განაჩენი

სისხლის სამართლის 22.05.2019
საქმის ნომერი
330100118002283338
თარიღი
22.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1-------

(-------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

22 მაისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე გიორგი ებანოიძე

სხდომის მდივანი თეონა აბულაძე

ბრალდების მხარე

პროკურორები - თ---------------–---------------–---–---–-----------------–---–----–-–----------–----

დაცვის მხარე

ბრალდებული თ---------------------------------------, დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული: თ---–-------–-------------------------------------------------–--

ადვოკატი - ი------------

კვალიფიკაცია:

საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტები - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით.

სხდომის სახე: ღია

 

ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

სასამართლომ დაადგინა:

 

2016 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქ. თბილისში, კ--------------- №7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, თ--------------------- და ი-----–-------- თავს დაესხნენ „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომანქანაში, სახელმწიფო ნომრით--------, მყოფ შ----------------------------------- ინკასატორს, გ----------------–---–-. ი-----–--------- ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი ჯერ თავში დაუმიზნა გ----------------–---–- და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა, შემდეგ კი აღნიშნული საგანი სახის არეში ჩაარტყა; ამასობაში, თ---------------------- გამოაღო ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარი, საიდანაც ი-----–--------- და თ---------------------- ჯგუფურად გაიტაცეს შ----------------------------------- კუთვნილი ფულადი თანხა 23 387 ლარის და 450 აშშ დოლარის ოდენობით და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 1- იანვრის №------ განაჩენით დადგინდა, რომ 2016 წლის 18 აპრილს, დაახლოებით 15:50 საათზე, ქ. თბილისში, კ--------------- №7-ის მიმდებარე ტერიტორიაზე, ი-----–-------- და მისი თანამზრახველი, ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების მუქარით, თავს დაესხნენ „ოპელ-ვექტრას“ მარკის ავტომანქანაში, -სახელმწიფო ნომრით--------, - მჯდომ შ----------------------------------- ინკასატორს, გ----------------–---–-, რომელსაც ი-----–--------- ჯერ ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგანი დაუმიზნა თავში და სიცოცხლის მოსპობის მუქარით მოსთხოვა ფულადი თანხა, ხოლო შემდეგ აღნიშნული საგანი ჩაარტყა სახის არეში. ი-----–--------- თანამზრახველმა კი გამოაღო ავტომანქანის უკანა მარჯვენა კარი, საიდანაც მათ ჯგუფურად გაიტაცეს შ----------------------------------- კუთვნილი ფულადი თანხა 23 387 ლარი და 450 აშშ დოლარი, რის შემდეგაც ისინი შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.

თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 3- ოქტომბრის №--------- განაჩენით თბილისის საქალაქო სასამართლოს ზემოაღნიშნულ განაჩენში შეტანილი იქნა ცვლილება მხოლოდ ი-----–-------------- განსაზღვრული სასჯელის ნაწილში, მსჯავრდებულსა და პროკურორს შორის გაფორმებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე.

 

