განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/2------
(გამოძიების №------------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ალექსანდრე იაშვილი
სხდომის მდივანი - თამარ გიორბელიძე
ბრალდების მხარე:
პროკურორი - თ------------------–-ა,დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-------------–---–ი (დაბადებული - 1----–-–----------------------------–----------–----------------–-----------------------------------------------------------–------------------------–-------------------–-----------------------------------------ში),კვალიფიკაცია: 1. საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილი; 2. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილი.
დისპოზიცია: 1. ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი; 2. ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
1. წარდგენილი ბრალდების არსი:
პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, გ-------------–---–ის მიერ განხორციელებული ქმედებები გამოიხატა შემდეგში:
1.1. 2016 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში, გ-------------–---–ს შელაპარაკება მოუვიდა მეუღლესთან - მ-------------თან. გ-------------–---–მა მ------------- მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ფეხი დაარტყა სხეულის სხვადასხვა არეში, ასევე დაუზიანა მარცხენა ხელის თითები, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2----–-–-----------ს, დაახლოებით 17:30 საათზე ქ. თბილისში, დ. გ-------–---–-----------ზე, მეტროსადგურ ღ--------–ეს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-------------–---–მა ურთიერთშელაპარაკებისას სცემა დ--------------, კერძოდ: სახის არეში დაარტყა ხელი, წააქცია მიწაზე და ფეხებს ურტყამდა სხეულის სხვადასხვა არეში, რის გამოც დაზარალებულმა განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი.
2. სასამართლომ დაადგინა:
2.1. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2016 წლის 6 დეკემბერს, დაახლოებით 13:00 საათზე, ქ. თბილისში, ს-------------------------------------ში, გ-------------–---–ის მიერ მ------------- მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტი. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობით ვერ დადასტურდა გ-------------–---–ის მიერ მეუღლის მ------------- მიმართ სისტემატური სიტყვიერი შეურაცხყოფის ფაქტები, რამაც დაზარალებულის ტანჯვა გამოიწვია.
2.2. ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსათვის წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა 2----–-–-----------ს, დაახლოებით 17:30 საათზე ქ. თბილისში, დ. გ-------–---–-----------ზე, მეტროსადგურ ღ--------–ეს მიმდებარე ტერიტორიაზე, გ-------------–---–ის მიერ დ--------------ს მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტი.
3. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68.). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32.).
3.3. ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული მტკიცებულებები და განსაზღვრავს რამდენად ქმნის ეს მტკიცებულებები გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის სავალდებულო ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს მხარეთა მიერ წამოჭრილ საკვანძო საკითხებზე, იმსჯელებს მათ მიერ მითითებული ძირითადი არგუმენტების მართებულობის თაობაზე.
3.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ გ-------------–---–ის მიერ მ-------------ა და დ--------------ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ძალადობის ფაქტების დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა: დაზარალებულების - მ-------------ა და დ--------------ს, მოწმეების - ლ--–--------–---–--ს, ა-----------–---–ის, ი-----–-----------ს, დ---------–-–---ს, ს------------–-----ს ჩვენებები, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნები.
3.5. დაზარალებულმა მ------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის 1 ოქტომბერს იქორწინა გ-------------–---–ზე და დაახლოებით სამი თვე იცხოვრა მეუღლესთან ერთად. 2016 წლის 6 დეკემბერს, ბრალდებულმა ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა, ხელითა და ფეხებით სცემა, რამაც მისი ფიზიკური ტკივილი გამოიწვია. თავის დაცვისას გ-------------–---–ის მოქნეული ფეხი მოხვდა ხელზე და სამი თითი დაუზიანდა. კონფლიქტის შემდეგ საავადმყოფოში წაიყვანეს და დაზიანებული თითები თაბაშირში ჩაუსვეს. ბრალდებული ჩადენილს არ ნანობდა, პირიქით თვლიდა, რომ სწორად მოიქცა. 2017 წლის 21 იანვარს წამოვიდა გ-------------–---–ის სახლიდან. პოლიციას არ მიმართა, რადგან მეუღლის ეშინოდა. ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ არაერთხელ ჰქონია ადგილი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. მეუღლის სახლიდან წამოსვლის შემდეგ, ბრალდებული მასთან შერიგებას ცდილობდა. სწორედ შერიგების მიზნით შეხვდა გ-------------–---–ი ბაბუამისს ს---------ში. დაურეკა ყოფილ მეუღლეს და მკაცრად მოსთხოვა თავი დაენებებინა ბაბუამისისთვის. საპასუხოდ ბრალდებულმა ბაბუას ყვირილის ხმა მოასმენინა ტელეფონში. დაზარალებულის განმარტებით, გ-------------–---–ის მამის თხოვნით, ექიმებს დაზიანების მიღების რეალური მიზეზი არ გაუმხილა. 2016 წლის 6 დეკემბერს განვითარებული კონფლიქტის შემდეგ, ბრალდებულის დედის თხოვნით, 2017 წლის 21 იანვრამდე დარჩა გ-------------–---–ის სახლში. მოგვიანებით დაფიქრდა და მიხვდა, რომ გ-------------–---–თან ერთად ცხოვრებას აზრი არ ჰქონდა და საკუთარ სახლში დაბრუნდა. ბრალდებულის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ძალადობის ფაქტზე პოლიციას მიმართა 2017 წლის მარტის თვეში, როდესაც გ-------------–---–მა ბაბუამისსაც მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა.
