განაჩენი

სისხლის სამართლის 06.05.2019
საქმის ნომერი
330100119002839393
თარიღი
06.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №1/5---19

(0-----------)

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

6 მაისი, 2019 წელი ქ. თბილის

შესავალი ნაწილი:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე

სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე

 

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - თ------------------–ია.

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული: გ---------–---–ი, დაბადებული 1----–-–---------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ.თბილისი, თ---------------------–-----------–--------------------------ში.

 

ადვოკატი - ი-------–--------–---–ი.

 

კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, რამაც ფიზიკური ტკივილი გამოიწვია და რასაც არ მოჰყოლია სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილი - ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

გ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილი - . შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

1.1. 2----–-–-----------------ს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ. თბილისი, თ---------------------–-----------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ---------–---–მა იძალადა მისი ოჯახის წევრზე - მეუღლე ს----ა ბ------–---–ზე, კერძოდ, დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ს----ა ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. გ---------–---–ის ქმედებით ს----ა ბ------–---–ს მიადგა ფიზიკური ზიანი.

1.2. 2----–-–-----------------ს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ. თბილისი, თ---------------------–-----------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ---------–---–ი მეუღლეს - ს----ა ბ------–---–ს დაემუქრა სახის დასახიჩრებითა და სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.3. 2----–-–---------------ს გ---------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, რომლის თანახმად 2----–-–---------რამდე მას ეკრძალებოდა მსხვერპლთან - ს----ა ბ------–---–თან ნებისმიერი სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. გ---------–---–მა არ შეასრულა შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები - 2----–-–----------------ს, 2---- საათზე დაუკავშირდა ტელეფონით ს----ა ბ------–---–ს, ხოლო 2----–-–------------ებრს, 1---- საათზე და 2----–-–------------------- საათზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა ამ უკანასკნელს. გ---------–---–ის ქმედებით ს----ა ბ------–---–ს მიადგა მორალური ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).

 

2.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ეს მტკიცებულებები თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.

 

2.4. მოწმის სახით დაკითხულმა დაზარალებულმა ს----ა ბ------–---–მა განმარტა, რომ გ---------–---–ი არის მისი მეუღლე. ისინი, ერთად ცხოვრობდნენ თბილისში, თ---------------------–-----------–--------------------------ში ნაქირავებ სახლში. გ---------–---–ს აქვს პათოლოგიური სიმთვრალე, რის გამოც ჰქონდათ დაძაბული ურთიერთობა. 2----–-–-----------------ს, საღამოს დაბრუნდა სახლში, სადაც დახვდა ნასვამი მეუღლე. მან, თავისთვის ჩაილაპარაკა, როდემდე უნდა გაგრძელებულიყო მისი წვალება, რასაც მოყვა მეუღლის მხრიდან დედის მისამართით უწმაწური გინება და წყევლა. მან მოუწოდა მეუღლეს, გაჩერებულიყო. გ---- მიუახლოვდა და მარცხენა ლოყაზე დაარტყა ხელი, რაც ეტკინა (აეწვა) და გაუსივდა, რის შემდეგ დაემუქრა, ,,მაგ ლამაზ სიფათს გამოგფატრავ, ღორივით დაგკლავო“, მერე ჩანგალი აიღო და უთხრა, ,,ჩაგარჭობო“. დაზარალებულმა შეჰკივლა, რადგან შეეშინდა, კანკალებდა და შველას ითხოვდა. ამასობაში გ---- გარეთ გავიდა სიგარეტის მოსაწევად, რითაც ისარგებლა და კარი ჩაკეტა. გ----მ კარის მტვრევა დაიწყო. მას შეეშინდა და კარი გააღო. გ---- იყო აგრესიული და ემუქრებოდა. იგი უხსნიდა, რომ კარი შიშის გამო ჩაკეტა. გ----მ დარეკა პატრულში, ცოლი გამიგიჟდაო. საპატრულო პოლიციას მან ყველაფევრი უამბო. გამოიძახეს სასწრაფო დახმარება, რომლებმაც აღმოუჩინეს პირველადი დახმარება. იმავე დღეს გამოიწერა შემაკავებელი ორდერი. 2----–-–---------------ს, გ---- მივიდა მასთან სამსახურში, ხელი მოჰკიდა ტანისამოსში და აიძულებდა წაჰყოლოდა განსაქორწინებლად, ყვიროდა რომ ცოლი მამაოსთან ღალატობდა. საღამოს იგი მივიდა პოლიციაში და გამოწერეს შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით. მიუხედავად ამისა, 2----–-–----------------ს, შუადღის საათებში, მეუღლე ურეკავდა ტელეფონზე, მან არ უპასუხა. გ----მ საღამოს კვლავ დაურეკა, ესაუბრა და შეხვედრა სთხოვა. ასევე, 1 იანვარს გაუგზავნა მოკლე ტექსტური შეტყობინებები. მან დარეკა 112-ზე და შეატყობინა, რომ მისი მეუღლე არღვევდა შემაკავებელი ორდერის პირობებს. 4--------ს საღამოს, კარზე მოესმა კაკუნი, სათვალთვალოდან დაინახა, რომ გ---- იყო ზღურბლზე, შეეშინდა და პატრული გამოიძახა.

 

