გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 29.05.2019
საქმის ნომერი
330310019002882086
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/1655-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

29 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე მერი გულუაშვილი

სხდომის მდივანი ნინო მაღალდაძე

მოსარჩელე - ს-------------–------------------------–---–---–-----–ი (დაბ: 05.09.1---- პ/ნ 0----------)

წარმომადგენელი - ირი--------–---–ი

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო

წარმომადგენელი - თ---------------–-

დავის საგანი: ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა და ახალი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს-------------–------------------------–---–---–-----–ისათვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე (დაზუსტებული მოთხოვნა, 16.04.2019 წლის სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხე - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს წარმომადგენელი არ დაეთანხმა წარმოდგენილ სასარჩელო მოთხოვნას და განმარტა, რომ სააგენტოს უნდა მიეცეს შესაძლებლობა ხელახლა გამოიკვლიოს ს-------------–------------------------–---–---–-----–ისთვის სასწავლო ბინადრობის მინიჭების საკითხი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - ს-------------–------------------------–---–---–-----–მა (დაბ: 05.09.1---- პ/ნ 0----------) 2018 წლის 14 სექტემბერს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა.

 

ს-------------–------------------------–---–---–-----–ის 2018 წლის 14 სექტემბრის განცხადებას მიენიჭა სარეგისტრაციო N1---------.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ 2018 წლის 14 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 74-77);

-სამახსოვრო ბარათი (ს.ფ. 78);

 

3.1.2. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 სექტემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით, ს-------------–------------------------–---–---–-----–ის განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი. გადაწყვეტილებაში მიეთითა, რომ ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ ს-------------–------------------------–---–---–-----–ი ვერ აკმაყოფილებს ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2014 წლის 1 სექტემბრის N520 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-3 მუხლის მე-4 პუნქტს, რომლის თანახმადაც უცხოელი ვალდებულია, საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის მოთხოვნით, სააგენტოს მიმართოს საქართველოს ტერიტორიაზე კანონიერად ყოფნის ვადის ამოწურვამდე 40 კალენდარული დღით ადრე. ამდენად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 01 ოქტომბრამდე.

 

2018 წლის 28 სექტემბერს, ს-------------–------------------------–---–---–-----–მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და 2018 წლის 23 სექტემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით წარუდგინა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 27 სექტემბრის გადაწყვეტილება N---------- საქართველოდან გასვლის ვალდებულების გადავადების შესახებ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 სექტემბრის N1---------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 111);

-2018 წლის 28 სექტემბრის განცხადება (ს.ფ. 81);

 

3.1.3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 23 სექტემბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N1---------/7, რომლის თანახმად, ს-------------–------------------------–---–---–-----–ს დაევალა დამატებით წარმოედგინა ,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის ,,ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტი - ნასამართლობის ცნობა. დამატებითი დოკუმენტის წარმოსადგენად განმცხადებელს განესაზღვრა ვადა - 2018 წლის 15 ოქტომბრამდე.

 

2018 წლის 02 ოქტომბერს, ს-------------–------------------------–---–---–-----–მა განცხადებით მიმართა სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და 2018 წლის 23 სექტემბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის შევსების მიზნით წარუდგინა ცნობა ნასამართლობის შესახებ.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 23 სექტემბრის N1---------/7 გადაწყვეტილება (ს.ფ. 112);

-2018 წლის 02 ოქტომბრის განცხადება (ს.ფ. 94);

 

3.1.4. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 04 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N1---------/7. გადაწყვეტილებაში მიეთითა; ადმინისტრაციული წარმოების პროცესში გამოვლინდა, რომ წარმოდგენილ ნასამართლეობის ცნობაში მითითებული ს-------------–------------------------–---–---–-----–ის დაბადების თარიღი არასრულყოფილია. ამდენად, განმცხადებელს დაუდგინდა ხარვეზი და მის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 12 ოქტომბრამდე.

