გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3----19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
26.06.2019 წელი ქ.რუსთავი
შ ე ს ა ვ ა ლ ი ნ ა წ ი ლ ი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს
ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ნინო ონიანი
სხდომის მდივანი - გუნა მოსიაშვილი
მოსარჩელე - ლ---- შ--------ე
წარმომადგენელი - მა----------–-----ი
მოპასუხე - ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია
წარმომადგენელი - ს------------------ე, ე-–-----------–---–ი
მესამე პირი - ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა---–-------------–--" (თავმჯდომარე ე-–--------------)
წარმომადგენელი - მა-–-------–------–---–ი
დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, ზიანის ანაზღაურება.
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 ბათილად იქნას ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 იანვრის N0----- აქტი.
1.2 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს 2015 წლის 22 ოქტომბრის N1--- ბრძანების გაცემის საფუძველზე 2015 წლის 03 აგვისტოს N1261 ბრძანების ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურება ბათილად ცნობილი მშენებლობის ნებართვის საფუძველზე განხორციელებული სამშენებლო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე, რაც ჯამში შეადგენს 54561.67 ლარს.
1.3 დაეკისროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 2015 ელიდ 22 ოქტომბრის N1--- ბრძანების გაცემის საფუძველზე მოსარჩელე ლ---- შ--------ის კუთვნილი კომერციული ობიექტის (მდებარე ქალაქ რ-------–---–----------------------------) გამოუყენებლობით მიყენებული ქონებრივი ზიანის, როგორც მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება 44000 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში, რაც სარჩელის შემოტანის პერიოდში შეადგენს 118624 ლარს.
1.4. დაეკისროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას 2015 წლის 22 ოქტომბრის N1--- ბრძანების გაცემის საფუძველზე მოსარჩელის კუთვნილი კომერციული ობიექტის (მდებარე ქალაქ რ-------–---–----------------------------) გაუქირავებლობით ყოველთვიურად მიუღებელი შემოსავლის სახით 1000 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში ზიანის ანაზღაურება სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.5. დაეკისროს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას მოსარჩელის მიერ გაღებული სასამართლო ხარჯები.
მოსარჩელე მხარის განმარტებით 2012 წლის 17 აპრილს მიმართა თვითმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს და მოითხოვა მის კუთვნილ კომერციულ ფართებზე, მდებარე: ქ--------------–--–-----------------------------------------------) ბ--------------- მიშენების ნებართვის მიღება. აღნიშნული უფლების მოპოვებისათვის მოსარჩელემ განცხადებასთან ერთად წარადგინა საქართველოს მთვარობის 57-ე დადგენილების 33-ე მუხლის მესამე ნაწილით განსაზღვრული დოკუმენტები, მათ შორის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა---–-------------–--ს“ 2012 წლის 05 მარტის კრების ოქმი, რითაც მოსარჩელეს უფლებას ანიჭებდნენ, როგორც ამხანაგობის წევრსა და ბინათმესაკუთრეს განეხორციელებინა მის კუთვნილ ფართზე მიშენება.
2012 წლის 30 აპრილს თვითმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის №2910 ბრძანებით გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №174 (2012 წლის 30 აპრილი, 2012 წლის 30 ოქტომბერი) აღნიშნული 2012 წლის 30 აპრილის №2910 ბრძანება და მშენებლობის სანებართვო მოწმობა გასაჩივრებული იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოში ერთერთი ბინათმესაკუთრე ქ---------------–---–ის მიერ, რომელიც მოსარჩელის კუთვნილი კომერციული ფართის ქვემოთ ფლობდა სარდაფს საკუთრების უფლებით, თუმცაღა მის სარდაფთან მისასვლელი გზა და ჩასასვლელი კიბე იმ დროისთვის არ იყო დაკანონებული. დავაში მხარეები იყვნენ მოსარჩელე ქ---------------–---–ი, მოპასუხე თვითმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულო, მესამე პირად ჩართული იყვნენ ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის მეორე ნაწილით ლ---- შ--------ე, როგორც იმ სამართალურთიერთობის მონაწილე, ვის სასარგებლოდაც გაიცა ინდივიდუალურ ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი და ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-16 მუხლის პირველი ნაწილით - ბმა ,,ა---–-------------–--“.
რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბერს ადმინისტრაციულ საქმეზე 3-1---12 გამოტანილი იქნა გადაწყვეტილება, რითაც ნაწილობრივ დაკმაყოფილდა ქ---------------–---–ის სარჩელი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს მიმართ, სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის №2910 ბრძანება მოსარჩელის სახელზე გაცემული მშენებლობის სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ჩაეტარებინა ადმინისტრაციული წარმოება და შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი მოსარჩელის მიმართ.
ზემოაღნიშნული გადაწყვეტილების საფუძველზე თვითმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოში ჩატარებულ იქნა ადმინისტრაციული წარმოება, სადაც მოსარჩელის სურვილით საკრებულოში ჩატარებული იქნა მშენებლობის პროექტში ცვლილებები, კერძოდ მოსარჩელის კუთვნილ კომერციულ ფართზე სამშენებლო დოკუმენტაციაში, შეიცვალა სამშენებლო პროექტი, სადაც გათვალისწინებული იქნა ქ---------------–---–ის ინტერესები და მოეწყო მის ობიექტამდე მისასვლელი გზა პროექტში. აღნიშნულის შემდეგ კი თვითმართველი ქალაქ რუსთვის საკრებულოს მიერ 2013 წლის 12 ივნისს გაცემული იქნა ბრძანება №5172 სამშენებლო ნებართვის გაცემის შესახებ, რის საფუძველზეც გაცემული იქნა ასევე სამშენებლო ნებართვა №216 (14.06.2013 წ.-14.06.2014), რასაც ასევე საფუძვლად დაედო თვითმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმვისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის დასკვნა N1/3319 (14.05.2013).