3.6. დაზარალებულმა დ--------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისმა შვილიშვილმა მ------------მ და გ-------------–---–მა 2016 წლის ოქტომბრის თვეში იქორწინეს. თავიდან კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, მაგრამ 2017 წლის იანვრის თვეში ისინი ერთმანეთს დაშორდნენ. მოგვიანებით, მ-------------აგან გაიგო, რომ გ-------------–---–ი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. 2----–-–-----------ს, გ-------------–---–მა მობილურ ტელეფონზე დაურეკა და შეხვედრა სთხოვა, რაზეც უარი უთხრა. მეგობარ ი-–------–-----–---–ის დახმარებით გ-------------–---–მა მაინც მოახერხა მასთან შეხვედრა, ქ. თბილისში, მეტროსადგურ ღ---------–--თან მდებარე ბაღში. ბრალდებულმა იგი სასაუბროდ გვერდზე გაიყვანა, მობილური ტელეფონით დაურეკა მ------------- და უთხრა: „ეხლა ბაბუაშენი აქ არის და აწი მე ვიციო“. აღნიშნული სიტყვების წარმოთქმისთანავე ბრალდებულმა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში მარცხენა მხრიდან და წაიქცა. წაქცეულს გ-------------–---–მა წიხლი მიაყოლა. შემთხვევის ადგილზე ძალიან ბევრი ადამიანი იმყოფებოდა, რომლებმაც ფეხზე წამოაყენეს. პოლიციაში წავიდა, სადაც განაცხადა მომხდარის შესახებ. დარტყმის შედეგად განიცადა ფიზიკური ტკივილი, ასევე დასჭირდა მკურნალობა. გ-------------–---–ისთვის თვითონ სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებია. გ-------------–---–ის მხრიდან მის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს ძალიან ბევრი ადამიანი ესწრებოდა, მათ შორის მისი (დაზარალებულის) მეგობარი ი-–------–-----–---–ი. ბრალდებულის მხრიდან მ------------- მიმართ განხორციელებული სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფის ფაქტებს პირადად არ შესწრებია და მათ შორის განვითარებული კონფლიქტის შესახებ დაზარალებულისგან იცის.
3.7. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმე ი-–------–-----–---–ის გამოკითხვის ოქმი სსსკ-ის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, საქმის არსებითად განხილვის დროს მიღებულ იქნა უდავო მტკიცებულების სახით გამოკვლევის გარეშე. მოწმის განმარტებით, დაზარალებულ დ--------------სთან მეგობრული ურთიერთობა აკავშირებს. 2----–-–-----------ს, დაახლოებით 17:00 საათზე მივიდა ქ. თბილისში, ს---------ში, მეტროსადგურ „ღ--------–ეს“ მიმდებარე ტერიტორიაზე, ე.წ. „ბირჟაზე“, სადაც სხვა პირებთან ერთად იმყოფებოდა დ-------------- და ნარდს თამაშობდა. გარკვეული დროის შემდეგ (ზუსტი დრო არ ახსოვს) „ბირჟაზე“ მივიდა გ-------------–---–ი მეგობართან ერთად. ბრალდებული მიუახლოვდა დ--------------ს და წყნარად უთხრა, რომ ნარდის თამაშის დასრულების შემდეგ მასთან გასაუბრება სურდა. ზუსტად როდის გავიდნენ გ-------------–---–ი და დ-------------- სასაუბროდ, არ დაუნახავს, რადგან ნარდს თამაშობდა. როდესაც შებრუნდა, დაინახა, რომ დაახლოებით 7-8 მეტრის მოშორებით, სკვერში იდგა რამდენიმე ადამიანი, მათ შორის დ--------------, გ-------------–---–ი და მისი მეგობარი გ----------------ე. ყველანი ფეხზე იდგნენ და წაქცეული არავინ დაუნახავს, არც ჩხუბის ფაქტი დაუფიქსირებია. დ--------------ს მისთვის არ უთქვამს, რომ ვინმემ ხელი დაარტყა.
