განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე 1/2----18
N(0-----------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
15 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - ლავრენტი მაღლაკელიძე
სხდომის მდივანი - მამუკა გოგოლიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნა--------------–-–--ლი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - ავ--------– ტ-------- ღრ-----–-–--ლი (დაბადებული 1----–-–-ს 2--------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლობის არმქონე, უმაღლესი გა--თლების მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თბილისი, დ------------ი, მ--- კ--------–ი, კ------------, ბ------- და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, დ------------ი, მ--- კ--------–ი, კორ--------, ბი-------ში ), ამჟამად აღკვეთის ღონისძიება გირაოს ქვეშ მყოფი.
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით.
დისპოზიცია: ადევნება, ესე იგი უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი
1.1. 2016 წელს სსიპ. იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში, ავ--------– ღრ-----–-–--ლს მომსახურება გაუწია იუსტიციის სახლის თა--მშრომელმა თე---- ბ-----------, რის შემდეგ მასთან ურთიერთობის მიზნით, იგი დაახლოებით ერთი წლის განმავლობაში ცდილობს არასასურველი კომუნ---ციის დამყარებას, რაც გამოიხატება მისი მხრიდან თე---- ბო-------ის თვალთვალში, იგი ერთი წლის განმავლობაში, როგორც წესი, ერთხელ ან ორჯერ მიდის იუსტიციის სახლში, დგება თე---- ბო-------ის სამუშაო მაგიდასთან და უთვალთვალებს, მისი ნებართვის გარეშე უღებს ფოტოსურათებს, უტოვებს სამუშაო მაგიდაზე გაურკვეველი შინაარსის წერილებს. აღ--–----–ი ქმედებებით თე---- ბო-------ე განიცდის ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფება სტრესულ მდგომარეობაში, არის დათრგუნული და შეშინებული, რის გამოც იძულებული ხდება შეცვალოს ცხოვრების წესი, გადაწყვეტილი აქვს სამსახურის შეცვლა, ეშინია სახლიდან გასვლის. ავ--------– ღრ-----–-–--ლის ქმედებებით თე---- ბო-------ეს მიადგა მორალური ზიანი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. 2016 წელს სსიპ. იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში, ავ--------– ღრ-----–-–--ლს მომსახურება გაუწია იუსტიციის სახლის თა--მშრომელმა თე---- ბ-----------, რის შემდეგ მასთან სასიყვარულო ურთიერთობის მიზნით, ავ--------– ღრ-----–-–--ლი რამდენჯერმე ცდილობდა ამ უკანასკნელთან არასასურველი კომუნ---ციის დამყარებას, რაც გამოიხატება მისი მხრიდან თე---- ბო-------ის თვალთვალში. ავ--------– ღრ-----–-–--ლი 2017-2018 წლებში პერიოდულად მიდიოდა იუსტიციის სახლში, დგებოდა თე---- ბო-------ის სამუშაო მაგიდასთან ან მის შორიახლოს და უთვალთვალებდა, მისი ნებართვის გარეშე უღებდა ფოტოსურათებს, დაჟინებით უცქერდა, გარდა ამისა, იგი ითხოვდა მასთან დალაპარაკებას/შეხვედრას, რომელიც ძირითადად უკავშირდებოდა თე---- ბო-------ის მიმართ წარმოშობილ სიმპატიას/სასიყვარულო გრძნობას. აღ--–----–ი ქმედებებით თე---- ბო-------ე განიცდიდა ფსიქიკურ ტანჯვას, იმყოფებოდა სტრესულ მდგომარეობაში, იყო დათრგუნული და შეშინებული, რის გამოც იძულებული გახდა შეეცვალა ცხოვრების წესი, გადაწყვეტილი ჰქონდა ასევე, სამსახურის შეცვლაც, ეშინოდა სახლიდან გასვლა. აღ--–----–ით კი თე---- ბო-------ეს მიადგა მორალური ზიანი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, მოისმინა დაზარალებულ თე---- ბო-------ის და მოწმეების - ნა-- ნა----–---–ის, ნ--- ბი----–---–ის, ირ--- და-----–იას, კო----------ე ბე------–---–ის, უშ---- კო-------სა და ჭო-–- ღლონტის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, გააანალიზა ისინი საქმეზე შეკრებილ და სასამართლო სხდომაზე მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეულ სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ავ--------– ღრ-----–-–--ლის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ავ--------– ღრ-----–-–--ლის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
4. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
4.1. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაზარალებულმა თე---- ბ----------- განმარტა, რომ 2016 წლის მდგომარეობით მუშაობდა თბილისის იუსტიციის სახლში ხანგრძლივი სივრცის ოპერატორის პოზიციაზე, 2--- სივრცეში. სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას ბრალდებული მან მიიღო როგორც მოქალაქე, რომელსაც არ ჰქონდა უფლებამოსილების დამადასტურებელი მოწმობა, რის გამოც უარს ეუბნებოდა მისი დის სახელზე არსებული განცხადების ჩაბარებაზე. მიუხედავად ამისა, იგი მაინც დაჟინებით ითხოვდა განცხადების ჩაბარებას, რომელიც ბოლოს ჩაიბარა, თუმცა, შენიშვნის ველში ჩაწერა კომენტარი. ამის შემდგომ, დაახლოებით 10 დღის შემდეგ, მოქალაქე კვლავ მივიდა მის სამუშაო მაგიდასთან თანმხლებ პირთან ერთად, რა დროსაც თავის მხრივ, დაუძახა „ხომ გითხარით დახარვეზდება განცხადება და დაგიკავშირდებიანო“. ზოგადად, მოქალაქის მიღება ხდება რიგის ნომრით, თუმცა, ვინაიდან იცოდა, რომ იყო პრობლემური მოქალაქე და იცნობდა მის საქმეს, ამასთან, ვინაიდან ხშირად არის შემთხვევები, როდესაც მოქალაქეები მიდიან სხვა ოპერატორთან და შემდეგ ამბობენ, რომ მათ სხვანაირად უთხრეს იგივე საკითხის მოწესრიგება, იმის მისახვედრებლად, რომ საქმის სწორად გაკეთდა და აღარ შეეწუხებინა სხვა თანამშრომლები, გამოელაპარაკა მას. ამავე დროს მიიღო სხვა მოქალაქე და ამით დაასრულა მასთან ურთიერთობა. ამის შემდეგ, ავ--------– ღრ-----–-–--ლი პერიოდულად, კვირაში ერთხელ ან ორჯერ დადიოდა იუსტიციაში, თუმცა, ფიქრობდა რომ იმავე საქმესთან დაკავშირებით. მოგვიანებით მიხვდა რომ ეს ასე არ იყო, რადგან ბრალდებული მიდიოდა „თი ბი სი“ ბანკში, რომელიც მისი სამუშაო მაგიდის პირდაპირ მდებარეობს, დგებოდა იქვე და იქიდან უყურებდა საათობით, ასევე, როდესაც უფროსთან მიდიოდა, მიჰყვებოდა ხოლმე მას სივრცის ტერიტორიაზე, საპირფარეშოშიც კი და სთხოვდა დალაპარაკებოდა, ასევე უღებდა ფოტოებს. იმ შემთხვევაში, თუ მის მოსვლას იგი ვერ შეამჩნევდა საქმეში გართული, ბრალდებული მივიდოდა მის წინ, დადგებოდა, დაენახვებოდა და შემდგომ დგებოდა მასთან ახლოს ტერიტორიაზე. თავიდან ფიქრობდა, რომ საქმე რომ არ გაუკეთდა, მას აბრალებდა, თუმცა, მერე მიხვდა, რომ საქმისთვის არ მიდიოდა. 201--–-–----------- თვეში, იგი ემსახურებოდა მოქალაქეს, რა დროსაც ღრ-----–-–--ლმა მას დაუგდო კონვერტი. ვინაიდან მოქალაქე ჰყავდა და არ უნდოდა ეფიქრა რომ რაიმე კანონსაწინააღმდეგო მიიღო, მაგალითად ქრთამი და ა.შ, მაშინვე გახსნა კონვერტი, რომელშიც იდო მისი წერილი. წერილში სთხოვდა დალაპარაკებოდა, მოსწონდა და მასთან უნდოდა ურთიერთობა. რეაგირების მიზნით, იგი დაუკავშირდა ხელმძღვანელს ირ--- და-----–იას, რომ მოეგვარებინა ეს პრობლემა. თავის მხრივ, ირ--- და-----–იამ აღ--–----–ის წერილის ასლი აჩვენა მ--------ს. აღ--–----–ის შემდეგ, დაცვის თანამშრომლები არაერთხელ გაესაუბრნენ მას, მათ შორის ერთ-ერთი ხელმძღვანელიც, რომ თუ იგი გა--გრძნობდა ვიზიტებს, შეექმნებოდა პრობლემა თ.ბ--------ეს. ამის შემდეგ, ავ--------– ღრ-----–-–--ლი 2-3 კვირა აღარ გამოჩენილა, თუმცა შემდეგ კვლავ გააგრძელა ვიზიტები. 2018 წელს აპრილის თვეში, როდესაც კვლავ გამოჩნდა ბრალდებული, აცნობა აუდიტს, რომელთან შეთანხმებითაც, ვინაიდან მათ არ გააჩნდათ საკმარისი უფლებამოსილება, დარეკა პატრულში და დაიწყო პროცედურები. აღ--–----– სისხლის სამართლის საქმეზე იგი გამოკითხეს და შემდეგ ამოცნობაც ჩატარდა, რა დროსაც დანამდვილებით ამოიცნო ავ--------– ღრ-----–-–--ლი. რაც შეეხება მის ემოციურ მდგომარეობას, პირველ რიგში, ბრალდებულის ეს ქმედებები იწვევდა მასში გაღიზიანებას, ასევე, იყო სულ დაძაბული - „ცალი თვალით“ საქმეს აკეთებდა, მეორეთი კი ბრალდებულის გადაადგილებას უკვირდებოდა, რადგან დაცვის თანამშრომლებიც სწერდნენ, რომ როდესაც ბრალდებული მივიდოდა, მათთვის შეეტყობინებინა, რის გამოც ეშლებოდა მუშაობაში ხელი. მას გაუჩნდა შიში, რომ ემუქრებოდა საფრთხე, ეშინოდა სახლშიც არ გაჰყოლოდა. იგი ასევე, ფიქრობდა სამსახურის შეცვლასაც.
4.2. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ნა-- ნა----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს თბილისის იუსტიციის სახლში, 2--- სივრცეში. თე---- ბო-------ეს სამსახურიდან იცნობს წელიწადზე მეტია, არიან მეგობრები და კოლეგები და ზის მის გვერდით უშუალოდ. იგი აღნიშნავს, რომ ბრალდებული მას მხოლოდ ერთხელ ყავს ნანახი. მისთვის თე----სგან ცნობილი გახდა, რომ მოქალაქე რომელსაც გაუწია მომსახურება, იყო კონფლიქტური. იგი ითხოვდა ისეთ მომსახურებას, რომელიც მათ საქმიანობაში არ შედიოდა. ამის შემდეგ იგი სისტემატურად აკითხავდა თე----ს, ჯდებოდა მისი სამუშაო მაგიდის წინ მოსაცდელ სკამზე, ხან უყურებდა გასასვლელი შუშებიანი კარებიდან, რომელიც არის თე----ს პირდაპირ, ასევე მათთან ახლოს მდებარე „თი ბი სი“ ბანკიდან, რა დროსაც მან თავად დაინახა როგორ უყურებდა იგი თე----ს დაახლოებით 5 წუთის განმავლობაში. მოწმე აღნიშნავს, რომ ამ დროს მის მზერაში ისეთი მზერა დაიჭირა, თითქოს ამბობდა „აი, მაინც ვერ შემაშინეთო“. ეს ის პერიოდი იყო, როცა თე----ს უკვე გაცხადებული ჰქონდა პოლიციაში, ასევე ინფორმირებულნი იყვნენ დაცვის თა--მშრომლები და ზემდგომი პირები, რომლებიც პირადად გაესაუბრნენ მოქალაქეს. აღ--–----–ი შემთხვევისას თ.ბ----------- მუშაობა ვერ გააგრძელა, რადგან იყო აღელვებული. თე---- იყო გაღიზიანებული და დათრგუნული, რადგან არ იცოდა რა უნდოდა აღ--–----– მამაკაცს მისგან და ვერ აგრძელებდა სამუშაო პროცესს. ამ უკა--სკნელმა ერთხელ წერილიც დაუტოვა ბო-------ეს, რატომ არ აქცევდა სათანადო ყურადღებას. რაც შეეხება „სე-------“-ს, მოწმე აღნიშნავს, რომ მათ სამსახურში არსებობს ჩაცმულობის წესები, აქვთ სპეციალური ფორმა, რომელიც არ არის გამომწვევი და ამ წესის დაცვა კონტროლდება ყოველდღიურად. მის დარღვევას ადგილი არც თე----ს მხრიდან ჰქონია როდესმე.
