გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/914-18
N200210018002655318
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
25 ივნისი, 2019 წელი თელავი
თელავის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - მარინე ცერცვაძე
სხდომის მდივანი - სოფიკო ჩაფურიშვილი
მოსარჩელე - ლ-–- ა----------ე წარმომადგენელი - ნ----- ქ-----ა მოპასუხე - შპს ,,ს--- ი-----ი" წარმომადგენელი - მ-----– გ----------–---–ი, თ----- ბ-----ე დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. შპს ,,ს--- ი-----ის” დირექტორის 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილების სამსახურიდან განთავისუფლების შესახებ ბათილად ცნობა და სამსახურში აღდგენა მაღაზიის მ--------ის პოზიციაზე.
1.2. სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 2018 წლის პირველი აგვისტოდან 14 აგვისტოს ჩათვლით ნამუშევარი დღეებისათვის 600 (ექვსასი) ლარი, საშვებულებო ანაზღაურება ერთი თვის ხელფასი - 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით, სულ ჯამში 1800 (ათას რვაასი) ლარი და ამ თანხების ანაზღაურების თითოეული დაყოვნებული დღისათვის 0.07% სამსახურში აღდგენამდე.
1.3. იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 2018 წლის 15 აგვისტოდან სამსახურში აღდგენამდე ყოველთვიურად ხელზე მისაღები ხელფასის 1200 (ათას ორასი) ლარის ოდენობით.
1.4. 2017 წლის 1-ლი იანვრის შრომის ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული, კონკურენციის შეზღუდვის შესახებ დანაწესის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის 6 თვის განმავლობაში.
1.5. ზიანის ანაზღაურება 3646,04 ლარის ოდენობით სამსახურიდან უსაფუძვლოდ განთავისუფლების გამო სესხზე დარიცხული ჯარიმებისათვის.
სარჩელის თანახმად, 2016 წლის ხუთი აგვისტოდან 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, მოსარჩელე დასაქმებული იყო შპს ,,ს--- ი-----ში” და შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტში მისი ყოველთვიური შრომის ანაზღაურება შეადგენდა 1200 (ათას ორასი) ლარს საქართველოს საგადასახადო კოდექსით გათვალისწინებული საშემოსავლო გადასახადის გარეშე. 2018 წლის 14 აგვისტოს ხელმძღვანელობის მიერ ლ-–- ა----------ეს ეთხოვა განცხადების დაწერა გათავისუფლებაზე, რაზედაც მან განაცხადა უარი და 2018 წლის 16 აგვისტოს მიმართა განცხადებით, დაესაბუთებინათ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი. ამ უკანასკნელზე იმავე დღეს ეცნობა, რომ მასსა და კომპანია ,,ს--- ი-----ს" შორის არ არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისად, არც განცხადების დაწერა და არც გათავისუფლების ბრძანება არ იყო საჭირო თანამშრომლობის შესაწყვეტად. შპს ,,ს--- ი-----ში" მუშაობის პერიოდში მოსარჩელემ სს ,,თ----ი” ბანკიდან აიღო სესხი, რომელსაც მუშაობის პერიოდში იხდიდა კეთილსინდისიერად, თუმცა შპს ,,ს--- ი-----იდან" უკანონოდ გათავისუფლების შემდეგ ვეღარ შეძლო დავალიანების დაფარვა, რის გამოც დაერიცხა ჯარიმები. ზემოაღნიშნულ გარემოებათა გათვალისწინებით, უსაფუძვლოდ და გაფრთხილების გარეშე განთავისუფლების გამო, საბოლოო ანგარიშსწორების განუხორციელებლობის გამო, დარღვეული უფლებების აღსადგენად მან მიმართა სასამართლოს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე წამოდგენილი შესაგებელით არ დაეთანხმა სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს და მიუთითა, რომ 2018 წლის 14 აგვისტოს დასაქმებულის მიმართ მოხდა შეტყობინება სამომავლოდ ურთიერთობის გაგრძელების შეუძლებლობის თაობაზე, რადგან ერთი მხრივ, მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებას გაუვიდა ვადა, ხოლო მეორე მხრივ, დასაქმებული სათანადოდ ვერ უძღვებოდა მის მიმართ მიბარებული მაღაზიის მართვას, ჰქონდა ნაშთებში გარღვევა, თვითნებურად