გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3228-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
23 აპრილი, 2019 წელი ქ. თბილისი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - დიანა ფარქოსაძე
სხდომის მდივანი - თამთა კაკიაშვილი
მოსარჩელე - ი-----------
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო
წარმომადგენლები - ე---------–-–---–ი
მესამე პირი - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობა
დავის საგანი - ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლი :
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება ი-----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ;
1.2. დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
2. მხარეთა პოზიციები:
2.1. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, კანონის შესაბამისად არის გამოცემული და არ არსებობს მისი ბათილად ცნობისა და ზოგადად, სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველები.
2.2. მესამე პირის პოზიცია
მესამე პირს - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობას წერილობითი ფორმით შესაგებელი ი-----------ს სარჩელზე არ წარმოუდგენია, ამასთან, მესამე პირის წარმომადგენელი სასამართლოს მთავარ სხდომაზე არ გამოცხადდა.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. 2017 წლის 20 ოქტომბერს, ი-----------მ N----- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა.
განცხადებასთან ერთად ი-----------მ წარადგინა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 19 ოქტომბრის N------- ცნობა და აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის N----- რიგგარეშე დასკვნა, რომელთა თანახმად, ი----------- 1970 წლიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ს--------------------------–-----–---ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ი-----------ს 2017 წლის 20 ოქტომბრის N----- განცხადება (ს.ფ. 52);
- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის 2017 წლის 19 ოქტომბრის N------- ცნობა (ს.ფ. 54);
- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის N----- რიგგარეშე დასკვნა (ს.ფ. 55).
3.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს მიერ 2017 წლის 20 ოქტომბერს ი-----------ს ჩაუტარდა გასაუბრება. გასაუბრებისას ი-----------მ აღნიშნა, რომ დაიბადა 1----–-–-------------------------------------–-; 1-------- წლებში სწავლობდა ქ----------------- საშ. სკოლაში, 1---------–-–--ში მუშაობდა კ----------------–------ში; 1-------- წლებში სწავლობდა ს----------------–---------------ში; 1990 წელს დაოჯახდა ქ---------ში, მეუღლე - ბ--------------–-–---–---------------–-------–--–----------–--ში, არადევნილი); 1----–--–- შეეძინა შვილი - გ----------------–-–---–ი (არადევნილი) ქ. თბილისში; განქორწინდა 1----–--–- ქ. თბილისში; მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო ს----------------–------–----, სადაც ცხოვროდა მშობლების საკუთრებაში არსებული სახლში, მეუღლესთან, შვილთან და მამასთან ერთად; ს---------------------- წელს, წამოვიდა შვილთან და დეიდებთან ერთად სვანეთის გზით; აფხაზეთის დატოვების შემდეგ, 1----–-–-მდე ცხოვრობდა თბილისში, 1---------–-–--–--–---------------------ში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და პერიოდულად სამუშაოდ გადაადგილდება თ--------ში; მისი ამჟამინდელი დროებითი საცხოვრებელი ადგილია თ---–---------------------------------------. მიუთითა, რომ ქორწინებამდე დევნილის სტატუსი ვერ მიიღო მეუღლის შეხედულებების გამო, კერძოდ, მეუღლეს არ უნდოდა, რომ მათ დევნილის სტატუსი ჰქონოდათ; განქორწინების შემდეგ წავიდა საზღვარგარეთ და აღნიშნულის გამო, ამ დრომდე ვერ მოახერხა დევნილის სტატუსის მიღება. ი-----------მ კითხვარში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა ყველა ფურცელზე ხელმოწერით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დევნილის სტატუსის მინიჭების ან სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის თაობაზე გასაუბრების კითხვარი (ს.ფ. 62-65).
3.3. 2018 წლის 5 მარტს, ი-----------მ N-------- განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და წარადგინა N------ დიპლომი, რომლის თანახმად, ი----------- 1990 წელს შევიდა ქ-------–---------------–--------–---–----–ში და 1992 წელს დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი მ------- სპეციალობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ ი-----------ს 2018 წლის 5 მარტს N-------- განცხადება (ს.ფ. 59);
- დიპლომის ასლი (ს.ფ. 61).
