში ფუტკრების განადგურება-შემცირების მიზეზებიდან გამოკვეთილი იქნა შემდეგი ფაქტორები: ფუტკრის დაავადება - ვაროას ტკიპა (ვაროატოზი) და სოკო, სხვა ფუტკრის თავდასხმა (დაცემა), სკაში არასაკმარისი საკვების დატოვება, ასევე დაავადების სამკურნალოდ გამოყენებული წამლის უვარგისობა, საგაზაფხულო სამუშაოებთან დაკავშირებული მცენარეების შეწამვლა და პესტიციდების გამოყენება, დედა ფუტკრის უფრო ახალგაზრდა დედა ფუტკრით პერიოდულად ჩანაცვლების წესისა და საფუტკრეში სანიტარულ-ჰიგიენური მოთხოვნების დაუცველობა.
მოპასუხეთა წარმომადგენელი ასევე უთითებს, რომ არ არსებობს მიზეზობრი-ი კავშირი მოპასუხეთა მოქმედებას და დამდგარ შედეგს (გი-ი მწ--------–---–ის ფუტკრების დაკნინება-დანელება) შორის. საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 2018 წლის 22 დეკემბრის N24 ცნობის მიხედვით, კავშირში გაწევრიანების დროს 2014 წლის თებერვალში მოსარჩელე გი-ი მწ--------–---–ს ჰყავდა ფუტკრის 50 ოჯახი. შემდგომ მითითებულია, რომ 2015 წლის 1 იანვარს მოსარჩელეს ყავდა 60 ოჯახი. ცნობის შინაარსიდან ირკვევა, რომ 2015 წლის განმავლობაში მოსარჩელეს მოაკლდა 22 ოჯახი და 2016 წლის 1 იანვრისათვის დარჩა 38 ოჯახი, 2016 წლის განმავლობაში მოაკლდა 13 ოჯახი და 2017 წლის 1 იანვრისათვის დარჩა 25, ხოლო 2017 წლის მანძილზე მოაკლდა 11 და 2018 წლის 1 იანვრისათვის დარჩა 14 ოჯახი. გამოდის რომ 2014 წელს ფუტკრის ახალი 10 ოჯახის შემატების შემდეგ, ფუტკრის არსებული ოჯახების რაოდენობამ ყველაზე მეტი ინტენსი-ობით დაიკლო 2015 წლის განმავლობაში და 2018 წლის 1 ოქტომბრისათვის მოსარჩელის საკუთრებაში დარჩენილი იყო ფუტკრის ორი ოჯახი, დეკემბერში კი - მხოლოდ ცარიელი ყუთები. 01.10.2018წ. განცხადების თანახმად, მოსარჩელე რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში ეწეოდა მეფუტკრეობას, მაგრამ ფუტკრების გაზარმაცების, დანელებისა თუ დაკნინების პროცესი დაიწყო „უკანასკნელი ოთხი წლის განმავლობაში“, განსაკუთრებით 2015 წელს. სოფელ ბა-–--ში დღესდღეობით არაერთი ოჯახი ეწევა მეფუტკრეობას. ამასთან, გ. მწ--------–---–ი საკუთარი ფუტკრის ოჯახების დანელება-დაკნინების პროცესს უკავშირებდა სა-------ის საბადოზე ყაჩაღიანის არქეოლოგიური ძეგლის აღებასა და 2014 წლის 13 დეკემბრიდან ამ უბანზე სამთომოპოვებითი სამუშაოების დაწყებას, თუმცა, საქართველოს მეფუტკრეთა კავშირის 2018 წლის 22 დეკემბრის N24 ცნობის მიხედვით, 2014 წლის თებერვალში მოსარჩელე გი-ი მწ--------–---–ს ჰყავდა ფუტკრის 50 ოჯახი. ხოლო, 2015 წლის 1 იანვარს 60 ოჯახი, შესაბამისად, მოპასუხის მოსაზრებით წინააღმდეგობრი-ია მოსარჩელის მტკიცება, მოპასუხე კომპანიის ქმედებასა და მიზეზობრი- კავშირს შორის რადგან, სა-------ის საბადოს ექსპლუატაციას 2008 წლიდან არა----არი სირთულე გ. მწ--------–---–ის ფუტკრის კვერცხმდებლობისთვის არ შეუქმნია და ეს იმიტომ, რომ საბადოზე პერიოდულად, დადგენილი სტანდარტების შესაბამისი მუხტებით შესრულებული აფეთქებით გაფრქვეული მასის გავრცელება არ აჭარბებდა 500 მეტრიან რადიუსს. რაც შეეხება მდინარე კაზრეთულაში კარიერული მჟავე წყლის ჩაღვრას, თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი კვლევა ადასტურებს, რომ სოფელი ბა-–--ი მდინარე კაზრეთულას წყლით არ ირწყვება, შესაბამისად, შეუძლებელია კარიერული მჟავე წყლის ჩაღვრას გი-ი მწ--------–---–ის ფუტკრების განადგურება გამოეწვია. რაც შეეხება ხმაურსა და მტვერს, ის აბსოლუტურ შესაბამისობაშია მტვრისა და ხმაურის დასაშვებ ნორმებთან და მოპასუხე კომპანიები აწარმოებენ შესაბამის კვლევას რათა არ განხორციელდეს არც მტვრის და არც ხმაურის დასაშვები ნორმის გადაჭარბება.
მოპასუხემ საქმის მოსამზადებელ ეტაპზე განახორციელა შედავება სარჩელის ნაწილობრი- ხანდაზმულობის ფაქტზე მითითებით. მოპასუხის მტკიცებით, ზიანის შეფასების კალკულაციის თანახმად 108,000 ლარი მიუღებელი შემოსავალი მოთხოვნილია 3 წელზე გაანგარიშებით. თუმცა, რაც შეეხება ფუტკრის ოჯახების ღირებულებას, როგორც მეფუტკრეთა კავშირის 22.12.2018წ. ცნობით ირკვევა, გ. მწ--------–---–ს 2015 წლის მანძილზე მოაკლდა ფუტკრის 22 ოჯახი (01.01.2016 წლისთვის ყავდა 38). მაშასადამე, 2015 წლის ნოემბრის თვეში მისთვის ცნობილი უნდა ყოფილიყო ფუტკრის ოჯახების შემცირების შესახებ, რის გამოც 2018 წლის დეკემბრის ბოლოს სარჩელის აღძვრის მომენტში 22 ოჯახის ღირებულება (მოსარჩელის მონაცემებზე დაყრდნობით 22X392,5ლ.) 8635 ლარის ნაწილში უარყოფილი უნდა ყოფილიყო ასევე ხანდაზმულობის სამართლებრი-ი საფუძვლით, თანახმად საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1008-ე მუხლის მოთხოვნისა, რომლის თანახმად სასარჩელო ხანდაზმულობის ვადა დელიქტით გამოწვეული ზიანის ანაზღაურების მოთხოვნაზე სამი წელია.
აქედან გამოდინარე, მოპასუხე კომპანიათა საქმიანობას კავშირი არ აქვს გი-ი მწ--------–---–ის ფუტკრის ოჯახთა თანდათანობით დაკნინება დანელების შედეგთან და შესაბამისად მათზე ზიანის ანაზღაურების დაკისრება არ უნდა განახორციელოს სასამართლომ.
