განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1/1---19
(0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
6 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე გაბრიჩიძე
სხდომის მდივანი - ანა ზაბახიძე
სხდომის სახე: ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი - ნ------------–---–ი.
დაცვის მხარე:
ბრალდებული: ი-–-- ტ------–---–ი, დაბადებული 1----–-–-----------------ს, საქართველოს მოქალაქე, პ/ნ 1----------, ნასამართლობის არმქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: გ---------ის რ-----ის სოფელ ბ------–---ში, პ------–------ა N---ში.
ადვოკატი - გ------- ფ-------ე.
კვალიფიკაცია: ა) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი - ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი.
ბ) საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით.
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2----–-–---------------ს, დაახლოებით 1---- საათზე, ქ.თბილისში, ვ---------–ის ზ-------–---ოს N- კორპუსის მიმდებარედ განთავსებულ შპს „ე--------–---ს“ კუთვნილ სუპერმარკეტ „მ-------------ში“ ნასვამმა ი-–-- ტ------–---–მა, ურთიერთშელაპარაკების დროს, ამავე სუპერმარკეტის თანამშრომელს მ-------- გ-------ს მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა, კერძოდ: ორივე ხელის მუშტი რამდენჯერმე დაარტყა სახის, თავისა და მუცლის არეში, რა დროსაც მ-------- გ-------მა განიცადა ფიზიკური ტკივილი.
1.2. 2----–-–---------------ს, დაახლოებით 2---- საათზე, ქ.თბილისში შ---------------ში მდებარე შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-----------–------------–--ის ადმინისტრაციული შენობიდან, ამავე განყოფილების თანამშრომლები ზ----- ტ----–---–ი, გ------- ბ----------ი და თ-------------–---–ი "შ----------------ს“ ფირმის ავტომანქანით, სახელმწიფო ნომრით A--------, ახორციელებდნენ ადმინისტრაციული წესით დაკავებული პირის - ი-–-- ტ------–---–ის ბადრაგირებას დროებითი მოთავსების იზოლატორში. რა დროსაც, ნასვამმა ი-–-- ტ------–---–მა პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, გაუწია მათ წინააღმდეგობა, კერძოდ: ავტომობილის უკანა სავარძელზე მჯდომმა ი-–-- ტ------–---–მა მის მარცხნივ მჯდომ თ-------------–---–ს კისრის მიდამოში, მარჯვენა მხარეს ჩაარტყა ხელბორკილდადებული ხელები, ხოლო მის მარჯვნივ მჯდომ გ------- ბ----------ს თავისა და სახის მიდამოში, რამდენჯერმე ჩაარტყა თავი, რის შედეგადაც პოლიციის თანამშრომლებმა განიცადეს ფიზიკური ტკივილი. ასევე, ი-–-- ტ------–---–ი ფეხების საშუალებით ცდილობდა საჭესთან მჯდომი ზ-----ი ტ----–---–ისთვის ავტომანქანის მართვაში ხელის შეშლას, რა დროსაც ი-–-- ტ------–---–მა ფეხების საშუალებით დააზიანა ავტომანქანის სალონში განთავსებული მაგნიტოფონი და სამსახურებრივი საძახისი. ი-–-- ტ------–---–ის მიერ პოლიციის თანამშრომელთა მიმართ განხორციელებული წინააღმდეგობის გამო, მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში გადაყვანა ვერ განხორციელდა.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
2.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
2.2. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, პუნქტი 32).
2.3. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, მიმოიხილავს და შეაფასებს, თუ რამდენად აკმაყოფილებს ისინი ცალ-ცალკე და ერთობლიობაში, თითოეულ ბრალდებასთან მიმართებით, განაჩენის გამოსატანად აუცილებელ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს.
