გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 13.06.2019
საქმის ნომერი
340310019002949482
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება _ ზიანის ანაზღაურების თაობაზე
თარიღი
13.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #340310019002949482

საქმე #3/41-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

(I) შესავალის ნაწილი:

13 ივნისი, 2019 წელი ქ. გურჯაანი

 

გურჯაანის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დევი დევიძე

სხდომის მდივანი - თეონა ნატროშვილი

მოსარჩელე - სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილება;

წარმომადგენელი - თ----------------–--ლი;

მოპასუხე - მ-------–---–--ლი;

მესამე პირი - გ-----------–---–--ლი;

დავის საგანი - ზედმეტად გადახდილი თანხის ანაზღაურება;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა:

მ-------–---–--ლს დაევალოს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი, ზედმეტად აღებული სახელმწიფო ფულადი დახმარების - 6---–---ის უკან დაბრუნება, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ შემდეგ რეკვიზიტებზე: საბიუჯეტო შემოსულობის სახაზინო კოდი - 302003460 (სს ლიბერთი ბანკი);

2. მოპასუხის და მესამე პირების პოზიცია:

მოპასუხე - მ-------–---–--ლს შესაგებელი არ წარმოუდგენია;

მესამე პირმა - გ-----------–---–--ლმა ასევე არ წარმოადგინეს შესაგებელი;

2019 წლის 13 ივნისის სასამართლოს სხდომაზე გამოცხადდა მხოლოდ მესამე პირი გ-----------–---–--ლი, რომელმაც განაცხადა, რომ ვინაიდან არ აქვს ოჯახს შემოსავალი ითხოვა თანხის გადანაწილება სამ თვეზე, რა შემთხვევაშიც ყოველთვიურად გადაიხდის თანხას 2---–არის ოდენობით. მესამე პირმა ასევე მიუთითა, რომ ოჯახში მუშაობს მხოლოდ მისი მეუღლე - მოპასუხე მ-------–---–--ლი და მისი ხელფასი შეადგენს 5----–-რს, საიდანაც საარსებო თანხების გარდა ასევე იხდიან საბანკო კრედიტებს და ამის გამო ოჯახს არა აქვს თანხა, რომ ერთჯერადი გადახდით სრულად დაფაროს დავალიანება 6---–---ის ოდენობით.

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

3.1. სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის გურჯაანის რაიონული განყოფილების 2011 წლის 08 მარტს მიღებული გადაწყვეტილებით მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად მ-------–---–--ლის ოჯახს დაენიშნა სოციალური დახმარება. აღნიშნული გადაწყვეტილების მიხედვით, მ-------–---–--ლის სარეიტინგო ქულა იყო 5----. მისი ოჯახის წევრია მესამე პირი - გ-----------–---–--ლი (მეუღლე). ოჯახი 08.03.2011წ.-01.04.2017წ. პერიოდში ყოველთვიურად იღებდა 1----–-რს;

3.2. მ-------–---–--ლს გამოუვლინდა შემოსავალი, რაც ოჯახის დეკლარაციაში არ იყო მითითებული (მოპასუხეს და მესამე პირს არ უცნობებიათ მოსარჩელისათვის), კერძოდ, შპს „ჯითიერ“-დან დაუფიქსირდათ 01.06.2017წ.-ში 408.96 ლარი. 2017 წლის 1--------------- წერილის თანახმად, მ-------–---–--ლსა და მის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა სოციალური დახმარება 2017 წლის ო------------ან.