3. ფაქტობრი-ი გარემოებები
3.1. გი-ი მწ--------–---–ი ცხოვრობს ბოლნისის რაინის სოფელ ბა-–--ში, მას მინიჭებული აქვს მაღალმთიან დასახლებაში მუდმი-ად მცხოვრები პირის სტატუსი და ეწევა სოფლის მეურნეობას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება;
- ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გაცემული ცნობა
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან
- მოწმეების შა---–ა და-–---–---–ის და ვი-----რ ავ------–---–ის ჩვენებები
3.2. გი-ი მწ--------–---–ს 2015 წელს ჰყავდა 60 ოჯახი ფუტკარი, 2016 წლის 1 იანვარს დარჩა 38 ოჯახი, 2017 წლის 1 იანვარს 25 ოჯახი, 2018 წლის 1 იანვარს 14 ოჯახი, ხოლო სარჩელის წარმოდგენის დროს, მას ფუტკრის ოჯახები აღარ ჰყავდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოსარჩელის ახსნა-განმარტება, მოწმეების შა---–ა და-–---–---–ის, ვი-----რ ავ------–---–ის, რა-----------------–-ძის ჩვენებები;
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრი-ი გარემოებები
3.2.1. გი-ი მწ--------–---–ის ფუტკრის ოჯახების თანდათანობით დაკნინება-დანელების გამო მოპასუხე შპს ,,R-- GO---ის’’ და სს ,,R-- co-----ის’’ არ უნდა დაეკისროთ ზიანის ანაზღაურება. მოპასუხე კომპანიათა ქმედება არ არის მართლსაწინააღმდეგო, ამასთან, მითითებული კომპანიები არ არიან ბრალეულნი ზიანის დადგომაში და არ დადგინდა მიზეზობრი-ი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს, - გი-ი მწ--------–---–ისთვის დამდგარ ზიანს შორის.
სასამართლო განმარტავს, რომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე ზიანის განხილვისას მტკიცების ტვირთის ზოგადი წესიდან გამონაკლისის დადგენას არც პროცესუალური კანონმდებლობა და არც სამოსამართლო პრაქტიკა არ იცნობს. დელიქტური ვალდებულების სამართლებრი-ი ბუნების გათვალისწინებით, მტკიცებულებათა წარდგენა უნდა დაეკისროს იმ მხარეს, რომელიც ამტკიცებს, რომ მოპასუხე მხარის არამართლზომიერი ქმედების შედეგად ზიანი მიადგა, ხოლო მოპასუხეს საკუთარი მტკიცების ფარგლებში ევალება, რომ მოახდინოს იმგვარი უარყოფა რომელიც გამორიცხავს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის სავალდებულო წინაპირობებს.
საკასაციო სასამართლომ დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე სამართალწარმოებებში მტკიცების ტვირთის განაწილებასთან დაკავშირებით ერთ-ერთ საქმეში განმარტა: „დელიქტური ვალდებულებიდან გამომდინარე პასუხისმგებლობის სოლიდარულად დაკისრების მიზნებისათვის მოსარჩელის მტკიცების საგანში შემავალი გარემოებების წრეს განეკუთვნება თავად ზიანის არსებობის ფაქტი, მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო ქმედება და მიზეზობრი-ი კავშირი ამ ქმედებასა და ზიანს შორის“ (იხ. სუსგ ას-N521-494-2015, 23.10.2015). მაშასადამე, მოსარჩელემ, სსსკ-ის 102-ე მუხლით გათვალისწინებული მტკიცების სტანდარტის დაცვით, სარწმუნო და დამაჯერებელი მტკიცებულებების წარდგენის გზით უნდა დაამტკიცოს, რომ არსებობს ზიანის ანაზღაურებისთვის აუცილებელი წინაპირობები, ხოლო საწინააღმდეგო გარემოებების მტკიცება მოპასუხეს ევალება, რისი დამაჯერებლად განხორციელებაც მოსარჩელისათვის არახელსაყრელ სამართლებრი- შედეგს განაპირობებს.
სასამართლო პირველ რიგში ყურადღებას გაამახვილებს შემდეგზე, ერთმანეთისაგან უნდა გაიმიჯნოს ცალკეული დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვის გამარტი-ებული წესი, დელიქტით მიყენებული ზიანის ანაზღაურების თაობაზე წარდგენილი სარჩელის ჩვეულებრი-ი წარმოებისაგან.
ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით და ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტით, ხოლო ამავე კოდექსის 30917 მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების შესაბამისად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრი-ი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30920 მუხლი ადგენს დელიქტით მიყენებული ზიანის თაობაზე წარდგენილი სარჩელის განხილვის წესს. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რაც იმას ნიშნავს, რომ პრეიუდიციული მნიშვნელობა მხოლოდ ზიანის ფაქტსა და მიზეზობრი- კავშირს გააჩნია. „საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული ამ სპეციალური წარმოების არსი სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ასეთ შემთხვევაში სასამართლოს აღარ უწევს ზიანის მიყენების ფაქტის, ე.ი. თავად მიყენებული ზიანის, მართლწინააღმდეგობის, ზიანის მიმყენებლის ბრალის, მის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზობრი-ი კავშირის კვლევა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის დისპოზიციიდან გამომდინარე მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს, რომ ზიანი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით იყო მიყენებული. წინააღმდეგ შემთხვევაში, როგორც წესი, ზიანის ანაზღაურების საკითხი არ დადგება. მართლსაწინააღმდეგოდ მოქმედებს ის, ვინც არღვევს სამართლებრი- დანაწესებს, სამართლის ნორმათა მოთხოვნებს. მართლწინააღმდეგობა ობიექტური ნიშანია სამართალდარღვევისა და მისი არსებობა არაა დამოკიდებული იმ ფაქტზე, თუ რამდენად აცნობიერებდა მოვალე თავისი ქმედების სამართლებრი- ხასიათს. მთავარია, რომ მოვალის ქმედება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს. სამოქალაქო სამართალში მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევა სხვა პირთა დაცული ინტერესის ხელყოფა. მართლწინააღმდეგობა მოიცავს როგორც კანონით დადგენილი წესების, ისე ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების დარღვევას.