3.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაზარალებულებმა - მ------------მ და დ--------------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტეს გ-------------–---–ის მიერ მათი ფიზიკური შეურაცხყოფის თაობაზე. მ------------- ჩვენებით, 2016 წლის 6 დეკემბერს, ხელებითა და ფეხებით სცემა ბრალდებულმა, რა დროსაც დაუზიანდა ხელის თითი და განიცადა ფიზიკური ტკივილი. მ------------მ ასევე აღნიშნა, რომ გ-------------–---–ი ხშირად აყენებდა მას ფიზიკურ შეურაცხყოფას. დ--------------მ დაადასტურა, რომ 2----–-–-----------ს, რამდენიმე ადამიანის თვალწინ, გ-------------–---–მა გაშლილი ხელი დაარტყა სახის არეში, რის გამოც ძირს დავარდა და განიცადა ფიზიკური ტკივილი. სასამართლოს მიაჩნია, რომ დაზარალებულების აღნიშნული განმარტებები წარმოშობს არაერთ კითხვას, რომელთაც საქმის არსებითი განხილვისას შესაბამისი პასუხი ვერ გაეცა. სასამართლოსთვის გაუგებარია, თუ მ------------ გ-------------–---–ის მხრიდან სისტემატიურად განიცდიდა ფიზიკურ ზეწოლას და ბრალდებული სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მას, რატომ არ მიმართა პოლიციას დაუყოვნებლივ, არ შეატყობინა მშობლებს ან ნათესავებს მომხდარის შესახებ, რატომ დარჩა ბრალდებულის ოჯახში 2016 წლის 6 დეკემბრის კონფლიქტის შემდეგ და რატომ განაცხადა პოლიციაში მხოლოდ 2----–-–-----------ს. ასევე პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა, თუ დ--------------ს ისე ძლიერად დაარტყა გ-------------–---–მა სახეში გაშლილი ხელი, რომ დაზარალებული დარტყმის შედეგად წაიქცა, როგორ არ დარჩა თუნდაც მცირე კვალი სახეზე ან სიწითლე, რატომ არ უთითებს თუნდაც ერთი მოწმე (დადგენილია რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა ათზე მეტი ადამიანი), მათ შორის დ--------------ს მეგობარი, ბრალდებულის მიერ განხორციელებულ შესაძლო ძალადობაზე დაზარალებულის მიმართ. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-------------ა და დ--------------ს ჩვენებები არ ასახავს 2016 წლის 6 დეკემბერსა და 2----–-–-----------ს განვითარებული მოვლენების სრულს სურათს. ამასთან, ფაქტობრივი გარემოებები, რომელთა შესახებაც დაზარალებულები უთითებენ მათ ჩვენებებში, არ დასტურდება საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული არცერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებით, კერძოდ:
3.9. მოწმე ლ--–--------–---–--მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ არის დაზარალებულ მ------------- მეგობარი. მოწმემ აღნიშნა, რომ მ------------ გათხოვდა 2016 წლის 1 ოქტომბერს და ს---------ში, მეუღლის საცხოვრებელ სახლში გადავიდა საცხოვრებლად. დაზარალებულისგან იცის, რომ მ------------- მეუღლესთან დაძაბული ურთიერთობა ჰქონდა - გ-------------–---–ი სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას აყენებდა მეუღლეს. 2016 წელს (თვე და რიცხვი არ ახსოვს), მ------------- თხოვნით მივიდა ს---------ში, გ-------------–---–ის სახლში, სადაც დახვდა ნაცემი მ------------, რომელსაც ხელის თითები და ფეხი დალურჯებული ჰქონდა. დაზარალებულმა უთხრა, რომ გ-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. დაურეკეს ბრალდებულის მამას და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. კონფლიქტის შემდეგ, რამდენიმე დღის განმავლობაში მ------------ კვლავ გ-------------–---–ის სახლში ცხოვრობდა. მ------------- თქმით, გ-------მ იგი წააქცია და ფეხი რამდენჯერმე დაარტყა, დაზარალებულმა ხელი აიფარა, რა დროსაც თითზე მიიღო დაზიანებები. 2----–-–-----------ს მ-------------თან იმყოფებოდა, როდესაც დაზარალებულს დაურეკა გ-------------–---–მა და ბაბუამისის ყვირილი მოასმენინა ტელეფონში. სიტყვები გარკვევით ვერ გაარჩია, მაგრამ ნამდვილად გაიგონა, რომ მერის ბაბუა ყვიროდა.
3.10. მოწმე ა-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ 2017 წლის იანვრის თვეში მასთან მივიდა განერვიულებული მ------------, რომელმაც უთხრა, რომ გ-------------–---–მა მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ხელი ატკინა. აპირებდა გ-------------–---–ის სახლიდან წამოსვლასა და მეუღლესთან დაშორებას. დაურეკეს დაზარალებულის დედას და მ------------ წამოიყვანეს გ-------------–---–ის სახლიდან.