რუსთავის საქალაქო სასამართლოში ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა---–-------------–--“-ს წევრის ქ---------------–---–ის მიერ გასაჩივრდა 2013 წლის 12 ივნისს გაცემული N5172 ბრძანება და თანმდევი აქტები. 2013 წლის 13 დეკემბრის რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უარი ეთქვა მოსარჩელე ქ---------------–---–ს სარჩელის დაკმაყოფილებაზე. რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული ზემოაღნიშნული გადაწყვეტილება ძალაში დატოვა თბილსის სააპელაციო და საქართველოს უზენაესმა სასამართლოებმა.
არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 ივლისის N2 ბრძანების საფუძველზე რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2015 წლის 03 აგვისტოს მიღებული იქნა ბრძანება N1261 მოქალაქე ლ---- შ--------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ და მშენებლობის სანებართვო მოწმობა N369 (03.08.2015წ, 04.07.2016 წ).
მოსარჩელის განმარტებით, მშენებლობის ნებართვის მოპოვების შემდეგ დაიწყო შეთანხმებული პროექტის საფუძველზე მშენებლობა. შეიძინა დამცავი ღობის მოსაწყობად საჭირო მასალა, რაც დაახლოებით 1000 (ათასი) ლარის ღირებულების იყო, შემოღობა სამშენებლო მოედანი, სამშენებლო მოედანზე შეიყვანა მძიმე ტექნიკა დემონტაჟის სამუშაოების შესრულების მიზნით. მოსარჩელის განმარტებით, რამდენიმე დღეში მშენებლობის დაწყებიდან, ზედამხედველობის უფროსმა დაურეკა და უთხრა, რომ 5 ოქტომბერს მისულიყო მასთან სამსახურში, რა დროსაც გააცნეს 2015 წლის 5 ოქტომბერს გამოტანილი დადგენილება მშენებლობის შეჩერების შესახებ, რომელსაც საფუძვლად კი დაედო მშენებლობის პროცესში უსაფრთხოების ნორმების დარღვევა, კერძოდ ხალხის მოძრაობის ადგილებში არ იყო დამცავი საფარი ფეხით მოსიარულეთა უსაფრთხოების უზრუნელსაყოფად და ამასთან უნდა შემოეღობა ისეთი მასალით, რომელიც სიბნელეში კარგად აღიქმებოდა. მოსარჩელის განმარტებით, მის მიერ მითითების შესრულება და აღნიშნული ხარვეზის გამოსწორებისათვის გაღებულმა ხარჯმა შეადგინა თითქმის 4000 ლარი. ამის შემდგომ მის მიერ დაქირავებული იქნა მშენებლობის ორგანიზატორი-მშენებელი მუშა ჯგუფით და საწყისად გადაუხადა 7000 ლარი. შეძენილ იქნა 123 ხის მასალა, რაც ტრანსპორტირების ხარჯით შეადგენდა 7200 ლარს. შეძენილ იქნა 8029.28 ლარის და დამატებით 829 ლარის ღირებულების სხვადასხვა ზომის არმატურა. მოსარჩელის განმარტებით, ამავე დროს ამ მასალის გადაზიდვისა და ადგილზე დასაწყობად საჭირო იყო სხვადასხვა ტექნიკის დაქირავება, რაც ასევე დაჯდა დაახლოებით 400 ლარი, სულ ჯამში 28458 ლარი გამცავი ღობის ღირებულების ჩათვლით.
მოსარჩელის განმარტებით კანონიერი ნდობის საფუძველზე, გაიღო მნიშვნელოვანი დანახარჯები პირდაპირი ფორმით და ასევე სახეზეა მატერიალური ზარალი, ვინაიდან ვერ ახერხებს ამ ქონებით სარგებლობას (გამოყენებას კომერციული დანიშნულებით).
რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2015 წლის 22 ოქტომბერს N1--- ბრძანებით ბათილად სცნო აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რაც ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 22 ოქტომბრის N1261 ბრძანებით ბათილად იქნა ცნობილი და ამავე ბრძანებაში მიეთითა, რომ დაინტერესებულ პირს ლ---- შ--------ეს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი, მის მიერ წარდგენილი დოკუმენტაციის შეფასების შემდეგ.
მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე მიყენებული ზიანი არის მნიშვნელოვნად დიდი, რომლის საერთო ღირებულებამ ლევან სამხარაულის სახელობის ეროვნული ექსპერტიზის დასკვნის საფუძველზე (სამშენებლო სარეკონსტრუქციო სამუშაოების ღირებულება) შეადგენა 26662,45 ლარი, ხოლო 2015 წლის 1 ნოემბრიდან იჯარის ხელშეკრულების მოქმედების ვადაში 2018 წლის 5 იანვრამდე (სულ 27 თვე) უნდა მიეღო 27000 აშშ დოლარი, რაც დღეის მდგომარეობით შეადგენს 71000 ლარს, ხოლო 2015 წლის 1 ნოემბრიდან დღემდე საიჯარო ქირის სახით უნდა მიეღო 36000 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში 94680 ლარი.
2018 წლის ოქტომბერში მოსარჩელემ მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 იანვრის N0----- აქტით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხის წარმომადგენელმა მხარი დაჭირა წარმოდგენილ შესაგებელს, სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის „ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს N1261 ბრძანების ბათილად ცნობის შესახებ“ გასაჩივრებულ იქნა სასამართლო წესით, რომელთან დაკავშირებითაც თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის, ქ---------------–---–ისა და ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა---–-------------–--“-ს სააპელაციო საჩივრები დაკმაყოფილდა, რის შედეგადაც გაუქმდა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებული ახალი გადაწყვეტილებით ლ---- შ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა. ამავე გადაწყვეტილებით დადგინდა, რომ ბმა „ა---–-------------–--“-ს 2012 წლის 05 მარტის კრების ოქმს ხელს აწერს 66 წევრი, თუმცა ამავე კრების ოქმით დადგენილია, რომ მას ხელს აწერს ერთიდაიმავე ბინის რამოდენიმე თანამესაკუთრე. შ-------------------ში მდებარე კორპუსში ბ-------ის ორი თანამესაკუთრიდან ხელს აწერენ მ------–-–------------–---–ი და ჯ----------------–---–ი. ჯ----------------–---–მა ბ-------ზე საკუთრება შეიძინა 2013 წელს, შ----------------ში მცხოვრებ მესაკუთრესთან - ქ--------–--–--------ესთან ერთად; ოქმს ხელს აწერს თ----------------ე, რომელიც არ არის ამხანაგობის წევრი; ამხანაგობის წევრი - ა-–-----------–--ე ხელს ორჯერ აწერს ოქმს, თუმცა იგი მხოლოდ ერთ ფართს ფლობს საკუთრებაში, რაც შეეხება ქ--------------ეს, იგი მართალია ფლობს ბინა 22-ს შ-------------------ში, თუმცა მის პირად ნომრად ოქმში მითითებულია ნ-----------–---–ის პირადი ნომერი.