4.3. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ნ--- ბი----–---–მა განმარტა, რომ დაახლოებით 4 წელია რაც მუშაობს იუსტიციის სახლის თბილისის ფილიალში უფროს სპეციალისტად, 2--- სივრცეში. თე---- ბო-------ეს იცნობს როგორც თა--მშრომელს და აქვს კოლეგიალური ურთიერთობა. მოწმე აღნიშნავს, რომ ბრალდებული სასამართლო სხდომამდე (საქმის არსებითი განხილვისას დაკითხვის ეტაპამდე) არ უნახავს. თე----სგან იცის, რომ გარკვეული პერიოდის განმავლობაში ხშირად აკითხავდა სამსახურში, იჯდა მის წინ, სისტემატურად უყურებდა, დაჟინებით აკვირდებოდა, მათ შორის ჰქონდა შემთხვევას ადგილი, როდესაც კარებიდან უყურებდა, რადგან თე---- ბო-------ის სამუშაო მაგიდის პირდაპირ არის იუსტიციის სახლის შესასვლელი შუშის კარი, რომელიც ამჟამად დახურულია, თუმცა, შემოხედვისას ჩანს თე---- ბო-------ის სამუშაო ადგილი. იგი შესაძლებელია კვირაში სამჯერ მისულიყო, თუმცა, შემდგომ ერთი კვირა აღარ გამოჩენილიყო, დადგენილი რეჟიმი არ ჰქონდა. შესწრებია სიტუაციას, როდესაც თე---- ბო-------ე მიდიოდა კოორდინატორთან იმის სათქმელად, რომ ეს პიროვნება კვლავ მის წინ იჯდა და დაჟინებით აკვირდებოდა მას. ეს აღელვება და სამუშაო პროცესში ჩართვა გარკვეულ დროს მოითხოვდა. რაც შეეხება შინაგანაწესს, ეკრძალებათ მოქალაქეებთან არაფორმალურად ურთიერთობა, მათ აქვთ ფორმა, რომელიც შედგება შავი პიჯაკის, თეთრი პერანგის, ყელსახვევის/ჰალსტუჰისა და ბეიჯისგან, გოგონებს ეკრძალებათ გამომწვევი ტანისამოსის ხმარება, რაზეც ხორციელდება კონტროლი აუდიტისა და ხარისხის მართვის სამსახურისგან, დღეში რამდენჯერმეც კი, შესაბამისად, არც თე----ს შესახებ სმენია მსგავსი რამ, იგი არის გაწონასწორებული პიროვნება და მოქალაქეებთან არ შედის კონფლიქტში.
4.4. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ირ--- და-----–იამ განმარტა, რომ 2012 წლიდან მუშაობდა თბილისის იუსტიციის სახლში სექტორის მ--------ის პოზიციაზე. მისი ფუნქცია იყო დაქვემდებარებული სექტორის მართვა და მოქალაქეებთან ურთიერთობა. იგი აღნიშნავს, რომ ბრალდებულს არ იცნობს, ხოლო თე---- ბო-------ე დაახლოებით 3 წლის განმავლობაში იყო მისი დაქვემდებარებაში მყოფი პირი. მოწმე იხსენებს შემთხვევას, რომ ერთ დღეს მასთან მივიდა ძალიან განერვიულებული თე---- ბო-------ე, კოორდინატორების ოთახში და უთხრა, რომ ასე მუშაობის გაგრძელება აღარ შეეძლო და იმ მომენტისთვისაც ითხოვა ნებართვა სამსახურიდან გასვლის თაობაზე. მან პირველად ნახა ასეთ სიტუაციაში მყოფი თე----, იგი იყო გაწითლებული და კანკალებდა. მან უთხრა, რომ მუდმივად უთვალთვალებდა ერთი პიროვნება, ჯდებოდა მისი სამუშაო ადგილის წინ მდებარე სკამზე, ასევე, უყურებდა დიდი კარებიდან და უღებდა ფოტოებს. იგი გაჰყვა თე----ს სამუშაო ადგილისკენ, რომ ენახა ეს პიროვნება, რა დროსაც მან დაანახა ასაკოვანი კაცი, რომელიც იჯდა თე----ს მაგიდის მოპირდაპირედ სკამზე. როგორც კი მათ ყურადღება მიაქციეს, იგი ადგა და გავიდა. აღ--–----– დროს მოქალაქეს არც რიგის ნომერი არ ჰქონია ხელში და არც მომსახურებას იღებდა. მოწმე ადასტურებს, რომ პიროვნება, რომელიც იქ იჯდა, ბრალდებული იყო. ბ----------- მას გადასცა წერილიც, რომელიც ზ.აღ--–----–მა მამაკაცმა დაუტოვა. თავის მხრივ, მან მ--------ს მისცა ამ წერილის ასლი, რომელმაც საქმის კურსში ჩააყენა შიდა უსაფრთხოების სამსახური და აუდიტი. ”ვერ გავაგრძელებ აქ მე მუშაობას, შეუძლებელია“ - ეს სიტყვები მას პირადად უთხრა თე----მ. ამის შემდეგ, ბრალდებული ძალიან მოკლე ვადაში - იმავე დღეს ან შემდგომ დღეს მას თე---- ბო-------ე დაუკავშირდა, რომ იგი კვლავ დაბრუნდა, რის შემდეგაც ბრალდებულს გაესაუბრნენ უსაფრთხოების თანამშრომლები და გააფრთხილეს, რომ არ შეეწუხებინა მათი თანამშრომელი და მიეცა მისთვის მუშაობის საშუალება. მოწმე აღნიშნავს, რომ რაიმე ეტიკეტის დარღვევა და კლიენტების პრეტენზიები არც ოფიციალური საჩივრის სახით და არც არაოფიციალურად, თე----ს შესახებ არ გაუგია. იგი აღნიშნავს, რომ თე---- ბო-------ე იყო ერთ-ერთი საყრდენი თა--მშრომელი, საქმიანი, ფორმალური და დისტანციური.
