გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 14.06.2019
საქმის ნომერი
120310018002770679
კატეგორია
დავის ტიპი
დავები ადმინისტრაციული ორგანოს ქმედების განხორციელების ან ქმედების განხორციელებისაგან თავის შეკავები
თარიღი
14.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2770679-3/208-19წ.

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

შესავალი ნაწილი

14 ივნისი 2019 წელი ქ. ახალციხე

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი

სხდომის მდივანი მარიამ სუხიაშვილი

მოსარჩელე - გ--–--- რ--------

წარმომადგენელი - ი--- მ---–---

მოპასუხე - ბ----------- მუნიციპალიტეტის მერია

წარმომადგენელი - თ-- კ-----

მოპასუხე - საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტო

წარმომადგენელი - ი---- ა------–---–-

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი ს/კ 6--10.0--3-- მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის (ვირტუალური) უარი და დაევალოს ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას დაადგინოს საკადასტრო კოდით 6--10.0--3-- რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და საკადასტრო აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 0-.0--2019წ. N------ გადაწყვეტილება.

1.3. ბათილად იქნეს ცნობილი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.11.2018წ. N--------------- გადაწყვეტილება და დაევალოს გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული აქტი, განიხილოს გ--–--- რ--------ის სარეგისტრაციო განცხადება და განაახლოს წარმოება.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

მოსარჩელემ განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლების რეგისტრაცია უძრავ ნივთზე.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მოთხოვნით 20.07.2018წ. წარადგინა მომიჯნავე მეზობლების თანხმობა მიწის იდენტურობის დადგენის მიზნით, რომლებიც ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ გ--–--- რ--------ის მიერ წარდგენილი აზომვითი ნახაზი ნამდვილად იდენტურია იმ მიწის ნაკვეთისა, რაც 26.09.2005წ. ნასყიდობის ხელშეკრულებით შეიძინა. შესაბამისად არ არსებობდა იდენტურობის დადგენის მიზნით მერიისადი მიმართვის აუცილებლობა.

 

ასევე უკანონოა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ვირტუალური აქტი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ, ვინაიდან მიწის იდენტურობის დადგენის მოთხოვნიდან გავიდა დიდი დრო - წელიწადზე მეტი, მერიას არ უმსჯელია აღნიშნულ საკითხზე.

 

2. მოპასუხის პირების პოზიცია

 

2.1. მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიაში საქმეთა სიმრავლის გამო და დაბა ბ---------–- განაშენიანების რეგულირების გეგმაში გარკვეული კორექტირების შეტანის საფუძველზე, ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ შეუძლებელი იყო მიწის ნაკვეთზე იდენტურობის დადგენა.

 

ადმინისტრაციულმა ორგანომ ტექნიკური პირობების (მხოლოდ ერთი სპეციალისტი აყავთ) გამო ვერ შეეძლო საკითხის განხილვა. არ არსებობს მუნიციპალიტეტის არც დადებითი და არც უარყოფითი გადაწყვეტილება დაზუსტებული მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით.

 

2.2. მოპასუხე საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენელმა ი---- ათუნაშვილმა განმარტა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2018 წლის 7 მაისს განცხადებით მიმართა ი--- მ---–---მ, როგორც გ--–--- რ--------ის წარმომადგენელმა და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი იდენტურობის დასადგენად. ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ქაღალდის ვერსიას - მიწის ნაკვეთის გენ-გეგმას არ გააჩნია კოორდინატთა ბადე, მასში მითითებულია მხოლოდ ორი მეზობელი და გზა. წარდგენილი ნახაზის და ქაღალდის ვერსიის შესაბამისობის დადგენა შეუძლებელი იყო.

 

ამასთან, გ--–--- რ--------ის მიერ 2017 წელს რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი სხვა ტერიტორიაზე და დაფიქსირდა ზედდება სხვა მესაკუთრეებთან. სიტუაციური ნახაზიდან ირკვევა, რომ საკადასტო აზომვითი ნახაზი გზის ქვედა მხარე იყო დახაზული, ხოლო 2018 წელს წარდგენილი აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთი მდებარეობს გზის ზედა მხარეს.

 

ამასთან, გ--–--- რ--------ის მიერ წარმოდგენილი მეზობლების თანხმობების გადამოწმებით გაირკვა, რომ ძველ მონაცემში მითითებული მეზობლები არ ემთხვევა დღევანდელ რეგისტრირებული მონაცემს, ისინი არც წინა მესაკუთრეები არ ყოფილან.