2.4. დაზარალებულმა თ-------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-----------–------------–--ის უბნის უფროსი ინსპექტორ-გამომძიებელი. 2----–-–---------------ს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში. რაციით მოისმინა, რომ ვ---------–ის ზ-------–---ოზე, პირმა მაღაზიაში კონსულტანტს მიაყენა შეურაცხყოფა. საღამოს 8-- საათზე, პოლიციის განყოფილაბაში უ–---ი ტ---–---–მა და დ-------ი ჟ-----მ მიიყვანეს ადმიანისტრაციული წესით დაკავებული ი-–-- ტ------–---–ი, რომელიც იყო ნასვამი, ყვიროდა და აგინებდა ყველა პოლიციელს. დაახლოებით ღამის 1---- საათზე, მას, გ------- ბ----------ს და ზ----- ტ----–---–ს დროებითი დაკავების იზოლატორში უნდა გადაეყვანათ ი-–-- ტ------–---–ი. ბრალდებულს ზურგსუკან ეკეთა ხელბორკილი, იყო აგრესიული, ყვიროდა და იგინებოდა. მანქანის საჭესთან იჯდა ზ----- ტ----–---–ი. ის და გ------- ბ----------ი მოთავსდნენ მანქანის უკანა სავარძელზე. თავად იჯდა ი-–-- ტ------–---–ის მარცხნივ, გ------- ბ----------ი - მარჯვნივ. მანქანის დაძვრისთანავე ი-–-- ტ------–---–მა დაიწყო ყვირილი და ფეხების ქნევა, დააზიანა მანქანის მაგნოტოფონი და რაცია, აყენებდა პოლიციელებს სიტყვიერ შეურაცხყოფას, რის შემდეგ გ------- ბ----------ს თავი რამდენჯერმე ჩაარტყა თავის არეში, ხოლო მას, სავარაუდოდ ხელბორკილით მიაყენა დაზიანება კისერთან, რაც ეტკინა და გაუწითლდა. ასევე მოგვიანებით ნახა, რომ დაზიანებული იყო მისი სამსახურებრივი ქურთუკი. გ------- ბ----------ს გასიებული ჰქონდა სახის მარცხენა მხარე, გახეთქილი ჰქონდა ტუჩი და სტკიოდა თავი. ზ----- ტ----–---–მა გააჩერა დაძრული ავტომანქანა და სხვა პოლიციელების სთხოვა დახმარება. თ-------ე ა------ის, ზ------ ხ----–--ის, დ-------ი ჟ-----ს და უ–---ი ტ---–---–ის დახმარებით, ი-–-- ტ------–---–ი შეაბრუნეს პოლიციის განყოფილებაში და დააკავეს.
2.5. მოწმე ზ----- ტ----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-----------–------------–--ის უფროსის მოადგილედ. 2----–-–---------------ს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც, საღამოს საათებში, მიღებული იქნა ინფორმაცია, რომ ვ---------–ის ზ-------–---ოზე მდებარე სუპერმარკეტ ,,მ-------------ში“, კონსულტანტი სცემა უცნობმა პირმა. შემთვევის ადგილზე გავიდა ოპერატიული ჯგუფი და დანაშაულის სავარაუდო ჩამდენი - ი-–-- ტ------–---–ი ადმინისტრაციული წესით დაკავებული მიიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულს ჰქონდა დაზიანებები, იყო აგრესიული, უშვერი სიტყვებით აგინებოდა პოლიციელებს. მოგვიანებით, მას, გ------- ბ----------ს და თ-------------–---–ს უნდა გადაეყვანათ ი-–-- ტ------–---–ი დროებითი მოთავსების იზოლატორში. იგი იჯდა სამსახურებრივი ავტომანქანის "შ----------------ს“ (სახელმწიფო ნომრით A--------) საჭესთან, ბრალდებული - მანქანის უკანა სავარძელზე გ------- ბ----------სა და თ-------------–---–ს შორის. ი-–-- ტ------–---–ს ზურგსუკან ეკეთა ხელბორკილი. მანქანის დაძვრისას ბრალდებული გახდა მეტად აგრესიული, იგინებოდა, იქნევდა ხელებს და ფეხებს, დააზიანა მაგნოტოფონი და ე.წ. ,,რაცია“, ასევე დაზიანებები მიაყენა გ------- ბ----------სა და თ-------------–---–ს. მან დაინახა, როგორ ჩაარტყა რამდენჯერმე თავი ი-–-- ტ------–---–მა გ------- ბ----------ს და მიაყენა დაზიანებები სახის არეში, გაუხეთქა ტუჩი. ასევე ნახა თ-------------–---–ი, რომელსაც ჰქონდა დაზიანებები კისრის არეში და დახეული ქურთუკი. შეუძლებელი გახდა მანქანით მოძრაობის გაგრძელება, რის გამოც მან გააჩერა ავტომანქანა და საშველად უხმო სხვა პოლიციელებს. უ–---ი ტ---–---–ის, დ-------ი ჟ-----ს, ზ------ ხ----–--ის და თ-------ე ა------ის დახმარებით ბრალდებული ისევ დააბრუნეს პოლიციის განყოფილებაში.
