გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
130210119002875422
2-147-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
28 ივნისი, 2019 წელი ქ. ხაშური
ხაშურის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ზაზა რამიშვილი
სხდომის მდივანი ქეთევან ცერიაშვილი
მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკი“
წარმომადგენელი გ------- ახალკაცი
მოპასუხეები გ---------------–---–-, დ----------------–---–-, ი-–------–--–---–-,გ-----------–---–-
დავის საგანი თანხის დაკისრება, იპოთეკით დატვირთული ნივთის
რეალიზაცია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. გ------- და დ----------------–---–-------–------–--–---–------------------–---–- სოლიდარულად გადახდეთ ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ 41 730 ლარი და 4 თეთრი;
1.2. დავალიანების დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6---- 5-----. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, გადახდევინება მოხდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებიდან.
მოთხოვნილია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე: 2018 წლის 26 ოქტომბერს, ,,კ------- ბანკსა“ და გ------- კ------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ რ----–- მდებარე უძრავი ნივთი - სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ზედ განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად საკადასტრო კოდით 6---- 5-----. იპოთეკის ხელშეკრულების 5.10 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთკის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას, მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავს იპოთეკარის მოთხოვნას;
2018 წლის 26 ოქტომბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, გ------- კ------–---–მა მიიღო 26 000 ლარი 39 თვის ვადით, 25,25% წლიური განაკვეთით. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების ვადაში; 2018 წლის 26 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებებით, დ----------------–---–------–------–--–---–-------------------–---–-- ,,კ------- ბანკის“ წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს ძირითადი მსესხებლის ვალდებულების შესრულებაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იძულებითი აღსრულების მცდელობა არ იქნება ძირითადი მოვალის მიმართ;
მიუხედავად მოპასუხეების არაერთხელ გაფრთხილებისა, ისინი ვალდებულებას არ ასრულებენ, სესხის ხელშეკრულების 7.1. და 7.4. პუნქტების თანახმად, გადახდის ვადის გადაცილების და გადაუხდელობის შემთხვევაში, გამსესხებელს უფლება აქვს დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება, ერთდროულად მოითხოვოს ძირითადი თანხის, დარიცხული პროცენტის, მომსახურების საკომისიოს, პირგასამტეხლოს ვადამდე დაფარვა, ასევე - ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზიანის ანაზღაურება;
2019 წლის 1 მარტის მდგომარეობით, მოპასუხეებს მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვთ 41 730 ლარი და 4 თეთრი, საიდანაც 26 000 ლარი ძირითადი თანხაა, 14 901 ლარი და 41 თეთრი - პროცენტი, აქედან - 1 956 ლარი და 54 თეთრი არის 2019 წლის 1 მარტამდე დარიცხული პროცენტი, 12 944 ლარი და 87 თეთრი - ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი, 681 ლარი და 54 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 147 ლარი და 9 თეთრი - ჯარიმა.