3.3. 2017 წლის 3-------------ის სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილის თანახმად, მ-------–---–--ლს ეცნობა, რომ შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის თანახმად, მათ უფიქსირდება გარკვეული შემოსავალი, რაც წარმოადგენდა დახმარების შეწყვეტის საფუძველს და მიღებული 1----–-რი ექვემდებარებოდა დაბრუნებას;

3.4. მოსარჩელე მოპასუხეს ედავება 2017 წლის სექტემბრის თვის დახმარების თანხას. ამ ვალდებულების შესრულების მიზნით, მ-------–---–--ლს 2017 წლის 08 დეკემბერს განმეორებით ეცნობა ვალდებულების დარღვევისა და პასუხისმგებლობის წარმოშობის თაობაზე და მიეცა ერთი თვის ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მ-------–---–--ლის მიერ გადახდილია 4---–-რი, ხოლო დარჩენილი დავალიანების 6---–---ის გადახდა არ მომხდარა;

3.5. მესამე პირმა აღნიშნა, რომ თანხა, რომელსაც ედავება მოსარჩელე მათი ოჯახისთვის არის საკმაოდ დიდი მოცულობის, შესაბამისად, მესამე პირის შუამდგომლობა უნდა დაკმაყოფილდეს და მოხდეს დავალიანების სამ თვეზე გადანაწილება;

მტკიცებულება, რომელსაც ეყრდნობა სასამართლო:

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს ტერიტორიული ერთეულის გურჯაანის რაიონული განყოფილების 2017 წლის 1-------------დაწყვეტილება (ს.ფ. 15);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 2-------------სა (ს.ფ. 21);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 1--------------- წერილი (ს.ფ. 16);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 3-------------ის წერილი #0------------ (ს.ფ. 29);

- სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს 2017 წლის 0-----------ის წერილი #0------------ (ს.ფ. 31);

- მხარის ახსნა-განმარტება;

- საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებები;

სამოტივაციო ნაწილი:

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს;

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს კონსტიტუცია, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონი, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილება;

6. სამართლებრივი შეფასება:

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად სასამართლოს მიმართოს, ხოლო 34-ე მუხლის შესაბამისად, კონსტიტუციაში მითითებული ძირითადი უფლებანი და თავისუფლებანი, მათი შინაარსის გათვალისწინებით, ვრცელდება აგრეთვე იურიდიულ პირებზე;

„საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, დასახული მიზნებისა და დაკისრებული ფუნქციების განსახორციელებლად საჯარო სამართლის იურიდიულ პირს აქვს სპეციალური უფლებაუნარიანობა. იგი საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და შეუძლია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ და მოპასუხედ;

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან;

6.2. განსახილველ შემთხვევაში, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების მიერ სასამართლოში სარჩელი აღძრულია მოპასუხე -მაია გილგიგაშვილისთვის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის - 6---–---ის ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნით;

სასამართლო მიუთითებს „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველ მუხლზე, რომლის შესაბამისად, ამ კანონის მიზანია სოციალური დახმარების მწყობრი სისტემის ჩამოყალიბებით მოსახლეობის სამართლიანი, მიზნობრივი და ეფექტიანი დახმარებით უზრუნველყოფა. ეს კანონი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე სოციალური დახმარების მიღებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს სოციალური დახმარების სფეროში უფლებამოსილ ადმინისტრაციულ ორგანოებს, ადგენს სოციალური დახმარების სახეებსა და მისი დანიშვნის ძირითად პრინციპებს;

აღნიშნული კანონის მე-6 და მე-7 მუხლების თანახმად, სოციალური დახმარების ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს საარსებო შემწეობა. ოჯახს უფლება აქვს მოითხოვოს საარსებო შემწეობა. საარსებო შემწეობა არის ფულადი სოციალური დახმარება, რომელიც განკუთვნილია შეფასების სისტემით იდენტიფიცირებული ღატაკი ოჯახების სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებისათვის. საარსებო შემწეობის ოდენობას განსაზღვრავს საქართველოს მთავრობა. საარსებო შემწეობის დანიშვნის, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის წესი და პირობები, აგრეთვე მის გაცემასთან დაკავშირებული სხვა ურთიერთობები რეგულირდება მინისტრის ბრძანებით;