3.4. ი-----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მოპოვებული მტკიცებულებების, გამოკვლეული გარემოებებისა და ფაქტების შესწავლის, ანალიზის, ურთიერთშეჯერების და შეფასების შედეგად არ დადასტურდა ს------–----------–-----–---ში 1993 წლამდე ი-----------ს მუდმივად ცხოვრების ფაქტი. შესაბამისად, მიზანშეუწონლად იქნა მიჩნეული ი-----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება.
საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 27 მარტის N------------- მოხსენებითი ბარათის თანახმად, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრს წარედგინა დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ი-----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე. ამასთან, მოთხოვნილ იქნა შესაბამისი სტრუქტურული დანაყოფისათვის ბრძანების პროექტის მომზადების დავალება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ი-----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის-დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი თქმის შესახებ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადებული დასკვნა ( ს.ფ. 68-70);
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 27 მარტის N------------- მოხსენებითი ბარათი (ს.ფ. 67).
3.5. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანების თანახმად, იძულებით გადაადგილებული პირისთვის - დევნილისთვის დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის 2018 წლის 27 მარტის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ი-----------ს უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება (ს.ფ. 66).
3.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის განჩინების საფუძველზე, 2019 წლის 27 მარტს, მესამე პირმა - აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობამ წარმოადგინა აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის ცნობის გაცემის საფუძვლები (ადმინისტრაციული წარმოების მასალა), კერძოდ: ი-----------ს 2017 წლის 18 ოქტომბრის განცხადება, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა განცხადება-ანკეტა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ, ი-----------ს პირადობისა და დაბადების მოწმობების ასლები, ნ--–--------–---ის მოხსენებითი ბარათი, აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის N-- ოქმი.
2017 წლის 18 ოქტომბერს, ი-----------მ N--- განცხადებით მიმართა აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის თავმჯდომარეს და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენა მოითხოვა.
აღნიშნულთან დაკავშირებით ი-----------მ შეავსო განცხადება-ანკეტა, აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის შესახებ, სადაც მიუთითა, რომ დაიბადა ს----------------–----------–-----–---–-------–-–-----------------------; ოჯახური მდგომარება - განქორწინებული; ოჯახის წევრი - შვილი გ----------------–-–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------- ქ---------ში, ამჟამად ცხოვრობს ქ. თბილისში; დაამთავრა N---------–--------–---–----–------------ში; მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე - ბ---–----; მუდმივი საცხოვრებელი ადგილი დატოვა 1993 წლის 27 სექტემბერს.
აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის თავმჯდომარის სახელზე წარდგენილი ნ--–--------–---ის 2017 წლის 18 ოქტომბრის მოხსენებითი ბარათის თანახმად, ი----------- ნამდვილად ცხოვრობდა ს------------------------------–---ში, ოჯახს იცნობდა პირადად, ერთი პერიოდი ცხოვრობდა ჩაწერის გარეშე ს. კ-------ში, განქორწინების შემდეგ დაბრუნდა ს. ბ---–---ში, ჰყავს შვილი დ------–-–---–----------, დაბადებული 1----–--–- სოხუმში.
აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის 2017 წლის 19 ოქტომბრის N-- ოქმის თანახმად, კომისიამ განიხილა მოქალაქე ი-----------ს განცხადება მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის თაობაზე. აზრი გამოთქვა კომისიის წევრმა ნ--------–---მა, მან კომისიას წარუდგინა ი-----------ს საბუთები დასტურად მისი მაცხოვრებლობისა ს------------------------------–---ში, დაბადებიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე.
კომისიამ დაადგინა: მოქალაქე ი----------–--------–--------- დაბადებიდან 1993 წლის 27 სექტემბრამდე ცხოვრობდა ს------------------------------–---ში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის წარმომადგენლობის მომართვა და ადმინისტრაციული წარმოების მასალა (ს.ფ. 140-151).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალების განხილვის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესი“.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. სასამართლო მიუთითებს საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2018 წლის 3 ოქტომბრის N01-14/ნ ბრძანებაზე, რომლითაც დამტკიცდა საჯარო სამართლის იურიდიული პირის - სოციალური მომსახურების სააგენტოს დებულება. მითითებული დებულების მე-2 მუხლით განსაზღვრულია სააგენტოს მიზნები, ფუნქციები, უფლებამოსილებები და საქმიანობის პრინციპები, კერძოდ, მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს ფუნქციებში და უფლებამოსილებებში შედის: ს) კომპეტენციის ფარგლებში, დევნილთა და ეკომიგრანტთა, მოსახლეობის შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის საკითხებზე მარეგულირებელი ნორმატიული აქტების პროექტების მომზადებაში მონაწილეობა; წ) დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება და კანონმდებლობით გათვალისწინებული შესაბამისი დოკუმენტაციისა და ბაზის წარმოება.
