განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 150100118002479449
№1/50-18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
18 ივნისი, 2019 წელი ქ. ახალქალაქი
ახალქალაქის რაიონული სასამართლო
მოსამართლე – არარატ ესოიან
სხდომის მდივანი – არმენ ქოსიან
ბრალდების მხარე
პროკურორი - გიორგი ორჯონიკიძე,დაცვის მხარე
ბრალდებული რ------ მ-------- (დაბადებული 194--–-–-------------ს; საქართველოს მოქალაქე; პირადი ნომარი 0----------; ნასამართლობის არმქონე; რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–--ი);
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილი;
ადვოკატი: აზატ ხორშიკიან;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. 2018 წლის 05 აპრილს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის შუალედში, ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–--ში, სიტყვიერი შელაპარაკება მოხდა რ------ მ--------სა და გ------- გ---–-----ს შორის, ამავე სოფელში მდებარე წყაროს თაობაზე, რა დროსაც რ------ მ--------ი მის ხელთ არსებული დანით გამოეკიდა გ------- გ---–-----ს და ემუქრებოდა მოკვლით. გ------- გ---–-----ი შიშის გამო გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და მოასწრო მისი მართვის ქვეშ მყოფ „გაზ-24“ მარკის ავტომანქანაში ჩაჯდომა, ხოლო რ------ მ--------მა მის ხელთ არსებული დანა რამოდენიმეჯერ დაარტყა გ------- გ---–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარას. რ------ მ--------ის ზემოაღნიშნული მუქარის გამო გ------- გ---–-----ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ავტომანქანით დატოვა კონფლიქტის ადგილი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ფაქტების დადგენა:
2.1.1. რ------ მ--------სა და გ------- გ---–-----ს შორის არსებობდა და დღემდე სახეზეა დაძაბული ურთიერთობა, რაც გამოიხატება შემდეგში:
რ------ მ--------ის ძმის ქალიშვილი დაქორწინდა გ------- გ---–-----თან, თუმცა ცოტა ხანში მათი ქორწინება გაუქმდა და რ------ მ--------ის განმარტებით გ------- გ---–-----ის ცოლმა მიატოვა და წავიდა რუსეთში მშობლებთან, ხოლო გ------- გ---–-----ის განმარტებით სიმამრმა ის უკან წაიყვანა. აღნიშნულის შემდეგ მ--------ების ოჯახს და გ---–-----ების ოჯახს შორის დაიწყო დაძაბული ურთიერთობა.
ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---–--ში რ------ მ--------ის ძმის მიერ გაკეთებულია წყარო (სასმელი წყლის). როდესაც მ--------ებს და გ---–-----ებს კარგი ურთიერთობა ჰქონდათ, აღნიშნული წყაროდან ერთი მილით წყალი გაიყვანეს გ------- გ---–-----ის სახლში, ანუ გ---–-----ები სარგებლობენ ამ წყლით. როდესაც მათ შორის დაიძაბა ურთიერთობა, რ------ მ--------მა გ------- გ---–-----ისათვის წყალმიწოდების მილები რამდენიმეჯერ მოშალა, რასთან დაკავშირებითაც დაიწყო დავა და კონფლიქტი, რისთვისაც რამდენიმეჯერ მხარებმა მიმართეს პოლიციას და თვითმმართველ ორგანოებს, თუმცა დღემდე საკითხი არ არის გადაწყვეტილი თვითმმართველი ორგანოების მიერ.
ის, რომ დღემდე არის აღნიშნული დაძაბული ურთიერთობა, ადასტურებენ თვით რ------ მ--------ის განმარტებები, ასევე სასამართლო სხდომებზე მისი ქცევა და ემოციური მოპყრობა გ---–-----ების მიმართ.