 

სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, 2018 წლის 08 ოქტომბერს, ს-------------–------------------------–---–---–-----–მა განცხადებით მიმართა სააგენტოს და მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ნასამართლეობის ცნობასთან ერთად, რომელიც გაცემულია ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, წარმოდგენილია ცნობა ერაყის საელჩოდან, რომლის თანახმადაც, ერაყის მოქალაქე ს-------------–------------------------–---–---–-----–ი (პასპორტის #----------- დაბადების თარიღი 0---------- გაცემის თარიღი 1---------, მოქმედების ვადა 0---------), არის იგივე პიროვნება, რომელზეც გაცემულია ნასამართლეობის ცნობა #----- დათარიღებული 0---------). აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა ითხოვა დადგენილი ხარვეზის შევსებულად ჩათვლა და საქმის წარმოების გაგრძელება.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ს-------------–------------------------–---–---–-----–ის 2018 წლის 14 სექტემბრის N1--------- განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განცხადების განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არ მიუღია.

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ეყრდნობა სასამართლო:

-სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის გადაწყვეტილება N1---------/7 (ს.ფ. 110);

-2018 წლის 08 ოქტომბრის განცხადება ხარვეზის შევსების თაობაზე (ს.ფ. 85);

-მხარეთა ახსნა-განმარტებები.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი, ,,,უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი, ,,კონტრდაზვერვითი საქმიანობის შესახებ” საქართველოს კანონი, საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ,,საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი”.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყოველ ადამიანს აძლევს უფლებას თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით განსაზღვრულია სასამართლოს განსჯადი ადმინისტრაციული საქმეების კატეგორია, დასახელებული მუხლის პირველი ნაწილის ,,გ’’ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს.

 

განსახილველ შემთხვევაში, სარჩელი აღძრულია მითითებული ნორმის ფარგლებში, რამდენადაც მოსარჩელის მოთხოვნას წარმოადგენს დაევალოს სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს-------------–------------------------–---–---–-----–ისთვის სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის თაობაზე.

 

6.2. სასამართლო მიუთითებს, „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონზე, რომელიც არეგულირებს უცხოელთა საქართველოში შემოსვლის, ყოფნის, ტრანზიტით გავლისა და საქართველოდან გასვლის სამართლებრივ საფუძვლებსა და მექანიზმებს, აგრეთვე განსაზღვრავს უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა უფლებებსა და მოვალეობებს, საქართველოში მყოფ უცხოელთა საქართველოდან გაძევების ფორმებსა და პროცედურებს, გაძევების პროცესში მონაწილე სახელმწიფო დაწესებულებათა კომპეტენციის ფარგლებსა და პასუხისმგებლობას.

 

აღნიშნული კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტი ადგენს, რომ საქართველოში ბინადრობის ნებართვას გასცემს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტო, ხოლო მე-15 მუხლის პირველი პუნქტის ,,ბ” ქვეპუნქტის თანახმად, საქართველოში გაიცემა სასწავლო ბინადრობის ნებართვა, რომელიც გაიცემა საქართველოში ავტორიზებულ საგანმანათლებლო დაწესებულებაში სწავლის მიზნით.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესით” განსაზღვრულია უცხოელისათვის საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის წესი და პირობები. მითითებული წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოში ბინადრობის ნებართვის მიღების ან მისი მოქმედების ვადის გაგრძელების მიზნით, უცხოელი განცხადებით მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიული პირს – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს (შემდგომში – სააგენტო), ხოლო სასწავლო ბინადრობის ნებართვის მოპოვების საკითხის განხილვისათვის საჭირო საბუთების ნუსხა მოცემულია ამავე დებულების მე-6 მუხლში.

 

ზემოაღნიშნული ნორმების საფუძველზე, სასამართლო განმარტავს, რომ ბინადრობის ნებართვის გაცემის შესახებ განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

 

სასამართლო ყურადღებას მიაქცევს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლზე, რომლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამასთან, სასამართლო განმარტავს, რომ „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონი ან საქართველოს მთავრობის 2014 წლის 01 სექტემბრის №520 დადგენილებით დამტკიცებული ”საქართველოში ბინადრობის ნებართვის გაცემის საკითხის განხილვისა და გადაწყვეტის წესი” ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვისა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ გადაწყვეტილების მიღების განსხვავებულ ვადას არ ითვალისწინებს, შესაბამისად, სააგენტოზე ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული რეგულაცია.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ ერაყის რესპუბლიკის მოქალაქე - ს-------------–------------------------–---–---–-----–მა (დაბ: 05.09.1---- პ/ნ 0----------) 2018 წლის 14 სექტემბერს განცხადებით მიმართა სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს და მოითხოვა საქართველოში სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემა. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს არაერთი გადაწყვეტილებით, ს-------------–------------------------–---–---–-----–ის განცხადებაზე დადგენილი იქნა ხარვეზი და განმცხადებელს დაევალა დამატებითი დოკუმენტების წარმოდგენა. საბოლოოდ კი, სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ 2018 წლის 04 ოქტომბერს მიღებული იქნა გადაწყვეტილება N1---------/7, რომელშიც მიეთითა, რომ წარმოდგენილ ნასამართლეობის ცნობაში მითითებული ს-------------–------------------------–---–---–-----–ის დაბადების თარიღი არასრულყოფილია და ს-------------–------------------------–---–---–-----–ს აღნიშნული ხარვეზის აღმოსაფხვრელად განესაზღვრა ვადა 2018 წლის 12 ოქტომბრამდე.