2.5. მოწმე გ------ი ბ---------მა (ექიმი) განმარტა, რომ მუშაობს სასწრაფო სამედიცინო დახმარების სამსახურში. 2----–-–-----------------ს, მიიღეს შეტყობინება ოჯახური კონფლიქტის გამო. გამოძახება დაამახსოვრდა, რადგან ინიციატორი იყო ბრალდებული, რომელიც დახვდა მათ ქუჩაში და აიყვანა ისინი მის საცხოვრებელ სახლში. სახლში იყო დაზარალებული ქალი, რომელიც ტიროდა და გაუკვირდა სასწრაფოს დანახვა, რადგან თავად არ გამოუძახებია. დაზარალებულს ყვრიმალზე აღენიშნებოდა ჰემატომა. როდესაც ქალი გამოკითხეს, უთხრა, რომ მეუღლემ ჩაარტყა მუშტი სახეში. ადგილზე სხვა სურათი დახვდათ, დაზარალებული იყო არა ბრალდებული, არამედ მისი მეუღლე. ბრალდებული იძახდა, რომ მისი ცოლი იყო ფსიქიკური ავადმყოფი. მისი საექიმო გამოცდილებით, დაზარალებულს არაფერი ეტყობოდა ფსიქიური დაავადების. დაზარალებულმა განუმარტა, რომ ბრალდებული ხშირად მოიხმარდა ალკოჰოლს და იყო აგრესიული. ბრალდებული ითხოვდა პატრულის გამოძახებას, თუმცა ოჯახური კონფლიქტის არსებობის შემთხვევაში, მითუმეტეს, როდესაც სახეზეა ფიზიკური დაზიანების ფაქტი, სასწრაფო დახმარების ბრიგადა ისედაც ვალდებულია გამოიძახოს პატრული და ასეც მოიქცნენ. ბრალდებულს ჩივილები არ ჰქონდა, მან მხოლოდ მეუღლისთვის გამოიძახა სასწრაფო დახმარება, რისი გათვალისწინებით, ბრალდებული არ გაუსინჯავთ. ბრალდებულისა და დაზარალებულის გარდა, შინ არავინ იმყოფებოდა.

 

2.6. მოწმე გ--–- გ------მ (პატრულ-ინსპექტორი) განმარტა, რომ 2----–-–-----------------ს, სასწრაფო დახმარების ბრიგადის გამოძახების საფუძველზე, გამოცხადდა თ----------------------------–-----------–-----------------ში არსებულ ბინაში. ადგილზე დახვდათ სასწრაფო დახმარების ბრიგადა, რომლებმაც განუცხადეს, რომ სახეზე იყო ოჯახური კონფლიქტი. სამზარეულოში იყო დაზარალებული, რომელიც იყო აღელვებული და ტიროდა. მას სასწრაფო დახმარების ბრიგადა უწევდა დახმარებას. ექიმების განცხადებით, დაზარალებული იყო შეუძლოდ და აღმოუჩინეს შესაბამისი დახმარება. გ---------–---–ი იყო სხვა ოთახში. სახეზე იყო ოჯახური კონფლიქტი. დაზარალებული იყო შეშინებული და აცხადებდა, რომ მეუღლეს მისთვის შეურაცხყოფა არ მიუყენებია, თუმცა ბრალდებულმა, პატრულის ბინაში ყოფნის პერიოდში მეუღლეს რამდენჯერმე მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა, ასევე ეძახდა ,,გიჟს“ და ამბობდა, რომ იყო ფსიქიატრიულ საავადმყოფოში წასაყვანი. გ---------–---–ის, როგორც მოძალადის მიმართ გამოიწერა შემაკავებელი ორდერი და ვინაიდან არსებობდა ეჭვი, რომ სახეზე იყო შესაძლო დანაშაულის ნიშნები, გამოიძახეს გამომძიებელი. დაზარალებული იყო აღელვებული და შეშინებული, ლოყა ჰქონდა აწითლებული, ამბობდა, რომ იყო გაუსაძლის მდგომარეობაში. ბრალდებული სავარაუდოდ იყო ნასვამი, რაც ვიზუალურად ეტყობოდა. მოგვიანებით სახლში მივიდა ბრალდებულისა და დაზარალებულის სრულწლოვანი შვილი, რომელმაც არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ.

 

2.7. მოწმე ნ-----–-- ლ---–--ემ (ექსპერტ-კრიმინალისტი) განმარტა, რომ მან მონაწილეობა მიიღო 2----–-–------------ს ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტში, რომელიც ჩატარდა დაზარალებულ ს----ა ბ------–---–ის მონაწილეობით. დაზარალებულის მითითებით მივიდნენ ბინაში. ს----ა ბ------–---–მა მიუთითა ადგილებზე, სადაც მას მიაყენეს შეურაცხყოფა. მოხდა საგამოძიებო მოქმედების შედეგების დასურათება. დაზარალებულმა მიუთითა სამზარეულოში იმ ადგილზე, სადაც მასზე იძალადა მეუღლემ.

 

2.8. მოწმე ი----- რ------ემ (გამომძიებელი) განმარტა, რომ 2----–-–------------ს, პოლიციას განცხადებით მიმართა დაზარალებულმა ს----ა ბ------–---–მა, რომლის მიხედვით, მისი მეუღლე - გ---------–---–ი არღვევდა შემაკავებელი ორდერის პირობებს, რომელიც 2-----------რის დასაწყისში, სწორედ მის მიერ იქნა გამოწერილი მოძალადის მიმართ. დაიწყო გამოძიება, რომლის ფარგლებში, მან გამოკითხა დაზარალებული, რომელიც იყო აღელვებული, ემოციურად გამოთქვამდა აზრებს, ამბობდა, რომ მეუღლე ურეკავდა, თავს არ ანებებდა, რის გამოც იყო შეშინებული. დაზარალებული აცხადებდა, რომ მეუღლე ემუქრებოდა სიცოცხლის მოსპობით, ასევე წარმოადგინა მისი ტელეფონის ამონაწერი, სადაც დაფიქსირებული იყო, რომ გ---------–---–ი ურეკავდა მას და არღვევდა შემაკავებელი ორდერის პირობებს. გ---------–---–ი ადასტურებდა შემაკავებელი ორდერის დარღვევის ფაქტს, თუმცა ამბობდა, რომ მხოლოდ მოკითხვის მიზნით დაურეკა მეუღლეს. მას არაერთხელ გაუფრთხილებია გ---------–---–ი შემაკავებელი ორდერის დარღვევის შემთხვევაში, შესაძლო შედეგების შესახებ.