მოწმე ვ--–---------–-–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ გ----------–---–---–- მისი ბავშვობის მეგობარია, ასევე მეგობრობს ი-----–---------- და თ--------------------------. 2016 წლის თებერვლის ბოლოს თ---------------------- დაურეკა და უთხრა, რომ „-----------–----------- საინკასაციო მანქანაზე ყაჩაღური თავდასხმა ჰქონდა დაგეგმილი და ავტომანქანიან, სანდო პიროვნებას ეძებდა. თ---------------------- უთხრა, რომ ასეთ პიროვნებად ი-----–--------- მოიაზრებდა და მასთან დაკავშირება სთხოვა. 2016 წლის მარტის თვეში გ----------–---–---–---- ერთად, რომელიც საქმის კურსში ჩააყენა, შეხვდა ი-----–---------. ი-----–--------- თ-------------------------- გასაუბრება მოინდომა და ერთ კვირაში ისინი შეახვედრეს ერთმანეთს. შეხვედრისას თ--------------------- არწმუნებდა ი-----–--, რომ ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და არანაირი საფრთხე არ ელოდათ. გეგმის მიხედვით, მ--------–---- დასახლებაში, ორშაბათ დღეს, ინკასატორებისთვის იარაღის მუქარით შაბათ-კვირის განმავლობაში აპარატებში დაგროვილი თანხა უნდა წაერთმიათ, რომელიც თ------------------ გათვლით, დაახლოებით 50 000 ლარის ოდენობის უნდა ყოფილიყო. ამის შემდეგ ი-----–--------- და თ---------------------- უშუალოდ ერთმანეთთან ჰქონდათ კომუნიკაცია. 2016 წლის 17 აპრილს დაურეკა თ---------------------- და სთხოვა ი-----–-------------- ეცნობებინა, რომ ყველაფერი მზად იყო და ელოდებოდა. ირაკლი--------------------------------- დანაბარები გადასცა. 2016 წლის 19 აპრილს, დილით, თ-------------------------- შეხვედრისას შეიტყო, რომ მან და ი-----–--------- დანაშაული ჩაიდინეს და თ------- ჩადენილი დანაშაულის დეტალებიც უამბო, - როგორ მიადო ი-----–--------- მძღოლს იარაღის მსგავსი სანთებელა თავზე და ამასობაში როგორ ამოიღო თ---------------------- მანქანიდან თანხა. თ----------------------, ნაქირავებ ბინაში, გ----------–---–---–------- გადასაცემად, გაჩუმების სანაცვლოდ, 800 ლარი მისცა. ამის შემდეგ ი-----–--------- შეხვდა, რომელმაც ჩადენილი დანაშაულის იგივე დეტალები უამბო და ერთად წავიდნენ კ-----–-, გ----------–---–---–----, რომელსაც მისთვის განკუთვნილი თანხა გადასცეს.

 

მოწმე გ----------–---–---–--, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ ვ--–---------–-–---–- და ი-----–-------- მისი მეგობრები არიან. თ--------------------- შემთხვევამდე დაახლოებით სამი წლით ადრე, ვ--–---------–-–---–----- გაიცნო. 2016 წლის მარტის თვეში ვ--–---------–-–---–-- გაანდო, რომ თ---------------------- ჰქონდა „-----------–----------- ინკასაციის დაყაჩაღების გეგმა და ვინაიდან მანქანა და თანამზრახველი სჭირდებოდა, ი-----–------------- შუამავლობა სთხოვა. მართლაც, დაუკავშირდა ი-----–--------- და ვ--–---------–-–---–---- ერთად შეხვდა მას. ი-----–--------------------------------- წინადადებით დაინტერესდა და მასთან შეხვედრა ისურვა. ერთი-ორი კვირის შემდეგ მან და ვ--–---------–-–---–-- ი-----–-------- თ---------------------- შეახვედრეს. თ---------------------- ი-----–-------- დაარწმუნა, რომ ყველაფერი გათვლილი ჰქონდა და ჩანაფიქრს გართულებების გარეშე განახორციელებდნენ. ი-----–-------- და თ--------------------- ამავე შეხვედრაზე შეთანხმდნენ, რომ მარშრუტის და სხვა დეტალების დასადგენად, ერთი-ორი დღის განმავლობაში ინკასაციის მანქანისთვის ეთვალთვალათ. 2016 წლის 18 აპრილს ვ--–---------–-–---–--, თ---------------------- დავალებით, ი-----–--------- დაურეკა და შეატყობინა, რომ ყველაფერი მზად იყო და შეხვედროდა. მეორე დღეს ი-----–-------- ვ--–---------–-–---–---- ერთად მასთან ჩავიდა სოფელში, რა დროსაც ი-----–-- უთხრა, რომ ყველაფერმა კარგად ჩაიარა და თანხაც გაინაწილეს. ვ--–---------–-–---–-- 5-ლარიანებისგან შემდგარი 800 ლარის ოდენობის თანხა აჩუქა, რაც მოგვიანებით სამართალდამცველებმა მისი სახლიდან ამოიღეს.