მტკიცებულებები: დაზარალებულის გ------- გ---–-----ის და მოწმეთა (რ----- გ---–-----ის, ვ-------- გ---–-----ის, კ------ მ--------ის, გ-------– კ-----------ის, რომელიც არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელი სოფელ კ---–--ში, ვ------- პ-------ის, რომელიც არის ახალქალაქის მუნიციპალიტეტის საკრებულოს დეპუტატი სოფელ კ---–--იდან) ჩვენებები, ბრალდებულის ჩვენება და განმარტებები; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ფოტოსურათებით).
2.1.2. 2018 წლის 05 აპრილს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის შუალედში, ახალქალაქის რაიონის სოფელ კ---–--ში, ზემოთ აღნიშნული წყაროს თაობაზე მოხდა მორიგი კონფლიქტი/ინციდენტი, კერძოდ, რ------ მ--------მა გააუქმა გ------- გ---–-----ის წყალმიწოდების მილი წყაროსთან, ანუ გადაჭრა მილი, რა დროსაც მისი მართვის ქვეშ მყოფი „გაზ-24“ მარკის ავტომანქანით წყაროსთან მივიდნენ გ------- გ---–-----ი, მის ოჯახთან ერთად. გ------- გ---–-----ი და მისი მამა რ----- გ---–-----ი მიუახლოვდნენ წყაროს, სადაც იჯდა რ------ მ--------ი და წყაროს ბეტონის ნაწილზე იდო დანა, ცული და ე.წ. მონტიროვკა (რკინის ძალაყინი). მილის გადაჭრის გამო მოუვიდათ სიტყვიერი შელაპარაკება რ------ მ--------სა და გ------- გ---–-----ს.
აღნიშნული კონფლიქტის ფაქტს ადასტურებენ მოწმის სახით დაკითხული გ------- გ---–-----ის მამა რ----- გ---–-----ი, გ------- გ---–-----ის დედა ვ-------- გ---–-----ი, გ------- გ---–-----ის მეუღლე კ------ მ--------ი, რომლებიც ესწრებოდნენ ინციდენტს.
ამ კუთხით აღსანიშნავია მოწმე გ------ ს--------–---ის ჩვენება, კერძოდ, მან აჩვენა, რომ: 2018 წლის 05 აპრილს სოფელში ნახა, რომ რ------ მ--------ი წყაროსთან იყო და რაღაც მილს ჭრიდა; გ------- გ---–-----ი მაგ დროს მოვიდა და ხევში (წყაროსთან) ჩავიდა; როდესაც გ------- გ---–-----ი მიუახლოვდა რ------ მ--------ს, გინებით მიდიოდა, შემდეგ დაიწო შელაპარაკება.
ბრალდებულმა არ უარყო აღნიშნული ინციდენტი, მაგრამ წარმოადგინა თავისი ინტერპრეტაცია, კერძოდ, რომ შელაპარაკების პროვოცირება მოახდინა გ---–-----მა.
მტკიცებულებები: დაზარალებულის გ------- გ---–-----ის და მოწმეთა რ----- გ---–-----ის, ვ-------- გ---–-----ის, კ------ მ--------ის, გ------ ს--------–---ის ჩვენებები; ბრალდებულის ჩვენება და განმარტებები.
2.1.3. დაზარალებულის გ------- გ---–-----ის და მოწმეთა რ----- გ---–-----ის, ვ-------- გ---–-----ის, კ------ მ--------ის ჩვენებების მიხედვით, აღნიშნული კონფლიქტის/ინციდენტის დროს რ------ მ--------ი მის ხელთ არსებული დანით გამოეკიდა გ------- გ---–-----ს და ემუქრებოდა მოკვლით. გ------- გ---–-----ი შეშინდა და გაიქცა შემთხვევის ადგილიდან (ამავდროულად წამოიღო ცული და ე.წ. მონტიროვკა (რკინის ძალაყინი)) და მოასწრო მისი მართვის ქვეშ მყოფ „გაზ-24“ მარკის ავტომანქანაში ჩაჯდომა.