მოპასუხის წარმომადგენელი მიუთითებს, რომ ქ---------------–---–მა 2013 წლის სექტემბერში ადმინისტრაცილი სარჩელით მიმართა რუსთავის საქალაქო სასამართლოს და ითხოვა საკრებულოს 2013 წლის 13 ივნისს გაცემული №5172 ბრძანების და თანმდევი აქტების ბათილად ცნობა. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბერის გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა ქ---------------–---–ის ადმინისტრაციული სარჩელი და კანონიერად იქნა ცნობილი თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 13 ივნისის ბრძანება მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ყველა თანმდევი შედეგით. აღნიშნული გადაწყვეტილება გასაჩივრებულ იქნა სააპელაციო სასამართლოში. თბილისის სააპელაციო სასამართლოს გადაწყვეტილებით ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება. საკასაციო წესით გასაჩივრების დროს ქ---------------–---–ის მიერ დამატებით მტკიცებულების სახით წარდგენილ იქნა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2014 წლის 15 ოქტომბრის N672 ბრძანება მის კუთვნილ სარდაფზე მოწყობილი ჩასავლელის ლეგალიზაციის შესახებ, თუმცა წარმოდგენილი საკასაციო საჩივრის განხილვისას საქართველოს უზენაესმა სასამართლომ 2015 წლის 23 ივნისის განჩინებით დაუშვებლად ცნო კასატორების საკასაციო საჩივრები, ვინაიდან გასაჩივრებული გადაწყვეტილებები არ ეწინააღმდეგებოდა ამ კატეგორიის დავებზე საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ მიღებულ გადაწყვეტილებებს და ასევე, სამართლის განვითარებისა და ერთგვაროვანი სასამართლო პრაქტიკის ჩამოყალიბებისათვის არ არსებობდა საკასაციო საჩივრის განხილვის საჭიროება, რის გამოც კანონიერ ძალაში დარჩა რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება, რომელმაც თავის მხრივ კანონიერ ძალაში დატოვა გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტები.
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ლ---- შ--------ემ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში ითხოვა შეჩერებული ადმინისტრაციული აქტის მშენებლობის ნებართვის ვადის გაგრძელება. ამ დროისათვის ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობამ „ახალმა საქართველომ“ კვლავ მიმართა მერიას განცხადებით, რათა უარი ეთქვათ ლ---- შ--------ისათვის მშენებლობის ნებართვის გაცემაზე, რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის №2 ბრძანების საფუძველზე, 2015 წლის 03 აგვისტოს გაიცა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის №1261 ბრძანება მოქალაქე ლ---- შ--------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ.
2015 წლის 05 აგვისტოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას №10431/02 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა---–-------------–--ს“ წარმომადგენლმა. ადმინისტრაციულ საჩივარში იგი ითხოვდა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 ივლისის №2 ბრძანების ბათილად ცნობას და საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 184-ე მუხლის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანების მოქმედების შეჩერებას. 2015 წლის 17 აგვისტოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას #10995/02 ადმინისტრაციული საჩივრით მიმართა ქ---------------–---–ის წარმომადგენლმა პ-----------ამ და ითხოვა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 ივლისის #2 ბრძანების საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი-ს მე-60 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე არარა აქტად ცნობა ან ძალადაკარგულად გამოცხადება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-61-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ე“ პუნქტის საფუძველზე. 2015 წლის 26 აგვისტოს N11414/02 განცხადებით ქ---------------–---–ის წარმომადგენელმა პ-----------ამ დააზუსტა ადმინისტრაციული საჩივრის მოთხოვნა 2015 წლის 03 აგვისტოს №10431/02 ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით და ითხოვა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-60-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ პუნქტის საფუძველზე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 ივლისის N2 ბრძანების არარა აქტად ცნობა თანმდევ შედეგებთან ერთად. ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა---–-------------–--“-ს წარმომადგენლის პ-----------ას 2015 წლის 05 აგვისტოს №10431/02 ადმინისტრაციული საჩივარი და ქ---------------–---–ის წარმომადგენლის პ-----------ას 2015 წლის 17 აგვისტოს №10995/02 ადმინისტრაციული საჩივარი მხარეების თანხმობით გაერთიანდა ერთ წარმოებად ერთად განხილვისათვის, დავის უფრო სწორად და სწრაფად განხილვის მიზნით.
მოპასუხის წარმომადგენლის მითითებით ადმინისტრაციულმა ორგანომ სრულყოფილად გამოიკვლია საქმის გარებოებები, რის შედეგადაც ქალაქ რუსთვის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 21 სექტემბრის N1547 ბრძანებით ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა "ა---–-------------–--ს" და ქ---------------–---–ის წარმომადგენლის - პ-----------ას ადმინისტრაციული საჩივრები არ დაკმაყოფილდა, ვინაიდან, არ იქნა დასაბუთებული აქტის არარად აღიარების სამართლებრივი საფუძველი.