 

მოწმე ი-----–--------- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ თ--------------------- მისი მეგობრის, გ----------–---–---–------ გაიცნო. 2016 წლის მარტის თვეში გ----------–---–---–---- და ვ--–---------–-–---–---- შეხვედრისას მათ თ---------------------- მიერ შემუშავებული, კ-------------------------------–----------- ინკასაციის ავტომანქანის დაყაჩაღობის გეგმა გააცნეს და დანაშაულში მონაწილეობა შესთავაზეს. დაახლოებით ერთი კვირის შემდეგ იგი კვლავ შეხვდა ზემოაღნიშნულ პირებს და თ----------------------. თ---------------------- გეგმის თანახმად, მ--------–---- ტერიტორიაზე, კ------------------, სადაც ხალხმრავლობა არასადროს იყო, ორშაბათ დღეს უნდა დაეყაჩაღებინათ “-----------–----------- საინკასაციო ავტომანქანა, რის შედეგადაც დაახლოებით 50 000 ლარის დაუფლებას ვარაუდობდა. ორი დღის განმავლობაში ინკასაციის მანქანას დაჰყვებოდნენ და მის მარშრუტს სწავლობდნენ. თ---------------------- ცეცხლსასროლი იარაღი ვერ იშოვა, ამიტომ იარაღის მსგავსი სანთებელა თავად შეიძინა. შემთხვევის ადგილზე, 2016 წლის 18 აპრილს, მისი ძმის - ო------------- სახელზე რეგისტრირებული, „ჰონდას“ მარკის ავტომანქანით გავიდნენ, რომელიც მოშორებით, ბენზინგასამართი სადგურის მიმდებარე ტერიტორიაზე გააჩერეს. გეგმის თანახმად, მას ინკასაციის მანქანის მძღოლის გაკავება უნდა განეხორციელებინა, თ---------------------- კი - ავტომანქანიდან თანხის დაუფლება. ასეც მოხდა, - ინკასაციის მანქანის მძღოლთან მივიდა, იარაღის მსგავსი სანთებელით დაემუქრა და უთხრა გაჩერებულიყო და ფული გადაეცა, რა დროსაც მძღოლმა მკვეთრი მოძრაობა გააკეთა, რის გამოც მას სახეში ჩაარტყა ხელი. ამ დროს თ---------------------- მანქანის სალონიდან, უკანა მარჯვენა მხრიდან, ტომარაში მოთავსებული ფული აიღო, რის შემდეგაც სასწრაფოდ ბენზინგასამართ სადგურთან დატოვებულ მანქანასთან დაბრუნდნენ და ტერიტორია დატოვეს. ფული პ------ ქუჩაზე, წინასწარ ნაქირავებ ბინაში მიიტანეს. ფულის დათვლის შედეგად, აღმოჩნდა, რომ თანხა დაახლოებით 25 000 ლარს შეადგენდა. თ---------------------- მას 100 ლარი გადასცა და იმ პირობით დაშორდნენ, რომ თანხას მოგვიანებით გაიყოფდნენ. სანთებელა მტკვარში გადააგდო და ვ--–---------–-–---–---- ერთად, რომელსაც ჩადენილი დანაშაულის დეტალები უამბო, კ-----–-, გ----------–---–---–-- სოფელში გაემგზავრა. ვ--–---------–-–---–-------------------------- 5-ლარიანი კუპიურებით 800 ლარი მისცა გ----------–---–---–------- გადასაცემად.