რ------ მ--------მა უარყო აღნიშნული, თუმცა აღიარა, რომ დანა იქ ყოფილა, მაგრამ ბეტონზე იდო. მან განმარტა, რომ თავდაცვის მიზნით ხელი გაიშვირა დანის ასაღებად, რათა გ---–-----ები წასულიყვნენ, ამასთან უარყო მუქარის ფაქტი. თუმცა დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება.
რ----- გ---–-----ის, ვ-------- გ---–-----ის, კ------ მ--------ის ჩვენებების მიხედვით რ------ მ--------მა გააგრძელა დევნა (გამოეკიდა), ჯერ გ------- გ---–-----ს მისდევდა, ხოლო შემდეგ გ------- გ---–-----ის მოძრავ მანქანას და მის ხელთ არსებული დანა რამოდენიმეჯერ დაარტყა გ------- გ---–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარას.
ამ კუთხით აღსანიშნავია მოწმე გ------ ს--------–---ის ჩვენება, რომელმაც გარდა იმისა, რომ დაინახა რ------ მ--------ის მიერ მილის გადაჭრა და გ---–-----ებთან დაიწყო შელაპარაკება, ასევე დაინახა, რომ რ------ მ--------ი დანით ხელში წავიდა გ-------ის მიმართულებით, რის გამოც გ------- გ---–-----მა ადგილზე არსებული ცული და მოგრძო რკინა აიღო და მანქანისკენ წავიდა. შემდეგ გ------ ს--------–---მა ნახა, რომ მანქანა გამოვიდა გზაზე, რის შემდეგ გ-------ამ გააჩერა მანქანა და ჩამოვიდა მანქანიდან, გ-------ას მეუღლეც და დედამისიც გადმოვიდნენ მანქანიდან, გ-------ას ხელი მოკიდეს და ჩასვეს მანქანაში, რა გესაქმებაო და თვითონაც ჩასხდნენ მანქანაში. გ------ ს--------–---ის ჩვენებით, მაგ დროს რ------ მ--------ი ამოვიდა ზემოთ, ავტომობილი დაიძრა და რ------ მ--------ი დანით ხელში მისდევდა ავტომანქანას, დაეწია მანქანას და შემდეგ სამი-ოთხჯერ დაარტყა მანქანას, ამასთან მოწმეს არ ახსოვს უკანა მხარეს თუ ფრთას.
მიუხედავად იმისა, რომ რ------ მ--------მა უარყო გ------- გ---–-----ის დევნის ფაქტი, მისივე სიტყვებითაც ირკვევა, რომ მათ შორის შელაპარაკება და გინება ყოფილა უკვე გზაზე, წყაროდან საკმაოდ შორს.
შესაბამისად დადგენილია, რომ აღნიშნული კონფლიქტის/ინციდენტის დროს წყაროსთან რ------ მ--------ი მის ხელთ არსებული დანით გამოეკიდა გ------- გ---–-----ს და ემუქრებოდა მოკვლით. გ------- გ---–-----ი გაიქცა წყაროდან მანქანისკენ, რ------ მ--------მა გააგრძელა დევნა, გამოეკიდა და ჯერ გ------- გ---–-----ს მისდევდა, ხოლო შემდეგ გ------- გ---–-----ის მოძრავ მანქანას და მის ხელთ არსებული დანა რამოდენიმეჯერ დაარტყა გ------- გ---–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის („გაზ-24“ მარკის, სახელმწიფო ნომერი HBH-611) ძარას.
მტკიცებულებები: დაზარალებულის გ------- გ---–-----ის და მოწმეთა რ----- გ---–-----ის, ვ-------- გ---–-----ის, კ------ მ--------ის, გ------ ს--------–---ის ჩვენებები; ბრალდებულის ჩვენება და განმარტებები; ავტომანქანის დათვალიერების ოქმი (ფოტოსურათებით).
