განაჩენი

სისხლის სამართლის 20.05.2019
საქმის ნომერი
080100118002687374
დავის ტიპი
151
თარიღი
20.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/943-18 (№------------)

ქუთაისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

20 მაისი 2019 წელი ქუთაისი

ქუთაისის საქალაქო სასამართლოს

მოსამართლე თათია გოგოლაური

სხდომის მდივანი დავით აბაშიძე

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ქე-----ნ უზ---ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული: ხვ--ა ჯა-–------ა

მამის სახელი: ჯუ-----ი

დაბადებული: 3-.1-.1--- წელი

პირადი ნომერი: 5----------

ნასამართლეობა: არ მქონე

მცხოვრები: წყ--–-----ო, სოფელი ქვ--–-–----ი

 

ადვოკატი - გ------- დვ--–-–---–ი

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტი და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

დისპოზიცია: სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი, არასრულწლოვნის თანდასწრებით, მისივე ოჯახის წევრის მიმართ; ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სსკ-ის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლებით გათვალისწინებული შედეგი არასრულწლოვნის მიმართ.

 

სხდომის სახე - ღია

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

2018 წლის 7 სექტემბერს ქუთაისში, გ-------–---ს N4---–- მდებარე ბინაში ხვ--ა ჯა-–------ა დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ--- ჯა-–------ას. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

2018 წლის 7 სექტემბერს ქუთაისში, გ-------–---ს N4---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ხვ--ა ჯა-–------ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ--- ჯა-–------ას, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის არეში, დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის აგვისტოს თვეში ქუთაისში, გ-------–---ს N4---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ხვ--ა ჯა-–------ამ არასრულწლოვნის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ--- ჯა-–------ას, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის და თავის არეში, დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2018 წლის სექტემბრის თვეში ქუთაისში, გ-------–---ს N4---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ხვ--ა ჯა-–------ამ არასრულწლოვან შვილს მა----- ჯა-–------ას აიპოდით ყელის არეში მიაყენა დაზიანებები. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებებით ვერ ჰპოვა დადასტურება ხვ--ა ჯა-–------ას მიერ საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენამ; ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაადასტურებდა ხვ--ა ჯა-–------ას ბრალეულობას.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

მოწმე თო-----ე კი-–-----–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ხვ--ა ჯა-–------ა არის მისი ბიძა, რომელიც 2018 წლის 16 სექტემბერს მოწმის საცხოვრებელ სახლში დააკავეს მოსამართლის განჩინების საფუძველზე და გადაიყვანეს განყოფილებაში. თავად კი პოლიციის თანამშრომლებს გადასცა ხვ--ა ჯა-–------ას მობილური ტელეფონი, რაც დაილუქა.

ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა მოწმე ომ----------–---–-ა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 12 სექტემბერს პოლიციის მეექვსე განყოფილებას მიმართა მოქალაქე მ--- ჯა-–------ამ განცხადებით, რომ მასზე და მის შვილზე მა----- ჯა-–------აზე ძალადობდა მისი მეუღლე ხვ--ა ჯა-–------ა, აღნიშულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. მის მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, მოწმის სახით გამოკითხა თო-----ე კი-–-----–---–ი და სოციალური მუშაკის მა----ე კუ----ს მონაწილებით გამოკითხა არასრულწლოვანი მა----- ჯა-–------ა. თო-----ე კი-–-----–---–ისაგან ამოიღო ხვ--ა ჯა-–------ას მობილური ტელეფონი, ასევე მის მიერ დაზარალებულების მიმართ დაინიშნა ფსიქოლოგიური ექსპერტიზა. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას მა----- ჯა-–------ამ და მ--- ჯა-–------ამ მიუთითეს იმ ადგილებზე, სადაც ხვ--ა ჯა-–------ა მათზე ძალადობდა ფიზიკურად. განხორციელდა შემთხვევის ადგილის დასურათება.

 

ექსპერტმა გ------- ქა---------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2018 წლის 13 სექტემბერს მეწყვილე კა----რ ცე--–--------ნ და გამომძიებელთან ერთად გამოცხადდა შემთხვევის ადგილზე, ქუთაისში, გრ----ლ----–---ს ქუჩაზე, ოჯახური კონფლიქტის ფაქტზე, ადგილზე მისულებს დახვდათ დაზარალებული მ--- ჯა-–------ა, რომელმაც მათ მიუთითა ის ადგილები სადაც მეუღლის ხვ--ა ჯა-–------ას მხრიდან ხორციელდებოდა ძალადობა, ასევე მიუთითა ოთახზე, სადაც მისმა შვილმა მა----- ჯა-–------ამ სცადა თვითმკვლელობა.