წარმოდგენილი სარჩელით ი-----------მ მოითხოვა ბათილად იქნეს ცნობილი საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის N---- ბრძანება, რომლითაც მას უარი ეთქვა იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე და დაევალოს მოპასუხეს - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების თაობაზე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2018 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, განსახილველ დავაში მოპასუხის უფლებამონაცვლედ ცნობილი იქნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით. ამავე კოდექსის 23-ე მუხლის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული აქტი - საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანება, რომელიც მიღებულია შესაბამისი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხთან დაკავშირებით, წარმოადგენს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და მისი კანონშესაბამისობა სასამართლომ უნდა შეამოწმოს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით დადგენილი აქტის გამოცემის მომწესრიგებელ შესაბამის ნორმებთან, ასევე, სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების დებულებებთან. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს წარმოადგენს ის დოკუმენტი, რომლის გამოცემის დავალდებულებასაც მოითხოვს მოსარჩელე მოპასუხე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსაგან.
6.2. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სამართლებრივ სტატუსს, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის საფუძვლებს და წესს, დევნილის სამართლებრივ, ეკონომიკურ და სოციალურ გარანტიებს, მის უფლებებსა და მოვალეობებს განსაზღვრავს ,,საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონი. აღნიშნული კანონის პირველი მუხლის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ორგანოები, იძულებითი გადაადგილებით გამოწვეული სპეციფიკური საჭიროებების გათვალისწინებით, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის (შემდგომ – დევნილი) პრობლემების გადაჭრისას მოქმედებენ საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების, ადამიანის საყოველთაოდ აღიარებული უფლებებისა და საერთაშორისო სამართლით გათვალისწინებული ნორმების შესაბამისად.
დევნილის ცნებას განსაზღვრავს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლი, კერძოდ, მითითებული მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, იძულებით გადაადგილებულ პირად – დევნილად ითვლება საქართველოს მოქალაქე ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირი, რომელიც იძულებული გახდა დაეტოვებინა მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იმ მიზეზით, რომ უცხო ქვეყნის მიერ ტერიტორიის ოკუპაციის, აგრესიის, შეიარაღებული კონფლიქტის, საყოველთაო ძალადობის ან/და ადამიანის უფლებების მასობრივი დარღვევის გამო საფრთხე შეექმნა მის ან მისი ოჯახის წევრის სიცოცხლეს, ჯანმრთელობას ან თავისუფლებას ან/და ზემოაღნიშნული მიზეზის გათვალისწინებით შეუძლებელია მისი მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე დაბრუნება.
ამავე კანონის მე-4 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) თანახმად, დევნილის სტატუსის მაძიებელი არის პირი, რომელმაც დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ განცხადებით მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს, ხოლო ,,გ” ქვეპუნქტი განსაზღვრავს, რომ დევნილის მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის დევნილის, მისი დევნილი მშობლის (მშობლების) ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი, მისი ერთ-ერთი ან ორივე მშობელი ან პირდაპირი აღმავალი შტოს ბიოლოგიური ნათესავი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და სადაც მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის მე-6 მუხლის პირველ პუნქტში აღნიშნული მიზეზის გამო.
ამდენად, იძულებით გადაადგილებული პირის – დევნილის სტატუსის მისანიჭებლად გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილს, ანუ იმ გარემოებას, რომ პირს იძულების წესით დატოვებული უნდა ჰქონდეს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი.
საქართველოს კონსტიტუციის (სადავო პერიოდში მოქმედი რედაქცია) 22-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყველას, ვინც კანონიერად იმყოფება საქართველოში, აქვს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე თავისუფალი მიმოსვლისა და საცხოვრებელი ადგილის თავისუფალი არჩევის უფლება.