2.1.4. აღსანიშნავია, რომ ბრალდების მხარის მიერ სასამართლო სხდომაზე მტკიცებულების სახით წარმოდგენილი დანის, ცულის და ე.წ. მანტიროვკის (რკინის ძალაყინის) გამოკვლევისას გ------- გ---–-----მა დანაზე დაასახელა, რომ ეს ის დანა არ არის, რომელიც რ------ მ--------ს ხელში ეკავა ინციდენტის დროს, ცული და ე.წ. მანტიროვკა სწორედ ისაა, რაც მან წამოიღო ინციდენტის ადგილიდან. ამასთან რ------ მ--------მაც განაცხადა, რომ წარმოდგენილი, ანუ ჩხრეკისას ამოღებული დანა არ არის ინციდენტის დროს არსებული დანა, რითაც რ------ მ--------მა ფაქტობრივად აღიარა, რომ ინციდენტის დროს ფიგურირებდა დანა.
მოწმეებს ინციდენტის დროს უნახავთ დანა, მათ შორის რ------ მ--------ის ხელში.
შესაბამისად, მიუხედავად იმისა, რომ გამოძიების მიერ არ არის დადგენილი დანის იდენტურობა, დადგენილია ინციდენტის დროს დანის არსებობა, ამასთან ბრალდებულს ხელში ჰქონდა ეს დანა.
მტკიცებულებები: დაზარალებულის და მოწმეთა რ----- გ---–-----ის, ვ-------- გ---–-----ის, კ------ მ--------ის, გ------ ს--------–---ის ჩვენებები; ბრალდებულის ჩვენება და განმარტებები; რ----- გ---–-----ის მიერ წარმოდგენილი ნივთების დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები.
2.1.5. რ------ მ--------ის ზემოაღნიშნული ქმედების გამო (გ------- გ---–-----ის გამოკიდება, დანის დემონსტრირებით და მოკვლის მუქარით, ასევე აღნიშნული დანით რამოდენიმეჯერ დარტყმა გ------- გ---–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარაზე) გ------- გ---–-----ს გაუჩნდა საფუძვლიანი შიში, რის გამოც ავტომანქანით დატოვა კონფლიქტის ადგილი, რაც დასტურდება დაზარალებულის გ------- გ---–-----ის ჩვენებებით.
მტკიცებულებები: დაზარალებულის ჩვენებები.
2.2. სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია:
ზემოაღნიშნული ფაქტებისა და მტკიცებულებების ერთობლივი ანალიზით სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა რ------ მ--------მა ჩაიდინა დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირველი ნაწილით, კვალიფიკაცია მიცემულია სწორად, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით ცნობილი უნდა იქნას დამნაშავედ და მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი.
3. სამართლებრივი შეფასება:
3.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზედაც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა მიერ საქმეში არსებულ უდავოდ მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის 2.1. პუნქტებში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.2. სასამართლო მიუთითებს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები კერძოდ: გ------- გ---–-----ის, გ------ ს--------–---ის, კ------ მ--------ის, რ------ მ--------ის, რ----- გ---–-----ის, ვ-------- გ---–-----ის, გ-------– კ-----------ის, ვ------- პ-------ის ჩვენებები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი (ფოტოსურათებით), ავტომანქანის დათვალიერების ოქმი (ფოტოსურათებით), რ----- გ---–-----ის მიერ წარმოდგენილი ნივთების დათვალიერების ოქმი და ამოღებული ნივთმტკიცებები, მთლიანობაში წარმოადგენენ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ რ------ მ--------ის ბრალეულობას.
3.3. დაცვის მხარემ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სადავოდ გახადა, ბრალდებულმა არ აღიარა ჩადენილი დანაშაული და განმარტა, რომ არანაირი მუქარა არ ყოფილა და პროვოკაცია მოხდა გ---–-----ების მიერ.
სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას, რ------ მ--------ის უდანაშაულობისა და შურისძიების მიზნით, დაზარალებულის მხრიდან დანაშაულის პროვოცირების/მოწყობის შესახებ, რამდენადაც იგი არ შეესაბამება საქმეზე უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და საქმეში არსებულ მტკიცებულებებს. ამასთან დაცვის მხარის მიერ არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება.