 

დაზარალებულმა გ----------------–---–-- სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წელს მუშაობდა შ----------------------------------ში, ტექნიკური ინკასატორის პოზიციაზე და ჩასარიცხი აპარატებიდან თანხის ამოღება და სერვის ცენტრებში შეტანა ევალებოდა. სამსახურებრივი საქმიანობისას ავტომანქანით ერთი და იმავე მარშრუტით გადაადგილდებოდა. 2016 წლის 18 აპრილს, დილით მივიდა სამსახურში, აიღო ქისები, გასაღებები და ზ--------------------- ერთად გავიდა სამუშაოდ. შემთხვევის დღეს ინკასაციას უშუალოდ ზ---------------- ახორციელებდა, თავად კი მძღოლის ფუნქციას ასრულებდა. აპარატების ერთი ნაწილიდან ამოღებული თანხა ბანკში შეიტანეს და შემდეგ კიდევ თერთმეტი აპარატი დაცალეს. მათზე თავდასხმა კ------------------ მეთორმეტე აპარატთან შეჩერებისას მოხდა. ინკასაციისთვის ზ---------------- მანქანიდან გადავიდა და ქუჩა გადაკვეთა. თავად მანქანის კარები უნდა ჩაეკეტა, მაგრამ ცოტა ხნით შეყოვნდა, რა დროსაც ოდნავ ჩამოწეული ფანჯრიდან ვიღაცამ იარაღი დაადო, - არ გაინძრე, მოგკლავო. მანქანაში დამონტაჟებულ საგანგაშო ღილაკს მიარტყა ფეხი, რასაც თავდამსხმელის მხრიდან მისთვის იარაღის ცხვირში ჩარტყმა მოჰყვა. ამასობაში დაინახა, რომ მანქანის უკანა კარი სხვა პიროვნებამ გამოაღო, და იქვე, თერთმეტ ტომარაში მოთავსებული ფული წაიღო, რის შემდეგაც თავდამსხმელები წავიდნენ. ყვირილითა და სიგნალით ზ---------------- იხმო და თავდასხმის შესახებ აცნობა. ზ---------------–- დარეკა. ოპერატორებისგან შეიტყვეს, რომ წაღებული თანხა დაახლოებით 23-24 000 ლარს შეადგენდა.

 

მოწმე ო-------------, სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას განმარტა, რომ 2016 წლის აპრილის თვეში სარგებლობდა „ჰონდას“ მარკის ავტომანქანით. შემთხვევის დღეს ავტომანქანა მის ძმას, ი-----–--------- ჰყავდა და, როგორც მოგვიანებით შეიტყო, იგი ამ მანქანით მეგობართან ერთად დასაყაჩაღებლად იყო წასული. საგამოძიებო მოქმედებას, სამართალდამცველების მიერ ავტომანქანის ჩხრეკას თავადაც ესწრებოდა, რა დროსაც საბარგულში ფულის შესანახი ორი ტომარა იქნა ნანახი.

 

ო------------- ავტომანქანის ჩხრეკის ოქმის თანახმად, 2016 წლის 20 აპრილს, 02:35-05:50 სთ., ი-------------- სამმართველოს მ---- განყოფილების გამომძიებლების მიერ, ექსპერტების მონაწილეობით გაიჩხრიკა ო------------- ავტომანქანა, - “HONDA”, სახ. ნომრით--------, - რა დროსაც საბარგულში ნანახი და ამოღებული იქნა 2 ცალი მომწვანო ფერის ტომარა.

 

შ----------------------------------- დირექტორ ი-----–----------- 2016 წლის 20 აპრილის N--------- წერილის თანახმად, 2016 წლის 18 აპრილს განხორციელებული დანაშაულებრივი ქმედების შედეგად, კომპანიას 23 387,00 ლარისა და 450.00 აშშ დოლარის ოდენობის ზიანი მიადგა.

სამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, - მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში თ---------------------- უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ბრალადშერაცხულ დანაშაულში თ------------------ ბრალეულობა სრულადაა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:

უპირველეს ყოვლისა, აღსანიშნავია, რომ 2016 წლის 18 აპრილს შ----------------------------------- საინკასაციო ავტომანქანაზე თავდასხმის და 23 387,00 ლარისა და 450.00 აშშ დოლარის ოდენობის თანხის დაუფლების ფაქტი დადგენილია თბილისის საქალაქო სასამართლოს და თბილისის სააპელაციო სასამართლოს განაჩენებით. ამავე განაჩენებით დგინდება, რომ ზემოაღნიშნული დანაშაული ჩადენილი იქნა ჯგუფურად, - ი-----–--------- და მისი თანამზრახველის მიერ.

 

ის გარემოება, რომ 2016 წლის 18 აპრილს განხორციელებულ დანაშაულში ი-----–--------- თანამზრახველი სწორედ ბრალდებული თ----------------------, დასტურდება თავად ი-----–--------- ჩვენებით, რომლის თანახმადაც, თ--------------------- მას ვ--–---------–-–---–--- და გ----------–---–---–-- მეშვეობით დაუკავშირდა და დანაშაულის ერთობლივად ჩადენა შესთავაზა, რასაც დასთანხმდა და 2016 წლის 18 აპრილს წინასწარ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმა სისრულეში მოიყვანეს კიდეც.

 

ი-----–--------- ზემოაღნიშნული ჩვენება, თავის მხრივ, დასტურდება მოწმეების - ვ--–---------–-–---–--- და გ----------–---–---–-- ჩვენებებით, რომელთა თანახმადაც, ისინი უშუალოდ იყვნენ დანაშაულებრივ შემთხვევამდე ი-----–--------- და თ---------------------- მოლაპარაკების და მათ მიერ დანაშაულისათვის მზადების შემსწრენი; გარდა ამისა, თავად ი---------- და თ.--------------------- ფლობენ ინფორმაციას მათ მიერ შემუშავებული დანაშაულებრივი გეგმის სისრულეში მოყვანისა და ჩადენილი დანაშაულის დეტალების შესახებ.

 

სასამართლო ვერ დაეთანხმება დაცვის მხარის პოზიციას ბრალდების ზემოაღნიშნულ მოწმეთა ჩვენებების სანდოობის შეფასებაში, რადგან ის გარემოება, რომ პროკურორს ი-----–---------- და გ----------–---–---–---- სასჯელის შემსუბუქების პირობით გაფორმებული აქვს საპროცესო შეთანხმებები, თავისთავად არ წარმოადგენს მათი ჩვენებების უტყუარობაში ეჭვის შეტანის საფუძველს. სასამართლო არ უარყოფს, რომ, მსგავს შემთხვევებში, ერთის მხრივ, მართლაც არსებობს შეთავაზებული უპირატესობით სარგებლობის სურვილით განპირობებული ჩვენების საფუძველზე პირის მსჯავრდების რისკი, თუმცა, მეორეს მხრივ, ანგარიშგასაწევია ისიც, რომ მოწმის მიერ ხელშეუხებლობის, ან სხვა უპირატესობებით სარგებლობის სანაცვლოდ მიცემული ჩვენების გამოყენება მძიმე დანაშაულთან ბრძოლის საქმეში მნიშვნელოვანი და ეფექტური ინსტრუმენტია. აღსანიშნავია, რომ ამგვარ ჩვენებათა არაერთმნიშვნელოვანი ხასიათის მიუხედავად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართალი ასეთი მტკიცებულებების გამოყენებას თავისთავად არ მიიჩნევს ბრალდებულის მიმართ სამართალწარმოების პროცესის უსამართლოდ მიჩნევისათვის საკმარის საფუძვლად. ერთ-ერთ საქმეზე ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ პროკურატურისგან ხელშეუხებლობისა თუ სხვა უპირატესობის გარანტიით მოსარგებლე პირის ჩვენების გამოყენება არ არღვევს კონვენციის მოთხოვნას, თუკი აპლიკანტისთვის უზრუნველყოფილი იყო მტკიცებულების გასაჩივრების საკმარისი შესაძლებლობა, აგრეთვე, სასამართლოების მიერ აღნიშნული მტკიცებულების უტყუარობა სათანადოდ გადამოწმებული და დადასტურებული იქნა (Cornelis v. the Netherlands, no. 994/03, ECHR 2004–V)