2015 წლის 19 ოქტომბერს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტს №14889/02 განცხადებით მიმართა ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა „ა---–-------------–--ს“ წარმომადგენელმა. ადმინისტრაციულმა ორგანომ გამოიკვლია საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებები და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ „მოქალაქე ლ---- შ--------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანება ბათილად უნდა ცნობილიყო შემდეგ გარემოებათა გამო: „ბინათმესაკუთრეთა ამახანაგობის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის შესაბამისად ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის წევრი არის ბინის მესაკუთრე მრავალბინიან სახლში. იმ შემთხვევაში, თუ ბინა ეკუთვნის რამდენიმე მესაკუთრეს საერთო საკუთრების უფლებით, ისინი იღებენ გადაწყვეტილებას ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობაში თავიანთი წარმომადგენლის დანიშვნის შესახებ. თუ მესაკუთრეები არ დანიშნავენ წარმომადგენელს, წარმომადგენლად ჩაითვლება მესაკუთრეებს შორის უხუცესი მესაკუთრე. საკუთრების უფლება კი უძრავ ნივთზე დგინდება ამონაწერით საჯარო რეესტრიდან. მოცემულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ცხადყოფს იმ ფაქტს, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც გათვალისწინებული იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისას, ხელმოწერილია კანონის დარღვევით არაუფლებამოსილი პირების მიერ, აღნიშნული ხელმოწერები არ წარმოადგენს ამხანაგობის 2/3, შესაბამისად სახეზეა ისეთი სახის დარღვევა რომლის აღმოჩენის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (არ გაიცემოდა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა). ადმინისტრაციულმა ორგანომ დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში მიზანშეწონილად მიიჩნია საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე შეერჩია ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება და მოცემულ შემთხვევაში ბათილად ცნო მის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტები.
2018 წლის 17 ოქტომბერს მოსარჩელემ მიმართა ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას და მოითხოვა ზიანის ანაზღაურება, მითითებულ განცხადებას თანდაურთო ექსპერტიზის დასკვნა, სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაცია და იჯარის ხელშეკრულებები. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 იანვრის N0----- აქტით მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე ეთქვა უარი. მოპასუხის განმარტებით, სადავოდ გამხდარი აქტი მიღებულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით, ეფუძნება შესაბამის გარემოებებს და ვინაიდან ლ---- შ--------ის მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი ვერ წარმოშობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერ ნდობას, შესაბამისად არ არსებობს მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. მესამე პირების პოზიცია
3.1. მესამე პირი - ბმა „ა---–-------------–--“-ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები.
მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
მესამე პირის წარმომადგენლის განმარტებით, განსახილველ შემთხვევაში არ არსებობს მოსარჩელის კანონიერი ნდობა, რადგან იგი მოქმედებდა უკანონოდ - თავად მონაწილეობდა კანონსაწინააღმდეგო 2015 წლის 05 მარტის ამხანაგობის კრების ოქმის შედგენაში, რომელიც საფუძვლად დაედო ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს N1261 ბრძანების მიღებას.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
4.1 დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1.1. ქალაქ რ-------–---–--–------------------------–-------------------------------- (ს.კ. 0--------------------------------------–---------------------------- მდებარე უძრავი ქონებების მესაკუთრეა ლ---- შ--------ე;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (ტომი I, ს. ფ. 38-41)
4.1.2. 2012 წლის 17 აპრილს ლ---- შ--------ემ განცხადებით მიმართა თვითმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს და მოითხოვა მის კუთვნილ კომერციულ ფართზე, მდებარე ქ. რ----------–--–------------------------------------------------------------ ბინებზე მიშენების ნებართვის მიღება. თვითმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 30 აპრილს №2910 ბრძანებით გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №174 (2012 წლის 30 აპრილი, 2012 წლის 30 ოქტომბერი)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N3-1---13 (ტომი I, ს. ფ. 85-95);
4.1.3 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის №3-1---12 გადაწყვეტილებით ქ---------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის №2910 ბრძანება ლ---- შ--------ის სახელზე სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ჩაეტარებინა ადმინისტრაცილი წარმოება და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი. თვითმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №5172 ბრძანებით ლ---- შ--------ის სახელზე გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №216 ქალაქ რ----------–------------------------------–------------------ საცხოვრებელ ბინაზე რეკონსტრუქცია, მიშენების რეკონსტრუქციაზე. სამშენებლო ნებართვას საფუძვლად დაედო თვითმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის 2013 წლის 14 მაისის №1/3319 დასკვნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ.1-24), მხარეთა ახსნა-განმარტება;
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N3-1---13 (ტომი I, ს. ფ. 85-95);
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის №3-1---12 გადაწყვეტილება (ტომი II, ს. ფ. 219-227);
4.1.4 რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის №3-1---13 გადაწყვეტილებით ქ---------------–---–ის სარჩელი თვითმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №5172 ბრძანების ბათილად ცნობის მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება კანონიერ ძალაშია შესული;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-სარჩელი (ტომი I, ს. ფ.1-24), მხარეთა ახსნა-განმარტება;
-რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე N3-1---13 (ტომი I, ს. ფ. 85-95);
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2014 წლის 24 ივნისის განჩინება (ტომი I, ს. ფ. 96-97);
-საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2015 წლის 23 ივნისის განჩინება (ტომი I, ს. ფ. 98-99)
4.1.5 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანებით მოსარჩელის სახელზე გაიცა ქალაქი რ----------–--–----------------------------------------) №29/30 ბინებზე მიშენების (კომერციული საქმიანობისათვის) რეკონსტრუქციის (სამშენებლო დოკუმენტის პროექტი) მშენებლობის ნებართვა, ხოლო 2015 წლის 03 აგვისტოს №369 მშენებლობის სანებართვო მოწმობით, ლ---- შ--------ეს მიეცა, ქ. რ----------–------------------------------ში მიშენება (კომერციული საქმიანობისათვის) რეკონსტრუქციის ნებართვა. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 31 ივლისის №02/5137 დასკვნით, დასახელებულ ბინებზე ლ---- შ--------ის მიერ მიშენება (კომერციული საქმიანობისათვის) რეკონსტრუქცია ექვემდებარება მშენებლობის მოწმობის გაცემას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 31 ივლისის №02/5137 დასკვნა (ტომი I, ს. ფ. 68) -ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანება (ტომი I, ს. ფ.66)
-2015 წლის 03 აგვისტოს №369 მშენებლობის სანებართვო მოწმობა (ტომი I, ს. ფ. 67)
4.1.6. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 21 სექტემბრის №1547 ბრძანებით, ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა---–-------------–--ს'' და ქ---------------–---–ის წარმომადგენლის საჩივრები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 ივლისის №2 ბრძანების და მისი თანმდევი შედეგის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 21 სექტემბრის №1547 ბრძანება (ტომი I, ს. ფ. 60-65)
4.1.7 ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1--- ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანება 2015 წლის 22 ოქტომბრიდან.