3.3.1. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია გამოძიებით არ იყო იდენტიფიცირებული დანაშაულის იარაღი - დანა, თუმცა დადგენილია დანის არსებობა და მუქარის დროს ბრალდებულის მიერ დანის დემონსტრირება (იხ. 2.1.4.).
3.3.2. სასამართლო ასევე არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ არ არის დადგენილი გ------- გ---–-----ის მხრიდან შიშის გაჩენის ფაქტი და ყველაფერი არის გ---–-----ების მიერ ხელოვნურად შექმნილი პროვოკაცია.
სასამართლო განმარტავს, რომ შიში არის უსიამოვნო, დამთრგუნველი ემოციური და რაც მთავარია, ინდივიდუალური შეგრძნება, რაც განპირობებულია პირის გარშემო არსებული მოვლენების (ზეგავლენების) ინდივიდუალური აღქმით. შიშის გრძნობა იწვევს ადამიანის რეაქციას, როგორიცაა შემთხვევის ადგილიდან გაქცევა, სტრესი, ტირილი და ა.შ., შესაბამისად, შიში როგორც ადამიანის ემოციური და ინდივიდუალური შეგრძნება, რომელიც ადამიანში შეიძლება გამოიწვიოს მუქარამ, გამოიხატება სწორედ იმ პირის მხრიდან, რომელმაც განიცადა შიში. ამასთან ვინაიდან შიში სუბიექტური ცნებაა, დასადგენია მისი გამოწვევის ვითარებები, რათა დარწმუნდე დაზარალებულის განმარტებაში.
მოცემულ შემთხვევაში, არის პირდაპირი მოწმეების ჩვენებები, რითაც დასტურდება: კონფლიქტი, დაძაბული ურთიერთობა, კონკრეტული ინციდენტი, რა დროსაც ფიგურირებდა დანა ბრალდებულის ხელში, დაზარალებულის მიმართ გამოკიდება (დანის დემონსტრირებით და მოკვლის მუქარით, ასევე აღნიშნული დანით რამოდენიმეჯერ დარტყმა გ------- გ---–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარაზე), დაზარალებულის გაქცევა შემთხვევის ადგილიდან, რაც იძლევა საფუძველს, რომ დაზარალებულს გაუჩნდა შიში. შესაბამისად სასამართლო აღნიშნავს, რომ არ არსებობს რაიმე ეჭვი, რომ დაზარალებული ტყუის.
3.3.3. რაც შეეხება პროვოკაციას, სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში ინციდენტის პროვოკაცია მოხდა ორივეს (ბრალდებულის და დაზარალებულის) ქმედებებით და თვითმმართველი ორგანოს ცუდი მუშაობით, კერძოდ წყაროსთან დაკავშირებით დავა მიმდინარეობს საკმაოდ დიდი ხანია და თვითმმართველი ორგანოს მიერ დღემდე არ არის მოწესრიგებული. ამასთან კონკრეტულად 2018 წლის 05 აპრილის ინციდენტი პროვოცირებული იყო სწორედ რ------ მ--------ის ქმედებით - მილის გადაჭრით, რის საწინააღმდეგოდ გ---–-----ის გინებამ უფრო დაძაბა სიტუაცია. შესაბამისად არსებულმა დენადმა კონფლიქტმა და კონკრეტულმა ინციდენტმა გამოიწვია რ------ მ--------ის რეაქცია, რომელიც წარმოადგენს დანაშაულის - მუქარის განხორიცელების მოტივს.
