გადაწყვეტილება

სამოქალაქო 27.05.2019
საქმის ნომერი
330210018002697180
კატეგორია
დავის ტიპი
ნასყიდობა, გაცვლა, ჩუქება
თარიღი
27.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/31418-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

27 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლო

მოსამართლე მაკა ჭედია

სხდომის მდივანი კახა კომლაძე

მოსარჩელე ქა-–--------–----------–----–---------------

წარმომადგენელი თა--------–-------

მოპასუხე შპს “გრ-----------“

წარმომადგენელი ტა-----–--------

დავის საგანი პირგასამტეხლოს დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხე შპს „გრ-----------“-ისათვის მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–---------------ს სასარგებლოდ 4014 ლარის გადახდის დაკისრება.

ქა-–--------–----------–----–---------------სა და შპს „გრ-----------“-ს შორის 2017 წლის 19 აპრილს დაიდო სახელმწიფო შესყიდვის შესახებ ორი ხელშეკრულება.

 

N0--0-------- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ჰორიზონტალური კვიპაროზის (Cupresus Horizojntalis) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობის მომსახურება) შესყიდვას.

 

N0--0-------- ხელშეკრულება, რომელიც ითვალისწინებდა ქ. თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი პირამიდული კვიპაროზის (Cupresus Piramidais)თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობის მომსახურება) შესყიდვას.

ხელშეკრულებების მე-3 მუხლების 3.1. პუნქტების მიხედვით, მცენარეების მიწოდება-დარგვა უნდა განხორციელებულიყო ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 მაისის ჩათვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა 2020 წლის 1 მაისამდე.

 

N0--0-------- და N0--0-------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ქ--–--------–----------–----–---------------ს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 ივლისის N1------------ წერილით (წერილში მითითებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად) შპს „გრ-----------“-ს დაევალა სექტემბრის თვეში თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელება. ხე-მცენარეების შეწამვლა და სერტიფიცირებული სასუქის შეტანა სექტემბრის ნაცვლად, რომლის ბოლო ვადაა 2017 წლის 30 სექტემბერი, განხორციელდა 2017 წლის 09 ოქტომბერს, ანუ 9 კალენდარული დღის დაგვიანებით.

 

N0--0-------- და N0--0-------- ხელშეკრულებებიდან მე-8 მუხლის 8.3. პუნქტის თანახმად, თუ მიმწოდებელი მოვლა-პატრონობის პერიოდში ჯეროვნად (ხარისხიანად) ვერ ან არ ახორციელებს შესაბამის აგროტექნიკურ ღონისძიებებს (ჯამების მოწყობა გაფხვიერება, გათიბვა-გატანა, მორწყვა, სასუქის შეტანა, შეწამვლა), მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისი მომსახურების ჯამური ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

N0--0-------- ხელშეკრულების თანახმად, ხე-მცენარეების შეწამვლის მომსახურების ღირებულებაა 24 000 ლარი, რომლის 0.5% შეადგენს 120 ლარს, ხოლო გადაცილებულ 9 დღეზე 1080 ლარს. სერტიფიცირებული სასუქის შეტანის ღირებულებაა 20 000 ლარი, ამ თანხის 0.5% - 100 ლარი, გადაცილებულ 9 დღეზე შეადგენს 900 ლარს. ჯამში, ამ ხელშეკრულების პირობების დარღვევის გამო, დარიცხული პირგასამტეხლოა 1980 ლარი.

 

0--0-------- ხელშეკრულების თანახმად, ხე-მცენარეების შეწამვლის მომსახურების ღირებულებაა 25 200 ლარი, ამ თანხის 0.5% -126 ლარი, ხოლო გადაცილებულ 9 დღეზე დარიცხული პირგასამტეხლო შეადგენს 1134 ლარს. სერტიფიცირებული სასუქის შეტანის ღირებულებაა 20 000 ლარი, ამ თანხის 0.5% -100 ლარია, ხოლო გადაცილებულ 9 დღეზე დარიცხული პირგასამტეხლოა 900 ლარი. ჯამში, ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების დარღვევის გამო, დარიცხული პირგასამტეხლოა 2034 ლარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხე შპს „გრ-----------“-ის წარმომადგენელმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელის მოთხოვნა. მოპასუხე იცავდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ პირობებსა და სამუშაოებს აწარმოებდა აგრო-ტექნიკური ნორმების სრული დაცვით.

ხელშეკრულებების მე-8 მუხლების 8.3. პუნქტების თანახმად, პირგასამტეხლო გათვალისწინებულია პირობების შეუსრულებლობისა და ვაგადაცილებისათვის, რასაც კონკრეტულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია. მოპასუხე სადავოდ ხდის პირგასამტეხლოს ოდენობასაც.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2017 წლის 19 აპრილს ქა-–--------–----------–----–---------------სა და შპს „გრ-----------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0--0--------, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ობიექტია: ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი ჰორიზონტალური კვიპაროზის (Cupresus horizontalis) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა. მიმწოდებლის ფასების ცხრილი (დანართი N1) თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 453 000 ლარს.

