განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმეN020-00-1700-6-4419(1/5-20-7)
განაჩენი
საქართველოს სახელით
15 იანვარი, 20-8 წელი ქ. ზუგდიდი
ზ უ გ დ ი დ ი ს რ ა ი ო ნ უ ლ ი ს ა ს ა მ ა რ თ ლ ო
მოსამართლე - ნა--რული აკობიამ
სხდომის მდივანი - მარიამ თოდუას
ბრალდების მხარე: პროკურორი-მი--------------–---ს და მი---------–-------–-ს
დაცვის მხარე: ადვოკა--ი- არ---–-–---–---–-ს და მა-–--------–-----ს
გი------------–-–---–-ს, იო---------–--ს და ხა------------–--ს
ბრალდებული-ირ---–---------–---ს
მონაწილეობით ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე
1.ბრალდებული: ტო--–-------------ს მიმართ
მამის სახელი: თე-----ი
დაბადებული: 1-.1-.1--2 წელს
პირადი ნომერი: 39--------8
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
დაოჯახებული
ნასამართლობა: მოხსნილი
მისამართი: ქ. თბ--–-----–--–------–---------------------------------------------------------–---------------------------1
რეგისტრირებული: ქ. თბ--–-----–--–------–---------------------------------------------------------–---------------------------1
აღკვეთის ღონისძიების სახით პა--იმრობა შეფარდებული
ძებნილი
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით
2.ბრალდებული: ირ---–---------–---ს მიმართ
მამის სახელი: მა-–----ი
დაბადებული: 2-.0-.1--3 წელს
პირადი ნომერი: 01--------1
საქართველოს მოქალაქე
საშუალო განათლების მქონე
დაოჯახებული
ნასამართლობა: არ მქონე
მისამართი: ქ. თბ--–------------–--------------8
რეგისტრირებული: ქ. თბ--–--------------------------- /5ა
აღკვეთის ღონისძიების სახით გირაო შეფარდებული
დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
ტო--–-------------ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ტო--–-------------ს ბრალი დაედო მასში, რომ ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა.
ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა
და ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.
20-6 წლის 22 ნოემბერს ტო--–-რ (ტა--ო) კი------ე და ირ---–---------–---, ამ უკანასკნელის კუთვნილი „Mercedes-Benz ML” მარკის ავტომანქანით მივიდნენ ქ. სე---–---------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ტო--–-რ კი------ეს შელაპარაკება მოუვიდა გი-------–-–---–თან. ტო--–-------------მ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით გი-------–-–---–ს მიაყენა შემავალი ჭრილობები მუცლის, გულმკერდისა და კეფის (თავის) არეში, რის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ტო--–-------------მ მართლსაწინააღმდეგოდ შეიძინა და შეინახა ცეცხლსასროლი იარაღი და საბრძოლო მასალა, რასაც მართლსაწინააღმდეგოდ ა--არებდა 20-6 წლის 22 ნოემბერს ქ. სე---–---------------–---------ში ყოფნისას.
ირ---–---------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდების არსი და ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ირ---–---------–---ს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის დაფარვა, წინასწარ შეუპირებლად.
20-6 წლის 22 ნოემბერს ტო--–------------- და ირ---–---------–---, ამ უკანასკნელის კუთვნილი „Mercedes-Benz ML” მარკის ავტომანქანით მივიდნენ ქ. სე---–---------------–---------ში მდებარე საცხოვრებელ კორპუსში, სადაც ტო--–-------------ს შელაპარაკება მოუვიდა გი-------–-–---–თან. ტო--–-რ კი------ემ ცეცხლსასროლი იარაღიდან რამდენიმე გასროლით ჩაიდინა გი-------–-–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობა, რის შემდეგ ირ---–---------–---მ მისი კუთვნილი ავტომანქანით შემთხვევის ადგილს განარიდა და გადამალა ტო--–-რ კი------ე.
ბრალდებულმა ტო--–-------------მ თავი აარიდა გამოძიების ორგანოში გამოცხადებას და ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-6 წლის 30 ნოემბრის განჩინებით აღკვეთის ღონისძიების სახით შეერჩა პა--იმრობა, 20-6 წლის 30 ნოემბერს მის მიმართ გამოცხადდა ძებნა, ის არ გამოცხადდა 20-7 წლის 11 იანვარს ჩა--არებულ წინასასამართლო სხდომაზე და ასევე თავი აარიდა საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე გამოცხადებას, იმალება და მისი ადგილსამყოფელი უცნობია, ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე საქართველოს სსსკ-ის 1-9-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლომ დაადგინა სისხლის სამართლის საქმის განხილვა ტო--–-------------ს დაუსწრებლად მისი ინტერესების დამცველი ადვოკა--ების, მა-–--------–-----ს და არ---–-–---–---–-ს მონაწილეობით.
მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:
დაზარალებული ქრ---------------ა განმარტავს, რომ გი-------–-–---–ი იყო მისი მეუღლე, 20-6 წლის 22 ნოემბერს, მისი დაჭრის შესახებ შეა--ყობინა მეუღლის დამ, ქე-----------–-–---–მა. სე----ს საავადმყოფოში გი--ს გაუკეთეს ოპერაცია მუცლის ღრუში, შემდეგ გადაიყვანეს ქუ------ს რეფერალურ საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა თავის ქალას ოპერაცია. ირ---–---------–---ს და ტო--–-------------ს გვარი მათი ოთხწლიანი თანაცხოვრების პერიოდში მეუღლისგან არ გაუგია.
სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხული ქე-----------–-–---–ი განმარტავს, რომ გი-------–-–---–ი იყო მისი ძმა, 20-6 წლის 22 ნოემბერს, დილით მან მიაკითხა სამსახურში, აპირებდა სესხის აღებას, საღამოს მის მეუღლესთან, ლე-----------სთან ერთად გი-- წავიდა ზუ------–-------სთან, რამდენიმე ხანში მეუღლემ თხოვა ტაქსის გამოძახება და მარტო დაბრუნდა სახლში, მან უთხრა, რომ გი-- დარჩა ზუ------–-------სთან და იქ იყვნენ ირ---–---------–--- და ტო--–-------------. მან კვლავ გამოიძახა ტაქსი და თხოვა მის მეუღლეს დაბრუნებულიყო გი--სთან. 10 წუთში ლევანიმ შეა--ყობინა, რომ გი-- იმყოფებოდა საავადმყოფოში, დაურეკა თავის რძალს და ერთად მივიდნენ საავადმყოფოში, სადაც გაიგეს, რომ გი-- იყო მძიმედ დაჭრილი, ხოლო ზუ------–-------მ მეუღლეს უთხრა, რომ დაჭრა ტო--–-------------მ, რადგან მოუვიდა შელაპარაკება გი--ს ყოფილი ცოლის გამო. გი--ს ირ---–---------–---სთან 10 წლის წინ ჰქონდა კონფლიქტი.
მოწმე ლე----------- განმარტავს, რომ 20-6 წლის 22 ნოემბერს საღამოს გი-------–-–---–თან ერთად მიიპა--იჟა ზუ-----–-------მ, სადაც დახვდნენ და------------ა და გი-- ალ---ა, ცოტა სასმელი დალიეს, რამდენიმე ხანში მოვიდნენ ირ---–---------–--- და ტო--–-------------, რომელმაც გი--ს საუბარი დაუწყო ყოფილ მეუღლეზე და მათ შორის მოხდა შელაპარაკება და გაწევ-გამოწევა, მაგრამ ირ---–---------–---მ და ზუ-----–-------მ გააშველეს. შემდეგ ირ---–---------–---მ უთხრა, რომ ჩასულიყვნენ ეზოში და თავიანთი ურთიერთობა გაერკვიათ, ყველ--- ჩავიდნენ დაბლა. რუსული ნომრების მქონე ვერცხლისფერ ავტომანქანაში ჩასხდნენ, ირ---–---------–--- და გი-------–-–---–ი ჩუმად საუბრობდნენ, ამ დროს მას ტაქსიმ მოაკითხა და წავიდა. სახლში, რომ მივიდა მეუღლე გაუბრაზდა და ისევ ტაქსით დაბრუნდა გი--სთან, მაგრამ ეზოში ხალხი იყო შეკრებილი, პოლიციელებიც იმყოფებოდნენ და გაიგო, რომ გი-------–-–---–ს ესროლა ტო--–-------------მ და დაჭრილი წაიყვანეს საავადმყოფოში.
მოწმე ირ---–--–--–-----ა განმარტავს, რომ ცხოვრობს სე---–---------------–---------------------------ს ბინებში. 20-6 წლის 26 ნოემბერს საღამოს მივიდა მეზობელთან, სადაც დარჩა ნახევარი საათი, იყო ნასვამი, ჩავიდა ეზოში და უცებ გაიგონა ხმა, რომელიც გავდა საბურავის გასკდომის თუ საახალწლო ასაფეთქებლის ხმას, დაიბნა და ინსტიქტურად ავტოფარეხს მიეფარა, რის გამოც არ უნახავს რა მოხდა, შემდეგ ეზოში შეკრებილ ხალხში გაერია, იდგა საპა--რულო პოლიციის და სასწრაფო დახმარების მანქანები, მაგრამ არ დაინტერესებულა. გაიგო, რომ ვიღაც წაიყვანეს საავადმყოფოში, მაგრამ ვინ არ იცის, მეორე დღეს პოლიციაში დაკითხეს, ოქმს მოაწერა ხელი, მაგრამ არ წაუკითხავს, რადგან გამოცდილება არ ჰქონდა.
მოწმე მე-----------ა განმარტავს, რომ ცხოვრობს სე---–---------------–----------ე, ხუთსართულიან კორპუსში, დაახლოებით 21:00 საათზე დაბრუნდა სამსახურიდან, ნახევარ საათში მოესმა ხმაური, გადაიხედა აივნიდან, ეზოში იმყოფებოდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჩავიდა და დაინახა, რომ გი-------–-–---–ი იწვა ონკანთან და მისი თავი დავ------------ს და თე-------------ეს ეჭირათ. შემდეგ იგი ჩასვეს სასწრაფო დახმარების მანქანაში და წაიყვანეს.
მოწმე შო---------ა განმარტავს, რომ დაახლოებით 23:00 საათზე შევიდა თავისი საცხოვრებელი კორპუსის ეზოში, სადაც რამდენიმე ადამიანი საუბრობდა, მაგრამ ბნელოდა და ვერავინ იცნო, ავიდა სახლში და ხუთ წუთში, წამების ინტერვალით გაიგონა შვიდი გასროლის ხმა, გავიდა აივანზე და დაინახა, რომ ეზოდან გადიოდა ჯიპის მოდელის ავტომანქანა, რომელსაც მიყვა მსუბუქი ავტომანქანა. ეზოში მისი მეზობლები იყვნენ შეკრებილი და ითხოვდნენ შველას, დაჭრილი იყო გი-------–-–---–ი და დარეკა 11--ში სასწრაფო დახმარების გამოძახების მიზნით.