 

2.9. მოწმე გ------ი კ------ემ (პატრულ-ინსპექტორი) განმარტა, რომ 2----–-–---------ის დასაწყისში, იგი ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, რა დროსაც რადიოსადგურით მიღებული შეტყობინების საფუძველზე, ოჯახურ კონფლიქტთან დაკავშირებით, მივიდა თბილისი, თ----------------, პი-----–----------–ში მდებარე ბინაში. კარი გაუღო ქალმა, რომელმაც გამოკითხა მათ ვინაობა და დაინტერესდა, ხომ არ ახლდათ კიდევ ვინმე. ქალი იყო აღელვებული, შეშინებული, კარის დახურვამდე მიმოიხედა სადარბაზოში და მხოლოდ მას შემდეგ დაბრუნდა სახლში, როდესაც დარწმუნდა, რომ სახლთან სხვა არავინ იყო. ქალი იყო აღელვებული, უჭირდა საუბარი, რის გამოც შესთავაზეს დამშვიდება და გამოიძახეს სასწრაფო დახმარება. ქალმა განმარტა, რომ მასთან იყო მისული ყოფილი მეუღლე, რომელსაც გამოწერილი ჰქონდა შემაკავებელი ორდერი, რითაც ეკრძალებდა მასთან კომუნიკაცია, თუმცა ორდერს გასული ჰქონდა მოქმედების ვადა. დაზარალებული არწმუნებდა, რომ მისი მეუღლის მიახლოვება მასთან იყო საშიში და მისგან მუქარას აღიქვამდა რეალურად, რადგან მეუღლეს არაერთხელ ჰქონია მასზე ძალადობის მცდელობა. იგი დაუკავშირდა გამომძიებელს, რომელიც მივიდა ადგილზე და გამოიწერა შემაკავებელი ორდერი. მას შემთხვევის ადგილზე ბრალდებული არ უნახავს. სახლში იმყოფებოდა დაზარალებულის და ბრალდებულის სრულწლოვანი შვილი.

 

2.10. დათვალიერების ოქმის (04.01.2---) მიხედვით, 2----–-–-ს 4--------ს 1---------- საათზე ჩატარდა 2----–-–-ს 3--------ს, ს----ა ბ------–---–ის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი კომპანია ,,მ---------იდან“ მიღებული დეტალური ამონაწერი, სადაც ჩანს აბონენტი ს----ა ბ------–---–ის ტელეფონის ნომერზე 5--------, 2----–-–------------ბრიდან 2----–-–-ს 1-------ის ჩათვლით შემავალი და გამავალი ზარები. ს----ა ბ------–---–მა მიუთითა, რომ მისი ტელეფონის ნომერზე 5--------, დაფიქსირებულია შემომავალი ზარი ნომრიდან 0-------------, რომელიც ეკუთვნის მის მეუღლეს - გ---------–---–ს. ზარის შემოსვლის დრო - 31.1-.2--- 2----:16 საათზე და საუბრის დასრულების დრო - 31.1-.2--- 2------- საათი. ზარის ხანგრძლივობა - 44. ასევე ს----ა ბ------–---–მა მიუთითა, რომ მის ტელეფონის ნომერზე 5--------, დაფიქსირებულია შემომავალი sms შეტყობინება ნომრიდან 0-------------, რომელიც ეკუთვნის მის მეუღლეს - გ---------–---–ს. sms შეტყობინება მიღებულია 01.01.2------------ საათზე, სადაც, ს----ა ბ------–---–ის გადმოცემით ეწერა ,,gilocavt“.

 

2.11. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის (0-.01.2---) თანახმად, 2----–-–------------ს, 1---------- საათზე, ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი - დაზარალებულ ს----ა ბ------–---–ის ჩვენების შესამოწმებლად, რა დროსაც დაზარალებულმა მიუთითა ქ.თბილისში, თ----------------, პ------–-----------–---------------------------ში არსებულ სამზარეულოს ოთახზე, სადაც დაზარალებულის განმარტებით, 2----–-–-----------------ს მისმა მეუღლემ გ---------–---–მა მიაყენა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა, ასევე დაემუქრა სახის დამახინჯებითა და ყელის გამოჭრით.

 

2.12. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის N--- პაციენტის სამედიცინო ბარათით (1-.09.2---) ირკვევა, რომ 2----–-–-----------------ს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის N---- ბრიგადის მიერ ს----ა ბ------–---–ს გაეწია სამედიცინო დახმარება, რა დროსაც ს----ა ბ------–---–მა განმარტა, რომ მეუღლემ დაარტყა მუშტი სახეში.

 

2.13. სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------------------- დასკვნით (2-.03.2---) გ---------–---–ის ქმედების შედეგად ს----ა ბ------–---–მა განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

2.14. ზემოაღნიშნული ექსპერტიზის დასკვნა დაადასტურა სასამართლოში მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ------ნ კ----ემ.

 

2.15. სასამართლო, აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

2.16. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში არსებული მტკიცებულებების ნაწილი, რაც ადასტურებს გ---------–---–ის მიერ დანაშაულების ჩადენას, მხარეთა შეთანხმებით, სადავოდ არ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებებად გამოკვლევის გარეშე. კერძოდ: N------ შემაკავებელი ორდერი (1-.09.2---), N---2-9 შემაკავებელი ორდერი (04.10.2---), N------ შემაკავებელი ორდერი (03.1-.2---), N------ შემაკავებელი ორდერი (04.01.2---) და სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------------------- დასკვნა (14.02.2---).

 