 

ხელშეკრულების დანართი N1-ის ფასების ცხრილის თანახმად, განსაზღვრულია გასაწევი მომსახურების ფასები ცალ-ცალკე, მათ შორის ხე-მცენარეების შეწამვლის ღირებულება შეადგენს 24 000 ლარს. სერტიფიცირებული სასუქის შეტანის ღირებულებაა 20 000 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის

შესახებ ხელშეკრულება N0--0--------.

 

3.1.2. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიწოდება (თანმდევი მომსახურებით: დარგვა, მოვლა-პატრონობა):მცენარეების მიწოდება-დარგვა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 მაისის ჩაითვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის 1 მაისამდე.

 

ამავე მუხლის 3.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინებიდან არაუგვიანეს ორი კალენდარული დღისა უზრუნველყოს ნერგების დარგვის დაწყება, დამკვეთის მიერ მითითებულ ტერიტორიებზე, მოთხოვნის შემთხვევაში ერთდროულად 5 ლოკაციაზე. (თითო ლოკაციაზე არანაკლებ 5 ნერგისა).

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის

შესახებ ხელშეკრულება N0--0--------.

 

3.1.3. ზემოაღნიშნული ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი მოვლა-პატრონობის პერიოდში ჯეროვნად (ხარისხიანად) ვერ ან არ ახორციელებს შესაბამის აგრო-ტექნიკურ ღონისძიებებს (ჯამების მოწყობა გაფხვიერება, გათიბვა-გატანა, მორწყვა, სასუქის შეტანა, შეწამვლა), მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისი მომსახურების ჯამური ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის

შესახებ ხელშეკრულება N0--0--------.

 

3.1.4. 2017 წლის 19 აპრილს ქა-–--------–----------–----–---------------სა და შპს „გრ-----------“-ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვის შესახებ N0--0--------, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების ობიექტია: ქალაქ თბილისში, სხვადასხვა ტერიტორიების გასამწვანებლად დასარგავი პირამიდული კვიპაროზის (Cupresus piramidalis) თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობის მომსახურება) სახელმწიფო შესყიდვა. მიმწოდებლის ფასების ცხრილი (დანართი N1) თან ერთვის ხელშეკრულებას და წარმოადგენს მის განუყოფელ ნაწილს.

 

ხელშეკრულების საერთო ღირებულება შეადგენს 478 900 ლარს.

 

ხელშეკრულების დანართი N1-ის ფასების ცხრილის თანახმად, განსაზღვრულია გასაწევი მომსახურების ფასები ცალ-ცალკე, მათ შორის ხე-მცენარეების შეწამვლის ჯამური ღირებულება შეადგენს 25 200 ლარს. სერტიფიცირებული სასუქის შეტანის ღირებულებაა 20 000 ლარი.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის

შესახებ ხელშეკრულება N0--0--------.

 

3.1.5. N0--0-------- ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.1. პუნქტის მიხედვით, შესყიდვის ობიექტის მიწოდება (თანმდევი მომსახურებით: დარგვა, მოვლა-პატრონობა):მცენარეების მიწოდება-დარგვა უნდა მოხდეს ეტაპობრივად, ხელშეკრულების გაფორმებიდან 2017 წლის 31 მაისის ჩაითვლით, შემსყიდველის დავალების შესაბამისად, ხოლო დარგული მცენარეების მოვლა-პატრონობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის 1 მაისამდე.

 

ამავე მუხლის 3.2. პუნქტის მიხედვით, მიმწოდებელი ვალდებულია, შეტყობინებიდან არაუგვიანეს ორი კალენდარული დღისა უზრუნველყოს ნერგების დარგვის დაწყება, დამკვეთის მიერ მითითებულ ტერიტორიებზე, მოთხოვნის შემთხვევაში ერთდროულად 5 ლოკაციაზე. (თითო ლოკაციაზე არანაკლებ 5 ნერგისა).

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის

შესახებ ხელშეკრულება N0--0--------.

 

3.1.6. N0--0-------- ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.3. პუნქტის მიხედვით, თუ მიმწოდებელი მოვლა-პატრონობის პერიოდში ჯეროვნად (ხარისხიანად) ვერ ან არ ახორციელებს შესაბამის აგრო-ტექნიკურ ღონისძიებებს (ჯამების მოწყობა გაფხვიერება, გათიბვა-გატანა, მორწყვა, სასუქის შეტანა, შეწამვლა), მიმწოდებელს დაეკისრება პირგასამტეხლო შესაბამისი მომსახურების ჯამური ღირებულების 0.5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 19 აპრილის სახელმწიფო შესყიდვის

შესახებ ხელშეკრულება N0--0--------.