 

ვინაიდან არ დგინდებოდა რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და საკადასტრო აზომვით ნახაზზე არსებული მიწის ნაკვეთების იდენტურობა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან გამოთხოვილი იქნა მიწის ნაკვეთის იდენტურობის შესახებ ინფორმაცია.

 

სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით რეგისტრაცია მიიღება ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან პასუხის მიღებისთანავე. შესაბამისად, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათალად ცნობის საფუძველი

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. 2005 წლის 26 სექტემბერს ე---------- ს----------- და გ--–--- რ------- შორის დაიდო ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გ--–--- რ--------მა ე---------- ს--------------- შეიძინა უძრავი ქონება, ს/კ 6--10.0--3--.~

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2005 წლის 26 სექტემბრის ხელშეკრულება უძრავი ქონების ნასყიდობის შესახებ.

 

3.2. 2017 წლის 17 მაისს გ--–--- რ---------- N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- წ------ ქუჩის მიმდებარედ მდებარე უძრავ ნივთზე სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გ--–--- რ--------ის 17.05.2017წ. განცხადება;

 

3.3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 3 ივნისს მიიღო N-------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც გ--–--- რ--------ს ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება ბ----------- მუნიციპალიტეტისადმი გაგზავნილ წერილზე პასუხის მიღებისთანავე. ამასთანავე დაინტერესებულ პირს განემარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება შესაძლებელი იქნებოდა აგრეთვე ორი მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა კანონით დადგენილი წესით დამოწმებული თანხმობის წარდგენის შემთხვევაში მიწის ნაკვეთის ადგილმდებარეობის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.06.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3.4. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2017 წლის 3 ნოემბერს მიიღო N-------------07 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტის შესახებ, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში განმცხადებელმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.11.2017წ. გადაწყვეტილება.

 

3.5. 2018 წლის 7 მაისს გ--–--- რაიმოდნის წარმომადგენელმა ი--- მ---–---მ N------------ სარეგისტრაციო განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, წარადგინა ახალი ნახაზი და მოითხოვა ბ----------- მუნიციპალიტეტის დაბა ბ---------–- წ------ ქუჩის მიმდებარედ მდებარე უძრავ ნივთზე ს/კ 6--10.0--3--ა, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ი--- მიქაცაძის 07.05.2018წ. განცხადება;

 

3.6. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გ--–--- რ--------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 14 მაისს ბ----------- მუნიციპალიტეტში გადაგზავნა გ--–--- რ---------- განცხადება და ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ს/კ 6--10.0--3--ა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 14.05.2018წ. N------ მიმართვა ბ----------- მუნიციპალიტეტს.

 

3.7. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 14 მაისს მიიღო N-------------05 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ, რომლითაც გ--–--- რ--------- ეცნობა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღება 2018 წლის 14 მაისის ბ----------- მუნიციპალიტეტისადმი გაგზავნილ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 14.05.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3.8. 2018 წლის 18 ივლისს ი--- მ---–---მ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში წარადგინა ნოტარიულად დამოწმებული ც-–---- დ--------–---- და ს-----– ხ-------------- განცხადება, რომლითაც ისინი ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ გ--–--- რ--------- ნამდვილად ფლობს და სარგებლობს სასოფლო-სამეურნეო დანიშნულის მიწის ნაკვეთით, მდებარე ბ----------- რაიონი დაბა ბ----------- კ.წ------ ქუჩის მიმდებარედ. ასევე ადასტურებენ ნაკვეთის ადგილმდებარეობას და კონფიგურაციას, რომელიც არის შპს K---------ის მიერ 0--05.2018წ. შესრულებულ სკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტური.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ც-–---- დ--------–---- და ს-----– ხ-------------- 17.07.2018წ. განცხადებები;

 

3.9. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 24 ივლისს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N-------------07 გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 14 მაისის N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 24.07.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3.10. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 16 ნოემბერს მიიღო სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ N--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 14 მაისის N------ წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 16.11.2018წ. გადაწყვეტილება.

 

3.11. ი--- მ---–---მ 15.03.2019წ. გაასაჩივრა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს 16.11.2018წ. გადაწყვეტილება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 0-.0--2019წ. გადაწყვეტილება.