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემა გათვალისწინებულია მხარეთა შორის ხელშეკრულებით, შეთანხმებული არიან ასევე თუ უზრუნველყოფის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ/ვერ დააკმაყოფილებს ბანკის მოთხოვნას, აღსრულება მიექცეს მოპასუხეთა სხვა ქონებაზე;
2. მოპასუხის პოზიცია
სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოპასუხეებმა სარჩელი ცნეს (2019 წლის 19 ივნისის სხდომის ოქმი: 15:49:40-15:51:25);
,3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2018 წლის 26 ოქტომბერს, ,,კ------- ბანკსა“ და გ------- კ------–---–ს შორის დაიდო საკრედიტო ხაზის შესახებ ხელშეკრულება. ამ ხელშეკრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით, იპოთეკით დაიტვირთა ქ-----–-- მუნიციპალიტეტის სოფელ რ----–- მდებარე უძრავი ნივთი - სასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი ზედ განთავსებულ შენობა-ნაგებობებთან ერთად საკადასტრო კოდით 6---- 5-----. იპოთეკის ხელშეკრულების 5.10 პუნქტის მიხედვით, მხარეები შეთანხმდნენ, რომ იპოთკის საგნის ნებისმიერი ფორმით რეალიზაციისას/კრედიტორის საკუთრებაში გადასვლისას, მოთხოვნა არ ითვლება დაკმაყოფილებულად, თუ უძრავი ნივთის ღირებულება მთლიანად არ დაფარავს იპოთეკარის მოთხოვნას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საკრედიტო ლიმიტის გენერალური ხელშეკრულება (ს.ფ. 22-27);
- იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 28-33);
3.1.2. 2018 წლის 26 ოქტომბერს დადებული სესხის ხელშეკრულებით, გ------- კ------–---–მა მიიღო 26 000 ლარი 39 თვის ვადით, 25,25% წლიური განაკვეთით. სესხის ხელშეკრულებით მსესხებელმა იკისრა სიცოცხლის დაზღვევის ვალდებულება სესხის ხელშეკრულების ვადაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 53-61),- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.3. 2018 წლის 26 ოქტომბერს დადებული ხელშეკრულებებით, დ----------------–---–------–------–--–---–-------------------–---–-- ,,კ------- ბანკის“ წინაშე სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს ძირითადი მსესხებლის ვალდებულების შესრულებაზე, იმ შემთხვევაშიც კი, თუ იძულებითი აღსრულების მცდელობა არ იქნება ძირითადი მოვალის მიმართ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 63-66, 68-71, 73-76),- მხარეთა ახსნა-განმარტება;
3.1.4.მიუხედავად არაერთხელ გაფრთხილებისა, მოპასუხეები ვალდებულებას არ ასრულებენ და 2019 წლის 1 მარტის მდგომარეობით, მოსარჩელისათვის გადასახდელი აქვთ 41 730 ლარი და 4 თეთრი, საიდანაც 26 000 ლარი ძირითადი თანხაა, 14 901 ლარი და 41 თეთრი - პროცენტი, აქედან - 1 956 ლარი და 54 თეთრი არის 2019 წლის 1 მარტამდე დარიცხული პროცენტი, 12 944 ლარი და 87 თეთრი - ხელშეკრულების ვადის ბოლომდე დასარიცხი პროცენტი, 681 ლარი და 54 თეთრი - სიცოცხლის დაზღვევის თანხა, 147 ლარი და 9 თეთრი - ჯარიმა;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ.78),- სესხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ.79),-მოსარჩელის მიმართვები მოპასუხეებისადმი დავალიანების დაფარვაზე გაფრთხილების შესახებ (ს.ფ.80-84)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლომ, შეაფასა რა წარმოდგენილი მტკიცებულებები, მიაჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის: 301-ე მუხლის პირველი და 11 ნაწილები, 316-ე მუხლის პირველი ნაწილი, 317- ე მუხლის პირველი ნაწილი; 411-ე, 417-ე, 420-ე, 626-ე, 891-ე მუხლები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილი, მე-4 მუხლის პირველი ნაწილი, 102-ე, 131-ე მუხლები;
6. სამართლებრივი შეფასება
სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების დასაბუთება.
სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც;
317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან;
626-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხის ვალდებულება მოსარჩელის წინაშე წარმოიშვა მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებების საფუძველზე. სადავო არ არის რომ მოპასუხე მხარემ ვალდებულება არ შეასრულა - დაარღვია ვალის დაფარვი შეთანხმებული გრაფიკი. შესაბამისად, მოსარჩელეს უფლება აქვს მოითხოვოს მოპასუხეებისაგან სესხის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ვალდებულების შესრულება;
891-ე მუხლის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.