2.17. ბრალდებულმა გ---------–---–მა განმარტა, რომ 23 წელია ქორწინებაში იმყოფება ს----ა ბ------–---–თან. მის მეუღლეს ჰქონდა რამდენიმეთვიანი დეპრესიები და ფსიქოლოგიური პრობლემები. იგი სთხოვდა მეუღლეს, ემკურნალა, თუმცა იყო უარზე. მეუღლეს დაუდგინდა ავთვისებიანი სიმსივნე, რამაც მეტად მძიმე მდგომარეობაში ჩააგდო იგი. 2----–--–ს ერთი წელი მუშაობდა სოფელში, თუმცა ანაზღაურება არ გადაუხადეს. ვინაიდან მის მეუღლეს და შვილს წინსწრებით ჰქონდათ დაგეგმილი მისი ანაზღაურების განკარგვა, მას კი თანხა არ მიუღია, წარმოიშვა ოჯახური კონფლიქტი. მეუღლემ ზურგი აქცია, ყოველ დღე აყენებდა შეურაცხყოფას და აშანტაჟებდა მას. 2----–-–-----------------ს, საღამოს, დაახლოებით 1---------- საათზე, მეუღლე დაემუქრა, რომ ფანჯარას გააღებდა და გადახტებოდა, რის გამოც მან დარეკა და გამოიძახა სასწრაფო დახმარება. ვინაიდან მისამართს ვერ აგნებდნენ, იგი დახვდა ექიმებს და მიიყვანა მათ სახლში, სადაც დახვდათ მისი მეუღლე, თმაგაშლილი და ნაძალადევად ნამტირალევი. მეუღლე მანამდე დაემუქრა, თუ სასწრაფოს მოიყვანდა, ისეთ მდგომარეობაში დახვდებოდა, რომ მას დააკისრებდნენ პასუხისმგებლობას სსკ-ის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით. როდესაც სახლში დაბრუდა სასწრაფოსთან ერთად, მეუღლე ტელეფონზე საუბრობდა ადამიანთან, ვინც ურჩევდა, როგორ უნდა მოქცეულიყო. მეუღლემ მის დანახვაზე ტელეფონი მოისროლა. მან აიღო მეუღლის ტელეფონი და თვითონ მოისმინა, როგორ უგეგმავდა ვიღაც მამაკაცი მის წინააღმდეგ ქმედებებს მის მეუღლეს. ს----ა ბ------–---–ს არც ექიმისთვის და არც გამომძიებლისთვის დაზიანების შესახებ არაფერი უთქვამს, არც შემაკავებელ ორდერში მიუთითებია ამის შესახებ. 2----–-–-----------------ს, თავად ამბობდა, რომ მისი მეუღლე იყო ავად და იყო სამკურნალო, თუმცა სიტყვიერი შეურაცხყოფა, არ მიუყენებია და არც სიცოცხლის მოსპობით დამუქრებია. 2----–-–---------------ს, მან მიაკითხა მეუღლეს სამსახურში, სთხოვდა შერიგებას, თუმცა მან ზურგი აქცია, რის გამოც მოუწია ხმამაღლა საუბარი და კვლავ გამოიწერა მის მიმართ შემაკავებელი ორდერი. მას სურდა მეუღლესთან შერიგება, რის გამოც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული შეზღუდვები, დაურეკა და მისალოცი მესიჯები მისწერა მას.

 

2.18. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი სხვა მტკიცებულებები, რითაც ძირითადად დადასტურდა საგამოძიებო ან საპროცესო მოქმედებების სისწორე, ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად/უარსაყოფად არარელევანტურია, რისი გათვალისწინებითაც სასამართლო მათ სიღრმისეულად არ მიმოიხილავს.

 

2.19. სასამართლო შეაფასებს ბრალდების შესახებ დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების რელევანტურ მტკიცებულებებს და განმარტავს, თუ რა ფაქტების უტყუარად დადგენის შესაძლებლობას იძლევა თითოეული მტკიცებულება ცალ-ცალკე და ერთობლიობაში.

 

2.20. პირველ რიგში, სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენის დროს, ს----ა ბ------–---–ი და გ---------–---–ი იმყოფებოდნენ ქორწინებაში.

 

2.21. ასევე, დაცვის მხარეს სადავოდ არ გაუხდია და სასამართლოსაც დადასტურებულად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ 2----–-–---------------ს გ---------–---–ის მიმართ გამოცემული იყო შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, რომლითაც განსაზღვრული ვალდებულებები ამ უკანასკნელმა დაარღვია, როდესაც 2----–-–----------------ს 2---- საათზე დაუკავშირდა ტელეფონით ს----ა ბ------–---–ს, ხოლო 2----–-–------------ებრს 1---- საათზე და 2----–-–------------------- საათზე, მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა ამ უკანასკნელს. შემდეგ გარემოებათა გამო: N------ შემაკავებელი ორდერით (03.1-.2---) დადგენილია, რომ გ---------–---–ს 30 დღის განმავლობაში ეკრძალებოდა მსხვერპლთან - ს----ა ბ------–---–თან ნებისმიერ სახის კომუნიკაცია - ტელეფონის, სოციალური ქსელისა და სხვა ტექნიკური საშუალებების გამოყენებით. დაზარალებულ ს----ა ბ------–---–ის ჩვენებით, დაზარალებულის მიერ გამოძიებისთვის წარდგენილი კომპანია ,,მ---------იდან“ მიღებული შემავალი-გამავალი ზარების დათვალიერების ოქმით (04.01.2---) და თავად ბრალდებულ გ---------–---–ის ჩვენებით (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს) უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ მიუხედავად 2--- წლის 3--------რის შემაკავებელი ორდერით დაწესებული შეზღუდვებისა, აკრძალვის მოქმედების პერიოდში, გ---------–---–ი მობილური ტელეფონით დაუკავშირდა და მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა მის მეუღლეს ს----ა ბ------–---–ს.

 

2.22. ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გ---------–---–მა 2----–-–----------------სა და 2----–-–------------ს, მის მეუღლესთან სატელეფონო კომუნიკაციით დაარღვია 2----–-–---------------ს, მის მიმართ გამოცემული შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები.

 

2.23. მხარეებს შორის დავის საგანს წარმოადგენდა ის გარემოება, რომ 2----–-–-----------------ს ა) იძალადა თუ არა გ---------–---–მა მის მეუღლეზე - ს----ა ბ------–---–ზე ფიზიკურად და ბ) დაემუქრა თუ არა ამ უკანასკნელს სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით.

 