 

3.12. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 0-.0--2019წ. გადაწყვეტილებით გ--–--- რ--------ის წარმომადგენელს ი--- მ---–---ს უარი ეთქვა 2019 წლის 15 მარტის N--------- ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 0-.0--2019წ. N------ გადაწყვეტილება.

 

3.13. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას გ--–--- რ--------ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- მხარეთა ახსნა-განმარტება.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ და ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--–--- რ--------ის მიმართ უძრავი ქონების იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით. ხოლო სასარჩელო მოთხოვნა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ბათილად ცნობის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ"

 

6. სამართლებრივი შეფასება.

 

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქ/პუნქტის თანახმად, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.

 

„საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, ეს კანონი განსაზღვრავს საჯარო რეესტრის წარმოების ორგანიზაციულ-სამართლებრივ საფუძვლებს, საჯარო რეესტრის მწარმოებელი ორგანოს – საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო) უფლება-მოვალეობებს. აღნიშნული კანონის მეორე მუხლი ადგენს, რომ რეგისტრაცია არის ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე ამ კანონით განსაზღვრული უფლების, საჯარო-სამართლებრივი შეზღუდვის და საგადასახადო გირავნობის/იპოთეკის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლებასთან დაკავშირებული ვალდებულების წარმოშობის, მათში ცვლილების და მათი შეწყვეტის, უძრავ ნივთზე საკუთრების უფლების მიტოვების, მიწის მიზნობრივი დანიშნულების და სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის კატეგორიის შეცვლის, ტყის ფონდის საზღვრის დადგენის და მასში ცვლილებების შეტანის, ასევე ნივთსა და არამატერიალურ ქონებრივ სიკეთეზე უფლების სუბიექტისა და ობიექტის საიდენტიფიკაციო მონაცემთა აღრიცხვა შესაბამის რეესტრში, რეგისტრაციის თაობაზე გადაწყვეტილების მიღებით. ამავე მუხლის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად კი, სარეგისტრაციო წარმოება არის სააგენტოს საქმიანობა რეგისტრაციის მიზნით.

 

ზემოაღნიშნული ნორმების განმარტებიდან გამომდინარე, რეგისტრაციის მიზნით საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქმიანობა წამოადგენს სარეგისტრაციო წარმოებას, რაც ხორციელდება მარეგისტრირებელი ორგანოს მიერ გადაწყვეტილების მიღებით.

 

საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2016 წლის 1 აგვისტოს N--- ბრძანებით დამტკიცებული ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის, საკადასტრო აღწერის შედეგების საჯარო გაცნობისათვის წარდგენის, მათი გადამოწმებისა და შესაბამისი ცვლილებების შეტანისა და მედიატორის შერჩევის წესის N1 დანართის მე-11 მუხლის მე-10 პუნქტის თანახმად, თუ მიღება ჩაბარების აქტში მითითებული მიწის ნაკვეთის მოსაზღვრე ნაკვეთების მესაკუთრეების შესახებ ინფორმაცია არ შეესაბამება სააგენტოში დაცულ მონაცემებს, მისის ნაკვეთის ადგილმდებარეობა დასტურდება მომიჯნავედ რეგისტრირებული მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა კანონით დადგენილი წესით და დამოწმებული თანხმობით.

 

საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 6--10.0--3--ა საკადასტრო კოდით რეგისტრირებულ უძრავ ნივთზე გ--–--- რ--------ის საკუთრების უფლება რეგისტრირებულია ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე. უძრავ ქონებაზე პირველადი რეგისტრაციის საფუძველს წარმოდგენდა დაბა ბ----------- საკრებულოს 2--- წლის 18 მარტის N2 დადგენილება. საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაციის ქაღალდის ვერსიის თანახმად, პირველადი რეგისტრაციის დროს მიწის ნაკვეთის გენ გეგმის მიხედვით უძრავი ქონების ზედა მხარეს მომიჯნავედ მდებარეობს ა------–---–-- კუთვნილი მიწის ნაკვეთი, მარჯვენა მხარეს ხევი, ხოლო ქვედა მხარეს გზა. 2017 წლის 3 ივნისს გ--–--- რ--------მა განცხადებით მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე. მის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვით უძრავი ქონების მდებარეობა განსხვავდებოდა პირველადი რეგისტრაციის დროს წარდგენილი მიწის ნაკვეთის გენ-გეგმის მონაცემებისაგან. კერძოდ, 2017 წელს წარდგენილი ნახაზის მიხედვით გზა მდებარეობს მიწის ნაკვეთის ზედა მხარეს, მაშინ როდესაც პირველადი რეგისტრაციის დროს გზა მდებარეობს მიწის ნაკვეთის ქვედა მხარე, ხოლო ნაკვეთის ერთ-ერთი მომიჯნავე არის ხევი. იმის გამო, რომ არსებული სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად არ დგინდებოდა მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა, საჭირო გახდა ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიიდან რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენის შესახებ ინფორმაციის გამოთხოვა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 03.11.2017წ. გადაწყვეტილებით სარეგისტრაციო წარმოება შეწყდა, ვინაიდან სარეგისტრაციო წარმოების განმავლობაში განმცხადებელმა მოითხოვა სარეგისტრაციო წარმოების შეწყვეტა.