 

ექსპერტმა კა----რ ცე--–----მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ პოლიციის მე-6 განყოფილებიდან მიღებული შეტყობინების საფუძველზე ის და მისი კოლეგა გ------- ქა--------- საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ავტომანქანით გამოცხადდნენ შემთხვევის ადგილზე, ქუთაისში, აბ-–--------ში მდებარე კორპუსში, სადაც მათ დახვდა გამომძიებელი ომ----------–---–ი, რომელმაც განუმარტა, რომ ადგილი ჰქონდა ოჯახურ კონფლიქტს, სახლში მყოფმა ქალბატონმა კი განმარტა, რომ მეუღლემ მიაყენა შეურაცხყოფა და მიუთითა ის ადგილები, სადაც ძალადობა განხორციელდა.

 

მოწმე ილ------–--------მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ქუთაისის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-6 განყოფილებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე მის მიერ შედგენილი იქნა შემაკავებელი ორდერი. განყოფილებაში გამოცხადდა ქალბატონი შვილთან ერთად, რომელთან გასაუბრების შედეგად დადგინდა, რომ აუცილებელი იყო შემაკავებელი ორდერის გამოცემა, რადგან აღნიშნული პირები იყვნენ ფიზიკური და ფსიქოლოგიური ძალადობის მსხვერპლნი, რაც არ იყო ერთჯერადი ხასიათის. ილ------–--------ს განმარტებით შემაკავებელი ორდერის სიზუსტე დაადასტურეს მ--- და მა----- ჯა-–------ებმა, ორდერი შედგენილ იქნა შესაბამისი წესების დაცვით.

 

დაზარალებულმა მ--- ჯა-–------ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მეუღლე (მათ შორის, განქორწინებული).

 

დაზარალებულმა მა----- ჯა-–------ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით, კერძოდ, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს. ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახლო ნათესავად ითვლება მშობელი.

 

საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული გამოძიების დაწყების აღრიცხვის ბარათით, გამოძიება დაიწყო 2018 წლის 12 სექტემბერს, მ--- ჯა-–------ას განცხადების საფუძველზე, რომ მასზე და მის 14 წლის შვილზე მა----- ჯა-–------აზე სისტემატურად ძალადობს მეუღლე ხვ--ა ჯა-–------ა, როგორც ფიზიკურად ასევე ფსიქოლოგიურად და ემუქრება მათ სიცოცხლის მოსპობით.

 

ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, წყ--–-----ოს რაიონის სოფელ ქვ--–-–----ში, ხვ--ა ჯა-–------ას საცხოვრებელ სახლში 2018 წლის 16 სექტემბერს 07:55 საათზე ხვ--ა ჯა-–------ა დაკავებული იქნა ბრალდებულის სახით.

 

