განაჩენი

სისხლის სამართლის 27.06.2019
საქმის ნომერი
010100119003044560
დავის ტიპი
126 (1) 1 , 151
თარიღი
27.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

N010100119003044560

საქმე N1480/19

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

[შესავალი ნაწილი]

 

26 ივნისი, 2-19 წელი ქ. ბათუმი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს

სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე - ლევან გელოვანი

სხდომის მდივანი - თამუნა აბაშიძე

 

სახელმწიფო ბრალმდებელი - პ------–-–--–---

ადვოკატი - ნონა დუმბაძე

 

ბრალდებული: მ------–-----

მამის სახელი: მ-------–-

პირადი ნომერი: 6----------

დაბადებული: 2-.0--1-----–--–-

მოქალაქეობა: ს----------–----------–---

განათლება: ს-–----–-----------–-----------

ოჯახური მდგომარეობა: დ------------–-

რეგისტრირებული: ხ---–---------–----–----------------–-----------

მცხოვრები: ქ---------–------–-------------–-------------

ნასამართლობა: ნ----------–----------------

 

ქმედების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-ე-151-ე მუხლის პირველი ნაწილი და 1261 -ე მუხლის პირველი ნაწილი.

 

[აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი]

 

1. დანაშაულებრივი ქმედების დადგენა და სამართლებრივი შეფასება

 

1.1 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ-----–------ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ სიცოცხლის მოსპობის მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2-1--–-–------------–-- საღამოს საათებში, ქ---------–---–--------------–------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----–------ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა მუქარა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ------------------ ვისთან ერთადაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას, დანის გამოყენებით დაემუქრა სიცოცხლის მოსპობით, რის გამოც ნ----------------- გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.

 

1.2 სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ მ-----–------ ჩაიდინა ოჯახის წევრის მიმართ ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.

 

აღნიშნული გამოიხატა შემდეგში: 2-19 წლის 12 მაისს, საღამოს საათებში, ქ---------–---–--------------–-------------–- მდებარე საცხოვრებელ სახლში, მ-----–------ თავისი ოჯახის წევრის მიმართ განახორციელა ძალადობა, კერძოდ, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფ მეუღლეს - ნ----------------- რომელთანაც ეწევა ერთიან საოჯახო მეურნეობას ხელის კისერში მოჭერითა და დანის ყელის არეში დასმით მიაყენა ფიზიკური დაზიანება, რის გამოც ამ უკანასკნელმა განიცადა ფიზიკური ტკივილი.

 

1.3 სასამართლო პროცესზე, ბრალდებულმა მ-----–------ სრულად ცნო თავი დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში.

 

1.4 მ-----–------ ბრალეულობას გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი შემდეგი უტყუარი მტკიცებულებების ერთობლიობა: დაზარალებულ ნ----------------- გამოკითხვის ოქმი, მოწმეების - მ----------------------–--------------–-–---–-- გამოკითხვის ოქმები, მ-----–------ დაკავებისა და პირადი ჩხრეკის ოქმი, ამოღების ოქმი და საქმეში არსებული მტკიცებულებების ერთობლიობა.

 

1.5 მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული არცერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ” ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიჩნევა ნებისმიერი ფაქტი თუ გარემოება, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა არცერთი მტკიცებულება სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი, მათში ასახული ფაქტობრივი გარემოებებით, გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია.

 

1.6 სასამართლოს მიაჩნია, რომ მ-----–----- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით და 1261 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულების ჩადენაში და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

2. სასჯელის გამოყენების დასაბუთება

 

2.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ვალდებულია გაითვალისწინოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში, - ისჯება ჯარიმით, ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოთი ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე, ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ძალადობა, სისტემაური შეურაცხყოფა, შანტაჟი ან დამცირება, რამაც გამოიწვია ფიზიკური ტკივილი ან ტანჯვა და რასაც არ მოჰყოლია ა კოდექსის 117-ე, 118-ე ან 12--ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი - ისჯება საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ოთხმოციდან ას ორმოცდაათ საათამდე ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ორ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით, ან უამისოდ.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.

 

სასამართლოს მიერ განსაზღვრული სასჯელის სახე და ზომა ხელს უნდა უწყობდეს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის მიზანი, რაც უკავშირდება სამართლიანობის აღდგენას, გულისხმობს ჩადენილი დანაშაულის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას მსჯავრდებულის, დაზარალებულის და საზოგადოების თვალში და ასევე ხელს შეუწყობს ახალი დანაშაულის თავიდან აცილებას და დამნაშავის რესოციალიზაციას.