ანალოგიურ დებულებებს ითვალისწინებს დღეს მოქმედი საქართველოს კონსტიტუციის მე-14 მუხლი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-20 მუხლის შესაბამისად, ფიზიკური პირის საცხოვრებელ ადგილად მიიჩნევა ადგილი, რომელსაც იგი ჩვეულებრივ საცხოვრებლად ირჩევს. პირს შეიძლება ჰქონდეს რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი. ცხადია, რომ რამდენიმე საცხოვრებელი ადგილი ნიშნავს შესაძლებლობას, პირს ჰქონდეს ამ საცხოვრებელ ადგილებთან დაკავშირებული უფლებები და მოვალეობები.
,,იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, მუდმივი საცხოვრებელი ადგილი არის პირის მიერ საცხოვრებლად არჩეული ადგილი, საიდანაც იგი იძულებული გახდა გადაადგილებულიყო და მას არ შეუძლია დაბრუნება ამ კანონის პირველ მუხლში ჩამოთვლილი მიზეზების გამო. პირი რამდენიმე საცხოვრებელი ადგილიდან ირჩევს ძირითადად, უმთავრეს საცხოვრებელ ადგილს, რომელიც მიიჩნევა პირის მუდმივ საცხოვრებელ ადგილად. შესაბამისად მუდმივი საცხოვრებელი ადგილი პირის ძირითადი, უმთავრესი ადგილსამყოფელია. მუდმივი საცხოვრებელის არსიდან გამომდინარეობს, რომ პირი იქ არა დროებით, არამედ მუდმივად უნდა იმყოფებოდეს.
6.3. საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2013 წლის 16 ივლისის №287 ბრძანებით დამტკიცებული „პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების, შეწყვეტის, ჩამორთმევისა და აღდგენის, დევნილთა რეგისტრაციის და დევნილთა მონაცემთა ბაზის წარმოების წესის“ მე-2 მუხლის მე-4 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) თანახმად, პირი დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ წერილობით განცხადებას თან უნდა ერთოდეს: ა) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ქსეროასლი; ბ) აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისა და ყოფილი სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის ტერიტორიაზე დროებითი ადმინისტრაციულ-ტერიტორიული ერთეულის ადმინისტრაციის შესაბამისი სტრუქტურის ან ადგილობრივი თვითმმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოს და მათი შესაბამისი კომისიების მიერ გაცემული ცნობა/დასკვნა, რომელიც ადასტურებს განმცხადებლის და მისი ოჯახის წევრების იძულებით გადაადგილებამდე მუდმივ საცხოვრებელ ადგილზე ცხოვრების ფაქტს და ოჯახის შემადგენლობას (ამ უკანასკნელის შესაძლებლობის შემთხვევაში); გ) დევნილის შეხედულებისამებრ ან/და სამინისტროს მოთხოვნის შესაბამისად საჭირო ის საბუთები და მტკიცებულებები, რომლებიც იწვევს საფუძვლიან ვარაუდს იმისა, რომ პირის მოთხოვნა დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შეესაბამება „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით განსაზღვრულ გარემოებებს.
დევნილად ცნობის, დევნილის სტატუსის მინიჭების და დევნილთა რეგისტრაციის წესის მე-2 მუხლის მე-14 პუნქტის თანახმად, დევნილის სტატუსის მინიჭებაზე პირს უარი ეთქმება, თუ: ა) არსებობს საფუძვლიანი ვარაუდი, რომ პირი არ აკმაყოფილებს „საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლით გათვალისწინებულ პირობებს; ბ) არსებობს განმცხადებლის მიმართ სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება ან განჩინება, რომლის შედეგად პირს უარი ეთქვა დევნილის სტატუსის მინიჭებაზე; გ) პირს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეუწყდა საქართველოს მოქალაქეობა. ამავე მუხლის მე-15 და მე-16 პუნქტების (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) შესაბამისად, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების საკითხის განხილვას ახორცილებს დეპარტამენტი. დეპარტამენტი ან ტერიტორიული ორგანო უზრუნველყოფს განცხადების საფუძვლიანობის შემოწმებას, შესაბამისი საბუთებისა (დოკუმენტების) და მტკიცებულებების მოძიებას, საჭიროების შემთხვევაში სამინისტროს სტრუქტურული ქვედანაყოფებიდან და სათანადო ორგანოებიდან მათ გამოთხოვას.