ა) სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–-----------------ს, თბილისში, თ---------------------–-----------–--------------------------ში, გ---------–---–მა მის მეუღლეს - ს----ა ბ------–---–ს დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ს----ა ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულმა ს----ა ბ------–---–მა დაადასტურა, რომ 2----–-–-----------------ს, შინ დაბრუნებულს მეუღლე დახვდა ნასვამი, რომელმაც მიაყენა ჯერ სიტყვიერი შეურაცხყოფა (აგინებდა და წყევლიდა), რის შემდეგ მარცხენა ლოყაში დაარტყა ხელი, რაც ეტკინა (აეწვა) და გაუსივდა. ს----ა ბ------–---–ის ჩვენება სრულ თანხვედრაშია, როგორც მისივე მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმთან (0-.01.2---), სადაც დაზარალებულმა ერთმნიშვნელოვნად აღიდგინა მოვლენები და მიუთითა გამოძიებას თუ სად, და რა ვითარებაში მიაყენა მეუღლემ დაზიანება, ასევე სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------------------- დასკვნასთან (14.02.2---), რომლის მიხედვით ს----ა ბ------–---–ს დანაშაულის ჩადენის დღეს (1-.09.2---) დაუდგინდა მარცხენა ყვრიმალის არეში დაზიანება ჰემატომის სახით, რომელიც განვითარებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის ზემოქმედებით, მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს - ჯანმრთელობის მოუშლელად. სასასწრაფო სამედიცინო დახმარების ექიმის გ------ი ბ---------ის ჩვენებით, ვინც 2----–-–-----------------ს გაუწია პირველადი სამედიცინო დახმარება ს----ა ბ------–---–ს, ასევე დასტურდება ის გარემოება, რომ ს----ა ბ------–---–ს თვალნათლივ ეტყობოდა მარცხენა ყვრიმალზე დაზიანება, რომელიც დაზარალებულის განმარტებით, მას მეუღლემ მიაყენა. სსიპ სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის N--- პაციენტის სამედიცინო ბარათში (1-.09.2---) მითითებულია, რომ 2----–-–-----------------ს, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის N---- ბრიგადის მიერ ს----ა ბ------–---–ს გაეწია სამედიცინო დახმარება, რა დროსაც ს----ა ბ------–---–მა განმარტა, რომ მეუღლემ დაარტყა მუშტი სახეში. 2----–-–-----------------ს, ს----ა ბ------–---–ის სახეზე ძალადობის კვალის არსებობა, ასევე დაადასტურა პატრულ-ინსპექტორმა გ--–- გ------მ, რომელიც, დანაშაულის ჩადენიდან მალევე, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---------–---–მა ს----ა ბ------–---–ს დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

ბ) სასამართლოს ცალსახად დადასტურებულად მიაჩნია ის გარემოება, რომ 2----–-–-----------------ს, თბილისში, თ---------------------–-----------–--------------------------ში, გ---------–---–ი მის მეუღლეს - ს----ა ბ------–---–ს დაემუქრა სახის დასახიჩრებითა და სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. შემდეგ გარემოებათა გამო: დაზარალებულმა ს----ა ბ------–---–მა დაადასტურა, რომ 2----–-–-----------------ს, მას შემდეგ, რაც მეუღლემ ფიზიკურად იძალადა მასზე, ასევე უთხრა, რომ ლამაზ სახეს გამოფატრავდა და ღორივით დაკლავდა, მერე აიღო ჩანგალი და ჩარჭობით დაემუქრა. მან შეკივლა, რადგან შეეშინდა, კანკალებდა და შველას ითხოვდა. დაზარალებულის ჩვენება, მასზე განხორციელებულ მუქარასთან დაკავშირებითაც, სრულ თანხვედრაშია საგამოძიებო ექსპერტიმენტის ოქმთან (0-.01.2---), რომლითაც დადგენილია, რომ დაზარალებულმა ს----ა ბ------–---–მა გამოძიებას ზუსტად მიუთითა იმ ადგილზე, სადაც გ---------–---–ი დაემუქრა მას სახის დამახინჯებითა და ყელის გამოჭრით. პატრულ-ინსპექტორმა გ--–- გ------მ, რომელიც, დანაშაულის ჩადენიდან მალევე, მივიდა შემთხვევის ადგილზე, დაადასტურა, რომ დაზარალებული იყო აღელვებული, ტიროდა და სასწრაფოს ექიმი უწევდა დახმარებას. გ--–- გ------ს აღქმით, ს----ა ბ------–---–ი იყო აშკარად შეშინებული. სასამართლოსთვის, მუქარის ფაქტის სუბიექტურად შეფასებისთვის (რამდენად რეალურად აღიქვა იგი დაზარალებულმა) მნიშვნელოვანია, დაზარალებულის ჩვენების ის ნაწილი, როდესაც ამ უკანასკნელმა განმარტა, რომ მუქარის შემდეგ, მან შეჰკივლა, რადაგან შეეშინდა, კანკალებდა და შველას ითხოვდა, რაც არის ნორმალური რეფლექსი, როდესაც ადამიანი არის შეშინებული. ასევე მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ გ---------–---–მა სიტყვიერი მუქარის შემდეგ, აიღო ჩანგალი და გაიწია მისკენ, რითაც მოძალადემ, მუქარა, ობიექტურადაც მეტად რეალური გახადა. ამასთან, გასათვალისწინებელია დაზარალებულისა და ბრალდებულის წარსული ურთიერთობა, მუდმივი შიში, რომელშიც ს----ა ბ------–---–ს უწევდა ცხოვრება, რადგან არაერთი შემაკავებელი ორდერისა, რომელიც გაცემული იყო გ---------–---–ისგან ს----ა ბ------–---–ის დასაცავად, ვერ აღკვეთა მოძალადისგან მომდინარე საფრთხეები. ასევე სსიპ ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–---------------------- დასკვნით (2-.03.2---), დადაგენილია, რომ გ---------–---–ის ქმედების შედეგად ს----ა ბ------–---–ი განიცდიდა ფსიქოლოგიურ ტანჯვას. ამდენად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---------–---–ი სიცოცხლის მოსპობითა და ჯანმრთელობის დაზიანებით დაემუქრა ს----ა ბ------–---–ს, რა დროსაც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების რეალური შიში.

 

2.24. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, no 37801/97; 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილება §34; ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Van de Hurk v. the Netherlands, no 16034/90; 1994 წლის 19 აპრილის გადაწყვეტილება §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, no 21522/93; 1997 წლის 29 მაისის გადაწყვეტილება §43). ამდენად სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დაცვის მხარის საკვანძო არგუმენტებზე და განმარტავს, თუ რატომ არ იზიარებს მათ.

 

2.25. დაცვის მხარის პოზიციით: ა) ბრალდების მხარეს სასამართლოში არ წარმოუდგენია და მოწმის სახით არ დაუკითხავს ბრალდებულისა და დაზარალებულის შვილი ლ---- კ---–---–ი, რომელიც სავსებით შეცვლიდა საქმის ვითარებას. ბ) საჯარო მოხელეების (გამომძიებლების) დაკითხვა არ შეიძლება მიღებული იქნეს პირდაპირ მტკიცებულებებად, მითუფრო, როდესაც მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე არ ყოფილან ოჯახური ძალადობისა და მუქარის თვითმხილველი მოწმეები.