განკარგავდა სალაროს და ამ ფაქტობრივი გარემოებებით მნიშვნელოვანი რისკის ქვეშ აყენებდა კომპანიას. მხარეთა შორის არსებული ურთიერთობის მანძილზე ფიზიკური პირის, ლ-–- ა----------ის მიერ ხდებოდა დამსაქმებლის მითითებების შეუსრულებლობა, ასევე, მის დაქვემდებარებაში არსებული ნაშთების სათანადოდ გაწერა, რაც აყენებდა კომპანიას ზიანს, რაც დადასტურდა მოსარჩელის მონაწილეობით ჩატარებული აღწერის შედეგით, რაც წარმოადგენდა განმეორებით აღწერას. მოპასუხე მხარემ მიუთითა რომ წარმოდგენილი სარჩელი ხანდაზმულია. არ არსებობს დასაქმებულის მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი როგორც მატერიალური თვალსაზრისით, ასევე ფორმალური გამართულობის კუთხით. დასაქმებულს მოცემულ შემთხვევაში ასევე არ წარმოუდგენია ინფორმაცია რა პერიოდის შვებულების ანაზღაურებას ითხოვს დასაქმებული. მხარეთა შორის არსებული შრომის ურთიერთობა ითვალისწინებს დასაქმებულის უფლებას ისარგებლოს ანაზღაურებადი შვებულებით, თუმცა, ურთიერთობის მანძილზე. სშკ-ის 21-ე მუხლს, რომელიც ითვალისწინებს შვებულების ანაზღაურებას, ასევე ახლავს დათქმა, რომ ეს ეხება გამოუყენებელ შევებულებას. დასაქმებულის მხრიდან არ წარმოდგენილა არავითარი ინფორმაცია, თუ რა პერიოდის გამოუყენებელი შვებულება აქვს დარჩენილი კომპანიაში.
მოპასუხე მხარე ასევე არ დაეთანხმა 600 ლარის ანაზღაურების მოთხოვნას და განმარტა რომ დასაქმებულმა მის მიერ შესასრულებელი საქმიანობის არაჯეროვანი შესრულებისა და დამსაქმებლის ქონების მიმართ გულგრილი დამოკიდებულებით მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენა დამსაქმებელს. კერძოდ, ასეთი ზიანის ოდენობა შეადგენს 3930,37 ლარს, რომლის ანაზღაურებისათვის დამატებითი გონივრული ვადა აქვს განსაზღვრული დასაქმებულს დამსაქმებლის მხრიდან.სსკ-ის 442-ე მუხლი კი აძლევს მხარეს უფლებას, მის მიერ გადასახდლი თანხა გაქვითოს მოსარჩელის იმ ვალდებულებაში, რომელიც მოსარჩელეს აქვს მის წინაშე. ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ მიყენებული ზიანი ამჟამინდელი გაანგარიშებით შეადგენს 3930.37 ლარს, რაც დასტურდება ფინანსური განყოფილების დასკვნით, შესაბამისად, მოსარჩელეს მოპასუხის მიმართ წარმოეშვა ფულადი ვალდებულება, რომელიც უნდა ანაზღაურდეს მოსარჩელის მიერ პერსონალურად. სწორედ ამ თანხის ნაწილობრივ უზრუნველსაყოფად დააკავა მოპასუხემ გადასახდელი თანხა, რის უფლებასაც მას ანიჭებს სსკ-ის 442-ე მუხლი.რაც შეეხება დასარიცხ პირგასამტეხლოს, რადგანაც არ არსებობს ძირითადი მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველი, პირგასამტეხლოს თაობაზე მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.დასაქმებულის მოთხოვნა იძულებითი განაცდურის მიღების თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, გამომდინარე იქიდან, რომ მასთან ხელშეკრულების შეწყვეტა არ მომხდარა კანონის დარღვევით.
მოსარჩელის განცხადება კომპესაციის მოთხოვნასთან დაკავშირებით, დაუსაბუთებელია და უკანონოა. როგორც სშკ-ის 46-ე მუხლი, ასევე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-7 მუხლი ითვალისწინებს დამსაქმებლის უფლებას, მისი თანხმობის გარეშე აუკრძალოს დასაქმებულს კონკურენტული საქმიანობა. აღნიშნული დათქმა იყოფა ორ ნაწილად: უფლება და უფლების რეალიზება. თუ დასაქმებული ამ უფლებით ისარგებლებს, რაც გულისხმობს, დასაქმებულისათვის შეზღუდვას, რომ არ დაიწყოს კონკურენტთან საქმიანობა და მის მიმართვაზე ეტყვის უარს ნებართვის გაცემაზე, სწორედ ამ დროიდან წარმოეშობა დასაქმებულს შეზღუდვის პერიოდის შესაბამისი კომპესაციის მიღებაზე უფლებამოსილება. ამ შემთხვევაში კი დასაქმებულს არ მიუმართავს მოპასუხისათვის ნებართვის თაობაზე, ხოლო დამსაქმებელს არ გამოუყენებია და აუმოქმედებია ხელშეკრულების შესაბამისად მისთვის მინიჭებული უფლება.
მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მოთხოვნა, სესხზე დარიცხული ჯარიმების მოპასუხისათვის დაკისრების საფუძვლით, დაუსაბუთებელი და სამართლებრივად გაუმართავია შემდეგი გარემოებების გამო: მოსარჩელის მიერ არ მომხდარა იდენტიფიცირება თუ რას წარმოადგენს ზიანი. ზიანის ანაზღაურების საფუძველს წარმოადგენს უშუალოდ ზიანი, ქმედება, მიზეზობრივი კავშირი და მოპასუხის ბრალი ზიანსა და ქმედებას შორის. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ უშუალოდ ზიანის იდენტიფიცირება ვერ მოახდინა, მან წარმოადგინა ბუნდოვანი ამონაწერები სასესხო ვალდებულებების შესახებ, თუმცა, არ არის განმარტებული რა პერიოდშია დარიცხული ასეთი ჯარიმები, ეს ჯარიმები გამომდინარეობს და უკავშირდება თუ არა ხელშეკრულების შეწყვეტის ფაქტს და არის თუ არა პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში მოპასუხის ბრალეულ ქმედებასთან. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერებით არ იდენტიფიცირდება სრულად აღებული სესხების მიზნობრიობა. ანაზღაურებას ექვემდებარება პირდაპირი ზიანი, რაც შესაძლოა სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეს მიადგეს, ხოლო ამ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ დაყენებული მოთხოვნა, თუკი ასეთი ზიანი არსებობს, წარმოადგენს არაპირდაპირი ზიანის სახეს, რაც დაუშვებელია დაეკისროს მხარეს, რადგან ეს არ არის გათვალისწინებული არც ხელშეკრულებით, არც კანონის შესაბამისად.
მოპასუხე აცხადებს, რომ დაკავებული პოზიციიდან უკანონოდ იქნა გათავისუფლებული. იმდენად, რამდენადაც უკანონოდ გათავისუფლების ფაქტი არაა დადასტურებული და უფრო მეტიც, დასაქმებულთან თანამშრომლობის გაგრძელებაზე უარი კანონიერია, ამ კომპონენტში მიზეზობრივ კავშირზე, რომელშიც ფიგურირებს მოპასუხის ბრალეულობა, მითითება არგუმენტებს იქნებოდა მოკლებული.აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეს სასესხო ვალდებულებების ძირითადი ნაწილი (რომლის მნიშვნელოვანი ნაწილი, თუ რა პერიოდში აქვს დარიცხული დავალიანება, წარმოდგენილი არ აქვს) აღებული აქვს 2017 წლამდე, მაშინ როცა დასაქმებულმა არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა ხელშეკრულების ერთი წლით გაგრძელების თაობაზე, ამასთან, ამას მხარეებს არ ავალდებულებდა კანონმდებლობაც. შესაბამისად, დასაქმებული მოქმედებდა საკუთარი რისკის ფარგლებში. მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი ქმედება მესამე პირების წინაშე, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი სანქციები მესამე პირთა მხრიდან, ვერ გახდება დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საფუძველი. მოპასუხე არ იყო ვალდებული განუსაზღვრელი ვადით ეტვირთა მოსარჩელის დასაქმების ტვირთი, მაშინ, როცა მხარეებს ვადიანი ხელშეკრულება ჰქონდა დადებული, ხოლო სასესხო ვალდებულების კისრების დროს დასაქმებული მოქმედებდა საკუთარი რისკის ფარგლებში.ამასთანავე, შპს ,,ს--- ი-----ის" მხრიდან კანონმდებლობის შესაბამისად უარი ითქვა თანამშრომლობის გაგრძელებაზე, ხოლო მოსარჩელემ გაუშვა ამ გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადები, რადგანაც მან არ მიმართა კანონით განსაზღვრულ დროში სასამართლოს. შესაბამისად, ეს გარემოება წარმოადგენს მოთხოვნის გამომრიცხავ გარემოებას, რაც საფუძველს წარმოადგენს მოსარჩელისათვის, რათა მოითხოვოს თანმდევი ზიანის შესახებ, რაც ამ შემთხვევაში გამორიცხულია.აქედან გამომდინარე არ არსებობს მეხუთე სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძვლები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არსებობს.