გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/29819-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
26 თებერვალი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - თინა ვაშაყმაძე
სხდომის მდივანი - ნინო სიდამონიძე
მოსარჩელეები - ნ------------ე, ნ-------- ძ-----–---–ი
წარმომადგენელი - ბ-----------–---–ი
მოპასუხე - ქ--------------ძე
წარმომადგენელი - ა-----------–---–ი-ო----ი
დავის საგანი - უძრავ ნივთზე თანამესაკუთრედ ცნობა
აღწერილობითი ნაწილი :
1. სასარჩელო მოთხოვნები:
1.1 ნ------------ე ცნობილი იქნას უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ფ--------- ნ--–------, მ------------------, კორპუსი №-- ,,ბ'', ბინა №---ის (ს/კ 0----------------------- 1/4 ნაწილის თანამესაკუთრედ;
1.2 ნ-------- ძ-----–---–ი ცნობილი იქნას უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ფ--------- ნ--–------, მ------------------, კორპუსი №-- ,,ბ'', ბინა №---ის (ს/კ 0----------------------- 1/4 ნაწილის თანამესაკუთრედ;
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
ნ------------ე და ნ-------- ძ-----–---–ი არიან მამა-შვილი და ამავე დროს მოპასუხე ქ--------------ძის შვილი და მეუღლე. სარჩელის აღძვრის დროისათვის - ქ. თბილისში, ფ--------- ნ--–------, მ------------------, კორპუსი №-- ,,ბ’’-ში მდებარე №---ე ბინის (ს/კ 0----------------------- მესაკუთრედ აღრიცხულია ქ--------------ძე. საფუძველი: პრივატიზაციის ხელშეკრულება №2----, დამოწმებული 1994 წლის 28 აგვისტოს.
ის გარემოება, რომ უძრავი ქონება რეგისტრირებულია ნ------------ის სახელზე, არ ნიშნავს იმას, რომ მოსარჩელეებს აღნიშნულ ბინაზე უფლებები არ გააჩნიათ, ვინაიდან პრივატიზების დროისთვის ისინი ჩაწერილები იყვნენ ბინაში და შესაბამისად, უფლება აქვთ ¼ - ¼ წილებზე.
მოსარჩელეებს სურვილი აქვთ რომ მათი წილი საკუთრების უფლება დაიდგინონ ამ საცხოვრებელ ბინასთან დაკავშირებით და მასზე უფლება აღირიცხოს საჯარო რეესტრში, რადგან ქ--------------ძეს გადაწყვეტილი აქვს ბინის გასხვისება მოსარჩელეების ნების საწინააღმდეგოდ, ამასთან, საერთოდ მხედველობაში არ იღებს იმას, რომ ნ------------ეს და ნ-------- ძ-----–---–ს აქვთ ბინასთან მიმართებაში გარკვეული ქონებრივი უფლებები და აქტიურად მიჰყავს ბინაში სავარაუდო შემძენები და დაინტერესებულია მისი გასხვისებით. აქვე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მოსარჩელე ნ-------- ძ-----–---–ი წარმოადენს ონკოლოგიურ ავადმყოფს და მის მიზნებში საერთოდ არ შედის ბინის გასხვისება.
(იხ. სარჩელი ს.ფ. 2-16, 2019 წლის 12 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი 17:19:37, მოსარჩელის ახსნა-განმარტება).
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ქ--------------ძემ სარჩელი ცნო და განმარტა, რომ მიუხედავად იმისა, რომ წარმოადგენს ბინის მესაკუთრეს, ქონების გაყოფის თაობაზე არასოდეს ყოფილა დავა ოჯახის წევრებს შორის. მოპასუხე არც ამჟამად არის აღნიშნულის წინააღმდეგი. ქ--------------ძემ 1994 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული პრივატიზაციის ხელშეკრულებით საკუთრებაში მიიღო უძრავი ქონება, მდებარე ქ. თბილისი, ფ--------- ნ--–------, მ------------------, კორპუსი №-- ,,ბ’’, ბინა №-- (ს/კ 0----------------------- და ხელშეკრულებაში ცალსახად ჩანს, რომ ბინის ერთადერთი მესაკუთრეა ქ--------------ძე. იმ დროისათვის სადავო ბინაში ჩაწერილები იყვნენ ქ--------------ძე, ნ-------- ძ-----–---–ი, ვ----–---------, ნ------------ე და დამოუკიდებელი ფიზიკური პირი, ქ--------------ძის მამა ბ-----------------ე (რომელიც გარდაცვლილია). ნ-------- ძ-----–---–ი სადავო ბინაში ჩაწერილია 2002 წლის 07 ოქტომბერს. აღნიშნული რეგისტრაცია განხორციელდა საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობის აღებისას. მიუხედავად რეგისტრაციისა ნ-------- ძ-----–---–მა 1990 წლიდან დატოვა საქართველო, ხოლო 1998 წლის 27 ოქტომბრიდან ქეთევან ბაქრაძე და ნ-------- ძ-----–---–ი განქორწინდნენ.