 

2.26. სასამართლო პირველ რიგში აღნიშნავს, რომ ა) დაცვის მხარეს, სამართალწარმოების არც ერთ ეტაპზე არ განუცხადებია, რომ მოწმე ლ---- კ---–---–ი იყო მნიშვნელოვანი მოწმე, რომლის ჩვენება არსებითად შეცვლიდა საქმის მსვლელობას, მეტიც დაცვის მხარეს, არც კი მიუთითებია ლ---- კ---–---–ი იმ მოწმეთა სიაში, რომლის დაკითხვა დაცვის მხარეს სურდა საქმის არსებითად განხილვისას. ამ მოცემულობისას, როდესაც დაცვის მხარემ, დასკვნითი სიტყვის ეტაპზე განაცხადა, რომ მოწმე ლ---- კ---–---–ი შესაძლოა ფლობდეს საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას (თუმცა მისი დაკითხვის სურვილი თავად არასდროს გამოუთქვამს) სასამართლო, გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზით, შეეცდება გაარკვიოს, თუ რამდენად წონადი ინფორმაციის მატარებელი შეიძლება ყოფილიყო ამ მოწმის ჩვენება 2--- წლის 1- ს---------ის ძალადობისა და მუქარის ფაქტებთან მიმართებით. სასამართლოში დაკითხულმა სასწრაფო დახმარების ექიმმა გ------ი ბ---------მა, დაადასტურა, რომ შემთხვევის ადგილზე ყოფნისას მას დაზარალებულისა და ბრალდებულის გარდა, მათი ოჯახის სხვა წევრი არ უნახავს, ხოლო პატრულ-ინსპექტორმა, ჩვენებაში დასძინა, რომ შემთხვევის ადგილზე მოგვიანებით მივიდა ლ---- კ---–---–ი, რომელმაც არაფერი იცოდა მომხდარის შესახებ. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოწმე ლ---- კ---–---–ი, რომელიც შემთხვევის დროს საერთოდ არ იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, ვერაფრით მიაწვდიდა სასამართლოს ისეთი არსებითი ხასიათის ინფორმაციას, რაც შეცვლიდა საქმის მსვლელობას. ამასთან, სასამართლოს სურს ხაზგასმით აღნიშნოს, რომ, როდესაც დაცვის მხარე სასამართლოს წინაშე ასეთი ხასიათის არგუმენტს აცხადებს, სასამართლოს, როგორც მინიმუმ, უჩნდება იმის ლეგიტიმური მოლოდინი, რომ მხარისვე ინტერესშია წარმოადგინოს და დაკითხოს ეს მოწმე, რაც არამც და არამც არ იქნება მტკიცების ტვირთის შეცვლა. ბ) სასამართლო, ასევე ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, იმის თაობაზე, რომ საჯარო მოხელეების (გამომძიებლების) ჩვენებები არ შეიძლება მიღებული იქნეს პირდაპირ მტკიცებულებებად, ვინაიდან პირველ რიგში აღნიშნავს, რომ სასამართლოს დასკვნა ბრალდებულის უდანაშაულობა/დამნაშავეობასთან დაკავშირებით, დამყარებულია არა მხოლოდ პოლიციელების ჩვენებებზე, რომლებიც, თავის მხრივ გამყარებულია სხვა არაერთი პირდაპირი მტკიცებულებით, როგორიც არის მაგალითად, დაზარალებულისა და შემთხვევის ადგილზე მყოფი ექიმის ჩვენებები. ამასთან, სასამართლო, კიდევ ერთხელ ხაზგასმით აღნიშნავს, რომ პოლიციელების ჩვენება არ არის პრეზუმცია და მხოლოდ მათი სტატუსიდან გამომდინარე არ შეიძლება მათი ჩვენების ერთმნიშვნელოვნად გაზიარება საპირწონე არგუმენტების შეფასების გარეშე. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მის გადაწყვეტილებაში მიქიაშვილი საქართველოს წინააღმდეგ შენიშნა, რომ ხელისუფლების ორგანოების გადაწყვეტილებებიდან აშკარად ჩანდა, რომ ისინი დაეყრდნენ, ძირითადად, ინციდენტში მონაწილე პოლიციელთა ჩვენებებს. შიდასახელმწიფოებრივმა სასამართლომ არ მიიჩნია, რომ განმცხადებლის ჩვენება მის მიმართ არააუცილებელი და არათანაბარზომიერი ძალის გამოყენებაზე იყო სანდო, ვინაიდან ეს ჩვენება ასახავდა პირად აზრს და ბრალდებულის მიერ პოლიციელების დადანაშაულებას წარმოადგენდა. თუმცა იმავდროულად, ეროვნული სასამართლოებისათვის მისაღები იყო პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ისე, რომ ამასთან დაკავშირებით დამაჯერებელი დასაბუთება არ მოუყვანიათ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო აღნიშნავს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა არ გაითვალისწინეს ის ფაქტი, რომ პოლიციელთა ჩვენებები, ასევე შესაძლოა, რომ სუბიექტური ყოფილიყო და, სავარაუდოდ, მიზნად ისახავდა მათი მხრიდან ბრალდებულის მიმართ სავარაუდო არასათანადო მოპყრობის გამო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობისგან თავის არიდებას. ამ თვალსაზრისით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ პოლიციელთა ჩვენებების სანდოობა ასევე უნდა დამდგარიყო კითხვის ნიშნის ქვეშ, ვინაიდან გამოძიებას უნდა დაედგინა, იყვნენ თუ არა პოლიციელები არასათანადო მოპყრობაზე პასუხისმგებლები (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Mikiashvili v. Georgia, განაცხადი no. 18996/06, 2012 წლის 9 ოქტომბრის გადაწყვეტილება §82). ამდენად, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით დადგენილი სტანდარტის შესაბამისად, სასამართლომ, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეში, კრიტიკულად შეისწავლა იმ პოლიციელთა ჩვენებები, რომლებიც უშუალოდ ამხელდნენ გ---------–---–ს დანაშაულის ჩადენაში და მიაჩნია, რომ ჩვენებები არის სანდო და თანმიმდევრული, სრულ თანხვედრაშია დაზარალებულისა და ექიმის ჩვენებებთან და იმის გათვალისწინებითაც, რომ არც დაცვის მხარეს გაუხდია სადავოდ განსახილველ სისხლის სამართლის საქმეში პოლიციელთა რაიმე სახის პირადი დაინტერესება, მათში გონივრული ეჭვის შეტანის საფუძველი, სასამართლოს არ გაჩენია. ამდენად, სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის მითითებას, რომ საქმეში არ არსებობს უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა 2--- წლის 1- ს---------ის ძალადობისა და მუქარის ფაქტების დასადასტურებლად.