3.3.4. დაცვის მხარემ განაცხადა, რომ მოწმე ს--------–---ი მოსყიდული მოწმეა, თუმცა ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ წარმოადგინა. მის მიერ არსებით განხილვის დროს, როგორც ალტერნატივა დამატებითი მტკიცებულების სახით მითითებული იყო მოწმე პ---–--– კ-----–---ი. სასამართლომ დააკმაყოფილა დაცვის მხარის შუამდგომლობა, თუმცა დაცვის მხარემ ვერ უზრუნველყო აღნიშნული მოწმის სასამართლოში დაბარება, ამიტომ მოწვევა მოხდა სასამართლო უწყების მეშვეობით, ხოლო სასამართლოში გამოძახებულმა პირმა განაცხადა, რომ არ არის პ---–--– კ-----–---ი, არამედ არის პ----– კ-----–---ი, ამასთან დაცვის მხარის მიერ არ იყო მითითებული მოწმის ზუსტი მონაცემები. ხოლო პ----– კ-----–---მა განაცხადა, რომ მოცემულ იციდენტთან დაკავშირებით მოწმედ არ შეიძლება იყოს, ვინაიდან არაფერი არ იცის, ამიტომ არ მოხდა მისი დაკითხვა.
შესაბამისად არ იქნა დადგენილი, რომ მოწმე გ------ ს--------–---ი ტყუის, ვინაიდან ამის დამადასტურებელი მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი.
3.3.5. დაცვის მხარემ სადავოდ გახადა კ------ მ--------ის გამოძიების დროს მითითებული ინფორმაცია და ითხოვდა მის დაკითხვას, თუმცა საქმის არსებითი განხილვის დროს სხვა რიგი მტკიცებულებებთან ერთად, უდავოდ გახადა. როდესაც ვერ მოხდა ე.წ. პ---–--– კ-----–---ის დაკითხვა, დაცვის მხარემ რატომღაც, ხელახლა მოითხოვა კ------ მ--------ის დაკითხვა, რაც ეწინააღმდეგება საპროცესო კანონს.
3.3.6. სასამართლო აღნიშნავს, რომ დაცვის მხარე აპელირებდა ვითომ თავისი მტკიცებულებებით, რა დროსაც წინასასამართლო სხდომამდე ხუთი დღით ადრე, არ წარმოადგინა მტკიცებულებათა ნუსხა, ან რაიმე მტკიცებულება, ამასთან ბრალდების მხარის მტკიცებულებათა ნუსხა და სისხლის სამართლის საქმის ყველა მასალა მისთვის ცნობილი იყო დროულად. ამავდროულად დაცვის მხარე, კონკრეტულად კი ბრალდებული ყველანაირად ხაზს უსვამდა, რომ საქმეზე მოწვეული მოწმეები მისი არ არის, მათ შორის ე.წ. პ---–--– კ-----–---ი.
შესაბამისად დაცვის მხარის განმარტებები ხშირად ურთიერთსაწინააღმდეგოა და ხანდახან ურთიერთგამომრიცხავი.
სასამართლომ დაცვის მხარის მსგავსი პოზიცია შეაფასა როგორც ბრალდებულის მიერ პასუხისმგებლობისაგან თავის არიდება, მითუმეტეს საქმეში არსებობს დანაშაულის ჩადენის პირდაპირი მტკიცებულებები, მათ შორის მოწმე, რომელსაც დაზარალებულთან ნათესაური კავშირი არ აქვს.
შესაბამისად დადგენილი გარემოებიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ რ------ მ--------ის ბრალეულობაში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს.