 

2018 წლის 7 მაისს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს კვლავ წარედგინა გ--–--- რ--------ის (წარმომადგენელი ი--- მ---–---) განცხადება სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ცვლილებების რეგისტრაციის თაობაზე მდებარე ქ. დაბა ბ----------- წ------ ქუჩის მიმდებარედ, ს/კ 6--10.0--3--ა.

 

საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გ--–--- რ--------ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 14 მაისს ბ----------- მუნიციპალიტეტში გადაგზავნილი იქნა გ--–--- რიმონდის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და გამგეობას ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული ს/კN6--10.0--3--ა, მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება. ვინაიდან საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში დაცული დოკუმენტაცია არ იყო საკმარისი იდენტურობის დასადგენად. ადმინისტრაციულ ორგანოში დაცული ქაღალდის ვერსიას - მიწის ნაკვეთის გენ-გეგმას არ გააჩნია კოორდინატთა ბადე, მასში მითითებულია მხოლოდ ორი მეზობელი და გზა. შესაბამისად წარდგენილი ნახაზის და ქაღალდის ვერსიის შესაბამისობის დადგენა შეუძლებელი იყო. ამასთან, გ--–--- რ--------ის მიერ 2017 წელს რეგისტრაციის მიზნით წარდგენილი იქნა საკადასტრო აზომვითი ნახაზი სხვა ტერიტორიაზე და დაფიქსირდა ზედდება სხვა მესაკუთრეებთან. სიტუაციური ნახაზიდან ირკვევა, რომ საკადასტო აზომვითი ნახაზი გზის ქვედა მხარე იყო დახაზული, ხოლო 2018 წელს წარდგენილი აზომვითი ნახაზის თანახმად, მიწის ნაკვეთი მდებარეობს გზის ზედა მხარეს. ამასთან, ძველ მონაცემში მითითებული მეზობლები არ ემთხვევა დღევანდელ რეგისტრირებული მონაცემს, ისინი არც წინა მესაკუთრეები არ ყოფილან. ამდენად, არსებობდა ბევრი უზუსტობა, რის გამო საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 16 ნოემბერს მიიღო N--------------- გადაწყვეტილება, რომლითაც დაინტერესებულ პირს აცნობა, რომ მოთხოვნილ საკითხზე გადაწყვეტილების მისაღებად უნდა დადგინდეს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ 2018 წლის 14 მაისის N------ წერილით გამოითხოვა ინფორმაცია ბ----------- მუნიციპალიტეტის გამგეობიდან.

 

გადაწყვეტილებით განიმარტა, რომ სარეგისტრაციო მოთხოვნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება მიიღებოდა 2018 წლის 14 მაისის წერილზე პასუხის მიღებისთანავე.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ცალსახაა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.11.2018წ. N--------------- გადაწყვეტილება სრულად შეესაბამება როგორც ,,საჯარო რეესტრის შესახებ’’ საქართველოს კანონის მოთხოვნებს, ასევე საქართველოს კანონს ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ". სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში ადმინისტრაციულმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ადმინისტრაციული აქტები გამოცემულია საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნის შესაბამისად და არ იკვეთება მისი კანონწინააღმდეგობა, მომზადების და გამოცემის წესის დარღვევა. შესაბამისად არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი.