 

დადგენილია, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 04 ოქტომბრის N1---------/7 გადაწყვეტილებით დადგენილი ხარვეზის გამოსწორების მიზნით, 2018 წლის 08 ოქტომბერს, ს-------------–------------------------–---–---–-----–მა განცხადებით მიმართა სააგენტოს და მიუთითა, რომ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოში ნასამართლეობის ცნობასთან ერთად, რომელიც გაცემულია ერაყის შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ, წარმოდგენილია ცნობა ერაყის საელჩოდან, რომლის თანახმადაც, ერაყის მოქალაქე ს-------------–------------------------–---–---–-----–ი (პასპორტის #----------- დაბადების თარიღი 0---------- გაცემის თარიღი 1---------, მოქმედების ვადა 0---------), არის იგივე პიროვნება, რომელზეც გაცემულია ნასამართლეობის ცნობა #----- დათარიღებული 0---------). აღნიშნულიდან გამომდინარე, განმცხადებელმა ითხოვა დადგენილი ხარვეზის შევსებულად ჩათვლა და საქმის წარმოების გაგრძელება, თუმცა მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ს-------------–------------------------–---–---–-----–ის 2018 წლის 14 სექტემბრის N1--------- განცხადების საფუძველზე დაწყებული ადმინისტრაციული წარმოების ფარგლებში, განცხადების განუხილველად დატოვების, სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემის ან გაცემაზე უარის თქმის შესახებ გადაწყვეტილება არათუ ადმინისტრაციული წარმოების, არამედ საქმის სასამართლოში განხილვის ეტაპზეც არ მიუღია.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის წესების დაცვისა და საქმის ფაქტობრივი გარემოებების გამოკვლევისა და აქტის დასაბუთების ვალდებულება, ხოლო ასეთის შეუსრულებლობის შემთხვევაში აქტის სამართლებრივი შედეგების შესახებ, კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის 1-ლი ნაწილის ,,კ“ ქვეპუნქტის თანახმად ადმინისტრაციული წარმოება არის ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემისა და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის აგრეთვე ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების ან გაუქმების მიზნით. ადმინისტრაციული წარმოება წარმოადგენს პროცედურას - წესების ერთობლიობას, თუ რა უფლება-მოვალეობებით სარგებლობენ მისი მონაწილენი. ადმინისტრაციულ წარმოებაში პირის მონაწილეობა უზრუნველყოფს არა მხოლოდ დაინტერესებული პირის მოლოდინს, რომ მის მიმართ გამოიცეს კანონიერი და დასაბუთებული აქტი, არამედ მის უფლებასაც, რომ აქტიური მონაწილეობა მიიღოს მისი მომზადების სტადიებზე, რათა ობიექტური ზეგავლენა მოახდინოს იმ სამართლებრივ შედეგზე, რომელიც შესაძლოა მის მიმართ დადგეს. ადმინისტრაციული წარმოების სრულყოფილი ჩატარება ანუ მხოლოდ სათანადო პროცედურის საფუძველზე გადაწყვეტილების მიღება დიდწილად განაპირობებს მის კანონიერებას, დასაბუთებულობასა და მიზანშეწონილობას. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის ეს უმნიშვნელოვანესი იმპერატიული ხასიათის დანაწესი ემსახურება საჯარო მმართველობის კანონიერების პრინციპს, რამდენადაც ყოველი მმართველობითი გადაწყვეტილების მიღება უნდა ეფუძნებოდეს განსახილველი საკითხის გარემოებებისა და ფაქტების ობიექტურ შესწავლა-გამოკვლევას, რომლის შეფასებიდან უნდა გამომდინარეობდეს საკითხის გადასაწყვეტად ჩამოყალიბებული დასკვნა (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2014 წლის 23 სექტემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Nბს-246-243 (კ-14)).