3.11. მოწმე ი-----–-----------მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას განმარტა, რომ მისი შვილი მ------------ და გ-------------–---–ი 2016 წლის 2 ოქტომბერს დაქორწინდნენ. მათ მხოლოდ სამი თვე იცხოვრეს ერთად, რის შემდეგაც დაშორდნენ. მოგვიანებით, 2017 წლის იანვრის თვეში, მ-------------აგან მისთვის ცნობილი გახდა, რომ გ-------------–---–ი სისტემატიურად აყენებდა სიტყვიერ და ფიზიკურ შეურაცხყოფას. ჩხუბის ფაქტს პირადად არ შესწრებია.
3.12. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმეები - ლ--–--------–---–--, ა-----------–---–ი და ი-----–----------- არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრეები. მათი ჩვენებები ემყარება დაზარალებულის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას კონფლიქტის თაობაზე. ლ--–--------–---–--მ სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას დაადასტურა, რომ მ-------------ა და გ-------------–---–ს შორის განვითარებული კონფლიქტის, ბრალდებულის მიერ დ--------------ს მიმართ განხორციელებული შესაძლო ფიზიკური ძალადობის ფაქტებთან დაკავშირებით, ინფორმაცია მიაწოდა დაზარალებულმა მ------------მ. უშუალოდ შეესწრო მხოლოდ იმ ფაქტს, თუ როგორ ასმენინებდა გ-------------–---–ი მ------------- ბაბუის ყვირილს ტელეფონში, თუმცა რა სიტყვებს ამბობდა დ--------------, რა გარემოებით იყო გამოწვეული მისი ყვირილი, ხომ არ მიმართავდა ბრალდებულს შეურაცხმყოფელი სიტყვებით, ლ--–--------–---–--ს აღნიშნულთან დაკავშირებით განმარტება არ გაუკეთებია. ასევე დაზარალებულისგან მიიღეს ინფორმაცია კონფლიქტის თაობაზე მოწმეებმა - ა-----------–---–მა და ი-----–-----------მ.
3.13. საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე, პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სარეზოლუციო ნაწილი, პუნქტი 2).
3.14. აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 52, 53).
3.15. ამდენად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას მოწმეების - ლ--–--------–---–--ს, ა-----------–---–ის და ი-----–-----------ს ირიბი ჩვენებების საფუძველზე დაადგინოს, 2016 წლის 6 დეკემბერს მიაყენა თუ არა გ-------------–---–მა მ------------- ფიზიკური შეურაცხყოფა და დაარტყა თუ არა ხელი ბრალდებულმა 2----–-–-----------ს დ--------------ს.
3.16. 2----–-–-----------ის დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელ დ---------–-–---ს მიერ, მ------------- მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა ამ უკანასკნელის კუთვნილი, „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი, რომელშიც დაფიქსირებულია მობილური ტელეფონის ნომრიდან 5----------- გამოგზავნილი რამდენიმე მოკლეტექსტური შეტყობინება. მ------------- განმარტებით, აღნიშნული მობილური ტელეფონის ნომრიდან მას შეტყობინებები გამოუგზავნა გ-------------–---–მა. დათვალიერებული შეტყობინებიდან ირკვევა, რომ გ-------------–---–ი აპირებს დ--------------სთან შეხვედრას. კომუნიკაციის მონაწილეები ერთი მხრივ ეკამათებიან ერთმანეთს, თუმცა მეორე მხრივ შეიმჩნევა ერთმანეთის მიმართ ცინიკური მიმართვა და თითქმის ყველა ,,sms-ს“ თან ახლავს სიცილის აღმნიშვნელი ე.წ. ,,ღიმილები“ (სმაილიკები).
3.17. გამომძიებელმა დ---------–-–---მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა/სისწორე და დამატებით განმარტა, რომ 2017 წლის მარტის თვეში, განყოფილებას განცხადებით მიმართა მამაკაცმა, რომელშიც აღნიშნავდა, რომ შვილიშვილის ყოფილმა მეუღლემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხოფა. დაიწყო გამოძიება, დაიკითხნენ დაზარალებულები და მოწმეები, დაინიშნა ექსპერტიზები, დათვალიერდა მ------------- მობილური ტელეფონი, სადაც დაფიქსირებული იყო გ-------------–---–ის მიერ გაგზავნილი შეტყობინებები. მ------------მ პოლიციას განცხადებით მიმართა ბაბუამისის მიერ საჩივრის შეტანის შემდეგ.