თავდებობა შეიძლება გამოყენებულ იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის;
მოცემულ შემთხვევაში გ------- კ------–---–სა და ბანკს შორის დაიდო სესხის ხელშეკრულება, რომლითაც გათვალისწინებული იყო პროცენტი. მოპასუხეს ვალი უნდა დაებრუნებინა შეთანხმებული გრაფიკით. მან დაარღვია გრაფიკი და თანხა საერთოდ აღარ გადაიხადა, რაც უფლებას აძლევს კრედიტორს მოითხოვოს ვალდებულების შესრულება გ---------------–---–-სა და თავდებებისაგან რომლებმაც ბანკის წინაშე სოლიდარული ვალდებულება იკისრეს გ---------------–---–-ს ვალდებულების შესრულებაზე;
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი;
სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები;
102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით;
131-ე მუხლის თანახმად, ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო;
სადავო არ არის, რომ მოპასუხეებმა არ შეასრულეს ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება - არ გადაიხადეს ხელშეკრულებით ნაკისრის თანხა, რამაც ბანკს მიაყენა ზიანი და მოპასუხეები ვალდებული არიან აანაზღაურონ ის;
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი 11 ნაწილების თანახმად, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
მოცემულ შემთხვევაში, რადგან მოპასუხე მხარემ (მოვალემ) მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ნივთის რეალიზაციის შესახებ;
მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია, რომ მხარეთა შორის დადებული იპოთეკის ხელშეკრულებით გათვალისწინებულია, რომ თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, ვალდებულების სრუალად დაფარვის მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს მოპასუხეების სხვა უძრავ-მოძრავი ქონება;
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება უნდა მიექცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევაზე არ ვრცელდება ამ მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით გათვალისწინებული მოთხოვნები. აღსრულება არ შეჩერდება ამავე დავის საგანზე მესამე პირის სარჩელის საფუძველზედაც.
მოცემულ შემთხვევაში, მხარეები წერილობით შეთანხმდნენ, რომ დავაზე მიღებული პირველი ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილება მიექცევა დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის: 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა:
49-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება.
თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მთავარ სხდომაზე, შესაბამისად, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1251.90 ლარი ნახევარი 625.95 ლარი, 625.95 ლარი კი მოპასუხეებმა სოლიდარულად უნდა გადაუხადონ მოსარჩელეს.
მოპასუხე მხარეს უნდა დაეკისროს ასევე მოსარჩელის მიერ გაწეული ხარჯი 11 ლარი - მოპასუხის უძრავი ნივთის შესახებ საჯარო რეესტრში ჩანაწერის განახლების საფასური.
სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ნახევარი 25 ასევე უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს. არ დაკმაყოფილდა რა სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადება, მოპასუხე მხარეს არ უნდა დაეკისროს დანარჩენი 25 ლარის გადახდა.
8. სარჩელის უზრუნველყოფასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფა გამოყენებული არ არის;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 243-244-ე, 249-ე, 250-ე, 257-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სარჩელი დაკმაყოფილდეს.
1.1. გ------- კ------–---–ს, დ-------- კ------–---–ს, ი-–------–--–---–------------------–---–ს სოლიდარულად გადახდეთ სააქციო საზოგადოება ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ: 41 730. 04 (ორმოცდაერთი ათას შვიდას ოცდაათი) ლარი და ოთხი თეთრი;
1.2. მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, სარეალიზაციოდ მიექცეს სს ,,კ------- ბანკის“ სასარგებლოდ იპოთეკით დატვირთული, უძრავი ნივთი საკადასტრო კოდით 6---- 5----- რომელზეც დ----------------–---–-ს საკუთრების უფლებაა რეგისტრირებული. თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით ამონაგები თანხა სრულად ვერ უზრუნველყოფს არსებული დავალიანების დაფარვას, გადახდევინება მოხდეს მოპასუხეთა საკუთრებაში არსებული სხვა უძრავ-მოძრავი ქონებიდან.
2. გადაწყვეტილება გადაეცეს დაუყოვნებლივ აღსასრულებლად;
3. სს ,,კ------- ბანკს" დაუბრუნდეს 2019 წლის 1 მარტს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 1251.90 ლარის ნაწილი 625 ლარი და 95 თეთრი და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ნაწილი 25 ლარი, მოპასუხეებს სოლიდარულად გადახდეთ ,,კ------- ბანკის" სასარგებლოდ 625 ლარი და 95 თეთრი - მოსარჩელის მიერ შეტანილი სახელმწიფო ბაჟის თანხა და სასამართლოსგარეშე ხარჯი - 11 ლარი;
4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ხაშურის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არაუადრეს 20 და არაუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხაშურის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ზაზა რამიშვილი