მითითებული მუხლის მე-20 პუნქტის (სადავო აქტის გამოცემის დროს მოქმედი რედაქცია) მიხედვით, დეპარტამენტი საკითხის შესწავლის შემდგომ ამზადებს დასკვნას პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ, რომელსაც ხელს აწერს დეპარტამენტის უფროსი, რეგისტრაციის სამმართველოს უფროსი და მინისტრი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული მოხელე, რომელმაც პირს ჩაუტარა გასაუბრება და შეავსო დადგენილი ფორმის კითხვარი. დეპარტამენტის დასკვნის საფუძველზე გამოიცემა მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების ან მინიჭებაზე უარის თქმის შესახებ. ამ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე, პირისათვის დევნილის სტატუსის მინიჭების შესახებ შესაბამისი ინფორმაცია აისახება მონაცემთა ბაზაში.
საქმის მასალების თანახმად, 2017 წლის 20 ოქტომბერს, ი-----------მ განცხადებით (რეგისტრაციის N--------) მიმართა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს და მიუთითა, რომ იგი არის დევნილი სოხუმიდან, სოფელ ბ---–----დან და იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭება მოითხოვა. მითითებული განცხადების განხილვის მიზნით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროში დაიწყო ადმინისტრაციული წარმოება, რომლის ფარგლებშიც 2017 წლის 20 ოქტომბერს გამოიკითხა თავად დაინტერესებული მხარე - ი----------- და შეივსო გასაუბრების კითხვარი.
გასაუბრების შედეგებისა და საქმეში არსებული მასალების საფუძველზე, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის მიერ მომზადდა დასკვნა ი-----------სათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭების მიზანშეუწონლობის თაობაზე. დასკვნის თანახმად, ადმინისტრაციულმა ორგანომ მიიჩნია, რომ ი-----------ს მუდმივი საცხოვრებელი ადგილი სოხუმის რაიონი, სოფელი ბ---–---- არ ყოფილა. კერძოდ: 1-------- წლებში სწავლობდა ქ. თბილისში, 1990 წელს დაოჯახდა ქ. თბილისში, 1----–--–- შვილი შეეძინა ქ. თბილისში, ამდენად, ი----------- 1990 წლიდან აღარ იყო სოფელ ბ---–----ს მუდმივი მცხოვრები, 1990 წლიდან იგი აღარ იყო დაკავშირებული სოფელ ბ---–---თან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთიერთობით. ამდენად, ი----------- 1990 წლიდან აღარ იყო სოფელ ბ---–----ს მუდმივი მცხოვრები. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----------სთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა.
ამასთან, აღნიშნული დასკვნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრთან გადაიგზავნა საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის 2018 წლის 27 მარტის №------------- მოხსენებითი ბარათით.
დადგენილია, რომ საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანებით, ამავე სამინისტროს დევნილთა საკითხების დეპარტამენტის უფროსის №------------- მოხსენებითი ბარათის შესაბამისად, ი-----------ს იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის მითითებას მისთვის იძულებით გადაადგილებული პირის დევნილის სტატუსის მინიჭების პროცესში ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან კანონის მოთხოვნათა დარღვევის თაობაზე და თვლის, რომ გადაწყვეტილება მიღებულია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოების შესწავლისა და გამოკვლევის საფუძველზე.
სასამართლო კიდევ ერთხელ მიუთითებს, რომ იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის დადგენისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დადგენის ფაქტს, რამდენადაც პირი იძულებული უნდა იყოს დატოვოს სწორედ ის ადგილი, სადაც ის მუდმივად ცხოვრობდა.
