განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1092-18 (N069131118002)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
24.05. 2019 წელი ქუთაისი
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე
სხდომის მდივანი ნინო გიორგაძე
სხდომის სახე ღია
ბრალდების მხარე
პროკურორი - გ-------------------ე
დაცვის მხარე
ბრალდებული დ------------–-–---–ი
მამის სახელი: ა-------
დაბადების თარიღი: 0--------- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უმაღლესი
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული: ქ----------------------------------
მცხოვრები: წ---–--------------------------–------------
ადვოკატი - რ---------------–--–--ა
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილი.
- ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი;
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი მტკიცებულებების ერთობლიობაში განხილვისა და ანალიზის საფუძველზე, სასამართლომ გონივრულ ეჭვს მიღმა დადგენილად ცნო, რომ დ------------–-–---–მა ჩაიდინა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, რაც გამოიხატა შემდეგში:
2018 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით 10:40 საათზე, წ---–--------------------------–---------–- მდებარე სახლში, დ-----------–-–---–მა იძალადა მეუღლეზე - ბ--–---------ზე (სახეში გაარტყა ხელი, მოქაჩა თმებში, ხელი მოუჭირა კისერზე). დაზარალებულმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
მოწმე გ--------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით 2018 წლის 13 ნოემბერს, წ---–-------------------–-------------–--–- შემოვიდა შეტყობინება იმის თაობაზე, რომ დ-----------–-–---–მა იძალადა მეუღლეზე ბ--–---------ზე. მოცემულ ფაქტზე დაიწყო გამოძიება. შემთხვევის ადგილზე პირველად გავიდნენ ფ---–----------- პოლიციის თანამშრომლები, დააკავეს დ-----------–-–---–ი მეუღლის ცემის ფაქტზე. ბრალდებული გადაიყვანეს ფ---–----------- პოლიციის განყოფილებაში, სადაც მას გაეცნო მისი უფლება-მოვალეობები, ხოლო მისი დაკავების შესახებ აცნობეს დედას. საქმეზე ასევე დაკითხეს დაზარალებული ბ--–---------, რომელმაც განმარტა, რომ მეუღლემ მას მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, მოწმის განმარტებით, მას ფიზიკურადაც ეტყობოდა დაზიანების კვალი სახეზე, ყელის არეში, ნიკაპზე სისხლნაჟღენთის სახით. ბრალის წაყენების შემდეგ დ-----------–-–---–მა აღიარა ჩადენილი დანაშაული. საქმეზე გამოკითხეს მეზობელი ლ----------ე, რომელმაც დაადასტურა ოჯახური ძალადობის ფაქტი და ასევე დაკავებაში მონაწილე პირი ვ---------------ე. მოწმის განმარტებით მის მიერ სისხლის სამართლის საქმეზე მოპოვებული იქნა სხვადასხვა ცნობები და გამოტანილი იქნა შემაკავებელი ორდერი (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ვ---------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, 2018 წლის 13 ნოემბერს ის ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას ფ---–----------- პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც შემოვიდა შეტყობინება, რომ წ---–--------------------------–---------–- ბ--–---------ს მიმართ განხორციელდა ოჯახური ძალადობა, შეტყობინების ინიციატორი იყო ვინმე ნ------ე. შემთხვევის ადგილზე გავიდნენ თავად და ა-–---------------------ე. დაზარალებული ბ--–--------- მათ დახვდათ მეზობლის სახლში, რომელმაც განუმარტა, რომ მასსა და მის მეუღლეს შორის მოხდა კონფლიქტი, რის შემდეგაც მისი მეუღლე დ-----------–-–---–ი მას სწვდა ყელში და მოქაჩა თმებში. მოწმემ განმარტა, რომ ამის შემდეგ გადავიდნენ გ----–-–---–-ს ოჯახში, სადაც მათ დახვდათ დ------, რომელმაც აღიარა, რომ მასსა და მის მეუღლეს შორის მოხდა კონფლიქტი ყოფით საკითხებთან დაკავშირებით და აღელვების ფონზე მართლაც შეეხო მეუღლეს ფიზიკურად. ბრალდებული დააკავეს მან და ა-–---------------------ემ და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ა-–---------------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ოჯახური ძალადობის ფაქტის შესახებ შეტყობინება შევიდა პოლიციაში 2018 წლის 13 ნოემბერს, რის გამოც გავიდნენ შემთხვევის ადგილზე, წ---–--------------------------–---------–-. დაზარალებული ბ--–-, გვარი არ ახსოვს მათ დახვდათ მეზობლის სახლში ატირებულ მდგომარეობაში, რომელმაც განუმარტა მათ, რომ მეუღლემ მას დაარტყა სახის არეში, თმებში მოქაჩა და ხელი წაუჭირა ყელის არეში. ამის შემდეგ გადავიდნენ დ-----------–-–---–ის საცხოვრებელ სახლში, რომელმაც აღიარა ძალადობის ფაქტი და აღნიშნა ყოფილი პოლიციელი ვარ, არ უნდა მომსვლოდაო. ამის შემდეგაც მოხდა მისი დაკავება ბრალდებულის სახით და გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. დაკავების ოქმი შედგენილი იქნა მის მიერ შემთხვევის ადგილზევე, დაკავების მონაწილე პირი იყო აგრეთვე ვ---------------ეც. (სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ლ----------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, ის არის დ-----------–-–---–ის და მისი მეუღლის ბ--–---------ს მეზობელი. 2018 წლის 13 ნოემბერს, დაახლოებით დილის 11:00 საათზე, მისი მეზობელი ბ--–--------- ძალიან ანერვიულებული მასთან ჩამოვიდა ეზოში, ტელეფონზე საუბრობდა და თან ტიროდა, მან მიაწოდა ტელეფონი და სთხოვა, რომ ეთქვა მათი მისამართი, რადგანაც 112-ზე ესაუბრებოდა ოპერატორს - პოლიცია მჭირდებაო, და ტირილის გამო ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება, რის შემდეგაც ლ----------ემ მათ უთხრა მისამართი. მოწმის განმარტებით, ბ--–--------- სახეზე იყო აწითლებული, კითხვაზე თუ რა მოუვიდა მას, ბ--–-მ უპასუხა, რომ იჩხუბა მეუღლესთან რადგანაც მას დაკარგვია ფული. პირადად კონფლიქტის ფაქტს არ შესწრებია, ყველაფერი იცის თავად ბ--–-ს გადმოცემით. მოწმემ ასევე დაადასტურა სსსკ-ის 243-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სასამართლო სხდომაზე საჯაროდ წაკითხული მის მიერ გამოძიებისათვის მიწოდებული ინფორმაცია, რომლის თანახმად მასთან მისულ ბ--–---------ს ყელი ჰქონდა გაწითლებული და მის შეკითხვაზე, თუ რა დაემართა, უპასუხა, რომ მეუღლე ფულის დაკარგვას აბრალებდა, რომლის ნიადაგზეც მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ყელზე ხელი მოუჭირა. (ს.ფ.32-33, სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო-სამედიცინო ექსპერტ შ--------------ის მიერ სასამართლოსათვის მოწმის სახით მიცემული ჩვენებით, წ---–-------------------–--------------–--ს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელ გ--------------ის დადგენილების საფუძველზე მან ჩაატარა ბ--–---------ს სამედიცინო ექპერტიზა. ბ--–--------- პირადად იყო წარმოდგენილი ექსპერტიზაზე 2018 წლის 13 ნოემბერს, მოხდა მასთან მოკლე გასაუბრება და ანამნეზის შეკრება თუ რატომ იყო აღნიშნული პიროვნება წარმოდგენილი ექსპერტიზაზე და მისი სხეულის დათვალიერება დაზიანებების არსებობის გამო. მოწმის განმარტებით, ბ--–--------- შემოწმების დროს უჩიოდა სუსტი ინტენსივობის ტკივილს მარცხენა ლოყის მიდამოში. ხოლო რაც შეეხება დაზიანებებს - ქვედა ყბის ქვეშა მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი - კიდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოყავისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,2X0,8სმ. კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,8X1,0 სმ. კისრის წინა ზედაპირზე ცენტრალურად და