2015 წლის 22 ოქტომბრის №1--- ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისას, ხელმოწერილია კანონის დარღვევით არაუფლებამოსილი პირების მიერ, ხოლო ხელმოწერები არ წარმოადგენს ამხანაგობის 2/3-ს. შესაბამისად მოპასუხე მხარემ დაადგინა, რომ მითითებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (არ გაიცემოდა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა)
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1--- ბრძანება (ტომი I, ს. ფ.82-84)
4.1.8. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1--- ბრძანება გასაჩივრებულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე N3-2---19 ლ---- შ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1--- ბრძანება მოქალაქე ლ---- შ--------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე;
თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნეს ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ---- შ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილება (ტ.II, ს.ფ 62-86)
4.1.9. 2018 წლის 17 ოქტომბერს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს N10917/02 განცხადებით მიმართა მოსარჩელე ლ---- შ--------ემ და მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულ განცხადებას თანდაურთო ექსპერტიზის დასკვნა, ქირავნობის ხელშეკრულება, იჯარის ხელშეკრულება, ამონაწერები და ანგარიშფაქტურები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- N10917/02 განცხადება თანდართული მასალით (ტ.II, ს.ფ 12-55)
4.1.10. ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 10 იანვარს მიიღო N0----- აქტი, რომლითაც მოსარჩელე ლ---- შ--------ეს უარი ეთქვა აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
ამავე აქტში აღინიშნა, რომ ლ---- შ--------ის მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი, შესაბამისად ვერ წარმოშობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერ ნდობას, რის გამოც არ არსებობდა მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-2016 წლის 09 დეკემბრის N296175 მიმართვა (ტ.2, ს.ფ 174)
4.2 დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.2.1. მოსარჩელის განმარტებით, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის N1--- აქტით „მოქალაქე ლ---- შ--------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს N1261 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, განისაზღვრა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს N1261 ბრძანების ბათილობა 2015 წლის 22 ოქტომბრიდან. ხოლო ამავე აქტის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში აღინიშნა, რომ „დაინტერესებულ პირს ლ---- შ--------ეს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების შემდეგ (სამშენებლო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე)“. მოსარჩელის განმარტებით მოპასუხის მიერ უკანონოდ არ იქნა შესრულებული ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის N1--- აქტით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები ზიანის ანაზღაურებასთან მიმართებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1--- ბრძანება (ტომი I, ს. ფ.82-84)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ილ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებულ მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ლ---- შ--------ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია;
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი;
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
7. სამართლებრივი შეფასება
7.1 საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო წარმოადგენს ყველა სახელმწიფო ან ადგილობრივი თვითმმართველობის და მმართველობის ორგანოს ან დაწესებულებას, საჯარო სამართლის იურიდიულ პირს (გარდა პოლიტიკური და რელიგიური გაერთიანებებისა), აგრეთვე ნებისმიერ სხვა პირს, რომელიც კანონმდებლობის საფუძველზე ასრულებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს. ამავე მუხლის “კ“ ქვეპუნქტის თანახმად კი ადმინისტრაციული წარმოება გულისხმობს ადმინისტრაციული ორგანოს საქმიანობას ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის მომზადების, გამოცემის და აღსრულების, ადმინისტრაციული საჩივრის გადაწყვეტის, აგრეთვე, ადმინისტრაციული ხელშეკრულების მომზადების, დადების, ან გაუქმების მიზნით.
საკასაციო სასამართლომ თავის გადაწყვეტილებებში არაერთგზის განმარტა ადმინისტრაციული მართლმსაჯულების არსი, ამოცანა და მისი როლი სახელმწიფოში კანონიერი საჯარო მმართველობის დამკვიდრებაში, კერძოდ: „სასამართლო ხელისუფლება ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით თავისი არსით ორ უმნიშვნელოვანეს კონსტიტუციურ ფუნქციას ახორციელებს:
1. კონფლიქტის (დავის) მოგვარება/გადაწყვეტა კანონიერად და სამართლ----დ;
2. სასამართლო კონტროლის განხორციელება მმართველობითი ორგანოების გადაწყვეტილებებსა და მოქმედებებზე, რაც თავის მხრივ, ემსახურება სამართლებრივი და დემოკრატიული სახელმწიფოს, კანონიერი საჯარო მმართველობის ფუნქციონირების უზრუნველყოფას.
მოქმედი კანონმდებლობით შესაძლებელია ადმინისტრაციულ ორგანოთა გადაწყვეტილებების, ხელშეკრულებების, ქმედებების /მოქმედება, უმოქმედობა/ გასაჩივრება საერთო სასამართლოში, რა დროსაც სასამართლოს ობიექტურობას, მიუკერძოებლობასა და დამოუკიდებლობას განუზომელი მნიშვნელობა აქვს, რათა აღადგინოს დარღვეული წონასწორობა პირსა და ოფიციალურ სტრუქტურას შორის“.
7.2 საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ამ კოდექსის მოქმედება ვრცელდება სახელმწიფო, ადგილობრივი თვითმართველობისა და მმართველობის ორგანოების და დაწესებულებების, აგრეთვე იმ პირების საქმიანობაზე, რომლებიც ამ კოდექსის შესაბამისად ითვლებიან ადმინისტრაციულ ორგანოებად.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”ა” ქვეპუნქტის შესაბამისად ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერია წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს, ხოლო მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებები ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს. ამდენად, მოპასუხის მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისა და გამოცემის წესი დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და იმ დროისათვის მოქმედი შესაბამისი კანონმდებლობით.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”გ” ქვეპუნქტის შესაბამისად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე;
7.3 სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო პროცესი აგებულია რა შეჯიბრებითობის პრინციპზე, მხარეებს უფლებებთან ერთად აკისრებს თავისივე ინტერესებისათვის აუცილებელ საპროცესო მოვალეობებს, რომელთა შეუსრულებლობა იწვევს ამავე მხარისათვის არახელსაყრელ შედეგს. ეს დანაწესი განმტკიცებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით, რომლითაც მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განსაზღვრონ ფაქტები თავიანთი მოთხოვნებისა თუ შესაგებლის დასასაბუთებლად და თვითონვე მიიღონ გადაწყვეტილება, თუ რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ხსენებული კოდექსის 103-ე მუხლის მიხედვით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, მოპასუხე ვალდებულია, წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები. ამასთან, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის არარა აქტად აღიარების, ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ეს აქტი.