2018 წლის 13 სექტემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქუთაისში, გ-------–---ს ქ. N4---–-, საცხოვრებელი კორპუსის მეორე სართულზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო მესაკუთრე მ--- ჯა-–------ამ, რომელმაც მიუთითა ოთახებზე, სადაც ხვ--ა ჯა-–------ამ ფიზიკურად იძალადა მასზე და მის არასრულწლოვან შვილზე მა----- ჯა-–------აზე, ასევე მიუთით იმ ოთახზე, სადაც მა----- ჯა-–------ა ჩაიკეტა და აპირებდა ვენების გადაჭრას. ექსპერტების მიერ მოხდა შემთხვევის ადგილის ფოტოდასურათება.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, ამ კოდექსისა და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით, რომელთა ნორმებიც გამოყენებული იყო სისხლის სამართლის პროცესში. სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, გონივრული ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. მტკიცებულებათა ერთობლიობა პირდაპირ და ცალსახად უნდა ადგენდეს ფაქტებს და პირის ბრალეულობას, სწორედ ამ პირის მიერ დანაშაულის ჩადენის, მოტივს, მიზანს, განზრახვას და ა.შ. გარდა ამისა, მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყო დამაჯერებელი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და უტყუარი მტკიცებულებები უნდა იყოს დამაჯერებლი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ არ უნდა იწვევდეს რაიმე გონივრული ეჭვს ან ვარაუდს. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩამდენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა არსებული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობის არარსებობის პირობებში პირის დამნაშავედ ცნობის დაუშვებლობის საკითხთან დაკავშირებით, სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში ჩამოყალიბებულ განმარტებას საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვითაც, „...ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლის სამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ეს უმნიშვნელოვანესი გარანტია გამორიცხავს მტკიცებულებების გარეშე, მხოლოდ ვარაუდების გამო, პასუხისმგებლობის დაკისრებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია „სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ან/და ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში“. მაშასადამე, ამ ნორმით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია მუქარის შინაარსი, კერძოდ, მუქარა მიმართული უნდა იყოს სიცოცხლის მოსპობისკენ, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისკენ. ამასთან დანაშაულის შემადგენლობისათვის აუცილებელია არამარტო მუქარის განხორციელება, არამედ ისიც, რომ იმას ვისაც ემუქრებიან გაუჩნდეს მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ოჯახის წევრის ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა, პატივი და ღირსება, მათი უფლება იცხოვრონ მშვიდ გარემოში. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით ვერ დადასტურდა ხვ--ა ჯა-–------ას მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულების ჩადენა.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არ არის წარმოდგენილი არცერთი პირდაპირი მტკიცებულება იმის დასადასტურებლად, რომ 1. 2018 წლის 7 სექტემბერს ქუთაისში, გ-------–---ს N4---–- მდებარე ბინაში ხვ--ა ჯა-–------ა დანის გამოყენებით სიცოცხლის მოსპობით დაემუქრა ყოფილ მეუღლეს მ--- ჯა-–------ას. ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში; 2. 2018 წლის 7 სექტემბერს ქუთაისში, გ-------–---ს N4---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ხვ--ა ჯა-–------ამ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ--- ჯა-–------ას, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის არეში, დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი; 3. 2018 წლის აგვისტოს თვეში ქუთაისში, გ-------–---ს N4---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ხვ--ა ჯა-–------ამ არასრულწლოვნის თანდასწრებით სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა ყოფილ მეუღლეს მ--- ჯა-–------ას, კერძოდ: ხელი დაარტყა სახის და თავის არეში, დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი; 4. 2018 წლის სექტემბრის თვეში ქუთაისში, გ-------–---ს N4---–- მდებარე საცხოვრებელ სახლში ხვ--ა ჯა-–------ამ არასრულწლოვან შვილს მა----- ჯა-–------ას აიპოდით ყელის არეში მიაყენა დაზიანებები. დაზარალებულმა აღნიშნული ქმედების შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი არათუ უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, არამედ ვერცერთი პირდაპირი მტკიცებულება ხვ--ა ჯა-–------ას ბრალდების დასადასტურებლად. აღნიშნულთან დაკავშრებით სასამართლო უთითებს, რომ დაზარალებულებმა მ--- ჯა-–------ამ და მა----- ჯა-–------ამ ისარგებლა საქართველოს სსსკ-ის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით მოწმისათვის გარანტირებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის წინააღმდეგ. რაც შეეხება საქმეზე დაკითხული მოწმეების - ომ----------–---–ის, გ------- ქ---------ის, კა----რ ცე--–----ს, ილ------–--------ს ჩვენებებს, არცერთი მათგანი არ არის ფაქტის თვითმხილველი და ისინი ავრცელებენ იმ დაზარალებულებისაგან მიღებულ ინფორმაციას, რომელთაც სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემაზე უარი განაცხადეს. შესაბამისად სასამართლო სხდომაზე დაკითხული აღნიშნული მოწმეების ჩვენებები საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად წარმოადგენენ ირიბ ჩვენებებს. სხვა მტკიცებულება, რაც ხვ--ა ჯა-–------ას ბრალეულობას დაადასტურებდა, საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარეს არ წარმოუდგენია ეჭვის გამომრიცხავ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა ხვ--ა ჯა-–------ას ბრალეულობას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულებში. წარმოდგენილი მტკიცებულებები არ იძლევა კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების დადგენილად მიჩნევისა და მისი სამართლებრივი შეფასების საფუძველს.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა უშუალო მონაწილეობით საქმის განხილვის შემდეგ, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა ხვ--ა ჯა-–------ას საქართველოს სსკ-ის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც ხვ--ა ჯა-–------ა წარდგენილ ბრალდებაში უნდა გამართლდეს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

ხვ--ა ჯა-–------ა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში გამართლდეს.

 

ხვ--ა ჯა-–------ა მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

ხვ--ა ჯა-–------ა დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

გამართლებულ ხვ--ა ჯა-–------ას განემარტოს საქართველოს სსსკ-ის 92-ე მუხლით გათვალისწინებული ზიანის ანაზღაურების უფლება.

 

საქმეზე ნივთმტკიცებად ცნობილი:

 

შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათბი ერთ ცალ დისკად, რაც ერთვის სს საქმეს - შენახული იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ხვ--ა ჯა-–------ას ტელეფონი - დაუბრუნდეს ხვ--ა ჯა-–------ას, ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს.

 

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: თათია გოგოლაური