2.6. მოწმე ნ------------–---–მა განმარტა, რომ იგი არის შს სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი----------------------------–-----------–------------–--ის გამომძიებელი. 2----–-–---------------ს, ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას, იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში, რა დროსაც შენობის ფანჯრიდან დაინახა ი-–-- ტ------–---–ი, რომელიც პოლიციელების მიერ მისი ბადრაგირებისას იყო აგრესული და მანქანაში ჩასმამდე იქნევდა ხელ-ფეხს. მოგვიანებით მან მონაწილეობა მიიღო სწორედ ამ ავტომანქანის დათვალიერებაში, რა დროსაც, წინა და უკანა სავარძლებიდან აღებული იქნა ფეხის კვლები, დაზიანებული ხელის საძახისი, ასევე დაზიანებული იყო მანქანის მაგნოტოფონი.
2.7. ავტომანქანის დათვალიერების ოქმის (2---------) მიხედვით, 2----–-–---------------------------- საათზე, ქ.თილისის ი-----------------------–------------–--ის ადმინისტრაციული შენობის მიმდებარე ტერიტორიაზე (ქ.თბილისი, შ---------------), ჩატარდა ვერცხლისფერი ,,შკოდას“ ფირმის ავტომანქანის (სახელმწიფო ნომრით A--------) დათვალიერება, რომელსაც აქვს ოთხი კარი. ავტომანქანის წინა მარჯვენა სავარძელზე დევს შავი ფერის ხელის საძახისი, რომლის ეკრანი დაზიანებულია. ავტომანქანის ე.წ. ,,ტორპედოს“ შუა ნაწილში, დეფორმირებულ ჩარჩოში ჩაწეულია ა/მანქანის მაგნიტოფონი, რომლის წინა მხარეს, ე.წ. ,,პანელის“ მინა დაზიანებულია. სიჩქარეთა გადამცემი ბერკეტის ტყავის ზედაპირზე, უკანა მარჯვენა კარის შალითაზე, კარის სახელურზე, წინა მარჯვენა და მარცხენა სავარძლის უკანა მხარეს და უკანა სავარძელზე აღინიშნება ფერხსაცმლის კვალი.
2.8. ბრალდებულმა ი-–-- ტ------–---–მა განმარტა, რომ 2----–-–---------------ს, იყო ძალიან მთვრალი, იმყოფებოდა ვ---------–ის ზ-------–---ოზე, სადაც მაღაზიაში შესვლამდე მეგობართან მოუვიდა შელაპარაკება. შევიდა იქვე მდებარე ,,მ-------------ში“, სადაც კონსულტანტ გოგონასთან ასევე მოუვიდა შელაპარაკება და მუშტები ჰკრა ამ უკანასკნელს სახეში, თავსა და მუცელში. ადგილზე მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც დააკავეს იგი. დაკავებისას მან პოლიციელებსაც მიაყენა სიტყვიერი შეურაცხყოფა. იგი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში, სადაც განაგრძობდა პოლიციელებისთვის სიტყვიერი შეურაცხყოფის მიყენებას. ბადრაგირებისას, იჯდა მანქანაში, რა დროსაც ერთ პოლიციელს ჩაარტყა თავი თავში, ხოლო მეორეს ბორკილებით მიაყენა დაზიანება, ასევე იქნევდა ფეხებს და დააზიანა ავტომანქანის მაგნიტოფონი და ე.წ. ,,რაცია“, რათა პოლიციელებს არ მოეხდინათ მისი გადაყვანა წინასწარი დაკავების იზოლატორში. დაკავებისას მას ჰქონდა დაზიანებები, რომელიც მას დაკავებამდე მიაყენა მაღაზიაში მყოფმა მამაკაცმა, რომელთანაც მოუვიდა შელაპარაკება. პოლიციელებს მისთვის სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა არ მიუყენებიათ. იგი გულწრფელად ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
2.9. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. მოცემულ შემთხვევაში ბრალდებულ ი-–-- ტ------–---–ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებული, ბრალდების მხარის ყველა სხვა მტკიცებულება მხარეებმა, საქმის არსებითად განხილვის დროს, სადავოდ არ გახადეს, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
2.10. ი-–-- ტ------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა (დაზარალებულ მ-------- გ-------ის ეპიზოდი), ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საქმის არსებითად განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ - დაზარალებულ მ-------- გ-------ის, მოწმეების: დ-------ი ჟ-----ს, უ–---ი ტ---–---–ის, მ------ ა-–--–---–--------------------------------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს (2---------), ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმს (2---------), შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერს (2---------), ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------------------ის N--------- დასკვნას (0---------).