მოწმე თო--------------ე განმარტავს, რომ დაახლოებით 11:00 საათზე გაიგონა ორჯერ გასროლის ხმა, გადაიხედა აივნიდან და ნახა ორი ადამიანი ჯდებოდა ვერცხლისფერ ჯიპში, რომელსაც რუსული სერია და დროშა ჰქონდა. მისი ძმა, თე-----------------ე უცებ ჩავიდა ეზოში, ხოლო თვითონ რამდენიმე წუთის შემდეგ. დაჭრილი უგონო მდგომარეობაში იყო და დავ------------ ითხოვდა შველას.
მოწმე თე-----------------ე განმარტავს, რომ ცხოვრობს სე---–---------------–-----------ე და იმყოფებოდა სახლში, გაიგონა გასროლის ხმა, გადაიხედა აივნიდან და დაინახა ვერცხლისფერი ML-ის მარკის ჯიპი, რომელშიც ჩაჯდა ორი უცნობი პიროვნება, ავტომობილი საშუალო სვლით გავიდა ეზოდან. ის ჩავიდა და დაინახა გი-------–-–---–ს სდიოდა სისხლი, მისი თავი ეკავა დავ------------ს და ითხოვდა დახმარებას, მან დარეკა 11--ში.
მოწმე გო-----------ა თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ ცხოვრობს სე---–---------------–----------ე, დაახლოებით ღამის 11:00 საათზე დაბრუნდა სამუშაოდან, შეამჩნია მისი მეზობლები-ზუ------–-------, ირ---–--–--–-----ა და და------------ა, ასევე ონკანთან საუბრობდა სამი პიროვნება, როდესაც კიბეზე ადიოდა მოესმა გასროლის ხმა და მობრუნდა, სადარბაზოსთან უკვე არავინ იდგა, ყველ--- გარბოდნენ, დაინახა, რომ ვერცხლისფერ ჯიპში ჩასხდნენ ბიჭები და წავიდნენ.
მოწმე თე------------------ა განმარტავს, რომ არის ექიმი, მედდა ნა------–--------ასთან ერთად იმყოფებოდა თე--–---ში და მიიღეს შეტყობინება, რომ ჭყ----------–ის ქუჩაზე დაჭრილ პიროვნებას ჭირდებოდა სასწრაფო დახმარება, პოლიციამ გაუკვლია გზა და მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც პიროვნება უგონოდ იწვა მიწაზე. ბნელოდა, ის დააწვინეს საკაცეზე და ჩასვეს ავტომანქანაში, პაციენტი დაჭრილი იყო გულმკერდის და თავის არეში, დაადეს ნახვევი, გადაიყვანეს სე----ს საავადმყოფოში და ჩააბარეს მორიგე ექიმს ბო-------------ს.
ანალოგიური განმარტება მისცა სასამართლოს მედდა ნა------–--------ამ და აღნიშნა, რომ მუშაობს სე----ს სასწრაფო დახმარების სადგურში მედდად, ექიმ თე------------------ასთან ერთად იმყოფებოდა თე--–---ში და 11--ის დისპეტჩერმა თხოვა, რომ მისულიყვნენ ჭყ----------–ის ქუჩაზე, სადაც დაჭრილი პაციენტი იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში. ადგილზე ხალხი იყო შეკრებილი და იყვნენ პოლიციელები, მიწაზე იწვა პაციენტი, ის იყო უგონოდ, ექიმმა პულსი გაუსინჯა და გადაიყვანეს სასწრაფო დახმარების მანქანაში. გულმკერდის არეში ეტყობოდა ნა--ყვიარი და ასევე დაზიანება ჰქონდა თავის არეში. ჭრილობა დაუმუშავეს, დაადეს ნახვევი და გადაიყვანეს სე----ს საავადმყოფოში.
მოწმის სახით დაკითხული სე----ს შპს ,,არ-------ს“ კლინიკის ქირურგის ბო-------------ის განმარტებით დადასტურებულია, რომ პაციენტი, გვარად ინ--–-–---–ი, კომა--ოზურ მდგომარეობაში შეიყვანეს საავადმყოფოში, მას ჰქონდა წერტილოვანი ჭრილობები, გულმკერდის, მუცლის და თავის არეში, დაზიანებული ჰქონდა თხემის ძვალი და იმავე ღამეს ჩაუტარდა ოპერაცია.
მოწმე მი---------------ს განმარტებით 20-6 წლის 30 ნოემბერს მიიღო ოპერა--იული ინფორმაცია, რომ 1--2 წელს დაბადებული ტო--–------------- იმყოფებოდა ზუ--------------------------–------------–ი, მზ----------–------ს საცხოვრებელ სახლში, გააჩნდა ცეცხლსასროლი იარაღი და მიმალვის მიზნით აპირებდა აფხაზეთის ოკუპირებულ ტერიტორიაზე გადასვლას, მაგრამ ეს გარემოება არ დადასტურდა.
მოწმე კა--------------ა განმარტავს, რომ მუშაობს სამეგრელო-ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში დეტექტივ-გამომძიებლად, გი-------–-–---–ის მკვლელობის საქმეზე დაკითხა მოწმეები, სე----ს საავადმყოფოდან ამოიღო გარდაცვლილის ისტორია, მიმართა საინფორმაციო ცენტრს და აშშ-ს საელჩოს იმ საკითხის გასარკვევად ვიზასთან დაკავშირებით ჰქონდა თუ არა მიმართული ირ---–---------–---ს. მის მიერ ჩა--არებულ საგამოძიებო მოქმედებებზე შედგენილი აქვს შესაბამისი ოქმები და ადასტურებს მათ ავთენტურობას.