4.5. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე კო----------ე ბე------–---–მა განმარტა, რომ მუშაობს თბილისის იუსტიციის სახლის უსაფრთხოების სამსახურში. თე---- ბო-------ის საქმის შესახებ იცის, რომ მას ავიწროებდა მოქალაქე, რომელიც დაჟინებით უყურებდა, უღებდა ფოტოებს და ხელს უშლიდა მუშაობაში, რასაც ჰქონდა სისტემატური ხასიათი. აღ--–----–ი ინფორმაციის მიღების შემდეგ, იგი გაესაუბრა ბრალდებულს - აუხსნა, რომ შვილიშვილის ტოლთან ასე არ უნდა მოქცეულიყო და გააფრთხილა, რომ მსგავს საქციელს შემდგომში ადგილი აღარ ჰქონოდა. ბრალდებულმა განუმარტა, რომ თ.ბო-------ე მოსწონდა და სურდა მასთან ურთიერთობა, თუმცა, დაჰპირდა, რომ ასეთი რამ აღარ გამეორდებოდა. გარკვეული პერიოდის განმავლობაში, იგი აღარ გამოჩენილა, თუმცა შემდგომ კვლავ დაბრუნდა. თე---- ბო-------ე აღ--–----–ს განიცდიდა, ნერვიულობდა და სამსახურის შეცვლაზეც კი საუბრობდა, ასევე ითხოვდა ნახევარი საათით მოშორებულიყო სამსახურს, რომ ბრალდებული წასულიყო, თუმცა იყო შემთხვევები, როდესაც ეს მამაკაცი საღამომდე იქ რჩებოდა.
4.6. საქმის არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე უშ---- კო------მა განმარტა, რომ 2018 წლის 08 მაისს, სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას, მან მიიღო ინფორმაცია თე---- ბო-------ის ადევნებასთან დაკავშირებით, რაზეც პატაკით მოახსენა ხელმძღვანელ პირებს, რის შემდეგაც მოხდა მისი მოწმის სახით გამოკითხვა.
4.7. არსებით სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას მოწმე ჭო-–- ღლ------ა განმარტა, რომ აღ--–----– სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული აქვს შემდეგი საგამოძიებო მოქმედებები: დაზარალებულთან ფოტოსურათით ამოცნობა, დაათვალიერა ასევე დაზარალებულის მიერ წარმოდგენილი წერილი და ფოტომასალა, გააცნო დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება და განუმარტა უფლებები. გამოკითხა მოწმეები, მათ შორის უშ---- კო------- და ავ--------– ღრ-----–-–--ლი.
4.8. ბრალდებულმა ავ--------– ღრ-----–-–--ლმა სასამართლო პროცესზე წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ არ ცნო და დასკვნითი სიტყვის წარმოთქმისას განმარტა, რომ პროკურორის მთლიანი ვერსია აგებული იყო დაზარალებულის ტყუილებზე. იგი აღნიშნავს, რომ თე---- ბ----------- თავად გამოიწვია და აქეთ მას დაუწყო არშიყი. ბრალდებული მიიჩნევს, რომ საქმეში არ არსებობს რელევანტური მტკიცებულებები და საქმე ცალმხრივად არის გამოძიებული.
4.9. დათვალიერების ოქმით დგინდება, რომ 2018 წლის 2------ს, შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ძველი თბილისის სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, თე---- ბო-------ის მიერ, 1------ განცხადებით, სისხლის სამართლის საქმეზე დასართავად წარმოდგენილი წერილის ფოტო ასლი დათვალიერებულ იქნა ავ--------– ღრ-----–-–--ლის მონაწილეობით. ფოტოასლი არის ხელით შესრულებული, თაბახის თეთრი ფერის ფურცელზე. ტექსტი იწყება სიტყვებით: „თე---- ბო-------ე“-ს თაყვანისმცემლისგან“. შემდეგ ფურცლის შუა ნაწილში წერია სიტყვა: „განცხადება“ რომლის ქვემოთ ფრჩხილებში ჩასმული არის წინადადება: „შენგან ჩემდამი ყურადღების მოდუნებასთან დაკავშირებით“. აღ--–----–ის შემდეგ იწყება აბზაცით ტექსტი: თე----, ზუსტად სამი თვის წინ დამპირდი, რომ დაგელაპარაკებიო, მაგრამ პირობას დღემდე არ ასრულებთ. რატომ? ეჭვი ხომ არ გეპარება ჩემში? სიტყვას ფასი უნდა დაადო იცოდე. დისტანციაზე ურთიერთობა რა წესია გამაგებინე? მოვალ, შორიდან დაგინახავ, წავალ. ამას წინათ ცოტა მეტხანს გავჩერდი, შენ კი საპასუხოდ ყარაულთან გაიქეცი, თითქოს შენი სამსახურის შინაგანაწესი დამერღვიოს. ან რაიმე აგრესია მეგრძნობინებინოს შენთვის. აგრესიას შენ ჩემგან ვერასოდეს ვერ იგრძნობ. არც შენს სამსახურში, არც მის გარეთ და საერთოდ არსად. რაც შეეხება ანდროიდით შენთვის სურათის გადაღებას, რომ მე შენთვის სურათი ფარულად (მალულად), არ გადამიღია, არამედ გადაგიღე დემონსტრაციულად. სხვათაშორის სურათში გაბრაზება არ გეტყობა, უფრო მეტი გახარებული ხარ. ფორმალური პროტესტი მერე გამოხატე მე რომ გადაღება დავასრულე. ვერ გამიგია, შენთვის სურათის გადაღება დანაშაულად მეთვლება? პირიქით, ჩემში იმ დღეს (სურათის გადაღების დღეს) გადაწყდა ყველაფერი. შენ იმ დღეს სწორად მოიქეცი, თორემ ჩემი მხრიდან უკვე დაკარგული მყავდი, მანამდე გამაბრაზე და იმიტომ. კერძოდ, ჩავთვალე: „თუ დაიმალა არ უნდა ჩემი ნახვა, თუ მიგვიღო, ცხადია უნდა. თუ არ დაიმალა, მაგრამ არ მიგვიღო, მაინც უნდა (შენ თავისუფლად შეგეძლო არ გამოჩენილიყავი, რადგან ჩვენი მოსვლის დრო იცოდი). შენ მესამე გზა აირჩიე. ვთქვი, თუ თე----მ მესამე გზა აირჩია არ გავბრაზდეთქო, მაგრამ ემოციას ავყევი და მაინც გავბრაზდი. თე---- ასე არ გამოვა არაფერი. დამიჯერე, პოვნა ძნელია, დაკარგვა კი ადვილი. აქედან გამომდინარე, უნდა დამელაპარაკო, რადგან სერიოზულად მინდა შენი ახლოს გაცნობა (წესიერად ერთმანეთს არ ვიცნობთ) იქნებ გამოგვივიდეს რამე. მე რამოდენიმე დღეში მოვალ, შენის ნებართვით.“ წერილის ფოტოასლის დათვალიერებისას ავ--------– ღრ-----–-–--ლმა განმარტა, რომ ზ/აღ--–----–ი წერილი დაწერილია მის მიერ, შესრულებულია მისი ხელით და იგი თე---- ბო-------ეს სამსახურში მაგიდაზე დაუდე 2017 წლის 12 მარტს, როდესაც იგი იუსტიციის სახლში მივიდა ზ/აღ--–----–ი წერილის თე---- ბო-------ისთვის გადასაცემად. აღ--–----–ი წერილის ფოტოასლი დათვალიერების შემდეგ დაერთო ოქმს, დაულუქავ მდგომარეობაში.