2.11. ი-–-- ტ------–---–ის მიერ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა (დაზარალებულების თ-------------–---–ის და გ------- ბ----------ის ეპიზოდი), გარდა სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებისა, ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რაც საქმის არსებითად განხილვის დროს მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ - დაზარალებულ გ------- ბ----------ის, მოწმეების: დ-------ი ჟ-----ს, უ–---ი ტ---–---–ის, ზ------ ხ----–--ის, თ-------ე ა------ის, შ--–------–-----–---–ის გამოკითხვის ოქმებს, ბრალდებულის დაკავების ოქმს (2---------), სასაწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათებს (2---------), ამოღების ოქმს (3---------), მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმს (2---------), საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N-4---- დასკვნას (0---------).
2.12. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლომ შეაფასა, საქმეში არსებული როგორც სადავო, ასევე უდავო მტკიცებულებები მათი რელევანტურობის, უტყუარობისა და გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 1.1-1.2. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, რომლის კვალიფიკაციაზე სასამართლო გადაწყვეტილების სამართლებრივი შეფასებისას იმსჯელებს.
3. საპროცესო ნორმათა დაცულობა:
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვა მიმდინარეობდა სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის ნორმათა სრულყოფილი დაცვით, თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპებზე დაყრდნობით. კერძოდ, სასამართლოში როგორც ბრალდების, ისე დაცვის მხარეს საკუთარი პოზიციების გასამყარებლად და დასასაბუთებლად აბსოლუტურად თანაბრად, კანონით გათვალისწინებულ ფარგლებში, შესაძლებლობა მიეცათ მონაწილეობა მიეღოთ მტკიცებულებათა გამოკვლევაში.
4. ქმედების სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით კრიმინალიზებულია, ცემა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია ამ კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ადამიანის ჯანმრთელობა, თუმცა ცემა არ უკავშირდება ჯანმრთელობის დაზიანების განსაკუთრებულ მძიმე შედეგს. ცემა გამოიხატება დაზარალებულის სხეულზე არაერთ დარტყმაში, რამაც თავის მხრივ შესაძლებელია გამოიწვიოს სხეულის ანატომიური მთლიანობის დარღვევა (ნაკაწრები, სისხლნაჟღენთები, ზედაპირული დაჟეჟილობანი, მცირე ჭრილობები), თუმცა შესაძლებელია მხოლოდ ფიზიკურ ტკივილშიც გამოიხატოს. ცემა შედეგიანი დელიქტია და აუცილებელია სუბიექტის ქმედებას - არაერთჯერად დარტყმას მოჰყვეს მსხვერპლის ფიზიკური ტკივილი, ამასთან, ზემოაღნიშნულმა ქმედებამ არ უნდა გამოიწვიოს ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა.
4.2. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - დაზარალებულ მ-------- გ-------ის, მოწმეების: მ------ ა-–--–---–-----------------ის გამოკითხვის ოქმებით, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერით (2---------) და ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით (2---------), ასევე თავად ბრალდებულ ი-–-- ტ------–---–ის ჩვენებით (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს), უტყუარად დადგენი-–--, რომ 2----–-–---------------ს, ი-–-- ტ------–---–მა სიტყვიერი და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენა მ-------- გ-------ს - აგინებდა და რამდენჯერმე დაარტყა მუშტი სახის, თავისა და მუცლის არეში. დაზარალებულ მ-------- გ-------ის გამოკითხვის ოქმით, ცალსახად არის დადასტურებული, რომ ი-–-- ტ------–---–ის ქმედებების შედეგადაც მან განიცადა ძლიერი ფიზიკური ტკივილი, თუმცა ს-----–----------------–--------–-----------------–----------------------------–---------------------ის N--------- დასკვნით (0---------) მ-------- გ-------ს დაზიანების რაიმე ობიექტური ნიშნები არ აღენიშნებოდა. ამდენად, ი-–-- ტ------–---–ის მიერ განხორციელებულ ძალადობას არ მოჰყოლია დაზარალებულის ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლა ან საერთო შრომისუნარიანობის თუნდაც უმნიშვნელო ან არამყარი დაკარგვა. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - ცემის, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია, მაგრამ არ მოჰყოლია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგი, შემადგენლობისთვის სავალდებულო ყველა სამართლებრივი ნიშანი.