მოწმე შა-–---------მ თავის განმარტებაში დაადასტურა, რომ მუშაობს დეტექტივ-გამომძიებლად. 20-6 წლის 23 ნოემბერს დაიწყო გამოძიება გი-------–-–---–ის დაჭრის ფაქტზე და ჩაა--არა რამდენიმე საგამოძიებო მოქმედება, სე----ს საავადმყოფოს მედდა მე--------------სგან ამოიღო გი-------–-–---–ის ფეხსაცმელი და ტანსაცმელი, შარვლის ჯიბეში იდო ტელეფონი, სანთებელა და პა--არა ფურცელი, ასევე ამოიღო ტყვიის გულა, შეადგინა ამოღების ოქმი და ამოღებული ნივთები ცალ-ცალკე დალუქა. დაკითხა მოწმეები.
მოწმე გრ-----–------------ას განმარტებით 20-6 წლის 23 ნოემბერს შემოსული შეტყობინების საფუძველზე ქ. სე---–---------------–----------ე, ცეცხლსასროლი იარაღით პიროვნების დაჭრის ფაქტზე დაიწყო გამოძიება, ის კა--------------ასთან და შა-–---------სთან ერთად გაემგზავრა ქ. სე---ში, ექსპერტების მონაწილეობით ჩაა--არა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, ექსპერტებმა სადარბაზოსთან ამოიღეს ორი ცალი მასრა, საკეცი დანა, შავი ფერის ხელჩანთა. მასში არსებული დოკუმენტებით, მათ შორის იყო გი-------–-–---–ის პირადობის მოწმობა, ასევე ამოიღეს სისხლის ლაქები და სი--რეტის კოლოფი. შედგა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი და ამოღებული ექვსი ერთეული ნივთიერი მტკიცებულება დალუქა. დაჭრილი გი-------–-–---–ი გადაყვანილი იყო სე----ს შპს ,,არ-------ს“ კლინიკაში, საიდანაც შა-–---------მ ამოიღო გი-------–-–---–ის ტანსაცმელი, ტყვიის გულა და ტელეფონის აპარა--ი, კა-----------მ ამოიღო მისი ავადმყოფობის ისტორია, ტო--–------------- და ირ---–---------–--- გამოიძახეს უწყებით, მაგრამ არ გამოცხადნენ გამოძიების ორგანოში, ასევე არ იმყოფებოდნენ საცხოვრებელ სახლში და ტო--–-------------ს მიმართ გამოიტანა დადგენილება საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით ბრალდების წარდგენის შესახებ, ხოლო ირ---–---------–--- ადვოკა--თან ერთად გამოცხადდა და მას ბრალდება წარუდგინა სსკ-ის 375-ე მუხლით. დანიშნა სამედიცინო ექსპერტიზა და საქმე წარიმართა სასამართლოში, რის შემდეგ გი-------–-–---–ი გარდაიცვალა, მის გვამს ჩაუტარდა სამედიცინო ექსპერტიზა და გარდაცვლილის მეუღლე ცნო დაზარალებულის უფლებამონაცვლედ.
მოწმე თა--------------–---–ის განმარტებით მუშაობს ქუ-----–-------------------–-----ას სახელობის კლინიკაში ექიმ ანესთეზიოლოგ-რეანიმა--ოლოგად. 20-6 წლის 23 ნოემბერს საავადმყოფოში შემოიყვანეს გი-------–-–---–ი, რომლის მდგომარეობა იყო უკიდურესად მძიმე, მუცლის ღრუს ოპერაცია ჩა--არებული ჰქონდა სე----ს საავადმყოფოში, ქალა-სარქველის ძვლის მრავლობითი მოტეხილობის და თავის ტვინის ქსოვილის დაზიანების გამო ჩაუტარდა ოპერაცია. ის იყო უგონოდ, კომაში და 20-7 წლის 09 იანვარს 10:00 საათზე გარდაიცვალა.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი შო------------ე განმარტავს, რომ სე----ს შპს ,,არ-------ს“ კლინიკის და დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული სამედიცინო დოკუმენტაციის საფუძველზე ჩაა--არა სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზა და მივიდა დასკვნამდე, რომ გი-------–-–---–ს გააჩნდა მრავლობითი დაზიანებები, მუცლის წინა ზედაპირზე, თეძოს მიდამოში, ინტრაკრანიარული ტრავმა, ღვიძლის, განივი და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანება, გულმკერდის ღრუს ორგანოთა ტრავმა, ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა თავის არეში, თავის ტვინის მრავლობითი დაჟეჟილობითა და შუბლ-თხემ კეფის მიდამოში სიხლჩაქცევებით, ქალა-სარქველის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული იმპრესიული მოტეხილობა, კომა, რაც გამოწვეული იყო ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის ზემოქმედებით და აღნიშნული დაზიანებები წარმოადგენდა სიცოცხლისათვის სახიფათო დაზიანებათა მძიმე ხარისხს.
მოწმე გი---------------–-–---–ი განმარტავს, რომ გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე გამოიკვლია გი-------–-–---–ის გვამი და მივიდა დასკვნამდე, რომ მისი სიკვდილის მიზეზი იყო თავის მიდამოს ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხა--ული შეშუპება ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით. გვამს აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი ჭრილობა ღვიძლის, განივი და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანებით, გამავალი ჭრილობა კეფის არეში, შუბლის და თხემის ფრაგმენტული ძვლოვანი დაზიანება, თავის ტვინის რბილი გარსის და ნივთიერების დაზიანება ჭურვის ზემოქმედების შედეგად, რაც მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე ხარისხს და მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, გი-------–-–---–ის სიკვდილთან.