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის დადგენილებით დამტკიცდა „სოციალური დახმარების პროგრამის განხორციელების ძირითადი პრინციპები, რეინტეგრაციის შემწეობის ოდენობა, შვილობილად აყვანის (მინდობით აღზრდის) ანაზღაურების ოდენობა, სრულწლოვანზე ოჯახური მზრუნველობის ანაზღაურების ოდენობა, სოციალური დახმარების ოდენობის გაანგარიშების, ღონისძიებათა დაფინანსებისა და ანგარიშსწორების, აგრეთვე საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან იძულებით გადაადგილებულ პირთა – დევნილთა, ასევე ლტოლვილისა და ჰუმანიტარული სტატუსის მქონე პირთა ყოველთვიური შემწეობის დაფინანსების თანდართული წესი“. მითითებული წესის მე-3 მუხლით განისაზღვრა, რომ საარსებო შემწეობის ადმინისტრირების კომპეტენტური ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომელიც ამ წესისა და მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად უზრუნველყოფს საარსებო შემწეობის მაძიებელი ოჯახებისათვის საარსებო შემწეობის დანიშვნას, გაცემას, შეწყვეტას, გაანგარიშებას, შეჩერებას, აღდგენასა და საარსებო შემწეობის მიღებასთან დაკავშირებულ სხვა საკითხთა გადაწყვეტას. მე-5 მუხლი კი ადგენს, რომ საარსებო შემწეობის მიღების უფლება აქვს ოჯახს, რომელიც დადგენილი წესით რეგისტრირებულია სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) და მისი სარეიტინგო ქულა ნაკლებია ამ წესით დადგენილი საარსებო შემწეობის მისაღებ ზღვრულ ქულაზე (შემდგომში – ღატაკი ოჯახი);

სასამართლო მიუთითებს საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებაზე, რომლითაც დამტკიცდა ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესი. წესის მიზანია განსაზღვრული მეთოდოლოგიის გამოყენებით სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიანი ბაზის (შემდგომში – მონაცემთა ბაზა) ფორმირება, რომლებიც საჭიროებენ სოციალურ დახმარებას და შეიძლება გახდნენ ამ დახმარების მიმღებნი. ამავე წესის მე-3 მუხლის თანახმად, მონაცემთა ბაზის ფორმირება ერთიანი სამართლებრივი პროცესია და მოიცავს: ა) მაძიებლის განაცხადის მიღებას და დამუშავებას; ბ) მაძიებლის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებას; გ) სარეიტინგო ქულის მინიჭებას; დ) შესაბამის მონაცემთა დამუშავებას, ანალიზს, განახლებას და მონიტორინგს;

მითითებული წესის მე-4 მუხლის შესაბამისად, მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მიმართვა შეუძლია ოჯახს, რომელიც მიიჩნევს, რომ თავისი სოციალურ-ეკონომიკური პირობების მიხედვით იმყოფება სოციალურად დაუცველ მდგომარეობაში, საჭიროებს დახმარებას და შეიძლება გახდეს ამ დახმარების მიმღები, ხოლო მე-5 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, მაძიებელთა აღრიცხვის ორგანიზებას უზრუნველყოფს სააგენტო თავისი ტერიტორიული ერთეულების მეშვეობით. მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციისათვის მაძიებელი ავსებს დადგენილი ფორმის განაცხადს მუდმივი საცხოვრებელი ადგილის მიხედვით;

ამავე წესის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის „გ“ და „დ“ ქვეპუნქტების თანახმად, განაცხადის შევსება და სააგენტოში ჩაბარება ადასტურებს, რომ ოჯახი თანახმაა: გ) სააგენტომ ნებისმიერი წყაროდან მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, რომელიც უკავშირდება ოჯახის ან მისი ცალკეული წევრ(ებ)ის იდენტიფიკაციას, ფინანსურ და ქონებრივ მდგომარეობას, პერსონალურ და სხვა მონაცემებს, რაც უკავშირდება მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციას; დ) ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის, დემოგრაფიული (ოჯახის წევრთა რაოდენობის გაზრდა ან შემცირება) ან სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეცვლის შესახებ აცნობოს სააგენტოს ამ ცვლილებიდან ერთი თვის ვადაში;