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირი აღჭურვილია რა კანონიერი ნდობის უფლებით, ადმინისტრაციულ ორგანოში მისი განცხადების დარეგისტრირება (ასეთის უდავოდ დადგენის შემთხვევაში) იწვევს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულების - განცხადების კანონით დადგენილ ვადაში განხილვა-გადაწყვეტის წარმოშობას, რომლის მიმართაც პირის კანონიერი მოლოდინი პატივსადები და სამართლებრივი დაცვის ღირსია. აქტის გამოცემისათვის კანონმდებლობით დადგენილია პროცედურის დაცვა, რამდენადაც მიუკერძოებლად, საქმის გარემოებათა ყოველმხრივი და ობიექტური გამოკვლევის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის დასაბუთებულობა-კანონიერების ხარისხი გაცილებით მაღალია, ხოლო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი წარმოების პროცედურის დაცვა განმსაზღვრელ მნიშვნელობას ანიჭებს თვით აქტის კანონიერებას.

 

განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით დასტურდება, რომ ადმინისტრაციული ორგანოს - სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს მიერ დარღვეული იქნა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადა, რაც პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელე მხარის კანონიერ უფლებასა და ინტერესს. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელე ს-------------–------------------------–---–---–-----–ის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს, სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1--------- განცხადებაზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით. ამასთან, იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ ბინადრობის ნებართვის მოპოვების შესახებ განცხადების განხილვა და შესაბამისი გადაწყვეტილების მიღება სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას მიეკუთვნება, მოპასუხე მხარეს ვერ დაევალება გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს-------------–------------------------–---–---–-----–ისთვის სასწავლო ბინადრობის გაცემის თაობაზე, ვინაიდან N1--------- განცხადებაზე მიმდინარე ადმინისტრაციული წარმოება დასრულებული არ არის და არ არსებობს სააგენტოს მიერ მიღებული საბოლოო გადაწყვეტილება. ამდენად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული წარმოების ეტაპზე, მოსარჩელე მხარისთვის სასწავლო ბინადრობის გაცემის საკითხი გადაწყვეტილი არ არის, სასამართლო კი მხოლოდ ასეთი გადაწყვეტილების მიღების შემდგომ არის უფლებამოსილი იმსჯელოს მის კანონიერებასა და ბინადრობის გაცემის შესახებ მოპასუხისათვის ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალების თაობაზე.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, ს-------------–------------------------–---–---–-----–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მხარეს უნდა დაევალოს შეისწავლოს განმცხადებლის მიერ როგორც ადმინისტრაციული წარმოების, ასევე, სასამართლოში საქმის განხილვის ეტაპზე წარმოდგენილი დოკუმენტაცია და გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ს-------------–------------------------–---–---–-----–ის 2018 წლის 14 სექტემბრის N1--------- განცხადებასთან დაკავშირებით, რაც „უცხოელთა და მოქალაქეობის არმქონე პირთა სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-14 მუხლის პირველი პუნქტის საფუძველზე, სწორედ სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უფლებამოსილებას წარმოადგენს.

 

6.3. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331-ე მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს-------------–------------------------–---–---–-----–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაევალოს გამოსცეს მოსარჩელე ს-------------–------------------------–---–---–-----–ის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1--------- განცხადებაზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამდენად, მოპასუხე სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 100 ლარის ოდენობით ანაზღაურება.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-2, მე-10, მე-12, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. დაევალოს მოპასუხე საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს, გამოსცეს მოსარჩელე ს-------------–------------------------–---–---–-----–ის მიერ 2018 წლის 14 სექტემბერს სსიპ სახელმწიფო სერვისების სააგენტოში წარდგენილ N1--------- განცხადებაზე სასწავლო ბინადრობის ნებართვის გაცემასთან დაკავშირებით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი;

 

3. სსიპ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ 100 (ასი) ლარის გადახდა;

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მისამართი - თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზირი №7ა) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარების დღიდან, თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მისამართი - თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კილომეტრი, №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე მერი გულუაშვილი