მოწმის სახით დაკითხული ექსპერტი ნა----–------–----ი განმარტავს, რომ მიიღო მონაწილეობა კომპლექსური ექსპერტიზის ჩა--არებაში, კვლევის შედეგად მივიდა დასკვნამდე, რომ საკვლევი ობიექტი-მოწითალო ფერის ლითონის საგანი წარმოადგენს 9 მმ კალიბრის მაკაროვის, სტეჩკინის და სხვა შესაბამისი კონსტრუქციის პისტოლეტებისათვის განკუთვნილი საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტებს-სამ მასრას და ერთ ტყვიას და შესაძლოა ტყვია გასროლილია ,,მაკაროვის“ კონსტრუქციის პისტოლეტიდან, რადგან ყველაზე მეტად უახლოვდება აღნიშნული მოდიფიკაციის იარაღს, თუმცა კონკრეტულად არ შეუძლია განსაზღვრა, რადგან ასეთი საბრძოლო მასალა ასევე გამოიყენება P6 ბაიკალის, ბულგარული წარმოების PB6-ავტომა--ურ იარაღისათვის. ქურთუკზე და ჟაკეტზე არსებული დაზიანებები ცეცხლნასროლი ხასიათისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედების შედეგად, რასაც ადასტურებს სპილენძის მეტალიზაციის კვალი, ხოლო N3 დაზიანება სავარაუდოდ არის გამავალი.
დაცვის მხარის ინიცია--ივით დაკითხული მოწმე ლე----–---–--ა თავის ჩვენებაში აღნიშნავს, რომ 20-6 წლის 22 ნოემბერს მისული იყო ჭყ----------–ის ქუჩაზე მეგობართან, 22:40 საათზე ჩამოვიდა ბინიდან, კორპუსთან ქუჩაში შეამჩნია გო---–----–---–ი და გამოელაპარაკა, ამ მომენტში ქუჩის მხრიდან გამოვიდა საშუალო სიჩქარით მოძრავი ვერცხლისფერი ჯიპი, რომელსაც მართავდა ირ---–---------–--- და ჩაუარა, ავტომანქანაში ის იჯდა მარტო, მისი გავლიდან 2-3 წუთში კორპუსის ეზოდან გაიგონა გასროლის ხმა, ის და გი-------–----–---–ი გაერიდნენ ამ სიტუაციას და წავიდნენ. შემდეგ გაიგო გი-------–-–---–ის მძიმედ დაჭრის შესახებ.
მოწმე გო---–----–---–მა განმარტა, რომ ჭყ----------–ის ქუჩაზე იმყოფებოდა მეგობრის სახლში, გზაში შეხვდა დისშვილის მეგობარს, ლე----–---–--ას და მოიკითხეს ერთმანეთი. კორპუსის ეზოდან ქუჩაში გამოვიდა ვერცხლისფერი ჯიპი, რომელიც როგორც ლე----–---–--ამ უთხრა, ეკუთვნოდა ირ---–---------–---ს, ავტომანქანას წინა მხარეს შუშა ჰქონდა ჩაწეული და მძღოლის გარდა არავინ იჯდა, ცოტახანში გაიგონა სროლის ხმა და ის წავიდა სახლში. მისი იქ ყოფნის დროს კორპუსთან ხალხმრავლობა არ ყოფილა.
სასამართლო სხდომაზე მხარეთა მიერ ბრალდებული ირ---–---------–--- არ დაკითხულა, საბოლოო სიტყვაში ითხოვა გამართლება.
ბრალდების მხარის მიერ ასევე გამოკვლეული იქნა საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებები.
20-6 წლის 23 ნოემბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით ქ. სე---ში, ჭყ----------–ის ქუჩა №1ა-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის უკანა ეზოს გვერდითა მხარეს, შემთხვევის ადგილიდან სამხრეთით დგას ხუთსართულიანი კორპუსი, რომლის პირველი სადარბაზოდან მარჯვნივ რო-------------ს ბინის აივნის ქვედა მხარეს 5 მეტრში დევს ერთი ცალი მასრა, ხოლო 6 მეტრში მეორე მასრა, მიწას ამჩნევია სისხლისმაგვარი ლაქა, მიწაზე დევს საკეცი დანა, სი--რეტის კოლოფი, შავი ფერის ხელჩანთა, რომელშიც აღმოჩნდა გი-------–-–---–ის სახელზე გაცემული პასპორტი, პასპორტის ჩასადები, ტყავის საფულე, მეხსიერების ბარათი, ორი ცალი ხა--ი, პლასტიკური ბარათი, ნი-----–-------ს, ზუ------–-------ს და თო--------------ის პირადობის მოწმობის ქსეროასლი, სს ,,თიბისი’’ ბანკში თანხის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი, სს ,,თიბისი’’ ბანკის ინტერნეტ კოდი და პასპორტის ჩასადები ორი ცალი პარკი. (ს.ფ. 7-22, ტომი№1)
20-6 წლის 23 ნოემბრის დათვალიერების ოქმით ირკვევა, რომ ქ. სე----, ჭყ----------–ის ქუჩა №1ა-ში, პირველი სადარბაზო №1-ში მდებარე რო-------------ს საცხოვრებელი ბინის ლოჯის ია--აკზე, ფანჯრიდან 30 სანტიმეტრის დაშორებით, აღმოჩენილია ერთი ცალი მასრა. (ს.ფ. 19-24, ტომი №1)
20-6 წლის 23 ნოემბერს გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში სე----ს არ-------ს კლინიკის მედდა მე--------------საგან ამოიღეს გი-------–-–---–ის ტანსაცმელი-შავი ფერის ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი მოწითალო ფერის ლაქებით, შარვლის ჯიბეში მოთავსებული სანთებელა, ,,ნოკიას’’ ფირმის ტელეფონი, ფურცელი წარწერით ,,butunaaa amadeo modiliani’’, ჯემპრი, სპორტული ფეხსაცმელი, გი-------–-–---–ის უკანა ტანიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლითონის საგანი. (ს.ფ. 34-37, ტომი №1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 20-6 წლის 24 ნოემბრის განჩინებით გადაუდებელი აუცილებლობის შემთხვევაში მედდა მე--------------ს მიმართ ჩა--არებული საგამოძიებო მოქმედება ცნობილია კანონიერად (ს.ფ. 79-81, ტომი №1)