როგორც ზემოთ აღინიშნა, დელიქტური ვალდებულების პირველი კომპონენტია ზიანი, მოსარჩელე უთითებს, რომ 2015 წელს მას ჰყავდა 60 ოჯახი ფუტკარი, რომლიც მისი ოჯახის საზრდოს წარმოადგენდა, 2016 წლის 1 იანვარს დარჩა 38 ოჯახი, 2017 წლის 1 იანვარს 25 ოჯახი, 2018 წლის 1 იანვარს 14 ოჯახი, ხოლო სარჩელის წარმოდგენის დროს, მას ფუტკრის არცერთი ოჯახი არ ჰყავდა და მხოლოდ ცარიელი ყუთები დარჩა. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ ინდ. მეწარმე რაულ ბა-----–---–ის მიერ 21.02.2019 წელს გაცემული ცნობის მიხედვით, მის მაღაზიაში (მდ. თბილისი, აკ. წერეთლის გამზ. 142ა) იყიდება თაფლის სანთელი კილოგრამი 25 ლარი, თაფლი საშუალო ფასით კილოგრამი 20 ლარი, დინდგელი კილოგრამი 100 ლარი, ფუტკრის ნაყარი 100 ლარი, ოთხჩარჩოიანი პაკეტი - 130 ლარი. წარმოდგენილი კალკულაციით კი ზიანის ასანაზღაურებლად მოთხოვნილია: სკების ოჯახების ღირებულების სახით 23,550 ლარი (60 ოჯახი X ერთი ოჯახის საშუალო შეწონილ ღირებულებაზე 392,5 ლარი) და მიუღებელი შემოსავლის 3 წელზე გაანგარიშებით 108,000 ლარი (თითო ოჯახიდან წლის მანძილზე მისაღები 24,5 კგ. თაფლი X 1 კგ-ს ღირებულებაზე 20 ლარი=490 ლარი, ერთი ბუნებრი-ი ნაყარის 75 ლარი, პლუს 100 გრ. დინდგელის 10 ლ, პლუს 1 კგ. სანთლის 25 ლარი, სულ 600 ლარი X 60 ოჯახზე X 3 წელზე), სულ 131,550 ლარი.
მიუღებელ შემოსავალთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ თავად გი-ი მწ--------–---–ის განმარტებით, იგი ფუტკრის პროდუქტების რეალიზაციას არ ეწეოდა. რაც შეეხება წარმოდგენილ ცნობას, მასში არ არის მითითება მასზედ, რომ ინდ. მეწარმე რაულ ბა-----–---–ი მითითებული ფასებით ახდენდა გი-ი მწ--------–---–ისგან პროდუქციის შესყიდვა-რეალიზებას. ამასთან, მითითებული ცნობა არ შეიცავს ინფორმაციას, 2015-2018 წლებში თაფლის, დინდგელის, ფუტკრის ნაყარის და ოთხჩარჩოიანი პაკეტის ღირებულების შესახებ. უნდა აღინიშნოს ისიც, რომ ინდ. მეწარმე რაულ ბა-----–---–ის საქმიანობის სფერო მოიცავს სპეციალიზებულ მაღაზიებში ყვავილებით, მცენარეებით, თესლით, სასუქებით, შინაური ცხოველებით და შინაური ცხოველების საკვებით საცალო ვაჭრობას.
განსახილველ შემთხვევაში, მოპასუხეების მართლსაწინააღმდეგო მოქმედება რა ნორმათა დარღვევაში გამოიხატა სარჩელში არ არის მითითებული, სარჩელში აღნიშნულია, რომ საყოველთაოდ ცნობილი ფაქტია, რომ მოპასუხეთა კომპანიათა საქმიანობის შედეგად გარემომ განიცადა ზიანი. სასამართლო მართლწინააღმდეგობას ვერ დაადგენს იმ გარემოებაზე მითითებით, რომ მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო კვლევითი პლატფორმის მიერ განხორციელებულ პროექტში არის შეფასება მასზე, რომ მოპასუხე კომპანიათა საქმიანობით 2013-214 წლებში 30 მილიონზე მეტი ზარალი მიადგა გარემოს. სამართლებრი-ი დანაწესის დარღვევის დამდგენი ორგანიზაცია არ არის მწვანე პოლიტიკის სამეცნიერო კვლევითი პლატფორმა, შესაბამისად, მოპასუხე კომპანიათა ქმედების მართლწინააღმდეგობა ამ კვლევით ვერ დადგინდება. ასევე, ზემორე პუნქტებში აღნიშნული მსჯელობის გათვალისწინებით, პრეიუდიციად ვერ იქნება მიჩნეული საგაზეთო სტატია სადაც კომპანიის დირექტორი გარემოს დაცვის საკითხებში ადასტურებს, რომ გარემოზე ზემოქმედების შემცირება კომპანიის გაცხადებული პრიორიტეტია. რაც შეეხება ამონარიდს საქართველოს სახალხო დამცველის 2015 წლის ანგარიშიდან, სახალხო დამცველი შესახებ საქართველოს კანონის 22-ე მუხლის შესაბამისად, საქართველოს სახალხო დამცველის ანგარიშში უნდა მიეთითოს იმ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოს, ადგილობრი-ი თვითმმართველობის ორგანოს ან თანამდებობის პირის, ... ან მეწარმე სუბიექტის შესახებ ინფორმაცია, რომელიც არღვევდა ადამიანის უფლებებსა და თავისუფლებებს, არ ითვალისწინებდა საქართველოს სახალხო დამცველის რეკომენდაციებს ამ უფლებათა აღდგენის ღონისძიებების შესახებ. მართალია, მოცემულ ამონარიდში აღნიშნულია, რომ პრობლემური იყო სა-------ის მიმდებარე ტერიტორიაზე წიაღისეულის მოპოვებითი სამუშაოების გავლენა ბუნებრი- გარემოსა და მოსახლეობის ჯანმრთელობაზე, თუმცა, წარმოდგენილი ამონარიდი ასევე ვერ აქცევს მოპასუხე კომპანიათა საქმიანობას მართლსაწინააღმდეგოდ, რადგან სახელდებით, თუ რომელი სუბიექტის მიერ, რა სახის კანონის დარღვევაზეა საუბარი ამ ამონარიდიდან არ ირკვევა, ხოლო მისი უფრო ვრცელი ვერსია, საიდანაც შესაძლებელი იქნებოდა უფრო სრულყოფილი ინფორმაციის მიღება, სასამართლოში წარმოდგენილი არ ყოფილა. საგულისხმოა ისიც, რომ თავად მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმე რა-----------------–-ძე, მწუხარებით აღნიშნავდა, რომ დღესდღეობით საქართველოში არ მოქმედებს კანონი მეფუტკრეობის შესახებ, რომელიც შესაბამის საწარმოებს დააკისრებდა ვალდებულებას თავიანთი საქმიანობა ეწარმოებინათ იმგვარად, რომ გამორიცხული ყოფილიყო მეფუტკრეობისთვის ზიანის მიყენება და შეიქმნებოდა სპეციალური რეგულაციები, რომელიც დაავალდებულებდა კერძო სამართლის სუბიექტებს ისეთი სახის პრევენციული ღონისძიებების გატარებას, რომელიც მომავალში ზიანის მიყენებას აარიდებდა როგორც გარემოს, ასევე სხვა სუბიექტებს.