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 5 აგვისტოს ლ-–- ა----------ესა და შპს ,,ს--- ი-----შს” შორის დაიდო შრომითი ხელშეკრულება 2016 წლის 05 ოქტომბრამდე,რომელიც გაგრძელდა 2017 წლის 01 იანვრამდე, ვინიადნ საქმეში წარმოდეგნილია ხელფასის ჩარიცხვის დამადსტურებელი დოკუმენტი, რითაც დადასტურებულია, რომ ა----------ეს 2016 წლის დეკემბრის ჩათვლით დარიცხული აქვს ხელფასი მოპასუხის მიერ; 2017 წლის 01 იანვარს კვლავ დაიდო ხელშეკრულება მხარეთა შორის 2018 წლის 01 იანვრამდე, 2017 წლის 14 აპრილს შრომითი ხელშეკრულების გაგრძელების თაობაზე მხარეთა შორის დაიდო დამატებითი შეთანხმება რითაც ცვლილება შევიდა 2017 წლის ხელშეკრულების 5.1. პუნქტში და ჩაიწერა რომ ,,5.1. ხელშეკრულება ძალაშია 2018 წლის 30 აპრილამდე“ თუმცა ამავე შეთანხმების მეორე პუნქტში ჩაიწერა შემდეგი: ,,წინამდებარე ხელშეკრულების 1-ლი პუნქტით განსაზღვრული ვადის გასვლის შემდგომ მხარეთა შორის შრომითი ურთიერთობა შეაძლოა გაგრძელდეს სახელშეკრულებო ურთიერთობის გაგრძელების თაობაზე წერილობით დადებული ახალი ხელშეკრულების ან დამატებითი შეთანხმების გზით“. მოცემულ შემთხვევაში ლ-–- ა----------ეს 2018 წლის 30 აპრილის შემდეგ სწორედ ამ ჩანაწერის თანახმად გაგრძელებულად ჩაეთვალა შრომითი ხელშეკრულება მოპასუხესთან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 5 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულება #B1-16218-5; 2017 წლის პირველი იანვრის შრომითი ხელშეკრულება #B559-17001-19; 2017 წლის 14 აპრილის დამატებითი შეთანხმება 2017 წლის პირველი იანვრის შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ; (ს.ფ. 19-25 );
3.2.2.დადგენილია რომ 2016 წლის 5 აგვისტოდან 2018 წლის 14 აგვისტოს ჩათვლით, ლ-–- ა----------ე დასაქმებული იყო შპს ,,ს--- ი-----ში”, ქ. თ--–--ში მაღაზიის მ--------ად და მისი ანაზღაურება შეადგენდა საშემოსავლო გადასახადის გარეშე 1200 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2016 წლის 5 აგვისტოს შრომითი ხელშეკრულება #B1-16218-5; 2017 წლის პირველი იანვრის შრომითი ხელშეკრულება #B559-17001-19; 2017 წლის 14 აპრილის დამატებითი შეთანხმება 2017 წლის პირველი იანვრის შრომით ხელშეკრულებაში ცვლილებების შეტანის შესახებ; ამონაწერი საბანკო ანგარიში; ელ. ფოსტის მიმოწერა (ს.ფ. 19-25; 26-57 );
3.2.3. 2018 წლის 14 აგვისტოს ზეპირი ფორმით ეცნობა გადაწყვეტილება მისი გათავისუფლების შესახებ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ახსნა-განმარტება
3.2.4. 2018 წლის 16 აგვისტოს შპს ,ს--- ი-----ს" მიმართა განცხადებით, დაესაბუთებინათ შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძველი და გაეგზავნათ აღნიშნულის დამადასტურებელი ოფციალური დოკუმენტი, რის პასუხადაც იმავე დღეს ეცნობა, რომ ,,მასსა და კომპანია შპს ,,ს--- ი-----ს“ შორის არ არსებობდა შრომითი ხელშეკრულება, შესაბამისად, არც განცხადების დაწერა და არც გათავისუფლების ბრძანება არ იყო საჭირო თანამშრომლობის შესაწყვეტად“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 16 აგვისტოს ელ.ფოსტის მიმოწერა - ლ-–- ა----------ის წერილი და კომპანიის პასუხი (ს.ფ. 53-57 );
3.2.5. მოპასუხე მხარის განმარტებით დადგენილია, რომ რაიონებში და პატარა ქალაქებში შპს ,,ს--- ი-----ის“ მაღაზიებში არის სულ ორი სამუშაო პოზიცია და მათ შორის უფროსი კონსულტანტის პოზიცია, რომელიც ასრულებს მ--------ის ფუნქციებსაც და აღარ არის მ--------ის თანამდებობა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-მოპასუხე მხარის განმარტება(ოქმი)