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-6 წლის 24 ნოემბრის განჩინების საფუძველზე სე----ს ,,არ-------ს“ კლინიკის საინფორმაციო მენეჯერი გი------------------სგან დეტექტივ-გამომძიებელმა კა--------------ამ 20-6 წლის 25 ნოემბერს ამოიღო გი-------–-–---–ის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათი 86-5 (ს.ფ. 82-84, ს.ფ.104-105, ტომი №1 )
ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მოსამართლის 20-6 წლის 09 დეკემბრის განჩინების საფუძველზე დასავლეთ საქართველოს ინტერვენციული მედიცინის ეროვნული ცენტრის იურისტ ნა----–------------საგან დეტექტივ-გამომძიებელმა გრ-------------------ამ 20-6 წლის 1- დეკემბერს ამოიღო გი-------–-–---–ის ავადმყოფობის ისტორია (ს.ფ. 307-308, ს.ფ. 31--316 , ტომი №1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის 20-6 წლის 22 დეკემბრის №00------6 სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადასტურებულია, რომ გი-------–-–---–ს მიღებული აქვს გულმკერდის ღრუს ორგანოთა მრავლობითი ტრავმა, ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობა თავის არეში, თავის ტვინის ღია ტრავმა, თავის ტვინის მრავლობითი დაჟეჟილობა, ინტრაცერებრალური სისხლჩაქცევა შუბლ-თხემ-კეფის მიდამოში, ქალა-სარქველის ძვლების მრავლობითი ფრაგმენტული იმპრესიული მოტეხილობა, გულმკერდის დახურული ტრავმა, ფილტვების დაჟეჟილობა, მუცლის ღრუს მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობები, ღვიძლის, განივი და წვრილი ნაწლავის ჯორჯლის დაზიანება, რაც განვითარებულია ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნება სიცოცხლისათვის სახიფათო სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს. (ს.ფ. 333-336, ტომი №1)
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის სამსახურის 20-7 წლის 23 აგვისტოს №00------7 სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით გი-- ინ--–-–---–ის სიკვდილის მიზეზია თავის მიდამოს ცეცხლნასროლი დაზიანების შედეგად განვითარებული თავის ტვინის მკვეთრად გამოხა--ული შეშუპება დარბილებით, ღეროს დისლოკაციით და ჩაჭედვით.
ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 20-7 წლის 30 ნოემბრის №00------7 ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით გამოსაკვლევი ოთხი ობიექტი (პაკეტები FC-----------------6 და პაკეტი წარწერით ,,მოწითალო ფერის ლითონის’’) წარმოადგენს სტანდარტულ ქარხნული წესით დამზადებულ 9 მმ კალიბრის, როგორც ,,მაკაროვის’’ და ,,სტეჩკინის“ პისტოლეტების, ასევე რიგი შესაბამისი კალიბრის და კონსტრუქციის იარაღებისათვის განკუთვნილ საბრძოლო მასალის შემადგენელ კომპონენტებს-სამ მასრას და ერთ ტყვიას. ტყვია გასროლილია კალიბრით და კონსტრუქციით შესაბამის იარაღში, როგორიც შესაძლოა იყოს ,,მაკაროვის’’ კონსტრუქციის პისტოლეტი.
გამოსაკვლევ ქურთუკზე და ჟაკეტზე დაზიანებები ცეცხლნასროლი წარმოშობისაა, შემსვლელია და განვითარებულია სპილენძის შემცველი ჭურვების მოქმედების შედეგად. №3 დაზიანება შესაძლოა იყოს გამსვლელი.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა საქართველოს კონსტიტუციით დაცული სამართლებრივი სიკეთეა და მისი ხელყოფისათვის გათვალისწინებულია სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა.
სხვისთვის მართლსაწინააღმდეგოდ და განზრახ სიცოცხლის მოსპობის მცდელობა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა, ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა და იწვევს საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით გათვალისწინებულ პასუხისმგებლობას.
საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტს წარმოადგენს ადამიანის სიცოცხლე, ხოლო მისი ობიექტური მხარე გამოიხა--ება ძალადობრივ მოქმედებაში, რომელიც მიზეზობრივ კავშირში უნდა იყოს დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგთან. მოცემულ საქმეზე დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ მიაჩნიათ ის გარემოება, რომ გი-------–-–---–ს მიყენებული ჰქონდა სიცოცხლისათვის სახიფათო მძიმე დაზიანება, რამაც საბოლოო ჯამში მისი გარდაცვალება გამოიწვია, მაგრამ ამ ქმედების ტო--–-------------ს მიერ ჩადენა დადგენილი უტყუარად ვერ იქნა, ვინაიდან საქმეზე დაკითხული მოწმეების განმარტებებით ვერ დადასტურდა ტო--–-------------ს მიერ ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგოდ შეძენის, შენახვის, ტარების და ამ იარაღიდან გასროლით გი-------–-–---–ის მკვლელობის მცდელობის ჩადენის ფაქტი, აღსანიშნავია ის გარემოება, რომ არ არის ამოღებული ცეცხლსასროლი იარაღი და ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნით ვერ იქნა დადგენილი შემთხვევის ადგილიდან ამოღებული მასრები თუ რა კონსტრუქციისა და მოდიფიკაციის ცეცხლსასროლი იარაღიდან არის გასროლილი.