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო თვლის, რომ დაცვის მხარეს (ძებნილი ბრალდებულის დამცველს) ჰქონდა სრული შესაძლებლობა ჯვარედინი დაკითხვის ფარგლებში გამოეკვლია ბრალდების მოწმეთა სანდოობა და მათ მიერ მიცემული ჩვენებების უტყუარობა. ბრალდებულ თ-------------------------- მეგობრულ ურთიერთობაში მყოფი ი-----–--------- და გ----------–---–---–-- დაკითხვისას რაიმე გარემოება, რომელიც სასამართლოს საფუძველს მისცემდა ეჭვი შეეტანა ამ პირთა გულწრფელობაში, არ გამოვლენილა. აღსანიშნავია, რომ სადავო მოწმეთა თანმიმდევრული, დამაჯერებელი და თანმხვედრი ჩვენებები აბსოლუტურ თავსებადობაშია ბრალდების სხვა მოწმის - ვ--–---------–-–---–-- ჩვენებასთან.

 

გარდა დაკითხულ მოწმეთა ჩვენებებისა, ის გარემოებაც, რომ ბრალდებული თ--------------------- შ----------------------------------- საინკასაციო ავტომანქანაზე განხორციელებული თავდასხმიდან დროის მცირე მონაკვეთში საზღვარგარეთ გაემგზავრა, საიდანაც არც დღეის მდგომარეობით დაბრუნებულა, სასამართლოს უმყარებს რწმენას იმისა, რომ იგი ზემოაღნიშნული დანაშაულის ერთ-ერთი მონაწილეა და ქვეყნის ტეროტორია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის შიშით დატოვა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო თვლის, რომ ის ფაქტი, რომ 2016 წლის 18 აპრილს „-----------–----------- საინკასაციო ავტომანქანაზე თავდასხმის მონაწილე, ი-----–------------- ერთად, ბრალდებული თ----------------------, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად იქნა დადგენილი. სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ თ--------------------- ი-----–------------- ერთად თავს დაესხა შ----------------------------------- საინკასაციო ავტომანქანას, რის შედეგადაც, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებითა და მოკვლის მუქარით მათ ავტომანქანიდან გაიტაცეს 23 387 ლარისა და 450 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი თანხა.

ქმედების სამართლებრივი შეფასება:

კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაა დაწესებული ყაჩაღობისთვის, - სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით თავდასხმისთვის. აღნიშნული დანაშაული გამოიხატება, როგორც ქონების ხელყოფაში, ისე თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის გამოყენებაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, ანდა ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარაში. ყაჩაღობის დროს ძალადობის მუქარა უნდა იყოს იმწუთიერი და რეალური. მისი გამოვლენის ფორმას არ აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა. იგი შეიძლება გამოიხატოს სიტყვიერად, ან სხვაგვარი მოქმედებით, მაგალითად დანის ან ცეცხლსასროლი იარაღის დემონსტრირებით. ქმედების ყაჩაღობად კვალიფიკაციისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს თუ როგორ აღიქვა დაზარალებულმა მის მიმართ გამოთქმული მუქარის შინაარსი. ყაჩაღობის დროს დაზარალებული დარწმუნებული უნდა იყოს ან, ყოველ შემთხვევაში, საფუძვლიანი ეჭვი უნდა ჰქონდეს იმისა, რომ ეს მუქარა რეალიზებული იქნება, თუ იგი ქონების გადაცემის მოთხოვნას არ დააკმაყოფილებს. ყაჩაღობა დამთავრებულია თავდასხმის მომენტიდან, იმისდა მიუხედავად, მოახერხა თუ არა თავდამსხმელმა ამ შესაძლებლობის რეალიზება.