3.2.6.დადგენილია რომ მოსარჩელე ლ-–- ა----------ემ გათავისუფლების თაობაზე შეტყობინება მიიღო 2018 წლის 14 აგვისტოს, რაზეც დამსაქმებელს წერილობითი დასაბუთება მოსთხოვა 2018 წლის 16 აგვისტოს, დამსაქმებლის მიერ არ იქნა დასაბუთებული გადაწყვეტილება გაცემული მისი გათავისულფების თაობაზე შვიდი დღის ვადაში, რის გამოც გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყო 2018 წლის 24 აგვისტოდან. დასაქმებულის მიერ სასამართლოს წესით გადაწყვეტილება გასაჩივრდა 2018 წლის 13 სექტემბერს თბილისის საქალაქო სასამართლოში, 2018 წლის 18 სექტემბერს განჩინებით წარმოებაში მიღებაზე ეთქვა უარი.მხარემ სასამართლოს მიმართა 2018 წლის 21 სექტემებრს განჩინების ჩასაბარებლად. 2018 წლის 28 სექტემებერს მხარემ ფოსტის მეშევეობით გადმოაგზავნა თ--–--ის რაიონულ სასამართლოში სარჩელი. შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მოსაზრებას რომ მოსარჩელეს არა აქვს დაცული სასამართლოსათვის მომართვის 30 დღიანი ვადა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ფოსტის გზავნილი(ს.ფ.67)
-განჩინება, ცნობა(ს.ფ. 208-211)
-მხარის განმარტება(ოქმი)
3.2.7. 2019 წლის 28 თებერვლის მდგომარეობით, სს ,,თ----ი ბანკში” სესხის ვადაგადაცილების გამო მოსარჩელეს ერიცხება ჯარიმა ჯამურად 3646,04 ლარის ოდენობით, კერძოდ, სამომხმარებლო სესხზე - 1131,76 ლარი, სწრაფ განვადებაზე - 598,01 ლარი, სასწრაფო სესხზე - 1039,35 ლარი, ოვერდრაფტზე - 347,96 ლარი და Prime card-ზე 528,96 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- დავალიანების ცნობა სს ,,თ----ი ბანკიდან”; ამონაწერი სს ,,თ----ი ბანკიდან” (ხელშეკრულება #3784525-9979773); ამონაწერი ანგარიშიდან G---------------------; ამონაწერი სს ,,თ----ი ბანკიდან” (ხელშეკრულება #000686188) (ს.ფ. 149-158);
3.2.8. მხარეთა შორის დადებული 2017 წლის 1-ლი იანვრის შრომის ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებულია, რომ დასაქმებულს ეზღუდება დამსაქმებლის თანხმობის გარეშე, ხელშეკრულების შეწყვეტის მომენტიდან ექვის თვის განმავლობაში კონკურენტი დამსაქმებლის სასარგებლო საქმიანობის განხორცილება. კონკურენტი ორგანიზაციის დაფუძნება ან სხვა ფორმის კონკურენტული საქმიანობიოს წამოწყება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-2017 პირველი იანვრის ხელშეკრულება(ს.ფ.22-24)
სსსკ-ის 102-ე მუხლის შესაბამისად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105. 2 მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მოსაზრებას რომ შპს ,,ს--- ი-----ში" მუშაობის პერიოდში მოსარჩელემ სს ,,თ----ი” ბანკიდან აიღო სესხი, რომელსაც მუშაობის პერიოდში იხდიდა კეთილსინდისიერად, თუმცა შპს ,,ს--- ი-----იდან" უკანონოდ გათავისუფლების შემდეგ ვეღარ შეძლო დავალიანების დაფარვა, რის გამოც დაერიცხა ჯარიმები და მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს აღნიშნული თანხა მის სასარგებლოდ , ვინიდან მოსარჩელეს სასესხო ვალდებულებების ძირითადი ნაწილი აღებული აქვს 2017 წლამდე, და დასაქმებული მოქმედებდა საკუთარი რისკის ფარგლებში. მოსარჩელის შეუსრულებელ ვალდებულებას მესამე პირების წინაშე, რომელსაც მოჰყვა შესაბამისი სანქციები მესამე პირთა მხრიდან, ვერ გახდება დამსაქმებლის პასუხისმგებლობის საფუძველი.