4.3. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–-- ტ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4.4. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის 1-ლი ნაწილით კრიმინალიზებულია პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა მისი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით. ამ დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია ხელისუფლების წარმომადგენლის კანონიერი საქმიანობა, ხოლო დამატებითი ობიექტი - მისი პირადი უსაფრთხოება. დანაშაულის ობიექტური მხარე გამოიხატება ა) პოლიციის მუშაკის ან ხელისუფლების სხვა წარმომადგენლის მიმართ ძალადობით ან ძალადობის მუქარით წინააღმდეგობაში, ბ) საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლაში, მისი საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზნით ან გ) აშკარა უკანონო ქმედების იძულებაში ძალადობით ან ძალადობის მუქარით. პოლიციის მუშაკის მიმართ წინააღმდეგობა საზოგადოებრივი წესრიგის დაცვისათვის ხელის შეშლის მიზნით, შეიძლება გამოიხატოს მაგალითად, საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილას სამართალდარღვევის აღკვეთისთვის ხელის შეშლაში, ხოლო პოლიციელის საქმიანობის შეწყვეტის ან შეცვლის მიზანში იგულისხმება, აშკარა მოქმედება ან მოქმედებების ერთობლიობა, რომლებიც მიმართულია პოლიციელის კანონიერი საქმიანობის შეწყვეტისაკენ. დანაშაულის შემადგენლობა ფორმალურია, იგი დამთავრებულად ითვლება მოქმედების ჩადენისთანავე.
4.5. მოცემულ შემთხვევაში საქმეში არსებული მტკიცებულებებით - დაზარალებულების თ-------------–---–ის ჩვენებით და გ------- ბ----------ის გამოკითხვის ოქმით, მოწმეების - ზ----- ტ----–---–ის და ნ------------–---–ის ჩვენებით, დ-------ი ჟ-----ს, უ–---ი ტ---–---–ის, ზ------ ხ----–--ის, თ-------ე ა------ის გამოკითხვის ოქმებით, თავად ბრალდებულ ი-–-- ტ------–---–ის ჩვენებით (აღიარებს ჩადენილ დანაშაულს), ავტომანქანის დათვალიერების ოქმით (2---------), სასაწრაფო-სამედიცინო დახმარების ცენტრის პაციენტის სამედიცინო ბარათებით (2---------), ამოღების ოქმით (3---------) და ამოღებული დაზიანებული ქურთუკით, მობილური ტელეფონის დათვალიერების ოქმით (2---------) და საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ექსპერტის N-4---- დასკვნით (0---------) უტყუარად დადგენი-–--, რომ ადმინისტრაციულად დაკავებულმა ი-–-- ტ------–---–მა, პოლიციის განყოფილებიდან დროებითი მოთავსების იზოლატორში ავტომანქანით ბადრაგირებისას, პოლიციის თანამშრომლების საქმიანობის შეწყვეტის მიზნით გაუწია წინააღმდეგობა, მათ შორის ფიზიკურად იძალადა და დაზიანებები მიაყენა თ-------------–---–ს და გ------- ბ----------ს, ასევე ცდილობდა საჭესთან მჯდომი ზ----- ტ----–---–ისთვის ავტომანქანის მართვაში ხელის შეშლას, რა დროსაც დააზიანა ავტომანქანის მაგნიტოფონი და სამსახურებრივი საძახისი. ი-–-- ტ------–---–ის ძალადობრივი წინააღმდეგობის გამო, პოლიციელების მიერ ვერ მოხერხდა მისი დროებითი მოთავსების იზოლატორში ბადრაგირება. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა დანაშაულის - პოლიციის მუშაკთა მიმართ წინააღმდეგობა, მათი საქმიანობის შეწყვეტის მიზნით, ჩადენილი ძალადობით, შემადგენლობის სავალდებულო ყველა სამართლებივი ნიშანი.
4.6. ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ ი-–-- ტ------–---–მა ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული, რისთვისაც იგი ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
5.1. სასამართლო, სასჯელის დანიშვნის დროს ყურადღებას მიაქცევს ი-–-- ტ------–---–ის აღიარებას და გულწრფელ სინანულს, ხოლო პასუხისმგებლობის გამოხატულად დამამძიმებელი გარემოებები, სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, არ დადგენილა.
6. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, „სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდქესის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
6.3. სასამართლო განმარტავს, რომ განაჩენის სამართლიანობის შეფასების კრიტერიუმს წარმოადგენს მსჯავრდებულის პიროვნების და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის შესაბამისობა სასჯელთან.
6.4. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილი, რითაც მსჯავრი უნდა დაედოს ი-–-- ტ------–---–ს ისჯება ჯარიმით ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომით ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ერთ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ერთ წლამდე, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილი - ისჯება ჯარიმით ან შინაპატიმრობით ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთით ვადით ორიდან ხუთ წლამდე.
6.5. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ი-–-- ტ------–---–ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ გარემოებად ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებულმა ხელი შეუწყო სწრაფი მართლმსაჯულების განხორციელებას (საქმის არსებითად განხილვისას მტკიცებულებების დიდი ნაწილი გახადა უდავო), ასევე მის მიერ დანაშაულის აღიარებასა და გულწრფელ სინანულს, ჩადენილი ქმედების ხასიათს - ჩადენი-–-- ნაკლებად მძიმე კატეგორიის დანაშაულები, ასევე ი-–-- ტ------–---–ის კანონის შესაბამის და ეთიკურ ქცევას სასამართლო განხილვის დროს და სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ ი-–-- ტ------–---–ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა.
6.6. ამასთან, ვინაიდან ი-–-- ტ------–---–ი არის ნასამართლობის არმქონე, მას საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა ერთობლიობით, სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გამოყენებით.
6.7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირს, რომელიც სასამართლო განხილვამდე პატიმრობაში იყო, ძირითად სასჯელად დაენიშნა ჯარიმა, სასამართლო პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით შეუმსუბუქებს მას დანიშნულ სასჯელს ან მთლიანად გაათავისუფლებს მისი მოხდისაგან.
6.8. ვინაიდან ი-–-- ტ------–---–ი 2----–-–--------------იდან 2----–-–--------------ის ჩათვლით იყო პატიმრობაში, ამ ვადის გათვალისწინებით, მას უნდა შეუმცირდეს ჯარიმის სახით დანიშნული სასჯელი.
7. ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:
7.1. სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, უნდა გადაწყდეს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ნივთიერი მტკიცებულებების ბედი. კერძოდ: ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ხელის საძახისი და თ-------------–---–ს სამსახურებრივი ქურთუკი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს. მაღაზია ,,მ-------------ის“ ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების ამსახველი ჩანაწერი და თ-------ე ა------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ამსახველი ჩანაწერი, შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით,-
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ი-–-- ტ------–---–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილითა და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით - ჯარიმა 5200 ლარის ოდენობით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის პირველი ნაწილით დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი განესაზღვროს ჯარიმა 5200 ლარის ოდენობით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 62-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, პატიმრობაში ყოფნის ვადის გათვალისწინებით (2----–-–--------------იდან 2----–-–--------------ის ჩათვლით) შეუმცირდეს და ი-–-- ტ------–---–ს საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით.
2. ი-–-- ტ------–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს; გირაოს თანხა, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში დაუბრუნდეს მის შემტან პირს.
3. ნივთმტკიცება - ავტომანქანის დათვალიერებისას ამოღებული შავი ფერის ხელის საძახისი და თ-------------–---–ს სამსახურებრივი ქურთუკი, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, დაუბრუნდეს მათ კანონიერ მფლობელებს. მაღაზია ,,მ-------------ის“ ვიდეოკამერის ჩანაწერის დათვალიერების ამსახველი ჩანაწერი და თ-------ე ა------ის მობილური ტელეფონის დათვალიერების ამსახველი ჩანაწერი, შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
4. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე ეკატერინე გაბრიჩიძე