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი დანაშაულის მაკვალიფიცირებელ გარემოებად მიიჩნევს ყაჩაღობის ჩადენას ჯგუფურად (მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი). სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის 1-ლი ნაწილის მიხედვით, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად, ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად.

საქართველოს სსკ 179-ე მუხლი ასევე პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად თვლის ყაჩაღობისას დიდი ოდენობით ნივთის დაუფლებას (მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტი), რაც საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, გულისხმობს მატერიალურ ზიანს 10 000 ლარს ზევით.

მოცემულ შემთხვევაში, როგორც უკვე აღინიშნა, გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე დადგინდა, რომ 2016 წლის 18 აპრილს თ--------------------- ი-----–------------- ერთად თავს დაესხა შ----------------------------------- საინკასაციო ავტომანქანას, რის შედეგადაც, ცეცხლსასროლი იარაღის მსგავსი საგნის გამოყენებითა და მოკვლის მუქარით მათ ავტომანქანიდან გაიტაცეს 23 387 ლარისა და 450 აშშ დოლარის ოდენობის ფულადი თანხა.

საქმის სასამართლო განხილვის შედეგად დადგენილი ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ თ---------------------- ქმედებაში აშკარად იკვეთება მისთვის ბრალადშერაცხული დანაშაულის როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობისათვის დამახასიათებელი ნიშნები; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობით და ასეთი ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, დიდი ოდენობით ნივთის დაუფლების მიზნით) ჩადენაში და ამ მუხლის სანქციით დადგენილ ფარგლებში უნდა განესაზღვროს კანონიერი და სამართლინი სასაჯელი.

სასჯელის დასაბუთება:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.

საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.

საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს.

 

სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით, სასამართლო, საქართველოს სსკ 53-ე მუხლით გათვალისწინებულ გარემოებებთან ერთად, მხედველობაში იღებს თ---------------------- მიერ საგამოძიებო ორგანოსა და სასამართლოში გამოცხადებისათვის თავის არიდების ფაქტს, რომელიც კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული არ არის განმსჭვალული მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ თ---------------------- მიმართ საქართველოს სსკ 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის სანქციით გათვალისწინებული უალტერნატივო სასჯელის - თავისუფლების აღკვეთის მინიმალური ან მასთან მიახლოებული ვადით გამოყენება იქნება სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაკეთილგონივრული ლმობიერება და ხელს ვერ შეუწყობს სასჯელის მიზნების განხორციელებას.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

თ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს - 11 (თერთმეტი) წლით თავისუფლების აღკვეთა;

თ---------------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.

ნივთიერი მტკიცებულებები: 1. დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ხელის კვლები, მიკრონაწილაკები, დნმ-ის ნიმუშები (ანაწმენდები) და სუნის ნიმუში - განადგურდეს. 3. ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი, ,,ოპელ ვექტრა“ და ორი ცალი გასაღები პულტთან ერთად, ერთი ცალი მომწვანო ფერის, მომცრო ზომის ტომარი, ცელოფნის 2 ცალი პარკი და ერთი ცალი ქაღალდის ნაგლეჯი, გ---–---–---–-- საცხლიდან ამოღებული კაპიშონიანი ქურთუკი, ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის ქამარი, ნაცრისფერი მაისური, მუქი ფერის სპორტული ქუდი, შავი ფერის სპორტული ხელჩანთა, 2 წყვილი ფეხსაცმელი, ტყავის საფულე, ი-----–--------- სახელზე გაცემული პირადობის მოწმობა, ლიბერთი ბანკის საკრედიტო ბარათი, საქართველოს ბანკის 2 პლასტიკური ბარათი, მეტრომანი, ფულადი თანხა 60 ლარი და 40 თეთრი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ პირს.

განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

განაჩენი პროკურორის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე: გიორგი ებანოიძე