სასამართლოს მოსაზრებით, პირის განსაზღვრულ ადგილას მუდმივად ცხოვრების ფაქტი გამოხატული უნდა იყოს აღნიშულ ადგილზე ჩვეულებრივი, ყოველდღიური ცხოვრებით, რაც უნდა დადასტურდეს სხვადასხვა მტკიცებულებებზე დაყრდნობით. აღნიშნული თვალსაზრისით სასამართლო საკმარისად მიიჩნევს საქმეში წარმოდგენილ იმ მტკიცებულებებს, რასაც ადმინისტრაციული ორგანო დაეყრდნო საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის პროცესში და თვლის, რომ საქმეში დაცული მასალები არ ქმნიდა მოსარჩელეთათვის სტატუსის მინიჭების საკმარის საფუძველს. კერძოდ, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს შემდეგ მტკიცებულებებზე: საქმეში წარმოდგენილია გასაუბრების კითხვარი, რომელშიც მოსარჩელე ი----------- აღნიშნავს, რომ დაიბადა 1----–-–-----------, სოხუმში; 1-------- წლებში სწავლობდა ქ----------------- საშ. სკოლაში, 1---------–-–--ში მუშაობდა კ----------------–------ში; 1-------- წლებში სწავლობდა ს----------------–---------------ში; 1990 წელს დაოჯახდა ქ---------ში, მეუღლე - ბ--------------–-–---–---------------–-------–--–----------–--ში, არადევნილი); 1----–--–- შეეძინა შვილი - გ----------------–-–---–ი (არადევნილი), ქ. თბილისში; განქორწინდა 1----–--–- ქ. თბილისში; მისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილი იძულებით გადაადგილებამდე იყო ს----------------–------–----, სადაც ცხოვროდა მშობლების საკუთრებაში არსებული სახლში, მეუღლესთან, შვილთან და მამასთან ერთად; ს---------------------- წელს, წამოვიდა შვილთან და დეიდებთან ერთად სვანეთის გზით; აფხაზეთის დატოვების შემდეგ, 1----–-–-მდე ცხოვრობდა თბილისში, 1---------–-–--–--–---------------------ში, შემდეგ დაბრუნდა საქართველოში და პერიოდულად სამუშაოდ გადაადგილდება თ--------ში; მისი ამჟამინდელი დროებითი საცხოვრებელი ადგილია თ---–---------------------------------------. მიუთითა, რომ ქორწინებამდე დევნილის სტატუსი ვერ მიიღო მეუღლის შეხედულებების გამო, კერძოდ, მეუღლეს არ უნდოდა, რომ მათ დევნილის სტატუსი ჰქონოდათ; განქორწინების შემდეგ წავიდა საზღვარგარეთ და აღნიშნულის გამო, ამ დრომდე ვერ მოახერხა დევნილის სტატუსის მიღება. ი-----------მ კითხვარში შეტანილი ინფორმაციის ნამდვილობა დაადასტურა ყველა ფურცელზე ხელმოწერით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ვინაიდან გასაუბრების მასალებში გამოიკვეთა გარკვეული შეუსაბამობა, სამინისტროს მოთხოვნის საფუძველზე, ი-----------მ წარადგინა დიპლომი, აღმოჩნდა, რომ იგი 1990 წელს შევიდა ქ-------–---------------–--------–---–----–ში და 1992 წელს დაამთავრა სასწავლებლის სრული კურსი მ------- სპეციალობით.
ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ი-----------ს მიერ სასამართლო სხდომაზე მითითებულ ურთიერთგამომრიცხავ განმარტებებზე (იხ. 2019 წლის 12 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი) და აღნიშნავს შემდეგს: ი----------- არასდროს ჰყოლია მეუღლე, ხოლო მისი შვილი დაიბადა ქ---------ში. საგულისხმოა, კითხვარში დაფიქსირებული მისივე განმარტება, რომ დაქორწინდა 1990 წელს სოხუმში, შვილი შეეძინა ქ. თბილისში და იძულებით გადაადგილებამდე მუდმივად ცხოვრობდა ს------–----------–-----–---ში მეუღლესთან - ბ--------------–-–---–თან, შვილთან - გ----------------–-–---–თან და მამასთან - მ-----–----------თან ერთად. განქორწინდა 1----–--–- ქ. თბილისში, დევნილის სტატუსი არ მოუთხოვია მეუღლის შეხედულებების გამო.