 

3.1.7. N0--0-------- და N0--0-------- ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, ქ--–--------–----------–----–---------------ს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის 2017 წლის 17 ივლისის N1------------ წერილით (წერილში მითითებული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად) შპს „გრ-----------“-ს დაევალა სექტემბრის თვეში თბილისის სხვადასხვა ტერიტორიაზე მოვლა-პატრონობის ღონისძიებების განხორციელება, მათ შორის ხე-მცენარეების შეწამვლა და სერტიფიცირებული სასუქის შეტანა.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

მოსარჩელის ახსნა-განმარტება.

2017 წლის 17 ივლისის წერილი.

 

3.1.8. შესრულებული სამუშაოს აქტი N28 (ფორმა N2)-ის თანახმად, 09 ოქტომბერს მიმწოდებელის მიერ მოხდა N02.0-------- ხელშეკრულების საფუძველზე, სერტიფიცირებული სასუქის შეტანა და ხე-მცენარეების შეწამვლა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 4359.85 ლარი.

 

2017 წლის 09 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N28, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს ქ--–--------–----------–----–---------------ს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ, შპს „გ-----------------“ ჰორიზონტალური კვიპაროზის ნერგების თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობის მომსახურება) მიღება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

შესრულებული სამუშაოს აქტი N28 (ფორმა N2)

მიღება-ჩაბარების აქტი N28.

 

3.1.9. შესრულებული სამუშაოს აქტი N28 (ფორმა N2)-ის თანახმად, 09 ოქტომბერს მიმწოდებელის მიერ მოხდა N02.0-------- ხელშეკრულების საფუძველზე, სერტიფიცირებული სასუქის შეტანა და ხე-მცენარეების შეწამვლა, რომლის ღირებულებამ შეადგინა 4478.76 ლარი.

 

2017 წლის 09 ოქტომბერს გაფორმდა მიღება-ჩაბარების აქტი N28, რომლითაც მხარეებმა დაადასტურეს ქ--–--------–----------–----–---------------ს ეკოლოგიისა და გამწვანების საქალაქო სამსახურის მიერ, შპს „გრ-----------“-ისაგან ჰორიზონტალური კვიპაროზის ნერგების თანმდევი მომსახურებით (დარგვა, მოვლა-პატრონობის მომსახურება) მიღება.

 

სასამართლო ემყარება შემდეგ მტკიცებულებებს:

შესრულებული სამუშაოს აქტი N28 (ფორმა N2)

მიღება-ჩაბარების აქტი N28.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად მიაჩნია, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 316-ე, 629-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე მუხლებით.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია, მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

აღნიშნული ნორმის ანალიზით ვალდებულებითსამართლებრივი ურთიერთობა კერძო სამართლის სუბიექტებს - კრედიტორსა და მოვალეს შორის ურთიერთობაა, შესაბამისად, მოთხოვნაზე უფლებამოსილი და შესრულებაზე ვალდებული, სწორედ, ეს პირები არიან. იგივე დანაწესია ნარდობის ხელშეკრულების მარეგულირებელ ნორმებშიც (სამოქალაქო კოდექსის 629-656-ე მუხლები), რომლითაც ამ ხელშეკრულების მხარეთა უფლება-მოვალეობანი სწორედ ამ მხარეებს - მენარდესა და შემკვეთს გააჩნიათ. ნარდობის ხელშეკრულება დადებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც მხარეები მის ყველა არსებით პირობებზე შეთანხმდებიან კანონით გათვალისწინებული ფორმით. ნარდობის ხელშეკრულებით მენარდის ძირითადი ვალდებულებაა, შეასრულოს მისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური (სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილი).

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით, მოპასუხეს წარმოეშვა მოსარჩელის წინაშე ჰორიზონტალური და პირამიდული კვიპაროზის მიწოდების, ნერგის დარგვისა და თანმდევი მომსახურების (გაფხვიერება, გათიბვა-გატანა, მორწყვა, სასუქის შეტანა, შეწამვლა) ვალდებულება. შემსყიდველის დავალების შესაბამისად, მას სექტემბერში უნდა შეესრულებინა 2017 წლის 17 ივლისის წერილში, მითითებული აგრო-ტექნიკური ღონისძიებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლით დადგენილია მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევები. კერძოდ, ასეთად ჩაითვლება თუ: ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ვალდებულების შეუსრულებლობა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში განიხილება არაჯეროვან შესრულებად.