შესაბამისად მოსარჩელე მხარის მოთხოვნა მოპასუხე მხარისათვის თ----ი ბანკის სასესხო ვალდებულების შეუსრულებლობის გამო თანხის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ასევე სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის განმარტებას რომ მოპასუხეს უნდა დაეკისროს 2017 წლის 1-ლი იანვრის შრომის ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული, კონკურენციის შეზღუდვის შესახებ დანაწესის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობის ანაზღაურება შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის 6 თვის განმავლობაში, ვინაიდან დადგენილია რომ როგორც სშკ-ის 46-ე მუხლი, ასევე მხარეთა შორის არსებული ხელშეკრულების მე-7 მუხლი ითვალისწინებს დამსაქმებლის უფლებას, მისი თანხმობის გარეშე აუკრძალოს დასაქმებულს კონკურენტული საქმიანობა. სასამართლო იზიარებს მოპასუხის მოსაზრებას, რომ აღნიშნული დათქმა იყოფა ორ ნაწილად: უფლება და უფლების რეალიზება. თუ დასაქმებული ამ უფლებით ისარგებლებს, რაც გულისხმობს, დასაქმებულისათვის შეზღუდვას, რომ არ დაიწყოს კონკურენტთან საქმიანობა და მის მიმართვაზე ეტყვის უარს ნებართვის გაცემაზე, სწორედ ამ დროიდან წარმოეშობა დასაქმებულს შეზღუდვის პერიოდის შესაბამისი კომპესაციის მიღებაზე უფლებამოსილება. მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ წარმოდაგინა მტკიცებულებები რითაც დაადასტურებდა რომ მან მიმართა მოპასუხეს ნებართვის თაობაზე, ხოლო მოპასუხემ(დამსაქმებელმა) გამოიყენება ხელშეკრულების შესაბამისად მისთვის მინიჭებული უფლება. სასამართლოს მიაჩნია რომ მოსარჩელეს უარი უნდა ეთქვას სარჩელის იმ მოთხოვნაზე, რითაც ითხოვს რომ 2017 წლის 1-ლი იანვრის შრომის ხელშეკრულების 7.1 პუნქტით გათვალისწინებული, კონკურენციის შეზღუდვის შესახებ დანაწესის შესაბამისად, შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობის ანაზღაურების დაკისრებას მოპასუხეზე შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის 6 თვის განმავლობაში, ვინიდან აღნიშნული მოთხოვნა დაუსაბუთებელი და უსაფუძვლოა.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ლ-–- ა----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს შრომის კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მე-4 პუნქტის მიხედვით, შრომითი უფლებების დაცვა განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს შრომის კოდექსის პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით.
საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლი ადგენს რომ შრომა თავისუფალია, რაც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ნიშნავს, რომ ადამიანს მინიჭებული აქვს უფლება თავად განკარგოს საკუთარი შესაძლებლობები შრომით საქმიანობაში და თავად აირჩიოს საქმიანობის სფერო (გადაწყვეტილება N2/4-24, 28.02.1997). შრომის თავისუფლებაში იგულისხმება სახელმწიფოს (მათ შორის რა თმქაუნდა სახელისუფლებო ძალაუფლების ერთ-ერთი შტოს - სასამართლო ხელისუფლების) ვალდებულება დაიცვას მოქალაქეთა შრომითი უფლებები (გადაწყვეტილება N2/2-389, 26.10.2007). საკონსტიტუციო სასამართლოს ამავე განმარტებით, დაცულია არა მარტო უფლება აირჩიო სამუშაო, არამედ ასევე უფლება განახორციელო, შეინარჩუნო და დათმო ეს სამუშაო. საქართველოს კონსტიტუციის ზემოაღნიშნული ნორმა ადგენს, რომ შრომის ანაზღაურებისა და მასთან დაკავშირებული სხვა საკითხები განისაზღვრება ორგანული კანონით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის შრომით-სამართლებრივი ურთიერთობა შრომის ხელშეკრულების საფუძველზე წარმოიშვა.
შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ა” ქვეპუნქტის მიხედვით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლებია: ეკონომიკური გარემოებები, ტექნოლოგიური ან ორგანიზაციული ცვლილებები, რომლებიც აუცილებელს ხდის სამუშაო ძალის შემცირებას,ხოლო ,,ბ“ ქვეპუნქტით შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლა.