 

მოსარჩელე მხარის ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 2 აპრილის ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ №------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა. მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი ასევე უსაფუძვლოა. სადავო გადაწყვეტილება მიღებულია კანონით დადგენილი პროცედურისა და მოთხოვნების შესაბამისად. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში საჩივრის განმხილველმა ორგანომ საქმის ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლის შემდეგ მიიღო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ და შესაბამისად არ არსებობს გადაწყვეტილების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი. სასამართლოს მიაჩნია, რომ სადაო ადმინისტრაციული აქტების გამოცემისას არ ყოფილა ისეთი სახის დარღვევა, რომლის არარსებობის პირობებშიც მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება, სხვაგვარი სამართლებრივი შედეგი დადგებოდა.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

ამავე კოდექსის 33-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტან გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.

 

იმის გათვალისწინებით, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებები კანონიერია და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი, დაუსაბუთებელია მოსარჩელის მოთხოვნა ახალი აქტის გამოცემის დავალდებულებაზე.

 

6.2. საქართველოს კანონის ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ" მე-16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტარციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული მე-100 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში.

 

ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში გ--–--- რ--------ის წარმომადგენლის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციით არ დგინდებოდა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ 2018 წლის 14 მაისს ბ----------- მუნიციპალიტეტში გადაგზავნილი იქნა გ--–--- რ--------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია და გამგეობას ეთხოვა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული ს/კ N6--10.0--3--ა, მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადასტურება.

 

ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას გ--–--- რ--------ის განცხადებაზე ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის გარემოებები, გ--–--- რ--------ის განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

შესაბამისად დადგენილია, რომ საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს მიერ გ--–--- რ--------ის განცხადებისა და საქმის მასალების ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიისათვის 2018 წლის 14 მაისს გადაგზავნის შემდეგ, მერიამ კანონით დადგენილ ვადაში არათუ მიიღო გადაწყვეტილება, არამედ ადმინისტრაციული წარმოებაც არ უწარმოებია, შესაბამისად საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად სახეზეა გ--–--- რ--------ის განცხადებაზე უარი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლის კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში, რადგან ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის უარი, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, ზიანს აყენებს მოსარჩელის გ--–--- რ--------ის კანონიერ უფლებას და ინტერესს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულია, თუ რა შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილად. აღნიშნული მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების განსაზღვრისათვის, იგი არა მხოლოდ ფორმალური გამართულობის, არამედ მისი შინაარსობრივი, არსებითი მხრივაც უნდა იქნას შემოწმებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის საფუძველზე სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 5.1. მუხლში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიამ ნ---- გ---------- განცხადებაზე ისე მიიღო უარი, ე.წ. ვირტუალური ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომ ადმინისტრაციული წარმოება არ უწარმოებია, არ გამოუკვლევია და არ შეუსწავლია საქმის არცერთი გარემოებები, არც განცხადებაზე დართული და საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად: ,,თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი”.

 

ზემოაღნიშნული გარემოებათა გათვალისწინებით, სასამართლო განმარტავს, რომ ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის მიერ სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი, ე.წ. ვირტუალური აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, რაც დადასტურებული იქნა საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და მხარეთა ახსნა-განმარტებებით, ამასთან ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, რის გამოც სასამართლო მიიჩნევს, რომ სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას ვირტუალური განკარგულება/უარი და მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს გ--–--- რ--------ის საქმესთან დაკავშირებული გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ, გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან კანონით დადგენილ ვადაში, გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

8. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან ადმინისტრაციული აქტი გამოცემულია საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ამიტომ მოპასუხე ადმინისტრაციულ ორგანოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10, მე-12, მე-13, 22-ე, 24-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. გ--–--- რ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი (ვირტუალური უარი) - ს/კ 6--10.0--3-- მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთსა და საკადასტრო აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენაზე უარის თქმის შესახებ.

 

1.2. დაევალოს მოპასუხე ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას საქმის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გ--–--- რ--------ის მიმართ უძრავი ქონების იდენტურობის დადგენასთან დაკავშირებით.

 

2. მოსარჩელე გ--–--- რ--------ის მოთხოვა საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 16.11.18წ. N--------------- გადაწყვეტილების და 0-.0--2019წ. N------ გადაწყვეტილების ბათილად ცნობის თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

2. ბ----------- მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს მოსარჩელე გ--–--- რ--------სი სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე ნათია მერაბიშვილი