 

სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ვალდებულია იხელმძღვანელოს სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპით და გაითვალისწინოს, როგორც პასუხისმგებლობის დამამძიმებელი, ასევე შემამსუბუქებელი გარემოებები.

 

2.2 საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111 მუხლის თანახმად, ოჯახური დანაშაული ნიშნავს ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ ამ კოდექსის 109-ე, 115-ე, 117-ე, 118-ე, 12--ე, 126-ე, 1331, 1332, 137-ე−141-ე, 143-ე, 144-ე−1443, 149-ე−1511, 160-ე, 171-ე, 187-ე, 253-ე−2551, 3811 და 3812 მუხლებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ოჯახური დანაშაულისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა განისაზღვრება ამ მუხლში აღნიშნული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლით, ამ მუხლზე მითითებით.

 

ოჯახის წევრად ითვლება: დედა, მამა, პაპა, ბებია, მეუღლე, შვილი (გერი), ნაშვილები, მინდობით აღსაზრდელი, მშვილებელი, მშვილებლის მეუღლე, მინდობით აღმზრდელი (დედობილი, მამობილი), შვილიშვილი, და, ძმა, მეუღლის მშობელი, სიძე, რძალი, ყოფილი მეუღლე, არარეგისტრირებულ ქორწინებაში მყოფი პირი და მისი ოჯახის წევრი, მეურვე, მზრუნველი, მხარდამჭერი, აგრეთვე ნებისმიერი სხვა პირები, რომლებიც მუდმივად ეწევიან ან ეწეოდნენ ერთიან საოჯახო მეურნეობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 531ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, უმწეო მდგომარეობაში მყოფის მიმართ, არასრულწლოვნის მიმართ ან მისი თანდასწრებით, განსაკუთრებული სისასტიკით, იარაღის გამოყენებით ან იარაღის გამოყენების მუქარით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, არის პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება ამ კოდექსით გათვალისწინებული ყველა შესაბამისი დანაშაულისათვის.

 

მოცემულ შემთხვევაში, მუქარა ჩადენილია დანის გამოყენებით, რაც დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლი ან მუხლის ნაწილი დანაშაულის შემადგენლობის ნიშნად ითვალისწინებს შემამსუბუქებელ ან დამამძიმებელ გარემოებას, იგივე გარემოება სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება.

დანაშაულის ჩადენა ოჯახის ერთი წევრის მიერ ოჯახის სხვა წევრის მიმართ, დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს, მაგრამ სასჯელის დანიშვნის დროს მხედველობაში არ მიიღება, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ნიშანია.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებებს (ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულებს, შერიგებულია დაზარალებულთან), ასევე პიროვნულ მახასიათებელს (არ არის ნასამართლევი) და იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა სადავო არ გახადა საქმეში არსებული მტკიცებულებები, რითაც ხელი შეუწყო საქმეზე სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებას და თვლის, რომ მ-----–-----ს სასჯელის სახით უნდა განესაზღვროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის და 1261-ე მუხლის პირველი ნაწილებით გათვალისწინებული საპატიმრო სასჯელები და საბოლოო სასჯელი განესაზღვროს შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, ხოლო დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობით მსჯავრად და დაუდგინდეს გამოსაცდელი ვადა.

 

3. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა

 

ნივთიერი მტკიცებულებების საკითხი გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესით.

 

[ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი]

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 255, 258-260-ე, 269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე, 292-ე-293-ე მუხლებით და

 

დ ა ა დ გ ი ნ ა :

 

1. მ-----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 111-151-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

2. მ-----–----- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით.

 

3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ერთმა თანაბარმა - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულისათვის დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი სასჯელი და მ-----–-----ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალოს პირობით, 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.

 

4. მ-----–-----ს სასჯელის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2-19 წლის 12 მაისიდან 2-19 წლის 26 ივნისის ჩათვლით.

 

5. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2-19 წლის 15 მაისის განჩინებით, მ-----–------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს და მ-----–----- დაუყოვნებლივ გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.

 

6. ნივთმტკიცება - შემთხვევისა ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული დანა, - განადგურდეს საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.

 

7. კონტროლი მსჯავრდებულის ყოფაქცევაზე დაევალოს პრობაციის ბიუროს მ-----–------ საცხოვრებელი ადგილის მიხედვით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე ლევან გელოვანი