7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით აღძრული სარჩელის დაკმაყოფილების პირობას საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის თანახმად, წარმოადგენს ის, რომ ადმინისტრაციული-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი ეწინააღმდეგებოდეს კანონს და პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავდეს მის უფლებას.
ზემოთ აღნიშნული ნორმების შინაარსიდან გამომდინარე დადგენილი უნდა იქნას, შეესაბამება თუ არა გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონს და აყენებს თუ არა იგი პირდაპირ და უშუალო ზიანს მოსარჩელის კანონიერ უფლებებსა და ინტერესებს.
ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილობის საფუძვლებს ადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლი, რომლის პირველი ნაწილის მიხედვითაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილი განსაზღვრავს, რომ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 მუხლის მე-4 ნაწილზე, რომლის თანახმადაც დაუშვებელია კანონსაწინააღმდეგო აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა, თუ დაინტერესებულ მხარეს კანონიერი ნდობა აქვს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მიმართ, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არსებითად არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან ინტერესებს, ხოლო ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად კი დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობა არსებობს იმ შემთხვევაში, თუ მან ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის საფუძველზე განახორციელა იურიდიული მნიშვნელობის მოქმედება და უკანონო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მას მიადგება ზიანი. კანონიერი ნდობა არ არსებობს, თუ მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო ქმედება.
7.5. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას”. ამავე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ,,ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს”.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განმარტებულია, როგორც – ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.
სასამართლო მიუთითებს, რომ გასაჩივრებული გადაწყვეტილება წარმოადგენს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით გათვალისწინებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს და აღნიშნული აქტის კანონშესაბამისობა, მისი გამოცემის დროისათვის მოქმედ სამართლებრივ ნორმებთან, სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.
7.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი ადგენს საქმის გარემოებათა გამოკვლევის წესს. კერძოდ – დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშედარების საფუძველზე. იმავე მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, დაუშვებელია აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.
7.7 სასამართლო მიუთითებს, ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველ მუხლზე, რომელიც ითვალისწინებს საკუთრების უფლებას. ამ დებულების მიხედვით: ,,1. ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით; 2. ზემოთ აღნიშნული დებულებები არ ზღუდავს სახელმწიფოს უფლებას, უზრუნველყოს ისეთი კანონების შესრულება, რომლებიც მას აუცილებლად ესახება საკუთრების გამოყენებაზე კონტროლის განხორციელებისათვის, საერთო ინტერესებიდან გამომდინარე, ან ბეგარის ან სხვა გადასახადებისა და ჯარიმების აკრეფის უზრუნველყოფისათვის“
საქმეში მარქსი ბელგიის წინაღმდეგ სასამართლომ განმარტა, რომ ყოველ ადამიანს აქვს თავისი საკუთრებით (ქონებით) შეუფერხებელი სარგებლობის უფლება, პირველი მუხლის არსებითად უზრუნველყოფს საკუთრების უფლებას. [...] რა თქმა უნდა, პირის მიერ საკუთრების განკარგვის უფლება, საკუთრების უფლების ტრადიციულ და ფუნდამენტურ ასპექტს წარმოადგენს.
7.8. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლზე, სადაც განმარტებულია საკუთრების უფლების შინაარსი. მითითებული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქალაქ რ-------–---–--–------------------------–-------------------------------- (ს.კ. 0---------------------------------------–---------------------------) მდებარე უძრავი ქონებების მესაკუთრეა ლ---- შ--------ე;
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ 2012 წლის 17 აპრილს ლ---- შ--------ემ განცხადებით მიმართა თვითმართველი ქალაქი რუსთავის საკრებულოს და მოითხოვა მის კუთვნილ კომერციულ ფართზე, მდებარე ქ. რ----------–--–----------------------------------------------------------- ბინებზე მიშენების ნებართვის მიღება. თვითმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის 2012 წლის 30 აპრილს №2910 ბრძანებით გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №174 (2012 წლის 30 აპრილი, 2012 წლის 30 ოქტომბერი). ზემოაღნიშნული ბრძანება გასაჩივრებულ იქნა ქეთევან ღვედასვილის მიერ. რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2012 წლის 28 დეკემბრის №3-1---12 გადაწყვეტილებით ქ---------------–---–ის სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა. სადაო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნა ცნობილი თვითმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2012 წლის 30 აპრილის №2910 ბრძანება ლ---- შ--------ის სახელზე სანებართვო მოწმობის გაცემის შესახებ. ამავე გადაწყვეტილებით ადმინისტრაციულ ორგანოს დაევალა ჩაეტარებინა ადმინისტრაცილი წარმოება და არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოეცა ახალი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ თვითმმართველი ქალაქ რუსთავის საკრებულოს 2013 წლის 12 ივნისის №5172 ბრძანებით ლ---- შ--------ის სახელზე გაიცა მშენებლობის სანებართვო მოწმობა №216 ქალაქ რ----------–------------------------------–------------------ საცხოვრებელ ბინაზე რეკონსტრუქცია, მიშენების რეკონსტრუქციაზე. სამშენებლო ნებართვას საფუძვლად დაედო თვითმართველი ქალაქ რუსთავის მერიის ურბანული დაგეგმარებისა და ტრანსპორტის განვითარების სამსახურის 2013 წლის 14 მაისის №1/3319 დასკვნა. 2013 წლის 12 ივნისის №5172 ბრძანება კვლავ გასაჩივრდა ქ---------------–---–ის მიერ, რომელიც რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 13 დეკემბრის №3-1---13 გადაწყვეტილებით არ დაკმაყოფილდა; გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში;
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანებით მოსარჩელის სახელზე გაიცა ქალაქი რ-------–---–--–------------------------------------------------ ბინებზე მიშენების (კომერციული საქმიანობისათვის) რეკონსტრუქციის (სამშენებლო დოკუმენტის პროექტი) მშენებლობის ნებართვა, ხოლო 2015 წლის 03 აგვისტოს №369 მშენებლობის სანებართვო მოწმობით, ლ---- შ--------ეს მიეცა, ქ. რ----------–------------------------------ში მიშენება (კომერციული საქმიანობისათვის) რეკონსტრუქციის ნებართვა. ქ. რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის 2015 წლის 31 ივლისის №02/5137 დასკვნით, დასახელებულ ბინებზე ლ---- შ--------ის მიერ მიშენება (კომერციული საქმიანობისათვის) რეკონსტრუქცია ექვემდებარება მშენებლობის მოწმობის გაცემას.