ბრალდების მხარის მიერ ტო--–-------------ის და ირ---–---------–---ს ბრალეულობის დასადასტურებლად წარმოდგენილია მხოლოდ ირიბი მტკიცებულებები, რომელიც ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად საქართველოს კონსტიტუციით, სისხლის სამართლის საპროცესო კანონმდებლობით და საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ მტკიცებულებით სტანდარტს.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ 20-5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში ირიბი მტკიცებულებებთან მიმართებაში აღნიშნა, რომ ირიბი ჩვენების შემთხვევაში მოწმე გამოძიებას ან სასამართლოს აწვდის ინფორმაციას ბრალდებულის მიერ დანაშაულებრივი ქმედების განხორციელების ან სხვა გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად არ ყოფილა, ხოლო ამ გადაწყვეტილების 22-ე პუნქტის შესაბამისად დადგენილება ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ და საბრალდებო დასკვნა უნდა ეფუძნებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს, ირიბი ჩვენება სანდოობის თვალსაზრისით ნაკლებად ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს, რამდენადაც ირიბი ჩვენების მიმცემ პირს არ შეუძლია დაადასტუროს, თუ რამდენად უტყუარია სხვა პირის მიერ გავრცელებული ინფორმაცია.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებების და საქმეზე მოპოვებული და დასაშვებად ცნობილი წერილობითი მტკიცებულებების ანალიზის და შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ტო--–-------------ს და ირ---–---------–---ს მიმართ წარდგენილი ბრალდების დასადასტურებლად არ არსებობს რელევანტური და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა მათ მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენას.
სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული მოთხოვნებით და ძირითადი პრინციპებით:
ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მეექვსე მუხლის შესაბამისად საქმის სამართლიან სასამართლოში განხილვის ფუნდამეტური უფლების არსი გულისხმობს სასამართლოს მიერ პირის მსჯავრდებას ან შერაცხულ ბრალდებაში გამართლებას უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების საფუძველზე. ამ პრინციპთან სრულ შესაბამისობაშია საქართველოს კონსტიტუციის მე-40-ე მუხლის მესამე ნაწილი, რის მიხედვით გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
საქართველოს სსსკ მე-1- მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი.
სასამართლოს განაჩენი კანონიერია, თუ იგი გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციის, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის და საქართველოს სხვა კანონების მოთხოვნათა დაცვით.
სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი, ხოლო კონკრეტულ შემთხვევაში ტო--–-------------ს მიერ დანაშაულის ჩადენა მხოლოდ ეჭვს და ვარაუდს ეფუძნება, ხოლო საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 20-5 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილების („საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“) 44-ე პუნქტის მიხედვით საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ, ვინაიდან არ არის დადასტურებული ტო--–-------------ს მიერ გი-------–-–---–ის მიმართ განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენა, შესაბამისად არ არსებობს წინასწარი შეპირების გარეშე ირ---–---------–---ს მიერ დანაშაულის დაფარვის ფაქტიც.
ირ---–---------–---ს ბრალდების მხარე ედავება გი-------–-–---–ის განზრახ მკვლელობის მცდელობის ჩადენის შემდეგ ტო--–-------------ს გადამალვაში, ე.ი. დამნაშავის დაფარვაში, რისთვისაც მას საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით გათვალისწინებული ბრალდება აქვს შერაცხული. სასამართლო ასევე ყურადღებას მიაქცევს დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეების ლე----–---–--ას და გო---–----–---–ის ჩვენებებს, რომლებიც ადასტურებენ, რომ 20-6 წლის 22 ნოემბერს, შემთხვევის ღამეს, ირ---–---------–--- ავტომანქანაში იმყოფებოდა მარტო და კორპუსის ეზოდან, სადაც დანაშაულს ჰქონდა ადგილი, გასროლის ხმა გაისმა მისი წასვლის შემდეგ.
ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლომ გაანალიზა გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი საქმესთან მათი დამოკიდებულებისა და უტყუარობის, დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ტო--–-------------ს მიმართ საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით, სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით და ირ---–----------–--ას მიმართ საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად, კერძოდ, ბრალდების მხარის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა ტო--–-------------ს და ირ---–---------–---ს ბრალეულობაში, რის გამოც ისინი ზემოთაღნიშნულ ბრალდებებში უნდა გამართლდნენ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 276-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის შესაბამისად გამართლებულს აქვს მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლება. ანალოგიური მიდგომა გააჩნია ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით და აღნიშნავს, რომ ნებისმიერი უკანონო ქმედება, რომლის შედეგად ზიანი მიადგა სხვა პირს ავალდებულებს მის მიმყენებელს გადაიხადოს კონპენსაცია. (საქმე De jong Baljet and van den brinkv the Netherlands)
ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
ნივთიერი მტკიცებულების საკითხი უნდა გადაწყდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად.
საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველის ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება.
ამავე მუხლის პირველი ნაწილის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.
შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი ცალი მასრა, სისხლისმაგვარი ლაქები, დასაკეცი დანა, სი--რეტ ,,MARLBORO’’-ს გაუხსნელი კოლოფი, რო-------------ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ერთი ცალი მასრა, გი-------–-–---–ის სხეულიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლითონის საგანი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
შავი ფერის ხელჩანთა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული გი-------–-–---–ის სახელზე პ/ნ 39--------5, შავი ფერის პასპორტის ჩასადები, შავი ფერის ტყავის საფულე, შავი ფერის მეხსიერების ბარათი და ორი ცალი ხა--ი, ბანკის პლასტიკური ბარათი, პირადობის მოწმობის სამი ცალი ქსეროასლი ერთ ფურცლად-(ნო----–-------ს სახელზე გაცემული პ/ნ 22--------2, ზუ------–-------ს სახელზე გაცემული პ/ნ 39--------5, თო--------------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის პ/ნ 39--------5), სს ,,თიბისი“ ბანკში განხორციელებული გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, სს ,,თიბისი“ ბანკის ინტერნეტ კოდი, საქართველოს ბანკის განაცხადი საბანკო მომსახურების საშუალებით გაცემული სამომხმარებლო კრედიტის შესახებ, ორი ცალი პასპორტის ჩასადები პარკი, სე----ს შპს „არ-------ს“ კლინიკის მედდა მე--------------ს მიერ წარმოდგენილი გი-------–-–---–ის ტანსაცმელი-შავი ფერის ელვაშესაკრავიანი ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი, შავი და თეთრი ფერის სანთებელა, ,,ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი. მოყვითალო ფერის ფურცელი, ჯემპრი, მოწითალო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს გი-- ინ--–-–---–ის ოჯახს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258- 260-ე, 270-272-ე, 275-277-ე, 279-2-0-ე, 292-ე მუხლებით
დაადგინა:
1.ცნობილ იქნას უდანაშაულოდ ტო--–------------- (პირადი ნომერი 39--------8) საქართველოს სსკ-ის 19.108-ე მუხლით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეორე ნაწილით და სსკ-ის 236-ე მუხლის მესამე ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
2.ტო--–-------------ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება პა--იმრობა გაუქმდეს.
3.ცნობილ იქნას უდანაშაულოდ ირ---–----------–--ა (პირადი ნომერი 01--------1) საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში და გამართლდეს.
4.ირ---–---------–---ს მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და გირაოს სახით შეტანილი მა----ა ბ------–---ს (პ/ნ 01--------3) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბ--–------------–--------------8 (საკადასტრო კოდი 0-.1-.0-.0-----8. 0-/0-7) გათავისუფლდეს ყადაღისაგან და დაუბრუნდეს მესაკუთრეს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში, ასევე გაუქმდეს მის მიმართ გამოყენებული მართვის მოწმობის, პასპორტის და პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ზუგდიდის რაიონული სასამართლოს კანცელარიაში ჩაბარების ვალდებულება.
5.ნივთიერი მტკიცებულება, შემთხვევის ადგილის დათვალიერების შედეგად ამოღებული ორი ცალი მასრა, სისხლისმაგვარი ლაქები, დასაკეცი დანა, სი--რეტ ,,MARLBORO’’-ს გაუხსნელი კოლოფი, რო-------------ს საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ერთი ცალი მასრა, გი-------–-–---–ის სხეულიდან ამოღებული მოწითალო ფერის ლითონის საგანი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, განადგურდეს.
შავი ფერის ხელჩანთა, საქართველოს მოქალაქის პასპორტი, გაცემული გი-------–-–---–ის სახელზე პ/ნ 39--------5, შავი ფერის პასპორტის ჩასადები, შავი ფერის ტყავის საფულე, შავი ფერის მეხსიერების ბარათი და ორი ცალი ხა--ი, ბანკის პლასტიკური ბარათი, პირადობის მოწმობის სამი ცალი ქსეროასლი ერთ ფურცლად (ნო----–-------ს სახელზე გაცემული პ/ნ 22--------2, ზუ------–-------ს სახელზე გაცემული პ/ნ 39--------5, თო--------------ის სახელზე გაცემული პირადობის მოწმობის პ/ნ 39--------5.), სს ,,თიბისი“ ბანკში განხორციელებული გადახდის დამადასტურებელი ქვითრები, სს ,,თიბისი“ ბანკის ინტერნეტ კოდი, საქართველოს ბანკის განაცხადი საბანკო მომსახურების საშუალებით გაცემული სამომხმარებლო კრედიტის შესახებ, ორი ცალი პასპორტის ჩასადები პარკი, სე----ს შპს „არ-------ს“ კლინიკის მედდა მე--------------ს მიერ წარმოდგენილი გი-------–-–---–ის ტანსაცმელი- შავი ფერის ელვაშესაკრავიანი ტყავის ქურთუკი, ჯინსის შარვალი, შავი და თეთრი ფერის სანთებელა, “ნოკიას“ ფირმის მობილური ტელეფონი. მოყვითალო ფერის ფურცელი, ჯემპრი, მოწითალო ფერის სპორტული ფეხსაცმელი, რომელიც ინახება საქართველოს შსს სამეგრელო ზემო სვანეთის პოლიციის დეპარტამენტში, დაუბრუნდეს გი-- ინ--–-–---–ის ოჯახს.
6.ტო--–-------------ს და ირ---–---------–---ს განემარტოთ, რომ საქართველოს სსსკ-ის 276-ე მუხლის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად უფლება აქვთ მოითხოვონ მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
7.განაჩენი კანონიერ ძალაში შევიდეს გამოცხადებისთანავე.
8.განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით ქუ------ს სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა სააპელაციო პალა--აში (ქ. ქუ------ ნიუპორტის ქუჩა №32) გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით. (ქ. ზუგდიდი, რევაზ ლაღიძის ქუჩა №1-)
მოსამართლე: ნა--რული აკობია