4.10. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დგინდება, რომ ბრალდებულ ავ--------– ღრ-----–-–--ლის მიერ გამოკითხვებით მოწოდებული ინფორმაციის ადგილზე შემოწმების მიზნით, ბრალდებულ ავ--------– ღრ-----–-–--ლის და ექსპერტ-კრიმინალისტების მონაწილეობით იუსტიციის სახლში ბრალდებულმა მიუთითა 2--- სივრცეზე და განმარტა, რომ იქ ნახა და გაიცნო თე---- ბო-------ე. აღ--–----–ის შემდეგ მან მიუთითა სივრცეში ადგილზე და განმარტა, რომ აღ--–----–ი ადგილიდან მოახდინა მან ფოტოს გადაღების იმიტაცია. მისი მითითებით, ამ დროს თე---- ბო-------ე 2--- სივრცის შუა ადგილას იჯდა. ასევე მიუთითა იმ ტერიტორიაზე, სადაც შემდგომში იჯდა თე---- ბო-------ე და ასრულებდა მის სამსახურებრივ მოვალეობას.
4.11. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა - თე---- ბ----------- ყოველგვარი ძალდატანებისა და წინააღმდეგობის გარეშე ამოსაცნობად წარმოდგენილ პირებს შორის ამოიცნო ავ--------– ტ-------- ღრ-----–-–--ლი შემდეგი ნიშნებით: ხორბლისფერი ოვალური პირსახით, მოკლედ შეჭრილი შუბლზე შემელოტებული ჭაღარა თმით, მუქი ფერის რკალისებური წარბებით, ღია ფერის თვალებით, საშუალო ზომის ცხვირით და თხელი ფორმის ტუჩებით.
4.12. ფოტოსურათით ამოცნობის ოქმით დგინდება, რომ ამომცნობმა პირმა - კო----------ე ბე------–---–მა ყოველგვარი ძალდატანებისა და წინააღმდეგობის გარეშე ამოსაცნობად წარმოდგენილ პირებს შორის ამოიცნო ავ--------– ტ-------- ღრ-----–-–--ლი შემდეგი ნიშნებით: ხორბლისფერი ოვალური პირსახით, მოკლედ შეჭრილი შუბლზე შემელოტებული ჭაღარა თმით, მუქი ფერის რკალისებური წარბებით, ღია ფერის თვალებით, საშუალო ზომის ცხვირით და თხელი ფორმის ტუჩებით.
4.13. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
4.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Tanişand Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005)განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
4.15. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან(ასევე იხ.: Keller v. Russia,no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , §87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no.20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).
4.16. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
4.17. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
4.18. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებითი განხილვისას, მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1. პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
5. სამართლებრივი შეფასება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარემ მოპოვებული მტკიცებულებებით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაამტკიცა ბრალდებულ ავ--------– ღრ-----–-–--ლის ბრალეულობა წარდგენილ ბრალდებაში.
5.2. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
5.3. მტკიცებულებათა შეფასების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი განმარტებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში, „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამეტის წინააღმდეგ”, სადაც სასამართლო აღნიშნავს:ა) „გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. მსჯავრდების შემთხვევაში შეზღუდვას ექვემდებარება პირის თავისუფლება, ასევე ხდება მისი პიროვნების სტიგმატიზაცია. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში. ბ) ამასთანავე, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი თამაშობს მნიშვნელოვან როლს მართლმსაჯულებისადმი საზოგადოების ნდობის ჩამოყალიბებაში. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებულ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ. ასევე აუცილებელია, რომ თავისუფალ საზოგადოებაში თითოეულ პირს ჰქონდეს იმის რწმენაც და სამართლებრივი გარანტიაც, რომ სახელმწიფო არ მოახდენს მის მსჯავრდებას, თუკი სამართლიანი სასამართლო პროცესის შედეგად, ყველაზე მაღალი დამაჯერებლობით (სიზუსტით) არ დარწმუნდება პირის ბრალეულობაში. გ) გონივრულ ეჭვს მიღმა ტესტი წარმოადგენს სახელმძღვანელო კრიტერიუმს, რომელსაც სასამართლო იყენებს პირის დამნაშავედ ცნობისთვის, მიანიშნებს სასამართლოს, თუ რამდენად მყარი უნდა იყოს რწმენა იმისა, რომ ბრალდებულმა ჩაიდინა დანაშაული. სასამართლო ბრალდებულს დამნაშავედ ცნობს, როდესაც საქმეში არსებული მტკიცებულებები მას გონივრულ ეჭვს მიღმა დაარწმუნებს პირის ბრალეულობაში.