სასამართლო განმარტავს, რომ ახსნა-განმარტებების მიცემის სტადიაზე გამოვლენილი უზუსტობები ყოველთვის არ ნიშნავს არასწორი ინფორმაციის მიწოდებას, რამდენადაც უზუსტობები შეიძლება გამოწვეული იყოს იმ სუბიექტური თუ ობიექტური ფაქტორებით, მათ შორის ფაქტის ხანდაზმულობით, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ფაქტის აღწერისა და დადგენის სიზუსტეზე, თუმცა გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ მოსარჩელეს არ ახსოვს ქორწინების ფაქტი, შვილის დაბადების ადგილი, არ ახსოვს, თუ სად მიიღო განათლება, ვისთან ერთად ცხოვრობდა იძულებით გადაადგილებამდე. სასამართლო გამორიცხავს მიცემული ურთიერთშეუსაბამო განმარტებების ობიექტური თუ სუბიექტური ფაქტორების ზეგავლენით ახსნის შესაძლებლობას იმ პირობებში, როდესაც მოსარჩელე ვერ იძლევა ზუსტ განმარტებას ქორწინების, განქორწინების, ოჯახის შემადგენლობის, შვილის დაბადების, განათლების მიღების ადგილის შესახებ.
ამასთან, რაც შეეხება აღმოსავლეთ საქართველოში აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის ოკუპირებული ტერიტორიიდან იძულებით გადაადგილებულ (დევნილის სტატუსის მაძიებელი) პირთა ფოტოიდენტურობის დადასტურების და მუდმივი საცხოვრებელი ადგილის დამდგენი კომისიის ცნობას და დასკვნას, იგი ეყრდნობა მხოლოდ კომისიის წევრის - ნ--–--------–---ის 2017 წლის 18 ოქტომბრის მოხსენებით ბარათს. ამდენად, მითითებული ინფორმაცია ვერ დაადასტურებს იმ გარემოებას, რომ ი----------- იყო აფხაზეთის ტერიტორიაზე მუდმივი მაცხოვრებელი პირი, იმ პირობებში, როდესაც საქმეში წარმოდგენილი არცერთი სხვა მტკიცებულება არ ადასტურებს ი-----------ს სოხუმში მუდმივად ცხოვრების ფაქტს.
სსსკ-ის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები და სასამართლოზე გამოკვლეული გარემოებები სასამართლოს აძლევს საფუძველს გაიზიაროს ადმინისტრაციული ორგანოს არგუმენტი, რომ ი----------- 1990 წლიდან აღარ იყო სოფელ ბ---–----ს მუდმივი მცხოვრები, 1990 წლიდან იგი აღარ იყო დაკავშირებული სოფელ ბ---–---თან ყოველდღიური ყოფით, შრომითი საქმიანობით ან სხვაგვარი ურთიერთიერთობით. აღნიშნულიდან გამომდინარე, ი-----------სთან მიმართებაში არ დასტურდებოდა ,,იძულებით გადაადგილებულ პირთა - დევნილთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-6 მუხლის 1-ლი პუნქტით განსაზღვრული გარემოებების არსებობა. ამდენად, მოსარჩელისათვის იძულებით გადაადგილებული პირის - დევნილის სტატუსის მინიჭებაზე უარი მოხდა შესაბამისი მტკიცებულებების არსებობის პირობებში, საკითხის სათანადო შესწავლის გზით, რაც არ ქმნის გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძველს.
6.4. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარი კანონს ეწინააღმდეგება ან დარღვეულია მისი გამოცემის ვადა და ეს პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამ კოდექსის 23-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. მხარის მოთხოვნით სასამართლო ადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადას.
ამდენად, მოსარჩელემ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ვალდებულების შესაბამისად, ვერ უზრუნველყო იმ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებების წარმოდგენა, რომელზეც იგი ამყარებდა თავის სასარჩელო მოთხოვნას, რის გამოც არ არსებობს ი-----------ს მიერ აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებელ სამართლებრივ ნორმებთან, რის გამოც სასარჩელო მოთხოვნები საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა, განსახლებისა და ლტოლვილთა მინისტრის 2018 წლის 20 აპრილის №---- ბრძანების ბათილად ცნობისა და მოპასუხე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოსათვის ადმინისტრაციული ორგანოსათვის ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის დავალებასთან დაკავშირებით უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები:
მხარეები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის საფუძველზე, გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს ანაზღაურებს სახელმწიფო.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-9, მე-12, 22-23-ე, 32-33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ი-----------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. თბილისი გრ. რობაქიძის გამზირი №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ, №6) მეშვეობით 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე დიანა ფარქოსაძე