ქმედების მართლწინააღმდეგობასთან დაკავშირებით მოპასუხემ განმარტა, რომ მოპასუხე კომპანიების საქმიანობის არეალი მკაცრად შემოსაზღვრულია მათზე გაცემული ლიცენზიების მიწისა და სამთო მინაკუთვნის ფარგლებით და ამ არეალში წიაღისეულის მოპოვების უფლება შესაბამისი ლიცენზიების საფუძველზე სახელმწიფოსაგან აქვთ მინიჭებული. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ წიაღით სარგებლობა მართლზომიერი საქმიანობაა. წიაღით სარგებლობისას ლიცენზიანტი არც მოსარჩელისა და არც სხვის კერძო საკუთრებაში შეჭრილა. სალიცენზიო ტერიტორია არ მოიცავს სოფელ ბა-–--ს. სა-------ის საბადოს დამუშავების უფლება შპს „R-- GO---ს“ გააჩნია ორი მოქმედი ლიცენზიის საფუძველზე. პირველია სა-------ის საბადოს შესწავლა-მოპოვების ლიცენზია N10, რომლის მოქმედების ვადა გაგრძელდა 2020 წლის 1 იანვრამდე. სს „R-- co-----“ რომლის პირვანდელი სახელწოდება სს „მად-----–ია“, ფლობს მად-----–ის საბადოს დამუშავების ლიცენზიას, რომელიც მოსარჩელის საცხოვრებელი სახლის სხვა მხარეს, დაახლოებით 4 კმ.-ის დაშორებით მდებარეობს. სა-------ის საბადოზე მოსამზადებელი და გადახსნითი სამუშაოები, დაწყებულ იქნა 2008 წლიდან, უშუალოდ მადნის მოპოვება კი საბადოს „კვ----–-----–ის“ უბნიდან დაიწყო 2010 წელს. აღნიშნული პერიოდიდან მოყოლებული მოსარჩელეს პრეტენზიები მეფუტკრეობის ხელშეშლასთან დაკავშირებით არ ჰქონია.
ამასთან, როგორც სასამართლომ ზემო პუნქტებში აღნიშნა, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ–სამართლებრი-ი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის განჩინება, რომლითაც შეჩერდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის სრულიად სხვა - 13.03.2014წ. N01/01/-1227 ადმინისტრაციულ-სამართლებრი-ი აქტი, რომელიც სა-------ის საბადოზე სამუშაოების განახლების სამართლებრი-ი საფუძველი არც ყოფილა. სა-------ის საბადოს ყაჩაღიანის უბანზე კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი გაუქმდა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრისა და საქართველოს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნული სააგენტოს გენ. დირექტორის 12.12.2014 წ. N03/266 და N2/271 ბრძანებების საფუძველზე. ამასთან, სააგენტოს 12.12.2014წ. N12/09/1885 ადმინისტრაციული აქტით კომპანიას მიეცა სა-------ი-ყაჩაღიანის არქეოლოგიური ობიექტის აღების (დაშლის) ნებართვა, რის საფუძველზედაც კომპანიამ სა-------ის საბადოს ყაჩაღიანის უბნის დამუშავება დაიწყო 2014 წლის 13 დეკემბრიდან. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2 და 30 ოქტომბრის განჩინებებით ამ საქმეზე სარჩელები განუხილველად იქნა დატოვებული. შესაბამისად, შპს „R-- GO--ის“ მიერ სა-------ის საბადოს ყაჩაღიანის უბნის დამუშავების არამართლზომიერების დამადასტურებელი გადაწყვეტილება საქმეზე წარმოდგენილი არ ყოფილა.
სასამართლოს მიერ შესაფასებელ შემდეგ საკითხს წარმოადგენს ბრალეულობის საკითხის გარკვევა. რადგან დელიქტური პასუხისმგებლობის ერთ-ერთი კომპონენტი ბრალია, ხოლო მართლწინააღმდეგობა გამოწვეული უნდა იყოს განზრახი ან გაუფრთხილებელი ქმედებით.
პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს რა-----------------–-ძის ჩვენებასა და მის მიერ გაცემულ დოკუმენტზე, სადაც იგი ფუტკრის გადაშენების გამოკვეთილ ფაქტორებს ასახელებს: 1. თაფლოვანი, ნექტრის მომცემ მცენარეთა მიერ გამოყოფილი არომატის (ყვავილობის) გა---ობა, მომწამვლელი ციანიდური ხსნარებით და აგრეთვე აფეთქებით, (ჰაერში გამოფრქვეული დამწვარი დენთის კვამლი, გაზი) CO-ს სუნით გაჯერებული ჰაერის გამო. 2. მძიმეწონიანი გადამზიდი მანქანების და მადნის სამსხვრევ დამქუცმაცებელი დანადგარების (დრაბილკის) მეშვეობით გამოწვეული ხმაური და მტვერი. 3. ქარის მეშვეობით ათობით კილომეტრის მანძილზე რადიუსით გადატანილი ციანიდური და კვ---–---ული მადნების მტვრით (ტყვიის და სხვა მომწამვლელი ნი-თიერებების შემცველი) წყლის, მიწის და ჰაერის გაჯერება. 4. მდინარე მაშავერას გასწვრი- რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მთების გადათხრასთან ერთად, ტყისა და მინდვრის მცენარეების და ყვავილოვანი თაფლის მომცემი ბალახის განადგურება - ფუტკრის საკვები ბაზის მოსპობა. საგულისხმოა ისიც, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა რა-----------------–-ძემ უარყო მის მიერ გაცემულ დოკუმენტში პირველ პუნქტად დაფიქსირებული ფუტკრის გადაშენების ერთ-ერთ ფაქტორად მითითებული მომწამვლელ ციანიდური ხსნარებით და აგრეთვე აფეთქებით, (ჰაერში გამოფრქვეული დამწვარი დენთის კვამლი, გაზი) CO-ს სუნით გაჯერებული ჰაერის გამო, თაფლოვანი, ნექტრის მომცემ მცენარეთა მიერ გამოყოფილი არომატის (ყვავილობის) გა---ობის ფაქტის ადგილზე ვიზუალური ხილვის/შესწავლის ფაქტი, რაც შეეხება სხვა დანარჩენ 3 ფაქტორს, მან მიუთითა, რომ მას შემდეგ რაც მის მიერ შექმნილ მეფუტკრეთა კავშირის წევრმა გი-ი მწ--------–---–მა აცნობა მისი ფუტკრის დანელების შესახებ, მან შეისწავლა ეს საკითხი პრესაში გავრცელებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით და გასცა დასახელებული დოკუმენტი.
რაც შეეხება ბოლნისის მუნიციპალიტეტის მიერ გი-ი მწ--------–---–ისთვის დახმარების სახით 300 ლარიანის დახმარების გაცემის მნიშვნელობას მოცემულ დავასთან, სასამართლოს შეხედულებით კონკრეტული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მცხოვრები პირისთვის დახმარების გაწევის ფაქტი, არ უქმნის სასამართლოს რწმენას, დახმარების მოთხოვნის შესახებ განცხადებაში ზიანის მიმყენებელი სუბიექტის, ერთმნიშვნელოვნად ზიანის მიმყენებელ პირად მიჩნევის შესახებ, რადგან მოპასუხე კომპანიები წარმოადგენენ კერძო სამართლის სუბიექტებს, ხოლო კერძო სამართლის სუბიექტის მიერ ფიზიკური პირისთვის ზიანის მიყენების გამო მატერიალურად პასუხისმგებელ პირად სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს მიჩნევა გაუმართლებელია, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ამ ორ სუბიექტს შორის არა----არი კავშირი სახეზე არ არის.