მცირედ მარჯვნივ ზედა და შუა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის არათანაბარი ინტენსივობის სისხლნაჟღენთი ზომით 4,2X2,0 სმ. მისივე სურვილით, დათვალიერებული იქნა მხოლოდ ტანსაცმლით დაუფარავი მიდამოები. აღნიშნული დაზიანებები განვითარებული იყო რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ისინი ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებოდნენ სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად და ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებოდნენ დადგენილებაში მითითებულ თარიღს. მოწმე შ--------------ის განმარტებით, ბ--–---------მ მას განუცხადა, რომ 2018 წლის 13 ნოემბერს, წ---–--------------------------–---------–- მის საცხოვრებელ სახლში, მეუღლემ დ-----------–-–---–მა მიაყენა დაზიანება კისერზე ხელების მოჭერით, თმების მოქაჩვით და სახეში ხელის დარტყმით (სასამართლო სხდომის ოქმი).
სასამართლო - სამედიცინო ექსპერტიზის №0-------- დასკვნით - ,,13.11.2018წ. 20:28-20:40 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ბ--–---------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს’’ (ს.ფ. 71-74).
დაზარალებულმა ბ--–---------მ გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცა სასამართლოს ჩვენება ახლო ნათესავის (მეუღლის) წინააღმდეგ, ხოლო ბრალდებულმა ასევე კანონიერი საფუძვლით გამოიყენა დუმილის უფლება და არ მისცა საკუთარი თავის მამხილებელი ჩვენება, რაც თანახმად სსსკ-ის 38-ე მუხლის მე-4 ნაწილისა, არ შეიძლება შეფასდეს მისი ბრალეულობის დამადასტურებელ მტკიცებულებად.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 13 ნოემბერს 11:04 საათზე შინაგან საქმეთა წ---–-------------------–--------------–--ს ფ---–----------- განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ინიციატორი იყო ლ----------ე, რომლის განმარტებით სოფელ ქ-------–-, რესტორან ,,ა-------ს’’ მოპირდაპირე ჩიხში დ-----------–-–---–ის ოჯახში მოხდა კონფლიქტი ოჯახური ძალადობა, დაზარალებული იყო ბ--–---------. (ს.ფ. 2).
საქმეში წარმოდგენილი შემაკავებელი N0----- ორდერით ირკვევა, რომ აღნიშნული ორდერი გაცემულია 2018 წლის 13 ნოემბერს, რომლის შედგენის საფუძველი გახდა შემდეგი - დაზარალებულ ბ--–---------ს განმარტებით, მას მისმა მეუღლემ დ-----------–-–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, რაც გრძელდებოდა მისი მხრიდან სისტემატიურად. ორდერის თანახმად დ-----------–-–---–ს აეკრძალა ბ--–---------სთან მიახლოება და ნებისმიერი სახის კომუნიკაცია. (ს.ფ 25-31)
სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლი ადგენს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. იმავე კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. ამავე კოდექსის 269-ე მუხლის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის დასაშვებობისა და უტყუარობის თავალსაზრისით.
რელევანტური მტკიცებულება ადასტურებს ან უარყოფს ინფორმაციას მტკიცების საგანთან დაკავშირებით. ამასთან, მტკიცებულებების შეფასებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება, მათი უტყუარობის საკითხის გადაწყვეტას, ვინაიდან საბოლოო ჯამში, სასამართლო მტკიცებულებებს აფასებს სისხლის სამართლის კოდექსისა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მოთხოვნათა შესაბამისად, შეჯიბრობითობის პრინციპის დაცვით, მხარეთა მიერ სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, რადგან სასამართლომ უნდა შეაფასოს, თუ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ყველა მტკიცებულება ცალ-ცალკე და საბოლოოდ - ერთობლივად, რამდენად უტყუარი და საკმარისია პირის გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად.
გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი ზოგჯერ აღიწერება როგორც უტყუარობის ის დონე, რომელიც ადამიანმა თავის ცხოვრებაში ყველაზე მნიშვნელოვანი გადაწყვეტილების მისაღებად უნდა გამოიყენოს. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არ გულისხმობს ყველა შესაძლო ეჭვს მიღმა მტკიცებას, ან მტკიცების მათემატიკურ უტყუარობას. შესაძლო ეჭვი, ან ეჭვი, რომელიც ეფუძნება ვარაუდს, ან წინათგრძნობას, არ არის გონივრული ეჭვი. გონივრული ეჭვი არის საკმაო ეჭვი, რომელიც ეფუძნება მიზეზს, ლოგიკას, საღ აზრს, ან გამოცდილებას. ეს არის ეჭვი, რომელიც, ჩვეულებრივ საღად მოაზროვნე ადამიანს გაუჩნდება, მას შემდეგ, რაც ყურადღებით აწონის მტკიცებულებას და არ შეყოყმანდება გადაწყვეტილების მიღებაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, არაა სავალდებულო მტკიცების სტანდარტი იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
რაც შეეხება მტკიცებულებათა საკმარისობას, ერთობლიობას, მტკიცებულებათა ერთობლიობა ერთმანეთთან უნდა იყოს შეთანხმებული, ანუ მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი, ისინი უნდა იყვნენ ურთიერთთავსებადი, რაც იმას ნიშნავს, რომ ისინი ერთსა და იმავე გარემოებებზე უნდა უთითებდნენ და ერთსა და იმავე ფაქტებს უნდა ადასტურებდნენ. მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს აშკარა, ანუ ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. იგი უნდა ადგენდეს პირის მიერ ქმედების ჩადენას და ეჭვის გაჩენის საფუძველი არ უნდა აჭარბებდეს დასაშვებ, გონივრულობის ზღვარს დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებთან დაკავშირებით.
სტრასბურგის სასამართლომ საქმეში Higgins v. France (1998 წლის 19 თებერვალი) განმარტა დასაბუთების ნაკლებობის შესახებ და მიუთითა, რომ საქმეში არსებულ მტკიცებულებების მიმართ წარმოშობილი ეჭვების დასაბუთების ნაკლებობა ჩაითვლება ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სტრასბურგის სასამართლო ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ გადაწყვეტილებებში დასაბუთებული უნდა იყოს კონკრეტული არგუმენტებით და საფუძვლებით, რა თქმა უნდა ისეთი საფუძვლებით, რომელიც არ იწვევს ეჭვებს და რომელიც არ წარმოადგენს ვარაუდებს (Ruiz Torija v. Spain 09.02.1994 no.18390/91 &28-29; Hiro Balani v. Spain 09.02.1994 18064/91 &26-28; Higgins And Other v. France 19.02.1998 no:134/1996/753/952 &40-42). სტრასბურგის სასამართლოს განმარტებით მნიშვნელოვანია, რომ სასამართლოს სწორად და სამართლიანად შეამოწმოს მტკიცებულებების სანდოობა, საიმედოობა და სიზუსტე (Khan v. the United Kingdom, no 35394/97, 34; Bykov v. Russia, no.4378/02, 95).
იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში დანაშაულის ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება უკვე ქმედების სამართლებრივი შეფასება.
