განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-------------------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივნისი 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და
არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე ნინო ნაჭყებია
სხდომის მდივანი თამარ შუბითიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ი-----–ი მ---–----–--ა
დაცვის მხარე:
1. ბრალდებული - ნ-----–---- ჯ----–ის ძე დ-------ე - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლევი, რეგისტრირებული: ქ-------–--------–------------ში და ფაქტობრივად მცხოვრები: თბ--–--------------–---–-------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის I ნაწილი
2. ბრალდებული - ა-----ა ა-–---–-ს ძე მ–-----–---–ი - დაბადებული 1----–-–------------------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: ქა----–----------–----------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–----------------------ში
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის I ნაწილი
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აზარტული თამაშობებია - თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება სათამაშო აპარატის, ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მოითხოვს ნებართვას, ხოლო ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მოსაკრებელი შეადგენს – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით“. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №277-ე დადგენილების „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 000 000 ლარს.
ნ-----–---- დ-------ემ დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათამაშო აპარატების სალონისა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვების გარეშე განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში დასახელებული ოდენობის მოსაკრებლის გადახდისაგან განზრახ აერიდებინა თავი. ამ მიზნით, ნ-----–---- დ-------ემ 2018 წლის დაახლოებით დეკემბრის თვის შუა პერიოდიდან 2019 წლის 5 მარტის პერიოდში, ქ. თ---–--–--------------------------ში მეტროსადგურ „დ------ის“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილზე, ღია სივრცეში სათანადო ნებართვების გარეშე განათავსა აზარტული თამაშობებისთვის განკუთვნილი ორი ერთეული აპარატი, რის შედეგადაც იგი ყოველდღიურად იღებდა შემოსავალს. ნ-----–---- დ-------ემ განზრახ აარიდა რა თავი სათამაშო აპარატების სალონისა და აზარტული კლუბის მოწყობისათვის ნებართვების მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მოსაკრებლის გადახდას და ეწეოდა რა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, მისი დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
1.2. ,,ლატარიების, აზარტული და მომგებიანი თამაშობების მოწყობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, აზარტული თამაშობებია - თამაშობები, რომელთა შედეგი მთლიანად ან ნაწილობრივ დამოკიდებულია შემთხვევითობაზე. ისინი ტარდება სათამაშო აპარატის, ან/და სხვა სათამაშო ინვენტარის მეშვეობით და მათში მონაწილეობა ფულადი მოგების შესაძლებლობას იძლევა. აზარტული თამაშობების (გარდა აზარტული ტურნირისა) ორგანიზება დასაშვებია მხოლოდ სამორინეში, სათამაშო აპარატების სალონში ან/და აზარტულ კლუბში. ამავე კანონის მე-5 მუხლის შესაბამისად, ყველა სახის აზარტული და მომგებიანი თამაშობები, რომლებიც საქართველოს ტერიტორიაზე ტარდება, ,,ლიცენზიებისა და ნებართვების შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად მოითხოვს ნებართვას, ხოლო ,,სალიცენზიო და სანებართვო მოსაკრებლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-10 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, „სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის ნებართვის მოსაკრებელი შეადგენს – წელიწადში 50 000 ლარიდან 1 000 000 ლარის ჩათვლით“. სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთების დადგენის თაობაზე საქართველოს მთავრობის 2011 წლის 12 ივლისის №277-ე დადგენილების „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, ქალაქ თბილისის ტერიტორიაზე სათამაშო აპარატების სალონის მოწყობის სანებართვო მოსაკრებლის წლიური განაკვეთი შეადგენს 1 000 000 ლარს.