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული „ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის“ მე-8 მუხლის პირველი და მეორე პუნქტები ადგენს, რომ მოსახლეობის სოციალური, ეკონომიკური და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესებისა და ერთიანი საინფორმაციო სისტემის დანერგვის მიზნით სააგენტო ქმნის ,,სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზას”. მონაცემთა ბაზა მოიცავს ცნობებს ოჯახის და მისი თითოეული წევრის შესახებ, საცხოვრებელი ადგილის, განათლების და ზოგადი სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის თაობაზე, ასევე, ინფორმაციას, მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებულ პირთა საარსებო შემწეობის გაცემის, შეჩერების, განახლების და შეწყვეტის შესახებ და სხვა ინფორმაციას, რაც უკავშირდება სააგენტოს მიერ პროგრამის ადმინისტრირებას. ამავე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, მონაცემთა ბაზაში მიწოდებული ინფორმაციის სისწორისათვის პასუხისმგებლობა ეკისრებათ ამ ინფორმაციის გამცემ ოჯახის წევრ(ებ)ს, შესაბამის ორგანოს თუ დაწესებულებას;

„სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტი, ისევე, როგორც საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-9 მუხლის მე-2 პუნქტი საარსებო შემწეობის მიმღებ ოჯახს აკისრებს ვალდებულებას, რომ იმ გარემოების დადგომა, რომელსაც თან სდევს წევრთა შემადგენლობაში ან/და ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობაში ცვლილება ან ოჯახის მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლა სააგენტოს აცნობოს ერთი თვის ვადაში. „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-10 მუხლის მე-3 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მიზნებისთვის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის ცვლილებად ითვლება მხოლოდ ოჯახის წევრ(ებ)ის შემოსავლის გაზრდა/გაჩენა, უძრავი ქონების ან/და საქართველოს მთავრობის 2014 წლის 31 დეკემბრის №758 დადგენილებით დამტკიცებული „სოციალურად დაუცველი ოჯახების (შინამეურნეობების) სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების მეთოდოლოგიით“ გათვალისწინებული მოძრავი ქონების შეძენა;

განსახილველ შემთხვევაში დადგენილ გარემოებებს წარმოადგენს, რომ მ-------–---–--ლს გამოუვლინდა შემოსავალი. რაც ოჯახის დეკლარაციაში არ იყო მითითებული. 2017 წლის 1--------------- წერილის თანახმად, მ-------–---–--ლსა და მის ოჯახს ცენტრალიზებულად შეუწყდა სოციალური დახმარება 2017 წლის ო------------ან;

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სააგენტო მოიძიებს და იღებს ინფორმაციას ოჯახთან დაკავშირებით მომხდარი ცვლილებების შესახებ. ცვლილების შინაარსი შეიძლება ეხებოდეს წევრის დაბადებას, გარდაცვალებას, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის არსებით შეცვლას (დასაქმება, ლეგალური შემოსავალი და ა.შ.), ოჯახის ან მისი რომელიმე წევრის მიერ მუდმივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლას და სხვ.;