სასამართლოს შეფასებით, დამაჯერებლობასაა მოკლებული და საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან წინააღმდეგობაში მოდის დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში დ-----------–-–---–ის უდანაშაულოდ ცნობის შესახებ, რადგან სასამართლო განხილვისას გამოკვლეული, ურთიერთთავსებადი და სარწმუნო მტკიცებულებების ანალიზი სრულიად გამორიცხავს ამ მოსაზრებათა საფუძვლიანობას.
ოჯახში ძალადობა:
სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლი დასჯად ქმედებად აცხადებს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობას, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ფიზიკური ძალადობა, სუბიექტურ მხრივ განზრახი ქმედებაა და ობიექტურად გამოიხატება ერთი ადამიანის მიერ მეორის სხეულთან ფიზიკურ კონტაქტში, შეურაცხყოფაში. მიზანი დაზარალებულის ფიზიკური ტკივილის მიყენებაა, ხოლო შედეგი - ფიზიკური კონტაქტის გზით ამ უკანასკნელის მიერ ტკივილის განცდაა.
ბრალდებულ დ-----------–-–---–ის მიმართ წარდგენილი ოჯახური ძალადობის ბრალდება სრულად დასტურდება სასამართლოზე დაკითხულ პირთა, გ--------------ის, ა-–---------------------ის, ვ---------------ის, ლ----------ის და შ--------------ის ჩვენებებით, დანაშაულის შესახებ შეტყობინებით. ყველა აღნიშნული მოწმე სასამართლოს აწვდის სარწმუნო და ურთიერთთავსებად ინფორმაციას დანაშაულის შესახებ, რაც სრულ თანხვედრაშია სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნასთან.
მართალია, კონფლიქტში მონაწილე და შემთხვევის უშუალო თვითმხილველმა პირებმა გამოიყენეს კანონით მინიჭებული უფლება და არ მისცეს სასამართლოს ახლო ნათესავის და საკუთარი თავის საწინააღმდეგო ჩვენება, მაგრამ სასამართლომ საფუძვლიანად გამოიკვლია ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები. კერძოდ, მოწმე ლ----------ის ჩვენებით ბ--–---------, მასთან მივიდა ეზოში ძალიან ანერვიულებული, ტელეფონზე საუბრობდა და თან ტიროდა, მან მიაწოდა ტელეფონი და სთხოვა, რომ ეთქვა მათი მისამართი, რადგანაც 112-ზე ესაუბრებოდა ოპერატორს - პოლიცია მჭირდებაო, და ტირილის გამო ვეღარ შეძლო საუბრის გაგრძელება... ბ--–-ს ყელი ჰქონდა გაწითლებული და მის შეკითხვაზე, თუ რა დაემართა, უპასუხა, რომ მეუღლე ფულის დაკარგვას აბრალებდა, რომლის ნიადაგზეც მან მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა და ყელზე ხელი მოუჭირა.
მოწმე ლ----------ის ჩვენება ერთი მხრივ წარმოადგენს იმის მადასტურებელ პირდაპირ მტკიცებულებას, რომ ძალადობას გამოქცეული, ნაცემი დაზარალებული ძალადობის ფაქტის განხორციელებისთანავე, მყისიერად მივიდა თავის მეზობელთან, მის თვალწინ ატირებული ესაუბრებოდა 112-ის გადაუდებელი დახმარების სამსახურს, რომ პოლიციის დახმარება სჭირდებოდა(ტირილი გამო საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მოწმეს გადააწოდა ტელეფონი, რათა ეთქვა მისამართი) და მოუთხრო მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის შესახებ, რა დროსაც აშკარად ეტყობოდა ძალადობის კვალი ყელის არეში. მეორე მხრივ, ლ----------ის ჩვენება ირიბად ადასტურებს დ-----------–-–---–ის მიერ მეუღლეზე განხორციელებულ ძალადობის ფაქტს, რადგან მოწმეს უშუალოდ არ უნახავს ძალადობის განხორციელების პროცესი.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების(მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ) სამოტივაციო ნაწილის 36-ე პუნქტის შესაბამისად ”საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. მაგალითად, სასამართლომ შესაძლებელია განიხილოს ირიბი ჩვენების დაშვების შესაძლებლობა, როდესაც მოწმე ან დაზარალებული დაშინებულია ან არსებობს მისი როგორც მოწმის უსაფრთხოების უზრუნველყოფის აუცილებლობა. ბრალდებულის კანონსაწინააღმდეგო ქმედებამ - მოწმის დაშინებამ არ უნდა შეაფერხოს მართლმსაჯულების განხორციელება და სწორედ ამიტომ, გამონაკლის შემთხვევებში, სასამართლო უფლებამოსილი უნდა იყოს, შეაფასოს ირიბი ჩვენების დასაშვებობისა და მისი გამოყენების აუცილებლობა. აუცილებლობა შეიძლება წარმოიშვას სხვა შემთხვევაშიც, როდესაც ინფორმაციის ავტორი თავად ვერ ახერხებს ან არ სურს ჩვენების მიცემა და ამისთვის მნიშვნელოვანი მიზეზი არსებობს. ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არ არსებობს“.