 

სამოქალაქო-სამართლებრივი ურთიერთობები ყოველთვის გარკვეულ რისკებთან არის დაკავშირებული. შესაბამისად, ამგვარი ურთიერთობის მონაწილეთათვის არსებით მნიშვნელობას იძენს ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულებების დროული და ჯეროვანი შესრულება. ვალდებულების დარღვევად მიიჩნევა ის მდგომარეობა, როდესაც კრედიტორი ვალდებულების შესრულებას დროის მკაცრად განსაზღვრულ მონაკვეთს უკავშირებს, ხოლო მოვალე ვალდებულებას ვადაში არ ასრულებს.

 

დადგენილია, რომ დავალებით გათვალისწინებული სამუშაო შესრულდა 2017 წლის 09 ოქტომბერს, ანუ 9 დღის გადაცილებით. ამდენად, მან ჯეროვნად არ შეასრულა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებები, კერძოდ, სამუშაო შეასრულა ვადაგადაცილებით.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი ითვალისწინებს პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის 1-ლი და მე-2 ნაწილების თანახმად, კი ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებებით, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, აგრო-ტექნიკური ღონისძიებების (ჯამების მოწყობა გაფხვიერება, გათიბვა-გატანა, მორწყვა, სასუქის გატანა, შეწამვლა) ჯეროვნად შეუსრულებლობის შემთხვევაში. კონკრეტულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სერტიფიცირებული სასუქის შეტანისა და შეწამვლის ვალდებულება შესრულდა ვადაგადაცილებით, რაც ვალდებულების არაჯეროვან შესრულებად განიხილება, სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად.

 

სახელმწიფო შესყიდვის ხელშეკრულების თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს დაკისრებაზე, თუკი მიმწოდებლის მხრიდან დაირღვეოდა საქონლის მიწოდების ვადები. მოპასუხემ სადავოდ გახადა მისთვის პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველი, ასევე მისი ოდენობა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამდენად, მხარეთა ინტერესებსა და უფლება-მოვალეობებს შორის გონივრული ბალანსის დაცვის უზრუნველსაყოფად კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს დისკრეციას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ეს ის იშვიათი გამონაკლისია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება.

 

მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის პირგასამტეხლოს სახით - 4014 ლარის დაკისრება, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. ამასთან, მართალია, კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, თუმცა ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღვრავს პირგსამატეხლოს შემცირების აუცილებელ წინაპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო უნდა იყოს შეუსაბამოდ მაღალი. ხოლო, შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება, შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა მისი გამდიდრება. აქედან, გამომდინარე სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა.

 

პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება – ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. პირგასამტეხლოს ოდენობაზე მსჯელობისას გასათვალისწინებელია მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა. (იხ. სუსგ. №ას-181-181-2018; 23 მარტი, 2018 წელი).

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ ხელშეკრულებით გათვალისწინებული აგრო-ტექნიკური ღონისძიებები განახორციელა ვადის დარღვევით. მიუხედავად ამისა, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესაბამისი მომსახურებების საერთო ღირებულებებიდან პირგასამტეხლოს დაანგარიშება არაგონივრული და შეუსაბამოდ მაღალია. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ნორმატიული დანიშნულებიდან გამომდინარე, მისი ოდენობა უნდა შემცირდეს 10-ჯერ და დასაკისრებელი თანხის ოდენობა ნაცვლად 4014 ლარისა განისაზღვროს - 401.4 ლარით, საიდანაც N0--0--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დარიცხული პირგასამტეხლოა 198 ლარი, ხოლო N0-------------დან გამომდინარე - 203.4 ლარი.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს შესასრულებელი ვალდებულების დარღვევისათვის გონივრული, პროპორციული და სამართლიანი პირგასამტეხლოს ფუნქციის შესრულებას და შეესაბამება შემსყიდველის მიერ დაგვიანებით შესრულებელი ვალდებულებისათვის, პასუხისმგებლობის სახით დაწესებულ საზღაურს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

მოსარჩელე განთავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის წინასწარი გადახდისაგან. სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით გადასახდელი თანხაა 4014 ლარის 3%- 120.42 ლარის ნახევარი - 60.21 ლარი. (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების შესაბამისად). სასარჩელო მოთხოვნის 10% დაკმაყოფილდა, შესაბამისად, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 6.02 ლარის გადახდა.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ გამოყენებულა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 257-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ქ--–--------–----------–----–---------------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. დაეკისროს მოპასუხე შპს „გრ-----------“-ს მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–---------------ს სასარგებლოდ N0--0--------- ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 198 ლარის გადახდა.

1.2. დაეკისროს მოპასუხე შპს „გრ-----------“-ს მოსარჩელე ქ--–--------–----------–----–---------------ს სასარგებლოდ N0------------ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 203.4 ლარის გადახდა.

2. დაეკისროს მოპასუხე შპს „გრ-----------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით 6.02 ლარის გადახდა.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე მაკა ჭედია