სასამართლო განმარტავს, რომ სააგენტოს უფლებამოსილება განსაზღვრულია „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-9 მუხლის მე-2 პუნქტით და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-8 მუხლის მე-2 პუნქტით, კერძოდ, სააგენტო უფლებამოსილია: შეამოწმოს საარსებო შემწეობის მიმღები ოჯახი (ოჯახის გაერთიანების ან გაყოფის, ოჯახის წევრთა სოციალური სტატუსის, დასაქმების, რაოდენობის და/ან ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის სხვა არსებითი ცვლილებების გამოსავლენად) სააგენტოში დადგენილი წესებისა და პროცედურების შესაბამისად; არსებული/გამოვლენილი ფაქტების გათვალისწინებით, მიიღოს გადაწყვეტილება შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, შეჩერების, შეწყვეტის, ზედმეტად გაცემული შემწეობის უკან დაბრუნების ან/და შემწეობის ოდენობის გადაანგარიშების შესახებ; ოჯახის მიერ საარსებო შემწეობის მიღებასთან და/ან მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციასთან დაკავშირებით ნაკისრ ვალდებულებათა შეუსრულებლობის შემთხვევაში, შეაჩეროს და/ან შეწყვიტოს საარსებო შემწეობა; შესაბამისი დაწესებულებების და/ან ორგანიზაციებისაგან გამოითხოვოს ინფორმაცია, რომელიც აუცილებელია ოჯახის დეკლარაციაში დაფიქსირებული მონაცემების გადამოწმების, საარსებო შემწეობის დანიშვნის, დანიშვნაზე უარის თქმის, გაანგარიშების, შეჩერების, განახლებისა და შეწყვეტის საკითხის გადაწყვეტისათვის; ავტომატურად გადაუანგარიშოს დანიშნული საარსებო შემწეობა ოჯახს სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასების გარეშე, წევრის დაბადების (ბავშვის შვილად აყვანის) შემთხვევაში, თუ ოჯახის ბოლო შეფასებიდან და ბავშვის დაბადებიდან (შვილად აყვანიდან) არ არის გასული 2 წელი;

საქართველოს მთავრობის 2010 წლის 24 აპრილის №126 დადგენილებით დამტკიცებული ქვეყანაში სიღატაკის დონის შემცირებისა და მოსახლეობის სოციალური დაცვის სრულყოფის ღონისძიებათა შესახებ წესის მე-10 მუხლის 11 ქვეპუნქტის შესაბამისად, ოჯახის სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებამდე სააგენტო საქართველოს ფინანსთა სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ სსიპ – შემოსავლების სამსახურის (შემდგომში – შემოსავლების სამსახური) მონაცემთა ბაზაში არსებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით შესაბამის უფლებამოსილ პირს აწვდის ინფორმაციას განაცხადში მითითებული ოჯახის ყოველი წევრის შემოსავლების შესახებ. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, სააგენტოს უფლება აქვს, ოჯახის წევრის ან უფლებამოსილი წარმომადგენლის მიერ, სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობის შეფასებისას არასწორი და/ან ყალბი ინფორმაციის მიწოდების დადგენის შემთხვევაში, შეუწყვიტოს რეგისტრაცია მონაცემთა ბაზაში ან უარი უთხრას მონაცემთა ბაზაში რეგისტრაციაზე ან აუკრძალოს ოჯახს მომდევნო ერთი წლის განმავლობაში განმეორებით მოითხოვოს მონაცემთა ბაზაში რეგისტრაცია. რეგისტრაციის შეწყვეტის/რეგისტრაციაზე უარის შემთხვევაში, ოჯახის განაცხადი ავტომატურ რეჟიმში ძალას კარგავს მონაცემთა ბაზაში მოსახვედრად;

სასამართლო არსებული მასალების გათვალისწინებით, დადგენილად მიიჩნევს, რომ მ-------–---–--ლმა სააგენტოსათვის ინფორმაციის შეუტყობინებლად ზედმეტად მიიღო ერთი თვის - სექტემბრის საარსებო შემწეობა, რომლის ოდენობაც შეადგენს 1----–-რს, საიდანაც 2017 წლის 26 დეკემბერს გადაიხადა 2---–არი, ხოლო 2018 წლის 08 თებერვალს კიდევ 2---–არი, რის შედეგადაც მისი აქტუალური დავალიანება შეადგფენს 6---–---ს;

საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის 2006 წლის 22 აგვისტოს №225/ნ ბრძანებით დამტკიცებული „მიზნობრივი სოციალური დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის“ მე-16 მუხლის მე-2 და მე-3 პუნქტების თანახმად, საარსებო შემწეობის შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს სააგენტო, ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული გარემოების დადგენის მომდევნო თვიდან. ამ წესის მიზნებისათვის, გარემოების დადგენის თვედ მიიჩნევა: ა) გარდაცვალების შემთხვევაში – გარდაცვალების თვე; ბ) ამ მუხლის პირველი პუნქტის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში – 16 წლის ასაკის შესრულების თვე; გ) სხვა დანარჩენ შემთხვევაში – სააგენტოში ოფიციალური მონაცემ(ებ)ის შემოსვლის თვე;

სასამართლო განმარტავს, რომ „სოციალური დახმარების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2006 წლის 28 ივლისის №145 დადგენილებით დამტკიცებული წესის მე-91 მუხლის თანახმად, საარსებო შემწეობის ზედმეტად გაცემის (ჩარიცხვის) შემთხვევაში, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას ამ თანხების უკან დაბრუნების შესახებ შემდეგი წესების დაცვით: ა) თუ ოჯახი საარსებო შემწეობის მიმღებია (მათ შორის, ახალი საიდენტიფიკაციო კოდით), სააგენტო ვალდებულია, დაქვითოს ოჯახზე ყოველთვიურად გასაცემი საარსებო შემწეობის თანხის 20%-ის ოდენობით; ბ) თუ ოჯახს შეუწყდა საარსებო შემწეობა, ზედმეტად გაცემული საარსებო შემწეობის თანხის უკან დაბრუნება განხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად;

ხსენებული ნორმების ანალიზი ცხადყოფს, რომ საწინააღმდეგო მტკიცებულების წარმოდგენამდე, ვინაიდან მ-------–---–--ლმა საარსებო შემწეობა მიიღო ზედმეტად, ეს თანხა ექვემდებარებოდა უკან დაბრუნებას. განსახილველ შემთხვევებში დადგენილ გარემოებას წარმოადგენს, რომ მ-------–---–--ლის მიერ ზედმეტად მიღებული 1----–-რიდან სს „ლიბერთი ბანკის“ მეშვეობით დააბრუნა მხოლოდ 4---–-რი; ხოლო დარჩენილი თანხის უკან დაბრუნება ადმინისტრაციულმა ორგანომ უშედეგოდ მოითხოვა, კერძოდ, დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით მ-------–---–--ლს ეცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ერთიან ბაზაში“ რეგისტრაციის გაუქმების ფაქტი და მისი საფუძველი; ასევე, ინფორმაცია მისი გასაჩივრების წესისა და საწინააღმდეგო მტკიცებულების წარდგენის შესაძლებლობის თაობაზე, თუმცა ამ უკანასკნელი შესაძლებლობებით მას არ უსარგებლია. ასევე დადგენილია, რომ სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს წერილით მოპასუხე მ-------–---–--ლს დაევალა ზედმეტად მიღებული სოციალური დახმარების 1----–-რის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უკან დაბრუნება, საიდანაც მოპასუხის მიერ გადახდილია 4---–-რი;

6.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლზე, რომლის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;

მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად, პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში;

საქმეში არსებული მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მოპასუხე მ-------–---–--ლს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ უსაფუძვლოდ ჩაერიცხა საარსებო შემწეობით გათვალისწინებული თანხა 2017 სექტემბერში, რამაც საერთო ჯამში შეადგინა 60 (4---–-რი მოპასუხემ გადაიხადა ნებაყოფლობით) ლარი, რის გამოც სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და მოპასუხე მ-------–---–--ლის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ, სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მიერ, მისთვის უსაფუძვლოდ ჩარიცხული თანხის ანაზღაურება უნდა დაევალოს 6---–---ის ოდენობით, სამ თვეზე თანაბარ ნაწილად გადახდით, მოპასუხის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. იმავე კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი, ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, გადაწყვეტილების აღსრულების გადადების ან განაწილვადების შესახებ, აგრეთვე გადაწყვეტილების აღსრულების საშუალების ან წესის შეცვლის შესახებ სასამართლოს განჩინებაზე შეიძლება კერძო საჩივრის შეტანა;