სასამართლო განმარტავს, რომ ოჯახური ძალადობის ფაქტებს, თავისი სპეციფიკიდან გამომდინარე, როგორ წესი, გარეშე თვითმხილველ პირები თითქმის არ ჰყავს. ოჯახის წევრები არცთუ იშვიათად სარგებლობენ ახლო ნათესავის სტატუსით და რიგ შემთხვევებში ოჯახის ბრალდებული წევრის მიმართ სიბრალულის გამო, ხოლო რიგ შემთხვევებში ნათესავების ან ახლობლების ზეგავლენით უარს ამბობენ სასამართლოსთვის ჩვენების მიცემაზე. ასეთ ვითარებაში, მართლმსაჯულების განხორციელება არ შეიძლება ბრალდებულის ოჯახის წევრთა ნება-სურვილზე იყოს დამოკიდებული. შესაბამისად, მოცემული კატეგორიის საქმეებზე დეტალურად უნდა შემოწმდეს და გაანალიზდეს წარმოდგენილი მტკიცებულებები და მათი ერთობლიობაში შეფასებით უნდა გაკეთდეს ობიექტური დასკვნა შერაცხულ ბრალდებაში პირის დამნაშავედ ცნობი შესახებ.
მოცემულ შემთხვევაში, დაზარალებული ბ--–---------, რომელიც არის 3 მცირეწლოვანი შვილის დედა, შერიგებულია მეუღლესთან და სურს ერთობლივი თანაცხოვრების გაგრძელება. იმ მიზნით, რომ მეუღლეს აარიდოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რომლის შედეგიც, მისი აზრით, შესაძლოა იყოს მკაცრი საპატიმრო სასჯელი, მან გამოიყენა კანონით მინიჭებული უფლება და გადაწყვიტა, რომ არ მისცეს სასამართლოს ჩვენება მეუღლის წინააღმდეგ. სასამართლო მიიჩნევს, რომ სწორედ ეს არის საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილებაში მითითებული ის გამონაკლისი შემთხვევა, რაც დასაშვებს ხდის ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას, ვინაიდან სახეზეა ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია ბ--–---------ს დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე.
მოცემულ შემთხვევაში გამორიცხულია რაიმე გონივრული ეჭვი ლ----------ის ჩვენების ნამდვილობასთან და სანდოობასთან დაკავშირებით, რადგან მისი ჩვენება დასტურდება სამედიცინო ექსპერტ შ--------------ის ჩვენებით, შესაბამისი სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით უტყუარად დადგენილი დაზარალებულზე ძალადობის ამსახველი დაზიანებებით: ,,13.11.2018წ. 20:28-20:40 საათზე ჩატარებული პირადი შემოწმებისას მოქალაქე ბ--–---------ს სხეულზე გარეგნულად ტანსაცმლით დაუფარავ მიდამოებში აღენიშნებოდა დაზიანებები სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადგენილებაში მითითებულ თარიღს’’. ექსპერტმა განმარტა პროცესზე, რომ - ,,ბ--–--------- შემოწმების დროს უჩიოდა სუსტი ინტენსივობის ტკივილს მარცხენა ლოყის მიდამოში. ხოლო რაც შეეხება დაზიანებებს - ქვედა ყბის ქვეშა მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი - იდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოყავისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,2X0,8სმ. კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,8X1,0 სმ. კისრის წინა ზედაპირზე ცენტრალურად და მცირედ მარჯვნივ ზედა და შუა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის არათანაბარი ინტენსივობის სისხლნაჟღენთი ზომით 4,2X2,0 სმ.’’