5.4. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმის წარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.
5.5. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია ადევნება (იგი წარმოიშვა ინგლისურენოვანი სივრციდან (Stalking) და ქართულ სისხლის სამართლის კოდექსში აისახა 2017 წლის 4 მაისის კანონით, ძალაში კი შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან), ე.ი. პირადად ან მესამე პირის მეშვეობით პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად, დროში განგრძობადად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
5.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ ამ დანაშაულისგან დაცვის ობიექტია ადამიანის ფსიქიკური ჯანმრთელობა, მისი სიმშვიდე და მყუდრო გარემოში ცხოვრების უფლება. ნორმა იცავს ადამიანის ცხოვრების ინდივიდუალურ სფეროს, მის თავისუფლებასა და გადაწყვეტილების მიღების თუ თავისუფლად მოქმედების შესაძლებლობას. გარდა ამისა, ამას ემატება შინაგანი სიმშვიდის უფლების დაცვა, ვინაიდან ადევნების ნებისმიერი ობიექტი, უპირველეს ყოვლისა, „ფსიქოტერორის“ მსხვერპლია. ამ დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია ა) პირის, მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის უკანონო თვალთვალი, ან ბ) არასასურველი კომუნიკაციის დამყარება ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან გ) ნებისმიერი სხვა განზრახი ქმედება, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის. ამ დანაშაულის სუბიექტი შეიძლება მოქმედებდეს როგორც პირადად, ასევე მესამე პირის მეშვეობით.
5.7. ზემოაღნიშნული მუხლიდან გამომდინარე, საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით ქმედების კვალიფიკაციისათვის არსებითი/გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწორედ დაზარალებულის ჩვენებას.
5.8. სასამართლო ბრალდებულ ავ--------– ღრ-----–-–--ლის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ ყურადღებას ამახვილებს საქმის არსებით სხდომაზე მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით გამოკვლეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე. კერძოდ, როგორც დაზარალებულ თე---- ბო-------ის ჩვენებით დგინდება, ბრალდებული მიდიოდა ხოლმე იუსტიციის სახლში არსებულ „თი ბი სი“ ბანკში, რომელიც მისი სამუშაო მაგიდის პირდაპირ არის, დგებოდა და იქიდან უყურებდა საათობით, ასევე, როდესაც უფროსთან მიდიოდა, მიჰყვებოდა ხოლმე მას სივრცის ტერიტორიაზე, საპირფარეშოშიც კი და სთხოვდა დალაპარაკებას, ასევე უღებდა ფოტოებს, სწერდა რომ მოსწონდა და უნდოდა მასთან ურთიერთობა. ბრალდებულის ეს ქმედებები იწვევდა მასში გაღიზიანებას, ასევე, იყო სულ დაძაბული და მუშაობაში ეშლებოდა ხელი, რაც ასევე დადასტურებულია მოწმეების - ნა-- ბი----–---–ისა და ნ--- ბე------–---–ის ჩვენებებით. აღ--–----–ი მოწმეები აღნიშნავენ, რომ ბრალდებულის იქ გამოჩენა და მისი დაჟინებული მზერა თე---- ბო-------ეს უშლიდა ხელს სამუშაო პროცესის მიმდინარეობაში, ამ დროს კი თ.ბო-------ე ისე იყო განერვიულებული, ვერ აგრძელებდა მუშაობას. გარდა ამისა, დაზარალებული აღნიშნავს, რომ მას ემუქრებოდა საფრთხე და ეშინოდა ბრალდებული სახლშიც არ გაჰყოლოდა. იგი ასევე, ფიქრობდა სამსახურის შეცვლასაც, რითიც დაზარალებულს უქმნიდა ცხოვრების წესის მნიშნველოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას. დაზარალებულის ამ ჩვენებას ასევე, ამყარებს მოწმეების - ირ--- და-----–იას, კო----------ე ბე------–---–ის, უშ---- კო-------სა და ჭო-–- ღლონტის საქმის არსებით სხდომაზე მიცემული ჩვენებები, რომლებიც სრულ თანხვედრაში არიან დაზარალებულ თე---- ბო-------ისა და ზემოაღ--–----–ი მოწმეების ჩვენებებთან.
5.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ ქმედების ადევნებად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია სუბიექტის ქმედებას - პირადად ან მესამე პირის მეშვეობით უკანონო თვალთვალს, ან არასასურველი კომუნიკაციის დამყარებას ტელეფონის, ელექტრონული ან სხვა საშუალებით, ან ნებისმიერ სხვა განზრახ ქმედებას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი და ეს უნდა იწვევდეს პირის ფსიქიკურ ტანჯვას ან/და პირის ან მისი ოჯახის წევრის ან ახლო ნათესავის მიმართ ძალადობის გამოყენების ან/და ქონების განადგურების საფუძვლიან შიშს, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს ან მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის.