აღსანიშნავია, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული მესამე პირი სარგებლობს მოსარჩელის (მოპასუხის) ყველა უფლებით და მას ეკისრება მოსარჩელის ყველა მოვალეობა. გ-----------–---–--ლი გურჯაანის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 აპრილის განჩინებით საქმეში ჩაბმული სავალდებულო მოწვევის მესამე პირად, ანუ სასკ-ის მე-16 მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე და მას აქვს იგივე უფლებები, რაც მოსარჩელეს და მოპასუხეს. შესაბამისად მას, როგორც მხარეს აქვს უფლება გააკეთოს განცხადება გადახდის განაწილვადების თაობაზე. სასამართლო იზიარებს ამ განცხადებას და იმის გათვალისწინებით, რომ ოჯახში მხოლოდ ერთი ადამიანი მუშაობს და მისი შემოსავალი საკმარისია მხოლოდ საარსებო მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად და მიმდინარე საბანკო კრედიტების დასაფარავად, მოპასუხე უნდა მიეცეს შესაძლებლობა, რომ სოციალური შემწეობის ზედმეტად მიღებული თანხა გადაიხადოს სამი თვის მანძილზე, თანაბარწილად. მით უფრო, რომ მესამე პირდა დაადასტურა მზადყოფნა ამ დავალიანების გადახდის თაობაზე.

7. საპროცესო ხარჯები:

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე;

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო;

სარეზოლუციო ნაწილი:

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2, მე-9 და მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, მე-10, 55-ე, 242-ე, 244-ე, 247-ე-249-ე, 257-ე, 268-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

1. მოსარჩელე სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს გურჯაანის რაიონული განყოფილების სარჩელი დაკმაყოფილდეს;

2. მოპასუხე მ-------–---–--ლს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სოციალურად დაუცველი ოჯახებისათვის განკუთვნილი ზედმეტად მიღებული ფულადი დახმარების 60 (სამოცი) ლარის ოდენობით გადახდა (თანხის ჩარიცხვა უნდა მოხდეს საბიუჯეტო შემოსულობის სახაზინო ანგარიშზე კოდით 302003460);

3. დაკმაყოფილდეს მესამე პირის გ-----------–---–--ლის (პ/ნ 1----------) შუამდგომლობა დაკისრებული თანხის გადანაწილების შესახებ. დაკისრებული თანხის გადახდა გადანაწილდეს თანაბრად სამ თვეზე, გადახდის შემდეგი წესის დაცვით: 2019 წლის 10 ივლისამდე გადახდილ უნდა იქნეს 2---–არი, 2019 წლის 10 აგვისტომდე - 2---–არი და 2019 წლის 10 სექტემბრამდე - 2---–არი;

4. წინამდებარე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტი შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით, ხოლო დანარჩენი პუნქტები - სააპელაციო საჩივრით. გასაჩივრების ვადა კერძო საჩივრისათვის შედგენს 12 დღეს, ხოლო სააპელაციო საჩივრისათვის 14 დღეს;

5. გასაჩივრების ვადის დენა დაიწყება, მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან მეორე დღეს. საჩივრები წარდგენილ უნდა იქნეს გურჯაანის რაიონულ სასამართლოში (მის.: ქ. გურჯაანი, სანაპიროს ქ. №24), რომლებიც საქმის მასალებთან ერთად გადაიგზავნება თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მის.: ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზირი №7ა);

 

მოსამართლე: /დევი დევიძე/