დ-----------–-–---–ის ბრალეულობა ასევე დასტურდება შემთხვევის ადგილზე მისული პოლიციის თანამშრომლების - ვ---------------ის და ა-–---------------------ის ირიბი ჩვენებებით, რომლებიც პირადად არ შესწრებიან ძალადობის ფაქტს, მაგრამ დაზარალებულ ბ--–---------ს გადმოცემით, რომელიც მათ დახვდათ ატირებულ და ანერვიულებულ მდგომარეობაში, შეიტყვეს მეუღლის მხრიდან მასზე განხორციელებული ძალადობის ფაქტის შესახებ, რა დროსაც მათ პირადად შენიშნეს დაზარალებულის სხეულზე არსებული ძალადობის კვალი. ამ ჩვენებებთან თავსებადია მოწმე გ--------------ის ჩვენებაც, რომელმაც შემთხვევიდან რამდენიმე საათში გამოკითხა დაზარალებული ბ--–---------, რა დროსაც დაზარალებულს ფიზიკურადაც ეტყობოდა დაზიანების კვალი სახეზე და ყელის არეში.
საქმეში წარმოდგენილი და სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული დანაშაულის შესახებ შეტყობინების თანახმად 2018 წლის 13 ნოემბერს 11:04 საათზე შინაგან საქმეთა წ---–-------------------–--------------–--ს ფ---–----------- განყოფილებაში შევიდა შეტყობინება ოჯახური ძალადობის ფაქტთან დაკავშირებით. ინიციატორი იყო ლ----------ე, რომლის განმარტებით სოფელ ქ-------–-, რესტორან ,,ა-------ს’’ მოპირდაპირე ჩიხში დ-----------–-–---–ის ოჯახში მოხდა კონფლიქტი ოჯახური ძალადობა, დაზარალებული იყო ბ--–---------.
სასამართლო განმარტავს, რომ ლ----------ის ჩვენება და დანაშაულის შესახებ შეტყობინება დანარჩენ მოწმეთა ჩვენებებთან ერთად ქმნის მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც ნებისმიერ საღად მოაზროვნე ობიექტურ დამკვირვებელს დაარწმუნებს დ-----------–-–---–ის ბრალეულობაში მოცემულ ძალადობის ეპიზოდში.
რაც შეეხება დანაშაულის შემადგენლობის ერთ-ერთ აუცილებელ ნიშანს - ძალადობით გამოწვეული ფიზიკურ ტკივილის განცდას, ეს ფაქტი დაზარალებულის ჩვენების გარეშეც სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობით: სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ,,ბ--–--------- შემოწმების დროს უჩიოდა სუსტი ინტენსივობის ტკივილს მარცხენა ლოყის მიდამოში. ხოლო რაც შეეხება დაზიანებებს - ქვედა ყბის ქვეშა მიდამოში მარცხნივ აღენიშნებოდა უსწორო ფორმის, არამკვეთრი - იდეებისა და კონტურების მქონე, მოწითალო-მოყავისფრო ფერის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,2X0,8სმ. კისრის მარჯვენა გვერდითა ზედაპირზე ზედა მესამედში აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის სისხლნაჟღენთი ზომით: 1,8X1,0 სმ. კისრის წინა ზედაპირზე ცენტრალურად და მცირედ მარჯვნივ ზედა და შუა მესამედების დონეზე აღენიშნებოდა ასეთივე ფორმისა და ხასიათის არათანაბარი ინტენსივობის სისხლნაჟღენთი ზომით 4,2X2,0 სმ.’’