მოწმე რა-----------------–-ძის მიერ ასევე გაცხადებულ იქნა, რომ ფუტკრის ისეთი გავრცელებული დაავადებები, როგორიცაა ფუტკრის ტკიპა ვაროატოზი, რომელიც მისი განმარტებით თვალითაც ჩანს საფუტკრეში და ლაბორატორიულ გამოკვლევასაც არ საჭიროებს, ასევე ამერიკული და ევროპული სიდამპლეები, რომლებსაც ასევე ვიზუალურად არ ახლდა დაავადებისათვის დამახასიათებელი კლინიკა, გამოირიცხა და მი-იდა დასკვნამდე, რომ ეს ყველაფერი გამოწვეული იყო ფუტკრის საკვები ბაზის განადგურებით და იმ მძიმე მეტალების ზემოქმედებით, რაც ამ ტერიტორიაზე ისედაც თვალნათლი- ჩანდა. მისი-ე ჩვენებით, როდესაც მოსარჩელე მასთან მი-იდა, მას ფაქტობრი-ად განადგურებული ყავდა ფუტკარი, ამდენად, ინფექციური ან ინვაზიური დაავადების არ არსებობის შესახებ მან დაასკვნა იმ პირობებში რომ ფუტკრების ვიზუალური დათვალიერება ვერ მოახდინა. მოწმემ ასევე განმარტა, რომ ფაროსანას წინააღმდეგ გამოყენებული ქიმიური საშუალებები, ასევე ჰერბიციდები და სხვადასხვა სახის პესტიციდები მსოფლიოს მასშტაბით ასევე ფუტკრის განადგურების მიზეზია. მისი მტკიცებით, ფუტკრის შემცირებისა და გადაშენების პრობლემა მწვავედ დგას მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში და მეცნიერება დღესაც იკვლევს ამ პროცესს.
მოწმემ აღნიშნა, რომ ვინაიდან გი-ი მწ--------–---–ის ფუტკრის თანდათანობით დაკნინება დანელების პროცესი რამდენიმე წლის განმავლობაში მიმდინარეობდა, მას შეეძლო ადრეულად მიეღო ზომები ამის წინააღმდეგ, თუმცა, ვინაიდან მოსარჩელე ეწეოდა ფუტკრის სტაციონარულ მოვლას და მომთაბარეობას არ მიმართავდა, ამანც შეუწყო ხელი საბოლოო შედეგის დადგომას, რადგან მომთაბარეობის შემთხვევაში თუკი მოხდებოდა ფუტკრის ტერიტორიიდან გაყვანა აცილებულ იქნებოდა საბოლოო ნეგატიური შედეგი.
სასამართლო სხდომაზე დაიკითხა არაერთი მოწმე რომელნიც სოფელ ბა-–--ში ამჟამადაც მეფუტკრეობით არიან დაკავებულნი. მათი განმარტებით ისინი მეფუტკრეობას ეწევიან როგორც მთაბარობით, ისე სტაციონარულად. მოწმე შა---ო შა-----–---–ის განმარტებით მას ჰყავს სამი ძირი ფუტკარი, რომელთა მოვლაში ახლობლები ეხმარებიან. მისი მტკიცებით, ვინაიდან, გაზაფხულის პერიოდში მიზანშეწონილია ფუტკრების გაყვანა, მისი ფუტკრები გაყვანილი ჰყავს რუსთავში. გარდა ამ ფაქტობრი-ი გარემოებისა, მოწმეებმა ასევე მიუთითეს, რომ მათ ფუტკარს ხშირად ემართებათ ფუტკრის ტკიპა ე.წ. ვაროატოზი, რომელსაც კურნავენ შესაბამისი პრეპარატებით. მე--–--დ შა-----–---–ის მტკიცებით, მისი ფუტკრის ოჯახებზე გასულ წელს მოხდა დაცემა (მშიერი ფუტკრების მიერ ფუტკრის სხვა ოჯახების საკვები ბაზის განადგურება), რის გამოც ფუტკრის ორი ოჯახი დაეხოცა. მისი მტკიცებით, ფუტკრის ოჯახების განადგურების ძირითადი მიზეზი არის დაცემა და ტკიპა. მოწმე და---- ხუ–-–---–ის ჩვენებით, იგი 20 წელია მეფუტკრეობას მისდევს. 3-4 წლის წინ მას სრულად გაუნადგურდა ფუტკრის ოჯახები, რადგან გარკვეული პერიოდი თავის საცხოვრებელ ადგილას არ იმყოფებოდა, ხოლო მეუღლემ მათი მოვლა ვერ შეძლო. მოწმე ვლ------რ კო----–-–---–მა განმარტა, რომ გასულ ზამთარს ფუტკრის ერთი ძირი გაუნადგურდა საკუთარი დაუდევრობით, რადგან მათ საკმარისი ოდენობის საკვები არ დაუტოვა. ზამთარში, მცენარეული საფარის შემცირების და ყვავილოვან მცენარეთა არ არსებობის გამო, ფუტკარს საკვებად უტოვებენ შა---ის სიროფს, რათა შიმშილმა ფუტკარი არ გაანადგუროს. სწორედ ეს შედეგი დაუდგა მას, რადგან საკმარისი ოდენობის საკვებით არ მოამარაგა ფუტკარი. მოწმემ ასევე განაცხადა, რომ როგორც წესი, ფუტკარი მუდამ ავადობს ტკიპით და გაზაფხულსა და შემოდგომაზე ხდება მათი შეწამვლა.
საგულისხმოა ისიც, რომ სოფელ ბა-–--ში მეფუტკრეობას სტაციონარული წესით დღესაც ეწევიან მოწმეები ვლ------რ კო----–-–---–ი, და---- ხუ–-–---–ი, ასევე მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმის შა---–ა და-–---–---–ის მიერ ხსენებული პირი ნოდარ მე-–---–---–ი, შესაბამისად, მთაბარობის გარეშე მეფუტკრეობა სოფელ ბა-–--ში დღესაც შესაძლებელია.
ქმედებასა და შედეგს შორის არსებული მიზეზობრი- კავშირის კვლევის ნაწილში სასამართლო კვლავ მიუთითებს, რა-----------------–-ძის მიერ გაცემულ დოკუმენტზე, სადაც იგი ფუტკრის გადაშენების გამოკვეთილ ფაქტორებად ასახელებდა: 1. თაფლოვანი, ნექტრის მომცემ მცენარეთა მიერ გამოყოფილი არომატის (ყვავილობის) გა---ობას, მომწამვლელ ციანიდური ხსნარებით და აგრეთვე აფეთქებით, (ჰაერში გამოფრქვეული დამწვარი დენთის კვამლი, გაზი) CO-ს სუნით გაჯერებული ჰაერის გამო. 2. მძიმეწონიანი გადამზიდი მანქანების და მადნის სამსხვრევ დამქუცმაცებელი დანადგარების (დრაბილკის) მეშვეობით გამოწვეული ხმაურსა და მტვერს. 3. ქარის მეშვეობით ათობით კილომეტრს მანძილზე რადიუსით გადატანილ ციანიდური და კვ---–---ული მადნების მტვრით (ტყვიის და სხვა მომწამვლელი ნი-თიერებების შემცველი) წყლის, მიწის და ჰაერის გაჯერებას. 4. მდინარე მაშავერას გასწვრი- რამდენიმე კილომეტრის მანძილზე მთების გადათხრასთან ერთად, ტყისა და მინდვრის მცენარეების და ყვავილოვანი თაფლის მომცემი ბალახის განადგურებას - ფუტკრის საკვები ბაზის მოსპობას.