3.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილი ითვალისწინებს - სიცოცხლის მოსპობის ან ჯანმრთელობის დაზიანების ანდა ქონების განადგურების მუქარა, როდესაც იმას, ვისაც ემუქრებიან, გაუჩნდა მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია მუქარა. მუქარის განმახორციელებელი პირი კონკრეტულ ადამიანს ემუქრება კონკრეტული ძალადობის ჩადენით. მუქარის ადრესატს, ამ მუქარის განხორციელების საფუძვლიანი შიში უჩნდება, რის გამოც ეს უკანასკნელი კარგავს სიმშვიდეს, ყოველ წუთს ელოდება მუქარის რეალურად განხორციელებას. სასამართლო განმარტავს, რომ ამ დანაშაულის შემადგენლობის აუცილებელი ნიშანია არა მუქარის რეალურობა, არამედ მსხვერპლში მისი განხორციელების რეალური შიში. შესაბამისად, დანაშაულიც ამ მომენტიდან ითვლება დამთავრებულად.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ: 2018 წლის 05 აპრილს, 13:00 საათიდან 14:00 საათამდე დროის შუალედში, ახალქალაქის რაიონი სოფელი კ---–--ში, რ------ მ--------სა და გ------- გ---–-----ს შორის, ამავე სოფელში მდებარე წყაროს თაობაზე, კონფლიქტის/ინციდენტის დროს რ------ მ--------ი მის ხელთ არსებული დანით გამოეკიდა გ------- გ---–-----ს და ემუქრებოდა მოკვლით; გ------- გ---–-----ი შიშის გამო გაიქცა შემთხვევის ადგილიდან და მოასწრო მისი მართვის ქვეშ მყოფ „გაზ-24“ მარკის ავტომანქანაში ჩაჯდომა, ხოლო რ------ მ--------მა მის ხელთ არსებული დანა რამოდენიმეჯერ დაარტყა გ------- გ---–-----ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანის ძარას; რ------ მ--------ის ზემოაღნიშნული მუქარის გამო გ------- გ---–-----ს გაუჩნდა მისი განხორციელების საფუძვლიანი შიში, რის გამოც ავტომანქანით დატოვა კონფლიქტის ადგილი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში არსებობს მოტივი, ამასთან სახეზეა მიზეზობრივი კავშირი ჩადენილი ქმედებასა და შედეგს შორის, მაშინ რ------ მ--------ის მიერ ჩადენილი ქმედება მართლსაწინააღმდეგოა და დანაშაულებრივია, ხოლო კვალიფიკაცია მიცემულია სწორად.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
4.1. ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილს, ემოციურად არც აცნობიერებს, რომ მის მიერ ჩადენილი ქმედება კანონსაწინააღმდეგოა.
4.2. რ------ მ--------ი არ არის ნასამართლევი, დანაშაული ჩადენილი აქვს პირველად. რაც პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა.
4.3. რ------ მ--------ი არის ასაკოვანი, 71 წლის ავადმყოფი კაცი, პენსიონერი.
4.4. ბრალდებული არ არის შერიგებული დაზარალებულთან.
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულების პიროვნებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებას, წარსულში ჩადენილ დანაშაულებს, ოჯახურ და სოციალურ მდგომარეობას, გამოძიებასთან თანამშრომლობას, დანაშაულის ხასიათს და საქმეზე დადგენილ სხვა გარემოებებს.
5.2. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილის სანქცია ითვალისწინებს ჯარიმას ან საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომას ვადით ას ოციდან ას ოთხმოც საათამდე ან გამასწორებელი სამუშაოს ვადით ერთ წლამდე ან შინაპატიმრობას ვადით ექვსი თვიდან ორ წლამდე ანდა თავისუფლების აღკვეთას ვადით ერთ წლამდე, იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვით ან უამისოდ.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სამართლიანობის აღდგენის კუთხით მნიშვნელოვანია არა მხოლოდ პირის მსჯავრდება ჩადენილი ქმედებისათვის, არამედ ამ ქმედებისათვის ადეკვატური სასჯელის განსაზღვრაც, რამაც უნდა მოახდინოს დაზარალებულებისათვის მიყენებული ტკივილის და უფლებების დარღვევის კომპენსირება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ‘’სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 41-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომა, შინაპატიმრობა, ჯარიმა და თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევა შეიძლება დაინიშნოს როგორც ძირითად, ისე დამატებით სასჯელად. ქონების ჩამორთმევა და იარაღთან დაკავშირებული უფლებების შეზღუდვა შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ დამატებით სასჯელად.