ამავე კოდექსის 6.13, „ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები მიმდევრობით დადებულად ჩაითვლება, თუ არსებული შრომითი ხელშეკრულება გაგრძელდა მისი ვადის გასვლისთანავე ან მომდევნო ვადიანი შრომითი ხელშეკრულება დაიდო პირველი ხელშეკრულების ვადის გასვლიდან 60დღის განმავლობაში”.უდავოდ დასაქმებულის დაცვის მექანიზმად მოიაზრება, რამდენადაც, უვადო ხელშეკრულების შეწყვეტისას, დამსაქმებელს ეკისრება ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძვლიანობის მტკიცების ტვირთი, რასაც არ საჭიროებს ვადის გასვლის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია რომ მოსარჩელესთან მოპასუხეს ვადიანი შრომითი ხელშეკრულებები სამჯერ მიმდევრობით აქვს დადებული.ასევე სასამრთლოს მიაჩნია რომ მოსარჩელესთან მოპასუხეს შრომითი ხელშეკრულება უვადოდ გაგრძელებული აქვს დამატებითი შეთანხმების საფუძველზე რომლეიც მხარეთა შორის დაიდო 2017 წლის 14 აპრილს, რასაც ადასტურებს აგრეთვე როგორც ხელფასის დარიცხვის შესაბამისი ანგარიშიდან ამონაწერი ასევე, თვის მოპასუხე მხარე შესაგებელით სადაც განმარტავს, რომ მოსარჩელის მიერ შრომის ანაზღაურებისათვის მოთხოვნილი 600 ლარი დასაქმებულს გაუქვითესს მის მიერ შესასრულებელი საქმიანობის არაჯეროვანი შესრულებისა და დამსაქმებლის ქონების მიმართ გუგრილი დამოკიდებულებით მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანის ანაზღაურების მიზნით. აღნიშნული მოსაზრებით კი მოპასუხე ადასტურებს რომ მათ მიერ მოსრაჩელესთან ფაქტობრივად დადებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება და რომ ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი ,,ხელშეკრულების ვადის გასვალა“ რეალურად არ იყო და მოსარჩელე კანონის დარღვევით არის გათავისუფლებული.
დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით მეტად მნიშვნელოვანიადამსაქმებლის მიერ, მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერადსარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობებისარსებობისას, უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომით-სამართლებრივიურთიერთობა, თუმცა, ეს უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონითგათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც ისე, რომ ადგილი არ
ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას: შრომით ურთიერთობებში, დასაქმებულისსამსახურიდან გათავისუფლება უნდა იქნას გამოყენებული მხოლოდ იმ
შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის(დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული (Ultima Ratio).
საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა დაშესაგებელს (სსსკ-ის 102-ე მუხლი). ნიშანდობლივია, რომ შრომით სამართლებრივიდავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება,რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა დადასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე,დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს,ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად,მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ ვერ დაადასტურა მოსარჩელის შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი, რაზეც მოპასუხე აპელირებს რომ ხელშეკრულების ვადის გასვლის გამო არის გათავისუფლებული მოსარჩელე.
აღსანიშნავია ის გარემოება, რომ მოპასუხეს, რომელიც მთელი სამართალწარმოება ფაქტიურად მოსარჩელის მიერ შესასრულებელი საქმიანობის არაჯეროვანი შესრულებისა და დამსაქმებლის ქონების მიმართ გუგრილი დამოკიდებულებით მიყენებული მნიშვნელოვანი ზიანზე აპელირებდა, მოსარჩელის განთავისუფლების საფუძვლად ასახელებს შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლას. აღნიშნული კი, მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპების შესაბამისად, გამორიცხავს სადავო გადაწყვეტილების კანონიერებას.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ მაშინ როდესაც მოსარჩელესთან ფაქტობრივად დადებული იყო უვადო შრომითი ხელშეკრულება, ხელშეკრულების ვადის გასვლა ვერ გახდება საფუძველი მოსარჩელე ლ-–- ა----------ის სამსახურიდან გათავისუფლებისა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. შესაბამისად, ბათილია მოპასუხის მიერ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების ვადის გასვლის საფუძვლით ხელშეკრულების შეწყვეტა და მისი სამუშაოდან გათავისუფლება.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მერვე ნაწილის მიხედვით, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ამავე კანონის 31 მუხლის მესამე ნაწილით, დამსაქმებელი ვალდებულია ნებისმიერი ანაზღაურების თუ ანგარიშსწორების დაყოვნების ყოველი დღისათვის გადაუხადოს დასაქმებულს დაყოვნებული თანხის 0.07 პროცენტი.დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლების ბრძანების უკანონოდ (ბათილად)ცნობის შემთხვევაში, დასახელებულ ნორმაში მითითებულია დამსაქმებლისვალდებულება, რომელიც რამდენიმე შესაძლებლობას მოიცავს, თუმცა,კანონმდებლის მიერ დადგენილი წესი არ შეიძლება იმგვარად განიმარტოს, რომსასამართლოს, დისკრეციული უფლებამოსილებით, შეუძლია მოხმობილი ნორმისდანაწესის საკუთარი შეხედულებისამებრ გამოყენება. შრომის კოდექსიდამსაქმებელს ავალდებულებს პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი,რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასისამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით. მითითებული რეგულაციით დამსაქმებლისათვის დადგენილიაუკანონოდ გათავისუფლებული დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა,ხოლო თუკი აღნიშნული შეუძლებელია, მაშინ მომდევნო რიგითობით დადგენილი ვალდებულებების შესრულება (იხ.: სუსგ ას-931-881-2015, 29.01.2015წ;№ ას -951-901-2015, 29.01.2016წ;).