სასამართლო აღნიშნავს, რომ რა-----------------–-ძის ჩვენებით 2015-2018 წლებში - ფუტკრის ოჯახთა თანდათანობით დაკნინება-დანელების პროცესი ინტოქსიკაციის პირობებში მისაღებია, ისე, რომ მეფუტკრემ შეიძლება არც იცოდეს მიზეზი, ვინაიდან, ეს შესაძლოა გამოწვეული ყოფილიყო საკვები ბაზის უკმარისობით ან ინტოქსიკაციით. მან სოფელ ბა-–--ში და მიმდებარე ტერიტორიაზე, მცენარეული საფარის მტვრით და ყვავილის ნექტარის მძიმე მეტალებითა და ტოქსინებით დაბინძურების ფაქტი დაასკვნა ვიზუალური დათვალიერების გარეშე, პრესით გავრცელებული ინფორმაციის გათვალისწინებით და შესაბამისი ლაბორატორიული კვლევები მას არ ჩაუტარებია. მისი-ე განმარტებით, ლაბორატორიულად ამის შემოწმება დღესდღეობით შესაძლებელია, თუმცა ფუტკრის ან მცენარის საკვლევი ნიმუშები ნექტარის ინტოქსიკაციის ფაქტის ან მასში მძიმე მეტალების კონცენტრაციის მიზნით ლაბორატორიაში არ წარდგენილა.
სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ მოსარჩელე მხარის მითითებით ზიანის გამომწვევ მიზეზს წარმოადგენდა მომწამვლელი ციანიდური ხსნარებით და აგრეთვე აფეთქებით, CO-ს სუნით გაჯერებული დაბინძურებული ჰაერი; მძიმეწონიანი გადამზიდი მანქანების და მადნის სამსხვრევ დამქუცმაცებელი დანადგარების (დრაბილკის) მეშვეობით გამოწვეული ხმაური და მტვერი; ქარის მეშვეობით ათობით კილომეტრის მანძილზე რადიუსით გადატანილი ციანიდური და კვ---–---ული მადნების მტვერით წყლის, მიწის და ჰაერის გაჯერება. ამ ნაწილში მოსარჩელემ ამ ფაქტობრი- გარემოებათა მტკიცება განახორციელა, რა-----------------–-ძის მიერ გაცემული ცნობის, „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრი-ი პლატფორმის“ მიერ შედგენილი კვლევის, არასამთავრობო ორგანიზაცია „საერთაშორისო გამჭირვალობის“ ვებგვერდზე გამოქვეყნებული სხვა არასამთავრობო ორგანიზაციის - „მწვანე ალტერნატი-ის“ მიერ მომზადებული ინფორმაციის წარმოდგენით, ხოლო აღნიშნულის საპირწონედ მოპასუხის მიერ წარმოდგენილ იქნა 03.04.2014წ. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად მავნე ნი-თიერებათა გაფრქვევის ანგარიშის მიხედვით ობიექტის ექსპლუატაციის შედეგად ატმოსფერულ ჰაერში გაფრქვეული არცერთი მავნე ნი-თიერების კონცენტრაცია არ აჭარბებს ნორმით დადგენილ მის დასაშვებ მნიშვნელობას საწარმოდან დაშორებული 500 მეტრი რადიუსის მანძილზე, ამიტომ მავნე ნი-თიერებათა გაფრქვევის მიღებული რაოდენობები კვალიფიცირდება როგორც ზღვრულად დასაშვები გაფრქვევები. ამასთან, კომპანიის მიერ მოპოვებული ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის საფუძვლად გარემოს დაცვის სამინისტროში წარდგენილი გარემოზე ზემოქმედების შეფასების (გზშ) ანგარიშით განსაზღვრულია გარემოს მონიტორინგის პროგრამა, რომლის მიხედვით კომპანია ახორციელებს გარემოს შემადგენელი ელემენტების და მათ შორის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს, გზშ-ით განსაზღვრული პერიოდულობის მიხედვით. მონიტორინგი მიმდინარეობს საწარმოო ტერიტორიაზე, დადგენილი 500 მეტრის რადიუსში და ასევე ამ რადიუსის მიღმაც, უახლოესი დასახლებული პუნქტის (სოფ. ბა-–--ის) ტერიტორიაზეც. კომპანიის მიერ 2018 წლის მაგალითზე განხორციელებული პერიოდული გაზომვების მიხედვით ციანწყალბადმჟავის, ნახშირჟანგის, აზოტის ოქსიდების კონცეტრაცია სოფ. ბა-–--ის უახლოესი მოსახლის მიმდებარე ტერიტორიაზე საერთოდ არ ფიქსირდება, ხოლო, რაც შეეხება, ატმოსფერულ ჰაერში მტვრის კონცენტრაციასა და ხმაურის დონეს, ეს პარამეტრებიც სოფ. ბა-–--ის უახლოესი მობინადრის მიმდებარედ ნორმის ფარგლებშია.
მოსარჩელე მხარე მუდმი-ად აპელირებდა, რომ გარემოს შემადგენელი ელემენტების და მათ შორის ატმოსფერული ჰაერის ხარისხის მონიტორინგს თავად მოპასუხე კომპანია აწარმოებდა და მათი კვლევები არ შეიძლება სანდოდ მიეჩნია სასამართლოს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მოსარჩელის ვარაუდს, რომ სოფელ ბა-–--ში ჰაერი იმგვარად არის დაბინძურებული რომ არა მხოლოდ ფუტკარს, არამედ ადამიანსაც კი არ ძალუძს ცხოვრება, აბათილებს სოფელ ბა-–--ის მკვიდრ, მოწმეთა ჩვენებებით, რომელნიც სასამართლოს აწვდიან ინფორმაციას მათი საქმიანობის შესახებ რაც დაკავშირებულია სოფლის მეურნეობის პროდუქციის წარმოებასთან, მათ შორისაა მოწმე ხვ--- გუ-----–---–ის ჩვენება, რომელიც არა მხოლოდ მეფუტკრეობით, არამედ ასევე მეცხოველეობით არის დაკავებული, წარმოადგენს საქართველოს ფერმერთა ასოციაციის წევრს და ადგილობრი-ად, მუდმი-ად საკუთარი საქმიანობის გაფართოების და გამრავალფეროვნების პროცესშია. ამასთან, სასამართლოს მსგავსი სახის ინფორმაცია მიაწოდა ასევე მოწმის სახით დაკითხულმა, იმავე სოფლის არაერთმა მკვიდრმა, რომელნიც დღესდღეობით მეფუტკრეობასთან ერთად, სოფლის მეურნეობის სხვა სახის პროდუქციის წარმოებითაც არიან დაკავებულნი და ის ფაქტი, რომ მათი ნაწილი ასევე პარალელურად საქმიანობს მოპასუხე კომპანიებში, ლეგიტიმაციის ვერ ართმევს მათ ჩვენებებს.