სასამართლო ძალადობით გამოწვეული ტკივილის განცდის შეფასებისას, გარდა დაზიანებათა სიმრავლისა, ხარისხისა და ლოკალიზაციისა, ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ დაზარალებული უჩიოდა ტკივილს შემთხვევიდან 10 საათის გასვლის შემდეგ ჩატარებული სამედიცინო შემოწმების დროსაც, ასევე, ძალადობის ფაქტის განხორციელებისთანავე მყისიერად მივიდა თავის მეზობელთან, მის თვალწინ ატირებული ესაუბრებოდა 112-ის გადაუდებელი დახმარების სამსახურს, რომ პოლიციის დახმარება სჭირდებოდა(ტირილი გამო საუბრის გაგრძელება ვეღარ შეძლო და მოწმეს გადააწოდა ტელეფონი, რათა ეთქვა მისამართი).
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე არ არსებობს მართლწინააღმდეგობისა და ბრალის გამომრიცხავი რაიმე გარემოება.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ-----------–-–---–მა მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული - რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ-ის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება, პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის განსაზღვრის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედების საზოგადოებრივად საშიშ ხასიათს, მასში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის პირად და ეკონომიკურ მდგომარეობასა და წარსულ ცხოვრებას, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, დამნაშავის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხესა და მისი რესოციალიზაციის ობიექტურ შესაძლებლობას.
თანახმად სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილისა ,,სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას’’.
დ-----------–-–---–ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებანი საქმის წარმოებისას არ გამოვლენილა.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული პირველად არის სამართალში, შერიგებულია დაზარალებულთან, მათ კმაყოფაზე ჰყავთ 3 მცირეწლოვანი შვილი.
ჩადენილი დანაშაულის ხასიათიდან და ბრალდებულის პიროვნებიდან გამომდინარე, ასევე, მცირეწლოვანი ბავშვების საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში სასჯელის მიზნები მიიღწევა ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის სამართლიანი ზომით დანიშვნით, რასაც უნდა მიენიჭოს პრიორიტეტი მუხლის სანქციით გათვალისწინებული თავისუფლების აღკვეთასთან შედარებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-280-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. დ------------–-–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261 მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა 150 (ასორმოცდაათი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
2. საქართველოს სსკ-ის 62-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად დ-----------–-–---–ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს სასამართლო განხილვამდე დაკავებასა და პატიმრობაში ყოფნის დრო - 2019 წლის 13 ნოემბრიდან 2019 წლის 15 ნოემბრის ჩათვლით (03 დღე) შემდეგი გაანგარიშებით: პატიმრობის ერთი დღე - საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის ხუთი საათი (3*5=15) და, საბოლოოდ, დ-----------–-–---–ს მოსახდელად განესაზღვროს საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა(150-15=135) 135 (ას ოცდათხუთმეტი) საათის ვადით, რომლის სახეს განსაზღვრავს პრობაციის ბიურო.
3. დ-----------–-–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს (----------–-------–-–---–------------------ განაჩენის აღსრულებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში დაუბრუნდეს გირაოს სახით შეტანილი ფულადი თანხა 3000 (სამი ათასი) ლარი.
4. მსჯავრდებულ დ-----------–-–---–ის მიმართ დაკისრებული საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის მოხდაზე კონტროლი დაევალოს იმერეთის პრობაციის ბიუროს, რომელსაც საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს მსჯავრდებულმა.
5. განაჩენი შედის კანონიერ ძალაში გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
6. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში საჩივრის შეტანის გზით, ამ სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მურთაზ კაპანაძე