3.18. სასამართლო აღნიშნავს, რომ მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით დგინდება მხოლოდ ის გარემოება, რომ გ-------------–---–ს და მ------------- ჰქონდათ სატელეფონო კომუნიკაცია ერთმანეთთან (ერთმანეთს სწერდნენ მოკლე ტექსტურ შეტყობინებებს). აღნიშნული მტკიცებულებიდან უტყუარად არ დგინდება, რომ გ-------------–---–მა სცემა ან უნდა ეცემა დ--------------. კომუნიკაციის მონაწილეები ერთი მხრივ ეკამათებიან ერთმანეთს, თუმცა მეორე მხრივ შეიმჩნევა ერთმანეთის მიმართ ცინიკური მიმართვა და თითქმის ყველა ,,sms-ს“ თან ახლავს სიცილის აღმნიშვნელი ე.წ. ,,ღიმილები“ (სმაილიკები), შესაბამისად, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას აღნიშნული მტკიცებულებით უტყუარად დაადგინოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები. რაც შეეხება გამომძიებელ დ---------–-–---ს ჩვენებას, მოწმემ დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო/საპროცესო მოქმედებების სისწორე. აღნიშნა, რომ მ------------მ პოლიციას განცხადებით მიმართა მხოლოდ მას შემდეგ, რაც დ--------------მ განაცხადა ფიზიკური შეურაცხყოფის შესახებ.
3.19. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 10 აპრილის #0-------- სამედიცინო დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, 0--------- წელს დ--------------ს აღენიშნება დაზიანებები: ზედაპირული დაჟეჟილი ჭრილობა და ნაჭდევები მარცხენა მტევნის უკანა ზედაპირზე. ნაჭდევი მარცხენა მუხლის სახსრის წინა ზედაპირზე.
ექსპერტიზაზე წარდგენილი, სსიპ თბილისის ს----–-–-------------–------------------------------–------------------------–----ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი N--------ის და ამავე დაწესებულების ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის (ნომერი მითითებული არ არის, გაცემის თარიღი-0-------.წ) ჩანაწერების მიხედვით, დ-------------- აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2----–-–-----------ს 19:05სთ-ზე, საიდანაც გაეწერა - 0-------.წ-ს. დაუდგინდა დიაგნოზი: ტკივილი გულ - მკერდის არეში დაუზუსტებელი, არტერიული ჰიპერტენზია II. ამავე სამედიცინო საბუთის ჩანაწერებით დ. კ------ს აღენიშნება ექსკორიაციები მტევანზე.
ექსპერტიზაზე წარდგენილი სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათი N-----ის ჩანაწერების მიხედვით, დ--------------სათვის სამედიცინო დახმარების გაწევის მიზნით, 2017 წლის 2 მარტს 19:20 საათზე გამოძახებული იქნა სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაესვა დიაგნოზი: გულმკერდის ზედაპირული ტრავმა. სხვა დაუზუსტებელი დაზიანებები, დაუზუსტებელი როგორც შემთხვევითი ან წინასწარგანზრახული.
ექსპერტიზაზე წარდგენილი შპს ,,მ-------------–----გის” ჩანაწერებში მითითებულია, რომ 0-------. წელს დ. კ------ს ჩაუტარდა გულმკერდის რენტგენოლოგიური გამოკვლევა და დაუდგინდა: „ძვალ-სახსროვანი სისტემა ხილული პათ. გარეშე”.
დ--------------ს რენტგენოგრამა შეისწავლა თ------- რ-------–-----------------------------–--------–მა პროფესორმა. დასკვნის თანახმად: შესწავლილ იქნა მოქალაქე - დ--------------ს მარჯვენა ნეკნების რენტგენოგრამა, გადაღებული 0-------წ. წარმოდგენილ რენტგენოგრამაზე ტრავმული დაზიანების რენტგენოლოგიური ნიშნები გამოხატული არ არის”.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე დაზიანებები ნაჭდევებისა და ზედაპირული დაჟეჟილი ჭრილობის სახით, განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, თითოეული ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ ტრავმის მიღების თარიღს.
3.20. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2017 წლის 5 მაისის #0-------- სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, პირადი გასინჯვით, 2017 წლის 14 მარტს მ------------- სხეულზე რაიმე სახის მექანიკური დაზიანება არ აღენიშნება. სსიპ თბილისის ს----–-–-------------–------------------------------–------------------------–----ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის #1--------ის ჩანაწერების მიხედვით, მ------------ აღნიშნულ კლინიკაში მოთავსდა 2016 წლის 6 დეკემბერს 13:45 საათზე, საიდანაც გაეწერა იმავე დღეს. დაუდგინდა დიაგნოზი: მარცხენა მტევნის, მაჯის და თითების რბილი ქსოვილების დაჟეჟილობა. დაჟეჟილობა სასამართლო სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს დაზიანების ობიექტურ ნიშანს. ექსპერტიზაზე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მ------------- სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის.