ა-----ა მ–-----–---–მა დამატებითი მატერიალური სარგებლის მიღების მიზნით, განიზრახა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სათამაშო აპარატების სალონისა და აზარტული კლუბის მოწყობის ნებართვების გარეშე განეხორციელებინა სამეწარმეო საქმიანობა, რათა სახელმწიფო ბიუჯეტში დასახელებული ოდენობის მოსაკრებლის გადახდისაგან განზრახ აერიდებინა თავი. ამ მიზნით, ა-----ა მ–-----–---–მა 2018 წლის დეკემბრის თვის პერიოდიდან 2019 წლის 5 მარტის პერიოდში, ქ. თ---–--–------------------------ში მდებარე ავტოსადგურის ტერიტორიაზე, ხალხმრავალ ადგილზე, ღია სივრცეში სათანადო ნებართვების გარეშე განათავსა აზარტული თამაშობებისთვის განკუთვნილი ერთი ერთეული აპარატი, რის შედეგადაც იგი ყოველდღიურად იღებდა შემოსავალს. ა-----ა მ–-----–---–მა განზრახ აარიდა რა თავი სათამაშო აპარატების სალონისა და აზარტული კლუბის მოწყობისათვის ნებართვების მისაღებად კანონმდებლობით დადგენილი სავალდებულო მოსაკრებლის გადახდას და ეწეოდა რა უკანონო სამეწარმეო საქმიანობას, მისი დანაშაულებრივი ქმედებით სახელმწიფო ბიუჯეტს მიადგა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა და სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით განიხილა საქმე და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა (მოწმეთა და ბრალდებულთა გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები; დათვალიერების ოქმები; ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები; კომპიუტერული ექსპერტიზის დასკვნა; წერილი შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტიდან და სხვ.) ერთობლიობა ნ-----–---- დ-------ისა და ა-----ა მ–-----–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის.
სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებები არ გამოკვლეულა, ვინაიდან ისინი მხარეებს არ გაუხდიათ სადავოდ და საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ”დ” პუნქტის თანახმად, მათ მიენიჭათ პრეიუდიციული მნიშვნელობა.
ამდენად, ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ:
1. ნ-----–---- დ-------ემ ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის I ნაწილით;
2. ა-----ა მ–-----–---–მა ჩაიდინა სამეწარმეო საქმიანობა ნებართვის გარეშე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 192-ე მუხლის I ნაწილით.
3. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
3.1. ნ-----–---- დ-------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა ნასამართლობა.
3.2. ა-----ა მ–-----–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება მას არ გააჩნია.
4. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულების პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას.
საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ხასიათის, ბრალდებულების პიროვნების, მათი ოჯახური და ეკონომიკური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნ-----–---- დ-------ესა და ა-----ა მ–-----–---–ს სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა, რაც სრულად უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლით გათვალისწინებული მიზნების შესრულებას.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2016 წლის 27 დეკემბრის განაჩენით სასჯელად განსაზღვრული 1000 (ათასი) ლარის ოდენობით ჯარიმიდან გადახდილი აქვს მხოლოდ ნაწილი - 220 ლარი, შესაბამისად, სახეზეა ნ-----–---- დ-------ის მიმართ განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის განსაღვრის სამართლებრივი საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 225-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ-----–---- დ-------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ნ-----–---- დ-------ის მიმართ ახლადდანიშნულ სასჯელს მთლიანად დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 7 ნოემბრის განაჩენით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა 780 (შვიდასოთხმოცი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ-----–---- დ-------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2780 (ორიათას შვიდასოთხმოცი) ლარის ოდენობით.
ა-----ა მ–-----–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 192-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2500 (ორიათას ხუთასი) ლარის ოდენობით.
საქართველოს სსკ-ის 52-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნ-----–---- დ-------ესა და ა-----ა მ–-----–---–ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უსასყიდლოდ ჩამოერთვათ დანაშაულის საგანი და დანაშაულებრივი გზით მიღებული ქონება - 3 (სამი) ერთეული სათამაშო აპარატი და 6 ერთეული გასაღები, ფულადი თანხა - 430 ლარის, 30 ლარისა და 191.80 ლარის ოდენობით (ინახება საქართველოს ფ-----------------------------------ო სამსახურში).
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ნაჭყებია