7.9. სასამართლო მიუთითებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 21 სექტემბრის №1547 ბრძანებაზე, რომლითაც ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობა ,,ა---–-------------–--ს'' და ქ---------------–---–ის წარმომადგენლის საჩივრები, ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის არქიტექტურის სამსახურის უფროსის 2015 წლის 29 ივლისის №2 ბრძანების და მისი თანმდევი შედეგის ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანების ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით არ დაკმაყოფილდა.
საქმეში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებაა, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1--- ბრძანებით, ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანება 2015 წლის 22 ოქტომბრიდან.
2015 წლის 22 ოქტომბრის №1--- ბრძანებაში მითითებულ იქნა, რომ ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი, რომელიც გათვალისწინებულ იქნა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებისას, ხელმოწერილია კანონის დარღვევით არაუფლებამოსილი პირების მიერ, ხოლო ხელმოწერები არ წარმოადგენს ამხანაგობის 2/3-ს. შესაბამისად მოპასუხე მხარემ დაადგინა, რომ მითითებული დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება (არ გაიცემოდა შესაბამისი მშენებლობის ნებართვა)
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1--- ბრძანება გასაჩივრებულ იქნა რუსთავის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიაში. 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილებით საქმეზე N3-2---19 ლ---- შ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდა; ბათილად იქნა ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 22 ოქტომბრის №1--- ბრძანება მოქალაქე ლ---- შ--------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2015 წლის 03 აგვისტოს №1261 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2017 წლის 22 ივნისის გადაწყვეტილებით გაუქმდა რუსთავის რუსთავის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 11 ივლისის გადაწყვეტილება და მიღებულ იქნა ახალი გადაწყვეტილება, რომლითაც ლ---- შ--------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდა;
7.10. 2018 წლის 17 ოქტომბერს რუსთავის მუნიციპალიტეტის მერს N10917/02 განცხადებით მიმართა მოსარჩელე ლ---- შ--------ემ და მოითხოვა ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურება. ზემოაღნიშნულ განცხადებას თანდაურთო ექსპერტიზის დასკვნა, ქირავნობის ხელშეკრულება, იჯარის ხელშეკრულება, ამონაწერები და ანგარიშფაქტურები.
ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიამ 2019 წლის 10 იანვარს მიიღო N0----- აქტი, რომლითაც მოსარჩელე ლ---- შ--------ეს უარი ეთქვა აღმჭურველი ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველზე მიყენებული ზიანის ანაზღაურებაზე.
ამავე აქტში აღინიშნა, რომ ლ---- შ--------ის მიერ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიაში წარდგენილი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობის კრების ოქმი იყო კანონის მოთხოვნათა დარღვევით შედგენილი, შესაბამისად ვერ წარმოშობდა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 -ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებულ კანონიერ ნდობას, რის გამოც არ არსებობდა მიყენებული ქონებრივი ზიანის ანაზღაურების სამართლებრივი საფუძვლები,სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლის მე-6 ნაწილზე, რომლის თანახმადაც თუ აღმჭურველი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არღვევს სახელმწიფო, საზოგადოებრივ ან სხვა პირის კანონიერ უფლებებს ან კანონიერ ინტერესებს, ბათილად იქნა ცნობილი, ამ მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული გარემოების არსებობისას დაინტერესებულ მხარეს, კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე უნდა აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი.
7.11. სასამართლო მიუთითებს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის N1--- აქტზე „მოქალაქე ლ---- შ--------ის სახელზე მშენებლობის ნებართვის გაცემის შესახებ“ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს N1261 ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე, რომლითაც განისაზღვრა რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 03 აგვისტოს N1261 ბრძანების ბათილობა 2015 წლის 22 ოქტომბრიდან. ხოლო ამავე აქტის სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტში აღინიშნა, რომ „დაინტერესებულ პირს ლ---- შ--------ეს კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე აუნაზღაურდეს ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანი, მის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაციის შეფასების შემდეგ (სამშენებლო სამუშაოების მოცულობიდან გამომდინარე)“.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-9 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს დაპირება არის ადმინისტრაციული ორგანოს წერილობითი დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს, რომ მოცემული ქმედება განხორციელდება, რაც შეიძლება გახდეს დაინტერესებული მხარის კანონიერი ნდობის საფუძველი. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციული ორგანოს დაპირების მიმართ კანონიერი ნდობა არ შეიძლება არსებობდეს, თუ:
ა) მას საფუძვლად უდევს ადმინისტრაციული ორგანოს კანონსაწინააღმდეგო დაპირება;
ბ) შესაბამისი ნორმატიული აქტის შეცვლის გამო პირი ვეღარ აკმაყოფილებს დაწესებულ მოთხოვნებს;
გ) მას საფუძვლად უდევს დაინტერესებული მხარის უკანონო მოქმედება.
საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე მუხლის თანახმად თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
ამავე კოდექსის 208-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა საჯარო მოსამსახურის მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია მუნიციპალიტეტი.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.