მიზეზობრი-ი კავშირის კონტექსტშიც საჭიროა აღინიშნოს, რომ სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. N07/264 წერილის თანახმად ფუტკრის ოჯახების დანელება-დაკნინების და დაღუპვის მიზეზი ვაროატოზთან ერთად შეიძლება იყოს ნოზემატოზიც, სხვადასხვა ბაქტერიოლოგიური ინფექციები და სხვა. იმავე ლაბორატორიის 13.03.2019წ. N07/230 წერილის თანახმად კი დაავადებათა დიაგნოსტიკის დეპარტამენტი იკვლევს ფუტკრის სხვა ისეთ ბაქტერიოლოგიურ დაავადებებს, როგორიცაა სალმონელოზი, ჰემორაგიული სეპტიცემია, პასტერელოზი, ასევე პარაზიტოლოგიური დაავადებები: ბრაულოზი, აკარაპიდოზი, ამებიოზი და სხვა. ამდენად სსიპ სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. N07/264 წერილი, რომელიც პირდაპირ მიუთითებს, რომ ვაროატოზი შეიძლება იყოს ფუტკრის დაკნინება-დანელების და დაღუპვის მიზეზიც. საგულისხმოა ისიც, რომ თავად მოსარჩელე გ. მწ--------–---–ის მიერ იქნა თქმული, რომ ვაროას ტკიპა მუდმი-ად არის ფუტკარში, რასაც ვერ მოსპობ და მუდმი-ად ხდება ამ პარაზიტისგან ფუტკრის განკურნება. ასევე მოწმე შ. და-–---–---–ის ჩვენებით, ის სისტემატურად წამლობდა ფუტკარს ტკიპას გამო, ასევე, მოწმე ვ. კო----–-–---–იც ადასტურებს, რომ ბა-–--ში ფუტკრის გავრცელებული დაავადებაა ვაროატოზი. მის ფუტკარსაც ჰყოლია და ყველას ფუტკარს აქვს ეს დაავადება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება
- ლიცენზია N10 (სერია 53, ლიცენზიის ტიპი VI ABC);
- სსიპ ბუნებრი-ი რესურსების სააგენტოს 30.10.2012წ. N13/544 ბრძანება
- საქართველოს მთავრობის 04.04.2014წ. N593 განკარგულება
- საქართველოს მთავრობის 30.12.2014წ. N2597 განკარგულება და სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 31.12.2014წ. N478/ს ბრძანება
- სასარგებლო წიაღის მოპოვების ლიცენზია N1002122
- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 25.11.2014წ. N167/ს ბრძანება
- ტოპოგრაფიული რუქა;
- მოწმეების რა-----------------–-ძის, ვლ------რ კო----–-–---–ის, და---- ხუ–-–---–ის, შა---ო შა-----–---–ის, ამ----- გო----–--ის, მე--–--დ შა-----–---–ის, ხვ--- გუ-----–---–ის, შა---–ა და-–---–---–ის, ვი-----რ ავ------–---–ის ჩვენებები
- 03.04.2014წ. ეკოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა
- ამონარიდი გზშ-დან
- რუქაზე გამოსახული ატმოსფერული ჰაერის ინსტრუმენტული გაზომვის უბნები
- მავნე ნი-თიერებების, მტვრისა და ხმაურის გაზომვის აქტები
- სსიპ საქართველოს სოფლის მეურნეობის სამინისტროს ლაბორატორიის 20.03.2019წ. N07/264 წერილი
- სსიპ გარემოს ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 27 მარტის N21/712 წერილი.
- სსიპ სურსათის ეროვნული სააგენტოს 26.03.2019წ. N09/2057 წერილი
- ინდ. მეწარმე რაულ ბა-----–---–ის სამეწარმეო რეესტრის ამონაწერი და 2017-2018 წლების ამონაწერები ეკონომიკური საქმიანობის რეესტრიდან.
- არასამთავრობო ორგანიზაციის - „მწვანე ალტერნატი-ის“ მიერ მომზადებული ინფორმაცია
- არასამთავრობო ორგანიზაციის - „მწვანე პოლიტიკის საზოგადოებრი-ი პლატფორმის“ ანალიზი
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 30 მაისის და 2017 წლის 2 და 30 ოქტომბრის განჩინებები
- გი-ი მწ--------–---–ის 01.10.2018 წლის განცხადება
სამოტი-აციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად სასამართლო მი-იდა დასკვნამდე, რომ მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-104-ე მუხლები; სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 992-ე მუხლები.
6. სამართლებრი-ი შეფასება
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, 7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
6.2. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
6.3. ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვეციის მე-6 მუხლით გათვალისწინებული სამართლიანი სასამართლოს უფლების რეალიზება გულისხმობს სასამართლოს მიერ დასაბუთებული, მტკიცებულებათა შეჯერების საფუძველზე მიღებული გადაწყვეტილების მიღებას. მტკიცების ტვირთის როლი განსაკუთრებით ვლინდება სამოქალაქო სამართალწარმოებაში. შესაძლებელია მხარის მოთხოვნა საფუძვლიანი იყოს, მაგრამ შეუძლებელია მხარემ მიიღოს თავისი სასარგებლო გადაწყვეტილება, თუ ვერ დაამტკიცებს თავის სასარგებლო გარემოებებს საპროცესო სამართლით დადგენილი წესით. ამიტომაც, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება მოდავე მხარეებს შორის.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მიხედვით, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს – ცნოს სარჩელი. ამავე კოდექსის მე-4 მუხლის მიხედვით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული შესაგებლები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო მოიხმობს საკასაციო პალატის განმარტებას, ერთ-ერთ საქმეზე (საქმე №ას-1344-2018, 5 აპრილი, 2019 წელი), სადაც სასამართლომ განმარტა, რომ კრიტერიუმი, რომლითაც უნდა იხელმძღვანელოს სასამართლომ იმისათვის, რომ სწორად განსაზღვროს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტებიდან, თუ რომელი ამართლებს სამართლებრი-ად მხარეთა მოთხოვნებს (შესაგებელს) და რომელი არა, ესაა – სარჩელის საგანი (მოსარჩელის მოთხოვნის შინაარსი), მოპასუხის შესაგებელი და შესაბამისი მატერიალურ სამართლებრი-ი ნორმა. მტკიცების საგანში შემავალი გარემოებებიდან ერთი ნაწილი უნდა დაამტკიცოს მოსარჩელემ, მეორე ნაწილი კი – მოპასუხემ. ამასთან ერთად, დამტკიცების ტვირთის განაწილების საფუძველზე, მოსარჩელე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოპასუხემ უნდა დაამტკიცოს და პირიქით, მოპასუხე თავისუფლდება იმ ფაქტების დადგენისაგან, რომელიც მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს. მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის განაწილების ინსტიტუტი მიუთითებს არა მარტო იმაზე, თუ რომელმა მხარემ რა ფაქტები უნდა დაადგინოს, არამედ იმაზეც, თუ რომელი ფაქტების დადგენის მოვალეობისაგან თავისუფლდება ესა თუ ის მხარე. შესაბამისად, მოსარჩელემ, როგორც წესი, უნდა დაამტკიცოს ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის წარმოშობის საფუძველს, ხოლო მოპასუხემ კი – ყველა გარემოება, რომელიც წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის საფუძველს (იხ. ჰ. ბოელინგი, ლ, ჭანტურია, სამოქალაქო საქმეებზე გადაწყვეტილებათა მიღების მეთოდიკა, თბ., 2003, გვ.64).