3.21. ექსპერტმა ს------------–-----მ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ გაცემული სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნების სისწორე და დამატებით განმარტა, რომ დაჟეჟილობა (რომელიც მ------------- აღენიშნებოდა), ზოგადად ხილული დაზიანება არ არის და მოიაზრება, რომ პაციენტი ასეთის არსებობის შემთხვევაში განიცდის ტკივილს. რაც შეეხება დ--------------ს, მას სახეზე პირადი შემოწმებისას რაიმე სახის დაზიანების კვალი არ აღენიშნებოდა. დ--------------ს სხეულზე შეინიშნებოდა დაჟეჟილობები, რომელიც გამოწვეულია მკვრივი, ბლაგვის ზემოქმედების შედეგად, მათ შორის არ გამოირიცხება ვარაუდი, რომ დაზარალებულს აღნიშნული დაზიანებები წაქცევის შედეგადაც მიეღო.
3.22. სასამართლო განმარტავს, რომ სამედიცინო ექსპერტის დასკვნით ზოგადად შესაძლებელია დადგინდეს დაზიანებების არსებობა, მათი სიმძიმე, რაოდენობა, თუმცა ობიექტურად შეუძლებელია ექსპერტის დასკვნით განისაზღვროს დაზიანებების მიმყენებელი პირის ვინაობა, შესაბამისად, ექსპერტის დასკვნით იმის მტკიცება, რომ მსხვერპლს დაზიანება მიაყენა კონკრეტულმა პირმა, შეუძლებელია და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნავს, რომ სადავო არ არის და ექსპერტის დასკვნით დგინდება, რომ დ--------------ს აღენიშნებოდა სხვადასხვა სახის დაზიანებები (გარდა სახისა), თუმცა აღნიშნული ექსპერტის დასკვნით იმ ფაქტის დადგენა თუ ვინ, როდის და რა ვითარებაში მიაყენა დაზარალებულებს აღნიშნული დაზიანებები, შეუძლებელია. ბრალდების მხარის მითითება იმ გარემოებაზე, რომ ეს დაზიანება დაზარალებულებს მიაყენა გ-------------–---–მა, უშუალოდ ამ მტკიცებულებების შინაარსიდან არ გამომდინარეობს და წარმოადგენს მხოლოდ ვარაუდს. ამასთან, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებაზე, რომ ექსპერტის დასკვნით, დ--------------ს სახის არეში რაიმე სახის დაზიანება არ აღენიშნებოდა, რაც კიდევ უფრო საეჭვოს ხდის დაზარალებულის ვერსიას იმის თაობაზე, რომ გ-------------–---–მა ხელი დაარტყა სახის არეში. რაც შეეხება მ------------- სხეულის დაზიანების საკითხს, ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, დაჟეჟილობა სასამართლო სამედიცინო თვალსაზრისით არ წარმოადგენს დაზიანების ობიექტურ ნიშანს. ექსპერტიზაზე წარდგენილ სამედიცინო დოკუმენტაციის ჩანაწერებში მ------------- სხეულზე მექანიკური დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნების არსებობის შესახებ მითითებული არ არის. ამდენად, ექსპერტიზის დასკვნით არ დგინდება მ------------- სხეულის დაზიანების ფაქტი და გაურკვეველი დაჟეჟილობა, რომელსაც ექსპერტიც დაზიანების ობიექტურ ნიშნად არ მიიჩნევს, არაფერს მატებს ბრალდების მხარის მტკიცებას გ-------------–---–ის დამნაშავეობის შესახებ.
3.23. ბრალდებულმა გ-------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, მისთვის წარდგენილ ბრალდებებში თავი არ სცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ 2016 წლის 6 დეკემბერს მ-------------თვის ხელი არ დაურტყამს, მხოლოდ სიტყვიერ შელაპარაკებას ჰქონდა ადგილი. კამათის შემდეგ სახლიდან გავიდა და არ იცის როგორ მიიღო მ------------მ სხეულზე დაზიანება. დაზარალებულმა უთხრა, რომ დაზიანება მიიღო იმ დროს, როდესაც ფანჯარაზე ფარდას კიდებდა. ბრალდებულმა ასევე უარყო 2----–-–-----------ს, დ--------------სთვის ფიზიკური შეურაცხყოფის მიყენების ფაქტი და აღნიშნა, რომ იგი ნამდვილად შეხვდა დაზარალებულს, თუმცა მისთვის ხელი არ დაურტყამს. მათ სიტყვიერი შელაპარაკება მოუვიდათ, დ--------------მ მისკენ გაიწია, იქ მყოფი ადამიანები ჩადგნენ მათ შორის, რა დროსაც დ-------------- წაიქცა.