 

2.27. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა, საქმეში არსებული მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1-1.3. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.

 

3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:

 

3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.

 

4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლით კრიმინალიზებულია ოჯახური ძალადობა - ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, სისტემატური შეურაცხყოფა, შანტაჟი, დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ მუხლის მიზნებისათვის ოჯახის წევრად ითვლება: მეუღლე, დედა, მამა, პაპა, ბებია, შვილი (გერი), შვილობილი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, ნაშვილები, მიმღები ოჯახი (დედობილი, მამობილი), მეურვე, შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობლები, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, აგრეთვე პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

4.2. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის (ოჯახის წევრის) ფიზიკური და ფსიქიკური ჯანმრთელობა. დანაშაული გამოიხატება: ა) ძალადობაში; ბ) სისტეტამტურ შეურაცხყოფაში, შანტაჟსა და დამცირებაში. ოჯახში ძალადობა (სსკ-ს 1261 მუხლი) შედეგიანი დელიქტია და მისი შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ სუბიექტის ქმედებით დაზარალებულმა განიცადოს ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა, ამასთან, ამ ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული მძიმე შედეგი.

 

4.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უტყუარად არის დადასტურებული, რომ 2----–-–-----------------ს, ქ.თბილისი, თ---------------------–-----------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ---------–---–მა მის მეუღლეს ს----ა ბ------–---–ს დაარტყა ხელი სახეში, რა დროსაც ს----ა ბ------–---–მა განიცადა ფიზიკური ტკივილი. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - ოჯახში ძალადობის (ოჯახის ერთი წევრის მიერ მეორის მიმართ ძალადობა, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი და რასაც არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 117-ე, 118-ე ან 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.

 

4.4. სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია მუქარისთვის, რაც გულისხმობს სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარას, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ამ დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ მუქარა მიმართული იყოს სიცოცხლის მოსპობის, ჯანმრთელობის დაზიანების ან ქონების განადგურებისაკენ. ქმედების მუქარად დაკვალიფიცირებისათვის გადამწყვეტია, რომ მუქარის ადრესატს გაუჩნდეს საფუძვლიანი შიში, რომ მუქარა რეალურად განხორციელდება.

 

4.5. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-111 მუხლით განსაზღვრულია პასუხისმგებლობა ოჯახური დანაშაულისთვის, რაც განმარტებულია, როგორც ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 108-ე, 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 120-ე, 125-ე, 126-ე, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−151-ე, 160-ე, 171-ე, 253-ე, 255-ე, 2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით. ამავე მუხლის შენიშვნის თანახმად, ოჯახის წევრი არის - მეუღლე.

 

4.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უტყუარად არის დადასტურებული, რომ 2----–-–-----------------ს, ქ. თბილისი, თ---------------------–-----------–--------------------------ში მდებარე საცხოვრებელ ბინაში გ---------–---–ი მის მეუღლეს - ს----ა ბ------–---–ს დაემუქრა სახის დასახიჩრებითა და სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ამ უკანასკნელს გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - მუქარის (სიცოცხლის მოსპობისა და ჯანმრთელობის დაზიანების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში) შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.

 

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლით კრიმინალიზებულია დამცავი ან შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნების ან/და ვალდებულებების შეუსრულებლობა. განსახილველი დანაშაულისგან დაცული ძირითადი სამართლებრივი სიკეთეა მართლმსაჯულების ინტერესი, ხოლო დამატებითი - ადამიანის უფლებები და თავისუფლებები, კერძოდ ოჯახის წევრთა უფლებრივი თანასწორობა, ფიზიკური და ფსიქოლოგიური ხელშუხებლობა. ,,ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის აღკვეთის, ძალადობის მსხვერპლთა დაცვისა და დახმარების შესახებ“ 2006 წლის 25 მაისის საქართველოს კანონის მე-10 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის ფაქტზე ოპერატიული რეაგირებისათვის უფლებამოსილი ორგანოს მიერ მსხვერპლის დაცვისა და მოძალადის გარკვეული მოქმედებების შეზღუდვის უზრუნველსაყოფად შესაძლებელია დროებითი ღონისძიების სახით გამოიცეს, მათ შორის შემაკავებელი ორდერი - პოლიციის უფლებამოსილი თანამშრომლის მიერ გამოცემული აქტი, რომლითაც განისაზღვრება ქალთა მიმართ ძალადობის ან/და ოჯახში ძალადობის შემთხვევაში მსხვერპლის დაცვის დროებითი ღონისძიებები. შემაკავებელი ორდერი შესაძლებელია ითვალისწინებდეს მოძალადის მსხვერპლთან ურთიერთობის, მსხვერპლის დაცვისა და უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად სხვადასხვა მოთხოვნებსა და ვალდებულებებს, რომელთა შუსრულებლობა იწვევს სისხლისამართლებრივ პასუხისმგებლობას.

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებებით, უტყუარად არის დადასტურებული, რომ 2----–-–---------------ს გ---------–---–ის მიმართ გამოცემული იქნა შემაკავებელი ორდერი 30 დღის ვადით, რომლითაც მას ეკრძალებოდა მსხვერპლთან - ს----ა ბ------–---–თან ნებისმიერ სახის კომუნიკაცია, თუმცა მიუხედავად ამისა, გ---------–---–ი 2----–-–------------ებრს და 2----–-–------------ს ტელეფონით დაუკავშირდა და მოკლე ტექსტური შეტყობინებები გაუგზავნა ს----ა ბ------–---–ს, რითაც დაარღვია შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნები და ვალდებულებები. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---------–---–ის ქმედებაში სახეზეა დანაშაულის - შემაკავებელი ორდერით გათვალისწინებული მოთხოვნებისა და ვალდებულებების შეუსრულებლობა, შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.