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.
ვალდებულების დარღვევა სამოქალაქო-სამართლებრი-ი პასუხისმგებლობის დადგომის საფუძველია, რომელიც იურიდიული პასუხისმგებლობის სახეა. სამოქალაქო-სამართლებრი-ი პასუხისმგებლობის ფორმათაგან ზიანის ანაზღაურებას აქვს უნი-ერსალური მნიშვნელობა და გამოიყენება სამოქალაქო უფლებათა დარღვევის ყველა შემთხვევაში, მაშინ როცა სხვა ფორმების გამოყენებაზე პირდაპირ უთითებს კანონი ან ხელშეკრულება კონკრეტული სამართალდარღვევისას. იმისთვის რომ პირს დაეკისროს მატერიალური პასუხისმგებლობა საჭიროა რომ სახეზე იყოს სამართალდარღვევის შემადგენლობა. როგორც ზემორე პუნქტებში აღინიშნა, დელიქტური პასუხისმგებლობის საფუძველია სამართალდარღვევის შედეგად მიყენებული ზიანი, დამრღვევის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, მიზეზობრი-ი კავშირი მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის და სამართალდამრღვევის ბრალი.
სასამართლოს მიერ დადგენილ იქნა, რა მტკიცების ტვირთის განაწილების საკითხი დელიქტურ ვალდებულებებთან დაკავშირებით, აღინიშნა, რომ როგორც ზიანის მიყენების ფაქტის, ასევე განცდილი ზიანის ოდენობის დამტკიცების ტვირთი აწევს მოსარჩელეს.
პირს (მოცემულ შემთხვევაში - შპს ,,R-- GO---ს’’ და სს ,,R-- co-----ს’’) ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ ერთდროულად არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების პირობები, კერძოდ, თუ: 1. არსებობს ზიანი; 2. ზიანი მიყენებულია მოცემული პირის მართლსაწინააღმდეგო ქმედებით; 3. ამ მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრი-ი კავშირი; 4. ზიანის მიყენებაში ბრალი მიუძღვის მოცემულ პირს, როგორც ზიანის მიმყენებელს. აღნიშნული პირობებიდან: დადგენილია ზიანი, თუმცა ვერ დადგინდა კონკრეტულად მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო ქმედება, ვერ დადგინდა მიზეზობრი-ი კავშირი მოპასუხის რომელიმე (მართლსაწინააღმდეგო) ქმედებასა და გი-ი მწ--------–---–ისთვის მიყენებულ ზიანს შორის, ვერ დადგინდა მოპასუხის ბრალი. მოპასუხემ დაამტკიცა, დამდგარ ზიანში მისი ბრალის არ არსებობა.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოში საქმის განხილვა უპირველესად სამოქალაქო სამართლის ფუნდამენტური - შეჯიბრებითობის პრინციპის სრული დაცვით წარიმართა. ასევე, სასამართლომ გაითვალისწინა რა დავის საგნის სპეციფიკურობა, რომელიც სპეციალურ ცოდნაზეა დამყარებული სრულად და ყოველმხრი- გამოიკვლია საქმის გარემოებები, დააკმაყოფილა მხარეთა შუამდგომლობები ყველა იმ პირის - დაკითხვის თაობაზე, რომელთაც თუნდაც სულ მცირედი შეხება ჰქონდა მოცემულ დავასთან. სწორედ მხარეთა მიერ წარმოდგენილ და მათ მიერ შექმნილ მტკიცებულებებზე დაყრდნობით მიიღო სასამართლომ გადაწყვეტილება.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემული სადაო საკითხი არის სპეციფიკური, სპეციალურ ცოდნაზე დამყარებული და ამ საკითხის გადაწყვეტისათვის მნიშვნელოვანია სწორედ გარკვეული სახის მტკიცებულებები, რომლებიც უნდა ემყარებოდეს ფუტკრის თანდანთანობით განადგურების მიზეზების თაობაზე სპეციალურ ლაბორატორიულ გამოკვლევებს და ასეთი სახის მტკიცებულები უნდა წარმოადგინონ თავად მხარეებმა.
შპს ,,R-- GO---ს’’ და სს ,,R-- co-----ი’' ის საქმიანობას და მოსარჩელის ქონებრივი ინტერესის მიმართ დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობის დადგენისას სასამართლო სარგებლობს „რომ არა“ ტესტით. conditio sine qua non - ძირითადი, შეუცვლელი პირობა, მოქმედება, შემადგენელი ნაწილი რომლის გარეშეც რაღაც არ მოხდებოდა.
სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია, აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის მიხედვით თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და სასამართლო განხილვის შედეგად, მოსარჩელემ ვერ დაამტკიცა ის გარემოებები, რაზეც ამყარებს თავის სარჩელს, სათანადო მტკიცებულებებით ვერ დაადასტურა, რომ ფუტკრის ნელ-ნელა დაკნინება-დანელების პროცესი გამოწვეული იყო მოპასუხეთა მართლსაწინააღმდეგო ბრალეული ქმედებებით, სს „R-- copperი-ს“ შემასქელებელი რეზერვუარიდან მჟავე კარიერული წყლის მდ. კაზრეთულაში ჩაღვრით გარემოსთვის 1 078 188 ლარის ზიანის მიყენების შესახებ, სასამართლოსთვის შესაბამისი მტკიცებულება წარმოდგენილი არ ყოფილა, დასახელებულ იქნა ფუტკრის თანდათანობით დაკნინება-დანელების არაერთი მიზეზი, რომელთა შორის შესაძლოა ყოფილიყო როგორც ბაქტერიული, ასევე ინფექციერი დაავადებები, ასევე, ნიადაგის პესტიციდებით და ჰერბიციდებით დამუშავება. მოსარჩელის მიერ, უტყუარი, მყარი და სათანადო მტკიცებულება, რომელიც ფუტკრის დაკნინება-დანელების ერთადერთ მიზეზად შპს ,,R-- GO---ის’’ და სს ,,R-- co-----ის’’ მართლსაწინააღმდეგო საქმიანობა გახდებოდა, ხოლო, მოპასუხედ ცნობილმა შპს ,,R-- GO---მა’’ და სს ,,R-- co-----მა’’ დაუსაბუთა სასამართლოს დამდგარი ზიანში მისი ბრალის არარსებობა, რამაც განაპირობა გი-ი მწ--------–---–ისთვის სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმა.
7. საპროცესო ხარჯები
მოსარჩელე გი-ი მწ--------–---–ი სასამართლოს მიერ გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით
გადაწყვიტა:
1. გი-ი მწ--------–---–ის სარჩელი შპს ,,R-- GO---ის’’ და სს ,,R-- co-----ის’’ მიმართ ზიანის ანაზღაურების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.
2. მოსარჩელე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან გათავისუფლებულია.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩი-რდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
4. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ კანონიერი წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
5. პირები, რომლებიც არ განეკუთვნებიან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებულ სუბიექტებს, ვალდებულნი არიან გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდნენ ბოლნისის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბარონ გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩი-რების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნინო თარაშვილი