5.10. ამდენად, სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ უკანონოდ განხორციელებული თვალთვალის სიხშირეს, მის განგრძობად ხასიათს, რომელიც ფაქტობრივად დაიწყო 2016 წლიდან და გაგრძელდა 2018 წლის აპრილის თვეში, რადგან განმეორებადობის გარეშე ცალკეული ქმედება ვერ მოგვცემს ამ მუხლის შემადგენლობას. თუმცა, თუ რამდენჯერ უნდა განხორციელდეს უკანონო თვალთვალი მსხვერპლთან აღ--–----–ი გარემოება, აღ--–----–ი მხოლოდ სასამართლოს შეფასების საგანია, რაც მოცემულ შემთხვევაში 2018 წლის 2------ის დათვალიერების ოქმზე დართული წერილობითი შეტყობინებითა და მოწმეთა ჩვენებების მხედველობაში მიღებით, სრულიად საკმარისია 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კვალიფიკაციისათვის. ამასთან, სასამართლოსათვის მნიშვნელოვანია იმ გარემოების დადგენაც, თუ როდის დაიწყო, გაგრძელდა და დასრულდა ავ--------– ღრ-----–-–--ლის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედებები. კერძოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ შეფასებას ვერ მისცემს ზემოაღნიშნული კანონის ამოქმედებამდე ჩადენილ ქმედებებს, რადგან ამ ნორმის მიღებამდე (2017 წლის 4 მაისის კანონი, ძალაში შევიდა 2017 წლის 1 ივნისიდან) პირის მიერ განხორციელებული ამგვარი ქმედებები საერთოდ არ ითვლებოდა დანაშაულად. ამრიგად, სასამართლო სასამართლებრივად ვერ შეაფასებს 2017 წლის 1 ივნისამდე ჩადენილ ქმედებებს, მათ შორის, ბრალდებულის მიერ დაზარალებულისათვის დატოვებული სასიყვარულო შინაარსის მქონე წერილის ფაქტსა და მით უფრო, ვერ გაანალიზებს ამ წერილის შინაარსობრივ მხარეს (დაზარალებულის ჩვენებით, საქმეში წარმოდგენილი სასიყვარულო შინაარსის წერილი ავ--------– ღრ-----–-–--ლმა მას სამუშაო მაგიდაზე დაუტოვა 201--–-–----------- თვეში), მიუხედავად იმისა, რომ იგი დასაშვები მტკიცებულება იყო და წარმოადგენდა ბრალდების მხარის ერთ-ერთ მტკიცებულებას.
5.11. სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ.
5.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის შედეგად არ გამოკვეთილა რაიმე გარემოება, რაც მათ სანდოობისა და სარწმუნოობაში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. მოწმეთა მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენებები თანმიმდევრული და კონკრეტულია და აკმაყოფილებს სანდოობისა და სარწმუნოობის კრიტერიუმებს, რის გამოც არ არსებობს მოწმეთა მიმართ უნდობლობის საფუძველი. თითოეული მოწმის მიერ საქმის გარემოებათა შესახებ სასამართლოსათვის მიცემული ინფორმაცია იძლევა სხვა მტკიცებულებებით გადამოწმების საშუალებას. მოწმეთა ჩვენებები შეესაბამება და თანხვედრაშია სასამართლოზე წარმოდგენილ მტკიცებულებებთან. სასამართლო უთითებს, რომ სასამართლო განხილვისას გამოკვლეული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები პროცესუალურ-სამართლებრივი თვალსაზრისით (რა დროსაც არსებობს ძლიერი პროცესუალური გარანტიები) და მტკიცებულებების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა ფაქტების ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად, გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად მიჩნევისათვის.
5.13. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდებულის პოზიცია, რომელიც მან დასკვნით სიტყვაში დააფიქსირა, ვერ იქნება გაზიარებული, ვინაიდან იგი წინააღმდეგობაშია საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, მათ მიერ მოწოდებული ინფორმაცია არ არის დადასტურებული სხვა რაიმე მტკიცებულებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემული სისხლის სამართლის საქმის განხილვის დროს ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებები ურთიერთშეთანხმებული და დამაჯერებელია, პირდაპირ მიემართება და რელევანტურია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დადგენისათვის, ხოლო ავ--------– ღრ-----–-–--ლის პოზიცია არათანმიმდევრულია, არასარწმუნო და დაუსაბუთებელია და ემსახურება მხოლოდ მისი მოსალოდნელი პასუხისმგებლობის თავიდან არიდებას.
5.14. ყოველივე ზემოაღ--–----–იდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ავ--------– ღრ-----–-–--ლმა ჩაიდინა - ადევნება, ესე იგი უკანონო თვალთვალი, არასასურველი კომუნიკაციის დამყარება პირადად, რომელიც სისტემატურად ხორციელდება და იწვევს პირის ფსიქიკურ ტანჯვას, რაც პირს ცხოვრების წესის მნიშვნელოვნად შეცვლას აიძულებს და მისი მნიშვნელოვნად შეცვლის რეალურ საჭიროებას უქმნის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მ--- ნაწილის თანახმად, ‘’ სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
6.4. საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
6.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
6.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსკ-ის 1511-ე მუხლის 1-ლი ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
6.7. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში იღებს ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედების მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ჩადენილი დანაშაულის კატეგორიას (მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულის მიერ ჩადენილი ქმედება მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშულს), მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას (არ არის ნასამართლევი), მის ასაკს (იგი არის პენსიონერი), რომლებიც გასათავლისწინებელია კონკრეტულ სისხლის სამართლის საქმეზე სასჯელის შეფარდებისას, რა დროსაც სწორად უნდა იქნეს გაგებული სასჯელის ინივიდუალიზაციის პრინციპი, რომელიც გულისხმობს დამნაშავის მიერ ჩადენილი ქმედების საშიშროების, ბრალის ხარისხის, დანაშაულის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების გათვალისწინებით, მკაცრად ინდივიდუალიზებული სამართლიანი სასჯელის შეფარდებას. აღნიშნული კი, თავის მხრივ, უზრუნველყოფს საქართველოს სსკ-ის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კანონმდებლის მიერ განსაზღვრული მიზნების აღსრულებას.