ამავე კოდექსის 42-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ჯარიმის მინიმალური ოდენობაა 2000 ლარი. თუ ამ კოდექსის განსაკუთრებული ნაწილის შესაბამისი მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით, ჯარიმის მინიმალური ოდენობა არ უნდა იყოს 500 ლარზე ნაკლები. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ჯარიმის ოდენობას სასამართლო ადგენს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმისა და მსჯავრდებულის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, რომელიც განისაზღვრება მისი ქონებით, შემოსავლით და სხვა გარემოებით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ნიშნავს მსჯავრდებულის საზოგადოებისაგან იზოლაციას და კანონით განსაზღვრულ თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში მოთავსებას. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვადიანი თავისუფლების აღკვეთა ინიშნება ექვსი თვიდან ოც წლამდე ვადით, გარდა ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
5.3. ბრალდების მხარეს მიაჩნია, რომ ბრალდებულის მიმართ თავისუფლების აღკვეთაზე ნაკლები სასჯელი არ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.4. მოცემულ შემთხვევაში ჩადენილია ნაკლებად მძიმე დანაშაული, რომლის მუხლის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ერთ წლამდე ვადით.
ამასთან, სასამართლო ხაზს უსვამს სამართლიანი სასჯელის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი შესატყვისი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან, გაცნობიერებულ უნდა იქნეს დანაშაულის საფრთხე და, აგრეთვე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ბრალდებულების პიროვნება. მსჯავრდებული პირის მიმართ დანიშნული სასჯელი უნდა გახდეს მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციის საფუძველი და დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი და შეამციროს მის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი.
სასამართლო მსჯელობა ჰქონდა პირობითი მსჯავრის ეფექტზე, რაც სავარაუდოდ იქნება შემაკავებელი ხასიათის და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს, დამნაშავის რესოციალიზაციას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და სამართლიანობის აღდგენას. თუმცა ბრალდებული არ აღიარებს ჩადენილს, შესაბამისად გამორიცხულია პირობითი მსჯავრის გამოყენება, ამასთან ბრალდებული ასაკოვანი, 71 წლის ავადმყოფი კაცია და სასამართლოს მიზანშეწონილად არ მიაჩნია მის მიმართ სასჯელის სახით რეალური თავისუფლების აღკვეთის, ასევე საზოგადოებისათვის სასარგებლო შრომის გამოყენება.
ასავე სასამართლო აღნიშნავს, რომ დაუშვებელია სასჯელის განსაზღვრული ოდენობა ბრალდებულს იმაზე მეტ ტვირთს აკისრებდეს, ვიდრე ეს აუცილებელია სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად.
აღნიშნულიდან და დადგენილი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია, რომ რ------ მ--------ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს ჯარიმა 2000 ლარის ოდენობით, რაც ასევე ატარებს მნიშვნელოვან შემაკავებელი ხასიათს.
ანუ სასჯელის მიზნის უზრუნველსაყოფად აღნიშნული სასჯელი სავსებით აკმაყოფილებს არამარტო რეპრესიის და რესოციალიზაციის პრინციპებს, ასევე პრევენციის პრინციპს.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258 - 260-ე, 268-e, 269-ე, 271-274-ე, 277- 279-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. რ------ მ--------ი (პ/ნ 0----------) ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 151-ე მუხლის პირელი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით;
2. რ------ მ--------ის მიმართ შერჩეული აღკვეთის ღონისძიება – გირაო გაუქმდეს;
3. საქმეში არსებული ნივთმტკიცებები (რ------ მ--------ისაგან ამოღებული ერთი ცალი დანა პაკეტის ნომერი FCI549452, გ------- გ---–-----ისაგან ამოღებული ერთი ცალი ცული ერთი ცალი ლითონის საგანი (ე.წ. მანტიროვკა) პაკეტის ნომერი FCI522312) განადგურდეს დადგენილი წესით.
4. განაჩენის ასლები გადაეცეთ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 278-ე მუხლით გათვალისწინებულ პირებს და ორგანოებს;
5. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში ახალქალაქის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე არარატ ესოიან