3.24. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ--------------ს განმარტებით შემთხვევა მოხდა ხალხმრავალ ადგილზე. მის ცემას გ-------------–---–ის მიერ ესწრებოდა არაერთი ადამიანი, მათ შორის თავისი (დაზარალებულის) მეგობარი ი-–------–-----–---–ი. აღსანიშნავია, რომ ი-–------–-----–---–მა, რომელიც არის დაზარალებულ დ-------------ს მეგობარი და ბრალდებულის სასარგებლოდ რაიმე დაინტერესება არ გააჩნია, არ დაადასტურა გ-------------–---–ის მიერ დ--------------სთვის ხელის დარტყმის, მით უფრო არაერთჯერადი დარტყმის ფაქტი, ხოლო ბრალდების მხარემ არ მოახდინა იმ ადამიანების იდენტიფიცირება, რომლებიც სავარაუდო კონფლიქტს ესწრებოდნენ და ფიზიკური ძალადობის რეალურად არსებობის შემთხვევაში დაადასტურებდნენ აღნიშნულ ფაქტს. მტკიცებულებების შეფასების შედეგად, სახეზეა ერთი მხრივ თითოეულ ეპიზოდში მხოლოდ დაზარალებულის ჩვენება, რომელიც არ არის გამყარებული სხვა უტყუარი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით, ხოლო მეორე მხრივ ბრალდებულის ჩვენება, რომელიც არ ადასტურებს დაზარალებულებზე რაიმე სახის ძალადობის ფაქტს.
3.25. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ ერთი პირდაპირი ჩვენების არასაკმარისობა გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, როდესაც იგი არ დასტურდება სხვა პირდაპირი მტკიცებულებებით, განპირობებულია იმ სამართლებრივი საფუძვლით, რომ სასამართლოს ობიექტურად არ აქვს შესაძლებლობა ჩვენების სანდოობა შეაფასოს სხვა პირდაპირ მტკიცებულებასთან კავშირში, დარწმუნდეს დასახელებული ფაქტების რეალურობაში. იმ შემთხვევაში თუ, მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის ჩვენება ჩაითვლება საკმარის მტკიცებულებად გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად (მათ შორის ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე), აღნიშნულით დაიღვევა საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის იმპერატიული მოთხოვნა და შეიქმნება მაღალი რისკი უდანაშაულო პირის მსჯავრდების, ვინაიდან მოწმის არაკეთილსინდისიერების შემთხვევაში, მისი ჩვენების გადამოწმება და შედარება ვერ მოხდება სხვა პირდაპირ მტკიცებულებებთან.
3.26. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის ჩვენება არ არის საკმარისი ფაქტების უტყუარად დასადგენად, რის გამოც, სასამართლო მოკლებულია სამართლებრივ შესაძლებლობას უტყუარად დაადგინოს გ-------------–---–ის მხრიდან დაზარალებულებზე - მ------------ზე და დ--------------ზე ფიზიკური ძალადობის ფაქტები.
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახში ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტემატურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.
4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად დგინდება, რომ გ-------------–---–ი და მ------------ იყვნენ ოჯახის წევრები (მ------------ იყო გ-------------–---–ის ყოფილი მეუღლე), თუმცა, მხოლოდ დაზარალებულ მ------------- არადამაჯერებელი ჩვენება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ ირიბი ხასიათის ჩვენებებთან ერთად, ვერ ქმნიან მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, უტყუარად დაადასტურებს გ-------------–---–ის მიერ ყოფილი მეუღლის მიმართ განხორციელებული ფიზიკური ძალადობის ფაქტს.
4.4. საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია ცემისათვის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის მნიშვნელოვან, საშიშ დაზიანებას. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე დარტყმაში, რამაც, თავის მხრივ, შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობები, მცირე ჭრილობები), თუმცა, შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. სწორედ დარტყმების რაოდენობა/ინტენსივობა განასხვავებს ცემას სხვაგვარი ძალადობისგან, რომელიც გამოიხატება ერთჯერად ძალადობრივ ქმედებაში (მაგ: ხელის გარტყმა, თმებით თრევა, თმების მოქაჩვა და სხვა). ქმედების ცემად ან სხვაგვარ ძალადობად დაკვალიფიცირებისათვის განმსაზღვრელია, რომ სუბიექტის ქმედებას - ერთჯერად ან არაერთჯერად ძალადობრივ ქმედებას მოჰყვეს მსხვერპლისათვის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება მისი ხანმოკლე მოშლით ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვით, ვინაიდან, ამ შემთხვევაში ქმედება დაკვალიფიცირდება უფრო მძიმე საქართველოს სსკ-ის 120-ე მუხლით.
4.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხოლოდ დაზარალებულ დ--------------ს ჩვენება, რომელიც არ არის დადასტურებული სხვა პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებებით არ არის საკმარისი მის მიმართ შესაძლო ძალადობის განხორციელების ფაქტის უტყუარად დასადგენად. როგორც დაზარალებულის ჩვენებიდან ირკვევა დაპირისპირებას ესწრებოდა სულ ცოტა 10-15 ადამიანი, მათ შორის დ--------------ს მეგობარი ი-–------–-----–---–ი, თუმცა არცერთი მათგანი არ ადასტურებს, არა თუ ცემის, არამედ ხელის მოქნევის ფაქტსაც კი.