2012 წლიდან ნ-------- ძ-----–---–ის რეგისტრაციის ადგილი ზემოაღნიშნულ მისამართზე გაუქმებულია. არასრულწლოვანი ნ------------ეც მშობლების თანხმობით რეგისტრირებული იყო სადავო ბინაში, თუმცა 2017 წლიდან მისი რეგისტრაციის ადგილი არ არის განსაზღვრული. რაც შეეხება მესაკუთრეობას და წილის მიღების საკითხს, საცხოვრებელ მისამართზე შვილის რეგისტრაცია მის მესაკუთრედ ცნობას არ გულისხმობს. ის ფაქტი, რომ ქ--------------ძე პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად წარმოადგენს სადავო ბინის ერთადერთ მესაკუთრეს ცნობილი იყო და სადავოდ არავის გაუხდია.
აქვე აღსანიშნავია, რომ მოსარჩელეთა მიერ შექმნილი აუტანელი საცხოვრებელი პირობების და მისი და მისი შვილის ვასილ ბაქრაძის და მისი ოჯახის (მეუღლე და მცირეწლოვანი შვილი) სისტემატიური შეურაცხყოფის და შევიწროების გამო, იძულებული გახდნენ გარიდებოდნენ აშკარა კონფლიქტს, რის გამოც მოპასუხე, როგორც სახლის მესაკუთრე და მისი შვილი ვ----–--------- ვეღარ სარგებლობენ კუთვნილი ფართით. მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, მოპასუხე თანახმაა მოსარჩელეთა მოთხოვნა დაკმაყოფილდეს და ისინი ცნობილი იქნან ¼-1/4 მესაკუთრეებად.
(იხ. შესაგებელი 53-64; 2019 წლის 12 თებერვლის სასამართლოს სხდომის ოქმი 17:22:10, მოპასუხის ახსნა-განმარტება).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 1994 წლის 24 აგვისტოს პრივატიზაციის ხელშეკრულების თანახმად, ქ--------------ძემ საკუთრებაში მიიღო - ქ. თბილისი, ფ--------- ნ--–------, მ------------------, კორპუსი №-- ,,ბ’’-ში მდებარე №-- ბინა (ს/კ 0-----------------------.
პრივატიზაციის განხორციელების პროცესში საცხოვრებელ ფართში ჩაწერილები იყვნენ მამა-ნ-------- ძ-----–---–ი, დედა-ქ--------------ძე, შვილები-ნ------------ე და ვ----–---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- პრივატიზაციის ხელშეკრულება (ს.ფ. 19-20 );
- ცნობა საბინაო პირობების შესახებ (ს.ფ. 65).
3.1.2. საჯარო რეესტრის 2018 წლის 01 აგვისტოს ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, ფ--------- ნ--–------, მ------------------, კორპუსი №--,,ბ’’-ში მდებარე №-- ბინაზე, ფართით 92 კვ.მ. (ს/კ 0----------------------- რეგისტრირებულია ქ--------------ძის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: პრივატიზაციის ხელშეკრულება №2----, დამოწმების თარიღი: 2--------- წელი; უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 26/12/2018 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ს.ფ. 17-18),- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს №425088 წერილი (ს.ფ. 29)
3.1.3. საჯარო რეესტრის 2018 წლის 23 ოქტომბრის ამონაწერის მიხედვით, ქ. თბილისში, ფ--------- ნ--–------, მ------------------, კორპუსი №--,,ბ’’-ში მდებარე №-- ბინაზე, ფართით 92 კვ.მ. (ს/კ 0----------------------- ½ ნაწილზე რეგისტრირებულია ქ--------------ძის საკუთრების უფლება, ხოლო ½ ნაწილზე ვასილ ბაქრაძის საკუთრების უფლება. უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი: პრივატიზაციის ხელშეკრულება №2----, დამოწმების თარიღი: 2--------- წელი; უძრავი ნივთის ჩუქების ხელშეკრულება, დამოწმების თარიღი: 26/12/2018 წელი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან 96-97).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
მოცემულ საქმეზე სადავო ფაქტობრივი გარემოებები არ არსებობს.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის, საქმეში არსებული მტკიცებულებების გაანალიზების და ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ საქართველოს მინისტრთა კაბინეტის 1992 წლის 01 თებერვლის #107 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81).
ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს დავის გადაწყვეტისთვის მნიშვნელოვან შემდეგ გარემოებებზე:
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია.
ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის, პირველი მუხლი იცავს საკუთრების უფლებას, კერძოდ, ყველა ფიზიკურ და იურიდიულ პირს უფლება აქვს დაუბრკოლებლად ისარგებლოს თავისი ქონებით. არავის არ შეიძლება წაერთვას ქონება, იმ შემთხვევის გარდა, როცა ამას საზოგადოების ინტერესები მოითხოვს და იმ პირობით, რაც გათვალისწინებულია კანონით და საერთაშორისო სამართლის ზოგადი პრინციპებით.
„საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაციის (უსასყიდლოდ გადაცემის) შესახებ“ 1992 წლის 01 თებერვლის №107-ე დადგენილების პირველი პუნქტის თანახმად, საქართველოს რესპუბლიკაში ბინების პრივატიზაცია წარმოადგენს მოქალაქეთათვის სახელმწიფო და საზოგადოებრივ საბინაო ფონდში მათ მიერ დაკავებული საცხოვრებელი სახლის (ბინის) ნებაყოფლობითი შეღავათიანი პირობებით საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემას, ხოლო მე-5 პუნქტის თანახმად, საცხოვრებელი სახლი (ბინა) უსასყიდლოდ გადაეცემათ საქართველოს რესპუბლიკის მოქალაქეებს, რომლებიც ამ საცხოვრებელი სახლის (ბინის) დამქირავებლები ან დამქირავებლის ოჯახის წევრები არიან.
ამავე დადგენილების მე-2 პუნქტი კი განსაზღვრავს, რომ პრივატიზაციის ობიექტი შეიძლება იყოს სახელმწიფო და საზოგადოებრივო ფონდის საცხოვრებელი ფონდის საცხოვრებელი ფართი (ბინა). ამასთან, დადგენილების მე-2 პუნქტით გათვალისწინებული თანხმობა გამოხატავს ბინის ერთ-ერთი დამქირავებლის ან დამქირავებლის ოჯახის წევრის მესაკუთრედ აღრიცხვაზე თანხმობას და არა საკუთრების უფლებაზე უარის თქმას. შესაბამისად, ამ დადგენილების გამოცემით, სახელმწიფომ საკუთრების უფლება მიანიჭა ბინის ყველა დამქირავებელს და მათი ოჯახის წევრებს და ისინი წარმოადგენენ ბინის თანამესაკუთრეებს, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების მხარეები. ასეთი თანხმობების არსებობის შემთხვევაშიც, მოსარჩელე არ კარგავს საკუთრების უფლებას საცხოვრებელ ბინაზე.
დადგენილების მე-4 პუნქტის შესაბამისად, საცხოვრებელი სახლის (ბინის) უსასყიდლოდ გადაცემა ხორციელდება ადგილობრივი მმართველობის ორგანოების, საწარმო-დაწესებულებებისა და ორგანიზაციების მიერ, რომელთა ბალანსზეც ირიცხება საცხოვრებელი სახლი (ბინა).
ზემოაღნიშნული დადგენილების საფუძველზე, ყველა იმ მოქალაქეს, რომელიც დადგენილი წესით იყო შესახლებული ბინაში, დამქირავებელი იქნებოდა იგი, თუ მისი ოჯახის წევრი, სახელმწიფომ მისცა საშუალება, გამხდარიყო ბინის მესაკუთრე. აღნიშნული დადგენილების თანახმად, ყველა პირი, ვინც პრივატიზაციის დროს ცხოვრობდა ბინაში, მათ შორის არასრულწლოვანიც, უნდა ჩაითვალოს ბინის თანამესაკუთრედ იმის მიუხედავად, თუ ოჯახის რომელი წევრის სახელზე მოხდა ბინის პრივატიზაცია. თუ მათ კანონით დადგენილი წესით უარი არ განუცხადებიათ საკუთრებაზე, ისინი ბინის მესაკუთრეებს წარმოადგენენ, მიუხედავად იმისა, არიან თუ არა პრივატიზაციის ხელშეკრულების უშუალო მხარეები.
პირისათვის საკუთრებაში ბინის გადაცემა გარკვეული წინაპირობების არსებობასთან არის დაკავშირებული, სახელდობრ, საკუთრებაში გადაცემა ზემოთ ხსენებული დადგენილების შინაარსიდან გამომდინარე გათვალისწინებულია ბინის დამქირავებლისათვის და მისი ოჯახის წევრებისათვის.