6.8. გარდა ამისა, სასამართლო მხედველობაში იღებს კერძო და ზოგადი პრევენციის აუცილებლობასაც: კერძო პრევენციის მიზანია მსჯავრდებულის მიერ მომავალში ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან აცილება, ზოგადი პრევენცია კი ემსახურება საზოგადოების ფართო მასების გაფრთხილებას, რომ ანალოგიური დანაშაულის ჩადენის შემთხვევაში მათ მიმართაც რეაგირება იქნება მკაცრი. სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, შემდგომი პრევენციის მიზნით, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ იმგვარი სასჯელის გამოყენებას, რომელიც ერთი მხრივ, უზრუნველყოფს ბრალდებულის შემდგომ ნორმალურ ქცევას, ხოლო მეორე მხრივ, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
6.9. რაც შეეხება ვადიანი თავისუფლების აღკვეთის გამოყენების შესაძლებლობას, სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, „დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება“, რაც, თავის მხრივ, სასჯელის პროპორციულობის კონსტიტუციურსამართლებრივ მნიშვნელობაზე მეტყველებს, ვინაიდან იგი ადამიანის ღირსების დაცვას უკავშირდება.
6.10. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის პოზიციით, სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის გამოყენება განიხილება, როგორც უკიდურეს შემთხვევაში გამოსაყენებელი სანქცია ან ღონისძიება, რომელიც უნდა გამოიყენებოდეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დანაშაულის სიმძიმე სხვა სანქციების და ღონისძიებების გამოყენებას აშკარად არადეკვატურად წარმოაჩენს.
6.11. სასამართლო მიუთითებს, რომ თავისუფლების აღკვეთა, თავისთავად, არ არის არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, მაგრამ, თუ მსჯავრდებულისთვის მისჯილი თავისუფლების აღკვეთის ვადა აშკარად უსამართლო და ჩადენილი სიმძიმის დისპროპორციულია, ადგილი აქვს სწორედ, რომ არაადამიანურ და დამამცირებელ მოპყრობას. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს შეფასებით, „აშკარად არაპროპორციულ სასჯელებს, რომლებიც არ შეესაბამებიან დანაშაულის ხასიათს და სიმძიმეს, არა მარტო აქვთ მიმართება სასტიკი, არაადამიანური და დამამცირებელი მოპყრობისა და სასჯელის კონსტიტუციურ აკრძალვასთან, არამედ არღვევენ კიდეც ამ კონსტიტუციურ დანაწესს“ (ამის შესახებ იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 24 ოქტომბრის N1/4/592 გადაწყვეტილება, 24-ე და 25-ე პუნქტი).
6.12. ამდენად, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, კანონმდებლის მიერ დადგენილი სანქცია არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მიღწევისა და, შესაბამისად, არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დარღვევას.
6.13. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ არაერთ საქმეში გაამახვილა ყურადღება, კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებებისა და ჩადენილი დანაშაულის სიმკაცრის გათვალისწინებით, გამოყენებული უნდა ყოფილიყო თუ არა არასაპატიმრო ღონისძიებები/სასჯელები. კერძოდ, Del Río Prada v. Spain [GC], no. 42750/09, § 82, ECHR 2013 საქმეზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ გადაწყვეტილებაში მიუთითა, რომ ,,ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-7 მუხლის 1-ლი პარაგრაფის მე-2 წინადადების სიტყვები მიუთითებს, რომ ამოსავალი წერტილი ნებისმიერი სასჯელის შეფასებისას არის, თუ რამდენად მოცემულია განსახილველი ზომა ,,სისხლის სამართლის დანაშაულის” გამო მსჯავრდების შედეგი, ხოლო სხვა ფაქტორები, რომლებიც როგორც რელევანტური, შეიძლება იქნეს მხედველობაში მიღებული, არის: სასჯელის ზომის ხასიათი და მიზანი, ეროვნულ კანონმდებლობაში მისი დახასიათება, ის პროცედურები, რომლებიც გამოიყენება მისი განხორციელებისა და იმპლემენტაციის დროს...(იხ. ასევე Jamil v. France, 1995წ. 8 ივნისი, § 32, სერია A no. 317-B, § 31; Kafkaris v. Cyprus [GC], no. 21906/04, ECHR 2008, § 151; § 142; და M. v. Germany, no. 19359/04 § 120, ECHR 2009). ამასთან, გამოყენებული ზომის სიმკაცრე, თავის მხრივ, არ არის გადამწყვეტი, რამდენადაც მრავალი პრევენციული ხასიათის არასაპატიმრო ღონისძიებას შეიძლება ჰქონდეს არსებითი გავლენა შესაბამის პირზე“.
6.14. მოცემულ შემთხვევაში, ზემოაღნიშნულ ფაქტობრივ და სამართლებრივ გარემოებათა შეფასება/გაანალიზებით სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენისათვის სასჯელის სახით თავისუფლების აღკვეთის შეფარდება არაადეკვატურ და არაპროპორციულ სასჯელის სახედ უნდა იქნეს მიჩნეული და აღნიშნულ სასჯელის სახეს ბრალდებულ ავ--------– ღრ-----–-–--ლის მიმართ სასამართლო არ გამოიყენებს, ვინაიდან, სხვა ნაკლებად მკაცრი სასჯელის სახე - ჯარიმა - ზემოთ მითითებული გარემოებებიდან გამომდინარე, სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების და ამოცანების შესრულებას. სწორედ ამიტომ, სასამართლოს სამართლიანის სასჯელის პრინციპის გათვალისწინებით მიაჩნია, რომ დანიშნული სასჯელი - ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით - არის თანაზომიერი და პროპორციული ბრალდებულ ავ--------– ღრ-----–-–--ლის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, რაც ჩადენილი და--შაულის სიმძიმის, მისი საზოგადოებრივი საშიშროებისა და ავ--------– ღრ-----–-–--ლის პიროვნების გათვალისწინებით, რომელიც სრულად შეესაბამება სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის ინტერესებს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ემუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ავ--------– ღრ-----–-–--ლი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1511-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.
2. ავ--------– ღრ-----–-–--ლის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული გირაო გაუქმდეს.
3. მსჯავრდებულ ავ--------– ღრ-----–-–--ლის მიმართ სასჯელის სახით დანიშნული ჯარიმის გადახდაზე კონტროლი და აღსრულება დაევალოს - თბილისის სააღსრულებო ბიუროს.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება ერთი ცალი ლაზერული დისკი - რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ლავრენტი მაღლაკელიძე