 

4.9. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე უტყუარად დადასტურდა, რომ გ---------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულები, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. სასამართლო, სასჯელის დანიშვნის დროს აღნიშნავს, რომ გ---------–---–ის პასუხისმგებლობის გამოხატულად შემამსუბუქებელი ან დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.

 

6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდქესის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.

 

6.4. ამდენად, სასამართლო, სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის პირად მოტივს და დამნაშავის მიზანს - ფიზიკური ძალადობითა და მუქარით მუდმივ სტრესსა და შიშში ემყოფებინა დაზარალებული, ქმედებაში გამოვლენილ მყარ მართლსაწინააღმდეგო ნებას - სახეზეა ძალადობრივ დანაშაულთა სიმრავლე, ასევე მოძალადის მიმართ გამოყენებული არაერთი შემაკავებელი ორდერისა, რეალურად ვერ განხორციელდა მსხვერპლის მიმართ ძალადობის პრევენცია, ქმედების განხორციელების სახეს - ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ძალადობასა და მუქარას, მართლსაწინააღმდეგო შედეგს - დადასტურებულია, რომ გარდა ტკივილისა და სტრესისა, მოძალადის მოქმედებით დაზარალებული განიცდიდა ტანჯვას.

 

6.5. ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის 2002 წლის 30 აპრილის ქალთა ძალადობისაგან დაცვის რეკომენდაციაზე (რეკ(2002)5), სადაც აღნიშნულია, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა შემოიღონ, განავითარონ ან/და გააუმჯობესონ, საჭიროების მიხედვით, ეროვნული პოლიტიკა ძალადობის წინააღმდეგ მსხვერპლთა მაქსიმალური უსაფრთხოებისა და დაცვის, მხარდაჭერისა და დახმარების, სისხლის და სამოქალაქო სამართალში ცვლილებების, საზოგადოების ცნობიერების ამაღლებისა და ქალთა წინააღმდეგ ძალადობის სფეროში მომუშავე პროფესიონალების წვრთნისა და პრევენციის საშუალებით. მინისტრთა კომიტეტმა რეკომენდაცია გასცა მასზედ, რომ წევრ სახელმწიფოებმა დასჯადი გახადონ ქალების წინააღმდეგ ძალადობა, მათ შორის ფეხმძიმეთა მოწყვლადობის ბოროტად გამოყენება, დაცვის უნარის არმქონე, ავადმყოფი, უნარშეზღუდული და დამოკიდებული მსხვერპლების მიმართ სერიოზული ძალადობა, სექსუალური ძალადობა და გაუპატიურება, ისევე როგორც დამნაშავის მიერ უფლებამოსილების ბოროტად გამოყენება. რეკომენდაცია ასევე მიუთითებს, რომ წევრმა სახელმწიფოებმა უნდა უზრუნველყონ, რომ ძალადობის ყველა მსხვერპლს შეეძლოს სამართალწარმოების დაწყება, უნდა არსებობდეს დებულებანი, რომლებიც უზრუნველყოფენ სისხლის სამართალწარმოების დაწყებას პროკურორის მიერ, მოუწოდებს პროკურორებს ქალთა წინააღმდეგ ძალადობა მიიჩნიონ გადამწყვეტ გარემოებად იმის განსაზღვრისას, თუ რამდენად საჭიროა საქმის აღძვრა, უზრუნველყონ, რომ მსხვერპლთა დასაცავად მიღებულ იქნას ეფექტიანი ზომები, მუქარისა და შურისძიების შესაძლო შემთხვევების წინააღმდეგ და გადადგმულ იქნას კონკრეტული ნაბიჯები ბავშვთა დასაცავად სამართალწარმოების მიმდინარეობისას.

 

6.6. ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, მის გადაწყვეტილებაში ხაზი გაუსვა ოჯახური ძალადობის განსაკუთრებულ სიმძიმეს: ეს არის ზოგადი პრობლემა, რომელიც ეხება ყველა წევრ სახელმწიფოს და რომელიც ყოველთვის არ ჩანს ზედაპირზე, რადგან ის ხდება პირად ურთიერთობებში ან დახურულ წრეებში და ამის შედეგად მხოლოდ ქალები არ ზარალდებიან,..რეალურად ამ ფენომენის შედეგად ხშირად ზარალდებიან ბავშვებიც, პირდაპირ თუ არაპირდაპირ (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2009 წლის 9 ივნისის გადაწყვეტილება საქმეზე Opuz v. Turkey, No. 33401/02).

 

6.7. ამდენად, სასამართლო ევროპის საბჭოს მინისტრთა კომიტეტის რეკომენდაციისა და ზემოაღნიშნულ საქმეში ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებების პირობებში თვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივს - ეჭვიანობას, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნებას - ჩადენილია ძალადობრივი დანაშაული, ქმედების საზოგადობრივ საშიშროებასა და ხასიათს, რაც მისი გავრცელების მასშტაბების/სპეციფიკის გათვალისწინებით მომეტებული საშიშროების მატარებელია, რისი გათვალისწინებითაც, სასამართლოს მიაჩნია, რომ სამართლიანობის აღდგენა (დაზარალებულის სამართლიანი დაკმაყოფილება), ახალი დანაშაულის თავიდან აცილება (დანაშაულის პრევენცია) და მსჯავრდებულის რეაბილიტაცია შესაძლებელია გ---------–---–ის მიმართ მხოლოდ თავისუფლების აღკვეთის გამოყენებით და უფრო მსუბუქი სასჯელი იქნებოდა სასამართლოს მხრიდან გამოჩენილი არაგონივრული ლმობიერება, რაც ხელს ვერ შეუწყობდა სასჯელის მიზნების რეალურად განხორციელებას.

 

6.8. ამდენად, სასამართლოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ გ---------–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6-6 თვის ვადით. ამასთან, ვინაიდან გ---------–---–ი არის ნასამართლობის არმქონე, მას დანაშაულთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.

 

7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ს----ა ბ------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამსახველი ფოტოცხრილი დატანილი ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. გ---------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111,151-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 3811-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული სასჯელები და გ---------–---–ს, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

2. გ---------–---–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების მომენტიდან - 2018 წლის 4 იანვრიდან.

 

3. ნივთმტკიცება - ს----ა ბ------–---–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტისას ამსახველი ფოტოცხრილი დატანილი ელექტრონულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე