გადაწყვეტილება

სამოქალაქო 19.04.2019
საქმის ნომერი
330210118002554054
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
19.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/21783-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19 აპრილი 2-19 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე თი-ათი- ეცადაშვილი

სხდომის მდივანი ნატო ხელაშვილი

მოსარჩელე - მა----მ ბო------–---–ი

მოპასუხე- ნი-ა სა-----–---–ი

წარმომადგენელი - ვა–ა შო–--–---–ი

დავის საგანი სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ცვლილება შევიდეს 2-18 წლის 1------სს ნოტარიუს მი------ა რა--–---–-ს მიერ გაცემულ N1-------- სააღსრულებო ფურცელში და 2-17 წლის 11 ნოემბერს შედგენილ სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდი-არე აღიარებულ იქნეს ნი-ა სა-----–---–ის მიმართ ვალის არსებობა - ძირი თანხა 39 800 ლარი, პროცენტი - 2514 ლარი, ხოლო შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო შემცირებული იქნეს 0.001% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2-18 წლის 11 მაისიდან 2-18 წლის 3 ივლისამდე შეადგენს 21 ლარს.

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

 

2-17 წლის 11 ნოემბერს მოსარჩელესა და ნი-ა სა-----–---–ს შორის გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის მიხედვით მა----მ ბო------–---–ს გადაეცა 39 800 ლარი, ყოველთვიურად 2.5%-ის დარიცხვით, ხოლო პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.09%.

 

კერძო აღმასრულებლის მიერ გაცემული წი-ადადებიდან გადაწყვეტილების შესარულების შესახებ ირკვევა, რომ კრედიტორი მოითხოვს 44 823 ლარის გადახდას, საიდანაც ძირი თანხაა - 39 800 ლარი, ყოველთვიური სარგებელი 3000 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 2-23 ლარი, რაც წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას.

 

მოსარჩელის განმარტებით იგი მზადაა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება და გადაიხადოს სესხის ძირითადი თანხა და მასზე დარიცხული სარგებელი, რაც კრედიტორს ეკუთვნოდა ხელშეკრულების მოქმედების ექვს თვიან ვადაში. მოსარჩელე მოითხოვს შემცირდეს პირგასამტეხლო და სარგებელი სასარჩელო მოთხოვნაში დასახელებული ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2. მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და მიუთითა, რომ სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა მხარეთა შეთანხმებით. იგი არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, ამასთანავე გაურკვეველია რა მეთოდით ანგარიშობს მოსარჩელე გადაუხდელი სარგებლის ოდენობას.

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2-17 წლის 11 ნოემბერს მა----მ ბო------–---–ს და ნი-ა სა-----–---–ს შორის სანოტარო წესით გაფორმდა სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მოსარჩელემ სესხის სახით მიიღო 39 800 ლარი 6 თვის ვადით ყოველთვიურად სესხის ძირითად თანხაზე 2.5%-ის (წლიური 30%) დარიცხვით. პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.09%.

 

ხელშეკრულების თანახმად სესხის გადახდა უზრუნველყოფილია მსესხებლის უძრავი ქონებით მდებარე: თბილისი, წუ-–------ს I--–----------, ბი-ა 2-, ს/კ 0-----------------------

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-2-)

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. მა----მ ბო------–---–მა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და კრედიტორის მოთხოვნის საფუძველზე ნოტარიუს მი------ა რა--–---–-ს მიერ 2-18 წლის 1------სს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა 39 800 ლარი, სარგებელი 3980 ლარი, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.09% 2-18 წლის 11 მაისიდან აღსრულებამდე. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 21-23)

 

3.2.2. 2-18 წლის 13 ივლისს კერძო აღმასრულებლის მიერ გაცემული წი-ადადებიდან გადაწყვეტილების შესრულების შესახებ, ირკვევა, რომ აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა 39 800 ლარი, სარგებელი 3980 ლარი, ჯამში 43 780 ლარი, აგრეთვე პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.09% 2-18 წლის 11 მაისიდან აღსრულებამდე.

 

აქვე აღნიშნულია, რომ კრედიტორმა 2-18 წლის 13 ივლისს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოთხოვნა შეამცირა 980 ლარით, შესაბამისად მსესხებლის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 44 822.82 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- წი-ადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 24-27)

- კერძო აღმასრულებლის წერილზე პასუხი (ს.ფ 32)

 

3.2.3. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ სააღსრულებო ფურცლით მოთხოვნილი სარგებლის ოდენობა უნდა შემცირდეს და განისაზღვროს 2514 ლარით, ვი-აიდან მას სარგებლის სახით გადახდილი აქვს 2-0 აშშ დოლარი, რაც გადახდის დროისათვის ეროვნული ბანკის მონაცემებით ლარის მიმართ უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსი შეადგენდა (2-0X2.42) 484 ლარს.

 

საქმეში წარმოდგენილია მოსარჩელის მიერ 2-0 აშშ დოლარის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც თარიღდება 2-18 წლის 27 მარტით. აღმასრულებლის მიერ გაცემული წი-ადადებით და მოპასუხის ახსნა-განმარტებიდან დგი-დება, რომ როდესაც კერძო აღმასრულებელთან წარდგენილი 2-0 აშშ დოლარის გადახდის ქვითარი ნახა დარწმუნდა, რომ ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის გაცემის დროს თანხებთან მიმართებაში დაშვებული ჰქონდა უზუსტობა. შესაბამისად, 2-18 წლის 13 ივლისს განცადებით მიმართა აღმასრულებელს და მოთხოვნა შეამცირა 980 ლარით, რაც გაცილებით აღემატება მოსარჩელის მიერ (2-0 აშშ დოლარი) გადახდილ თანხას. მოცემულ შემთხვევაში ირკვევა, რომ კრედიტორმა სარგებლის მოცულობა თავისი ი-იციატივით შეამცირა გონივრული ოდენობით. სასამართლოს მიაჩნია, რომ 2-17 წლის 11 ნოემბერს სესხისა და იპოთეკის ხელშეკრულებით მხარეთა თავისუფალი ნების გამოვლენის საფუძველზე განსაზღვრული საპროცენტო სარგებელი – ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის 2.5% მხარეთა უთანასწორო მდგომარეობაში ჩაყენების შესახებ დასკვნის საფუძველს არ იძლევა, არ წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, შესაბამისად, არ ეწი-ააღმდეგება საჯარო წესრიგსა და ზნეობის ნორმებს და იგი არ უნდა შემცირდეს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ 21-23)

- წი-ადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ 24-27)

- შემოსავლის ორდერი (ს.ფ 28)

- უცხოური ვალუტის გაცვლის ოფიციალური კურსის შესახებ ი-ფორმაცია (ს.ფ 29)

- მხარეთა ახსნა-განმარტება;

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეების ახსნა-განმარტებებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე მიიჩნევს, რომ მა----მ ბო------–---–ის მოთხოვნა სააღსრულებო ფურცელში ცვლილების შეტანის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317ე, 319-ე, 327-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 42--ე, 623-ე, 625-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 2-17 წლის 11 ნოემბერს დადებული სესხის და იპოთეკის ხელშეკრულება, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

როგორც უკვე აღი-იშნა მოსარჩელე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნით სადავოდ ხდის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულებიდან გამომდი-არე სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობას. ამასთან, წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელის მოთხოვნაა განხორციელდეს სააღსრულებო ფურცელში ცვლილება სარგებლის და პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრის ნაწილში.

 

საქართველოს სამოქალაქო 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწი-ებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა ში-აარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწი-ებული არ არის, მაგრამ არ ეწი-ააღმდეგება მას.

 

ხელშეკრულების ძალით სამოქალაქო ურთიერთობის მონაწილეები, ნების თავისუფალი გამოვლენის საფუძველზე, კისრულობენ ვალდებულებას შეასრულონ ან არ შეასრულონ ესა თუ ის მოქმედება. ხელშეკრულების დადების პრი-ციპი მოიცავს როგორც ხელშეკრულების დადების თავისუფლებას, ასევე ხელშეკრულების ში-აარსის თავისუფლად განსაზღვრის შესაძლებლობას. ხელშეკრულების მხარეებს თვითონვე შეუძლიათ დამოუკიდებლად შეთანხმდნენ ხელშეკრულების ყველა საკითხზე, მათ უფლება აქვთ ერთმანეთს შორის ურთიერთობა ისე მოაწესრიგონ, როგორც მათ სურთ. ამდენად, ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე.

 

სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწი-ებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრი-ციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების ში-აარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრი-ციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს, კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსი-დისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწი-ებულ იქნეს პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

დადგენილია, რომ მა----მ ბო------–---–მა დაარღვია 2-17 წლის 11 ნოემბრის სესხის და იპოთეკის ხელშეკრულების გრაფიკით ნაკისრი ვალდებულება მოპასუხის მიმართ სესხის დაბრუნების თაობაზე.

 

დადგენილია, რომ ნოტარიუს მი------ა რა--–---–-ს მიერ 2-18 წლის 1------სს გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი, რომლის მიხედვით აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა: სესხის ძირითადი თანხა 39 800 ლარი, სარგებელი 3980 ლარი, პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ძირითადი თანხის 0.09% 2-18 წლის 11 მაისიდან აღსრულებამდე. სააღსრულებო ფურცლის მიხედვით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონება მიექცა აღსასრულებლად.

 

დადგენილია, რომ მოპასუხემ კერძო აღმასრულებელთან წარადგი-ა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცელი და მოითხოვა მისი აღსრულება. აღმასრულებლის მიერ გაცემულ წი-ადადებაში აღნიშნულია, რომ კრედიტორმა 2-18 წლის 13 ივლისს განცხადებით მიმართა კერძო აღმასრულებელს და მოთხოვნა შეამცირა 980 ლარით, შესაბამისად მსესხებლის მიმართ არსებული დავალიანება შეადგენს 44 822.82 ლარს.

 

სასამართლომ გამოიკვლია საქმეში არსებული მტკიცებულებები და მიაჩნია, რომ სარგებლის შემცირების ნაწილში მოსარჩელის განმარტებები დაუსაბუთებელია და არ უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლოს მოსაზრება ემყარება წი-ამდებარე გადაწყვეტილების 3.2.3. ფაქტობრივ გარემოებაში განვითარებულ მსჯელობას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის გადაუხდელი თანხის 0.09%-ის ოდენობით. დადგენილია, რომ მოვალეს არ შეუსრულებია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდი-არე, კრედიტორს, ნი-ა სა-----–---–ს უფლება აქვს მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა.

 

მოსარჩელე მიიჩნევს, რომ სააღსრულებო ფურცელში ასახული პირგასამტეხლოს ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია და ითხოვს მის შემცირებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 42--ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწი-ებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. ამასთან, კანონმდებელი ანიჭებს რა სასამართლოს პირგასამტეხლოს შემცირების უფლებას, ეს იმდაგვარად არ უნდა იქნეს გაგებული, რომ სასამართლომ ყველა შემთხვევაში უნდა გამოიყენოს თავისი ეს დისკრეციული უფლებამოსილება. კანონმდებელი განსაზღრავს პირგასამატეხლოს შემცირების აუცილებელ წი-აპირობას. კერძოდ, მოთხოვნილი/დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი უნდა იყოს. შეუსაბამოდ მაღალია თუ არა პირგასამტეხლო, უნდა გადაწყდეს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების შეფასების შედეგად. ამასთან, შეფასების მიზნებისათვის მხედველობაში მიიღება პირგასამტეხლოს აშკარა შეუსაბამობა ვალდებულების დარღვევის შედეგებთან, რაც შეიძლება გამომდი-არეობდეს პირგასამტეხლოს განსაკუთრებით მაღალი პროცენტიდან, ზიანის უმნიშვნელო ოდენობიდან, ვალდებულების დარღვევის მოკლე ვადიდან და ა.შ. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლოდ გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად აღემატებოდეს ძირითად დავალიანებას. აღნიშნულიდან გამომდი-არე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ნაწილობრივ უნდა გაუქმდეს ნოტარიუს მი------ა რა--–---–-ს მიერ 2-18 წლის 1------სს გაცემული სააღსრულებო ფურცელი „პირგასამტეხლოს ძირი თანხის 0.09%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე აღსრულებამდე“ ნაწილში და მისი ოდენობა განისაზღვროს ძირი თანხის 0.05%-ის ოდენობით. რაც შეეხება პერიოდს, რომელიც განისაზღვრა საააღსრულებო ფურცლით, ამ ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2-18 წლის 11 მაისიდან 2-18 წლის 3 ივლისამდე პირგასამტეხლოს გადახდის პერიოდის განსაზღვრის თაობაზე უნდა ეთქვას უარი.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდი-არე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს სარჩელის მხოლოდ ნაწილობრივ დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაში- ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ვი-აიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მა----მ ბო------–---–ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბა–ის სანაცვლოდ გადახდილი - 45 ლარი.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წი-ადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩი-ებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩი-ების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2-18 წლის 2- ივლისის განჩი-ებით სარჩელზე გამოყენებული იქნა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

 

ვი-აიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ზ/აღნიშნული მუხლის თანახმად, არ არსებობს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მა----მ ბო------–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს მი------ა რა--–---–-ს მიერ 2-18 წლის 1------სს გაცემულ სააღსრულებო ფურცელში და პირგასამტეხლოს ოდენობა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.09%-ის ნაცვლად განისაზღვროს 0.05% -ით;

 

1.2. სარგებლის შემცირებისა და პირგასამტეხლოს პერიოდის განსაზღვრის ნაწილში მოსარჩელეს უარი ეთქვას სარჩელის დაკმაყოფილებაზე;

 

2. ნი-ა სა-----–---–ს, მა----მ ბო------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბა–ის სანაცვლოდ - 45 ლარის გადახდა;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწი-ებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით.

 

4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 2- და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წი-ააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე თი-ათი- ეცადაშვილი