განსახილველი დავის გადაწყვეტისას გასათვალისწინებელია, თუ ვინ იყო პრივატიზების მომენტისათვის ჩაწერილი სადავო ბინაში, რადგან საცხოვრებელი სახლის (ბინის) პრივატიზაციისას სწორედ აღნიშნული პირები სარგებლობენ თანაბარი უფლებებით მოიპოვონ საკუთრების უფლება მათ მიერ დაკავებულ ბინაზე. ბინის მესაკუთრეებად ითვლებიან არა მხოლოდ პრივატიზების ხელშეკრულებაში მითითებული პირები, არამედ, მათთან ერთად მცხოვრები ოჯახის ყველა წევრი (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებები: №ას-1115-1361-05, №ას-983-1183-08). აღნიშნული განმარტება გამომდინარეობს №107-ე დადგენილების პირველი პუნქტიდან, რადგანაც მითითებული ნორმა პრივატიზების მომენტისათვის მოქალაქის მიერ დაკავებული ბინის საკუთრებაში გადაცემის შესაძლებლობას ითვალისწინებს.
საქართველოს უზენაესი სასამართლოს პლენუმის 1996 წლის 2 აპრილის №1 დადგენილების მიხედვით პრივატიზებულ ბინებზე საკუთრების უფლება აქვს ყველა იმ პირს, რომელსაც საცხოვრებელ ფართობზე უფლება მოპოვებული აქვთ ბინის პრივატიზაციის დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია და მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ ის გარემოება, რომ 1994 წლის 28 აგვისტოს პრივატიზაციის განხორციელების პროცესში საცხოვრებელ ფართში ჩაწერილი იყვნენ მამა-ნ-------- ძ-----–---–ი, დედა-ქ--------------ძე, შვილები-ნ------------ე და ვ----–---------. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა მოიპოვეს თანაბარი ¼- ¼ ის საკუთრების უფლება მიუხედავად იმისა, რომ მთელი სადავო ქონების პრივატიზება განხორციელდა მხოლოდ მოპასუხის სახელზე.
შესაბამისად, სადავო ფართის პრივატიზაციით ბინაში ჩაწერილ ყველა პირზე კანონიერად გავრცელდა საკუთრების უფლება (თანასაკუთრების ინსტიტუტი).
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ, მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა. მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე ქ--------------ძემ როგორც წარმოდგენილი შესაგებლით, ასევე სასამართლოს მოსამზადებელ ეტაპზე სარჩელი ცნო სრულად. შესაბამისად, არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების როგორც ფაქტობრივი, ასევე სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის V თავი ეძღვნება პროცესის ხარჯებს. კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. იმავე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით განმარტებულია, თუ რას შეადგენს თითოეული მათგანი, კერძოდ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
მოგებული მხარის სასარგებლოდ წაგებული მხარისათვის პროცესის ხარჯების დაკისრების სამართლებრივი საფუძვლები მოცემულია საპროცესო კოდექსის 53-ე და 54-ე მუხლებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ამავე კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან მოპასუხემ სარჩელი ცნო მოსამზადებელ ეტაპზე, მოსარჩელეებს უნდა დაუბრუნდეთ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - 1583 ლარი.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები:
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისთვის კანონით დადგენილი წესით.
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 17 ოქტომბრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ნ------------ეს აეკრძალა, საკუთრებაში არსებული სადავო უძრავი ქონების მდებარე: ქ. თბილისი, ფ--------- ნ--–------, მ------------------, კორპუსი №-- ,,ბ’’-ში მდებარე №-- ბინის (ს/კ 0----------------------,) ფართი 92. კვ.მ ½ ნაწილის გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა - უნდა დარჩეს ძალაში.
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. ნ------------ის და ნ-------- ძ-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს;
1.1. უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ფ--------- ნ--–------, მ------------------, კორპუსი №-- ,,ბ'', ბინა №---ის (ს/კ 0----------------------- 1/4 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობილი იქნას ნ------------ე;
1.2. უძრავი ქონების, მდებარე - ქ. თბილისი, ფ--------- ნ--–------, მ------------------, კორპუსი №-- ,,ბ'', ბინა №---ის (ს/კ 0----------------------- 1/4 ნაწილის თანამესაკუთრედ ცნობილი იქნას ნ-------- ძ-----–---–ი;
2. მოსარჩელეებს დაუბრუნდეთ ნ------------ის მიერ 2018 წლის 15 ოქტომბერს, სს ,,თიბისი ბანკში’’ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი - 1583 ლარის ოდენობით, რომელიც გადახდილია შემდეგ რეკვიზიტებზე: მიმღების ანგარიში/სახაზინო კოდი 300773150, ბანკის კოდი TRESGE22, საგადასახადო დავალება №0;
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
4. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 (ოცი) და არა უგვიანეს 30 (ოცდაათი) დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე თინა ვაშაყმაძე