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოპასუხე შპს,,ს--- ი-----ის“ თ--–--ის მაღაზიაში მ--------ის პოზიცია არ არსებობს. სასმართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მოსარჩელის სამსახურში აღდგენის წინაპირობა. შესაბამისად, სასამართლომ უნდა იმსჯელოს საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებულ კომპენსაციის განსაზღვრის საკითხზე. რაც შეეხება კომპენსაციის ოდენობის განსაზღვრასა და მისი განსაზღვრის კრიტერიუმებს, აღნიშნულს კანონის ნორმატიული დანაწესი არ ადგენს და იგი ყოველი კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების შეფასების საფუძველზე სასამართლოს უფლებამოსილების სფეროს განეკუთვნება, რა დროსაც, სასამართლო ხელმძღვანელობს საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებით, მხედველობაში იღებს იმ დროს, რა დროის განმავლობაშიც უნდა ემუშავა დასაქმებულს დამსაქმებელთან, რა იყო მისი სახელფასო ანაზღაურება და სხვა. სასამართლო მიუთითებს, რომ ცხადია,კომპენსაციამ შეძლებისდაგვარად უნდა უზრუნველყოს სამართლიანი ბალანსის აღდგენა გათავისუფლების შესახებ ბრძანების ბათილად ცნობის შემთხვევაში. სასამართლო არ არის შეზღუდული კომპენსაციის განსაზღვრაში, რადგან შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილი არ განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას და ამ საკითხის განსაზღვრას სასამართლოებს მიანდობს.
შესაბამისად, სასამართლო ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით თავად განსაზღვრავს კომპენსაციის ოდენობას (სუსგ Nას-353-338-2016, 15.06.2016წ.). განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მხედველობაში მიიღო მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის თარიღი (2018 წლის 14 აგვისტო), ანაზღაურების ოდენობა, რასაც ის ყოველთვიურად იღებდა (1200 ლარი) და მიაჩნია, რომ 14400 ლარი განსახილველ შემთხვევაში წარმოადგენს კომპენსაციის სამართლიან და გონივრულ ოდენობას.
ამდენად სასამართლოს მიაჩნია რომ მოსარჩელე ლ-–- ა----------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: კერძოდ ბათილად უნდა იქნეს ცნობილი შპს ,,ს--- ი-----ის“ დირექტორის 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება ლ-–- ა----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ; მოპასუხე შპს ,,ს--- ი-----ს“ მოსარჩელე ლ-–- ა----------ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება 14 400 ლარის ოდენობით; ხოლო ლ-–- ა----------ეს სარჩელის დანარჩენ მოთხოვნებზე უნდა ეთქვას უარი უსაფუძვლობის გამო.
7. საპროცესო ხარჯები
სს კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი. მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს 100 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ასანაზღაურებლად;
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
8.1. საქმეზე არ არის გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 247-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა
1. ლ-–- ა----------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1 ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ს--- ი-----ის“ დირექტორის 2018 წლის 14 აგვისტოს გადაწყვეტილება ლ-–- ა----------ის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2 მოპასუხე შპს ,,ს--- ი-----ს“ მოსარჩელე ლ-–- ა----------ის სასარგებლოდ დაეკისროს კომპენსაციის ანაზღაურება 14 400 ლარის ოდენობით;
1.3. ლ-–- ა----------ის სარჩელი მოთხოვნის დანარჩენ ნაწილში არ დაკმაყოფილდეს;
2. მოპასუხეს შპს ,,ს--- ი-----ს“ დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის - 100 ლარის გადახდა;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს (მდებარე ქ. თელავი, დ. აღმაშენებლის ქ. N41) მეშვეობით.
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: მარინე ცერცვაძე