სასამართლო განმარტავს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის მიერ 2019 წლის 10 იანვარს გამოცემული ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი N0------ის გამოცემისას არ იქნა დაცული კანონით გათვალისწინებული მოთხოვნები. აქტი არ არის დასაბუთებული და მოპასუხეს არ აქვს გამოკვლეული საკითხთთან დაკავშირებული არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები.
სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული ორგანოს მხრიდან არ ჰქონია ადგილი 2018 წლის 17 ოქტომბრის N10917/02 განცხადებაში მითითებულ, არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შეფასებას და შესწავლას.
სასამართლო განმარტავს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია, შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომლებსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის, თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.
ზემოაღნიშნული მსჯელობიდან და იმ ფაქტის გათვალისწინებით, რომ მოპასუხის მიერ სათანადოდ არ იქნა გამოკვლეული საქმის არსებითი გარემოებები, არ შეუფასებია საქმეში წარდგენილი ყველა მტკიცებულება, სასამართლო მიიჩნევს, რომ ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ, სადავო აქტების მიღებისას დარღვეულ იქნა კანონმდებლობის მოთხოვნები, შესაბამისად სახეზეა გასაჩივრებული აქტების ბათილობის სამართლებრივი საფუძვლები.
7.12. მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას არ წარმოუდგენია და საქმეში არ მოიპოვება მტკიცებულება, იმის შესახებ, რომ სადავო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ _ სამართლებრივ აქტის მიღების დროს შესწავლილი იყო საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, დარღვეულია ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მოთხოვნა, რომლის მიხედვითაც ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, არგუმენტებზე, რომლებიც არ არის სათანადოდ გამოკვლეული და შესწავლილი. ხოლო საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების შესახებ სარჩელის წარდგენის შემთხვევაში მტკიცების ტვირთი ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც გამოსცა ადმინისტრაციული აქტი.
ადმინისტრაციულ წარმოებაში დაინტერესებული პირის მონაწილეობა აძლევს მას შესაძლებლობას დაიცვას თავისი უფლებები და პასუხობს პირის მოლოდინს, იმასთან დაკავშირებით, რომ მის მიმართ კანონიერი და დასაბუთებული აქტი გამოიცემა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული წარმოებისას დაცული არ იქნა ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები ადმინისტრაციული წარმოების ჩატარებასთან დაკავშირებით. ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე (საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლი). ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რასაც მოცემულ შემთხვევაში ადგილი არ ჰქონია.
ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი მე-5 მუხლის პირველ პუნქტში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი - უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც ნიშნავს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს საკითხის გადაწყვეტისას მტკიცებულებათა მოპოვების გზით უნდა დაედგინა საქმისათვის განმსაზღვრელი მნიშვნელობის მქონე გარემოებები, რაც მის მიერ არ განხორციელებულა; შესაბამისად, საკითხის ხელახალი განხილვისას ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია სრულფასოვნად გამოიყენოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსით მინიჭებული უფლებამოსილება და მტკიცებულებათა შეგროვება განახორციელოს კანონით განსაზღვრული პროცედურის ჩატარების მეშვეობით, ხოლო უკვე არსებულ მტკიცებულებებს მისცეს სწორი და კანონშესაბამისი შეფასება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დარღვეულ იქნა საჯარო და კერძო ინტერესთა ბალანსი, რადგან გამოცემული ადმინისტრაციული აქტით არ დასაბუთდა მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საკუთრების უფლების აღიარებაზე უარის თქმის მართლზომიერება და მიზანშეწონილობა, რამაც გამოიწვია მოსარჩელის უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დაუსაბუთებელი შეზღუდვა.
7.13 სასამართლო ადმინისტრაციულ ორგანოს უტოვებს საბოლოო გადაწყვეტილების _ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის პრეროგატივას. სასამართლო, ასევე, იმ შემთხვევაში, როდესაც დაადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის უკანონობასა და მოსარჩელის სუბიექტური უფლების ხელყოფას, ავალებს ადმინისტრაციულ ორგანოს გამოსცეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რამდენადაც სასამართლო არ არის უფლებამოსილი თვითონ განახორციელოს ადმინისტრაციული ორგანოსადმი კანონით მინიჭებული დისკრეციული უფლებამოსილება.
7.14. სასამართლო ასევე მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არა აქვს წინასწარი გამოკვლევის გარეშე უარი განაცხადოს მის უფლებამოსილებაში შემავალ საკითხზე განცხადების ან შუამდგომლობის მიღებაზე იმ საფუძვლით, რომ ეს განცხადება ან შუამდგომლობა დაუშვებელი ან დაუსაბუთებელია.
7.15. ზემოაღნიშნული ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადგილი არ ჰქონია საქმეში არსებული ფაქტობრივი გარემოებების სრულყოფილად შესწავლას, შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 იანვრის N0----- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ იმსჯელოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის N1--- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით ლ---- შ--------ესათვის კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანის თაობაზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
8. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე ნორმის მესამე ნაწილის მოთხოვნებიდან გამომდინარე, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხეებს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-10, მე-12-13, 22-ე, 32-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-249-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ლ---- შ--------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;
2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სადავო საკითხის გადაუწყვეტლად, ბათილად იქნეს ცნობილი ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიის 2019 წლის 10 იანვრის N0----- ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და დაევალოს მოპასუხე ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერიას საქართველოს კონსტიტუციის, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საფუძველზე, საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებების შესწავლისა და გამოკვლევის შემდეგ იმსჯელოს ქალაქ რუსთავის მუნიციპალიტეტის მერის 2015 წლის 22 ოქტომბრის N1--- ბრძანების სარეზოლუციო ნაწილის მე-2 პუნქტით ლ---- შ--------ესათვის კერძო და საჯარო ინტერესების ურთიერთგაწონასწორების საფუძველზე ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობით მიყენებული ქონებრივი ზიანის თაობაზე და გამოსცეს ახალი ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი რუსთავის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლიდან ერთი თვის ვადაში.
3. მოპასუხეს დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის ოდენობით გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ. №7ა) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, რუსთავის საქალაქო სასამართლოს (მდებარე ქ. რუსთავი, ბოსტან-ქალაქის ქ. №6) მეშვეობით.
მოსამართლე: ნინო ონიანი