4.6. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწილის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, დადგენილება ბრალდებულის სახით პირის პასუხისგებაში მიცემის შესახებ და გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
4.7. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ აღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo“, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და, ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. სამართლებრივი სახელმწიფო გულისხმობს ისეთი სამართლებრივი სისტემის არსებობას, რომლის პირობებშიც პირის წინააღმდეგ განხორციელებული მართლმსაჯულების ღონისძიებები - ბრალდება და პასუხისმგებლობის დაკისრება უნდა განხორციელდეს ადეკვატური სტანდარტების შესაბამისად (იხ.: საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ, 2015 წლის 22 იანვარი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 2.).
4.8. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ ბარბერას (Barberà) და სხვათა საქმეზე განმარტებულია, რომ პროკურატურამ უნდა წარადგინოს საკმარისი მტკიცებულებები იმისათვის რათა პირის მსჯავრდება მოხდეს (იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 77.). უდანაშაულობის პრეზუმფცია დაირღვევა, თუ მტკიცების ტვირთი ბრალდების ნაცვლად დაცვას დაეკისრება(იხ.: ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2001 წლის 20 მარტის გადაწყვეტილება საქმეზე Telfner v.Austria, პუნქტი 15.).
4.9. საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
4.10. სასამართლო დამატებით განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი ობიექტური, ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.
4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ ოჯახური ძალადობის კატეგორიის საქმეებზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს და ქმნის უდანაშაულო პირის მსჯავრდების მაღალ რისკს.
4.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქმეზე არ მოიპოვება გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა გ-------------–---–ის საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის, რის გამოც იგი წარდგენილ ბრალდებებში ცნობილ უნდა იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს.
4.13. სასამართლო დამატებით აღნიშნავს, რომ მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).
4.14. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე გ-------------–---–ის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა სრულად შეესაბამება საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ ამ კატეგორიის საქმეებზე დადგენილ პრაქტიკას. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ 2018 წლის 31 ოქტომბერს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის №308აპ-18 განაჩენი, პუნქტი 16-18) გამოტანილი იქნა გამამართლებელი განაჩენი სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, ვინაიდან სახეზე იყო მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება (დაზარალებულის ჩვენება), რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, კერძოდ:
,,მოცემულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილია პირდაპირი მოწმის, დაზარალებულ მ. კ. კ-ს ჩვენება, საიდანაც ირკვევა, რომ 2017 წლის 15 მაისს მსჯავრდებულმა ჯ.კ-მ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. მართალია, საკასაციო პალატას დაზრალებულის ჩვენების საეჭვოდ მიჩნევის საფუძველი არ გააჩნია, მაგრამ იმის გათვალისწინებით, რომ ჯ. კ-ს მსჯავრდების მოცემულ ეპიზოდში ბრალდების მხარეს სხვა რაიმე პირდაპირი მტკიცებულება არ წარმოუდგენია, მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, ვინაიდან საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
რაც შეეხება მოწმეების - ი. ც-ს და თ. გ-ს ჩვენებებს (ასევე, დანარჩენი მოწმეების ჩვენებები) ისინი არ არიან შემთხვევის თვითმხილველები და ამდენად, არის ირიბი ხასიათის, რადგან მათ მიერ სასამართლოსათვის მიცემული ჩვენება ეფუძნება დაზარალებულის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციას. მათი ჩვენებები, საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, წარმოადგენს ირიბს, რაც არ არის საკმარისი გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, ვინაიდან, საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილების შესაბამისად, მოწმის ირიბი ჩვენება ვერ აკმაყოფილებს კონსტიტუციურსამართლებრივ სტანდარტს, რის გამოც (კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისი შემთხვევების გარდა) არ შეიძლება პირის მსჯავრდების საფუძველი გახდეს.
ამდენად, საკასაციო პალატას მიაჩნია, რომ მტკიცებულებათა არასაკმარისობის გამო მსჯავრდებული ჯ. კ. უნდა გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილით შერაცხულ ბრალდებაში“ (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის 31 ოქტომბრის №308აპ-18 განაჩენი, პუნქტი 16-18).
5. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ - მ------------- გამოკვლევის რენტგენოფირი, შენახულ უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 270-272-ე, 275-276-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-------------–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის 1-ლი ნაწილითა და საქართველოს სსკ-ის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარდგენილ ბრალდებებში.
2. გ-------------–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს.
3. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის თანახმად, გ-------------–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
4. საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულება - მ------------- გამოკვლევის რენტგენოფირი შენახულ იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
5. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ალექსანდრე იაშვილი